განმარტებანი - ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შობისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შობისთვის
შობა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესი
გვეუწყა, რომ ჟამი აღსრულდა და მოვიდა ის, ვის შესახებაც წინასწარმეტყველნი ადრევე მიუთითებდნენ და ვისი ხილვაც მართლებს ასე სურდათ. იგი გამოჩნდა დღეს და ჟამიც დღეს აღსრულდა; ღმერთი ხორციელად იშვა და ადამიანთა შორის მიმოვიდოდა. ამ დღის შესახებ ათი წლის წინ არ გაგვიგია, ვინაიდან მრავალი წლის წინ გაცხადდა და თქვენი გულმოდგინებით ყვევილიც გამოიღო. არავინ შესცოდოს და ახლად და ძველად არ მოიხსენიოს ეს დღესასწაული. ახლა, რადგან ახალია და ახლა გავიგეთ, ძველად - იმის გამო, რომ სხვა დღესასწაულთა თანასწორია და სწრაფად მიაღწია მათ მსგავს პატივს; ჩვენში დიდი ხანი არ არის, რაც შემოაღწია და მაშინვე ისე აღორძინდა, ისეთი ნაყოფი გამოიღო, რომ ახლა ეკლესია სავსეა და შევიწროებული მრავალი ერისკაცის მოსვლით.
 
დღეს მოისმენთ იმის შესახებ, რაც ვიცი, კერძოდ კი იმაზე ვისაუბრებთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ახლაც მრავალი კამათობს. ზოგიერთი ამბობს: "ახალია და ახლად დადგეინილი", სხვები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ - "ძველია და ყველასთვის ცნობილი".
 
შემიძლია სიტყვით წარმოგიჩინოთ და დაგარწმუნოთ ყველა, რომ ეს არის დრო, როდესაც უფალი ჩვენი ესუ ქრისტე იშვა. ამის დამადასტურებელია ამ დღესასწაულის სწრაფად გავრცელება ერში: იგი აღინიშნება, დიდ სიმაღლეს აღწევს და იფურჩქნება. გამალიელმა ღვთის ქადაგების შესახებ თქვა: "ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. ხოლო თუ ღვთისგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას"; ვიცი და ვამბობ, რომ ეს დღე ღვთისგანაა და იგი არათუ არ დაირრვევა, არამედ წლიდან წლამდე ფართოვდება, მიმოეფინება ქვეყანას და ყოველ მხარეში იქადაგება.
 
სხვა მრავალიც გამოსაძიებელია და სათქმელი. მარიამს ეხარა ოცდახუთ მარტს, ხოლო მუცლად იღო აპრილიდან და ამგვარად, ცხრა თვე თუ გადაითვლება ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შობამდე. და ასევე, აღწერა, რომელიც ავგუსტუს კეისრის დროს მოხდა, ღვთისგან იყო, რათა უფლის გამოჩენის საიდუმლო გაცხადებულიყო.
 
აღწერა დაიწყო რომიდან და რომი პირველი მართლმორწმუნე გახდა, სადაც დგას დიდებული საყდარი წმიდა პეტრე მოციქულისა. თუკი ვინმე იტყვის, ეს დღე რატომ ყველგან არ აღინიშნებოდა თავიდანვეო, ვეტყვი, რომ ადრე ქრისტიანები პასექს (აღდგომას) იუდეველთა ტრადიციით, მთვარის პირველი თვით მეთოთხმეტე დღეს აღასრულებდნენ; და არა მხოლოდ კვირას დღეს დღესასწაულობდნენ, არამედ იმ დღეს, რომელსაც მთვარის რიცხვი დაემთხვეოდა; ამით კი აღდგომის დიდებულებას შეურაცხყოფდნენ. ეს საკითხი ნიკეას წმინდა კრებამ, სამას თვრამეტი ეპისკოპოსის შემადგენლობით, ნეტარი კონსტანტინე დიდის მეფობისას გამოიძია და დაადგინა, რომ აღდგომის დღესასწაული კვირა დღეს აღენიშნათ, რაც ჭეშმარიტება იყო. ხოლო თუ ვინმე შეეწინააღმდეგებოდა და იუდეველებთან ერთად აღნიშნავდა აღდგომას, ურცობის გამო მწვალებლად მიიჩნევდნენ და თოთხმეტი დღის აღმსრულებელს უწოდებდნენ.
 
