უსჯულოება > გნოსტიციზმი
გნოსტიკური იდეები საბჭოურ ფანტასტიკაში
ავტორი: ნინა ოფტერდინგენი.
გნოსტიკოსები ეს არის ეზოთერული სექტა, რომელიც რომის იმპერიაში აღმოცენდა ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეში. გნოსტიკოსები წარმოადგენდნენ სულთმობრძავი ანტიკური სამყაროს რეაქციას ქრისტეანობის გაჩენაზე, ეს იყო კარგი მცდელობა ხელში ჩაეგდოთ ინიციატივა, და საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ ახალი და მზარდი პოპულარობის მქონე ქრისტეანული სახეები და იდეები. გნოსტიკოსებს სურდათ გამოეყენებინათ ქრისტეანული გარსი, მაგრამ შეენარჩუნებინათ ძველი წარმართული აზრი. მაგრამ, მათი მცდელობა ჩაიფუშა და პრინციპული ბრძოლის რამოდენიმე საუკუნის შემდეგ გნოსტიკოსები სცენიდან ჩამოვიდნენ (თუმცა, არა მთლიანად, გნოსტიკური იდეები დღეს ისევ ცოცხლდება და რეალიზდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით სექტანტურ მოძღვრებებსა და ხელოვნებაში - რედ.). ამ იდეური წინააღმდეგობის რამოდენიმე მომენტზე გვსურს ჩვენც ყურადღების გამახვილება.
გნოსტიკოსთა სწავლება იყო ეზოთერული. გნოსტიკურ სექტებში განდობის რამოდენიმე საფეხური არსებობდა. ქრსიტეანთაგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ წმიდა ტექსტებს ქუჩებსა და მოედნებზე ყველას უქადაგებდნენ, ვისაც სურდა ამის მოსმენა თუ არ სურდა, გნოსტიკოსები პირიქით, თავიანთ ტექსტებს მხოლოდ განდობილთ უმხელდნენ, თანაც მრავალწლიანი გამოცდის შემდეგ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ გნოსტიკოსების დამარცხების შემდეგ გნოსტიკური ტექსტები თითქმის აღარ დარჩა, ამიტომაც გნოზისის კვლევისას გვიწევს დავეყრდნოთ ქრისტეან პოლემისტებს. უნდა ითქვას, რომ ქრისტეანმა თეოლოგებმა კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე. უკვე XX საუკუნეში აღმოაჩინეს ნამდვილი გნოსტიკური ტექსტები, და მათ ახალი ან არსებითი ვერაფერი შეჰმატეს უკვე ცნობილ სურათს.
ამრიგად, გნოსტიკოსები იძლევიან კითხვას: როგორ არის შესაძლებელი ბოროტება სამყაროში? როგორ შეეძლო კეთილ და სრულყოფილ ღმერთს შეექმნა ბოროტი და არასრულყოფილი სამყარო? გნოსტიკური სექტები სოკოებივით მრავლდებოდნენ და დეტალურად ყველა მათი სწავლებისა და მათზე პასუხების გადმოცემა პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე, რომ ჩვენ უბრალოდ აღვწერთ საქმის არსს, საკითხის გნოსტიკური გადაწყვეტის თვით პრინციპებს, რომლებიც ცალსახად მონიშნავენ გნოსტიკურ მსოფლმხედველობას.
