სწავლანი > განმარტებანი
ცოდვით დაცემის შესახებ
როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანები შექმნა, იხილა, რომ "აჰა, ძალიან კარგი იყო", ანუ ადამიანი თავისი სიყვარულით მიელტვოდა ღმერთს, რომ შექმნილ ადამიანში არავითარი წინააღმდეგობები არ იყო. ადამიანი წარმოადგენდა სულის, მშვინვისა და სხეულის სრულ ერთობას, ერთ ჰარმონიულ მთლიანობას. ადამიანის სული მიელტვის ღმერთს, მშვინვა შეერთებულია ან თავისუფლად ემორჩილება სულს, ხოლო სხეული -მშვინვას; ეს იყო მიზნის, მისწრაფებისა და ნების ერთობა. ადამიანი იყო წმიდა და განღმრთობილ.
ღმრთის ნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რათა ადამიანი თავისუფლად, ანუ სიყვარულით მიელტვოდეს ღმერთს, - მარადიული სიცოცხლისა და ნეტარების წყაროს, - და მით უცვალებლად იმყოფებოდეს ღმერთთან ურთიერთობაში, მარადიული ცხოვრების ნეტარებაში. ასეთები იყვნენ ადამი და ევა. სწორედ ამიტომაც ჰქონდათ მათ ნათელი გონება და "დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს" (დაბ. 2:20). მაშასადამე, მისთვის ნაუწყები იყო სამყაროსა და ყოველ ქმნილებათა ფიზიკური კანონები, რომელთაც ჩვენ დღეს ნაწილობრივ თუ ვწვდებით და სრულად შევიმეცნებთ მომავალში. მაგრამ, ცოდვით დაცემით ადამიანებმა საკუთარ თავში დაარღვიეს ჰარმონია -სულის, მშვინვისა და სხეულის ერთობა, - დაარღვიეს თავიანთი ბუნება. ადამიანმა დაკარგა მიზნის, მისწრფებისა და ნების მთლიანობა.
ამაოდ ცდილობს ზოგიერთი ცოდვით დაცემა განმარტოს სიმბოლურად, ანუ ის, რომ ცოდვით დაცემა მდგომარეობდა ფიზიკურ სიყვარულში ადამსა და ევას შორის, და ავიწყდებათ, რომ თვით უფალმა ამცნო მათ: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას..." მოსე ნათლად მოგვითხრობს, რომ ევამ თავიდან მარტომ შესცოდა, ქმრის გარეშე. მაშ, როგორ შეეძლო მოსეს ცოდვით დაცემა აღეწერა სიმბოლური აზრით, რომლის პოვნასაც აქ ცდილობენ?!
ცოდვით დაცემის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პირველწინაპრებმა, მიეცნენ რა ცთუნებას, აკრძალულ ნაყოფს შეხედეს არა როგორც ღმრთის მცნების საგანს, არამედ განიხილეს იგი საკუთარ თავთან მიმართებაში, საკუთარ მგრძნობელობასთან, გულთან და გულისხმიერებასთან მიმართებაში; მოწყდნენ ღმრთის ჭეშმარიტებასთან ერთობას და მიეცნენ საკუთარ გულისთქმებსა და სურვილებს, რომლებიც კონცენტრირებული იყო არა ღმრთის ნებაზე, არამედ საკუთარ ვნებებზე; ანუ, პირველწინაპრები ვნებისკენ მიიდრიკნენ. ასე, რომ "ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (იაკობი 1:14-15).
ეშმაკისგან ცთუნებულმა ევამ აკრძალული ხის ნაყოფში მოიხილვა არა ის, რაც ის იყო სინამდვილეში, არამედ ის, რაც თავად სურდა ვნებათა ცნობილი სახეობების მიხედვით (1 იოანე 2:16; დაბ. 3:6). მაშ, რა ვნებები გამოვლინდა ევას სულში აკრძალული ხის ნაყოფის ჭამამდე?
"დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე" (დაბ. 3:6), ანუ მან აკრძალულ ნაყოფში ივარაუდა ერთგვარად განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი სიტკბოება, - ეს ხორციელი ვნება იყო.
