განმარტებანი - ეშმაკის მტერი თუ ღმრთის მეგობარი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ეშმაკის მტერი თუ ღმრთის მეგობარი?
ეშმაკის განდევნა
ავტორი: ფიოდორ ლუდოგოვსკი.


ღადარინელი შეპყრობილის განკურნება

ლუკას სახარება: 8:26-39


"და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში. იესუ რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესუ, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. ჰკითხა მას იესუმ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. ევედრებოდნენ იესუს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესუსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესუს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესუმ გაისტუმრა იგი და უთხრა: დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესუმ".

ჩვენს დღეებში, ისევე როგორც ყველა ადრინდელ ეპოქასი, საკმაოდ გავრცელებულ სნეულებას წარმოადეგნს შიში დემონთადმი. ზოგიერთი მართლმადიდებელი პუბლიცისტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ "დემონებთან ბრძოლა - ქრისტეანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა". ნაკლებადეკლესიური ადამიანები მასობრივად, მიზეზიანად თუ უმიზეზოთ მიდიან კვეთებულის ლოცვის წასაკითხად, თითქოსდა ეგზორციზმი გაცივების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსი წამლობა იყოს. ძველაღთქმისეული ებრაელების მსგავსად მრავალ ქრისტეანს ეშინია, ერთის მხრივ უნებლიედ არ შეიბილწოს, ხოლო მეორეს მხრივ - თვითონ შებილწოს რომელიმე სიწმიდე "უწმიდურებაში ყოფნისას" მასთან შეხებით. არცთუ მცირე ადგილი ეთმობა გათვალვას, გაფუჭებას და ჯადოქრობას.

და აი, დღეს დამოწმებული სახარება (ისევე როგორც იობის ისტორია) საკმაოდ ნათლად მოწმობს, რომ დემონებას უფლის ნებართვის გარეშე არაფრის ქმნა არ შეუძლიათ.

ღადარინელ ღორთა ისტორია გვახსენდება კათაკმევლობის ლოცვებში. მეორე აკრძალვაში მღვდელი, ეშმაკის მისამართით ამბობს: "განეშორე, შეიცან შენი ამაო ძალი, რომელსაც ღორთა ზედაც არა გაქვს ხელმწიფება: გაიხსენე ის, ვინც გიბრძანა შენი თხოვნისამებრ ღორთა კოლტში შესვლა". შემდეგ კი საიდუმლოს მონაწილენი სიტყვიდან გადადიან საქმეზე: იწყება სატანის უარყოფა და განდგომა "ყველა მის საქმეთაგან, და ყველა მის ანგელოზთაგან, და მისი ყოველგვარი მსახურებისაგან, და მისი ამპარტავნებისაგან", მოსანათლავი (ან ნათლია) შეაფურთხებს სატანას სამჯერ დასავლეთით მისდამი ზიზღისა და სიძულვილის, ასევე კაცთა მოდგმისადმი მისი უძლური სიბოროტის ნიშნად.

ამის შემდეგ შეუძლია თუ არა, ან ვალდებულია თუ არა ქრისტეანი ეშმაკი ჩათვალოს როგორც სრულფასოვანი მონაწილე მისი სულიერი ცხოვრებისა, როგორც ღირსეული მოწინაარმდეგისა? "მიმიფურთხებია ეშმაკისთვის"-ო, უნდა ამბობდეს ჭეშმარიტი ქრისტეანი და უნდა აფურთხებდეს კიდევაც მას.

როდესაც სახარებას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ არა მარტო მაცხოვარი განდევნიდა ეშმაკთ, არამედ ასეთი ძალა მიანიჭა მან თავის მოწაფეებსაც. აგზავნიდა რა მოციქულებს საქადაგებლად, ქრისტემ მათ ასე დაარიგა: "განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათე 10:8). და როდესაც სამოცდაათი მოციქული დაბრუნდა, მათ სიხარულით ამცნეს მოძღვარს: "სამოცდაათნი (მოციქულნი) სიხარულით დაბრუნდნენ" უთხრეს უფალს: "უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით" (ლუკა 10:17).

