განმარტებანი - ამონაწერები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად - I - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ვ. ტ. ზელენკოვი

ამონაწერები წმიდა მამათა თხზულებებიდან და სხვა წიგნებიდან,

საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად
უფალი იესუ ქრისტე ყოვლისმპყრობელი
შინაარსი

ნაწილი I

პირველი ნახევარი


თავი I



იმის შესახებ, რომ ქრისტეს სახარება მარადიულია
და
სულის ცხოვნებისთვის აუცილებელია ყოველივე იმისადმი რწმენა, რაც სახარებაში წერია



იოანეს სახარება 5:24: "... ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში".

მარკოზის სახარება 13:31: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".

ლუკას სახარება 16:17: "უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან".

მათეს სახარება 5:18-19: " რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში".

წმ. იოანე ოქროპირი: "სიტყვებში "უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში" ჯოჯოხეთი ან ტანჯვა იგულისხმე" (Беседы св. Иоанна Златоуста на Евангелие от Матфея, гл. V, 19 (зач. 11), беседа XVI, п. 4, По Синод. изд. 1886 г., ч. I cтр. 303).

ფსალმუნი: "უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს" (ახ. ქართ.: "უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას" (ფსალმ. 118:89-90).

სამოციქულო: "ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ" (1 პეტრე. 1:24-25).

სახარება: "რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მარკოზი 8:35).

ბიბლია. ძველი აღთქმა. ესაიას წინასწარმეტყველება: "რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე" (ესაია 55:8-11).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "როგორც ეშმაკი არ არის ქრისტე, თუმცა მრავალს ატყუებს მისი სახელით; ასევე, არ შეიძლება ქრისტეანი იყოს ის, ვინც არ იმყოფება ღმრთის სახარების ჭეშმარიტებასა და სარწმუნოებაში" (Творения св. священномученика Киприана Карфагенского, часть II, "Трактаты", изд. Киев 1891 г. Книга (или глава) "О единстве церкви", стр. 189).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "...ვინც არ იქმს ნებას ქრისტე მაცხოვრისა, ის არ არის ქრისტეანი. ებრაელებზე უარესნი არიან უსამართლო ქრისტეანები" (Слова преп. Симеона новаго Богослова, печ. в Москве 1892 г., выпуск, I, слово 3, стр. 259).

ნეტ. ავგუსტინე: "... ამიტომაც ურწმუნონი, თუმც ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ მიდიან, რადგან არ სწამთ სახარების, მას მაინც ვერ სძლევენ და საკუთარ თავს უდიდეს სიკეთეს მოაკლებენ" (Жизнь и творения блаж. Августина, печ. в Киеве 1855 г., стр. 140. Поизд. Лукина Н. Новгород 1907 г., стр. 108)).

წმ. თევდორე ედესელი: "... ხოლო მეფე იოანემ ჰკითხა წმინდანს (თევდორეს): მითხარი, რას ნიშნავს კარი და როგორ უნდა გავიგოთ მისი დაკეტვა; გვედრებ, განმიმარტე, რათა შევიმეცნო. მაშინ, მღვდელმთავარმა აიღო წმ. სახარება და მიუგო: აი, მეფეო, კარი, რომელსაც მივყავართ სულის ცხოვნებამდე და ღმერთთან და მის წმინდანებთან მარადიულ სუფევამდე... და აღასრულა წმიდა ლიტურგია მეფის საძინებელში, აზიარა ახალმონათლულნი უფლის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს და იქმნა დიდი სიხარული..." (Минея-четия, печ. в Киеве 1700 г. Июль 9. В житии св. Феодора епископа едесскаго, л. 390).

წმ. ბასილი დიდი: "... არ ეგების მივყვეთ კაცობრივ გადმოცემებს, ღმრთის მცნებები კი უარვყოთ... არამედ ყოველივე, რაც სახარებითა და მოციქულთა პირით გადმოგვცა უფალმა, განუხრელად უნდა შევასრულოთ. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე28:19-20) (Василия великаго "О постничестве", печ. Здрукне острозское в лето 7120 (1592) гл. XII, л. 60).

მისივე: "...მარადიული სუფევის მოსაპოვებლად საჭიროა ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებოდეთ, რადგან უფალმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იქვე: гл. XXI, л. 72 об.).

დიდი კატეხიზმო: "... ღმრთის ეკლესია არის ღმრთის ერთგულთა საკრებულო, რომელსაც ურყევად უპყრია ერთი, წმიდა და მართლმადიდებლური სარწმუნოება, შეკრულია სიყვარულის საკვრელებით და ურყევად იცავს სახარებისეულ სწავლებას. ამგვარნი ღირს არიან საღმრთო და მაცხოვნებელ საიდუმლოებებს ეზიარონ" (Катехизис Большой, единоверч. печ., л. 120 об.).

იქვე: "ღმრთის ეკლესია ის არის, რომელიც მთელს სახარებას და მსოფლიო კრებათა მთელს სწავლებასა და კანონებს მისდევს, და არა მის ნაწილს" (იქვე. л. 121 об.).

იქვე: "კითხვა: როგორ შევიტყოთ ვისა აქვს ჭეშმარიტი სწავლება სარწმუნოების შესახებ? პასუხი: ჭეშმარიტი სწავლება აქვს იმას, ვინც ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებს მისდევს და ასწავლის; იცავს შვიდი მსოფლიო კრების დადგენილებებს. სახარებისეულ ქადაგებასა და მოციქულთა სწავლებას სწორად გადმოსცემს, ყოველგვარი მწვალებლური დანამატისა და ლათინური ჩვეულებების გარეშე" (იქვე.л. 18 об.).

სახარება: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (ლუკა 21:32-33).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება: "მოდგმას უწოდებს არა მათ, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ, არამედ მორწმუნე ქრისტეანთა ყველა თაობას... ანუ ქრისტეანთა მოდგმა არ წარხდებაო. ცა და ქვეყანა შეიცვლებიან, ხოლო ჩემი სიტყვები და ჩემი სახარება არ დაემხობა, არამედ იქნებიან სამარადჟამოდ, თუნდაც ყოველივე შეიძრას და ჩემდამი რწმენა არასოდეს მოიკლებს. აქდან ჩანს აგრეთვე, რომ ეკლესიას იგი ყოველ ქმნილებას ამჯობინებს, ვინაიდან ქმნილებანი შეიცვლებიან, ხოლო მორწმუნეთა ეკლესიიდან, ისევე როგორ მისი სიტყვებიდან და სახარებიდან, არაფერი დაიკარგება" (Благовестное евангелие от Луки, гл. XXI, зач. 107, л. 223 об. По Казанск. изд. 1896 г., ч. 3, стр. 358-360). (იხ. აგრეთვე ქართ. გამოცემა თეოფილაქტე ბულგარელი. ლუკას სახარების განმარტება. ნაწილი II, გამომცემლობა "მრწამსი", თბილისი 2008. გვ. 150-151).

სამოციქულო: " რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?" (1 პეტრე. 4:17-18).

აპოკალიფსისი: " და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი" (გამოცხ. 14:6-7).

სამოციქულო: " ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 1:9-11).

ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "... რატომ უნდა შევკრიბოთ, რამდენიც ძალგვიძს, წმიდა სახარების სწავლება და სხვა ღმრთითშაგონებულ მამათა თხზულებანი, რათა ვაჩვენოთ მათ და დავარწმუნოთ ისინი, რაშიც ცდებიან, როგორ გადაუხვიეს მაცხოვნებელ და სწორ გზას, სად დაიარებიან ამჟამად. როგორ მიეახლა ეშმაკი ამ მონაზვნებს, როგორ მოხიბლა ისინი და მარყუჟი მოსდო მათ ყელს; შემდეგ კი ვაჩვენოთ, როგორ ჩაითრია ისინი ცოდვისა და ვნებების მორევში, უკეთურებისა და უსჯულოების ღრმა ორმოში შთააგდო ისინი..." (Слова преп. Симеона новаго Богослова (живш. в X веке), печ. в Москве 1890 г., вып. второй, слово 74, стр. 3, 242).

მისივე: "წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (მარკ. 16:15). უქადაგეთ დაიცვან არა ნაწილობრივ, არამედ ყველაფერი, რაც გამცნეთ... მაშ, ჩემო საყვარელო ძმაო, რომელიც ჯერ მოინათლე და ირწმუნე, მაგრამ შემდეგ ისევ ურწმუნო გახდი, გაიგე თუ არა, რას ნიშნავს ეს სიტყვები, თუ მე განგიმარტო ამის შესახებ? ეს სიტყვა ხომ მარტივი და ადვილად გასაგებია ყველასთვის, თუმცა ღრმა და დაფარულ აზრსაც შეიცავს იგი. აქ არა მარტო იმის რწმენაზეა ლაპარაკი, რომ ქრისტე ღმერთია, არამედ იმ სარწმუნოებაზე, რომელიც მოიცავს ყველა მცნებას და ამტკიცებს, რომ არც ერთი მათგანი არ არის გაუქმებული, არამედ ღმრთის სიტყვიდან ერთი იოტაც კი სიცოცხლის მომნიჭებელია და დამამკვიდრებელია მარადიული ცხოვრების. ამდენად, ცხონდება ის, ვისაც სწამს და იცავს ქრისტეს ყველა მცნებას ისე, რომ არც ერთს არ გამოტოვებს; და პირიქით, ვინც არ ირწმუნებს ქრისტეს თუნდაც ერთ სიტყვას ან იოტას, დაისჯება, როგორც თვით ქრისტეს უარმყოფელი" (იქვე. გვ. 244).

მისივე: "... როგორ უნდა ეწოდოს ამგვარს ერთგული და მართლმადიდებელთა დასში იქნას ჩარიცხული? როგორ არის შესაძლებელი, ამგვარი მართლმადიდებელი იყოს და არა დასჯილი, როგორც ურწმუნო და ურწმუნოზე უარესიც, როდესაც უმთავრესში აღიარებს და ამბობს, რომ სწამს ქრისტე, მაგრამ არაფრად აგდებს ღმერთს მცირედში (როგორც მას ჰგონია); ღმერთს და მეუფეს ყოველივესი, თითქოსდა მტყუვარი იყოს... ამრიგად, მცნებები, რომელიც მან მოციქულებს მისცა, ჩვენც მოგვცა, რათა მთლიანად დავიცვათ ყოველი მათგანი" (იქვე. გვ. 245).

მისივე: "... უფალი ქრისტე იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რათ მისდამი მორწმუნეთ მიანიჭოს განწმენდა და იხსნას ისინი ცოდვისგან. განწმენდას ის გვანიჭებს ნათლისღებით, ხოლო ცოდვათაგან ჩვენს ხსნას აღასრულებს თავისი უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით. რადგან თვითონვე ბრძანებს: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში" (იოანე 6:56) (Слова преп. Симеона новаго Богослова, печ. в Москве 1892 г., вып. первый, слово 46, стр. 422).

მისივე: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-54).

ხედავ უპატიოსნეს და საღმრთო საიდუმლოსთან ზიარება რომ არის საუკუნო სიცოცხლე და მათ, ვისაც ექნება ეს საუკუნო სიცოცხლე აღდგება მკვდრეთით უკანასკნელ დღეს? ისე კი არ მოხდება, რომ სხვები საფლავებში დარჩნენ, არამედ ისე, რომ ვისაც საკუთარ თავში ექნება საუკუნო სიცოცხლე აღსდგება საუკუნო სიცოცხლისთვის, ხოლო სხვები სამარადისო ტანჯვისა და გეჰენიისთვის აღსდგებიან. და რომ ეს ჭეშმარიტია, ისმინე რას ამბობს: "რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით" (იოანე 6:55-57).