"და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად...", ანუ ქალს აკრძალული ხის ნაყოფი ყველა სხვა ნაყოფზე უფრო მშვენიერად მოეჩვენა, - ეს არის მხედველობითი ვნება და ლტოლვა სიტკბოებისადმი.
"და ... შუენიერ განცდად", ანუ ქალმა მოისურვა განეცადა ის უმაღლესი და საღმრთო ცოდნა, რომელსაც მას მაცთური ეშმაკი ჰპირდებოდა, - ეს არის ამქვეყნიური ამპარტავნება.
პირველი ცოდვა იბადება მგრძნობელობაში. ადამიანის გულში ჩნდება სწრაფვა სასიამოვნო შეგრძნებებისკენ, ფუფუნებისკენ, ანგარიშმიუცემელი სიამტკბილობისკენ; ხოლო გონებაში - იბადება ყოვლისმცოდნეობის ამპარტავნული ოცნება, რომელიც შემდეგ გამსჭვალავსადამიანის მთელ ბუნებას.
ადამიანის ბუნების დარღვევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ცოდვამ ერთმანეთს მოწყვიტა სული და მშვინვა, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი უფრო ხორცისკენ მიიდრიკა, მას დაყრდნო, ხოლო ხორცი რომელმაც სულის ამამაღლებელი ძალა დაკარგა, მიიდრიკა მგრძნობელობისკენ, მიწიერისკენ და სიკვდილისკენ. ამიტომაც არის ცოდვის შედეგი სნეულებები, ხორცის ხრწნადობა და სიკვდილი. ადამიანის გონება დაბნელდა, ნება დაუძლურდა, გრძნობა დამახინჯდა, გაჩნდა წინააღმდეგობები, კაცის სულმა დაკარგა ღმრთისკენ სწრაფვა.
ამგვარად, გადალახა რა ღმრთის მიერ დადგენილი ზღვარი, ადამიანმა თავისი სული განაშორა ღმერთს, საყოველთაო სისრულისა და ნეტარების წყაროს, სანაცვლოდ კი მისთვის (ანუ საკუთარი სულისთვის) შექმნა მისი თვითმყოფადობის ყალბი გარემო, ჩაამწყვდია ის გრძნობების ბნელში და ნივთიერში. ადამიანის გონება, ნება და საქმიანობა განშორდა ღმერთს და მიიდრიკა ქმნილებისკენ, ზეციერიდან მიწიერისკენ, უხილავიდან ხილულისკენ. სატანის მიერ ცთუნებული ადამიანი ნებაყოფლობით "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალმ. 48:13).
"ღვთაებრივი შესაქმის გვირგვინი, ადამიანი, ეშმაკის შურისა და საკუთარი უგუნურობის გამო ხრწნასა და სიკვდილს დაექვემდებარა. ამის მიზეზი კი, როგორც დავინახეთ, გახდა ნების გამრუდება და საღმრთო მცნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ღვთივმშვენივრად ქმნილი ბუნების რღვევა და მასში "ცოდვის კანონის" ამოქმედება, ანუ "ცოდვის რჯულის" ტყვეობა (რომ. 7:23).
პირველდაწყებითი ცოდვის მიერ ადამიანური ბუნების დარღვევა, სულისა და მშვინვის ერთობის გაწყვეტა, რომელსაც დღეს გააჩნია ლტოლვა ვნებისკენ, ხორციელი სიამტკბილობისკენ, ნათლად არის აღწერილი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებში: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში" (რომ. 7:19-20) (არქიმანდრიტი იერომიელი. ერესები საეკლესიო დოგმატიკის ნიღბით. განკაცებული ღმერთი. თბილისი 2018 წ. გვ. 39).
"ადამიანთა მოდგმა იხრწნებოდა, სიტყვიერი და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ქრებოდა და ღვთისგან აღსრულებული საქმე იღუპებოდა" -წერს წმ. ათანასე დიდი (ციტ. იქვე).
ადამიანი საკუთარ თავში მუდმივად განიცდის "სინდისის ქენჯნას", რადგან მას შეგნებული აქვს თავისი ცოდვილიანობა და დანაშაული.