ეს არის შემდეგი გადაწყვეტილება. არსებობს უზენაესი ღმერთი, რომელიც აბსოლუტურად სახიერია (კეთილია), კარგია და სრულყოფილია. ღმრთისგან განცალკევდება რომელიღაც სამყარო. ეს სამყაროც კეთილია, კარგია და სრულყოფილია, მაგრამ მასზე უარესია, ვიდრე თვით ღმერთი, რადგან არავინ შეიძლება იყოს ისევე აბსოლუტურად კარგი, როგორც ღმერთი. ამ სამყაროსგან კიდევ გამოიყოფა ერთი სამყარო, რომელიც თავის მხრივ მცირედ და უმნიშვნელოდ უარესია პირველზე (ანუ პირველად ღმრთისგან გამოყოფილ სამყაროზე). მეორე სამყაროსგან გამოიყფა მესამე, და ა. შ. სხვადასხვა სექტები ითვლიან ოცდაათიდან სამას სამოცდა ხუთამდე სამყაროს, სადაც ყოველი მათგანი უარესია წინამორბედზე. ამ კიბის სულ ქვედა ნაწილში იმყოფება ჩვენი დედამიწა, და ეს უკვე არის ნამდვილი ჯოჯოხეთი. ჩვენი სამყარო შექმნილია მატერიისგან, რომელიც ისე გაუარესდა, რომ არსებითად ბოროტებას წარმოადგენს. ზოგიერთი გნოსტიკური სექტა მიიჩნევდა, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის თვით სატანა, რომ ჩვენი სამყაროს შემოქმედი არის ლუციფერი. ამ სამყაროში ყველაფერი ბოროტია, ყველაფერი ცუდია, ყველაფერი განწირულია ხრწნადობისა და სიკვდილისთვის. ეს არის განწირულთა ადგილი.
მაგრამ ამ საშინელ ჯოჯოხეთშიც არის ნათელი მომენტები - ესენი ადამიანთა სულებია. ისინი ვითარც ჭეშმარიტი ნათლის ნაპერწკლები, ამ სამყაროში შემოტანილნი არიან იმ პირველადი უზენაესი და ყველაზე ნათელი სამყაროდან, ისინი არსებითად შედგებიან სიკეთისგან, რომელიც ბოროტების საწინააღმდეგოა.
და აი, სწორედ აქ იჩენს თავს გნოსტიციზმის ყველაზე მთავარი იდეა, რომლისთვისაც იქნა მოფიქრებული ეს ყველაფერი - ასეთი ნაპერწკლოვანი სულები ყველას როდი გააჩნია, არამედ მხოლოდ ზოგიერთს. ადამიანთა უმეტესობის სული იმავე მატერიისაა, რაც ყოველივეა ამ სამყაროში. ასეთ ადამიანებს ბუნებრივ ადამიანებს უწოდებენ. როდესაც ისინი კვდებიან სულებთან ერთად იღუპებიან. მაგრამ არიან მშვინვიერი ადამიანები, რომელთაც აქვთ შანსი მოხვდნენ სამოთხის ქვედა განყოფილებებში, თუ მკაცრად იცხოვრებენ და დაიცავენ მორალის ყველა განაწესს. და ბოლოს, არიან ჭეშმარიტი ადამიანები, სულიერნი, არა მშვინვიერნი, ე. წ. "პნევმატიკოსები". მხოლოდ მათი სულებია შემოტყორცნილი ჩვენს ქვედა სამყაროში ზედა სამყაროდან, და მხოლოდ ეს სულიები დაბრუნდებიან უკან სიკვდილის შემდეგ. მაგრამ იმისთვის, რათა დაბრუნდე ზედა სფეროში, პნევმატიკოსი უნდა ფლობდეს განსაკუთრებულ ტექნიკას და განსაკუთრებულ ცოდნას. ცოდნას ბერძნულად ეწოდება "გნოზისი", აქედან მომდინარეობს "გნოსტიკოსთა" სახელწოდებაც.
გნოსტიკოსთა სწავლებით იესუ ჩვენს სამყაროში მოვიდა მხოლოდ მათთვის, პნევმატიკოსებისთვის. ყველაფერი, რაც კი დაწერილია სახარებაში, ფუჭი და ამაოა, ის მარტივი ადამიანებისთვის არის დაწერილი, სინამდვილეში კი იესუმ მოიტანა საიდუმლო სწავლება, ის გნოზისი, რომელიც იმ დროიდან გადაეცემათ გნოსტიკოსებს თაობიდან თაობაში, რათა კვლავ უკან დაბრუნდნენ ბრწყინვალე სამშობლოში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პნევმატიკოსები ხვდებიან ყველაზე უმაღლეს სფეროში არა საკუთარი ქცევისა და დამსახურებების გამო, არამედ მხოლოდ თავიანთი ბუნების წყალობით. ისინი არ არიან ვალდებულნი დაიცვან მორალის ნორმები, მათ შეუძლიათ მოიქცნენ როგორც სურთ, ისინი გადარჩებიან უბრალოდ იმიტომ, რომ მათი სულები თავიდანვე ზენა-სამყაროდან არიან წარმოშობით, ნათლის სამეფოდან, საითაც უკან უნდა დაბრუნდნენ.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დაყოფას ორ კატეგორიად, ორ ჯიშად, თუ შეიძლება ასე ითქვას. პნევმატიკოსები თავიანთი ბუნებით უმაღლესი რასაა და მორალს ზემოთ დგანან, მათთვის ყველაფერი ნებადართულია, და ისინი მაინც გადარჩებიან. ხოლო ყველა დანარჩენი უქვემოესი რასაა თავისი ბუნებით, ისინი დაიღუპებიან ამ სამყაროსთან ერთად. არსებითად ამ ადამიანებს სიცოცხლეშიც კი არ გააჩნიათ რაიმე ღირებულება.
