ესქატოლოგია - მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთის სატანჯველი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთის სატანჯველი
ჯოჯოხეთი
ავტორი: მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

შინაარსი:


"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველება

მეტაფიზიკური არგუმენტაცია: "მომავალი საუკუნის სუფევა ეს არის სამყაროს აღდგენა პირველყოფილ მდგომარეობაში"

ზნეობრივი არგუმენტაცია: "სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია დასჯა"

იურიდიული არგუმენტაცია: "უსამართლობაა დროებითი ცოდვისთვის უსასრულოდ დასჯა"

"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველების ზოგიერთი თავისებურება

"ოპტიმისტური პატროლოგია"

წმიდა გრიგოლ ნოსელი

ღირ. ისააკ ასურელი

დასკვნა


წინათქმა

წმიდა წერილში ცოდვილთა მომავალი სასჯელის მარადიულობაზე არაერთხელ არის ლაპარაკი და სრულიად კონკრეტულად არის ნათქვამი: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დანიელი 12:2); "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი -საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:46); "მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა" (მარკოზი 3:29); "ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ... სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას..." (2 თესალონიკ. 1:8, 9).

განსაკუთრებული ძალით ეს ჭეშმარიტება მომდევნო საუკუნეებში დაადასტურეს წმიდა მამებმა და ეკლესიის წმიდა კრებებმა.

"ვინც ლაპარაკობს და ფიქრობს, რომ დემონეტისა და უკეთური ადამიანის დასჯა დროებითია და, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის დასრულდება და, რომ შემდგომ მოხდება დემონთა და ცოდვილ ადამიანთა აღდგენა, - შეჩვენებულ იყოს", - ასე ჟღერს მე-9 ანათემატიზმა ორიგენისტების წინააღმდეგ, რომელიც შემოთავაზებულ იქნა იუსტინიანე დიდის მიერ და მიიღო კონსტანტინოპოლის 543 წლის კრებამ.

იდეა საყოველთაო ცხონების (ყველა ადამიანისა და დემონების) შესახებ მე-12 ანათემატიზმით დაიგმო V მსოფლიო კრებაზე: "ვინც ამტკიცებს, რომ ზეციურნი ძალნი, ყველა ადამიანი, და თვით ბოროტი სულები შეუერდებიან იმ ღმერთ-სიტყვას, რომელიც არის უნივთო... - შეჩვენებულ იყოს". შემდეგში ორიგენეს (185-254,) შეხედულებების საზოგადო დაგმობა დაადასტურა ტრულის 692 წლის კრებამ, ასევე VI და VII მსოფლიო კრებებმაც.

ორიგენეს რამოდენიმე არამართლმადიდებლური შეხედულება ჰქონდა, მათგან ყველაზე ცნობილია - სულთა წინასწარ არსებობა, მრავალი სამყაროს არსებობა, საყოველთაო აპოკატასტაზისი. აზრს, რომელიც დაიგმო მე-9 ანათემატიზმით, - ჯოჯოხეთური ტანჯვის არამარადიულობის შესახებ - გამოთქვამდა არა მარტო ორიგენე. მის გარდა ეს აზრი შეიძლება შევნიშნოთ ბრმა დიდიმესთან (312-398), წმიდა გრიგოლ ნოსელთან (335-394), თევდორე მომფსვესტელი (350-428) და დიოდორ ტარსელი (IV ს.). და ეკლესია ყოველთვის უკომპრომისოდ ეწინააღმდეგებოდა ამ შეხედულებას.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ორიგენეს შეხედულებებზე საღვთისმეტყველო დავა დაიწყო ამ უკანასკნელის სიცოცხლეშივე და მოგვიანებით, III ს-ში, ორიგენეს შეხედულების საფუძვლიანი საღვთისმეტყველო კრიტიკით გამოვიდნენ: ალექსანდრიული ღვთისმეტყველების პოზიციიდან -წმიდა პეტრე (III ს.), მცირე აზიის ღვთისმეტყველების პოზიციიდან წმიდა მეთოდე ოლიმპიელი (260-312), ანტიოქიის ღვთისმეტყველების პოზიციიდან - წმიდა ევსტათი (IV ს.) (Сидоров А. И. Евагрий Понтийский: жизнь, литературная деятельность и место в истории христианского богословия // Творения аввы Евагрия. М., 1994. С. 34), ხოლო კიდევ 100 წლის შემდეგ, დაახლოებით 400 წლისთვის, შედგა მთელი ოთხი ადგილობრივი კრება, რომლებმაც დაგმეს ორიგენეს სწავლება: ალექსანდრიისა, რომელსაც თავმჯდომარეობდა პატრიარქი თეოფილე; რომის კრება პაპ ანასტასი I-ის თავმჯდომარეობით (Послание Анастасия, епископа города Рима, к Иоанну, епископу Иерусалимскому, о деле Руфина // Задворный В. История Римских пап. М., 1995. Т. 1. С. 197.); კვიპროსის - წმიდა ეპიფანეს (Сократ Схоластик. Церковная история. М., 1996. С. 252) თავმჯდომარეობით და იერუსალიმისა. თანაც, სულპიციუს სევერის ცნობით, რომელიც  ამ კრების ერთ-ერთი თვითმხილველი იყო, სწორედ აპოკატასტასისის იდეამ გამოიწვია ყველაზე დიდი აღშფოთება, რომელმაც მაშინ იფეთქა, "როდესაც ეპისკოპოსები კითხულობდნენ ამონარიდებს ორიგენეს თხზულებებიდან... და წარმოთქვეს ერთი ადგილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უფალმა იესუ ქრისტემ... ჯვარზე ვნებით თვით ეშმაკის ცოდვებიც კი გამოისყიდა. რადგან ეს მას თავისი სიკეთითა და მოწყალებით ახასიათებს, რომ, თუკი გარდაქმნის ის საცოდავ ადამიანს, მაშინ დაცემულ ანგელოზსაც გაათავისუფლებს" (Сульпиций Север. Хроника // Сульпиций Север. Сочинения. М., 1999. С. 135–136).

პატრიარქი თეოფილე ალექსანდრიელი თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში იუწყება 400 წლის ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილების შესახებ: "ორიგენეს წიგნები წაკითხულ იქნა ეპისკოპოსთა კრების წინაშე და ერთსულოვნად დაიგმო ყველას მიერ". მის მსგავსად რომის პაპმა ანასტასიმაც მოიწვია კრება რომში, რომლის დადგენილებათა შესახებ წერს წერილში სიმპლიციუსისადმი: "ჩვენ ვიუწყებოდით, რომ წარსულში ორიგენეს მიერ დაწერილი ყველა თხზულება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას, ჩვენს მიერ დაგმობილია და უარყოფილი". მაშინ იქნა მოწვეული იერუსალიმის კრებაც, და პალესტინელმა ეპისკოპოსებმა პატრიარქ თეოფილეს მიმართეს: "ორიგენიზმი არ არის ჩვენ შორის. სწავლებები, რომლებიც თქვენ აღწერეთ, აქ არასოდეს გვსმენია. ჩვენ ანათემას გადავცემთ მათ, ვინც მისდევს ასეთ სწავლებებს" (Schaff P. The Principal Works of St. Jerome. New York, 1892).

დასასრულ, იმავე წელს შედგა კვიპროსის კრება, წმ. ეპიფანეს თავმჯდომარეობით, რომელმაც ასევე დაგმო ორიგენიზმი. სოზომენე ახსენებს, რომ წმიდა ეპიფანე კვიპროსელმა "მოიწვია კვიპროსის ეპისკოპოსების კრება და აკრძალა ორიგენეს ნაშრომების კითხვა. მათ მიერ მიღებული განჩინებები მისწერა სხვა ეპისკოპოსებს და მათ შორის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსსაც, მათ ურჩევდა მოეწვიათ კრებები და მიეღოთ იივე გადაწყვეტილება" (ჰერმიას სოძომენე. საეკლესიო ისტორია. წიგნი მერვე. თ. XIV. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2017. გვ. 466). წმ. ეპიფანე, როგორც მისი თხზულებებიდან ჩანს, ეშმაკის აღდგენის შესახებ აზრს ორიგენეს ერთ-ერთ უმთავრეს ცთომილებად მიიჩნევდა (1), და ცხადია, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველთა არამარადიულობის იდეა გაკიცხულ და დაგმობილ იქნა კვიპროსის კრებაზე.

_____________

1.
იერუსალიმის პატრიარქ იოანესადმი მიწერილ წერილში წმ. კვიპრიანე წერს: "ერთი შეხედულების შესახებ, რომლის დამტკიცებასაც ის (ორიგენე) ელტვის, არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო... ის ასწავლის, რომ ეშმაკი კვლავ გახდება ისეთი, როგორიც ის ოდესღაც იყო, დაუბრუნდება ადრინდელ ღირსებას და კვლავ ცათა სასუფეველში ავა. ო საშინელებავ! რაოდენ ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, თითქოსდა იოანე ნათლისმცემელი, მოციქული პეტრე და იოანე, ისაია, იერემია და სხვა წინასწარმეტყველნი ეშმაკის თანამემკვიდრენი იქნებიან ზეციურ სასუფეველში!... ორიგენეს სიტყვები - მტრის სიტყვებია, რომელსაც სძულს ღმერთი და მისი წმინდანები, და არა მარტო ისინი, ვინც მე დავიმოწმე, არამედ სხვა უთვალავნიც" (ციტ.: Schaff P. The Principal Works of St. Jerome).

_____________


აღმოსავლეთში ორიგენეს ასევე გმობდნენ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი და წმ. ათანასე დიდი (2), დასავლეთში კი - ნეტ. იერონიმე და ნეტ. ავგუსტინე.

_____________


2. წმიდა ათანასე დიდი ორიგენეზე ამბობდა, რომ მისი სწავლებით "თითქოსდა ტანჯვას ექნება დასასრული და ღმერთი ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს კაცთაც და ეშმაკთაც". წმ. ათანასე ბრძანებდა, რომ ასეთ "უკეთურ გმობაში" შეიძლება შთავვარდეთ იმ შემთხვევაში, "თუკი ყოველივეს, რაც კი საღმრთო წერილშია ნათქვამი ბუკვალურად გავიგებთ" (Афанасий Великий, архиепископ Александрийский. Творения. М., 1994. Т. 4. С. 431).

_____________

მართლმადიდებლურ ასკეტიკაში ორიგენეს იდეების გავრცელება არანაკლებ ვრცელი იყო: პახომი დიდიდან მოყოლებული (რომელიც თავის მოწაფეებს უკრძალავდა ორიგენეს თხზულებების წაკითხვას), ორიგენიზმის ისეთი ცნობილი კრიტიკოსებისა და მოსაგრეების ჩათვლით, როგორებიც იყვნენ ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე, სიმეონ სალოსი, ნილოს სინელი, ბიკენტი ლირინელი, დამთავრებული საბა განწმენდილით, რომლის უშუალო მონაწილეობით ეს პოლემიკა დასრულდა V მსოფლიო კრების დადგენილებით, რომელმაც ისე, რომ არ შეუტანია არავითარი ცვლილება, დაადასტურა ადრინდელ კრებათა დადგენილებები. ამის შემდეგ იგივე დადასტურებულ იქნა ლატერანის 649 წლის კრებაზე, რომელიც მოიწვია წმიდა პაპმა მარტინე I-მა (Denzinger Н. Kompendium der Glaubensbekenntnisse und kirchlichen Lehrentscheidungen. 37. Auflage. Freiburg im Breisgau, 1991. S. 237), და, უკვე ორიგენეს სახელისგან დამოუკიდებლად, 1084 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე, რომელმაც დაადგინა:

"მათ, ვინც თვითონაც იღებს და სხვებსაც ასწავლის ცრუ და წარმართულ აზრებს ... თითქოსდა ცოდვილთა ტანჯვა მომავალ ცხოვრებაში დასრულდება და ქმნილებას და კაცობრიობას მოელის საყოველთაო განახლება; და ამგვარად ცათა სასუფეველი წარმოაჩენს, როგორც ნგრევადსა და წარმავალს, მაშინ როდესაც თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, რომ ის მარადიული და წარუვალია, და ჩვენ, მთელი წმიდა წერილის, როგორც ძველი, ისევე ახალი აღთქმის საფუძველზე გვწამს, რომ ჯოჯოხეთის ტანჯვა იქნება მარადიული და ცათა სასუფეველიც მარადიული; მათ, ვინც საკუთარ თავსაც იღუპავს ამგვარი აზრებით და სხვებსაც ღუპავს და თანამონაწილეს ხდის სამარადისო განკითხვისა, ანათემას გადავცემთ" (Анафема: история и XX век / Сост. П. Паламарчук. М., 1998. С. 139–141).

"საღვთისმეტყველო აზრის მიერ ორიგენიზმის მკაცრი დაგმობის შემდეგ მოცემულ იქნა განსაზღვრული ნორმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ ექსატოლოგიური ჭეშმარიტებების განხილვის დროს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სწავლებას საყოველთაო აპოკატასტასისის შესახებ ქრისტიეანული მწერლობის მომდევნო ისტორიაში არ ჰყოლია მიმდევრები" (Макарий (Оксиюк), митрополит. Эсхатология святого Григория Нисского. М., 1999. С. 649).
ჯოჯოხეთი
"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველება

მაგრამ დიდი ხნის შემდეგ საყოველთაო აპოკატასტასისის იდეა კვლავ აღორძინდა XX ს-ის ზოგიერთ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა შორის (3). "ოპტიმისტური ესქატოლოგიის" ეს დაბრუნება ხდებოდა სხვადასხვანაირად, მაგრამ ბევრწილ გამოწვეული იყო მწვალებელთა და სხვაგვარადმორწმუნეთა გარემოში მართლმადიდებლობის მდგომარეობის ახლებური გააზრების მოთხოვნილებით. ამასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ამ ცთომილების აქტიურ მხარდამჭერებად გვევლინებიან ემიგრაციაში მცხოვრები ღვთისმეტყველები.

_____________

3. ეს შეამჩნიეს დასავლელმა მკვლევარებმაც, იხ. მაგალითად, კ. ჰ. ფელმი. თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების შესავალი (Фельми К.Х. Введение в современное православное богословие. М., 1999. С. 276277). მართლმადიდებლური შრომებიდან შეიძლება ვახსენოთ ნ. ბასილიდისის წიგნი "სიკვდილის საიდუმლო" (Василидис Н. Таинство смерти. Троице-Сергиева лавра, 1998. С. 524542) .

