აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ღმერთი, როგორც მთელი კაცობრიობის სამართლიანი მსაჯული
ავტორი: მღვდელი ოლეგ დავიდენკოვი.
სწავლება ქრისტეს მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულის და საყოველთაო სამსჯავროს შესახებ, რომელიც უშუალოდ მოსდევს მეორედ მოსვლას, არის გამოცხადების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მეორედ მოსვლის დღეს წმიდა წერილი უწოდებს: უკანასკნელს, საუკუნისა დასამყაროს აღსასრულს, ღმრთის დღეს, როდესაც ის სამართლიანად განსჯის მთელს სამყაროს, უდიდეს დღეს, დღეს მსჯავრისა, უფლის დღეს და დღეს უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
სწავლება ქრისტეს მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულის და საყოველთაო სამსჯავროს შესახებ, რომელიც უშუალოდ მოსდევს მეორედ მოსვლას, არის გამოცხადების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მეორედ მოსვლის დღეს წმიდა წერილი უწოდებს: უკანასკნელს, საუკუნისა დასამყაროს აღსასრულს, ღმრთის დღეს, როდესაც ის სამართლიანად განსჯის მთელს სამყაროს, უდიდეს დღეს, დღეს მსჯავრისა, უფლის დღეს და დღეს უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მეორედ მოსვლის ჟამი უცნობია
ამის შესახებ გვამცნებს თვით უფალი, იესუ ქრისტე: " მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36); " მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42). უფალი, თავისი ამაღლების წინ მოციქულებს ასე არიგებს: " თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7).
ქრისტეს მოსვლა კაცთა მოდგმის უმეტესობისთვის მოულოდნელი იქნება, "დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით" (1 თესალონიკ. 5:2). ანალოგიურ სიტყვებს ვხვდებით პეტრე მოციქულის მეორე კათოლიკე ეპისტოლეშიც: "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტ. 3:10). "ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:44); "მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლუკა 21:36). "და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:37-
მეორედ მოსვლის ნიშნები
წმიდა წერილი ლაპარაკობს შემდეგ ნიშნებზე:
სახარების გავრცელება მთელს დედამიწაზე
წმიდა წერილი ლაპარაკობს შემდეგ ნიშნებზე:
სახარების გავრცელება მთელს დედამიწაზე
სამყაროს აღსასრული მანამ არ დადგება, სანამ არ "... იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14).
ისრაელის მოქცევა ქრისტეკენ
რომაელთ მიმართ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ბოლო ჟამს ისრაელი გადარჩება, რადგან ის ქრისტეკენ მოექცევა. წმ. მოციქული ამბობს: "რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს" (რომ. 11:25-
წინასწარმეტყველ ილიას მოვლინება
"...აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე" (მალაქია 4:5). უფალმაც დაადასტურა ეს წინასწარმეტყველება: " ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს" (მათე 17:11; იხ. აგრეთვე მარკოზი 9:12). როგორც იოანე ნათლისმცემელი იყო უფლის პირველი მოსვლის წინამორბედი, ასევე ილია იქნება მისი მეორედ მოსვლის წინმსწრობი. იოანე გამოჩნდა "ილიას სულითა და ძლიერებით", როგორც ეს მართალ ზაქარიას ანგელოზმა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა: "ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის -
ბოროტების მომძლავრება
უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია უღმრთოებასა და ანტიქრისტეანობაზე. ბოლო ჟამის უკეთურებას წმ. მოციქული პავლე უწოდებს უსჯულოების საიდუმლოსა და განდგომას (ბერძნ. apostasia) (2 თესალონიკ. 2, 3 და 7).
ბოროტების მომძლავრების ნიშნები:
ცრუქრისტეებისა და ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა; ასევე, ცრუ სწავლებების გავრცელება
"ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:5); "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11); "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1); "მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას" (2 ტიმ. 4:3).