ჩვენი სამყაროს აღწერაში გნოსტიციზმი უახლოვდება მანიქეველობას. მანიქეველები არ ცნობენ სამყაროთა იერარქიულობას, მაგრამ მათი სწავლებით ჩვენი ერთიანი სამყარო შექმნეს კეთილმა და ბოროტმა ღმერთებმა, რომლებიც თანაფარდნი არიან ძალმოსილების თვალსაზრისით. ბოროტმა ღმერთმა შექმნა მატერია და ადამიანთა სხეულები, ხოლო კეთილმა - სულები. სიკვდილი ეს არის განთავისუფლება ამ ჯოჯოხეთიდან, მატერიის ტყვეობიდან, სიკვდილის შემდეგ სულები ბრუნდებიან ნათელ ღმერთთან.
თითქოსდა მანიქეველებისთვის თვითმკვლელობა ბუნებრივი გამოსავალი უნდა იყოს. მაგრამ გნოსტიკოსებიც და მანიქეველებიც აღიარებდნენ სულთა გადასახლებას. ანუ, ყველა ერთად უნდა წავიდეს, სანამ დედამიწაზე იბადებიან ბავშვები, სულებს უკან დაბრუნება უწევთ, და კიდევ კარგი თუ ერთი ან ორი წლით, მაგრამ თუ ამ ტყვეობაში ყოფნა ათწლეულობით გიწევს? ამიტომაც, როგორც მანიქეველები, ასევე გნოსტიკოსები ირჩევენ შემდეგ სტრატეგიას - საჭიროა საკუთარ რწმენაზე მოაქციო მთელი კაცობრიობა, და აღასრულო კოლექტიური თვითმკვლელობა. არა იმ აზრით, რომ ყველამ საწამლავი დალიოს, არამედ შეწყვიტოს შობადობა. მაშინ, უკვე კაცობრიობის მომდევნო თაობა ამოწყდება და ყველანი გათავისუფლდებიან (აქედან გამომდინარე, ალბათ მიხვდება მკითხველი ვინ დგას კონტრაცეპტივების, ადამიანთა შობადობის კლების, ჰომოსექსუალიზმის და სხვა კაცთმოძულეობრივი იდეების უკან. ესენი არიან სწორედ თანამედროვე გნოსტიკოსები: იგივე მასონები და ილუმინატები - რედ.)
ცხადია, ქრისტეანობას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო ამგვარი მოძღვრების მიმართ. ქრისტეანობას თავის არსენალში ჰქონდა გნოსტიციზმის საწინააღმდეგო იარაღი, და ჯერ კიდევ დევნულებასა და შევიწროვებაში მყოფი ეკლესიაც მთელის არსებით ჩაება გნოსტიკოსთა საწინააღმდეგო ბრძოლაში.
ქრისტეანები არ აღიარებენ სამყაროთა იერარქიულობას, ჩვენი სამყარო ერთადერთია. ეს სამყარო არ განდგომია ღმერთს, როგორც გნოსტიკოსებს ჰგონიათ, არამედ შეგნებულად არის შექმნილი კეთილი ღმერთის მიერ. შექმნა რა სამყარო, ღმერთმა თქვა, რომ ეს კარგია, რომ ჩვენი სამყარო თავისი ბუნებით კეთილი და კარგია და არა ბოროტება.