_____________

აპოკატასტასისის დაბრუნებას პირველი ბიძგი მისცა ეკუმენისტურმა კონტექსტმა. ემიგრაციის ღვთისმეტყველთა ეკუმენისტურ პოზიციებში დამახინჯებული იყო ეკლესიოლოგია (ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა კონფესიების/რელიგიების თანაბრად მაცხოვნებლობის აღიარებაზე), რადგან ლოგიკურად ჯერ ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის დოგმატი იყო გადასალახავი. მეორე ფაქტორი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მდგომარეობდა სოფიოლოგიის იდეების გავლენაში, რომლისადმი მრავალი "ოპტიმისტი" ღვთისმეტყველი აშკარა სიმპათიით იყო გამსჭვალული. "სოფიური სრულიადერთობის" აზრი ვარაუდობდა საყოველთაო განახლების იმავე მეტაფიზიკურ წანამძღვრებს, რასაც კლასიკური ორიგენიზმი.

საუკუნეთა მტვრიდან ამოღებული და გადაწმენდილი აპოკატასტასისის იდეა იმდენად ფართოდ პოპულარული ხდება არაგაეკლესიერებულ მართლმადიდებლურ ინტელიგენციაში, რომ ის ხვდება 1979 წელს პარიზის მართლმადიდებლური საძმოს მიერ გამოცემულ "მართლმადიდებლურ კატეხიზმოში". ამ კატეხიზმომ დიდი ინტერესი გამოიწვია დასავლეთში და 1990 წელს გადაითარგმნა რუსულ ენაზეც. მოცემული სიმბოლურ-სარწმუნოებრივი გამოცემის ავტორები ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აცხადებენ:

"პირდაპირ ვიტყვით: ზოგიერთთათვის განკუთვნილი მარადიული ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვის, ხოლო სხვათათვის ბოძებული მარადიული ნეტარების იდეა შეუძლებელია არსებობდეს ცოცხალ და განახლებულ ქრისტიანულ შეგნებაში ისე, როგორც მას გამოსახავდნენ ჩვენი კატეხიზმოები და ღვთისმეტყველების ჩვენი ოფიციალური სახელმძღვანელოები. ეს არის დაძველებული გაგება, რომელიც ცდილობს დაეფუძნოს სახარებისეულ ტექსტებს, განმარტავს მათ ბუკვალურად, უხეშად, მატერიალურად, და არ ცდილობს ჩაწვდეს მის სულიერ აზრს, რომელიც ხატებებსა და სიმბოლოებშია ჩადებული. ეს ცნება სულ უფრო და უფრო მიუღებელი ძალადობა ხდება სინდისზე, აზრსა და ქრისტიანის რწმენაზე. ჩვენ ვერ დავუშვებთ აზრს, თითქოსდა გოლგოთის მსხვერპლი უძლურია გამოისყიდოს სამყარო და სძლიოს ჯოჯოხეთს. სხვაგვარად იძულებულნი ვიქნებოდით გვეღიარებინა, რომ: მთელი ქმნილება - წარუმატებლობაა, და ქრისტეს ღვაწლიც წარუმატებლობაა. დროა ყველა ქრისტიანმა ერთდროულად დაამოწმოს და გახსნას ამ სფეროში თავისი ინტიმური მისტიკური გამოცდილება ისევე, როგორც თავისი სულიერი სასოება, და შესაძლოა,  საკუთარი აღშფოთებაც და ძრწოლაც, რომელიც გამოხატულია ჯოჯოხეთისა და საშინელი სამსჯავროს მატერიალისტურ და კაცობრივ წარმოდგენებში. დროა ბოლო მოვუღოთ წარსული საუკუნეების ყველა ამ შემზარავ მტკიცებულებას, რომლებიც ჩვენი ღმერთისგან, რომელიც სიყვარულია, ქმნიან უცხო არსებას, ანუ "გარეგან" ღმერთს, რომელიც მხოლოდ მიწიერ მეფეთა ალეგორიაა და სხვა არაფერი. დაშინებისა და საშინელების პედაგოგიკა უკვე არაეფექტურია. პირიქით, ის ეკლესიაში მისვლისგან აბრკოლებს მრავალ იმ ადამიანს, ვინც სიყვარულის ღმერთს ეძებს" (Жив Бог. Христианский катехизис. Лондон. 1990. С. 426).

მსგავსი მტკიცებულებები შეიძლება ვიპოვოთ ჩვენს თანამემამულეებთანაც (См., напр.: Георгий Кочетков, священник. В начале было Слово. Катехизис для просвещаемых. М., 1999. С. 421).

როგორც ვხედავთ, "ოპტიმისტების" ამბიციები საკმაოდ ღიად და საკმაოდ აგრესიულად არის განცხადებული.

პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს "ექსატოლოგიურ ოპტიმისტთა" პოზიციაში, გახლავთ ის თვალსაზრისი, რომლითაც განიხილავენ ისინი მოცემულ პრობლემას. კერძოდ, იმ ადამიანთა პოზიციიდან, რომლებმაც მტკიცედ უწყიან, რომ ისინი ჯოჯოხეთში ნამდვილად, არავითარ შემთხვევაში არ მოხვდებიან. მოკლედ, ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ორივეთი არა, ცალი ფეხით მაინც სამოთხეში არიან და სხვებსაც უხვად ურიგებენ ღმრთის მოწყალებას, როდესაც იგონებენ თუ რა მიზეზით შეიწყალონ უბედური და დაცემული ანგელოზები და ის ადამიანები, რომელთაც მათზე ნაკლებად გაუმართლა.

გვსურს გვჯეროდეს, რომ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ "ოპტიმისტები" თავიანთ მიმდევრებთან ერთად მართლაც აღმოჩნდებიან უფლის მარჯვენა მხარეს. მაგრამ მათი თხზულებები იწერებოდა ხრწნადობას დაქვემდებარებულ ადამიანთა მიერ, ასევე ხრწნადობას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის, ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ მიერ არჩეული თვალსაზრისი კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რასაც მისდევდნენ წმიდა მამები: "ყველა გადარჩება და მხოლოდ მე წარვწყმდები". პირადი სიწმიდითა და ღმრთის განსაკუთრებული მადლით გაბრწყინვებული და ქრისტიანობის ეს უდიადესი მოაზროვნეები ამ საიდუმლოს უდიდესი თავმდაბლობის მიეახლებოდნენ ისე, რომ გონებაში განუწყვეტლივ წარმოიდგენდნენ საკუთარ თავს ჯოჯოხეთში, მაგრამ სასოწარკვეთას არ ეძლეოდნენ. "მე ვიმყოფები იქ, სადაც სატანაა", ამბობდა ამბა პიმენი. ასეთი მიდგომა პირწმინდად გამორიცხავს რაიმე საფუძველს ჯოჯოხეთის სატანჯველთა დროებითი ბუნების შესახებ, რადგან გვიაშკარავებს "ოპტიმისტების" ღრმა ზნეობრივ დაცემულობას. ჩვენ ყველანი უპირველეს ყოვლისა სასჯელს ქვეშა ვართ და ნებისმიერი მსჯელობა "ამნისტიის" გარდაუვალობაზე არაკორექტულია - ეს არის ღმრთის მოწყალების შეურაცხყოფა.

"ესქატოლოგიურ ოპტიმისტებს" ეს რომ ესმოდეთ და წმიდა მამებს რომ მიჰყვებოდნენ, არც ნახევრად მივიწყებული მწვალებლობის რეანიმაციის მიზეზიც იარსებებდა და არც წინამდებარე სტატიის დაწერის მიზეზიც. მაგრამ რადგან მათ არ გააჩნიათ ამგვარი გაგება, და ღვთისმეტყველ-"ოპტიმისტები" ჯიუტად არიან გახევებულნი თავიანთ ცთომილებაში, მეტიც, ავითარებენ მას და ყველა ქრისტიანს მოუწოდებენ უარი თქვან ეკლესიის უძველეს სწავლებაზე, ჩვენც მოგვიწევს მათი არგუმენტაციის განხილვა.

არგუმენტები, რომლებსაც ისინი საკუთარი იდეის დასამტკიცებლად იყენებენ, შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად. ესენია: მეტაფიზიკური, ზნეობრივი და იურიდიული.
ჯოჯოხეთი
ა) მეტაფიზიკური არგუმენტაცია:

"მომავალი საუკუნის სუფევა ეს არის სამყაროს აღდგენა პირველქმნილ მდგომარეობაში"


"მეორე მოსვლისა და დრო-ჟამის უკანასკნელი აღსრულებისას სამყაროს მთელი სისრულე სრულ ერთობაშიმოვა ღმერთთან" (Лосский В.Н. Мистическое богословие // Богословские труды. № 8. С. 122); "განკაცებისა და აღდგომის შემდეგ სიკვდილი მშფოთვარებს: ის უკვე არ არის აბსოლუტური. ახლა ყველაფერი ელტვის "άποκατάστασις των πάντων" - ანუ იმის სრული აღდგენისკენ, რაც დაანგრია სიკვდილმა, ღვთის დიდებით მთელი კოსმოსის გაბრწყინვებისკენ, რადგან მაშინ უფალი "ყველაფერი იქნება ყოველში"" (Лосский В.Н. Догматическое богословие. М., 1991. С. 268); "ყოველი ადამიანური სიცოცხლე, რაოდენ დამძიმებულიც იყოს იგი, ყოველთვის შეიძლება განახლდეს ქრისტეში; ადამიანს ყოველთვის შეუძლია ქრისტეს შეწიროს თავისი სიცოცხლე, რათა მან კვლავ დაუბრუნოს მას იგი სუფთა და თავისუფალი. და ქრისტეს ეს საქმე ეკლესიის ხილული საზღვრების მიღმა ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე" (Там же. С. 269). "მარადისობა ღმერთია, ღვთაებრივი სიცოცხლეა" (Сергий Булгаков, протоиерей. Невеста Агнца. Париж, 1933. С. 498), შედეგად, ისინი, ვინც იმყოფებიან ღმერთის გარეშე, ვერ შეძლებენ ამ მდგომარეობაში მარადიულ ყოფნას, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქნებიან აღდგენილნი.

ასეთია "ქრისტოლოგიური ოპტიმიზმის" მეტაფიზიკური დასაბუთების მცდელობის ტიპიური მაგალითები. რადგან თავიანთ საფუძველში ისინი განეკუთვნებიან ორიგენისტულ სქემას, ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ მისდამი მიძღვნილი სიტყვები, რომელიც ეკუთვნის მამა გიორგი ფლოროვსკის.

"ორიგენესეული სისტემის მთელი პათოსი მდგომარეობს იმაში, რათა მოხსნას, გააუქმოს დროის გამოცანა. სწორედ ამ ინტიმურ აზრშია "საყოველთაო განახლების", ანუ აპოკატასტასისის შესახებ მისი ცნობილი სწავლების მთელი არსი. ორიგენესთან ეს სწავლება "საყოველთაო ცხონების" შესახებ სულაც არ განისაზღვრება მორალური მოტივებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, მეტაფიზიკური თეორიაა. აპოკატასტასისი არის ისტორიის უარყოფა. ისტორიული დროის მთელი შინაარსი უკვალოდ გაიბნევა, მას არავინ გაიხსენებს. და ისტორიის "შემდეგ" დარჩება მხოლოდ ის, რაც უკვე "ისტორიამდე" იყო" (Георгий Флоровский, священник. Противоречия оригенизма // Путь. 1929. № 18. С. 109).

ამავე დასკვნამდე მივალთ, თუ "ოპტიმისტთა" აპოკატასტასისის მეტაფიზიკურ არგუმენტაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას და მის წანამძღვრებზე დეტალურად შევჩერდებით.

არც თუ გასაგებია, რატომ მიაჩნიათ მათ "იმასთნ დაბრუნება, რაც ადრე იყო", ქრისტიანულ სწავლებად? ეკლესია ელის სამყაროს სიცოცხლის ცეცხლოვან გარდაქმნას მომავალი საუკუნის სასუფევლად, და არა ყველაფრის უცილობელ დაბრუნებას იმასთან, რაც პირველყოფილ მდგომარეობაში იყო. არვითარ პირველყოფილ მდგომარეობასთნ დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი არ არის. უფალი იტყვის: "აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს" (გამოცხ. 21:5), და არა "აჰა, აღვადგენ რაც ძველად იყო".

ღმერთი, "რომელმაც შექმნა არარსებულნი, ასევე ხელახლა აღდგენს ყოფიერება მიღებულთ - ქმნილებებად, რომლებიც უფრო ღვთაებრივნი და ადრინდელზე უმაღლესნი იქნებიან", - მოწმობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (Григорий Богослов, святитель. Творения. Т. 1. Троице-Сергиева лавра, 1994. С. 547). წმ. ეპიფანე კვიპროსელი სამყაროს მომავალ გარდაქმნას ადარებს "ყრმას, რომელიც იცვლება სრულყოფილ მამაკაცად" (PG. T. 41. Col. 555).

ღვთისმეტყველ-"ოპტიმისტების" იმედი, რომ სამყარო კვლავ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება ამ წმიდა მამებისეული პერსპექტივის საწინააღმდეგოა. არსებითად, ეს არის კიდევაც ისტორიის უარყოფა, რომელიც ააშკარავებს მოცემული მეტაფიზიკური სქემის არაქრისტიანულ ფესვებს. ამიტომაც თვით ეს შეხედულება ცალკეულ პუნქტში იქნა დაგმობილ V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე: "ვინც ამბობს, რომ სულების ცხოვრება დაემსგავსება სიცოცხლეს, რომელიც დასაბამიდან არსებობდა, როდესაც ისინი ჯერაც დაცემულები და წარწყმედილები არ იყვნენ, და რომ აღსასრული ჭეშმარიტი ზღვარი იქნება დასაწყისისა, (კურსივი ავტორისაა - "აპოკ." რედ.) დე წყეულ იყოს" (მე-15 ანათემატიზმა) (ციტ. Иоанн Мейендорф, протоиерей. Иисус Христос в восточном православном богословии. М., 2000. С. 60).

ადამიანის საიქიო ცხოვრების წმიდა მამებისეულ ხედვას შეიძლება სიმეტრიული ვუწოდოთ. მარადიულ სამოთხეს შეესაბამება მარადიული ჯოჯოხეთი, ღმერთთან მარადიულ ყოფიერებას შეესაბამება ღმერთის გარეშე ყოფიერება გეჰენაში. სწორედ ამ სიმეტრიულობისადმი აპელირებდა მრავალი წმიდა მამა ჯოჯოხეთის სატანჯველთა სასრულობის იდეის მომხრეებთან. "რადგან თუკი ოდესმე დასრულდება ტანჯვა, - წერდა წმ. ბასილი დიდი, - მაშინ მარადიული ცხოვრებაც, უეჭველად, უნდა დასრულდეს. ხოლო თუკი ვერც კი გავბედავთ ასე ვიფიქროთ მარადიულ სიცოცხლეზე, რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასასრული ექნება მარადიულ სატანჯველს?" (ციტ.: Макарий (Булгаков), митрополит. Догматическое богословие. СПб., 1857. Т. 2. С. 502). "როგორც სასჯელებია მრადიული, შედეგად მარადიულ სიცოცხლესაც არ უნდა ჰქონდეს რაიმე დასასრული" (ნეტ. იერონიმე სტრიდონელი) (Иероним Стридонский, блаженный. Четыре книги толкований на Евангелие от Матфея. М., б.г. С. 236).