ზნეობის დაცემა
"და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:10). სიძულვილი და განყოფა თვით ოჯახებსაც კი შეეხება: "და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა -
ამ დროს გაბატონდება უსასოობის, უდებების, გაურკვევლობისა და შიშის სული (ლუკა 21:25-
საზოგადოებრივი უბედურებები და ომები
" გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-
ბუნებრივი კატაკლიზმები
საზოგადოებრივ-
უშუალოდ ქრისტეს მოსვლის წინ ეშმაკი აღძრავს სიცრუისა და ბოროტების განსაკუთრებულ იარაღს -
ანტიქრისტე და მისი მოსვლის დრო
სწავლება ანტიქრისტეს შესახებ წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის მიხედვით
თვით თავსართ "ანტი"-
წმ. წერილში ეს სახელწოდება გამოიყენება ორგვარი აზრით. სიტყვის ფართე მნიშვნელობით "ანტიქრისტედ" იწოდება ყოველი, რომელიც "უარყოფს მამასა და ძეს" (1 იოანე 2:22), "ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:3), ანუ ყოველი, ვინც უარყოფს იესუ ქრისტეს ღმერთკაცობასა და ღმრთის ძეობას, შეიძლება იწოდოს ანტიქრისტედ. ამ აზრით ითქვა, რომ "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). მაგრამ, სიტყვის მკაცრი გაგებით, ეს სახელწოდება გამოიყენება კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე" (1 იოანე 2:18).
ისტორიაში მრავალგზის გამოუთქვამთ აზრი, რომ ანტიქრისტე არ არის პიროვნება, არამედ ეს არის ერთგვარი ღმერთს დაპირისპირებული ძალა. ასეთ აზრს გამოთქვამდა, მაგალითად, მარტინ ლუთერი; რუსეთში ამ აზრს იზიარებენ ე. წ. "ბეზპოპოვცები". წმ. იოანე დამასკელი, თავის თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა... წიგნი 4-
წმ. წერილი ანტიქრისტეზე, როგორც კონკრეტულ პიროვნებაზე ასწავლის:
"ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:3).
გადმოცემით, ანტიქრისტე გამოვა იუდეველი ხალხისგან და იქნება დანის, იაკობის 12 შვილიდან, ერთ ერთის შთამომავალთაგან. პატრიარქ იაკობის წინასწარმეტყველება დანისა და მის შთამომავალთა შესახებ ასე ჟღერს: "გველი იქნება დანი გზაზე, უნასი -
იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფსისი) ჩამოთვლილია ისრაელის ყველა ტომი, რომლებიც უფლის მიერ არიან აღბეჭდილნი, მაგრამ მათ შორის დანი არ მოიხსენიება, რაც ასევე განიხილება როგორც მითითბა იმაზედ, რომ დანის ტომიდან იქნება ანტიქრისტე (იხ. გამოცხ. თ. 7).
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ანტიქრისტე იქნება განკაცებული სატანა: ისევე, როგორც უფალი განკაცდა ქალწულ მარიამისგან, სატანაც, ბოლო ჟამს განკაცდება მეძავი დედაკაცისგან და ადამიანად მოგვევლინება. მართლმადიდებლური ეკლესია არ იზიარებს ამ აზრს. წმ. იოანე დამასკელი თავის ზემოთხსენებულ თხზულებაში ამბობს: "ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუმც იყოფინ!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი" (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV, თ. 26). წმ. იოანე დამასკელის სიტყვები ანტიქრისტეს შესახებ თანხმიერია წმ. წერილისა, რომელიც ბრძანებს, რომ ანტიქრისტე "მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9).