რა უპასუხა მათ იესუმ? "და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (მ. 18-20).

არა, დემონებთან ბრძოლაში კი არ არის ქრისტეანობის არსი, და არც სატანასთან საბრძოლველად განკაცებულა ქრისტე. ღმერთკაცის მიზანი -თავისი ქმნილების ცხოვნება გახლდათ. და თუ ამისთვის ეშმაკის დამარცხებაა საჭირო, მაშასადამე, ის დამარცხდება. მაგრამ ეს მიზანი კი არა, საშუალება გახლავთ.

მრავალი იქიდან, რაც ჩვენში ან ჩვენს გარშემო ხდება, გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ. მაგრამ ვიღაცისთვის ეს უფლის მალე მოსვლას ნიშნავს, ხოლო ვიღაცისთვის - ანტიქრისტეს ეპოქის მოახლოვებას. აქედან გამომდინარეობს ყოველგვარი ბრძოლები - ID ბარათებთან, პირად საიდენტიფიკაციო ნომრებთან, პასპორტებთან, რომელთაც ხან წვავენ და ხან კიდევ მიწაში მარხავენ და ა. შ.

დიახ, ერთიც არის და მეორეც. მოვა ქრისტე, მაგრამ მოვა ანტიქრისტეც. თუმცა, ჩვენზეა დამოკიდებული, რაზე გავხარჯავთ ჩვენს სულიერ ენერგიას, რას მივაქცევთ ყურადღებას, ვის მივაპყრობთ ჩვენს გულსა და გონებას.

განსაზღვრულ ასაკში ბავშვები (განსაკუთრებით გოგონები) იწყებენ "ვიღაცასთან მეგობრობას": დაახლოვების მთავარი საფუძველი გახლავთ მტრული დამოკიდებულება რომელიმე თანაკლასელ გოგონასთან. მაგრამ საკმარისია გაქრეს ეს გარეგანი ფაქტორი (მაგალითად, მტრობის ობიექტი გადადის სხვა სკოლაში), "მეგობრობა" ან დაიშლება, ან კიდევ სასწრაფოდ გამოიძებნება ახალი მტერი, რადგან არავითრი დადებითი, თვითკმარი შინაარსი ამ ურთიერთობს არ გააჩნდა.

რაღაც მსგავსი ემართებათ ჩვენს გულანთებულ მებრძოლებს: ანტიქრისტეს სულის წინააღმდეგ ბრძოლაში რატომღაც სულაც ავიწყდებათ ქრისტე. მაცხოვარი - ცოცხალი, მოყვარული, მოწყალე - გადადის მეორე პლანზე ან კიდევ უფრო შორს, ხოლო ცხოვრების მიზანი ხდება ბრძოლა გლობალიზაციასთან, ლიბერალიზმთან, ეკუმენიზმთან და სხვა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გონებისა და გულის ასეთი განწყობა, ასეთი გასასტიკება სულსაც ასასტიკებს, ხოლო ქრისტეანობასთნ ამგვარ ბრძოლას ნაკლები კავშირი გააჩნია.

ჩვენ, როგორც ეს ნათქვამია სარწმუნოების სიმბოლოში", "მოველი აღდგომასა მკუდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა". და ამას ჩვენ ველოდებით არა ამ წუთისოფლის აღსასრულის პირქუში მოლოდინით, არამედ ზეციური მამის სასუფევლის სიხარულევანი მოლოდინით, ყველასთან, ვინც კი ქრისტესია, ერთობის სიყვარულით. ამიტომაც, - უმჯობესია ვიყოთ ღმრთის მეგობარნი, ვიდრე ეშმაკის მტერნი. განა ასე უფრო სამართლიანი არ არის?

წყარო: pravmir.ru
Назад к содержимому