შემდეგ, ადამიანის სხეული მის დღევანდელ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უძლური და უბადრუკია, მაგრამ უფალი სწორედ განკაცებულად მოევლინა კაცობრიობას და არა ანგელოზად ან რომელიმე სხვა უმაღლეს ძალად. უფალმა პატივი მიაგო და აკურთხა ადამიანის სხეული და მისი მოძულება უკვე უფლის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ქრისტეანები აღიარებენ ხორციელ აღდგომას, ანუ სხეული სულზე არანაკლებ ღირსია მარადიული სიცოცხლისა. ამით იმსხვრევიან გნოსტიკური თეზისები იმის შესახებ, რომ თითქოსდა სხეული თავდაპირველი ბოროტებაა, რომელიც მარადიულ წარწყმედად არის განწირული.
ეკლესია აკურთხებს ქორწინებას და შვილთა გაჩენას. ეკლესია არ ასწავლის სულთა გადასახლებას. ავგუსტინე ამის შესახებ პირდაპირ ბრძანებს: თუ ადამიანმა პატიოსნად და მართლად იცხოვრა, სიკვდილის შემდეგ ის ეღირსება ცათა სასუფეველს, და განა არაადამიანური სისასტიკე არ იქნება კვლავ დააბრუნო ის დედამიწაზე, რომელიმე ცხოველის სულში? ეს შეუძლებელია, ღმერთი არასოდეს განიშორებს მათ, ვინც მასთან მიდის. შემდეგ, ხორციელი აღდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება სულთა გადასახლების იდეას.
რა თქმა უნდა, ქრისტეანებს არ შეეძლოთ შერიგებოდნენ იმ განცხადებასაც, რომ ქრისტე თითქოსდა მხოლოდ პნევმატკოსთათვის გარდამოხდა. ქრისტე ყველასთვის მოკვდა და ყოველი, თითოეული ადამიანისთვის გარდამოხდა, მას არ გამოუყვია ადამიანთა რომელიმე რასა და კატეგორიებად არ დაუყვია კაცობრიობა. გადარჩებიან ისინი, ვინც მიიღებს უკვდავების მადლს, ვინც დაამტკიცებს ამას თავისი საქციელით და ცხოვრებით, რადგან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ვერავითარი შეფუცვა, ფსიქოტექნიკა და საიდუმლო ცოდნა ვერავის უშველის. ხოლო თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა თავის გადასარჩენად, ეკლესია საჯაროდ და სახალხოდ უცხადებს ყველას.
თავიანთი ყოველი მტკიცებულება ქრსიტეანებს შეეძლოთ დაემტკიცებინათ წმიდა წერილის დამოწმებით და ამგვარად ეჩვენებინათ, რომ მწარედ სცდებიან არა ქრისტეანები არამედ გნოსტიკოსები, და შეეძლოთ ამ ადამიანების გამოყვანა გნოსტიკური სექტებიდან. გნოსტიციზმის წინააღმდეგ სამსაუკუნოვანი აქტიური ბრძოლის შემდეგ გნოსტიციზმი ჩამოვიდა სცენიდან, ან დაიკარგა ან კიდევ ღრმა იატაკქვეშეთში ჩავიდა და იქიდან ეწევა ფარულ საქმიანობას.
რაღაც პერიოდი იმპერია ცხოვრობდა, და დასაქმებული იყო შიდასაეკლესიო დავებით, ტრინიტარული და ქრისტოლოგიური პოლემიკით, სანამ 8-ე საუკუნეში არ გაჩნდნენ ცნობილი პავლიკიანელები. ესენი აშკარა მანიქეველები იყვნენ, რომელთაც რომის იმპერია შეარაღებულ ბრძოლასაც კი ეწეოდა. მაგრამ გნოსტიკოსთა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა გახდა 13-ე საუკუნეში პროვანსის აჯანყება, რომელიც ცნობილი ალბიგოური ჯვაროსნული ლაშქრობით დასრულდა.