ყველასთვის ცხადია და ვიცით, რომ კონსტანტინე დიდამდე ქრისტიანები შეურაცხყოფილნი და დევნილნი იყვნენ სხვა მეფეთ მიერ. წმიდა მოციქულთაგან ნაქადაგები იყო ყოველი, მაგრამ ყველამ არ ირწმუნა და არც წმიდა მოციქულნი აიძულებდნენ ახლადმოქცეულ მორწმუნეებს რაიმე გადამეტებულს, რადგან როგორც დაწერილია, - ჯერ განეშორე კერპთაყვანისმცემლობისა და სიძვისგან, სისხლი დააცხრე და შემდეგ შეიმეცნე უდიდესი.
 
ეკლესიის ყოველი წესი სრულყო და განაგო ოთხმა წმინდა საეკლესიო კრებამ: სანატრელი მეფის, კონსტანტინე დიდის ზეობისას ნიკეაში გაიმართა პირველი კრება, რომელსაც სამას თვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა; მეორე კრება - მეფე თეოდოსი დიდის ზეობისას, ორმოცდაათი ეპისკოპოსის შემადგენლობით; მესამე კრება - ეფესოში, თეოდორე მცირის ზეობისას, რომელსაც 200 ეპისკოპოსი ესწრებოდა; ხოლო მეოთხე კრება ქალკედონში გაიმართა, მარკიანეს ზეობისას, რომელსაც ესწრებოდა ექვსას ოცდაათი ეპისკოპოსი და, ასევე, წმინდა ბასილი, გრიგოლი, ათანას,ე იოანე, ეპიფანე, კირილე და სხვა საკვირველთმოქმედი და წმინდა მოძღვრები.
 
ესენი არიან თანამოღვაწენი წმინდა მოციქულებისა და ჭეშმარიტი მოძღვრები ეკლესიისა, რადგან როგორც ნეტარი პავლე იტყვის: "ჯერ მოციქულები, მერე წინასწარმეტყველები, შემდეგ მოძღვარნი" (1 კორინთ. 12:28); რომლებიც ამათ შეუარცხყოფენ, წმიდა მოციქულებს შეურაცხყოფენ, რადგან წმინდა სახარება ასე ბრძანებს: "რომელმან თქვენი ისმინოს, მან ჩემი ისმინა, და რომელმაც თქვენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა" (მთ. 10:40).
 
ისიც იცოდეთ, ვისაც თხრობილი არ სწამს, ის ხილულსაც არ იწამებს; ურწმუნოება - ბოროტებაა, მაგრამ ღვთის სარწმუნოებას ურწმუნოება ვერ გააქარვებს, რადგან დაწერილია, თუ ვინმეს წინააღმდეგობა უნდა, არც ჩვენ გვაქვს მსგავსი ჩვეულება და არც ღმრთის ეკლესიას, რადგან თითოეული საკუთარი თავის შესახებ გასცემს პასუხს უფალს.
 
იყავით ერთი ზრახვის, ერთი სარწმუნოების, ერთი სამწყსო, როგორც სახარება გვეუბნება; და როგორც ქებულია თქვენი რწმენა და საყვარელ ხართ თქვენი უ ბიწო სარწმუნოებისათვის, ასევე დარჩით, რათა ყველა ერთობით დამკვიდრებულნი და შეუძვრელნი აღმოჩნდეთ ეკლესიის რწმენასთან მიმართებით; და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

წყარო: რჯული ქრისტესი. შობა. წიგნი I. წმ. იოანე ოქროპირი. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შობისთვის. // გამომც. "ალილო". თბილისი 2014 წ. გვ. 110-112.
Назад к содержимому