ხედავ რას ამბობს? გესმის, როგორი სიცხადით მოგვიწოდებს ძე ღმრთისა და გვეუბნება, რომ მისი უპატიოსტნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით ისეთივე ერთობა და სიცოცხლე გვაქვს ქრისტეში, როგორი ერთობა და სიცოცხლე აქვს თვით მას მამაში. რადგან როგორც ის არის ერთი ღმერთთან და მამასთან ერთად თავისი ბუნებით, ასევე, ამბობს, ჩვენც ერთნი ვიქნებით მასთან მადლით, როდესაც ვჭამთ მის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს. და იმისათვი, რათა არ ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე ხდება ხილულ პურში ამბობს: "ეს არის პური, გარდამოვავალი ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს" (იოანე 6:58). ის კი არ თქვა "ჩამოვიდაო" (რადგან ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ის მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა), არამედ "გარდამომავალი ზეცით" (რუს. сходяй с небесе), ანუ ყოველთვის გადმოვდივარ მათზე, ვინც ღირსეულად ეზიარება ჩემს პატიოსან ხორცსა და სისხლს" (იქვე. слово 52, стр. 484).

მისივე: "... მაშ ასე, ნუ დამითვლი, საყვარელო, წლებს, თვეებსა და დღესასწაულთა წეს-რიგს და ნუ იტყვი: აი ვიდღესასწაულე მე შობა ქრისტესი, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა. ნუ იტყვი ამას, ჩემო ძმაო, ნუ დაიწყებ დღესასწაულთა ჩამოთვლას და ნუ იფიქრებ, რომ ეს საკმარისია სულის ცხოვნებისთვის" (იქვე. слово 41, стр. 335).

მისივე: "... სხვადასხვა ნუგბარი საჭმელით დახუნძლულ ტრაპეზს გერჩივნოს მხოლოდ სიცოცხლის პური, რომელიც გრძნობითად პურად იხილვება, მაგრამ სინამდვილეში არის ხორცი ქრისტესი. ეს არის ციდან გარდამომავალი პური, სამყაროსათვის სიცოცხლის მომნიჭებელი, რომლის მჭამელი არა მარტო იკვებება, არამედ ცხოველიყოფა და აღსდგება მკვდრეთით. დაე, ეს პური იყოს შენთვის საზრდელიც და სიტკბოებაც, სიცოცხლე დაუშრეტელი. ხოლო ღვინო, რომელიც ამ საიდუმლოში ჭეშმარიტად არის ქრისტეს სისხლი, შენთვის ყოფილიყოს გამოუთქმელი ნათელი, ენით აღუწერელი სიტკბოება და მარადიული სიხარული. თუ შესვამ ღირსეულად ამ ღვინოს, არ მოგწყურდება მარადის" (იქვე. გვ. 340).



***


თავი II

მწვალებელია ის, ვისაც წმიდა წერილისა არა სწამს
და
განმარტავს მას თვითნებურად, საკუთარი შეხედულების მიხედვით

მოქვის ოთხთავის ასლი
მოქვის ოთხთავის ასლი. XIV ს.

მახარობელი: "ვისაც წმ. წერილის შესაბამისად არა სწამს ერეტიკოსია" (Благовестн. Евангелие от Иоанна, зач. 27, лист 125).

განმარტებითი სახარება: "ასევე, ძმანო, ეშმაკის მიერ არის შეპყრობილი ყოველი კაცი, რომელიც ღვთის სიტყვას არ ისმენს და იმას არ ქადაგებს, რაც ღვთის სიტყვაში წერია" (Евангелие поучительное, в неделю 4 поста, л 74 (единовер. печ.).

(იქვე): "მრავალს¸ჰგონია რომ სწამს, მაგრამ არა სწამს ისე როგორც წმ. წერილში წერია, ამიტომაც წარიწყმიდეს სული, რამეთუ საკუთარი ერესების მიმდევრები ბრძანდებიან და არა წერილისა".

ღირ. ექვთიმე ზიღაბენი: "გარემოის უღმრთონი ვლენან“ (ფსალმ. 11:9). განმარტება: „ყველა მხრიდან გვეხვევიანო უღმრთონი და ცდილობენო ჩვენს შევიწროებასა და ქრისტესადმი რწმენის დამარცხებას. ასე წარიმართები და ქრისტეანობის მდევნელი ხელმწიფენი იქცევიან; ხოლო ერეტიკოსები გარს გვეხვევიან და რომლებსაც არ ესმით წმიდა წერილი, მას ყალბი ბრძენმეტყველებითა და განმარტებებით რყვნიან" (Псалтырь. толк. преп. Евфимия Зигабена (XII в.) изъясненная по святоотеческим толкованиям, перев. с греч., печ. Киев 1898 г., Псалом 11: 9).

ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ო, ძმანო ჩემნო! რატომ არ იზრახავთ იმას, რისთვისაც ცხოვნდებით, არამედ ირჩევთ იმას, რის გამოც დაექვემდებარებით ტანჯვას. რატომაა გაუკუღმართებულად რომ გესმით ყოველივე და უკუღმა განმარტავთ წერილს, თქვენი სულების წარსაწყმედად?" (Слова преп. Симеона нового Богосл., вып. 1-й, ст. 26, О покаянии и против тех, которые криво толкуют писания).

წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი: "ყოველი, რომელი გარეშე განწესებულისა რასმე ზრახვიდეს, - გინა თუ სარწმუნო იყოს, გინა თუ მმარხველ, გინა თუ ქალწულ, გინა თუ სასწაულთა იქმოდეს, გინა თუ წინაისწარმეტყუელებდეს, - მგლადმცა შეგირაცხიეს იგი სამოსლითა ცხოვართაითა მოსილ და დამბძარველ სამწყსოთა და განმხრწნელ არვეთა (ცხოვართა) ქრისტესთა" (Святаго священномученика Игнатия Богоносца. Послания. Печ. Киев 1888 г. 5 посл. ко Ирону диакону. იხ. აგრეთვე. ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი. მეათე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ირონის მიმართ ანტიოქიელ დიაკონისა. საქ. ეკლ. კალენდარი. 1988. გვ. 560).

ნეტ. თეოფილაქტე. მახარობელი: "ჭეშმარიტად კარია წმიდა წერილი, რამეთუ მისით მივეახლებით უფალს.. მაშ ასე, მპარავი და ავაზაკია ის, ვინც წმ. წერილის კარით კი არ შედის ცხვრებთან, არამედ სხვა გზით მიეპარება მათ, უცხო გზას იკაფავს მათკენ, როგორც თევდა და იუდა. ქრისტეს მოსვლამდე მათ მოატყუეს ხალხი, წარწყმიდეს და წარწყმდნენ თავადაც (საქმე 5:36,37). ასეთი იქნება ბილწი ანტიქრისტეც, რამეთუ მათი მოწმობა არა წერილისაგან არს“ (Благовестник. Евангелие от Иоанна, зач. 35, (Ин. 10:1-5).

დიდი რჯულის კანონი: "მპარავი და ავაზაკია ის, ვინც წმ. წერილისაგან არ მეტყველებს" (Кормчая, гл. 53. л. 568. об, внизу).

ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი: "დედამიწის ზურგზე არ არსებობს იმაზე უარესი ადამიანი, რომელსაც არ სჯერა წმ. წერილისა და გმობს მას" (Просветитель. Преп. Иосифа Волоцкого, изд.3 -е в Казани 1896г. сл.5, стр.18 (а по первому издани. – стр. 218).

იქვე: "სატანის პირმშოა და მისგანვე მეტყველებს ის, ვისაც წმიდა მამათა ნაწერებში ეჭვი შეაქვს" (сл. 8. стр. 338 (по др. печ. 380)).

წმ. იოანე ოქროპირი: "არასაკმარისია რაიმეს შესახებ თქმა იმისა, რომ ის წერილში წერია, არ არის ჯეროვანი ქვეტექსტიდან სიტყვების მოწყვეტა, ღვთივშთაგონებული წერილის სხეულიდან მისი ნაწილების ამოგლეჯა, მათი ცალკე აღება ერთმანეთთან დაუკავშირებლად და თვითნებობითა და უპასუხისმგებლობით მათი შერყვნა. ამგვარად, ეშმაკის შეწევნით, რომელიც უდარდელ ადამიანებს წერილში გამოთქმული აზრების დამახინჯებულად განმარტებასა და შემატება-შემოკლებებით ჭეშმარიტების გაბუნდოვანებას ასწავლის, შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი არასწორი შეხედულება. ამიტომაც რაიმეზე იმის თქმა, რომ ეს წერილში წერია, სულაც არ არის საკმარისი. საჭიროა საუბრის მთლიანობაში წაკითხვა, რამეთუ, გამოთქმათა ურთიერთკავშირს თუ დავარღვევთ, მრავალი გაუგებრობა წარმოიქმნება. ასე, მაგალითად, წმ. წერილში შეიძლება წავიკითხოთ: „არა არს ღმერთი“ (ფსალმ. 13:1), ან „დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად“ (ფსალმ. 9:320; ან კიდევ: „ღმერთმან მან არა გამოიძიოს“ (ფსალმ. 9:34). ამასთანავე, არა თუ არ უნდა გავწყვიტოთ ესა თუ ის აზრი, არამედ წერილის გამონათქვამები ყოველგვარი მიმატების (ან შემოკლების) გარეშე სრულიად უნდა დავიმოწმოთ... ისეთია ეშმაკის მზაკვარება, რომ შემატება-შემოკლებით, ან შერყვნით, ან საგნის ყალბი განმარტებით წარმწყმედელ აზრებს ამკვიდრებს" ((Творение св. Иоанна Златоуста, Т. VI. стр. 445).

იქვე (გვ. 559): "იმიტომაც აბნევენ ერეტიკოსები მათთან მოსაუბრეთ, რომ ნდობით ვეკიდებით მათ და (მათ ნათქვამს) საღმრთო წერილის კანონებს არ ვუქვემდებარებთ. მაშ, წმ. წერილის მოწმობები კედლად შემოარტყით მას და პირის გაღების შემძლებელიც ვერ იქნება".

წმ. პეტრე დამასკელი: "უდიდესი უგუნურებაა მიატოვო წმ. წერილი და ხელი მი¸ყო საკუთარი გამონაგონის ქადაგებას" (Книга „О вере“ (печ. в Москве 7156 (1648), в предисл. л. 5? слово с св. Петра Дамаскина).

წმ. იოანე ოქროპირი: "თუ იხილო ვინმე, რომელიც საკუთარი ზრახვებით აღძრული იწყებს საღმრთო წერილისადმი წინააღმდეგობას, განეშორე მას როგორც ჭკუაშეშლილს: ან (უკეთესია კი) არ განეშორო, არამედ ანგარიში გაუწიო მის უმეცრებას და ესაუბრო მას საღმრთო წერილიდან" ((Беседы на ,ытия св. Иоанна Златоуста, печ. в Киеве 1773 г., Беседа 10, л. 50 (по друг. печ. л. 59). По изд. СПб. 1898 г. т. VI стр. 80, п. 6).

