სწავლანი > განმარტებანი
ყოველთვის არის თუ არა მირონმდინარება ღმრთის სასწაული?
ბოლო წლებში, ზოგიერთ საეკლესიო ბეჭდვით ორგანოში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა პუბლიკაციები მირონმდინარების, ცრემლთდენისა და სისხლდენის შესახებ: მირონი სდის ათასობით და ათასობით ხატს, ქაღალდის რეპროდუქციებს და ა. შ.
როდესაც ნიშთა და სასწაულთა შესახებ გვესმის, რომლებიც ადგილ-ადგილს ხდება, მართლმადიდებელ ქრისტიანთ მართებთ არ დაივიწყონ, რომ ყველა სასწაულს როდი აქვს ღვთაებრივი წარმომავლობა. როდესაც სასწაულები ირგვლივ მრავლდება და მრავლდება, მართლმადიდებელი ქრისტიანი საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს. "სასწაულები" შესაძლოა ბნელეთის მთავრისგან მომდინარეობდეს. მათ ზოგჯერ აწყობენ უწმინდური სინდისის მქონე თაღლითი ადამიანებიც. როგორც მასონობის ცნობილი მამხილებელი ი. ვორობიოვსკი წერს, მისთვის "ცნობილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ლიტანობის ორგანიზატორები ხატებს შპრიციდან სურნელოვან ზეთს ფარულად აწვეთებდნენ, შემდეგ კი მთელი კაჰალით (ებრ. "ხალხის თავმოყრა", "შეკრება") ისტერიულ ხმაურს ტეხდნენ" (Наступить на аспида // Неожиданный Афон. М., 2000. С. 160).
ცხადია, რომ ამგვარი "მირონცხების" მომწყობნი თავთიანთ მოქმედებაში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ. თუკი ესა თუ ის ადამიანი, გარკვეული რელიგიური ჯგუფის აზრით წმინდანია, ხოლო საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ მომწიფებულა მის მისაღებად, მაშინ, ამ რელიგიური ჯგუფის თვალსაზრისით "მირონმდინარებას" შეიძლება დაეხმაროს "მოსაგრეს" და ცოტათი "უბიძგოს" საზოგადოებრივ აზრს სათაყვანებელი კერპის "სიწმიდისა" და "რჩეულობის" მიღებისკენ. ასეთი ლოგიკა შეიძლება მხოლოდ კაცობრიობის მტრის შთაგონებით გაჩნდეს.
რამოდენიმე წლის წინ ტელერეპორტაჟებში გადაიცემოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ისრაელში უეცრად "ატირდა" გოდების კედელი, რაშიც ზოგიერთმა იუდეველმა იმთვითვე მაშიაყის მოსვლის მოახლოვება დაინახა. მაგრამ მათაც კი გოდების კედლის "ცრემლდენის" შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნეს კომისია, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ სინოტივის გამოყოფას ჰქონდა სრულიად ბუნებრივი ხასიათი.
ცნობილია, რომ ნიჟეგოროდის აწ განსვენებულმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (კუტეპოვი) (†2001) მისი ეპარქიის ერთ-ერთ ტაძარში რამოდენიმე ხატის მირონმდინარების აღმოჩენის შემდეგ ამ ტაძრის დალუქვა ბრძანა. მირონდენა უცებ შეწყდა: "ჩვენ გაქვს სამრევლო ბოგოროდის რაიონში. უეცრად ერთი აურზაური ატყდა: მირონი წარმოსდინდა 68 ხატს! ხელები თავში შემოვირტყი. მეგობრებო, ცოტა სინდისი იქონიეთ! სწრაფად ჩამოვაყალიბეთ კომისია და ყველა ხატი მოვწმინდეთ. ტაძარი დავკეტეთ და დავლუქეთ. ასე იყო დალუქული ტაძარი ერთი კვირის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, მირონდენა შეწყდა და მთელი კრივის განმავლობაში ერთი წვეთი "მირონიც" კი არ გადმოსულა. ასე, რომ ამგვარ მოვლენებს მე საკმაოდ ფრთხილად ვეკიდები" (http://www.ng.ru/ng_religii/2001-04-25/1_authorities.html).