""ცოდვის კანონი" და "სიკვდილის სხეული" (რომ. 7:24) ადამიანთ გადაულახავ მემკვიდრეობად იქცა. მრავალი ღირსეული და ზნესრული ადამიანი გამოჩნდა ადამის ძეთა შორის, რომლებიც კარგად გრძნობდნენ ამ სავალალო მდგომარეობას და სინანულიც გააჩნდათ, მაგრამ "სინანულს არ გამოვყავართ გუნებრივი მდგომარეობიდან, არამედ მხოლოდ ცოდვებს გვიტევებს. მხოლოდ შეცოდება რომ ყოფილიყო და მას ხრწნილება არ მოჰყოლოდა, მაშინ მშვენიერი იქნებოდა სინანული" - წერს. წმ. ათანასე დიდი (იქვე).
ცოდვით დაზიანებული და დარღვებული ბუნების აღდგენა ადამიანს საკუთარი ძალებით, ღმრთის შეწევნის გარეშე არ შეეძლო. ამიტომაც გახდა საჭირო თვით ღმერთის გარდამოხდომა ციდან და მისი განკაცება დედამიწაზე, რათა აღედგინა ადამიანის დაცემული და გახრწნილი ბუნება და სიკვდილისა და სამარადისო წარწყმედისაგან ეხსნა იგი.
"ადამიანი ისეა მოწყლული, რომ არავის შეუძლია მისი განკურნება - ბრძანებს წმ. მაკარი დიდი - გარდა მარტოოდენ უფლისა, მხოლოდ მას შეუძლია ეს... მოვიდა მოსე, მაგრამ ვერ მოიტანა სრული კურნება, იყვნენ მღვდელმსახურნი, ძღვენები, მეათედები, შაბათობები, ახალმთვარეობები, განბანვები, მსხვერპლები, ყოვლადდასაწველები და სხვა ყოველგვარი სიმართლე აღესრულებოდა რჯულის მიხედვით, მაგრამ სულს არ შეეძლო განკურნება და განწმენდა ბოროტი აზრების უწმინდური დინებისგან და მისი ყოველი სიმართლე უძლური იყო ადამიანის აქიმობისთვის, სანამ არ მოვიდა მაცხოვარი, ჭეშმარიტი მკურნალი..." (იქვე. გვ. 40).
წმ. ბასილი დიდი კი დასძენს: "ძმას არ შეუძლია თავისი ძმის გამოსყიდვა და ყოველ ადამიანს საკუთარი თავისა, რადგან საკუთარი თვით სხვისი გამომსყიდველი უფრო ბევრად უნდა აღემატებოდეს ძალაუფლების ქვეშ მყოფსა და უკვე დამონებულს" (იქვე).
ღმრთის ნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რათა ადამიანი თავისუფლად, ანუ სიყვარულით მიელტვოდეს ღმერთს, -
ამაოდ ცდილობს ზოგიერთი ცოდვით დაცემა განმარტოს სიმბოლურად, ანუ ის, რომ ცოდვით დაცემა მდგომარეობდა ფიზიკურ სიყვარულში ადამსა და ევას შორის, და ავიწყდებათ, რომ თვით უფალმა ამცნო მათ: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას..." მოსე ნათლად მოგვითხრობს, რომ ევამ თავიდან მარტომ შესცოდა, ქმრის გარეშე. მაშ, როგორ შეეძლო მოსეს ცოდვით დაცემა აღეწერა სიმბოლური აზრით, რომლის პოვნასაც აქ ცდილობენ?!
ცოდვით დაცემის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პირველწინაპრებმა, მიეცნენ რა ცთუნებას, აკრძალულ ნაყოფს შეხედეს არა როგორც ღმრთის მცნების საგანს, არამედ განიხილეს იგი საკუთარ თავთან მიმართებაში, საკუთარ მგრძნობელობასთან, გულთან და გულისხმიერებასთან მიმართებაში; მოწყდნენ ღმრთის ჭეშმარიტებასთან ერთობას და მიეცნენ საკუთარ გულისთქმებსა და სურვილებს, რომლებიც კონცენტრირებული იყო არა ღმრთის ნებაზე, არამედ საკუთარ ვნებებზე; ანუ, პირველწინაპრები ვნებისკენ მიიდრიკნენ. ასე, რომ "ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (იაკობი 1:14-
ეშმაკისგან ცთუნებულმა ევამ აკრძალული ხის ნაყოფში მოიხილვა არა ის, რაც ის იყო სინამდვილეში, არამედ ის, რაც თავად სურდა ვნებათა ცნობილი სახეობების მიხედვით (1 იოანე 2:16; დაბ. 3:6). მაშ, რა ვნებები გამოვლინდა ევას სულში აკრძალული ხის ნაყოფის ჭამამდე?
"დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე" (დაბ. 3:6), ანუ მან აკრძალულ ნაყოფში ივარაუდა ერთგვარად განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი სიტკბოება, -
"და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად...", ანუ ქალს აკრძალული ხის ნაყოფი ყველა სხვა ნაყოფზე უფრო მშვენიერად მოეჩვენა, -
"და ... შუენიერ განცდად", ანუ ქალმა მოისურვა განეცადა ის უმაღლესი და საღმრთო ცოდნა, რომელსაც მას მაცთური ეშმაკი ჰპირდებოდა, -
პირველი ცოდვა იბადება მგრძნობელობაში. ადამიანის გულში ჩნდება სწრაფვა სასიამოვნო შეგრძნებებისკენ, ფუფუნებისკენ, ანგარიშმიუცემელი სიამტკბილობისკენ; ხოლო გონებაში -
ადამიანის ბუნების დარღვევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ცოდვამ ერთმანეთს მოწყვიტა სული და მშვინვა, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი უფრო ხორცისკენ მიიდრიკა, მას დაყრდნო, ხოლო ხორცი რომელმაც სულის ამამაღლებელი ძალა დაკარგა, მიიდრიკა მგრძნობელობისკენ, მიწიერისკენ და სიკვდილისკენ. ამიტომაც არის ცოდვის შედეგი სნეულებები, ხორცის ხრწნადობა და სიკვდილი. ადამიანის გონება დაბნელდა, ნება დაუძლურდა, გრძნობა დამახინჯდა, გაჩნდა წინააღმდეგობები, კაცის სულმა დაკარგა ღმრთისკენ სწრაფვა.
ამგვარად, გადალახა რა ღმრთის მიერ დადგენილი ზღვარი, ადამიანმა თავისი სული განაშორა ღმერთს, საყოველთაო სისრულისა და ნეტარების წყაროს, სანაცვლოდ კი მისთვის (ანუ საკუთარი სულისთვის) შექმნა მისი თვითმყოფადობის ყალბი გარემო, ჩაამწყვდია ის გრძნობების ბნელში და ნივთიერში. ადამიანის გონება, ნება და საქმიანობა განშორდა ღმერთს და მიიდრიკა ქმნილებისკენ, ზეციერიდან მიწიერისკენ, უხილავიდან ხილულისკენ. სატანის მიერ ცთუნებული ადამიანი ნებაყოფლობით "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-
"ღვთაებრივი შესაქმის გვირგვინი, ადამიანი, ეშმაკის შურისა და საკუთარი უგუნურობის გამო ხრწნასა და სიკვდილს დაექვემდებარა. ამის მიზეზი კი, როგორც დავინახეთ, გახდა ნების გამრუდება და საღმრთო მცნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ღვთივმშვენივრად ქმნილი ბუნების რღვევა და მასში "ცოდვის კანონის" ამოქმედება, ანუ "ცოდვის რჯულის" ტყვეობა (რომ. 7:23).
პირველდაწყებითი ცოდვის მიერ ადამიანური ბუნების დარღვევა, სულისა და მშვინვის ერთობის გაწყვეტა, რომელსაც დღეს გააჩნია ლტოლვა ვნებისკენ, ხორციელი სიამტკბილობისკენ, ნათლად არის აღწერილი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებში: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში" (რომ. 7:19-
"ადამიანთა მოდგმა იხრწნებოდა, სიტყვიერი და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ქრებოდა და ღვთისგან აღსრულებული საქმე იღუპებოდა" -
ადამიანი საკუთარ თავში მუდმივად განიცდის "სინდისის ქენჯნას", რადგან მას შეგნებული აქვს თავისი ცოდვილიანობა და დანაშაული.