ანტიქრისტეს სახელი უცნობია, ცნობილია მხოლოდ მისი სახელის რიცხვი -
მოვლენა, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ანტიქრისტეს მოსვლას, იქნება "შემკავებლის აღხოცვა წრიდან". წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). ეს სიტყვები გააზრებულ უნდა იქნეს ბერძნული ტექსტის მიხედვით. 6-
აქ გამოყენებულია მამრობითი სქესი, რაც უთითებს იმაზე, რომ მამრობითი სქესის პირზეა ლაპარაკი. მოციქულთან ვერ ვხვდებით ამ სიტყვის უშუალო განმარტებას, ამიტომ, სიტყვაში "შემკავებელი", და "მპყრობელი" შეიძლება გავიგოთ გარკვეული პოლიტიკური ან რელიგიურ-
ანტიქრისტეს შებრძოლება ქრისტეს სამეუფოსთან და უფლის მიერ მისი დამარცხება
წმ. იოანე დამასკელის თქმით (მართლმ. სარწმ. ზუსტი გადმოცემა IV, თ. 26) ანტიქრისტე "აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება". ის შეებრძოლება ყველა რელიგიას და "მოვა თავისი სახელით" (იოანე 5:43). მოციქული პავლე ამბობს, რომ ანტიქრისტე არის "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4), ანუ ის საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად, როგორც ქრისტეანული, ასევე წარმართული გაგებით და ყველა რელიგიის მხრიდან მოითხოვს თაყვანისცემას.
გამოცხადების (აპოკალიფსისის) თანახმად, ანტიქრისტეს განსაკუთრებული და დამახასიათებელი ნიშანი იქნება ღმრთის გმობა და მკრეხელობა: " მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:5-
ზუსტად რომელ ტაძარზეა აქ ლაპარაკი ძნელი სათქმელია -
ქრისტეანობასთან და ყველა თავის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ანტიქრისტე გამოიყენებს შემდეგ საშუალებებს: მას დაეხმარებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც "მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24); ანტიქრისტეს მოსვლა იქნება: "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9).
ანტიქრისტეს ექნება უზარმაზარი ძალაუფლება. სატანა მისცემს მას "...თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას" (შეად. გამოცხ. 13:2). რომელი ხელმწიფება და ძალა იგულისხმება ამ მუხლში? თვით სატანა ამბობს თავისი ხელმწიფების შესახებ: "და უთხრა მას (ქრისტეს -
ანტიქრისტეს ხელმწიფება იქნება მსოფლიო: "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7). ძველ აღთქმაში ანტიქრისტეს წინასახეს წარმოადგენს მძლავრი, ყოვლისგამანადგურებელი დამპყრობი (დან. 7:8, 11). ამგვარი დამპყრობი იყო იუდეველთა ცნობიერებაში ანტიოქოს ეპიფანე. ანტიქრისტესეული დევნულება განსაკუთრებით სასტიკი იქნება ქრისტეანთათვის. ის გამოსცემს დეკრეტს, "მოკლან ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:5).
აპოკალიფსისში (თ. 11) მოთხრობილია ორი მოწმის მკვლელობის შესახებ, რომლებიც ამხელენ ანტიქრისტეს ხელმწიფებას. იმ პერიოდში ქრისტეანები სამოქალაქო უფლებების ვერ ისარგებლებენ: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი -
ამ დროის ეკლესია იძულებული იქნება დაიმალოს "უდაბნოში" (გამოცხ. თ. 12). მიუხედავად მძიმე ჯამისა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ ეკლესიას" (მათე 16:18) და ევქარისტული მსხვერპი არ შეწყდება ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე (1 კორ. 11:26). წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით, ანტიქრისტეს ზემოქმედება განსაკუთრებულად ძლიერი იქნება წარწყმედულთათვის, მათთვის, ვინაც "არ შეიწყნარა ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:10).
ანტიქრისტეს ხელმწიფება მრავალ აიმხედრებს და დაიწყება აშკარა, მისი საწინააღმდეგო მოძრაობა. აპოკალიფსისში ლაპარაკი ორ მოწმეზე, რომლებიც იწინასწარმეტყველებენ 1260 დღე. გადმოცემის მიხედვით, ერთ ერთი ამ წინასწარმეტყველთაგანი არის -
ანტიქრისტეს წინააღმდეგ ადამიანებს საღმრთო შეწევნაც მოევლინებათ (მაგალითად, აპოკალიფსისი გვამცნებს შვიდი ანგელოზის შესახებ, რომელთაც ხელთ უპყრიათ შვიდი წყლულება (გამოცხ. 15:16)). გარდა ამისა, საღმრთო განგებულებით, რჩეულთა გამო (რომლებმაც შეინარჩუნეს წმიდა სარწმუნოება) შემოკლდებიან ის დღენი (მათე 24:22). თუმცა სატანის ძალის დამარცხება ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელი იქნება: "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა" (გამოცხ. 13:7).
დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტეს ხელმწიფება სამნახევარი წელიწადი გაგრძელდება (დან. 7:25). გამოცხადებაც 42 თვეზე (გამოცხ. 11:2; 13:5), ანუ 1260 დღეზე ლაპარაკობს (გამოცხ. 12:6), რაც შეადგენს სამწელიწადნახევარს. ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები თავიანთ წინასწარმეტყველებებში იყენებდნენ დროის განსაკუთრებულ ზომას, ე. წ. წინასწარმეტყველურ წელიწადს, რომელიც ზუსტად 360 დღეს უდრის. ამგვარად, ანტიქრისტეს მეფობის ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელიწადსა და ნახევარს -
ანტიქრისტეს უშუალოდ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე დაამარცხებს თავისი მეორედ მოსვლით: "უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). აპოკალიფსისში ნათქვამია: "შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს" (გამოცხ. 19:20-
ქრისტეს მეორედ მოსვლა
მეორედ მოსვლას ბერძნულად ეწოდება "parousia" ("პარუსია". ლათ.: "adventus"). მაცხოვრის მეორედ მოსვლა, მისი ამქვეყნად პირველი მოსვლისგან განსხვავებით, იქნება დიდებითა და ბრწყინვალებით -
იმ დღეს, ანუ იმ დიად დღეს მეორედ მოსვლისა, ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი (მათე 24:30). წმ. წერილი არ აკონკრეტებს თუ რა ნიშანია ეს, მაგრამ, გადმოცემის მიხედვით ეს იქნება ჯვარი. მაცხოვრის მოსვლა იქნება გრძნობითი, ადამიანურ ხორცში. ქრისტეს ამაღლების შემდეგ, ანგელოზებმა მოციქულებს ამცნეს: "კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:11). უფალი მოვა ანგელოზთა გარემოცვით (მათე 16:27; იუდ. 14).
მოციქული პავლე ქრისტეს მოსვლას ადარებს საყვირით ჯარის შემოკრებას ან საიუბილეო წლის უწყებას (საყვირებით): "თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით..." (1 თეს. 4:16). მაცხოვრის მოსვლა იქნება საყოველთაო და ყველასთვის სახილველი -
ადამიანების დამოკიდებულება ქრისტეს მეორედ მოსვლისადმი განსხვავებული იქნება
"ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა" (ლკ. 21:28). მართალთათვის ეს მოსვლა იქნება შვების მომტანი, გამოხსნა და ბედნიერება, ხოლო გარეშეთათვის, ანუ მათთვის, ვინც არ არის ქრისტეანი, ქრისტეს მოსვლა კარგს ვერაფერს მოუტანს, ამიტომაც "მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი" (მთ. 24:30).
მიცვალებულთა აღდგომა და მისი სინამდვილე
ვრცელი კატეხიზმო (§ 11) განმარტავს, რომ აღდგომა არის: "... ღმრთის ძლიერების მოქმედება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილ ადამიანთა სხეულები კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, გაცოცხლდებიან, იქნებიან სულიერნი და უკვდავნი". ამგვარად, აღდგომა -
მიცვალებულთა აღდგომის შესახებ მთელი სიცხადით არის ნათქვამი წინასწარმეტყველთა წიგნებში. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: "გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას" (ეს. 26:19); "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2); ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში (37:1-
ახალ აღთქმაში აღდგომისადმი რწმენა აშკარად არის გამოხატული: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება" (ინ. 5:25); "... მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (ინ. 6:40). ეს ნათქვამია ღმრთის ძისადმი მორწმუნეთა მიმართ, იგივე სიტყვები (ინ. 6:54) ეხება მათ, ვინც ეზიარება ქრისტეს უპატიოსნეს სისხლსა და ხორცს: "ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (ინ. 6:54).
მოციქულ პავლესთან ნათქვამია: "ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა.." (1 კორ. 15:16-