განმარტებანი - მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების დოგმატებზე! - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების დოგმატებზე!
ჭეშმარიტების დოგმატები
ავტორი: წმ. იოანე ოქროპირი
 
"რამდენადაც შენ თვითონ წაართვი შენს თავს ღმერთის შემწეობა, უგულებელჰყავ ის და საკუთარი თავი მისი განგებულების მიღმა დააყენე, ამიტომ ეშმაკი თავის ნებაზე წარმართავს და განკარგავს შენს საქმეებს. მაგრამ ის ვერ აკეთებს ამას წმინდანებთან. ვერც ჩვენთან ცოდვილებთან, ვინც ასე შევიძულეთ ცრუწინასწარმეტყველებანი. თუმცა, ჩვენი ცხოვრება არც თუ ისე კარგია, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ღმრთის მადლით ძალზე მტკიცედ ვდგავართ ჭეშმარიტების დოგმატებზე, ამით ეშმაკის მანქანებაზე ვმაღლდებით. ...
 
მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არ გესმის, არარსებული კი არ უნდა გამოიგონო. კეთილი არცოდნა სჯობს ცუდ ცოდნას. ვინც არ იცის მიზეზი, ის შეიძლება მალე მივიდეს ჭეშმარიტ მიზეზთან, ხოლო ვინც ჭეშმარიტი მიზეზის შეუცნობლად მცდარს გამოიგონებს, ის ადვილად ვერ მიიღებს ჭეშმარიტებას; არამედ ესაჭიროება დიდი ოფლი, რომ უწინდელი გააუქმოს.
 
სუფთა პერგამენტზე ყველას ადვილად შეუძლია, რაც უნდა ის დაწეროს, ხოლო დაწერილზე ასე არ არის: ჯერ საჭიროა წაიშალოს ის, რაც ცუდად არის დაწერილი. და ექიმებს შორის ის, ვინც არაფერს არ აკეთებს, გაცილებით კარგია იმაზე, ვისაც ზიანი მოაქვს; და ის, ვინც მტკიცედ არ აშენებს, იმაზე უარესია, ვინც საერთოდ არაფერს არ აშენებს; ისევე, როგორც მიწაც, რომელზეც არაფერი არ არის, გაცილებით უკეთესია იმაზე, რომელზეც ეკალია.
 
მაშ ასე, არ ვიჩქაროთ ყველაფრის გაგება, არამედ მოვითმინოთ, თუ რამე არ ვიცით; რათა, როცა მასწავლებელს ვიპოვით უმეტესი შრომა არ დასჭირდეს. პირიქით, მრავალნი ხშირად მოურჩენელ ავამდყოფობაში რჩებოდნენ, რის შემდეგადაც თავიანთი გულუბრყვილობით მიიღეს ცუდი სწავლება.
 
მართლაც, ერთნაირად რთული არ არის ამოიძრკვა იმისი, რამაც უწინ ცუდად გაიდგა ფესვები, და - თესვა და დარგვა სუფთა მინდორზე. იქ საჭიროა უწინდელის ამოძირკვა, და მერე უკვე ახლის დათესვა, აქ კი - მხოლოდ ყურის გდება".
 
 
ამონაწერი წმ. იოანე ოქროპირის 75-ე ჰომილიიდან მათეს სახარებაზე.
 
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტ. წმმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2016 წ. გვ. 381-382.
Назад к содержимому