""ცოდვის კანონი" და "სიკვდილის სხეული" (რომ. 7:24) ადამიანთ გადაულახავ მემკვიდრეობად იქცა. მრავალი ღირსეული და ზნესრული ადამიანი გამოჩნდა ადამის ძეთა შორის, რომლებიც კარგად გრძნობდნენ ამ სავალალო მდგომარეობას და სინანულიც გააჩნდათ, მაგრამ "სინანულს არ გამოვყავართ გუნებრივი მდგომარეობიდან, არამედ მხოლოდ ცოდვებს გვიტევებს. მხოლოდ შეცოდება რომ ყოფილიყო და მას ხრწნილება არ მოჰყოლოდა, მაშინ მშვენიერი იქნებოდა სინანული" -
ცოდვით დაზიანებული და დარღვებული ბუნების აღდგენა ადამიანს საკუთარი ძალებით, ღმრთის შეწევნის გარეშე არ შეეძლო. ამიტომაც გახდა საჭირო თვით ღმერთის გარდამოხდომა ციდან და მისი განკაცება დედამიწაზე, რათა აღედგინა ადამიანის დაცემული და გახრწნილი ბუნება და სიკვდილისა და სამარადისო წარწყმედისაგან ეხსნა იგი.
"ადამიანი ისეა მოწყლული, რომ არავის შეუძლია მისი განკურნება -
წმ. ბასილი დიდი კი დასძენს: "ძმას არ შეუძლია თავისი ძმის გამოსყიდვა და ყოველ ადამიანს საკუთარი თავისა, რადგან საკუთარი თვით სხვისი გამომსყიდველი უფრო ბევრად უნდა აღემატებოდეს ძალაუფლების ქვეშ მყოფსა და უკვე დამონებულს" (იქვე).
***
რატომ დაუშვა ღმერთმა პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემა, ხოლო თუ დაუშვა, რატომ არ დააბრუნა უფალმა ისინი ("მექანიკურად") ისევ უკან, პირვანდელ სამოთხისეულ მდგომარეობაში?
ყოვლისშემძლე ღმერთს, უეჭველად, შეეძლო არ დაეშვა პირველქმნილ ადამიანთა დაცემა, მაგრამ მან არ ისურვა მათი თავისუფლებისდათრგუნვა, რამეთუ მას არ სურდა დაემახინჯებინა ადამიანებში თავისი საკუთარი ხატი. ხოლო ღმრთის ხატება და მსგავსება ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ადამიანის თავისუფალ ნებაში.
კარგად განმარტავს ამ საკითხს პროფ. ნესმელოვი: "რადგან ღმერთის მიერ ადამიანთა მექანიკური ხსნის შეუძლებლობა მრავალთათვის გაუგებარია და მიუწვდომელი, საჭიროდ ვთვლით უფრო დეტალურად განვმარტოთ თუ რაში მდგომარეობდა იგი. პირველი ადამიანების ცხონება მათთვის ცხოვრების იმ პირობების შენარჩუნებით, რომლებშიც ისინი თავიანთ დაცემამდე იყვნენ შეუძლებელი იყო, რადგან მათი წარწყმედა მდგომარეობდა არა იმაში, რომ გახდნენ მოკვდავნი, არამედ იმაში, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ. მაშასადამე, სანამ მათ შეგნებულიჰქონდათ თავიანთი დანაშაული, მათთვის სამოთხეში დაბრუნება უდავოდ შეუძლებელი იყო სწორედ ამ საკუთარი დანაშაულის შეგნებისძალით.