ამ ხედვის თანახმად, მარადიული ჯოჯოხეთი, როგორც პოტენცია, იარსებებდა როგორც პოტენციალი იმ შემთხვევაშიც, თუკი ღმერთისგან არ განდგებოდა არც ლუციფერი და არც კაცთა მოდგმის პირველწინაპრები. როგორც პოტენცია, რომელიც განპირობებულია შექმნილ არსებათა თვისუფალი ნებით, ის იარსებებდა, თუნდაც არავინ ყოფილიყო დაცემული.

"ოპტიმისტ"-ღვთისმეტყველთაგან მხოლოდ მამა სერგი ბულგაკოვი აღიარებდა პატიოსნად ეკლესიის მამებში ამგვარი ხედვის არსებობას და ასევე პატიოსნად აღიარებდა, რომ არ ეთანხმებოდა მათ, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ მიაწერდა მარადიულობის ასეთ წმიდა მამებისეულ ხედვას განსაკუთრებული სახის დროებითობას. სინამდვილეში ეკლესიის სწავლება, პირიქით, ძალიან თანმიმდევრული უარყოფაა ყოველგვარი დროებითობისა მარადისობასი: "ჩვენ დემონებთან ერთად მოგვიწევს წასვლა იქ, სადაც არის ცეცხლი დაუშრეტელი... და არა გარკვეული დროით -ერთი, ასი თუ ათასი წლით, რამეთუ ტანჯვას არ ექნება დასასრული, როგორც ფიქრობდა ორიგენე, არამედ ყოველთვის და მარადიულად, როგორც ბრძანებდა უფალი" (Преподобный Феодор Студит) (Феодор Студит, преподобный. Огласительные поучения и завещание. М., 1998. С. 75).

აქ ჩვენ ვუახლოვდებით ნეოორიგენისტების მეტაფიზიკური არგუმენტაციის მეორე შედეგს - თავისუფალი ნების მწარმოებლურობის უარყოფას. "ორიგენესთან ერთად იმის მიღება, რომ ბოროტება ბოლოს და ბოლოს ამოწურავს თავის თავს და უსასრულობა იქნება მხოლოდ ღმერთი, - ნიშნავს დავიწყებულ იქნას პირადი თავისუფლების აბსოლუტური ხასიათი: აბსოლუტური სწორედ იმიტომ, რომ ეს თავისულება - ღმრთის ხატებისაებრ არის" (Оливье Клеман. Истоки. М., 1994. С. 296).

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ადამიანის თავისუფლება, მამა გიორგი ფლოროვსკის ზუსტი გამოთქმით, უნდა მოიცავდეს თუნდაც ღმრთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასაც, "რადგან არა ძალადობა და თვითმპყრობელობა, არამედ დარწმუნება და კეთილი განწყობა უმზადებს ადამიანებს ცხონებას. ამიტომაც ყოველი ადამიანი სრულიად თავისუფალია თავისი ცხონების საქმეში, რათა ისინიც, ვინც იმარჯვებს და გვირგვინმოსილი იქნება, და ისიც, ვინც დაისჯება სამართლიანად იღებდნენ იმას, რაც თვითონ აირჩიეს" (Преподобный Исидор Пелусиот) (Исидор Пелусиот, преподобный. Письма. М., 2000. С. 292). "ღმერთმა პატივი დასდო ადამიანს, როდესაც მას თავისუფლეა უბოძა, - წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რათა სიკეთე არანაკლებ ეკუთვნოდეს იმას, ვინც მას ირჩევს, ვიდრე იმას, ვინც სიკეთეს დასაბამი მისცა ბუნებაში" (PG. T. 36. Col. 632).

ჩვენ მიერ ნახსენები მამა სერგი ბულგაკოვი, რომელმაც ყველაზე სერიოზულად შეიმუშავა "ოპტიმისტური" არგუმენტაცია, ამგვარი პრობლემის არსებობას აღიარებდა. მისი აზრით, ის უნდა გადაწყვეტილიყო მით, რომ "ასეთი თავისუფლება... არამყარია, როგორც დაძაბული თავისთავადობა. თავისუფლება ბოროტებაში ვარაუდობს განუწყვეტელი ამბოხის შფოთიან ძალისმიერ ძალისხმევას, რის გამოც შეიძლება აიწყვიტო კიდეც. "მარადიულ ტანჯვას" აქვს მხოლოდ უარყოფითი მარადიულობა, ეს არის ოდენ თავისთავადობის აჩრდილი. ამიტომაც დაუშებელია მის კვალდაკვალ აღიარებულ იქნას მარადიულობის დადებითი ძალა, და ამიტომაც შეუძლებელია ვამტკიცოთ მისი მოუსპობლობა" (Сергий Булгаков, протоиерей. Первообраз и образ. СПб., 1999. Т. 1. С. 357).

მაგრამ აქ გამოთქმული ყველა პოზიცია საეჭვოა და დაუმტკიცებელი, დაწყებული პოსტულირებული არამყარი "უარყოფითი თავისუფლებით" ვიდრე მამა სერგის მიერ შემოთავაზებული ორი მარადიულობის - დადებითისა და რომელიღაც უარყოფითის არსებობით, რომელიც "საზიანოა" პირველთან შედარებით, ასევე სავარაუდო შესაძლებლობით მარადიულობაში "აიწყვიტო" ღმერთს გარეთ არსებული ყოფიერებიდან და შეხვიდე ღმერთში (უფრო დეტალურად იხ. Иванов М.С. Ад и вечные муки // Православная беседа. 1998. № 5. С. 2-7).

ოდნავ განზე თუ გადავიხრებით, უნდა ვაღიაროთ, რომ აპოკატასტასისის თანამედროვე კრიტიკა, როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი პუნქტით, რაშიც, უეჭველად, მისი სუსტი მხარეა. ეს ისე გამოიყურება, თითქოსდა თანამედროვე ღვთისმეტყველთ რცხვენიათ მკაფიოდ მიუთითონ იმაზე, რომ "ესქატოლოგიური ოპოტიმიზმი" არაორაზროვნად ქელავს ჯოჯოხეთური სატანჯველის ნამდვილ ქრისტიანულ, ღრმად ბიბლიურ და წმიდა მამებისეულ საფუძველს, რომელიც უპირველეს ყოვლისა არის ცოდვილთა ამქვეყნიური ცხოვრების მისაგებელი.

ამას კი საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ: პიროვნების თავისუფლებაზე ამგვარი ცალმხრივი აქცენტირების შედეგად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ცხონებისთვის საკმარისია მხოლოდ ღმერთთან ყოფნის სურვილი, ეს კი, უეჭველად, შეცდომაა, რამეთუ ასეთ შემთხვევასი ყოველგვარ აზრს კარგავს ასკეზა და სათნოებებში სრულყოფა, საბოლოო ჯამში კი, თვით ეკლესიისა და ქრისტიანობის არსებობა.

აპოკატასტასისის წმიდა მამებისეულ კრიტიკას ასეთი გადახრა არ ახასიათებს. ის, ორგანულად არის ამოზრდილი ბიბლიური ღვთისმეტყველებიდან, კონცენტრირეტულია სწორედ საღმრთო სამართლიანობის ჭეშმარიტების გარშემო. აღსანიშნავია, რომ ზემოთ დამოწმებული ღირ. ისიდორე პელუსიელის მიხედვით, პიროვნების თავისუფლება განპირობებულია სწორედ ამ სამართლიანობით. და "ესქატოლოგიური ოპტიმიზმის' დამცველებს ეკლესიის მამებთან ერთად უნდა ვუთხრათ: დიახ, შეუძლებელია იყოს საყოველთაო ცხონება, რადგან ის უსამართლოა. რა თქმა უნდა, არავის შეშურდება სამუშაოს მიმცემის გულუხვობისა, როდესაც ის ერთნაირად დააჯილდოვებს იმათ, ვინც დღის ბოლოს მოვიდა და იმათ, ვინც ოფლსა და შრომაში გაატარა მთელი დღის სიმძიმე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ლაპარაკია მუშებზე, და არა უსაქმურებზე.

დაბოლოს, მესამე პუნქტად შეიძლება მივუთითოთის, რომ თავისუფალი ნების უარყოფას მივყავართ თვით ღმრთის სიყვარულის უარყოფამდე, რომელსაც სიტყვით ასე იცავენ "ოპტიმისტი" ესქატოლოგები: "საყოველთაო ცხონების კონცეფცია, უარყოფს რა ჯოჯოხეთის მარადიულობას, ამავდროულად უარყოფს ღმრთის მიუწვდომელი სიყვარულის საიდუმლოსაც, რომელიც აღემატება ჩვენს რაციონალურ ან სენტიმენტალურ კონცეფციებს, ასევე ადამიანური პიროვნებისა და მისი თავისუფლების საიდუმლოს. ღმრთის სიყვარული ვარაუდობს სრულ პატივისცემას თავისი ქმნილებების მიმართ, ვიდრე "ნებსით უძლურებამდე" უარი უთხრას მათ თავისუფლებაში" (Плакида (Дезей), архимандрит. «Смерть побеждена»: Последние времена по учению отцов Церкви // Альфа и омега. 2000. № 2 (24). С. 183).

ამგვარად, აპოკატასტასისის მომხრეთ პოზიცია მიდის არა მარტო ადამიანური თავისუფლების ღირებულების უარყოფასთან, არამედ ღვთაებრივი სამართლიანობისა და ღვთაებრივი სიყვარულის უარყოფასთანაც. სრულიად ამაოდ უპირისპირებს ამ ორ ატრიბუტს ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი, როდესაც მათ როგორც ურთიერთგამომრიცხავ კატეგორიებად წარმოჩენას ცდილობს. არც წმიდა წერილი, არც ეკლესიის გადმოცემა არ გვეუბნება ამგვარ კატეგორიულ დაპირისპირებაზე. შეუძლებელია ერთი უარყოფდეს მეორეს, რადგან საღმრთო სამართლიანობა საღმრთო სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

"მისაგებელის შესახებ ეკლესიის წმიდა მამათა სწავლება განმარტავს, რატომ არასოდეს გაჩენილა მათ გონებაში ის გაორება, ის წინააღმდეგობა საღმრთო სამართლიანობასა და სიყვარულს შორის, რომელიც სხვადასხვა მწვალებლურმა სექტებს ვერაფრით გადაუწყვეტიათ... ღმრთის სიმართლე წმიდა მამებს ესმოდათ წმიდა წერილის თანახმიერად, და მასში გულისხმობდნენ არა დამსჯელ მრისხანებას, არამედ ღმრთის ისეთ საიდუმლოს, რომლის მიხედვითაც ღმერთი ყოველ თავისუფალ არსებას მიაგებს მისი საქმეების მიხედვით, ანუ იმის შესაბამისად, საითკენაც გადაანაწილა საკუთარი თავი თვით ადამიანმა... ღმრთის სიმართლე ხელმძღვანელობს არა შეურაცხყოფის გრძნობით, არამედ ყოფიერების ზნეობრივი ღირსებით. სწორედ ეს სიმართლე შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს სიყვარულს, რადგან ის იძულებულია არა დაკმაყოფილების სურვილით, რომელიც გამორიცხავს სიყვარულს, არამედ პირდაპირი შეუძლებლობით მიანიჭოს მშვიდობა და სიცოხლე უსჯულოებას" (Сергий (Страгородский), патриарх. Православное учение о спасении. М., 1991. С. 141, 145).
ჯოჯოხეთი
ბ) ზნეობრივი არგუმენტაცია: "სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია დასჯა"

მოვიტანოთ ამ ტიპიური არგუმენტის ილუსტრაცია: "საზოგადოდ მიღებული ცნება მარადიულ სატანჯველზე წარმოადგენს მხოლოდ სკოლარულ აზრს, კნინობით ღვთისმეტყველებას ("დამსჯელს"), რომელიც უგულებელყოფს ისეთი ტექსტების სიღრმისეულ გაგებას, როგორიცაა იოანეს 3:17 და იოანეს 12:47. შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ, რომ ღმრთის სასუფევლის მარადიულობასთან ერთად სიყვარულის ღმერთი ამზადებდეს მარადიულ ჯოჯოხეთს, რაც, გარკვეული აზრით, საღმრთო ჩანაფიქრის ჩავარდნა და ბოროტების, თუნდ ნაწილობრივი, მაგრამ მაინც გამარჯვება იქნებოდა?! მაშინ როდესაც, მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში (1 კორ. 15:55), როგორც ჩანს საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნეტ. ავგუსტინე თუ არ იწონებდა "მოწყალებას", ეს განპირობებული იყო იმით, რომ ის გამოდიოდა ლიბერტინიზმისა და სენტიმენტალიზმის წინააღმდეგ; მაგრამ სხვა მხრივ, შიშის პედაგოგიური არგუმენტი უკვე აღარ მოქმედებს, არამედ რისკავს იმით, რომ შესაძლოა ქრისტიანობა დაამსგავსოს ისლამს" (Евдокимов П.Н. Женщина и спасение мира. Минск, 1999. С. 121).

რაშია ამ თეზისის შეცდომა? იმაში, რომ "ოპტიმისტ"-ღვთისმეტყველებს ჯოჯოხეთის სატანჯველი ესმით როგორც მოქმედება ღმრთის მხრიდან, მაშინ როდესაც წმიდა მამები ასწავლიდნენ, რომ ეს არის თვით პიროვნების მიერ გამოწვეული შედეგი. მეტიც, "აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლეში" პირდაპირ ანათემას არის გადაცემული ისინი, ვინც ასწავლიან, რომ ღმერთი არის მოუნანიებელ ცოდვილთა მარადიული დასჯის მიზეზი (Догматические послания православных иерархов XVII-XIX веков о православной вере. Троице-Сергиева лавра, 1995. С. 151).