მისივე: "მაგრამ თუ წმ. წერილისაც არა სჯერა განეშორე მას ვითარც ეშმაკეულსა და ბორგნეულს, რამეთუ განა შეიძლება მიეტევოს იმას, ვისაც ყოვლის შემოქმედი ღმრთისა არა სჯერა და სიყალბედ გარდააქცევს ჭეშმარიტებას? ასეთები თავს იკატუნებენ თავმდაბლობით, ხოლო ცხვრის ქურქში გახვეულები მალავენ მგლურ ხასიათს. შენ კი ნუ ცთუნდები და რადგანაც ასე მოჩვენებითად თავს აფარებს შენ მსგავს მსახურებასა და თავმდაბლობას, ხოლო ყოველთა უფლის მიმართ ყველა სახის ბრძოლა გაუმართავს, რითაც საკუთარი თავისადმი უგრძნობელი უარყოფს საკუთარ ცხოვნებასაც, განეშორე მას და შეიძულე იგი უმეტესად. გახსოვდეს, დაშლილ და დარღვეულ ლოდზე არ დაგვიფუძნებია ჩვენ ჩვენი რწმენა" (Беседа 2. л. 6. об. (по др. печ. л. 8) По изд. 1898 г. стр. 11).

კირილეს წიგნი (Кирилова книга): "ხოლო, თუ იხილავ ვინმე განდგომილს, რომელსაც ღმრთის ეკლესიისა არა სჯერა, ნუ გაიკვირვებ. ასეთია მათი ჩვევა: როდესაც ღმრთის ეკლესიას დაპირისპირებულები რაიმეს წერენ, ხან ქორონიკონს მიმართავენ, ხან კიდევ მოციქულთა მემკვიდრეთა თხზულებებსა და წმიდა მოძღვართ. მათ სიმართლეს აღიარებენ, მაგრამ თავად, საკუთარ გამონაგონსა და გმობას მიაწერენ წმიდა მამათ. აი, თავად, მოციქულთა, მათ მემკვიდრეთა და წმიდა მამათა ნაწერების დაჯერება კი არა ნებავთ" (Кирилова книга),: печ. в Москве 1643 г. гл. 13, л. 175 (друг. изд. л. 198).

იქვე (гл. 34, л. 305. о,. 306 (по изд – 328 о,.): "ვინც რაიმეს მიამატებს ან გამოაკლებს (საღმრთო სიტყვას – მთარგმნ.), ან რამენაირად გადაასხვაფერებს, ან კიდევ თვითონ ასწავლიდეს რაიმე უკეთურებას ნუ უსმენთ და განეშორეთ მას, როგორც ღმრთაებრივი მოციქულნი გვასწავლიან: „დაღათუ ჩვენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 119).

იქვე (л. тот же.): "როგორც ჯანმრთელს არ ჭირდება წამალი, არამედ პირიქით უმეტესადაც კი შეიძლება ავნოს მას, ასევეა სწორის „გამსწორებელიც“, რომელიც ამახინჯებს დაწერილს გასწორების ნაცვლად. ასეთებს საკუთარი თავისა და ცხოვრების ღვთის მცნებათამებრ გასწორება მართებთ და არა თავიანთი ამაო და ფუჭი იდეებით, საღმრთო სჯულის „ჩასწორება".

იქვე (л.294 (по др. изд. 317): "როდესაც მავანს მოღრეცილი ხე დასჭირდება და ასეთს ვერ იპოვის, სწორს მოღუნავს და თანაც იქით, საითკენაც თვითონ ნებავს. ასე იქცევიან ლათინები, რომლებიც საკუთარი სურვილილებისამებრ ამახინჯებენ მოციქულთა გადმოცემას".

დიდი რჯულისკანონი: (Кормчая. трехтолковая, полных переводов. правила 6-го вселенского собора, правило 19): "ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით, ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისაკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით".

ზონარას განმარტებიდან: "... ამასთანავე წმ. მამებს ნებავთ, რომ ისინი (ე.ი. ეპისკოპოსები – მთარგმნ.) ასწავლიდნენ არა თვითნებურად, არამედ საღმრთო წერილისაგან და განმარტავდნენ მათ წმ. მამათა განმარტებების მიხედვით და არა საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების შესაბამისად..."

არისტინე: "ეპისკოპოსები მოვალენი არიან ყოველდღე ასწავლონ კლერიკოსებსა და მორწმუნე ერს დოგმატები ღვთისმოსაობისა, განსაკუთრებით კი კვირა დღეს და თუ ვინმე შეეკითხება მათ წმ. წერილის ამათუიმ ადგილის შესახებ, არ უნდა განუმარტონ მას ეს წერილი თვითნებურად; რამეთუ სწორედ ის მიიჩნევა მათგან კეთილ ნიშნად, რომ ამჟღავნებენ ღმერთშემოსილ მამათა გადმოცემას და ნებისმიერ საკითხს წყვეტენ მათთან თანხმიერად და არა თვითნებობურად, რამეთუ იმ შემთხვევაში თუკი შემძლებელი ვერ არიან განმარტებისა, შორს არ გადაიხარონ ჭეშმარიტი განმარტებისაგან. ხოლო ის, ვინც არ ზრუნავს კლერიკოსებზე და მორწმუნე ერზე, არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, წმ. მოციქულთა ორმოცდა მეთვრამეთე კანონი ჯერ განკვეთს (ზიარებისაგან – მთარგმნ.), ხოლო შემდეგ, თუ ამავე დაუდევრობაში დარჩა, დაამხობს თავისი პატივისგან".

იქვე. განწესება 2-ე: (გვ. 449) იმავე კრებისა: "ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის, ან შეცვლის უფლება არავისა აქვს. აკრძალულია სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება".

ზონარას განმარტება: "უცვალებლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ ყველა წმიდა მამათა განწესება, - და ამასთანავე გვამცნებს სიყვარულით შევიწყნაროთ მათი თხზულებები, ხოლო ჭეშმარიტების მტრები უარვყოთ და გადავცეთ ანათემას. რამეთუ ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე იმისგან, რაც წმიდა მამათაგან გადმოგვეცა".

წმ. თევდორე სტოდიელი: "არც ეპისკოპოსებსა აქვთ უფლება დაარღვიონ რომელიმე განწესება, არამედ მხოლოდ მისდიონ მათ და იპყრან ის, რაც ძველთაგანვე გადმოეცათ" (Перев. с греческ. ч.I, Письма к разным лицам. печ. Спб. 1867 г. письмо 24. стр. 185. По изд. Сп,. 1908. т. II. стр. 247).

იქვე: (стр. 186. По изд. 1908. г. стр. таже): "არ შეიძლება, ბატონო, არ შეიძლება არც ჩვენი და არც სხვა ეკლესიისათვის იმის გაკეთება რაც სჯულისა და განწესების საწინააღმდეგოა, რამეთუ ამას თუ დავუშვებთ, მაშინ ამაო ყოფილა სჯულიც და სახარებაც; და თუკი თითოეულ ეპისკოპოსს, მათი მოძღვრობის პერიოდში, უფლება მიეცემა აკეთოს ის რაც მას ნებავს, გარდაიქცევა იგი ახალ მახარობლად, ახალ მოციქულად, ახალ სჯულმდებლად. მაგრამ ნუმც იყოფინ ესე!.."

ნეტ. იერონიმე: "ჩვენ ყველანი, მეცნიერნიც და უმეცარნიც პოემების წერამ აგვიტანა“ (Hor. ep. 1). ყველა, იქნება ეს ენაჭარტალა დედაბერი, გადარეული ბერიკაცი, თუ სიტყვამრავალი სოფისტი, ერთი სიტყვით ყველა, წმიდა წერილის განმარტებას მისცემია, აწვალებენ მას და თავად უმეცარნი სხვათა განათლებას შედგომიან; ზოგიერთი, დიდმნიშვნელოვანი გამოხედვითა და გამორჩეული სიტყვების რახარუხით საღმრთო წერილზე დედაკაცთა შორის ბრძენმეტყველებს; ხოლო სხვები, ო სირცხვილო! დედაკაცთაგან გებულობენ იმას, რაც მამაკაცთათვის თქმულა; ეს კიდევ არაფერი, იმდენად აუშვიათ თავიანთი ენა, რომ სხვას ასწავლიან იმას, რაც თვითონაც არ იციან. ჩემნაირებზე ხომ საერთოდ ვდუმვარ, რომლებიც საერო ლიტერატურის შესწავლის შემდეგ, მიუბრუნდებიან წმიდა წერილს და მჭევრმეტყველებითა და სიტყვების ბაქა-ბუქით იპყრობენ მსმენელის ყურადღებას. ყველაფერს, რასაც კი ამბობენ, ღვთის სჯულად მიიჩნევენ და იმას არას დაგიდევენ თუ რა აზრი ¸ქონდათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს; საკუთარ აზრებს შეუსაბამო ტექსტებს უძებნიან თითქოსდა ეს კარგი საქმე იყოს და არა წმიდა წერილის ჭეშმარიტი შინაარსის დამახინჯების ყველაზე საზიზღარი სახეობა - ყველაფერი დაუქვემდებარო შენს თვითნებობას, სრულიად აშკარა წინააღმდეგობათა მიუხედავად" (ч. II. Письмо 50. к Павлину, и "О, изучении св. Писания", стр. 78. Киев. 1894 г.).

წმ. ეფრემ ასურელი: "წყეულიმც იყოს წმ. წერილის ის მკითხველი, რომელიც ეწინააღმდეგება მას (კითხულობს წინასწარმეტყველთ და უარყოფს მათ ნათქვამს); * (მოსკ. სასულიერო აკად. 1907 წ. გამოცემაში ეს ფრაზა არ მოიპოვება) კითხულობს მოციქულებს და უპირისპირდება მათ სწავლებას (Ч I. Gеч. в Москве 1858 г. стр. 28. Сергиев Посад 1907 г. стр.23).

მისივე: "ხოლო ჩვენ, ღმრთივშთაგონებული წერილით ძღვანებულებმა, ჭეშმარიტებაში განვამტკიცოთ ჩვენი გონება. რამეთუ ის, ვისაც საღმრთ წერილით არ განუნათლებია თავისი გონება, შორსაა ჭეშმარიტებისაგან" (ч. III, печ. тамже 1859 г. слово 70 (75) стр. 68).

I მსოფლიო კრების საქმენი: "ბოროტმზრახველი კომენტატორი ჭეშმარიტად ერთგვარი ხატება და მსგავსებაა ეშმაკისა" (гл. 4, стр.32, изд. 1887г. Послание Св. Равноап. царя Константина).


***


თავი III

ვინც ქრისტეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარება ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.
ასეთები ღმერთს მტრობენ და ემოყვრებიან ეშმაკს
ეკლესიის წმიდა მამები
იოანეს სახარება: "უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-54) (О постничестве. Печ. В друкарне острозское в 7102 (1594), гл. 21, л. 72 перв. Счета).

წმ. ბასილი დიდი: "... ასევე მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად საჭიროა ეზიაროთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რადგან ასე ბრძანა მაცხოვარმა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (О постничестве. Печ. В друкарне острозское в 7102 (1594), гл. 21, л. 72 перв. Счета).

მათე ბლასტარისი: "... ხოლო მწვალებლებს ვუწოდებთ მათაც, ვინც ღმრთის ეკლესიაში მღვდელმსახურთაგან არ ეზიარებიან საღმრთო საიდუმლოთ" ("Синтагма". Изд. 2, 1901 г., стр. 24).

წმ. გენადი ნოვგოროდელი: "ვინც არ მოინათლება წყლითა და სულით სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა; ასევე ვინც არ ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვერ მიიღებს ცოდვათა მიტევებას" (Миротворный круг Геннадия архиепископа новгородскаго, рукоп. Нач. 17 века. Хлуд. Библ. № 88, л. 56, об.).