გნოსტიკოსები, მაშინ კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ისინი კათარებად, წმიდებად იწოდებოდნენ. ეს ნიშნავდა, რომ მათთვის ნებადართული იყო ყველაფერი, მათ არ სვრიდა არანაირი სიბინძურე. სექტას განდობის რამოდენიმე ხარისხი გააჩნდა. პროფანებისთვის საკმარისი იყო ანტიკათოლიკური პროპაგანდა, რომის პაპიც ხომ ამის საუკეთესო მიზეზებს იძლეოდა; განდობილნი ქადაგებდნენ უქორწინებლობას, ანუ ერთი მამაკაცის დაქორწინებას ერთ დედაკაცზე, სრულ სექსუალურ თავისუფლებას სექტის წევრებისთვის, და ენდურუს. ენდურად იწოდება შიმშილით სიკვდილი. ენდურას უქვემდებარებდნენ ავადმყოფთ, მოხუცებს და ბავშვებს. ამგვარი ქცევის მოტივი, ზემოთმოტანილი ინფორმაციიდან გამომდინარე ადვილი გასაგებია.
12-ე საუკუნის ბოლოს კათართა ეკლესიამ დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია და სამხრეთ საფრანგეთი. ადგლობრივი სენიორები მხარს უჭერდნენ კათარებს და სექტაში პოლიტიკური მოსაზრებებით წევრიანდებოდნენ. გაჩნდნენ მთელი ოლქები, სადაც კათოლიკე მღვდლებს ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით გამოჩენისაც კი ეშინოდათ; ხოლო როდესაც სამხრეთსაფრანგეთის ერთ ქალაქში, სენეშალ-კატარმა შეიპყრო კათოლიკე მღვდელმსახური, პაპის საყდარმა როგორც იქნა შეიგნო, რომ ნახევარღონისძიებების დრო ამოიწურა. კათარების წინააღმდეგ შედგა ჯვაროსნული ლაშქრობა და რამოდენიმე წლის შემდეგ კათარები სრულიად გაანადგურეს, პროვანსი კი მიწასთან გაასწორეს.
მაგრამ, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, სექტის მეთაურებმა სასაკლაოს პროფანები შეატოვეს, ხოლო თვითონ მიიმალნენ. კათარები დასაშვებად მიიჩნევდნენ სიცრუეს და მკვლელობასაც კი საკუთარი მიზნების მისაღწევად. ისინი დასაშვებად მიიჩნევდნენ ცრუ ფიცსაც. სწორედ კათარებთან ბრძოლისთვის, იმისთვის, რათა ეს მწვალებლობა კვლავ არ გავრცელებულიყო, შეიქმნა პირველი ინკვიზიცია.
შემდგომში ინკვიზიცია გადაგვარდა საკმაოდ ოდიოზურ ორგანიზაციად, მაგრამ პირველი ინკვიზიციის შესახებ ამისი თქმა არ შეიძლება. ჩვენ არ ვართ მიდრეკილნი გავაბუქოთ კათოლიკური ეკლესიის სიკეთე, მაგრამ მაშინ, პროვანსში, კათოლიკეები გადაეყარნენ ძალას, რომელსაც შეეძლო კაცობრიობის განადგურება. გურევიჩი აღწერს, როგორ აღმოაჩინეს პირენეის ერთ-ერთ სოფელში კათარული სექტა. ამ სექტის ქალები ინკვიზიტორს უყვებოდნენ, რაოდენ ებრალებათ მათ თავიანთი ახალშობილები, რომელთაც აშიმიშილებდნენ, მაგრამ სექტის მეთაურები ეუბნებოდნენ ყველა ამ ახალშობილთა მშობლებს, რომ ეს ეშმაკის საცთურია და, რომ მათ უნდა ილოცონ, რათა არ მიაქციონ ამას ყურადღება. წარმოიდგინეთ, ყოველივე ამას რომ გაემარჯვა და ნორმად ქცეულიყო, მსოფლიო გაცილებით უარესი იქნებოდა. იმ ბრძოლაში ჩვენ კათოლიკეთა მხარეს ვდგევართ, მათი გამარჯვება - ჩვენი გამარჯვებაა.