მათ რომ დაევიწყებინათ საკუთარი დანაშაული, ამით მხოლოდ დაადასტურებდნენ საკუთარ ცოდვილიანობას, და შედეგად -
მაგრამ, იტყვის ვინმე, ადამისა და ევას შვილები არ იყვნენ დამნაშავენი მათ დანაშაულში და არ შეეძლოთ დამნაშავედ ეგრძნოთ თავი მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მათი მშობლები იყვნენ დამნაშავენი. ამიტომაც, უდავოდ, მიწის მტვრისგან ადამიანის შემქმნელ ღმერთს შეეძლო აღეზარდა მათი შვილებიც, ღმერთს შეეძლო აეყვანა ადამის შვილები მათი ცოდვით დაცემის შემდგომი მდგომარეობიდან და კვლავ მოეთავსებინა ისინი ზნეობრივი განვითარების ნორმალურ მდგომარეობაში. მაგრამ, ამისთვის, რა თქმა უნდა, თანხმობა:
1) ღმრთისა - პირველი ადამიანების დაღუპვაზე;
2) პირველი ადამიანებისა - დაეთმოთ ღმრთისთვის თავიანთი უფლებები საკუთარ შვილებზე და სამუდამოდ უარი ეთქვათ ცხონების სასოებაზე;
3) შვილებისა - მიეტოვებინათ საკუთარი მშობლები წარწყმედილ მდგომარეობაში.
2) პირველი ადამიანებისა -
3) შვილებისა -
ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ ამ სამი პირობიდან მეორის აღსრულება ასე თუ ისე შესაძლებელი იყო, პირველი და მესამე აუცილებელი პირობების განხორციელება შეუძლებელი გახლავთ. რადგან, ადამისა და ევას შვილებს მართლაც რომ გადაეწყვიტათ და ეთქვათ, დაე, მშობლები დაიღუპონ მათ მიერ ჩადენილი საქციელისთვის, ჩვენ კი გადავრჩეთო, ამით ისინი აჩვენებდნენ მხოლოდ იმას, რომ სრულიად უღირსნი არიან სამოთხისა და, მაშასადამე, -
კიდევ იტყვის ვინმე: "ხომ შეიძლებოდა განადგურებულიყვნენ პირველშემოცოდე ადამიანები და შექმნილიყვნენ ახალნი? მაგრამ განა ახალშექმნილ ადამიანებს არ ექნებოდათ თავისუფალი ნება? განა ისინი არ შესცოდავდნენ? მაგრამ ღმერთმა არ ისურვა დაეშვა, რათა მის მიერ შექმნილი ადამიანი მართლაც ამაოდ ყოფილიყო შექმნილი და, თავის შორეულ შთამომავალში მაინც არ დაემარცხებინა ის ბოროტება, რომელსაც უფლება მიეცა ეზეიმა კაცობრიობაზე.
ყოვლისმცოდნე ღმერთი ამაოდ არაფერს იქმს. უფალმა ღმერთმა თავისი დაუსაბამო გონებით მოიცვა შემოქმედების მთელი გეგმა, რომელიც გულისხმობდა მისი მხოლოდშობილი ძის განკაცებას დაცემული კაცობრიობის გამოსახსნელად.
სწორედაც რომ, აუცილებელი იყო დაცემული კაცობრიობის აღდგენა თანაგრძნობითა და სიყვარულით, რათა არ დარღვეულიყო ადამიანის თავისუფალი ნება; არამედ ადამიანს, საკუთარი ნებით ესურვა ღმერთთან დაბრუნება, და არა იძულებით ან აუცილებლობით, რამეთუ ასეთ შემთხვევაში ადამიანები ღმრთის ღირსეულ შვილებად ვერ ჩაითვლებოდნენ. ღმრთის დაუსაბამო აზრში კი ადამიანები სწორედ მისი მსგავსნი უნდა გახდნენ და შეიქნან მასთან ერთად მარადიული ნეტარი ცხოვრების ღირსნი.
აი ასე, ყოვლადბრძენმა და სახიერმა, ყოვლისმცოდნემ და ყოვლადძლიერმა ღმერთმა, არ იუკადრისა გარდამოსულიყო ცოდვილ დედამიწაზე,მიეღო ჩვენი ცოდვით დაზიანებული ხორცი, ოღონდაც კი გადაერჩინა და კვლავ მარადიული ნეტარი ცხოვრებისთვის დაებრუნებინა იგი.
მომზადდა "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ. წყაროები: Протоиерей Серафим Слободской. Закон Божий. Джорданвилль. 1987 г. // არქიმანდრიტი იერომიელი. ერესები საეკლესიო დოგმატიკის ნიღბით.