რუსეთის წმ. პატრიარქი იობი: "ვინც ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარება, დე იყოს წყეულ" (Послание Иова патриарха московскаго, к грузинскому митр. Николе. В христианское чтение. 1869 г., кн. 11, стр. 377).

კურთხევანი (1639 წ.): "ვინც უარყოფს ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს მოცემულს ზიარების საიდუმლოში, შეჩვენებულ იყოს" (იგივეა ნათქვამი პატრ. იოსებისა (თ. 79, გვ. 659) და პატრ. იოასაფის კურთხევანებშიც (გვ. 508) (Потребник иоасафовский иноческий. Москва 7147 (1639), гл. 21, в чиноприят. От еретик, л. 323 об.).

ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "... და თუ მოსეს სჯულის დამრღვევი უნდა მომკვდარიყო, რაოდენ სიკვდილთა ღირსი უნდა იყოს მოსეს ღმრთის შეურაცხმყოფელი და ქრისტეს სისხლის უგულებელმყოფელი, რომელიც ამგვარი უარყოფით თვით სულიწმიდის მადლს დასცინის" (Твор. Блаж. Феодора еписк. Кирскаго, ч. VII, стр. 626, Москва 1861 г.).

წიგნი "ოქროპირი": "... როგორც ხორცს არ შეუძლია არსებობა პურის გარეშე, ასევე სულს არ ძალუძს არსებობა ზიარების გარეშე; ამის შესახებ ბრძანებს ქრისტე: "არა პურითა მხოლოდ ცხონდეს კაცი". საყვარელნო, სულს მიეცით სულიერი საკვები, ხოლო ხორცს ხორციელი. სულიერი ტრაპეზი აცოცხლებს ჩვენი სინდისის სისხლძარღვებს. სწორედ იმიტომაც უშლის ხელს ეშმაკი მართალთ არ ეზიარონ ხშირად, რათა ძალაუფლება მოიპოვოს მათზე" (Златоуст. Печ. С древлеписьмен. Перев. В типонр. Почаеской 7303, сл. 37, в среду 4 недели, л. 94).

იქვე: "... თუ ქრისტეანი წელიწადში სამჯერ მაინც არ ეზიარება, ამდაგვარი პირუტყვულად ცხოვრობს და მიგდებული ჰყავს თავისი სული" (გვ. 243).

იქვე: "ყოველ ქრისტეანს მართებს წელიწადში სამჯერ მაინც ეზიაროს ქრისტეს უპატიოსნეს საიდუმლოს და შეინანოს თავისი ცოდვები: ხოლო ჩვენი უძლურების გამო თუ ეს სამჯერ ვერ მოხერხდება, წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვაში მაინც უნდა ეზიაროს და მიეწიფოს უდიდეს სიწმიდეს; და თუ ვინმე არც ამას იქმს და უზიარებელი გარდაიცვლება, უმჯობესი იქნებოდა სულაც არ დაბადებულიყო იგი" (გვ. 96 და მეორე მხარე).

იქვე: "ვინც წმიდად და სინანულით ცხოვრობს, მაგრამ ქრისტეს საიდუმლოებებს არ ეზიარება, ვერ ცხონდება. უფალმა ბრძანა: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-
54) (გვ. 129 და მეორე მხარე).

იქვე: "... უდიდესი ცოდვებიც რომ ჩაედინოს ვინმეს, როგორიცაა: მკვლელობა, სიძვა და სხვა მათი მსგავსი ცოდვები, მაშინაც კი, თუ სიკვდილის წინ შეინანებს, უნდა მიეცეს ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი და მიეტევოს მას თავისი ცოდვები, რათა მარადიულ სიცოცხლეს არ მოაკლდესს. მაგრამ თუ ვინმე უზიარებელი გარდაიცვლება თავისი სულიერი მოძღვრის დაუდევრობით, ამგვარი დაუდევრობისთვის დაისჯება მარადიული ტანჯვით. რადგან ცოდვილის სულს მოაკლო საღმრთო ნათელი, რომელსაც გაურბიან ეშმაკნი და არ ძალუძთ ზიარებულთა პირისახის ხილვაც კი" (გვ. 303).

წმ. იოანე ოქროპირი. "მღვდლობის შესახებ": "... ახლა მოხედე ჩვენს უსისხლო მსხვერპლს და დაინახავ, რომ ის არა მარტო საკვირველია, არამედ აღმატებულია ყოველგვარ სასწაულზე. საკურთხველში მდგომ მღვდელს გადმოჰყავს არა ცეცხლი, არამედ სულიწმიდა; აღავლენს გულმხურვალე ლოცვას არა იმისათვის, რათა ცეცხლი გარდამოხდეს ციდან და დასწვას შეწირული მსხვერპლი; არამედ ითხოვს მადლის გარდამოსვლას ტარიგზე, რათა აღანთოს კაცთა სულები და ოქრო-
ვერცხლზე უპატიოსნესად განწმინდოს ისინი. მაშ, ვის შეუძლია კაცთაგან, თუ სრულიად ჭკუანაკლული და უგუნური არ არის უარყოს ასეთი საშინელი საიდუმლო?..." (Св. Иоанн Златоуст. Слово о священстве, пер. с греч., Спб, 1874 г., сл. 3, стр. 41).

იქვე: "... განვედ უგუნურებავ! რადგან ჭეშმარიტად სიგიჟეა არ გაგაჩნდეს პატივისცემა ამგვარი ღირსებისადმი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება და აღთქმული ნეტარების მიღება. თუკი წყლითა და სულით განუახლებელი ვერ შევა ცათა სასუფეველში (იოანე 3:5) და ვინც არ ჭამს უფლის ხორცს და არ სვამს მის სისხლს უარყოფს მარადიულ სიცოცხლეს (იოანე 6:53); და ეს ყოველივე (ნათლობა და ევქარისტია) აღესრულება ნაკურთხი ხელებით, ანუ მღვდელმსახურთა მიერ: როგორ განირიდებს მათ გარეშე ცეცხლის გეჰენას ვინმე და როგორ შევა ცათა სასუფეველში? ეს ის ხელებია, ვისაც ევალება ქრისტეანთა სულიერი შობა აღორძინება ნათლისღებით. სწორედ მათი მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, შევუერთდებით ძეს ღმრთისას და ვხდებით ამ ღვთაებრივი თავის სხეულის (ანუ ეკლესიის -
რედ.) წევრები" (გვ. 43).

წმ. იოანე ოქროპირი: "ესე არს ხორცი ჩემი", ანუ ვირწმუნოთ ეს სიტყვები და შევხედოთ მას სულიერი მზერით. ქრისტემ გრძნობადი რამე კი არ მოგვცა, არამედ ყოველივე სულიერი გვიბოძა, ოღონდ ნივთიერი სახით. ასე მაგალითად, ნათლობაში ნივთიერი სტიქიით, წყლით განვიწმიდებით, ხოლო სულიერი მოქმედება მდგომარეობს ხელახალ, სულიერ შობასა და აღორძინებაში; უხორცონი რომ ვყოფილიყავით მაშინ ამ ნიჭებსაც უნივთო ფორმით მოგვანიჭებდა, მაგრამ რაკიღა შენი სული ხორცთან არის შეერთებული, სულიერს გრნობისმიერი და ნივთიერი ფორმით განიჭებს. ბევრი იტყვის დღეს: ვისურვებდი მეხილა ქრისტეს სახე, სამოსი ან ფეხსაცმელი! აი, შენ ხედავ მას და ეხები, მეტიც სჭამ მის ხორცს. შენ მისი სამოსის ხილვა გწყურია და ის კიდევ არა თუ საკუთარი თავის ხილვას, არამედ მისდამი შეხებას, შესისხლხორცებას გთავაზობს" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на евангелие от Матфея. Пер. с греч., печ. Москва 1899 г., ч. 3, беседа 82, стр. 346. Синод. 1887 г., стр. 400).

მისივე: "... რადგან ყოველ მორწმუნეს ის უერთდება საიდუმლოთა მეშვეობით... ვერ ხედავთ როგორი მზადყოფნით ეწაფებიან ჩვილნი დედის მკერდს და როგორი მონდომებით ეწებებიან მათ თავიანთი ტუჩებით? ასეთი განწყობით უნდა მივეახლოთ ამ საშინელ ტრაპეზსაც, რომელზეც უფალი თავისი სულიერი ბარძიმიდან გვარწყულებს; ან უკეთ რომ ვთქვათ, ჩვილი ბავშვებივით გვაპურებს სულის მადლით: მხოლოდ ერთი რამ უნდა გვქონდეს საზრუნავი: ვეზიარეთ ამ სულიერ საკვებს. მისი მოქმედება აღესრულება არა კაცობრივი ძალით. ამ საიდუმლოს აღასრულებს ის, ვინც მოციქულებს ამცნო თავისი საიდუმლო და დღემდე აღასრულებს. ჩვენ მხოლოდ მსახურთა ადგილს ვიკავებთ, ხოლო პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად აკურთხებს და შესცვლის თვით ქრისტე" (იქვე. გვ. 348).

ბარონი: "... ამის შემდეგ ფელიქსი საწამებლად წაიყვანეს, თუმცა მაინც ამბობდა: ქრისტეანი ვარო. მსაჯულმა ანულინმა უთხრა: მე არ გეკითხები ქრისტეანი ხარ თუ არა; არამედ მათ საკრებულოში ყოფილხარ თუ არა, ან მათი წმიდა წერილები გაგაჩნია თუ არა. მაშინ წმიდა მოწამემ უპასუხა: როგორ არის შესაძლებელი ქრისტეანი იყოს ლიტურგიის გარეშე? და რკინის მათრახებით წამებულმა სიხარულით მიიღო უკვდავების გვირგვინი" (Барон. Лето Господне 303, числ. 6, л. 193).

დიდი კატეხიზმო: " იმიტომაც ვიწოდებით ქრისტეანებად, რომ მის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით" (Катехизис большой. Гл. 77, л. 386).

იქვე: "სამოთხეში ჭამით დავეცით, ქრისტეს ხორცისა და სისხლის ჭამით კი აღვსდექით და აღვემართენით" (გვ. 164).
წმიდა ზიარება
თავი IV-V

ქრისტეს უპატიოსნეს საიდუმლოთ ვერაფერი შეცვლის:

ვერც ლოცვა, ვერც მოწყალება, ვერც გულის შემუსვრილობა ან სხვა რამე


დიდი კრებული: "... როგორც სტიქიათა გარეშე არ შეუძლია სხეულს სიცოცხლე, ასევე არ შეუძლია სულს მოიპოვოს ცხოვრება ღვთაებრივი ზიარების გარეშე" (Соборник Больш. Печ. В Москве 7155 (1647) г., гл. 18, слово Григорий мниа, л. 241).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი."... ყოველი უსამართლოდ მოქმედი მზად არის თავი იმართლოს. მაგრამ, ის რაც იშვიათად ხდება კანონი როდია ეკლესიისთვის, რადგან ერთი მერცხლის ჭიკჭიკსაც როდი მოჰყავს გაზაფხული და ერთი მონახაზიც როდი შექმნის მიწის მზომელად, ან ერთი ხანმოკლე გადაცურვა - მეზღვაურად". (Твор. Иже во святых отца нашего Григория Богослова, ч. 3, печ. Москва 1844, сл. 39, стр. 265. По изд. Моск. Дух. Акад. 1889, ч. III, стр. 218).

იქვე: "... შენ იტყვი განა ღმერთი მოწყალე არ არის? განა მან არ იცის კაცის ზრახვანი, განა არ გამოსცდის განწყობას და ნათლობის სურვილს ნათლობადვე არ ჩაუთვლის?