ღმერთი კი არ ამზადებს ჯოჯოხეთს. ჯოჯოხეთი, ღირ. მაკარი ეგვიპტელის აზრით, "ადამიანის გულის სიღრმეში ძევს" (Макарий Египетский, преподобный. Духовные беседы. М., 1998. С. 442). "მსგავსად იმისა, - განმარტავს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - როგორც ბრმები, რომლებიც ვერ ხედავენ მანათობელ მზეს, თუმცა სრულიად მოცულნი არიან მისით და მაინც ნათლის გარეშე რჩებიან, რადგან განშორებულნი არიან მას გრძნობითა და მხედველობით, ასევე წმიდა სამების ღვთაებრივი ნათელი იქნება ყველაფერში, მაგრამ ბნელით მოცული ცოდვილები, ამ ნათელშიც ვერ დაინახავენ მას... არამედ, საკუთარი სინდისით დამწვარნი და განკითხულნი, წარმოუდგენლად დაიტანჯებიან საუკუნო და ენით გამოუთქმელ მწუხარებაში" (Симеон Новый Богослов, преподобный. Творения. М., 1892. T. 3. С. 123).

მარტივად, ლაკონურად და თეოლოგიური თვალსაზრისით უზადოდ განმარტა ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ II საუკუნეში წმიდა ირინეოს ლიონელმა: "ყველას, ვინც კი ღმრთისადმი სიყვარულს იცავს უფალი მასთან თანაზიარობას მიანიჭებს. ღმერთთან თანაზიარობა კი არის სიცოცხლე და ნათელი და ყველა სიკეთით ტკბობა, რომელიც მისგან მოდის. ხოლო იმათ, ვინც თავისი ნებით განუდგა მას, განიშორებს, რადგან ასე თვითონვე ისურვეს. ღმრთისგან განშორება კი არის სიკვდილი, ნათლისგან განშორება არის სიბნელე, და ღმრთისგან გაუცხოება არის ყოველი სიკეთის მოკლება, რაც კი უფლისგან მოდის. ღმრთის სიკეთეები მარადიული და უსასრულოა, ამიტომაც მათგან განშორებაც მარადიული და დაუსრულებელია, მსგავსად იმისა, როგორც მიუწვდომელ ნათელთან მიმართებაში თავს იბრმავებენ ან სხვების მიერ არიან დაბრმავებულნი და სამუდამოდ აკლდებიან ნათლის სიტკბოებას არა იმიტომ, რომ ნათელი ტანჯავს სიბრმავით, არამედ თვით სიბრმავე აყენებს მათ უბედურებას" (Ириней Лионский, святой. Против ересей. М., 1996. С. 505).

დიახ, "ღმერთი სიყვარულია" (1 იოანე 4:16) და ეს სიყვარული "ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორ. 15:28), მაგრამ მათთვის, ვინც სიძულვილის განხორციელება გახდა, ის ჯოჯოხეთური ცეცხლი გახდება. სწორედ ამას ადასტურებენ ღირ. ისააკ ასურელის სიტყვები: "გეჰენაში ტაჯნულნი სიყვარულის მათრახით იქნებიან მოწყლულნი" (Исаак Сирин, преподобный. Слова подвижнические. М., 1993. С. 76).

ზოგიერთი "ოპტიმისტი ესქატოლოგი" ამბობს, რომ გეენის ცეცხლი განმწმენდელ ხასიათს ატარებს და თითქოსდა თავის საკვებად, მის ცეცხლში ჩაგდებული ამა თუ იმ ადამიანის ან დემონის ცოდვები აქვს. დროთა განმავლობაში ეს საკვები გათავდება და ცეცხლი, რომელიც ადგილს ვერ იპოვის განწმენდილ ბუნებაში, გაქრება - ასე მოხდება აღდგენა. ვიღაცისთვის მაშინ წელიწადი საკმარისი იქნება, ვიღაცისთვის - საუკუნე, ვიღაც ათასწლეულებით დაიტანჯება... მაგრამ, ეს ასე არ არის, და შეუძლებელია ტანჯვა იყოს ხანგრძლივი ან ხანმოკლე, რადგან "დრო უკვე აღარ იქნება" (გამოცხ. 10:6). "მარადისობა ქრისტე იესუში - ეს არის ყოფიერების მდგომარეობა დროის გარეშე, ზედროული" (Деликостопулос Афанасий. Вера православная. Афины, 1993. С. 176).

ცდილობენ რა ესოდენ პირდაპირი და პრიმიტიული სახით გადაწყვიტონ საკითხი, თუ როგორ შეათანხმონ ღვთაებრივი სიყვარული იმ არსებათა მარადიული ტანჯვის არსებობას, "ოპტიმისტი"-ღვთისმეტყველები ქმნიან არანაკლებ რთულ დილემას. რადგან ღმერთში გარდაუვალად "ყოველივეს აღდგენის" აღიარებით, ისინი, თავისდაუნებურად, ვარდებიან "იძულებითი სამოთხის" უგუნურებაში: "მომავალ საუკუნეში საერთოდ შეუძლებელი იქნება არ იცოდე და არ გიყვარდეს ღმერთი. ეს სიყვარული აქ ყოფიერების სჯულია" (Сергий Булгаков, протоиерей. Невеста Агнца. С. 505). ასეთი მიდგომის პირობებში ზეციური იერუსალიმი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება.

"ოპტიმისტ"-ღვთისმეტყველებს, შესაძლოა, მართლაც არ სჯერათ, რომ ვიღაცას გულწრფელად შეიძლება არ უყვარდეს ღმერთი, თავისი შემოქმედი და ზეციური მამა. მათ, ისევე როგორც მუსლიმებს, ეჩვენებათ, რომ ცოდვის საფუძველი არის მხოლოდ ღმრთის სახიერების უცოდინრობა. საკმარისია ადამიანმა შეიცნოს ეს - და ცოდვა აღარ იქნება, ასე ამბობენ მუსლიმები. საკმარისია ადამიანმა გაიგოს, თუნდაც სიკვდილისა და საყოველთაო აღდგომის შემდეგ, - და ის შეინანებს, ცრემლებით შეუვრდება უფლის ტერფებს, და უფალიც, რა თქმა უნდა, შეიწყალებს მას და მიიღებს. ასე ასწავლიან "ოპტიმისტი"-თეოლოგები, "და ცოდვილთა დაგვიანებული სინანულის ღაღადისი შეუერთდება სიკეთის ზეიმობის საერთო სიმფონიას" (Епифанович С.Л. По поводу книги М.Ф. Оксиюка «Эсхатология святого Григория Нисского» // Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. М., 1996. С. 207). კარგი იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო! მეტიც, ვისურვებდი, რომ ცოდვილებს (და პირველ რიგში, ჩვენ თვითონ) ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში შეგვენანა საკუთარი ცოდვები. კიდევ ვისურვებდი, რომ არავის შეეცოდა და არ განდგომოდა ღმერთს.

მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის. რადგან ცოდვის საფუძველი არის არა უცოდინრობა, არამედ გონიერი არსების პირადი ნება. რადგან ეშმაკმაც და ადამმაც - ჩვენზე ბევრად უკეთ იცოდნენ ღმრთის სახიერება, მისი მოწყალება, და მაინც განდგნენ მისგან. მათი არჩევანი უღმრთო ცხოვრებისკენ მიიდრიკა.

ეშმაკის მიმდევარ ანგელოზთა და ადამიანებს შორისაც არიან ისეთები, ვისთვისაც ბოროტება არის არა გაუგებრობა ან დასანანი შეცდომა, არამედ შეგნებული არჩევანი. მათთვის ბოროტება - პიროვნული სუიციდალური თვითრეალიზაციის გზაა. უგუნურებაა იდავო იმაზე, შეუძლია თუ არა ეშმაკს სინანული, როდესაც მას შენანება არ სურს. როგორც შენიშნავდა კ. ს. ლუისი: "არის მხოლოდ ადამიანთა ორი კატეგორია: ისინი, ვინც ეუბნებიან ღმერთს: "იყავნ ნება შენი", და ისინი, ვისაც ეუბნება ღმერთი: "დე იყავნ ნება შენი". ყველამ, ვინც ჯოჯოხეთშია, თვითონ აირჩია ეს ადგილი" (Льюис Клайв С. Расторжение брака. М., 1990. С. 24).

მაშ, რა უნდა უყოს ღმერთმა იმათ, ვისაც არ სურს მასთან ერთად და მასში ყოფნა? მოჰკიდოს ხელი საყელოზე და ძალით შეათრიოს სამოთხეში? გაანადგუროს? არ შექმნას? უფალი არც ერთი ამ გზით არ მიდის, და სწორედ იმიტომ, რომ უყვარს თავისი ქმნილება, მაშინაც კი, როცა მან უარყო თავისი შემოქმედი.

წმ. გრიგოლ პალამას მხოლოდ ერთი ფრაზა გადაატრიალებს "ესქატოლოგიური ოპტიმიზმის" მიერ მოცემულ კითხვებში დაფარულ არასწორ პერსპექტივას და მას შემოქმედის ჭეშმარიტი მოწყალების პერსპექტივად აქცევს: "ღმერთმა, მისთვის თვისობრივი სახიერებითა და მოწყალებით, საკუთარი ნებით შემცოდეთა გამო კი არ დაუშვა კეთილთა გაჩენა, არამედ კეთილთა გამო შექმნა ისინიც, ვინც ცუდად ყოფნას ისურვებდა" (Григорий Палама, святитель. Беседы. М., 1993. Ч. 2. С. 156-157).
ჯოჯოხეთი
იურიდიული არგუმენტაცია: "უსამართლობაა მარადიულად დასაჯო დროებითი ცოდვისთვის"

"შეიძლება თუ არა სიყვარულის ღმერთმა, რომელიც ქრისტემ გვაუყყა, უსასრულოდ სჯიდეს დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო? ნუთუ ბოროტების ძლიერება იმდენად დიდია, რომ ის მაშინაც კი იარსებებს, როდესაც "ყოველივეში" ღმერთი გამეფდება? (Александр Мень, протоиерей. Сын Человеческий. Брюссель, 1983. С. 128).

ამ არგუმენტს კარგად უპასუხა ჯერ კიდევ წმიდა იოანე ოქროპირმა: "ნუ მეუბნები: სად არის სამართალი, თუკი სატანჯველს დასასრული არ ექნებაო! როდესაც ღმერთი იქმს რამეს, მის განჩინებას დაემორჩილე და კაცობრივ ბრძნობას ნუ დაემონები" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XIV ტ. მეცხრე ჰომილია კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებაზე.  თბილისი 2017. გვ. 107).

რას იზამ, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა მიღებული არ არის გააზრებულ იქნას სამართლიანობის კატეგორიაში. ეს არ ნიშნავს, რომ უარიყოფა ღვთიური სამართლიანობა როგორც ასეთი, ჩვენ მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ღმრთის მოწყალებისადმი სრულიად მინდობილთ გვმართებს რწმენა იმისა, რომ "მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია" (ძვ. ქართულშია: "იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა") (იაკობი 2:13). მსგავსად იმისა, - ბრძანებს ღირ. ისააკ ასურელი, - "როგორც ქვიშიც მარცვალი ვერ გადაწონის ოქროს ზოდს, ასევე ღმრთის მართლმსაჯულების მოთხოვნა ვერ გადაწონის ღმრთის მოწყალებას" (Исаак Сирин, преподобный. Слова подвижнические. С. 420). მაგრამ "თუ სამართლიანობას ითხოვ, - აგრძელებს წმ. იოანე ოქროპირი, - მაშ, სიმართლის კანონის მიხედვით გამოვა, რომ ჩვენ დასაწყისშივე, იმთავითვე უნდა დავღუპულიყავით" (წმ. იოანე ოქროპირი. დასახ. შრ. გვ. 107).

გარდა იმისა, როგორც სწორად აღნიშნავს წმ. იუსტინიანე დიდი, არც ისე ბევრია სამართლიანობა იმაში, რომ "ისინი, ვინც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სრულყოფილ ცხოვრებას, შეუერთდეს უსჯულოებსა და პედერასტებს და აღიაროს, რომ როგორც ისინი, ასევე სხვებიც მომავალი ცხოვრების სიკეთეებით ერთნაირად დატკბებიან" (Юстиниан Великий, святой. Грамота к Святому Собору об Оригене и его единомышленниках // Деяния Вселенских Соборов. СПб., 1996. Т. 3. С. 538).

დასასრულ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ პასუხობდა ამ საკითხს წმ. გრიგოლ დიალოგოსი. "ეს საგონებელი სამართლიანი იქნება, - ამბობს წმიდა მამა, -გაღიზიანებული მსაჯული ადამიანთა გულებს კი არა, მხოლოდ საქმეებს განიკითხავდეს. უკეთურებს დაუსრულდათ ცოდვები, რადგან დაუსრულდათ ცხოვრება. არადა ისურვებდნენ, თუკი შეძლებდნენ, ეცხოვრად უსასრულოდ, რათა უსასრულოდ შეძლებოდათ ცოდვების ჩადენა" (Григорий Двоеслов, святитель. Творения. М., 1999. С. 688).

ამ აზრს იმეორებს XV ს-ის დიდი ღვთისმეტყველი იოსებ ბრიენიოსი, რომელიც უთითებს, რომ დროებითი საქმეებისთვის მარადიულად დასჯის საკითხის დასმა არაკორექტულია, რადგან ღმერთი განსჯის ადამიანის შინაგან განწყობას, რომელიც საქმეებში მხოლოდ გამოიხატება. ჭეშმარიტად მორწმუნე და სათნო ადამიანებს სიკეთისადმი უკვდავი განწყობა აქვტ, ამიტომაც გადადიან უსასრულო ნეტარებაში, ისევე როგორც უსასრულო და მარადიული სასჯელი ელით ცოდვისადმი საბოლოო განწყობის მქონეთ (Αργυρίου Α. Иωσήφ τοΰ Βρυεννίου μετά τινος Ισμαηλίτου Διάλεζιζ // Επετερις. 35. 1967. Σ. 173).

ღირ. გრიგოლ სინელი გვთავაზობს კიდევ ერთ სახეს: "როგორც ჯოჯოხეთური ტანჯვის ჩანასახი უხილავად იმალებიან ცოდვილთა სულებში უკვე დედამიწაზე, ასევე ზეციურ სიკეთეთა ჩანასახები იკვირტებიან მართალთა სულებში სულიწმიდის მიერ" (Григорий Синаит, преподобный. Творения. М., 1999. С. 19). ანუ ჩვენი სიკვდილით ვიბადებით იმ მარადიული ხვედრისთვის, რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრება სულში ვატარებდით. ამაშია ნამდვილი, ამქვეყნიური ცხოვრების უღრმესი მნიშვნელობა, რომელიც იგნორირებულია "ოპტიმისტური ღვთისმეტყველების" მიერ: "აქ გამარჯვებულებს, საწინდრად გამარჯვების გვირგვინები ეძლევად; ზუსტად ასევე აქ დამარცხებულებს ეწყებათ შერცხვენა და ტანჯვა" (Симеон Новый Богослов, преподобный. Творения. М., 1892. T. 2. С. 49).