13-ე საუკუნეში თუ კათოლიკეებმა მოიგერიეს გნოსტიკოსთა შეტევა, სამასი წლის შემდეგ ისინი დამარცხდნენ. ჩვენ ღიად ვტოვებთ საკითხს იმის შესახებ, იყვნენ თუ არა პირველი პროტესტანტები ის უძველესი გნოსტიკოსები, რომლებიც ებრძოდნენ ეკლესიას. ნებისმიერ შემთხვევასი მთავარი გნოსტიკური იდეა ადამიანთა ორი ტიპის შესახებ პროტესტანტებმა კვლავ განაახლეს და ცხოვრებაში მის განხორციელებასაც შეუდგნენ. პროტესტანტულ სექტათა უმრავლესობა აღიარებს ორმაგ წინასწარგანსაზღვრულობას, კერძოდ: ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ დაბადებამდე არის წინასწარ განსაზღვრული ღმრთისგან ცათა სასუფეველში საცხოვრებლად, ხოლო ყველა დანარჩენი ასევე წინასწარ განწირულია ჯოჯოხეთისთვის. ქცევითა და მორალით ამ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია; ასევე შეუძლებელია ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლა.
პროტესტანტიზმის გამარჯვების შემდეგ გნოსტიციზმი უკვე აღარ გასულა სცენიდან და ყოველთვის ნებისმიერი განათლებული ევროპელის თვალწინ ტრიალებდა. გნოსტიკურმა იდეებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ ფანტასტიკაზე, მის მიერ კი - საბჭოთა ფანტასტიკაზეც.
ჩვენ არ შევეხებით ამ ზეგავლენის გზებს, არამედ ვაჩვენებთ მხოლოდ გნოსტიკური მსოფლმხედველობის ელემენტებს ცნობილ ნაწარმოებებში.
ფილმში "კინ-ძა-ძა" იმთავითვე ვხედავთ სამყაროთა იერარქიებს. დედამიწა სადღაც შუაშია, უმაღლესი და ნათელი სამყარო - ალფაა, უდაბლესი და უარესი - პლიუკი. სამყაროთა შორის მოგზაურობა შესაძლებელია, ამისთვის უნდა გაგაჩნდეს გარკვეული ცოდნა, გნოზისი. მოცემულ შემთხვევაში ეს არის პლანეტის კოორდინატები. დააკვირდით, დედამიწაზე ბოლოს და ბოლოს ხვდებიან ისინი, ვინც თავიდან დედამიწელი იყო, სხვა ჯიშის ადამიანები, პლიუკანელები, დედამიწაზე ვერ მოხვდნენ.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ კიდევ იმას, რომ ალფა, რომელიც გნოსტიკოსების ჩანაფიქრით ყველაზე მიმზიდველი პლანეტაა, სინამდვილეში ყველაზე ამაზრზენი აღმოჩნდება. პლიუკანელები ანგელოზები როდი არიან, მაგრამ მათი სიავეები რაღაც ბავშვურია - მოიპოვონ ფერადი შარვლები ან იარონ და ყველას აფურთხონ, ყველა უგულებელყონ.
სხვა საქმეა ალფის მცხოვრებნი, ეს არის სერიოზული არაბავშვური სიამაყის სამეფო. მათ იციან, რომ ისინი ყველაზე უკეთესები და სხვა ბუნებისანი არიან; რომ მათ გააჩნიათ უფლება გადაწყვიტონ ვინ იცოცხლოს და ვინ არა; ხოლო ვინ იქნება კაქტუსი მათი გადასაწყვეტია და ამ უფლებაში მათ ეჭვიც კი არ ეპარებათ. გნოსტიკური სამოთხის უზენაესი რგოლი ქრისტეანული ჯოჯოხეთის უქვემოესი რგოლი აღმოჩნდება.
სტრუგაცკებთან საქმე ბევრად უფრო ადვილადაა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბუნდოვნად წარმოგვედგინა ვინ არიან გნოსტიკოსები, პატივს ვცემდით სტრუგაცკების დუეტს АБС-ს (Аркадий и Борис Стругацкие), მათ ინტერვიუებიდან ვგებულობდით, რომ ისინი თურმე მითოლოგიურ ლექსიკონში ეძებდნენ, თუ როგორ ეწოდება მათ მსოფლმხედველობას, და აღმოაჩინეს, რომ ეს არის გნოსტიციზმი.
მოდი ნუ დავუქვემდებარებთ ეჭვს ავტორთა ერუდიციას. მოვიძიოთ გნოსტიკური მსოფლმხედველობის ელემენტები მათ შემოქმედებაში.