შენი მსჯელობა წააგავს გამოცანას. ნუთუ ღმერთისთვის, მისი კაცთმოყვარებით, მოუნათლავი და მონათლული ერთი და იგივეა; ან ცათა სასუფეველში დამკვიდრებული ტოლია იმისა, ვისაც ოდენ მოსურვება აქვს ამდაგვარი, სასუფევლის საქმეებს კი ჯერაც არ იქმს... ზუსტად ასევე, ვინც არ მიიღო ნათლისღება პირუტყვს ემსგავსება თავისი უგუნურებით ან უზნეობით. ყველაზე უდიდესი ბოროტება მათში ისაა, რომ ჯეროვან პატივს არ მიაგებენ ნათლობის ნიჭს; როგორც ნიჭი, თუ მიეცემათ, უყვართ, და თუ არ მიეცემათ, სძულთ. სხვები თუმც პატივს მიაგებენ ამ ნიჭს, მაგრამ მის მიღებას არ ჩქარობენ ან დაუდევრობის გამო ან თავშეუკავებლობისადმი მიდრეკილებით. სხვებს ამ ნიჭის მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ, ან იმიტომ, რომ საკმაოდ მცირეწლოვანნი არიან, ან კიდევ, მათგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ვერ ეზიარებიან ამ მადლს, თუნდაც მისი მიღების უდიდესი სურვილიც ჰქონდეთ; და როგორც პირველთა შორის არის დიდი განსხვავება, მსგავსი განსხვავებაა მეორეთა შორის...

ამასაც ვიტყვი: მკვლელობად თუ მკვლელობის მხოლოდ მოსურვებას ჩათვლი, მისი რეალური აღსრულების გარეშე, მაშინ მონათლულად უნდა ჩათვალო ნათლობის მოსურნეც, თუმცა, სინამდვილეში არ ყოფილა მონათლული; და თუ პირველს აღიარებ, რატომ უნდა უარყო მეორე? ვერ ვხედავ მიზეზს ამგვარი უარყოფის. ასეც განვსაჯოთ: თუ ნათლისღების მისაღებად მისი მოსურვებაც საკმარისია, მაშინ მოსურვებით მიგიღია ცათა სასუფეველიც და მისი რეალური მიღების ნაცვლად მოდი მხოლოდ მოსურვებით დაკმაყოფილდი. და რა ზიანი მოგადგება თუ არ მიიღებ სასუფეველს, როდესაც გაგაჩნია მისი მიღების დიდი სურვილი?" (сл. 40. На св. крещение, стр. 293, по изд. 1889 г. Стр. 241).

დიდი კატეხიზმო: "... მხოლოდ სული რომ იყოს ადამიანი და არა სხეული, ანგელოზი იქნებოდა და არა ადამიანი და საღმრთო საიდუმლოებებშიც გრძნობისმიერი და ხილული სიმბოლოების გარეშე მიიღებდა ღმრთის მადლს. მაგრამ, რაკიღა სულს გარს აკრავს სხეული, ხილული და გრძნობისმიერი ნიშნების გარეშე ღმრთის მადლის მიღება არ ძალუძს" (Катехизсис больш., гл. 72, о тайнах церковных, л. 323 и об.).

წმ. იოანე დამასკელი: "ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქულთ „შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი“ (და ასე შემდეგ) „კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ რა ქრისტესი (ებრ. 6,4-6). მაგრამ რომლებიც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ „ქრისტეს მიმართ“ და „მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3), მაგრამ არათუ იმას ამბობს, რომ ამ სახით უნდა მოხდეს ნათლისღებითი ხმობა1, არამედ იმას, რომ ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება...

რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს „ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“ განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეორე. რწმენისა და ნათლისღების შესახებ).

მისივე: "ამრიგად, მოგვცა მან ჩვენ, როგორც თქვა, მეორე შობა, რომ როგორც ადამისგან შობით მივემსგავსეთ ადამს, ვიმემკვიდრეთ რა წყევლა და ხრწნილება, ასევე მისგან შობითაც მივემსგავსოთ მას და ვიმემკვიდროთ უხრწნელება და აგრეთვე, კურთხევა და დიდება მისი.

ხოლო რადგან სულიერი ადამია იგი, საჭირო იყო, რომ შობაც სულიერი ყოფილიყო, როგორც აგრეთვე საჭმელი, მაგრამ რადგან ვართ ჩვენ რამ ორმაგნი და შედგენილნი, გვმართებდა, რომ შობაც ორმაგი გვქონოდა, როგორც აგრეთვე საჭმელიც - შედგენილი. ამიტომ მოგვეცა ჩვენ შობა წყლისა და სულის მიერ (ვგულისხმობ წმინდა ნათლისღებას), ხოლო საჭმელი თვითვეა, - სიცოცხლის პური, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც ციდან ჩამოვიდა (იოან. 6,51), რადგან განიზრახავდა რა იგი ჩვენს გამო ნებაყოფლობითი სიკვდილის მიღებას, იმ ღამით, როდესაც მისცა მან თავისი თავი, ახალი აღთქმა აღუთქვა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს, მათ მიერ კი - მის ყველა მორწმუნეს. ამიტომ, წმინდა და დიდებული სიონის ზედა სართულში თავის მოწაფეებთან ერთად ჭამს იგი ძველ პასექს და სრულყოფს რა ძველ აღთქმას, ჰბანს მოწაფეებს ფეხებს, რითაც წმინდა ნათლისღების სიმბოლოს გვაძლევს. შემდეგ განტეხა მან პური, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის განტეხილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათ. 26,27-28). მსგავსადვე აიღო მან სასმელი ღვინისგან და წყლისგან, წილად უბოძა მათ და თქვა: „სვით ამისგან ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, თქვენთვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად, რადგან რამდენგზისაც შეჭამთ ამ პურს და შესვამთ ამ სასმელს, ადამიანის ძის სიკვდილი აუწყეთ და მისი აღდგომა აღიარეთ, ვიდრე მოვა“ (მათ. 26,27-28; 1 კორ. 11,25-26) (იქვე. თავი ოთხმოცდამეექვსე. უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "... რა არის კარგი იმაში, რაც ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მიღებაში ხელს გიშლის? ამაზე მოკლედ ვუპასუხებ: რა უფრო მნიშვნელოვანია ლოცვა თუ ქრისტეს ხორცის მიღება? რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია ხორცი ქრისტესი" (Творение блаж. Иеронима Стридонского, ч. II? 1894 г., письмо 46 к Пахомию против Иовиниана, стр. 35).

ოქროპირი: "… თუნდაც უბიწოებასა და სინანულში ცხოვრობდე, მაგრამ არ ეზიარები ქრისტეს მაცხოვნებელ საიდუმლოებებს, ვერ ცხონდები" (Златоуст., в 5 нед. Поста, лист 133 об.).


***


თავი VI

ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდნენ

უდაბნოებსა და სხვა მიუვალ ადგილებში მცხოვრები წმიდა მამები

ღირ. ნიკონ შავმთელი: "... ყველა მეუდაბნოვე მამას, სადაც არ იყო მღვდელმსახური, გააჩნდა საზიარებელი ტარიგი და თვითონ ეზიარებოდა. ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში, უბრალო ადამიანებსაც გააჩნიათ სახლში მღვდლისგან ბოძებული საზიარებელი ნაწილები და როცა უნდათ ეზიარებიან. თვითმაზიარებელმა ზიარება ისე უნდა მიიღოს, თითქოსდა მღვდლისგან მიეღოს; რადგან ეკლესიაში მღვდელმსახური საზიარებელთ საკუთარი ხელით აზიარებს" (Преп. Никона Черныя горы, сл. 53, л. 450 об.).

წმ. ბასილი დიდი: "... კარგია და სასარგებლო ყოველდღიური ზიარება და ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მიღება, რადგან თვით მაცხოვარმა ბრძანა: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:54). თუმცა ჩვენ ვეზიარებით ყოველ შვიდეულში ოთხჯერ: დღეს უფლისა (კვირადღეს - რედ.), ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, ასევე სხვა დღეებშიც, თუ ამ დღეებს რომელიმე წმინდანის დღესასწაული დაემთხვევა. ასევე არ არის საშიში, თუ ვინმე დევნულების დროს, მღვდლის ახლომახლო არყოფნის შემთხვევაში, საკუთარი ხელით ეზიარება და ზედმეტი მგონია ამის მტკიცება; რადგან ამის სისწორეში ხანგრძლივი ჩვეულებაც გვარწმუნებს, რამეთუ არიან ბერები, რომლებიც უდაბნოებში ცხოვრობენ, სადაც არ არიან მღვდელმსახურნი, საზიარებელ ნაწილებს კელიებში ინახავენ და საჭიროების შემთხვევაში თვითეზიარებიან. ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში მონათლულ ერისკაცთა უმეტესობას სახლში გააჩნია საზიარებელი ნაწილები, რათა ეზიარონ როცა სურთ, რადგან იმის შემდეგ, რაც მღვდელმა ერთხელ შესწირა უსისხლო მსხვერპლი, ყოველდღე მოზიარე სამართლიანად უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თვითზიარებისას მღვდლისგან არის ზიარებული" (Василий Великий. Творения, ч. VI. Москва 1859 г., Письмо 89 к Кесарии жене о приобщении, стр. 219. По изд. Моск. Л. Акад. 1901 г., стр. 186).

ნეტ. სიმეონ თესალონიკელი: "... მრავალი მეუდაბნოვე მამა, მღვდლის კურთხევით, სპეციალურ, მყარ ჭურჭელში ინახავს საზიარებელ ნაწილებს და საჭიროების შემთხვევაში ღმრთის შიშითა და თრთოლვით ეზიარება, თუმცა არა ისე, როგორც ამას მღვდელი აკეთებს ეკლესიაში... არამედ რომელიმე სუფთა ადგილას გაშლის წმიდა მატერიას, მასზე დადებს დაფარნას და კოვზით ამოიღებს სპეციალური ჭურჭლიდან საზიარებელ ნაწილს, იგალობებს ფსალმუნს, უკმევს მას, სამჯერ თაყვანსცემს და ზიარებას აიღებს არა ხელით ან კოვზით, არამედ პირით; ამის შემდეგ აიღებს წყალგაზავებული ღვინით სავსე ჭურჭელს და პირს მოიბანს; თუ ვინმე სიკვდილის პირას აღმოჩნდა, ხოლო ახლომახლო მღვდელი არსად არის, და ასევე აღმოჩნდება, რომ ცხოველმყოფელი პური (ანუ ქრისტეს ხორცი - რედ.) ვინმე წიგნისმკითხველს ან ღვთისმოსავ ქრისტეანს გააჩნია, მან (ქრისტეანმა ან წიგნისმკითხველმა - რედ.) შიშითა და ძრწოლით სუფთა მატერიაზე კოვზით უნდა დადოს უწმიდესი და უპატიოსნესი ხორცი და მომაკვდავს პირთან მიუტანოს, რათა ზიარება იგი საგზლად ექნეს მომაკვდავს საიქიო ცხოვრებაში... ამის შემდეგ კი მღვდელს აუწყოს მომხდარის შესახებ და მიტევება მიიღოს" (Блаж. Симеон Фессалоник. (единоверч. Печ.), ответ на 41 вопрос, л. 406. Его же в русск. Перев. Ч. 2, стр. 166).

დიდი საკითხავი თვენი: "... ღირს თეოდორეს ყველგან თან დაჰქონდა უფლის ცხოველმყოფელი ხორცის ნაწილი, რომელიც ქრისტეს სისხლითვე იყო დარწყულებული" (Чет-минея, ноября 11, житие преп. Феодора Студита, л. 445 об.).
წმიდა ზიარება
თავი VII

მღვდლობა და ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდება


მათეს სახარება: "რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მათე 5:18).