"ოპტიმისტურ" პოზიციაში ჩანს მარადიულობის დამახინჯებული გაგება, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ მარადიულობა - ეს არის ჩვენი ახლანდელი ყოფიერების გაგრძელება, ოღონდ სიკვდილის გარეშე. მაგრამ მართლმადიდებლობა სულ სხვანაირად აზროვნებს: მარადიულობა - ეს სხვა ყოფიერებაა. როგორც ღირ. იოანე დამასკელი წერს: "საუკუნო სიცოცხლე და საუკუნო ტანჯვა სამომავლო საუკუნის დაუსრულებლობას ცხადყოფს, რადგან აღდგომის შემდეგ დღეებითა და ღამეებით აღარ აღირიცხება ჟამი, არამედ უმალ ერთი დაუღამებელი დღე იქნება, რაჟამს სიმართლის მზე ელვარედ მიეშუქება მართალთ, ხოლო ცოდვილთ დაუდგებათ დაუბოლოებელი ღრმა ღამე. ამიტომ, როგორღა აღირიცხება მაშინ ორიგენესეული კვლავაღდგინების ათასწლოეანი ჟამი" (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთხუთმეტე. საუკუნის შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/15.htm ) (იხ. ასევე: Точное изложение православной веры .2. 1).
ჯოჯოხეთი
არგუმენტაცია ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის არასწორი გაგებიდან გამომდინარე

არცთუ დიდი ხნის წინათ გაჩნდა "ოპტიმისტური ღვთისმეტყველების" კიდევ ერთი ვარიაცია. მისი მომხრეები, "ოპტიმისტ"-ეკუმენისტებისგან განსხვავებით, აღიარებენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ შეუძლებლია ცხონება და, რომ ცხონება მხოლოდ ქრისტეშია და განუყრელად არის დაკავშირებული მისი, როგორც ღმერთისა და კაცის აღიარებასთან. მაგრამ ისინი ცდილობენ ამ ჭეშმარიტებაში ჩააქსოვონ ორიტენისტული სიცრუე და ამას ასე აკეთებენ.

ჯერ-ერთი, ისინი ასწავლიან, თითქოსდა უფალმა იესუ ქრისტემ, სიკვდილის შემდეგ, შთახდა რა ჯოჯოხეთს, იქიდან ჯვარცმამდე გარდაცვლილი ყველა ადამიანის სული ამოიყვანა. მეორეც, ისინი ამბობენ, რომ ჯოჯოხეთში ჩასვლა წარმოადგენს არა ერთჯერად აქტს, არამედ გაგრძელებად მოქმედებას, ასე რომ ქრისტე ერთგვარად მუდმივად იმყოფება ჯოჯოხეთში, რათა იქ ჯოჯოხეთში ჩასულ ადამიანთა სულებს შეხვდეს, უქადაგოს მათ, და ეს სულებიც, უკვე სიკვდილის შემდეგ დარწმუნებულნი უშუალოდ ქრისტეს მიერ, იღებენ მართლმადიდებლობას და გამოდიან ჯოჯოხეთიდან.

"სუფთა სახით" ეს სწავლება კიდევ უფრო სულელურად გამოიყურება, რის გამოც ზედმეტადაც კი მიგვაჩნია მისი უარყოფა, მაგრამ რადგან ჩვენ ეს გვესმის ადამიანთაგან, რომლებიც საზოგადოებაში და მართლმადიდებლურ გარემოში პოპულარობითა და ავტორიტეტითაც კი სარგებლობენ, და, გარდა ამისა, გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცთუნებულნი არიან ამ ყალბი სწავლებით, ზედმეტი არ იქნება რამოდენიმე სიტყვით აღვნიშნოთ ამ სწავლების სიცრუეც.

უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნოთ, რომ აზრი, თითქოსდა ჯოჯოხეთში ჩასულმა ქრისტემ გაათავისუფლა აბსოლუტურად ყველა იქ მყოფი სული, არაეკლესიურია. ჩვენ თუ მივმართავთ წმიდა მამათა თხზულებებს, სულ სხვა სურათს დავინახავთ.

წმ. კირილე იერუსალიმელი მხოლოდ ძველაღთქმისეული წმინდანების ამოყვანაზე საუბრობდა: "ჩავიდა მიწისქვეშეთში, რომ იქიდან მართლები გამოესყიდა" (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეოთხე ქადაგება ნათელღებადთადმი. დაფვლის შესახებ. 1.1). "შეიკრიბნენ წმიდა წინასწარმეტყველნი და მოსე სჯულმდებელი, აბრაამი და ისააკი, იაკობი და დავითი, სამუელი და ისაია, ასევე იოანე ნათლისმცემელი... ყველა მართალი გამოსყიდულია, ვინც კი ადრე სიკვდილმა შთანთქა. რადგან მარტებდა ქადაგებულ მეფეს გამხდარიყო კეთილ მქადაგებელთა გამომსყიდველი. მაშინ მართალთაგან თითოეულმა უთხრა: "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:55) (Св. Кирилл Иерусалимский. Слова огласительные. 14, 19).

ღირ. ეფრემ ასურელიც წერდა, რომ უფალმა იესუ ქრისტემ "ჯოჯოხეთიდან წმიდათა სულები ამოიყვანა" (Толкование на книгу Второзаконие. 1. 34). ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ მაცხოვარი შთახდა ჯოჯოხეთს, რათა "ძლევამოსილად ამოეყვანა და ზეცად აეყვანა წმიდანი, რომლებიც იქ ჩამწყვდეულნი იყვნენ" (Цит. по: Святое Евангелие с толкованием святых отцов. М., 2000. С. 61). წმ. ეპიფანე კვიპროსელთან ვკითხულობთ: "მაშ რა? ნუთუ ყველას იხსნის ღმერთი, ვინც კი ჯოჯოხეთშია? არა, არამედ იქაც მხოლოდ მორწმუნეთ" (Слово в Великую субботу // PG T. 43. Coll. 440D. Впрочем, западный исследователь).

წმ. იოანე ოქროპირი, როდესაც ქვესკნელში ქრისტეს ჩასვლაზე ლაპარაკობს, განმარტავს: "ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქრისტემ დაანგრია სიკვდილის ძალა, და არ აღხოცილა მის განკაცებამდე გარდცვლილთა ცოდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მან გეენიიდან ყველა ადრე გარდაცვლილი გაათავისუფლა, მაშინ რატომ თქვა: "განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის" (ვინც მოციქულები არ შეიწყნარა - "აპოკ". რედ.) (მათე 10:15)? ამით უნდა გულისხმავყოთ, რომ ისინი, თუმც უფრო მსუბუქად, მაგრამ მაინც დაისჯებიან. და თუმცა აქ უკვე იგემეს უკიდურესი დასჯა, ეს მათ მაინც ვერ გაათავისუფლებს მარადიული სასჯელისგან" (Иоанн Златоуст, святитель. Избранные творения. М., 1993. Кн. 1. С. 399).

ნეტ. ავგუსტინე წერდა: "მან ინება ჯოჯოხეთში ჩასვლა, სადაც სატანჯველებს არ შეეძლოთ მისი შეკავება... "ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან გათავისუფლება" უნდა განვაკუთვნოთ არა ყველას, არამედ მხოლოდ იმათ, ვისი მიღება ქრისტეს შეეძლო, რადგან მათ გათავისუფლების ღირსად მიიჩნევდა" (Послание 164, II, 5 // PL 33, 710–711).

"კატენებში" მოციქულ პეტრეს პირველ ეპისტოლეზე არის წმ. კირილე ალექსანდრიელის ჩვენამდე არმოღწეული თხზულების ფრაგმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ რადგან ქრისტეს ამქვეყნიური ქადაგება მიმართული იყო ყოველთადმი, მაგრამ სარგებლობა მხოლოდ მორწმუნეებს მოუტანა, "ასევე ჯოჯოხეთში ჩასვლით მან სიკვდილის საკვრელებისგან გაათავისუფლა მხოლოდ მორწმუნენი, ანუ ისინი, ვინც ქრისტე აღიარა" (PG 74, 1016 A).

ღირ. იოანე დამასკელი ასევე წერდა, რომ უფალმა ჯოჯოხეთში ყველას უქადაგა, მაგრამ ზოგისთვის ეს ქადაგება იყო საცხოვნებლად, ზოგისთვის კი - სამხილებლად: " ჩადის ჯოჯოხეთში განღმრთობილი სული, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთათვას ამოვიდა სიმართლის მზე, ასევე მიწის ქვეშ წყვდიადში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთაც გამოუბრწყინდეს სინათლე, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთ ეხარათ მშვიდობა, დატყვევებულთ - გათავისუფლება, ბრმათ - თვალის ახელა და ისევე როგორც მორწმუნეებს მარადიული ხსნის მიზეზად გაუხდა იგი, ურწმუნოებს კი - მხილებად ურწმუნოებისა, ამგვარადვე - ჯოჯოხეთში მყოფთაც, "რომ მისდამი მოდრკეს ყველა მუხლი ზეციერთა, ქვეყნიერთა და ქვესკნელში მყოფთა" (ფილიპ. 2,10-11); და, ამ სახით, გახსნა რა მან საუკუნიდან ბორკილდებულნი, კვლავ მკვდართაგან ზეამოვიდა და გაგვიკვალა ჩვენ აღდგომა" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი სამოცდამეცამეტე. ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ) (იხ. ასევე: Точное изложение православной веры. 3, 29).

განსაკუთრებული სიცხადით ეს ჭეშმარიტება გამოთქვა რომის პაპმა გრიგოლ დიალოგოსმა ორი კონსტანტინოპოლელი კლერიკოსისადმი მიწერილ წერილში: "საყვარელო ძმებო, თქვენი წასვლის შემდეგ შევიტყვე ... რომ გითქვამთ თითქოსდა ყოვლისშემძლე უფალს და ჩვენს მაცხოვარს იესუ ქრისტეს, ჯოჯოხეთში ჩასვლისას, ვინც კი იქ მისი ღვთაებრიობა აღიარა, უცხოვნებია და დამსახურებული სასჯელისგან გაუთავისუფლებია. ვისურვებ, რათა თქვენი საძმო ამ საგანზე სხვაგვარად ფიქრობდეს, კერძოდ, ჯოჯოხეთში ჩასულმა ქრისტემ მადლისმიერ მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც ამქვეყნადაც სწამდა, რომ ის მოვა და მისი მცნებებისამებრ ცხოვრობდა. რადგან ცნობილია, რომ უფლის განკაცების შემდეგაც ვერავინ ცხონდება, ისინიც კი ვისაც მისი სწამს, მაგრამ არ ცხოვრობს რწმენის შესაბამისად, რამეთუ წერილ არს: "ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში" (1 იოანე 2:4); და კიდევ: "როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე" (იაკობი 2:26). ამრიგად, თუკი დღეს მცხოვრები მორწმუნენი კეთილ საქმეთა გარეშე ვერ ცხონდებიან, ხოლო ურწმუნონი და განკითხულნი კეთილ საქმეთა გარეშე ცხონებულან ჯოჯოხეთში ჩასულ უფლის მიერ, მაშინ იმათი ხვედრი, ვისაც უფლის განკაცება არ უხილავს, უმჯობესი ყოფილა იმათ ხვედრზე, ვინც განკაცების საიდუმლოს შემდეგ დაიბადა. რაოდენ სულელურია ასე ფიქრი და მსჯელობა მეტყველებს თვით უ ფალი, როდესაც მოწაფეებს ეუბნება: "მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს" (ლუკა 10:24). მაგრამ დიდი დრო რომ არ წაგართვათ ჩემი მსჯელობით, გირჩევთ წაიკითხოთ ის, რაც ამ მწვალებლობის შესახებ დაწერა ფილასტრიუსმა თავის წიგნში მწვალებლობათა შესახებ. აი მისი სიტყვები: "არიან მწვალებლები, რომლებიც ამბობენ, რომ უფალმა, როდესაც ის ჯოჯოხეთში ჩავიდა, იქ იქადაგა, რათა ცხონებულიყვნენ ისინი, ვინც მას ჯოჯოხეთში აღიარებდა, მაშინ როდესაც ეს წინასწარმეტყველ დავითის სიტყვების საწინააღმდეგოა: "რამეთუ ... ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფსალმ. 6:6) და ასევე მოციქულის სიტყვებისა: "ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება" (რომ. 2:12). მის სიტყვეს ეთანხმება ნეტ. ავგუსტინეც თავის წიგნში მწვალებლობათა შესახებ. ამრიგად, განსაჯეთ, ძმანო, ყოველივე ამის შესახებ, და ნუ შეიწყნარებთ ნურაფერს, გარდა იმისა, რასაც ასწავლის კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტი რწმენა" (Святого Григория Двоеслова письмо 179-е, Григорию пресвитеру и Феодору диакону Константинопольскому о том, кого Господь извел с собою из ада, когда сходил в оный // Христианское чтение. СПб., 1841. Ч. 2. С. 93–97).

ეს სწავლება დაადასტურა ტოლედოს 625 წლის კრებამ, რომელმაც დაადგინა: "ის შთახდა ჯოჯოხეთ, რათა ამოეყვანა იქ ჩამწყვდეული წმინდანები" (Bruns H.D. Canones Apostolorum et Conciliorum Veterum Selecti. Berlin, 1839. T. 1. P. 221).

VIII ს-ის შუაწლებში პაპმა ბონიფაციუსმა მწვალებლობაში დაადანაშაულა ირლანდიელი ბერი კლიმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქრისტემ, ჯოჯოხეთში ჩასვლით, იქიდან გაათავისუფლა - მორწმუნეებიც და წარმართებიც. რომის 745 წლის კრება, რომელიც პაპმა ბონიფაციუსმა მოიწვია, განიკითხა კლიმენტი და აღიარა, რომ უფალი ჯოჯოხეთში იმიტომ არ ჩასულა, რათა იქიდან წყეულნი გაეთავისუფლებინა და დაერღვია განკითხვის ჯოჯოხეთი, არამედ მის წინამორბედ მართალთა გასათავისუფლებლად შთახდა" (MacCulloch J.A. The Harrowing of Hell. Edinburgh, 1930. P. 259-260).

იმავე სწავლებას ვხედავთ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფრო გვიანდელი წმინდანების სწავლებაშიც, მაგალითად, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელიგანმარტავდა: "ისინი, ვინც კარგად გაატარეს თვიანთ ამქვეყნიური ცხოვრება, უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლის შემდეგ ცხონდნენ, როგორც ფიქრობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "ჯოჯოხეთში ჩასული ქრსიტე აცხოვნებს არა ყველას, არამედ ოდენ მორწმუნეთ" რადგან ყოველი ადამიანის ნება დამოკიდებული იყო არა მათ უგრძნობლობაზე შემოქმედის უხვი წყალობისადმი, არამედ საკუთარ მისწრაფებაზე ღირსქმნილიყვნენ ღმრთის მოწყალებისა" (Толкования на Новый Завет блаженного Феофилакта, архиепископа Болгарского. М., б.г. С. 212).

