სწავლანი > განმარტებანი
ნუ დაჰკარგავთ სირცხვილის გრძნობას!
"როგორც ლომი არ მიეპარება კრავს მეგობრულად, ასევე უსირცხვობა არ შეიწყნარებს "წუხილს ღვთის გულისთვის" (2 კორინთ. 7:10)"
წმ. მარკოზ მონაზონი
უნდა გვრცხვენოდეს ვნებების და საკუთარი ცოდვილიანობის, რადგან ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ღმრთის წინაშე. სწორედ სირცხვილი აჩერებს ჩვენში ცოდვის ჩადენის სურვილს.
შეცბუნება საკუთარი ცოდვები აღიარო მღვდელმსახურის წინაშე აშკარად ეშმაკისგან მოდის. თუ ცოდვით დაეცი - ადექი (შეინანე) და გზა გააგრძელე. ეს ბრძოლაა, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება.
წმიდა მამები უსირცხვილობას მკხრეხელობას უწოდებდნენ. რაშია მისი არსი? რა არის უსირცხვილობა და მკრეხელობა ღმრთის წინაშე?
1. თავაშვებული ქცევა.2. სახარების ან მთელი ბიბლიის თვითნებური განმარტება. ასე იქცევა ის ადამიანი, ვინც არაფერი იცის, მაგრამ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გააჩნია.3. უზრდელური ქცევა მოყვასის მიმართ.4. ჭარბი პირდაპირობა. ადამიანი გამოთქვამს ყველაფერს, რასაც კი ფიქრობს ისე, რომ საკუთარ თავს არ აკონტროლებს.5. ღმრთის გმობა, ასევე წმინდანთა და საეკლესიო ხელისუფალთა გმობა. ასეთი ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე: "ღმერთს ესა და ეს არ უნდა ექნა", და ა. შ.6. ბილწსიტყვაობა, მკრეხელობა, სიცრუე.7. როდესაც ადამიანი თავისი ვნებებით ტკბება, მისი სინანული ფარისევლურია.
ნებისმიერი უსირცხვობა დევნის ღმრთის მადლს.
წმიდა მაკარი დიდის თქმით: ვისაც ღვთაებრივი და ზეციერი სამოსელი, ანუ სულიწმიდის მადლი არ გააჩნია, - როგორც ნათქვამია: "ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი" (რომ. 8:9), - მან იგლოვოს და უფალს ზეციური სამოსელი სთხოვოს, რათა მადლგანძარცული სული შემოსოს, რამეთუ უკეთური ვნებების სირცხვილით შემოსილა; მეგობრები მეგობრებს გაურბიან და ახლობლები - ახლობლებს, თუკი მათ განშიშვლებულთ ხედავენ, და შვილებიც შიშველ მშობლებს მზერას არიდებენ, მათი დაუფარავი ხორცი რომ არ იხილონ, "აიღეს სემმა და იაფეტმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ" (დაბ. 8:9); ღმერთიც ასე განეშორება სულიწმიდის შესამოსელით, უფალ იესუ ქრისტეს მადლითა და ჭეშმარიტებით შეუმოსავ სულს.
მადლისგან განძარცულ პირველ ადამიანს, საკუთარი სიშიშვლე რომ იხილა, შერცხვა. აი როგორი სახელის გატეხვაა სიშიშვლე! თუკი სხეულებრივი გატიტვლება ასეთ შერცხვენას იწვევს, რამდენად უპატიო და შერცხვენილი იქნება ის სული, რომელიც საღმრთო საღმრთო მადლს დაკარგავს და უფალ იესუ ქრისტეს უხრწნელი სულიერი შესამოსელისგან განიძარცვება. ამიტომ, ყოველს, საღმრთო მადლისგან განძარცულს, ისევე უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის და აწუხებდეს საკუთარი უბადრუკობა, რამდენადაც შეწუხდა და შერცხვა ადამს, საკუთარი მადლგანძარცულობა და საღმრთო წყალობისგან განშიშვლება რომ იხილა. მართალია, მან იქვე ლეღვის ფოთლებისგან სამოსი შეიკერა, მაგრამ, მაინც ატარებდა სირცხვილის გრძნობას, რადგან თავისი უბადრუკობა და სიშიშვლე შეგნებული ჰქონდა. ამიტომაც ასეთმა სულმა მადლით შემოსვა უნდა სთხოვოს ქრისტეს, რომელიც დიდებითა და ნათლით მოსავს ყოველს "მომავალსა სოფლად"; ასეთმა ადამიანმა უნდა განიოტოს ამაო და ფუჭი აზრები, და საკუთარი სიმართლით თავმომწონემ, არ იფიქროს თითქოსდა ცხონების შესამოსელი გააჩნია, რადგან მცნების გარდახდომით ადამიანი საშინელი სულიერი სიკვდილით მოკვდა და წყევას წყევა დაამატა: "მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მიწამ" (დაბ. 3:18). მტერმა (სატანამ) წარტაცა ადამს ღვთიური დიდება და სირცხვილით შემოსა.
საუკუნო სამსჯავროზე, საყოველთაო აღდგომისას, როგორც წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, "ბოროტმოქმედნი შესარცხვენად და დასასჯელად აღდგებიან, რათა საკუთარი ბოროტმოქმედებებით შესვრიმული თავიანთი სულები დაინახონ. მარადიულ წყვდიადზე და მარადიულ ცეცხლზე უსაშინელესი იქნება ცოდვილთა შერცხვენა, რომლითაც უკვდავყოფილნი იქნებიან, რადგან მარადის თვალწინ ექნებათ ხორცში ჩადენილი ცოდვები, წაუშლელ ლაქად რომ დააჩნდება მათ სულთა ხსოვნას".
ამიტომაც, ნუ დავკარგავთ სირცხვილის გრძნობას აქ, ამქვეყნად, რათა შევინანოთ და დავიმკვიდროთ სიხარულევანი და დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრება.
საიტი "აპოკალიფსისი". მასალის მომზადებისას გამოყენებული იყო წყარო: წყარო: azbukaspaseniya.ru