ლუკას სახარება: "უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან" (ლუკა 16:17).

იქვე: "როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი. რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის" (ლუკა 22:14-20).

მათეს სახარება: "და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი" (მათე 26:26).

წმ. იოანე ოქროპირის განმარტება მათეს სახარებაზე (მათე: 26:26-28): "... და როგორც მოსემ თქვა "ესე სახსენებელად იყავნ საუკუნოდ თქვენდა" (გამოსლ. 12:14, 24), ასევე მე გეტყვით: "ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე" (1 კორ. 11:24, 26). ამიტომაც უთხრა: "სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი" (ლუკა 22:15), ანუ მომეცა თქვენთვის ახალი წესი ახალთა საიდუმლოთა და სულიერი პასექისა, რათა მათი მეშვეობით თქვენც ყოფილიყავით სულიერნი. სასმელი იგი პირველად ქრისტემ მიიღო, რათა მოწაფენი არ შეშფოთებულიყვნენ და დაბრკოლებულთ არ ეთქვათ: "ეს რა არის, ხორცს ვჭამთ და სისხლს ვსვამთ?" (წმ. იოანე ოქროპირი. თარგმანებაი იოანეს სახარებისა. ჰომ. 82 (პბ). (Беседы св. Иоанна Златоуста на Евангелие Матфея, беседа 82, гл. 26, ст. 26 и 28, л. 338. По синод. Изд. 1887 стр. 390) (იხ. ასევე ქართული გამოცემა: წმ. იოანე ოქროპირი. თარგმანებაი მათეს სახარებისა. თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისა. თბილისი 1998 წ. წიგნი 3-ე. გვ. 375).

სამოციქულო. კორინთელთა მიმართ მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლე: "რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე (1 კორ. 11:23-26).

სამოციქულო. გალატელთა მიმართ მოციქულ პავლეს ეპისტოლე: "მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი" (გალატ. 1:6-10).

წმ. იოანე დამასკელი: "... შემდეგ, პური განტეხა, მისცა მათ და უთხრა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი", განტეხილი თქვენდა მოსატევებლად ცოდვათა" (მათე 26:25). ამგვარადვე აიღო რა ღვინითა და წყლით სავსე ბარძიმი, მიაწოდა თავის მოწაფეებს და უთხრა: "სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათე 26:27-28); "ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე" (1 კორ. 11:25-26). ამრიგად, თუკი "ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი" (ებრ. 4:12) და თუკი "... ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში" (ფსალმ. 134:6); თუკი მან თქვა: "იქმენინ ნათელი, და იქმნა, იქმენინ სამყარო... და იქმნა" (დაბ. 1:3, 6); თუკი "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო" (ფსალმ. 32:6); და კვალად, თუკი ცა და ქვეყანა, ცეცხლი და ჰაერი, და ყოველივე, რაც ამკობთ მათ, უფლის სიტყვით შეიქმნა, და ასევე უფლისავე სიტყვით შეიქმნა ეს უკეთილშობილესი ცოცხალი არსებაც - ადამიანიც; დაბოლოს, თუკი თვით სიტყვა ღმერთმა თავისი ნებისაებრ მარადის ქალწულის უბიწო სისხლთაგან შეისხა ხორცი და განკაცდა, - მაშინ, თუკი ყოველივე ეს ასეა, ნუთუ მას არ ძალუძს, პური თავის სხეულად (ხორცად) შეცვალოს, ხოლო ღვინო და წყალი - თავის სისხლად?! დასაბამად მან თქვა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით" (დაბად. 1:11), და იგიც, წვიმით მორწყული, დღესამომდე აღმოაცენებს მცენარეულობას, აღძრული და განმტკიცებული საღმრთო ბრძანებით. (ასევე აქაც) ღმერთმა თქვა - "ესე არს სისხლი ჩემი"-ო, და "ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად"-ო, და რაკი მან თქვა, მისი ყოვლადძლიერი ნებით ასეც არის და ასე იქნება მარადის, ვიდრე უფალი კვლავ არ მოვა ამქვეყნად, რამეთუ ასეც ითქვა - "ვიდრემდის მოვიდოდე"-ო (1 კორ. 11:26) (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV, თ. 13-ე. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". თბილისი "ხელოვნება", 1992 წ. გვ. 395-396. Преп. Иоанна Дамаск. Ен. Небеса, печ. В Москве 7173 (1665) (в конце кн. Григория Назианз.), кн. 4, гл. 14, "О святых и нескверных господских тайнах", л 47).

წმ. იოანე ოქროპირი: "... თუმცა, დროა უკვე მივეახლოთ ამ საშინელ ტრაპეზს. მივეახლოთ ჯეროვანი ღვთისმოშიშებითა და ყურადღებით; და ნუვინ აღმოჩნდება იუდა, ნუვინ იქნება ბოროტი, დამმარხველი საკუთარ თავში სიძულვილის ღვარძლისა, ბაგით რომ ერთს ღაღადებს, გონებაში კი სხვა აზრი უტრიალებს. ახლაც ქრისტე წარსდგება ჩვენს წინაშე, და ვინც მაშინ აღასრულა ტრაპეზი მოციქულთა წინაშე, ახლაც ის აღასრულებს; რამეთუ კაცი კი არ გარდაქმნის პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად, არამედ თვით ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე. მღვდელი, ხატი ქრისტესი, დგას და საჭირო ქმედებას აღასრულებს, მოქმედებით კი ღმრთის ძალი და მადლი მოქმედებს. "ესე არს ხორცი ჩემი", ბრძანა მან. ეს სიტყვები გარდაქმნიან შეწირულს, და როგორც ერთხელ ბრძანა მთქმელმა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28), და არა მარტო მაშინ იქმნა ასე, არამედ გამრავლებისა და განაყოფიერების ძალას კაცთა მოდგმას დღემდე აძლევს, ის განკარგულებაც ერთხელ გაიცა, მაგრამ დღესამომდე მოქმედებს და მეორედ მოსვლამდე აღასრულებს უსისხლო მსხვერპლს ეკლესიის ტრაპეზზე" (ტექსტი ძველი გამოცემის მიხედვით) (Слова и беседы на различные случаи, св. Иоанна Златоуста. Перев. С греч., т. II, изд. Спб. 1886 г., 1 беседа "о предательстве Иуды и о приобщении таин", стр. 91. Изд. Спь., дух. Акад. 1899 г., т. II, стр. 422, ч. 6-е).

ნეტ. თეოდორიტე: "რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს" (ახ. ქართ.: "ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე") (1 კორ. 11:24, 26). განმარტება: რადგან მისი მოსვლის შემდეგ უკვე აღარ იქნება საჭირო მისი პურის გარდაქმნა ხორცად, რამეთუ გამოცხადდება თვით ხორცი (ანუ ქრისტე - რედ.). ამიტომაც, ბრძანა მოციქულმა "ვიდრემდის მოვიდეს" (Блаж. Феодорита епископа кирск., толк. На 14 посл. Апостола Павла, ч. VII, печ. В Москве 1861 г., I посл. Кор. Гл. XI, стр. 248).

ღირ. ეფრემ ასურელი: "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას; მოკლული მეფე - ქრისტე თავისი სისხლით მრავალთან განამტკიცებს აღთქმას. "ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში გააუქმებს მსხვერპლს და შესაწირავს. ხოლო ის გააუქმებს, ვინც დააფუძნა (ანუ როცა მოვა)" (Творения св. Ефрема Сирина, ч IV, толк. На кн. Даниила, гл. 9, ст. 26-27, стр. 101. По изд. Моск. Дух. Акад. 1901 стр. 75).

სამოციქულოს განმარტება: "რამეთუ რავდენ-გზისა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს (1 კორ. 11:26). თარგმანი: მითხრობაი სიკუდილისაი ყოველსავე ქველისმოქმედებასა მისსა ზოგად სახსენებელ ჰყოფს და განგებულებათა მისთა, შობითგან ვიდრე კუალად მოსვლამდე" (სამოციქულოს განმარტება გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან. თარგმნილი ეფრემ (კარიჭის ძის) მიერ. წიგნი II. თბილისი 2006. გვ. 274. Апостол толк. Печ. В Москве 7292 л. С переводу древл. Гречч. Письмен.; 1 посл. Коринф. Гл. 11 (зач. 149), л. 536 об.).

წმ. პროკლე (წმ. იოანე ოქროპირის მოწაფე): "... ჩვენი მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ, მოციქულები, უპირველეს ყოვლისა, სანამ მთელს მსოფლიოში გავიდოდნენ საქადაგებლად, ყოველდღე ერთსულოვნად იკრიბებოდნენ და ნუგეშს უფლის ხორცის ზიარების მღვდელმსახურებაში ჰპოვებდნენ, როდესაც ლიტურგიას ძალზედ ხანგრძლივი საგალობლებით აღასრულებდნენ... (38): სწორედ ამგვარი ლოცვებით გამოითხოვნდნენ ისინი სულიწმიდა, რათა მისი ღვთაებრივი მოვლინებით მღვდელმსახურებაში შეწირული პური და ღვინო, შეერთებული წყალთან, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნილიყო, რაც დღემდე ამ სახით აღესრულება და ასევე დარჩება სამყაროს აღსასრულამდე" (Книга "О предании Божественной литургии св. Прокла (ученика св. Иоанна Златоуста) напечатано в "христианском чтении" 1839 г., ч. IV, стр. 37 и 38).

კრებული "ოქროპირი" (Златоуст): "... ხოლო სათნო მღვდლები, როგორც ღმრთის ჭეშმარიტი მსახურნი, მართლმადიდებლური სარწმუნოების მაცხოვნებელ სწავლებას არ გადაუხვევენ" (Златоуст, нед. 27 по всех св., л. 303 (единоверч. Печ.)).

ფსალმუნი: "სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი - ჭეშმარიტ" (ფსალმ. 118:142).

წმ. იოანე ოქროპირი: "... მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ" (ფსალმ. 131:9). "სიმართლედ" აქ წმიდა საეკლესიო წესებს, სამღვდელოებას, ღვთისმსახურებას, მსხვერპლსა და შესაწირავს უწოდა" (Твор. Златоуста, т V, стр. 423 (беседы на псалмы).

წმ. იუსტინე: "... ("ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის" (1 კორ. 11:19)) ბოროტეულთა აღრევა ეკლესიაში კეთილთა შორის სამყაროს აღსასრულამდე და განკითხვის დღემდე იქნება..." (Апостол толковый, зач. 195, Св. Иустина в толк., числ. 6, л. 686 об.).

წმ. იოანე ოქროპირი: "... ("ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე" (1 კორ. 11:26) ... პავლე მოციქული აქ ამბობს: "ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით. ასეთია ეს სერობა! შემდეგ კი სიტყვებით "მისსავ მოსვლამდე" ასწავლის მათ, რომ იგი (ანუ სერობა, ზიარება - რედ.) იქნება სამყაროს აღსასრულამდე" (Бесед (Злат.) на 1 Коринф., перев. С греч. На русск., ч. II, Спб. 1859 г., беседа 27, стр. 105. По изд. Спб. 1904 г., т. I, стр. 273).

კრებული "კირილეს წიგნი": "... მხოლოდ მწვალებელნი ამბობენ, რომ თითქოსდა ქრისტეს ეკლესიაში მღვდლობა და (უსისხლო) მსხვერპლი უკვე აღარ არის საჭირო" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г., гл. 8, л. 76 об (др. изд. 99 об.).