წმ. გრიგოლ პალამა წერდა, რომ უფალი შთახდა ჯოჯოხეთს, "რათა გაენათლებინა ბნელში მხსდომნი და სულითაც განეცხოველებინა მისდამი მორწმუნენი" (Григорий Палама, святитель. Гомилии. Монреаль, 1965. С. 161).

მიტროპოლიტი დიმიტრი როსტოველი: "როდესაც ჩვენმა უფალმა შეიმოსა ადამიანური ბუნება, ავიდა ზეცად, მაშინათვე გამოავლინა გზა ზეცისკენ მთელი კაცობრიობისთვის, ამ გზით მიჰყვნენ ქრისტეს მის მიერ ჯოჯოხეთიდან დასხნილ წმიდა პირველწინაპართა და წინასწარმეტყველთა სულები" (Творения иже во святых отца нашего святителя Димитрия Ростовского. СПб. С. 306).

იგივე ჭეშმარიტებას შეიცავენ დღეს ეკლესიაში მიღებული კატეხიზმოები, ასე მაგალითად, მიტრ. ფილარეტ მოსკოველი წერს: "უფალი იესუ ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს იმისთვის, რათა იქაც ექადაგა სიკვდილზე გამარჯვება და გაეთავისუფლებინა სულები, რომლებიც რწმენით ელოდნენ მის მობრძანებას" (Пространный православный катехизис Православной Восточной Церкви. 213).

ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) ასევე ამბობდა: " უხილავ ეკლესიას ეკუთვნიან... ყოველნი ქრისტიანენი, რომლებიც ქრისტეს რწმენაში გარდაიცვალნენ ბოლო 20 ასწლეულის განმავლობაში, ასევე ძველაღთქმისეული მართლები, რომლებიც უფალმა აცხოვნა ჯოჯოხეთში თვის შთასვლის დროს" (Катехизис Восточной Православной Церкви).

დასასრულ, იგივე არის ნათქვამი მართლმადიდებლური ეკლესიის საღვთისმსახურებო ტექსტებში.
Наконец, это же написано и в богослужебных книгах Православной Церкви.

უფლის ჯოჯოხეთში შთასვლის შემდეგ იქ მყოფი ყველა გარდაცვლილის ცხონებაზე მსჯელობდა მხოლოდ რამოდენიმე წმინდანი. მაგალითად, წმ. ამფილოქე იკონიელი, წერდა: "როდესაც გამოცხადდა ჯოჯოხეთში ... ყველანი დახსნილ იქნენ... ყველანი მას მიჰყვნენ... შეიძლებოდა დანახვა როგორ ღებულობდა ყოველი ტუსაღი თავისუფლებას და ყოველი ტყვე ხარობდა უფლის აღდგომით" (Слово 6, против еретиков); ღირ. რომანოზ ტკბილადმგალობელი, ჯოჯოხეთს ათქმევინებს ასეთ სიტყვებს: "მან ყელში წამიჭირა, და მეც აღმოვანთხიე ყველა, ვინც გადავსანსლე და ვინც ღაღადებდა: "აღდგა უფალი!" (კონდაკი 42), და ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი, რომელმაც დაწერა, რომ უფალმა "ყველანი გამოიყვანა ჯოჯოხეთიდან" (Просветитель. 4).

___________

მსგავსი აზრი გვხვდება ღირ. მაქსიმე აღმსარებლის თხზულებებშიც (კითხვა-პასუხები თალასეს, 7),მაგრამ ის წერს არა საკუთარ შეხედულებას, არამედ ნათქვამს ამატებს, რომ "ასე ამბობდა ზოგიერთი" და ისინი მხოლოდ მისთვის ცნობილი განმარტებების ვარიანტებად მოჰყავს.

___________

შესაძლოა, ამ წმიდა მამათაგან ზოგიერთი სიტყვა "ყველაში" გულისხმობდა ყველა წმინდანს, და არა საზოგადოდ ყველა ადამიანს, მაგრამ, როგორც გინდ იყოს, მოტანილი ციტატებიდან ცხადი ხდება, რომ ეს აზრები არ წარმოადგენენ მამათა კონსენსუსს და არ გამოხატავენ ეკლესიის სწავლებას, რომელსაც გამოთქვამდნენ ზემოთჩამოთვლილი წმიდა მამები: კირილე იერუსალიმელი, ეფრე ასურელი, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპროსელი, იოანე კასიანე რომაელი, იერონიმე სტრიდონელი, ავგუსინე იპონიელი, კირილე ალექსანდრიელი, გიორგი დიალოგოსი, იოანე დამასკელი, თეოფილაქტე ბულგარელი, გრიგოლ პალამა და სხვები, ასევე საეკლესიო კრებები და მართლმადიდებლური ეკლესიის საღვთისმსახურებო ტექსტები.

მაგრამ თუ მტკიცებულება, რომ უფალმა ჯოჯოხეთიდან გამოიყვანა ყველა, არ წარმოადგენს ეკლესიის სწავლებას და მაინც გვხვდება ზოგიერთ ძველსაეკლესიო ავტორთან (კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე და სხვა), მტკიცებულება თითქოსდა უფალი აგრძელებს ჯოჯოხეთში ყოფნას, უქადაგებს იქ მყოფ ყველა ახალჩასულ სულს და არწმუნებს დაიჯეროს მისი, წარმოადგენს სრულიად ახალ სწავლებას, რომელიც ადრე ეკლესიისთვის არასოდეს ყოფილა ცნობილი და უცხოა მისი სარწმუნოებისთვის. რაც უკვე თავითსთავად უქვემდებარებს მას წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს: "ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:9).

ეკლესია ასწავლის, რომ უფალი იესუ ქრისტე განღმრთობილი სულით ჩავიდა მაშინ, როდესაც ის სიკვდილით დაშორდა მის სხეულს. შემდეგ სული კვლავ შეუერთდა სხეულს და მოხდა აღდგომა მკვდრეთით, ამის შემდეგ კი საკვირველი ამაღლება ზეცად, ამჯერად კი განკაცებული ქრისტე იმყოფება მამის მარჯვნივ. საკუთრივ, ამის შესახებ მეტყველებს ყოველი ქრსიტიანი, როდესაც სარწმუნოების სიმბოლოში აღიარებს უფალ იესუ ქრისტეს, რომელიც "აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვნით მამისა".

შეიძლება ასევე მოვიტანოთ ეპისკოპოს ინოკენტი ხერსონელის სიტყვები: "ჩვენი მაცხოვარი თვითონ ჩავიდა ჯოჯოხეთს, თავისი ნებით და თავის ძალით, ჩავიდა იმისთვის, რათა მალევე გამოსულიყო ჯოჯოხეთიდან; ჩავიდა ერთი, რათა იქიდან ამოეყვანა ყველანი, ვინც კი რწმენით ელოდა მის მოსვლას" (Цит. по: Святое Евангелие с толкованием святых Отцов. С. 613).

ზემოთ მითითებული ახალი სწავლება ეწინააღმდეგება მოციქულთა სიტყვებს, რომლებიც ამბობენ, რომ უფალი, "რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი -არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც" (1 პეტ. 3:18-19); "ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი" (ეფ. 4:8-10).

ნათლად არის ნათქვამი "უქადაგა", და არა "ქადაგებს" და ასევე "ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული" და არა "ჩასული და იქ ქვესკნელშივე დარჩენილი". იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ქრისტე, მოციქული პეტრე სრულიად განსაზღვრულად გვამცნობს, რომ ქრისტე "ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი" (1 პეტ. 3:22).

გარდა ამისა, ცრუსწავლება აზრს უკარგავს დედამიწაზე თვით ადამიანურ ცხოვრებასაც. მართლმადიდებლური სწავლებით, ეს ცხოვრება ადამიანს მიეცა როგორც დრო არჩევანისთვის - იყოს ღმერთთან თუ ღმრთის წინააღმდეგ, და მიღებული არჩევანი, რომელიც გამოიხატება ადამიანისავ სიტყვებსა და საქმეებში, განსაზღვრავენ მის საიქიო ხვედრს.

ღირ. ბარსონუფი დიდი ამის შესახებ ამბობს: "ხოლო რაც შეეხება მომავლის ცოდნას - ნუ შეცდები: რასაც აქ დასთეს, იმას იქ მოიმკი. აქედან გასვლის შემდეგ უკვე ვერავინ წარემატება... ძმაო, ღვაწლი აქ არის - იქ მისაგებელია, აქ არის შრომა - იქ კი გვირგვინი" (Варсонофий Великий и Иоанн, преподобные. Руководство к духовной жизни в ответах на вопрошения учеников. М., 2001. С. 513).

წმ. იოანე ოქროპირიც წერს: "მხოლოდ ნამდვილი ცხოვრება არის დრო ღვაწლისთვის, სიკვდილის შემდეგ კი - სამსჯავრო და სასჯელი. ნათქვამია: "ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფსალმ. 6:6) (Иоанн Златоуст, святитель. Избранные творения. Кн. 1. С. 398).

მართლმადიდებლური ეკლესიის საღვთისმსახურებო ტექსტებშიც არის გამოხატული იგივე აზრი.

დასასრულ, მითითებული ცრუსწავლება აზრს უკარგავს მიწიერი ეკლესიის არსებობასაც, რადგან ასეთი მიდგომის შემთხვევაშიის ხდება სრულიად არასაჭირო: თუ მივიღებთ აზრს, რომ ქრისტე სიკვდილის შემდეგ მაინც პირადად ხვდება ყოველ გარდაცვლილ სულს ჯოჯოხეთში და შესაძლებლობას აძლევს შევიდეს სამოთხეში, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს იქნები თუ არა ეკლესიაში, იცხოვრებ თუ არა სათნოებებში მარხვითა და ლოცვით, თუ ჩაფლული იქნები უკიდურეს ცოდვებში, თუკი დასასრული ყველას ერთი აქვს?
ჯოჯოხეთი
"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველების ზოგიერთი თავისებურება

შეიძლება დავეთანხმოთ კლემან ოლივიეს, როდესაც წერს, რომ "სულიერი აზრით შეუძლებელია ლაპარაკი ჯოჯოხეთზე სხვებისთვის. ჯოჯოხეთის თემა შეიძლება განხილულ იქნას ტერმინებში "მე" და "შენ". სახარებისეული გაფრთხილება მომართულია ჩემკენ, ააშკარავებს ჩემისულიერი ბედ-იღბლის ტრაგიკულობას" (იხ. Оливье Клеман. Истоки). კარგად არის ცნობილი ამბავი ძველი პატერიკიდან ბერის შესახებ, რომელსაც გამოეცხადა ანგელოზი, რომელსაც ხელში ეპყრა ბერის მიერ განკითხული ძმის სული და ეკითხებოდა: "ჯოჯოხეთის რომელ ადგილას მიბრძანებს მის ჩაგდებას?", რის შემდეგაც ბერმა შეინანა და ანგელოზს შეჰღაღადა: "უფალო, მომიტევე მეც და მასაც!" ღმერთს არ სურს ცოდვილის წარწყმედა. ცხადია, შეუძლებელია ვინმეს წარწყმედა სურდეს მართლმადიდებელ ქრისტიანსაც.

მაგრამ თვით საკითხის დაყენება ცხონების საყოველთაოობაზე არაკორექტულია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ღრმად პიროვნული თემაა და ყოველგვარი კოლექტივიზმი აქ უადგილოა. შეუძლებელია ითქვას: მხოლოდ ხუთი პროცენტის გადარჩენა ეწინააღმდეგება საღმრთო სიყვარულს, ხოლო ორი მესამედი საერთოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, თუ ესქატოლოგიურ საკითხებს მივუდგებით სტატისტიკური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მაშინ, მართლაც, იდეალურად უნდა ვაღიაროთ მხოლოდ ასპროცენტიანი ცხონება. "მაგრამ ეს აზრი სრულიად მცდარია, - ამბობს ბერი ამბროსი ოპტინელი, - რადგან არსად წმიდა წერილში განსაკუთრებული სულიერი უფლებები არ მიეწერება სიმრავლეს და რიცხობრიობას. უფალმა ნათლად აჩვენა, რომ ჭეშმარიტი ეკლესიის კრებითობა არ მდგომარეობს სიმრავლესა და რაოდენობაში, რადგან ბრძანა: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32). წმიდა წერილში არის მაგალითი, რომელიც არ მეტყველებს სიმრავლის სასარგებლოდ. სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი ძის დროს ისრაელის სამეფო დაიყო ორად და წმიდა წერილი ისრაელის ათ ტომს განდგომილად წარმოაჩენს, ხოლო ორ ტომს, უფლის ერთგულად, რომელიც მას არ განუდგა" (Ответ благосклонным к Латинской Церкви). შეგვიძლია გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვებიც იმის შესახებ, რომ ადამიანთა შორის ყველა რომ განდგომოდა უფალს და დარჩენოდა მხოლოდ ერთი მართალი, რომელიც ასეთი გახდებოდა საკუთარი ნებით, ესეც კი გაამართლებდა სამყაროს შექმნას უფლის თვალში.

წმ. ამბროსი მედიოლანელს ეკუთვნის ბრწყინვალე ფრაზა: "ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად ცხონებულიცაა და განკითხულიც" (PL 15. Col. 1224 (20, 58)). ყოველი ადამიანი პოტენციურად შეიძლება ცხონდეს. და არა მარტო ადამიანი. წმ. ბასილი დიდი წერდა, რომ ადამის დაცემამდე სინანულის შესაძლებლობა ჰქონდა ეშმაკსაც კი (Василий Великий, святитель. Творения. М., 1993. Т. 2. С. 321). მეტიც, ცოდვით დაცემიდან უკვე მრავალი საუკუნის შემდეგ ღირ. ანტონი დიდს ღმრთისგან ებოძა სინანულის წეს-განგება ეშმაკთათვის. მაგრამ გასული 16 საუკუნის განმავლობაში ამ წეს-განგების გამოყენების არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი.

ბოროტ სულთათვის სინანული შეუძლებელია არა იმიტომ, რომ მათ ეს აკრძალული აქვთ, და არც იმიტომ, რომ ღმერთს არ ძალუძს მათი პატიება, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თვით ისინი იმდენად ღრმად დამკვიდრდნენ მათ მიერ თავსუფლად არჩეულ განდგომილ მდგომარეობაში, რომ უკვე აღარც სურთ და არც ისურვებენ ღმერთთან დაბრუნებას. ამაში მდგომარეობს წმ. გრიგოლ დიალოგოსის თქმით "მიზეზი იმისა, რომ არ ლოცულობენ ეშმაკთა და მის ანგელოზთათვის, რომლებიც განკითხულნი არიან სამარადისო სასჯელისთვის" (Григорий Двоеслов, святитель. Указ. соч. С. 689).