ამისთვის შორს წასვლა არ მოგვიწევს. პროგრესორობისადმი მიძღვნილ რომანებში, ჩვენ ვხედავთ ჩვენთვის კარგად ცნობილ სამყაროთა იერარქიას. ყველაზე მკაფიო და ნათელი სამყაროს როლში გამოდის დედამიწა. ყველა დანარჩენი უარესი და კულტურულად განადგურებულია, ისინი არ უნდა შენარჩუნდნენ იმ სახით, რა სახითაც არსებობენ. პროგრესის გზით ეს სამყაროების უნდა დაემსგავსონ დედამიწას. ამის მიღწევას პროგრესორები ელიტაში ინტეგრირებით ცდილობენ. ისინ იქ თავადები, ხელმძღვანელები, მინისტრები, დაცვის მეთაურები არიან და არა უბრალო ადამიანები დაბალი სოციალური ფენებიდან. შეადარეთ წმ. ირინეოს ლიონელის (II ს.) ცნობას: "ცხადად აშკარავდება მათი (გნოსტიკოსების - რედ.) სიყალბე თესლთან დაკავშირებულ განმარტებებში და იმასაც ამბობენ, რომ ის სულები, რომელთაც დედის თესლი მიუღიათ, უფრო აღემატებიანო სხვებს, რის გამოც პატივდებულნი არიან დემიურგისგან და დაწესებულნი არიანო თავადებად, მეფეებად და მღვდლებად" (ირინეოს ლიონელი "მწვალებლობათა წინააღმდეგ" 2, 19).
პროგრესორები ამ სამყაროებში იქცევიან როგორც გნოსტიკური სექტა - იმალებიან, იცავენ საიდუმლოს, უზენაეს ნათელ სამყაროზე სიმართლეს მხოლოდ განდობილთ ასწავლიან და სხვა. პროგრესორები ამ სამყაროებში ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ღირსნი არიან თანასწორნი იყონ დედამიწელებისა, და მხოლოდ მათ ეხმარებიან, ნებისმიერ მომენტში მხოლოდ მათი გადაყვანა შეუძლიათ ამ ჯოჯოხეთიდან დედამიწისკენ. ასეთი ადამიანები აღიქმებიან თანასწორებად, ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით. რუმატა ბუდაჰას უყურებს როგორც მის თანასწორ დედამიწელს. ბოლო სცენაში "ბიჭი ქვესკნელიდან" გაგი ხვდება დოქტორს, რომელსაც ქალაქში წამალი მიაქვს, სადაც ბობოქრობს ეპიდემია. ეს პატარა ტალახით მოსვრილი კაცუნაა, მაგრამ როცა მას გაგი უყურებს, თვალწინ მაღალი ბრწყინვალე ხალხით სავსე დარბაზები და სასახლეები წარმოუდგენია. და აი ეს ექიმი - ისეთივე ბუენებისაა, როგორც ისინი. ამგვართათვის ღირს მოდნომების გამოჩენა.
იქ, სადაც სტრუგაცკები არ აღწერენ ცივილიზაციათა კონტაქტს, არამედ წერენ ერთ საზოგადოებაზე, მათ ბრძოლაზე მეშჩანობასთან, აშკარად გამოსჭვივის პნევმატიკოსთა ზიზღი ჰილიკთადმი, ბუნებრივი ადამიანებისადმი. ადამიანთა დაყოფა ორ კატეგორიად, ორ შეურეველ ჯიშად სტრუგაცკების ძირითადი და ცენტრალური იდეაა.
"დასახლებულ კუნძულზე" ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან - ერთნი არიან მგრძნობიარენი გამოსხივებისადმი, სხვები არა. ადამიანთა შერჩევა მორალურ ან ფიზიკურ მონაცემებს როდი ეფუძნება. ჯგუფისადმი კუთვნილება თანდაყოლილი თვისებაა, ჯგუფის შეცვლა შეგნებული გზით და ძალისხმევით შეუძლებელია. კაცობრიობისგან სხვა, უმაღლესი რასის გამოყოფა უმთავრესი თემაა რომანში "ტალღები ქარს აქრობენ" ("Волны гасят ветер"). გნოზისის როლში აქ გამოდის მეცნიერული ცოდნა. ინიციაციამდე ადამიანებს შეეძლოთ დასაქმებულიყვნენ ნებისმიერი საქმიანობით, ქსოვით ან აგროტექნიკით, მაგრამ მათი ინიციაციის შემდეგ ისინი მხოლოდ მეცნიერებას, შემეცნებას ეტრფიან.