იქვე: "... და ეს მსხვერპლი, ანუ უფლის ხორცი და სისხლი, რომელსაც მოქცეულ წარმართთაგან შედგენილი ეკლესია მთელს დედამიწაზე აღუვლენს უფალს მისი სიკვდილის მოსახსენებლად, სამყაროს აღსასრულამდე იქნება. ჭეშმარიტია ეს წინასწარმეტყველება და სარწმუნო, ძლიერია და უძლეველი" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г., гл. 8, л. 78 об. (др. изд. 101 об.).

იქვე: "უფალმა ერთხელ უბოძა პურის სახით თავისი უპატიოსნესი ხორცი და ღვინის სახით თავისი უპატიოსნესი სისხლი, რომელიც არ დაიშრიტება და მართლმორწმუნეთ საუკუნოდ დააპურებს" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г. "О опресноцех", л. 303 об. (по др. изд. л. 326 об.).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "... არავინ მართალთაგან, საყვარელო ძმაო, ვისაც კი ახსოვს სახარება და მიჰყვება მოციქულის მცნებებს, არ უნდა დაბრკოლდეს იმით, რომ ბოლო ჟამს ზოგიერთი ამპარტავანი და დაუმორჩილებელი ადამიანი, ღმრთის მღვდელთა მტრები განუდგებიან ეკლესიას და მეტიც, აღსდგებიან მის წინააღმდეგ; რადგან თვით უფალმა და მისმა მოციქულებმა ადრიდანვე გვამცნეს ამგვარ ადამიანთა შესახებ (2 ტიმ. 3:1-9) (Творения св. свящ. Муч. Киприяна епископа Карфагенского, ч. I, изд. 2, Киев 1891 г., письмо "К корнилию против еретиков", стр. 256).

მისივე: "... ხოლო ყოველივე ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველევია, რომ აღსრულდება სამყაროს აღსასრულის წინ; უფალი და მოციქულები გვაუწყებდნენ, რომ სამყაროს აღსასრულის წინ, ანტიქრისტეს მოახლოვებისდა კვალად, სიკეთე მოიკლებს, და ბოროტება გამრავლდება. თანაც, ამ ბოლო ჟამს სახარების ღვთიური ძალა ეკლესიაში არ დაეცემა და ქრისტეანთა სარწმუნოების სიმტკიცე იქამდე არ დაუძლურდება, რომ მღვდელმსახურნი უკვე საერთოდ აღარ დარჩნენ" (Творения св. свящ. Муч. Киприяна епископа Карфагенского, ч. I, 56 письмо "К клиру и народу испанскому о Василиде и Марциале", стр. 319, изд. 1891 г.).

მისივე: "... როდესაც ანტიქრისტე მოვა, ისიც კი ვერ შესძლებს ქრისტეს ეკლესიაში შეჭრას და ქრისტეანები არც მის მუქარებს დაუთმობენ და არც მის იარაღსა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ის (ანტიქრისტე) მათ სიკვდილითაც კი დაემუქრება" (Творения св. свящ. Муч. Киприяна епископа Карфагенского, ч. I, 47 письмо "Против еретиков", стр. 270).

ანდრია კესარიელი: "... მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:13-17). განმარტება: როდესაც საუკეთესო და რჩეულნი მოძღვარნი ეკლესიისა, რომელთაც მოიძულეს წუთისოფელი ჭირვებათა გამო უდაბნოს შეეფარვიან, მაშინ ანტიქრისტე ბრძოლას დაუწყებს წუთისოფელში დარჩენილ ქრისტეანებს, რათა იმარჯვოს მათზე და ადვილად შეიპყრობს მათ" (Толков. На апокалипсис св. Андрея архиепископа кесар., перев. С греч., изд, Моск. 1898 г., сл. 12, гл. 35, стр. 99).

მისივე. გამოცხადება: "... ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ" (6:14). განმარტება: "მთასა" და "კუნძულში" საეკლესიო იერარქებსა და ეკლესიის ერთგულ მორწმუნეთ გულისხმობს ესაიას მიხედვით, რომლებიც ანტიქრისტეს გამო "თავ თავიანთი ადგილებიდან იძვრიან" და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავლენ, რათა გაექცნენ ანტიქრისტეს" (Толков. На апокалипсис св. Андрея архиепископа кесар., в славянском перев. По древн. Списк. Изд. Бр. Петра Митр. Моск. 1889 г., гл. 17, сл. 6, стр. 76).

წმ. ეფრემ ასურელი: "წყეუულიმც იყოს ვინც კითხულობს წმიდა წერილს და ეწინააღმდეგება მის სიტყვებს; ვინც კითხულობს მოციქულებს და ეწინააღმდეგება მათ სწავლებას. ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიავ, რამეთუ მეფემ მეფეთა დაისადგურა შენში. არასოდეს შეირყევა შენი საფუძვლები, რამეთუ უფალია შენი მფარველი; და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები კი ვერ შემოიჭრებიან შენს გალავნებში. ო, რაოდენ დიადი ხარ სახლო ღმრთისაო! რაოდენ მშვენიერი! რაოდენ ბრწყინვალე ხარ შენ ხალხთა ქალწულო" (Творения св. Ефрема сирина, ч. I, печ. В Москве 1858 г., стр. 28, перев. Счет. По изд. Сер. Пос. 1907 г., стр. 23).


***

თავი VIII

ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი არ ექნება მხოლოდ იმათ, ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და მას მიჰყვება, ხოლო წმინდანებს, რომლებიც დაემალება მტარვალს, განუწყვეტლივ ექნებათ ზიარების წმიდა საიდუმლო

წმ. იპოლიტე რომაელი: "... იგოდებს მაშინ მთელი დედამიწა, იგოდებს ზღვა და ჰაერი, მზე და მთვარე, იგოდებენ საკვირველნი ცხოველნი ფრინველებთან ერთად მოდგმისათვის კაცთასა, რამეთუ განუდგნენ უფალს და შეუდგნენ მტარვალს, მიიღეს ღმრთისმბრძოლის ბილწი გამოსახულება, და ჯვრის ნაცვლად მისი ბეჭდით აღიბეჭდეს თავი. დიდი გლოვა ექნებათ მაშინ ღმრთის ეკლესიებს, რადგან ვერ შესრულდება ვერც წირვა, ვერც კმევა და ვერც ღვთისმსახურება. წმიდა ეკლესიები ბოსტნეულის საწყობებს დაემსგავსებიან და ქრისტეს უპასიოსნესი ხორცი და სისხლი მათში უკვე აღარ შეიწირება. ჩაქრება მსახურება და შეწყდება კითხვა წმიდა წერილისა, უკუნი ბნელი გაბატონდება ადამიანებზე და ცრემლს ცრემლი მიემატება და გლოვას გლოვა.

გაიფინება მაშინ ოქრო და ვერცხლი მიწაზე და ვერავინ ვერ შესძლებს მათ მოკრებას... ყველაფერი გაუწმიდურდება და გაუფასურდება... ადგილ-
ადგილ სიყმილი და წყურვილი გამეფდება, ადამიანები აჯანყდებიან და მრავალ სახლში დაისადგურებს უბედურება. გახმება ყოველგვარი კეთილსახოვნება და ადამიანები მიცვალებულებს დაემსგავსებიან; დაჭკნება დედაკაცთა სილამაზე და ადამიანებში ჩაცხრება ვნება და ლტოლვა, მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი არც ამ დროს მიატოვებს თავის ქმნილებას და შეამოკლებს იმ დღეებს რჩეულთა გამო... გაუქმდება კაცობრივი ხელისუფლება და ყოველივე გაურკვევლობაში აღმოჩნდება..." (Соборник Большой, печ. 7155 (1647) г., 3 слово Ипполита папы римскаго, л. 133 об.).

ღირ. ეფრემ ასურელი: " ... იგოდებენ პირუტყვნი ფრინველებთან ერთად, ატირდებიან მთები და ველები, და ორივე მნათობი ვარსკვლავებითურთ კაცთა მოდგმის გამო, რამეთუ ყველანი განუდგებიან უფალს, ყოვლის შემოქმედს და ერწმუნებიან მტარვალს (ანტიქრისტეს -
რედ.). მაშინ ატირდება ზღვა და მიწა, შეწყდება ღმრთის დიდება და ლოცვა კაცთა ბაგეთაგან; იგოდებენ მაშინ ღმრთის ეკლესიან, რადგან შეწყდება მსახურება საკურთხეველში და უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება. ხოლო იმ ჟამის დასრულების შემდეგ, როდესაც ბოლო მოეღება ანტიქრისტეს და შეწყდება ყოველგვარი ცდუნება დედამიწაზე, უეცრად, როგორც ელვა ცის კამარაზე, გამოჩნდება ჩვენი უფალი ურიცხვ ანგელოზებთან ერთად" (Преп. Ефрема Сирина слово 105 (по некоторым изд. 106 л. 272 и об.).

კირილეს წიგნი (Кириллова книга): "... ასეთი იქნება წუთისოფლის აღსასრული. გამოაგზავნის უფალი თავის ანგელოზებს და განაშორებენ მის სასუფეველს ყოველგვარ საცთურს და მოქმედთ საცთურთა, და შთაყრიან მათ ცეცხლის გეჰენაში, სადაც იქნება დაუშრეტელი მატლი და კბილთა ღრჭენა. მაშინ გაბრწყინდებიან მართალნი ენით გამოუთქმელი ბრწყინვალებით თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყური აქვს სმენად ისმინენ. შენც ისმინე მწვალებელო რას ბრძანებს ქრისტე, რამეთუ უკანასკნელ დღეს ყველა განისჯება" (Кирилова книга, знам 6, л. 7 (по др. изд. 30)).

"... ხოლო როცა გესმის, რომ ანტიქრისტე დაჯდება უფლის საყდარში, ნუ შეცბუნდები, რამეთუ აქ იუდეველთა საყდარი (სოლომონის მესამე ტაძარი -
რედ.) იგულისხმება და არა ის, რომელსაც ახლა ხედავ" (ანუ ეკლესია -
რედ.) (Там же, л. 50 (по др. изд. 73)).

"... ხოლო ქრისტეანული მსხვერპლი, ანუ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, რომელსაც დღეს მთელს მსოფლიოში სწირავს ქრისტეს ეკლესია, სამყაროს აღსასრულამდე არ შეწყდება" (Там же, л. 78 об. (по др. изд. л. 101 об.)).
უფლის მეორედ მოსვლა
თავი IX
 
ქვეყანა და საუკუნე
 
მათეს სახარება (13:49-50): "ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი".
 
მახარობელი: "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20) (Благовестник, единоверч. печ. от Матф., гл. 28:20 (зач. 116), л. 235 об.
 