რა თქმა უნდა, იმგვარი ადამიანების რიცხვი, რომლებმაც შეგნებულად დაუთმეს ეშმაკს საკუთარი ნება და უარყვეს ღმრთის სიყვარული, საბედნიეროდ, არც ისე ბევრია. მაგრამ არსებობს სხვა, რიცხობრივად უფრო დიდი კატეგორია, რომელსაც შევადგენთ ჩვენ, "უბრალო" ცოდვილი ადამიანები, რომლებსაც გვსურს სამოთხეში ყოფნა და მივიჩნევთ, რომ საკუთარი ცხოვრებით უფალს ვემსახურებოდით, მაგრამ საუკუნო სამსჯავროს შემდეგ შეიძლება აღმოვჩნდეთ უარყოფილთა შორის. ახალი აღთქმის ყველა იგავი ესქატოლოგიურია, და ყველა მათგანი ამის შესახებ მეტყველებს. არა მარტო ისინი, ვინც საკუთარ მამად აირჩია სატანა, არამედ ისინიც, ვინც მთელი ცხოვრება ამბობდა: "უფალო, უფალო!" -შეიძლება შევიდნენ საუკუნო სატანჯველში. არა მარტო ისინი, ვინაც უარი თქვა სასუფევლის ტრაპეზობაზე, არამედ ისინიც, ვინც მოვიდა მასზე შეუფერებელი სამოსით, შეიძლება გარესკნელის ბნელში აღმოჩნდეს, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა და საუკუნო ტირილი.

რა უნდა ვქნათ, როდესაც გვესმის, რომ ცოდვით მოწყლულნი ვართ იმდენად, რომ თვითონვე ამ სახარებისეული ჭეშმარიტების განაჩენს ვექვემდებარებით? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვევედროთ უფალს ჩვენი და საკუთარი ახლობლების ცოდვათა მიტევება, ჩვენი საზოგადო ხვედრი მივანდოთ ღმრთის მოწყალებას, მაგრამ არ შეგვიძლია საყოველთაო შეწყალების მოთხოვნა და მას შევუთანაწყოთ ლოგიკური ბაზისი. ჩვენ ყველანი სასჯელს ქვეშა ვართ, ყოველი ჩვენგანი ღირსია გახდეს გაკიცხული, და ნებისმიერი განკითხვა და სასჯელი წინასწარ იმაზე მეტად მოწყალე იქნება, ვიდრე ამას სინამდვილეში ვიმსახურებთ.

მაშ, რა ვქნათ? ვილოცოთ? დიახ. გვქონდეს სასოება? დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენ დანამდვილებით შეუძლებელია ვიცოდეთ ჩვენი ან ჩვენი ახლობლების მომავალი ხვედრი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევიგნოთ ის მოწმობა, რომელიც დაგვიტოვა უფალმა თავის სახარებაში, მივყვეთ მის გაგებას და იმ სწავლებას, რომელსაც ვპოულობთ წმიდა მამათა თხზულებებში.

წმ. ეპიფანე კვიპროსელი; "ორიგენე დაექვემდებარა ცოდვის მიმზიდველობას და მომაკვდინებელი სიტყვები აღმოთქვა... ეს მწვალებლობა ყველა ძველ მწვალებლობაზე უფრო საშინელია. (გარდა ამისა), ის არასწორად ასწავლიდა, რომ ეშმაკი აღდგენილ იქნება თავის პატივში. ხოლო წმ. იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმინდანები გახარებულნი და გაბედნიერებულნი იქნებიან მით, რომ მათ მიეცემათ ეშმაკთან ურთიერთობის შესაძლებლობა ცათა სასუფეველში"  (Панарион. 64. 3, 72).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "ორიგენე არის - მწვალებელი... ის შთავარდა სხეულთა მკვდრეთით აღდგომის მცდარ სწავლებაში; ცდებოდა სულთა მდგომარეობისა და ეშმაკის სინანულის საკითხშიც... მე მისი ცთომილების თანამოაზრე ვიქნებოდი, თუ არ ვიტყოდი, რომ ის შეცდა, და გამუდმებით არ გადავცემდი მას ანათემას" (Письмо к Вигилянцию).

წმ. იოანე ოქროპირი: "ჯოჯოხეთიდან არავის ათავისუფლებენ, იქ ჩამწყვდეულნი სამარადისო ცეცხლში იხრუკებიან და ისეთ ტანჯვას განიცდიან, რომლის აღწერაც შეუძლებელია. თუკი არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერდა იმ მძვინვარე წამებას, რომელსაც განიცდიან აქ, ცეცხლში ჩაგდებული ადამიანები, მით უფრო გამოუთქმელია სატანჯველი, რომელსაც ადამიანები ჯოჯოხეთში განიცდიან. ამქვეყნად, ყოველგვარი ტანჯვა რამოდენიმე წუთში დასრულდება, ხოლო ჯოჯოხეთში დახრუკული ცოდვილი სამარადისოდ იწვის, მაგრამ არ იფერფლება და მისი ტანჯვა არ მთავრდება" (Беседы на Матфея Евангелиста. 43. 4).

ღირ. იოანე კიბისაღმწერელი: "ყველანი, განსაკუთრებით კი დაცემულნი, უნდა უფრთხოდნენ, რათა გულში არ დაუშვან უღვთო ორიგენეს სნეულება; რამეთუ მისი ბილწი სწავლება, რომელიც აგებულია ღმრთის კაცთმოყვარეობაზე, საკმაოდ სიამოვნებთ სიამტკბილობის მოყვარულთ" (Лествица. 5, 41).

ერთ-ერთი ორიგენისტის კითხვაზე ორიგენეს, დიდიმესა და ევაგრეს სწავლებასთან დაკავშირებით, "დასრულდება თუ არა მომავალში სატანჯველი, და ადამიანები, ანგელოზები და დემონები დაუბრუნდებიან თუ არა თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას", ღირ. ბარსონუფი დიდი პასუხობს: " ეს არის წარმართული დოგმატები. ეს არის იმ ადამიანთა ფუჭსიტყვაობა, ვინც საკუთარ თავზე ფიქრობს, რომ არაფერს წარმოადგენენ. ეს არის უსაქმურ კაცთა სიტყვა, ხიბლის გაგრძელება... ამგვარ შეხედულებებს მათი გამზიარებლები მიჰყავს არა ნათლისკენ, არამედ ბნელისკენ. ისინი აღძრავენ არა ღმრთის შიშს, არამედ ეშმაკურ დაიმედებას. მათ შლამიდან კი არ ამოჰყავთ ადამიანი, არამედ, პირიქით, უფრო ღრმად ჩაჰყავთ მასში. ეს არის ღვარძლი, რომელიც სახლიკაცის ველზე დათესა მტერმა... ძმაო, თუ სულის ცხონება გსურს, ნუ მიეცემი ამ სწავლებას, რადგან ღმრთის წინაშე გიდასტურებ, რომ ჩავარდნილი ხარ ეშმაკის მთხრებლში და უკიდურეს წარწყმედაში. მაშ, განუდექ მას და მიჰყევ წმიდა მამათა სწავლებას" (Варсонофий Великий и Иоанн, преподобные. Руководство к духовной жизни в ответах на вопрошения учеников. С. 510-513)

წმ. იოანე მოსხი აღწერს ხილვას, რომელიც მიეცა წმ. კვირიკეს, რომელმაც იხილა როგორ იტანჯებოდა მწვალებელთა შორის ჯოჯოხეთის ცეცხლში ორიგენე (Луг духовный. 26).

ღირ. იოანე დამასკელი: "ორიგენელნი ... ცრუდ ამბობენ, თითქოს ქრისტე და ეშმაკი ბოლოს ერთი ძალაუფლების ქვეშ იქნებიან" (О ста ересях вкратце. 64).

ღირ. ნიკიტა სტითატი: "მწამს აღდგომისა მკვდრეთით და აღვიარებ დაუსრულებელ სუფევას მართალთა უკუნითი უკუნისამდე და იმისა, რომ ცოდვილთა და თვით დემონთა დასჯა გაგრძელდება მარადის და არასდროს შეწყდება, და რომ ცოდვილები და ეშმაკნი კვლავ არ დაუბრუნდებიან პირველქმნილ მდგომარეობას, როგორც ცდებოდა გონებადაბნელებული ორიგენე" (Исповедание веры. 13).

წმ. სიმეონ თესალონიკელი: "ორიგენეს წინააღმდეგ, რომელიც უაზროდ დასაშვებად მიიჩნევდა მდგომარეობის შეცვლას მომავალ საუკუნეში და ასწავლიდა თითქოსდა ბოლო ექნებოდა სასჯელთ, სარწმუნოების სიმბოლოში ნათქვამია: "და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნისასა. ამინ". სახარებაში კი წერია: "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:46) (Писания святых отцев и учителей Церкви, относящиеся к истолкованию Православного Богослужения. СПб., 1857. Т. 3. С. 131).

ასე, რომ ესენი არიან ის მამები (თანაც ყველა როდი დავიმოწმეთ), რომლებმაც განსაზღვრულად დაგმეს ცრუ სწავლება ჯოჯოხეთური სატანჯველის სასრულობის შესახებ. ხოლო იმ მამათა რაოდენობა, რომლებიც უბრალოდ ასწავლიან სატანჯველთა მარადიულობას, უბრალოდ უთვალავია. საკვირველია ე. წ. "ოპტიმისტების" სიჯიუტე, რომლებიც ეკლესიის ესოდენ მრავალ და მკაფიო დადგენილების შემდეგ, წმიდა მამათა ესოდენი უხვი მოწმობებისა და სწავლებების, და თვით წმიდა წერილის პირდაპირი მითითებების შემდეგ კიდევ აგრძელებენ ჯიუტობას და ამტკიცებენ, თითქოსდა ცრუსწავლება ჯოჯოხეთურის სატანჯველის სასრულობის შესახებ "არასოდეს იყო უარყოფილი ეკლესიის მიერ" და "ის არაფერში ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას". რა გულით კითხულობენ ასეთი ადამიანები ყოველ საღამოს ლოცვით განაწესს, სადაც წერია: "უფალო, ამარიდე საუკუნო სატანჯველი" (წმ. იოანე ოქროპირის ლოცვა) და "მსჯავრისა შენისა მეშინის, უფალო, და საუკუნო სატანჯველისა" (ლოცვა ღირ. იოანე დამასკელისა).
ჯოჯოხეთი
"ოპტიმისტური პატროლოგია"

"საყოველთაო ცხონების" მრავალი თანამედროვე მომხრე ცდილობს გაამართლოს ის წმიდა მამათა დამოწმებით, რომლებიც თითქოსდა ამ ცდომილების მომხრენი იყვნენ. მოდი, განვიხილოთ, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მცდელობა.


წმ. გრიგოლ ნოსელი

წმ. გრიგოლი - მართლმადიდებელ წმინდანებს შორის ერთადერთია, ვინც განსაზღვრულად ასწავლიდა ჯოჯოხეთის სატანჯველთა სასრულობის შესახებ. და ეს ფაქტი, "ოპტიმისტური ღვთისმეტყველების" მომხრეთათვის უცვალებელი სპეკულაციის საგანია. მოვიტანთ ორ მაგალითს.

"VI მსოფლიო კრებამ წმ. გრიგოლ ნოსელი "წმიდა და ნეტარ მამათა" რიგში ჩარიცხა, ხოლო VII მსოფლიო კრებამ მას "მამათა მამა"-ც კი უწოდა. რაც შეეხება 543 წლის კონსტანტინოპოლისა და V მსოფლიო საეკლესიო კრებებს, რომლებზეც დაიგმო ორიგენიზმი, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ, მართალია, გრიგოლ ნოსელის სწავლება საყოველთაო ცხონებაზე საკმაოდ კარგად იყო ცნობილი ორივე კრების მამებისთვის, ის მაინც არ გაუტოლეს ორიგენიზმს. კრებათა მამებს შეგნებული ჰქონდათ, რომ არსებობს საყოველთაო ცხონების ერეტიკული გაგება (ორიგენესეული აპოკატასტაზისი, "რომელიც კავშირშია" სულთა წინარე არსებობის იდეასთან), მაგრამ არსებობს მისი მართლმადიდებლური გაგებაც, რომელიც კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს ეფუძნება (იხ. 1 კორ. 15:24-28) (Иларион (Алфеев), иеромонах. Мир Исаака Сирина. М., 1998. С. 308).

"ღმერთს სურს ყველა ადამიანთა ცხონება. ვიჯერებთ თუ არა იმას, რომ ღმრთის ჩანაფიქრი განიცდის წარუმატებლობას? თუ ჩვენ შეიძლება გვქონდეს სასოება საბოლოო აპოკატასტაზისისა - ყველა საგნის "აღდგენისა", რომელშიც ყველა გონიერი ქმნილება (ეშმაკის ჩათვლით) ცხონებულ იქნება. საყოველთაო ცხონების სწორედ ასეთ სწავლებას იცავდა ორიგენე. ამისთვის განიკითხა ის V მსოფლიო საეკლესიო კრბამ. წმიდა გრიგოლ ნოსელიც გამოხატავდა ეშმაკის საბოლოო ცხონებისადმი რწმენას. მაგრამ ამას უფრო ფრთხილად აკეთებდა, ამიტომაც არ იქნა განკითხულ. ასე, რომ "აპოკატასტაზისის" შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებაში (თავშეკავებულ ვარიანტში) მას კანონიერი ადგილი უკავია" (Каллист (Уэр), епископ. Понимание спасения в православной традиции // Страницы. 1996. № 3. С. 34).

როგორც დამოწმებული ციტატებიდან ჩანს, "ოპტიმისტი ღვთისმეტყველების" ლოგია ერთია: თუ განკითხული არ არის - მაშასადამე, მოწონებულია (5).

__________

5. ეს მეტად უცნაური არგუმენტია. როდესაც ორიგენესთან ერთად სულთა წინარეარსებობის იდეა განიკითხეს, V მსოფლიო საეკლესიო კრების მამებმა ამასთან ერთად არ ახსენეს ნემეზიოს ემესელი, რომელიც ასევე მისდევდა ამ ცთომილებას. მაშ, შეიძლება თუ არა ამ ფაქტზე დაფუძნებით გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეკლესიამ ეს იდეა დაგმო მხოლოდ ორიგენეს ინტერპრეტაციაში, "მაგრამ არსებობს მისი მართლმადიდებლური გაგებაც" ნემესიოსის ინტერპრეტაციაში?