მირონდენა (ცრელმდენა) არ განეკუთვნება იმ სასწაულთა რიგს, რომლების განმეორება დემონებს არ შეეძლოთ, რათა თუკი შეძლებენ აცთუნონ მართალნიც (მთ. 24:24). არც ისე დიდი ხნის წინ აჩვენეს სიუჟეტი, როგორ სვამდნენ ინდოეთში ქვის ქანდაკებები რძეს და როგორ სდიოდათ რძე ამავე ქანდაკებებს. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც მირონი სდიოდა ბუდას ქანდაკებასაც...
თუკი ყოველგვარი განსჯის და დასკვნის გარეშე ჭეშმარიტ სასწაულად ვაღიარებთ ნებისმიერ "საკვირველ" მოვლენას, მაშინ ადვილად დავშორდებით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან ჩვენი რწმენა შეუძლებელია დაეფუძნოს სასწაულს: არც წმიდა წერილი და არც წმიდა მამები არ გვამცებენ სასწაულთა ძიებას. მეტიც, სასწაულთადმი მიდრეკილება დაგმობილიც კია სულიერ ლიტერატურაში. ამაოდ როდია ნათქვამი სახარებაში, რომ "უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს" (მათე 16:4). მოციქულთა საქმეებში სიმონ მოგვი მრავალ ადამიანს აკვირვებდა თავისი სასწაულებით, რომლებიც მასში მოქმედ სატანის ძალას ღმრთის უდიადეს ძალად მიიჩნევდნენ (საქმე 8:10).
როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი (1807-1867) წერდა, "ყალბი სასწაულები ცთომილებისა და მისგან მომდინარე წარწყმედის ხელშემწყობია ... ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს მორჩილება და, რომლებიც საკუთარ თავს არა მარტო ნიშებია და სასწაულების აღსრულების, არამედ მათი დანახვის ღირსადაც კი არ მიიჩნევენ თავს, ამ სასწაულებს ყველაზე მეტდ ელოდებიან. თავდაჯერებულობით და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით გაბრუებულნი, დაუფიქრებლად და თამამი უმეცრებით მიელტვიან ყოველგვარ სასწაულს... ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც უნდა დაიწყოს მრავალრიცხოვანი და გასაოცარი ცრუ-სასწაულების ვრცელი სანახაობა, რათა წარწყმედად წარიტაცოს ის უბედური ადამიანები, რომლებიც ხორციელად აზროვნებენ და მოტყუებულნი და ცთუნებულნი იქნებიან ამ სასწაულთა მიერ" («О чудесах и знамениях»).
როგორც ეკლესიის გამოცდილება გვასწავლის, ცრუსასწაულების ჭეშმარიტად მიღება ადამიანის სულს ძლიერ აზიანებს. ამიტომაც ქრისტიანის ცხოვრებისეულ გზაზე სასწაულთა გამოვლინების შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ წმიდა მამათა წესით "არც უარვყოთ, მაგრამ არც მივიღოთ". რადგან თუკი ცრუსასწაულს შევიწყნარებთ, - შეიძლება ვცთუნდეთ, ხოლო თუ უცებ უარვყოფთ ჭეშმარიტ სასწაულს - შეიძლება ურწმუნოებაში ან ღმრთის განგებულების გმობაში შთავვარდეთ.
იდუმალების სფერო ჩვენს სულიერ ცხოვრებაში - ჩვენი სულიერი სამყაროსთვის ნორმალური და აუცილებელი ნაწილიც კი არის. ამიტომაც უნდობლობა სულიერი სამყაროს ამგვარი მოვლენებისადმი მართლმადიდებელი მორწმუნე ადამიანის სულიერი სიჯანსაღის ნიშანია.
ხოლო ზოგიერთი მორწმუნის არაჯანსაღი მისწრაფება სასწაულებისადმი, კერძოდ, მირონმდინარებისადმი, მოწმობს რწმენის შესუსტებას და არა მის გაძლიერებას. მართლმადიდებლური სარწმუნოება კი ეფუძნება ყველაზე უდიადეს სასწაულს - ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.
წყარო: http://www.blagogon.ru/digest/763/