იქვე: "ვინაიდან უფალი თავის მოწაფეებს აგზავნის წარმართებთან, ამასთან ხიფათზეც და სიკვდილზეც, ამიტომ მათ გასამხნევებლად ეუბნება: ნუ გეშინიათ, რადგან "აჰა ესერა მე თქვანთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". იცოდე, რომ ქვეყნის აღასრულიც იმისთვის შეგვახსენა, რათა უბიძგოს მათ იქითკენ, რომ ხიფათები უფრო მეტად უგულებელჰყონ. ნუ გეშინიათ, ეუბნება: ყოველივე ამსოფლიურს უბედურება იქნება ეს თუ კეთილდღეობა, დასასრული ექნება. ამიტომ უბედურებაშიც კი უკან არ დაიხიოთ იმიტომ, რომ წარმავალია, ნურც სიკეთეები გაცდუნებენ, იმიტომ რომ ისინიც გათავდება. სხვათა შორის, უფლის აღთქმა მათთან ყოფნის შესახებ არამარტო მოციქულებს ეკუთვნის, არამედ საერთოდ ყველა მის მოწაფეს ანუ ყველა მის მორწმუნეს და მისი მცნებების დამცველს, იმიტომ, რომ მოციქულებს ქვეყნიერების აღსასრულამდე არ უცოცხლიათ. ასე, რომ წუთისოფლის აღსასრულამდე თავის ყოფნას უფალი ჩვენც აღგვითქვამს, და იმათაც, ვინც ჩვენს შემდეგ იქნება, თუმცა არა იმ აზრით, რომ სოფლის აღსასრულამდე იქნება, აღსასრულის შემდეგ კი - არა. არა, აი მაშინ კი ჩვენთან განსაკუთრებულად იქნება, ამასთან ყველაზე ცდადად, რადგან გამონათქვამი "ვიდრე", სადაც არ გვხვდება წერილში, იმას არ გამორიცხავს, რომ შემდეგაც იქნება. მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც აქ ჩვენთან იმყოფება და ამჟამად ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და უფრო სრულყოფილი სახით სურს ჩვენთან ყოფნა დაუსრულებელ საუკუნეში" (Благовестник, л. 237 об. По казанск. изд. ч. I, стр. 387).
 
მარკოზის სახარება: "და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (მარკ. 16:15).
 
მათეს სახარება: "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მათე 16:26).
 
ლუკას სახარება: "იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან" (ლუკა 12:51-53).
 
მოციქულ პეტრეს II ეპისტოლე: "... არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა" (2 პეტრე 2:5).
 
იქვე (ქვემოთ): "... ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით" (2 პეტრე 3:5)
 
ბიბლია, დაბადება: "მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.  და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (დაბ. 7:21-24).
 
მიტრ. მაკარის საკითხავი თვენი: "... უფალმა ბრძანა: პირველად იუდეველებში უნდა იქადაგოს სახარება. შემდეგ კი სხვა ხალხებში. მაგრამ, კვლავ ნაქადაგები იქნება დიდი ილიას (წინასწარმეტყველის) მიერ ქვეყნიერების აღსასრულის წინ" (Четьи-Минеи макариевк., рукоп. моск. син. библ. № 182, месяц июль, 21 день, Феодорита епископа Кипрскаго, сказание, л. 407, столб. 1).
 
განმარტებითი სამოციქულო: "ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში" (1 იოანე 2:15). ხოლო ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან, "ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე" (1 იოანე 2:16-17) (Апостол толковый. Соб. посл. Иоанново, гл. 2, зач. 70 (Ин.2:16-17), л. 195 об.).
 
კირილეს წიგნი: "... ქვეყნიერების აღსასრულამდე შეიწირება უფალ ღმერთის ხორცი და სისხლი" (Кирилова книга, л. 78 об. (101 об.).
 
იქვე: "... დააწესა, რათა ყოველ ჟამს, ყოველწლიურად, თვით ქვეყნიერების აღსასრულამდე თავის უწმიდეს ხორცს ვეზიარებოდეთ" (л. 351 (374)).
 
იქვე: "ასევე გატიალდება ახლანდელი წმიდა მსხვერპლი, რომელიც არა სოლომონის ტაძარში, არამედ მთელ ქვეყანაზეა დაწესებული. მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული" (л. 32 об. (55 об)).
 
განმარტებითი სამოციქულო: "... როდესაც ეს წმიდა მსხვერპლი გატიალდება (შეწყდება), რომელიც არის არა სოლომონის ტაძარში, არამედ მთელ ქვეყანაზე უფლის წინასწარმეტყველური სიტყვით არის დაწესებული მზის აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლამდე, მაშინ ქვეყნიერების დასასრულიც დადგება" (Апостол толковый. л. 550).
 
იქვე: "... (ზიარება) ქვეყნიერების აღსასრულამდე და საუკუნო სამსჯავრომდე იქნება" (Там же, л. 686).
 
იქვე: "... თვით მეორედ მოსვლამდე იარსებებს" (Там же, л. 536).
 
განმარტებითი სახარება. მათე 5:14: "... "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14). განმარტება. აქ ქვეყნად კვლავ ქვეყანაზე მცხოვრებ ადამიანებს ასახელებს, მაშინ როდესაც ისინი ცდომილების ბნელით არიან დაფარულნი. თქვენო, ამბობს, არჩეულნი ხართ იმისთვის, რათა ნათელი იყოთ მათთვის და, რომ გაუნათოთ მათ სულიერი მხედველობა საღმრთო სწავლებითა და შემეცნებით, და წარუძღვეთ მათ ღმრთისთაყვანისცემის სწორ გზაზე" (Толковое евангелие от Матфея, составленное по древн. святоотеческ. толк. XII века преп. Евфимием Зигсбеном, перев. с греч. гл. V, стр. 14, стр. 61).


თავი X
 
ძველაღთქმისეული სამღვდელოებისთვის მიცემული აღთქმანი მარადისობაზე,
 
ეხება ახალაღთქმისეულს
 
ნეტ. ავგუსტინე:  "... იუდეველთა სამღვდელოებისა და სამეფოს შესახებ, რომლებიც თუმც საუკუნო დაწესებად იწოდებოდნენ, არ შენარჩუნდნენ; ასე რომ მათში იგულისხმება სხვა სამღვდელოება და სხვა სამეფო, რომელთაც აღეთქვა მარადისობა.
 
მიუხედავად იმისა, ეს ნაუწყები იყო ასეთი ამაღლებულობით და საქმით გამართლდა აწმყო დროში, ვინმე შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ მივიდეს გაურკვევლობამდე და თქვას: რის საფუძველზე ვართ დარწმუნებულნი, რომ აღსრულდება ყველაფერი, რაც კი იმ წიგნებში წერია, თუკი არ აღსრულებულა ისიც კი, რაც მათში ნათქვამი იყო როგორც საღმრთო განსაზღვრება: "მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი" (1 მეფ. 2:30)? ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს სამღვდელოება გაუქმდა და არც არის იმედი, რომ იმ სახლს ოდესმე მიეწევა დანაპირები; რადგან ის სამღვდელოება, რომელმაც წინანდელის უკუგდებისა და უარყოფის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა, კიდევ უფრო მეტი ძალით არის გამოცხადებული მარადიულად.
 
ამის მთქმელი ან ვერ გარკვეულა ან ივიწყებს, რომ თვით მღვდლობა აარონის წესით, მომავალი, მარადიული სამღვდელობის ჩრდილად, წინასახედ იყო დაწესებული; ამიტომაც, როდესაც მას (მომავალს - "აპოკ." რედ.) აღეთქვა მარადიულობა, აღეთქვა ეს არა ჩრდილსა და წინახატს, არამედ ახალს, რომლის ჩრდილიცა და ხატიც იყო ძველი. მაგრამ ჩრდილზე რომ არ ეფიქრათ მარადიულად დარჩებაო, საჭირო იყო წინასწარმეტყველება მის გაუქმებაზე" (Творения блаж. Августина епископа иппонийскаго, ч. V, "О граде Божием", кн. 17, гл. VI, стр. 242) (იგივე იხ. ავგუსტინეს რჩეულ თხზულებებში. Часть III. Изд. Москва 1786 г., стр. 312).
 
ქვემოთ: თ. 9, გვ. 251. "… ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა; უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი" (ფსალმ. 88:4, 5).... "ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი" (ფსალმ. 88:20-30). ეს ითქვა იმაზე, ვინც იგულისხმება დავითში, რომელმაც ხატი მონისა შეიმოსა ქალწულისგან და იყო დავითის თესლისგან".
 
 
იმავე ავგუსტინესი: "... მალაქია, როდესაც წინასწარმეტყველებს ეკლესიის შესახებ, რომელიც გავრცელდა ქრისტეს მეშვეობით, მეტყველებს ღმრთის სახელით და უაშკარესად მიმართავს იუდეველთ: " ... არ მეთნევით, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქ. 1:10, 11). როდესაც ვხედავთ, რომ ეს მსხვერპლშეწირვა უკვე აღესრულება ქრისტეს სამღვდელოების მიერ მელქისედეკის წესისამებრ ყოველ ადგილას მზის აღმოსავლიდან დასავლამდე... შეიძლებოდა აღსრულებულიყო მხოლოდ ქრისტეს მიერ" (გვ. 62); უეჭველად, აქ უნდა ვიგულისხმოთ ახალი აღთქმა, რომელშიც არის მოცემული მარადული აღთქმები, და არა ძველი, რომელიც დროებით აღთქმებს შეიცავდა" (Творения блаж. Августина епископа иппонийскаго, ч. VI, "О граде Божием", кн. 18, гл. 35, стр. 60).
 
ნეტ. თეოდორიტე: "... აღგიდგენ საუკუნო აღთქმას", არა რჯულის, არამედ მადლის აღთქმას, არა იმ აღთქმას, მოსეს მიერ რომ მოგეცა, არამედ იმას, მოციქულთა მიერ რომ მოგეცი. რადგან ადრინდელი დროებითი იყო, ეს კი არის მარადიული" (Твор. Блаж. Феодорита, толк. на прор. Иезекииля, ч. VI, изд. 1859 г., гл. XVI, ст. 60, стр. 479).
 
ნეტ. ავგუსტინე: "... იმის შესახებ, თუ რა ეხება ქრისტეს სამღვდელოებას 109 ფსალმუნში... "შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფსალმ. 109:4), - მხედველობაშია ის, რომ აარონის წესით მღვდლობა და მსხვერპლშეწირვა უკვე აღარსად იქნება, არამედ ყველგან ქრისტეს სამღვდელოების მიერ შეიწირება ის, რაც გამოიტანა მელქისედეკმა, როდესაც აბრაამს აკურთხებდა" (დაბ. 14:18) (блаж. Августин, ч. V, стр. 267, гл. XVII).
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "წერილი 68: "... მოციქული ამბობს, რომ იუდეველთა სამღვდელოებას ჰქონდა დასაწყისი და დასასრული, ხოლო მელქისედეკისეული, ანუ ქრისტესა და ეკლესიის სამღვდელოება, როგორც წარსულთან და ასევე მომავალთან მიმართებაშიც მარადიულია და არ ჰყავდა არავითარი დამფუძნებელი... (267). მოციქული ერთმანეთს ადარებს ორ - პირველი და შემდგომი ერის სამღვდელოებას ("პირველში" იგულისხმებიან იუდეველები, ხოლო "შემდგომში" - ქრისტეს ეკლესია, ქრისტეს ერი - "აპოკ." რედ.). ამ აზრს მოციქული ატარებს მთელ მის მსჯელობაში, რომ ლევიმდე და აარონამდე იყო მღვდელი მელქისედეკი წარმართთაგან, რომლის ღირსება იმდენად მაღალი იყო (პირველებზე), რომ მან აბრაამში აკურთხა იუდეველთა მომავალი მღვდლები. ამიტომაც, ყველაფერი შემდგომი, რაც კი ითქმის მელქისედეკის საქებრად, უნდა განვაკუთვნოთ ქრისტეს, რომლის სრულქმნილებაა საეკლესიო საიდუმლონი" (Твор. блаж. Иеронима Стридонскаго, ч. II, кн. 4, изд. Киев 1894 г., стр. 266).
 

გაგრძელება იქნება.

წყარო: В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащие к изучению различных сторон церковной жизни. Часть I. Первая половина. Москва 1912.
Назад к содержимому