__________

მაგრამ არის კი ასე სინამდვილეში? და როგორია ნამდვილი საეკლესიო დამოკიდებულება დიდი ნოსელი მღვდელმთავრის ესქატოლოგიური სწავლებისადმი? მოვიტანოთ წმიდა მამათა შეხედულებების მოკლე მიმოხილვა ამ საკითხზე.

ღირ. ბარსონუფი დიდს ერთხელ ჰკითხეს წმიდა გრიგოლის ამგვარი აზრის შესახებ, რომელსაც სანამ ჰკითხავდნენ მართლმადიდებლობიდან აშკარა გადახვევად მიიჩნევდა. ღირ. ბარსონუფიმ უპასუხა: "ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ ღმრთის მთელი სიღრმეების წვდომა... წმიდა მამა ზემოთხსენებულ შეხედულებებზეც რომ მსჯელობდეს, თავისი სიტყვების ზეგარდმო დასტური მაინც არა აქვს, და ისინი მომდინარეობდნენ მისი ადრინდელი მოძღვრებისგან, რომელთა განსწავლულობასა და სიბრძნესაც ის ენდობოდა, მაგრამ ღმერთს არ ეკითხებოდა, ჭეშმარიტია თუ არა იგი" (Варсонофий Великий и Иоанн, преподобные. Руководство к духовной жизни. М., 1995. С. 388).

წმიდა გრიგოლ ნოსელის დამოწმება რომ ვერ გაამართლებს საყოველთაო ცხონების მწვალებლობას დასტურდება წმიდა კვირიკე განშორებულის(VI ს.) პასუხითაც, რომელიც, როდესაც სუქსის ლავრაში "ხუთი წელი ებრძოდა ორიგენეს მიმდევრებს", და, როდესაც წმიდა კირილე სკიტოპოლელმა შენიშნა, რომ ორიგენისტები თავის გასამართლებლად წმიდა გრიგოლ ნოსელის ავტორიტეტს იმოწმებენ, და ამბობდნენ, რომ "სწავლება სულთა წინარეარსებობისა და აღდგენის შესახებ უსაფრთხოა", პასუხობდა, რომ მათი სწავლება, რომელთა შორისაც არის აპოკატასტასისი, "უსაფრთხო კი არა საშიშია, მავნეა და ღმრთისმგმობია... ღმერთმა ამ მწვალებლობის სიბილწეზე გამოცხადებით მიმითითა" (Палестинский Патерик. Вып. 7:Житие преподобного Кириака Отшельника. СПб., 1899. С. 17).

წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელიც უარყოფითად ეხმაურება ამ საკითხს, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს, რომ ორიგენისტებს შეეძლოთ შეერყვნათ წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლება: "მათ, ვისაც მოსწონდა ის უაზრობა, თითქოსდა დემონთა და ადამიანთათვის, რომლებიც ექვემდებარებიან საუკუნო დასჯას, ოდესღაც გათავისუფლების ჟამი მოვა... ხელი მიჰყვეს მის (წმიდა გრიგოლ ნოსელის - "აპოკ". რედ.) წმიდა და საღ თხზულებებს და მას ორიგენული ბოდვის ბნელი და წარმწყმედელი შხამი შეურიეს" (Макарий (Оксиюк), митрополит. Эсхатология святого Григория Нисского. М., 1999. С. 565).

წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებებიდან ვრცელი ამონარიდების დამოწმების შემდეგ ბრძანებს: "განა ჩვენ მართებულად არ ვიქცევით, რომ არ ვღებულობთ წმ. გრიგოლ ნოსელის ამგვარ სიტყვებს, და მათ ან ნაყალბევად ან კიდევ, თუ ისინი ნამდვილია, არ შევიწყნარებთ როგორც საწინააღმდეგოს წმიდა წერილისა და საერთო დოგმატებისა?" (Марк Ефесский, святитель. Второе слово против чистилища / Амвросий (Погодин), архимандрит. Святитель Марк Ефесский и Флорентийская уния. Нью-Йорк, 1963. С. 132).

იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "წმიდა გრიგოლ ნოსელმა, როგორც ადამიანმა, ოდნავ გადაუხვია სწორ სწავლებას და ისიც იმ დროს, როდესაც ეს სწავლება დავის საგანი იყო და საბოლოოდ არავის განუკითხავს და საპირისპირო სწავლებით მხოლოდ V მსოფლიო კრებაზე გაბათილდა; ასე რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თვითონ, როგორც ადამიანი ჭეშმარიტების სიზუსტეში შეცდა... მაგრამ V მსოფლიო კრებამ ასეთი აზრი (ტანჯვის სასრულობის შესახებ) ყველა სწავლებაზე არაადამიანურად გამოაცხადა და, როგორც ეკლესიისთვის და მოსაგრეთა ღვაწლისთვის საზიანო, ანათემას გადასცა... ამრიგად, ეს გამონათქვამები, თუ ის ნამდვილად საკვირველი გრიგოლის ნათქვამია... მაინც დამაჯერებელი ვერ იქნება ჩვენთვის, ვინც შევცქერით ეკლესიის საზოგადო გადაწყვეტილებას და ვინც ვხელმძღვანელობთ საღმრთო წერილით, და არა იმას, თუ რას წერდა ყოველი მოძღვარი გამომდინარე საკუთარი შეხედულებიდან" (Марк Ефесский, святитель. Второе слово против чистилища. С. 129).

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც უარყოფს აზრს აპოკატასტასისის შესახებ, მიიჩნევდა, რომ წმ. გრიგოლ ნოსელთან ეს ტერმინი "გამოიყენება ადამიანის შემეცნებით ძალთა აღდგენის აზრით, რომელიც მოვა ჭეშმარიტებისადმი მართებული დამოკიდებულების იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი საკუთარი შემოქმედის ხელიდან გამოვიდა " (Макарий (Оксиюк), митрополит. Эсхатология святого Григория Нисского. С. 575).

ხოლო საზოგადო საეკლესიო დამოკიდებულება ერთი ფრაზით გამოთქვა წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელმა: "ის, რაც წმ. გრიგოლ ნოსელთან არის ნათქვამი საყოველთაო აპოკატასტასისის შესახებ ((περι άποκατάστασις), ეკლესიის მიერ არ მიიღება" (Photius. Bibliotheque. Ed. R. Henry, IV vol. Paris, 1965. P. 291a). არ მიიღება იმისდა მიუხედავად, ეს მწვალებელთა ინტერპოლაციაა, თუ დიდი და ძველი წმინდანის საკუთარი შეხედულება.

ასე რომ სრულიად ცხადია წმიდა მამათა ერთობლივი და თანხმიერი დამოკიდებულება წმ. გრიგოლ ნოსელის ესქატოლოგიის თავისებურებებთან და სპეკულაციის არავითარ საფუძველს არ იძლევა: ეს თავისებურებები ცნობილი იყო და დაიგმო კიდევაც.


ღირ. ისააკ ასურელი

დიდი ინტერესი მართლმადიდებელ ქრისტიანებში გამოიწვია ღირსი ისააკ ასურის მეორე ტომის გამოჩენამ, რომელიც მკითხველს წარმოუდგინეს, როგორც უძველესი დაკარგული ნაშრომი ღრმად პატივცემული ღირსი მამისა.

მაგრამ ახალაღმოჩენილი ტექსტის გაცნობამ მართლმადიდებელ მკითხველში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. აღშფოთების მიზეზი გახლდათ ის, რომ ღირსი ისააკ ასური თავის პირველ ტომში ჯოჯოხეთის სატანჯველს მარადიულს უწოდებს (1, 58), ხოლო მეორე ტომის ავტორი ასეთ გამონათქვამებს ღვთის გმობად ნათლავს.

არ შევუდგებით დეტალურ განხილვას ამ ორი ტომისა, ვინაიდან ვფლობთ მხოლოდ სრული ტექსტების ამონარიდებს და არა თავად დედნებს. თუმცა, ტექსტის წყაროები აბსოლუტური სიზუსტითაა მი-თითებული.

მაგალითად, მეორე ტომის ავტორი მიიჩნევს, რომ "მაცხოვარი არა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის გამო ეცვა ჯვარს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სამყაროს შეეცნო იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც ღმერთს გააჩნია ქმნილების მიმართ." (ИИ ტ. 3).

მეორე ტომში ასევე ვკითხულობთ, რომ "ადამსა და ევას რომ არც დაერღვიათ მცნება, ღმერთი მათ მაინც არ დატოვებდა ედემში მარადიულად (ИИ ტ. 39). პირველი ტომის ავტორისთვის ასეთი აზროვნება აშკარად მიუღებელია, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ სამოთხიდან ადამისა და ევას განდევნა "ეშმაკის რჩევის" შედეგად მოხდა" (1 ტ. 83).

განსაკუთრებით მკაფიო განსხვავება ამ ორ ტომს შორის საიქიო ხვედრის სწავლებაში შეინიშნება. მეორე ტომის ავტორი დარწმუნებულია, რომ მარადიული სატანჯველი რაღაც გარეგნული და ალეგორიულია როგორც ცოდვილთან, ასევე ღმერთთან მიმართებაში; რომ ასეთი ტანჯვა გამორიცხავს ღვთაებრივ სიყვარულს და ეწინააღმდე-გება მას.

ღირსი ისააკ ასური პირიქით მიიჩნევს, რომ თავად ღვთაებრივი სიყვარულია სასჯელი მოუნანიებელი ცოდვილებისათვის.

თუ პირველი ტომის ავტორი, ავტორიტეტულ მამებად მოიხსენიებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველსა და წმ. კირილე ალექსანდრიელს, მეორე ტომის ავტორი ავტორიტეტად მონოფიზიტ თეოდორე მოფსუესტიელსა და დიოდორე ტარსელს მიიჩნევს.

იღუმენი ილარიონი (ალფეევი), მთარგმნელი მეორე ტომისა, ამბობს: "ღირსი ისააკ ასურის სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის სწავლების დოგმატურ გამოხატულე-ბად, მაგრამ ის გამოხატავს ქრისტიანულ იმედს, რომელიც (მისი აზრით) დამახასიათებელი იყო მრავალი წმინდანისათვის". ეს აშკარა სიცრუეა.

ყველაზე შემაშფოთებელი აზრები მეორე ტომის 194-216 გვერდებ-ზეა გამოთქმული. მთარგმნელი მას "თავისებურ ესქატოლოგიას" უწოდებს. სინამდვილეში ეს წმიდა წყლის ორიგენიზმია. "იმისათვის კი არ შექმნა ღმერთმა გონიერი არსება, რომ უმოწყალოდ მისცეს მარადიულ სატანჯველად." (ИИტ. გვ. 201). "არც დემონები დარჩებიან თავის დემონურ მდგომარეობაში, არც ცოდვილები - ცოდვებში, არამედ იქნებიან ერთიან, თანასწორ, სრულყოფილ მდგომარეობაში, სადაც ანგელოზები იმყოფებიან" (ИИ ტ. გვ. 211).

მკითხველის ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილეთ, რომლებიც ეხმიანება ჩვენს თემას. ამ ორ წიგნს შორის სხვა მრავალი განსხვავებაცაა.

ერთი რამ ცხადია: მეორე ტომი მთლიანად ორიგენისტულ-ნესტორიანული ფალციფიცირებაა.

წმიდა მამათა ზოგიერთი აზრი შესაძლოა შეცდომაც იყოს. თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდი მამების ყოველი სიტყვა, გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ, წმ. მარკოზ ეფესელის თქმით: "რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე?". ამ შემთხვევაში პაპისტური შეხედულების საფრთხე დაგვემუქრება, გაუცნობიერებლად შევქმნით ახალ საბაბს პაპის უცდომელობის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ნებისმიერ რომაელ-კათოლიკეს სრულიად ლოგიკურად შეუძლია გვისაყვედუროს, თუკი აღიარებთ წმიდა მამის უცდომელ აზროვნებას, რატომ პაპის უცდომელობასაც არ აღიარებთ?!

დავასკვნით: წმ. მამები რელიგიურ საკითხებში ყველაზე საიმედო ხელმძღვანელები არიან. მათ თხზულებებში მოციქულთა გადმოცემაა, წმიდა დოგმატები და კანონებია დაუნჯებული და დაცული. საღვ-თისმეტყველო საკითხების შესახებ ყოველგვარი კამათი, პოლემიკა, წმ. მამათა სწავლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ჭეშმარიტების აუცილებელ მტკიცებად არა ცალკეული მამის კერძო აზრი, არამედ მხოლოდ წმიდა მამათა ერთსულოვანი აზრი გამოდგება, მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასათვის მისაღები, ვით უცდომელი კანონი, რომლის შესრულება მაცხონებელი მნიშვნელობისაა. ვინც წმიდა მამათა თხზულებებს მრუდედ განმარტავს და მათ მნიშვნელობას დააკნინებს, განწირულია მომავალ ცხოვრებაში, ვინაიდან ეკლესიის სწავლება დროისა და მოვლენების კვალდაკვალ არ იცვლება (წმ. მამათა დისკრეტიზაციის მცდელობანი. http://xareba.net/1552-tsm-mamatha-dиskretиzacииs-mcdelobanи.html).


დასკვნა

მოცემულ ნაშრომში ჩვენ დავიმოწმეთ წმიდა წერილის მთელი რიგი ადგილები, ასევე კრებითი დადგენილებები: რომის, ალექსანდრიის, იერუსალიმის და 400 წლის კვიპროსის კრებისა, კონსტანტინოპოლის 543 წლის, V მსოფლიო კრების, 649 წლის ლატერანის, 1084 წლის კონსტანტინოპოლის კრებებისა, ასევე ისეთი წმიდა მამების გამონათქვამები, როგორებიც იყვნენ: ირინეოს ლიონელი, ათანასე დიდი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპროსელი, ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, წმ. იუსტინიანე დიდი, წმ. გრიგოლ დიალოგოსი, ღირ. კვირიკე განშორებული, ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე, იოანე კიბისაღმწერელი, მაქსიმე აღმსარებელი, გერმანე კონსტანტინოპოლელი, იოანე დამასკელი, თევდორე სტოდიელი, ფოტი კონსტანტინოპოლელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნიკიტა სტითატი, ღირ. გრიგოლ სინელი, წმ. სიმეონ თესალონიკელი, მარკოზ ეფესელი, და სხვები, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ ცოდვილთა მომავალი სატანჯველი - რეალობაა, რომელსაც ბოლო არ ექნება, და რომ საწინააღმდეგო აზრი ცთომილებაა. ვფიქრობთ, რომ იმათთვის, ვისაც გულწრფელად სურს მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტი აზრის გაგება, ეს ყოველივე საკმარისზე მეტია.

წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Georgij_Maksimov/vechny-li-adskie-muki
ჯოჯოხეთი
Назад к содержимому