განსაკუთრებით გამორჩეულია რომანი "ოზი, ბოროტებით დამძიმებულნი" ("ОЗ, Отягощенные Злом"). ეს აშკარად გნოსტიკური რომანია, სადაც გნოსტიკოსები პირდაპირ არიან მოხსენიებულნი. "ბოროტებით დამძიმებული" გნოსტიკური ტერმინი გახლავთ. ასე უწოდებდნენ ისინი ჩვენი სამყაროს მატერიას. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი - დემიურგია. ესეც გნოსტიკური ტერმინია, - ასე გნოსტიკოსები ხმობდნენ ჩვენი "უქვემოესი" სამყაროს შემოქმედს. დედამიწაზე ყველა ადამიანი იყოფა ჩვეულებრივ ადამიანებად, რომლებშიც ღირსშესანიშნავი არაფერია, და იმგვარ კასტად, რომელთაც მარგალიტივით ბრწყინვალე სული გააჩნიათ. ამ სულებს აგროვებს აგასთერ ლუკიჩი, და ამ ნიადაგზე მას დემიურგი შეეკვრება. მას უნდა მიიღოს აგასთერ ლუკიჩის პორტფელი, სადაც ის ინახავს ამ მარგალიტოვან სულებს, რადგან სწორედ ამისთვის მოვიდა აქ დემიურგიც.
ამ რომანში გადმოცემული სახარებისეული მოვლენებიც გნოსტიკოსებთან არის დაკავშირებული. ავგუსტინე წერ, რომ მის დროს, მილანის ედიქტიდან ასი წლის შემდეგ, ზოგიერთს იესუ წარმოედგინა ზნეობრიობის კეთილ და თბილ მოძღვრად, რომელიც სულაც არ აპირებდა სიკვდილს ჯვარზე, ხოლო მისი დაპატიმრება და სასჯელი მოაწყო პეტრემ. პეტრეს ამითი სახელის განთქმა და ძალაუფლების მოპოვება სურდა. მან აიძულა სხვები ერწმუნათ მისთვის, ვინც ღმერთი არ ყოფილა. ამ ვერსიას იმეორებენ ძმები სტრუგაცკებიც თავიანთ წიგნში.
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ როგორ ქმნიან გონიერი და ტალანტიანი ადამიანები ნამდვილ გნოსტიკურ კოსმოსს. ცხოვრების სხვადასხვა მხარეები რეგლამენტირებულია გნოსტიკური იდეებით. ჩვენს წინაშეა მოდელი, რომელშიც ვხედავთ გნოსტიკური სწავლების სხვადასხვა მომენტებს მათი განვითარებასა და ურთიერთქმედების ჭრილში.
არსებობს აზრი, რომ ფანტასტიკა ეს ისეთი ჟანრია, რომელიც თავიდანვე შეთანაწყობილია გნოსტიკური იდეების გადმოსაცემად. ფანტასტიკაში სხვა არაფერი შეიძლება იყოს. როდესაც ამგვარ ნაწარმოებებს ვეცნობით უნდა დავინტერესდეთ, ნამდვილად არის თუ არა ჩვენს წინაშე იმგვარი ფორმა, რომელსაც მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსი გააჩნია. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ტოლსტოის "აელიტა" ("Аэлита") და ეფრემოვის "ხარის ჟამი" ("Час Быка") - რომლებიც ნამდვილად არაგნოსტიკური ნაწარმოებებია. მაგრამ წმიდად ლიტერატურულ პლანში ჟანრის მწვერვალებად ნამდვილად ვერ შეირაცხებიან. ამ იდეას ვუტოვებთ მომავალ მკვლევართ.
წყარო: https://innermongolia.dirty.ru/gnosticheskie-idei-v-sovetskoi-fantastike-547847