უსჯულოება > ცრუსწავლებანი
ზაქირ ნაიკის ანტიქრისტეანული დემარში
წინათქმა
არცთუ დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელ "Facebook"-ში, ჩვენი საიტის გვერდებზე ("აპოკალიფსისი" და "აპოკალიპტური მოვლენები") მეგობრებმა მოგვაწოდეს ვიდეო (სამწუხაროდ, ეს ვიდეო ამჟამად მიუწვდომელია), რომელზეც ასახულია მუსლიმი პროპაგანდისტის, ზაქირ ნაიკის (Zakir Naik) ანტიქრისტეანული გამოხდომა. მეგობრებმა გვთხოვეს განგვემარტა მუსლიმი პოლემისტის გამოსვლა და მიგვეთითებინა, თუ რაში მდგომარეობს მისი ქადაგების მზაკვრული მხარეები.
როგორც ვიდეოდან ჩანს, მუსლიმთა შეკრებაზე მისული ერთი ქრისტიანი გოგონა (რომაელი-კათოლიკე) კითხვას აძლევს მუსლიმ მქადაგებელს: "მოხვდება თუ არა ის ჯოჯოხეთში, თუ ის ქრისტიანად დარჩება და ისლამს არ მიიღებს"? გოგონას თქმით: "ასე არწმუნებენ მას თავისი მუსლიმი მეგობრები". მქადაგებელი პასუხობს: "თქვენ თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ბრძანდებით, თქვენ თუ ჭეშმარიტად მისდევთ ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას, ალლაჰის ნებით სამოთხეში მოხვდებით"...
ერთის შეხედვით ეს არის მუსლიმი მქადაგებლის გამაოგნებელი განცხადება, მაგრამ ნუ მოტყუვდებით... სოფისტიკისა და არაკორექტული პოლემიკისთვის დამახასიათებელი "ლოგიკით" მუსლიმი პოლემისტი თავიდანვე ცდილობს ქრისტეანი მსმენელის გაოგნებას, და ის ნამდვილად მოტყუვდება, თუ არ დასვამს კითხვას: "ვის გულისხმობს ის ჭეშმარიტ ქრისტეში და როგორ ესმის მას ჭეშმარიტი ქრისტეანობა"?
როგორც ვიდეოდან ჩანს, ზაქირ ნაიკისთვის ქრისტეს "ჭეშმარიტი მიმდევრობა" ნიშნავს მის აღიარებას მხოლოდ რჩეულ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად, თუნდაც ღმრთის განსაკუთრებულ მოციქულად. მაგრამ, თუ ვინმე ქრისტეს აღიარებს განკაცებულ ღმერთად, მუსლიმი პოლემისტის აზრით, ის თურმე ქრისტეს "ჭეშმარიტ" სწავლებას არ მიჰყვება. თავის ამ დებულებას მუსლიმი ქადაგი ასეთი მსჯელობითაც "ამყარებს":
"თქვენ თუ წაგიკითხავთ ბიბლია და იესუ ქრიტეს ყველა გამონათქვამი? ... გჯერათ თუ არა, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი? ... ჩვენ გვჯერა რომ იესუ ქრისტე არის ღმრთის ერთ-ერთი უდიდესი წარგზავნილი, ჩვენ გვჯერა, რომ ის იყო მესია, რაც ნიშნავს "ქრისტეს", ჩვენ გვჯერა, რომ ის აცოცხლებდა მკვდრებს, უფლის ნებით, ... მუსლიმები და ქრისტეანები (ამ საკითხში) ერთად მიდიან... მაგრამ რაშია განსხვავება? განსხვავება იმაშია, რომ ქრისტეანთა უმრავლესობას სწამს იმისა, რომ იესუ ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია. მათ სჯერათ, რომ ის ამტკიცებდა თავის ღვთაებრიობას. მაგრამ, რეალობაში, თუ თქვენ კითხულობთ ბიბლიას, არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო". ... თქვენ თუ იპოვით იესუ ქრისტეს ერთ მკაფიო, თუნდაც ერთ არაორაზროვან გამონათქვამს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", მე მზად ვარ მივიღო ქრისტეანობა. ... თქვენ არ იცით (ეუბნება გოგონას -რედ.) რა არის ჭეშმარიტი ქრსიტეანობა. აი, მე გითხარით რა არის ჭეშმარიტი ქრისტეანობა" (ანუ აღიარება იმისა, რომ ქრისტე ღმერთი არ არის... -რედ.). ამის შემდეგ მუსლიმ ქადაგს მოჰყავს ადგილები ბიბლიიდან, სადაც ქრისტე მამის უპირატესობაზე მიუთითებს. მაგალითად, "მამა ჩემზე მეტია" და სხვა... (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ). კეთდება აქცენტირება იმაზე, რომ ქრისტე ასრულებდა მამის ნებას და უფლის ძალით იქმოდა სასწაულებს... გამომდინარე აქედან, რაკიღა ქრისტე უფლის (ანუ მუსლიმის წარმოდგენით ალლაჰის) ნების აღმასრულებელია, ის ჭეშმარიტი მუსლიმია... და ბოლოს მაჰმადიანი ქადაგი ირწმუნება, რომ მუსლიმები უფრო არიან ქრისტიანები, ვიდრე თვით ქრისტიანები.
რა შეიძლება ითქვას ზაქირ ნაიკის ამ ქადაგებაზე?
ერთის შეხედვით ეს არის მუსლიმი მქადაგებლის გამაოგნებელი განცხადება, მაგრამ ნუ მოტყუვდებით... სოფისტიკისა და არაკორექტული პოლემიკისთვის დამახასიათებელი "ლოგიკით" მუსლიმი პოლემისტი თავიდანვე ცდილობს ქრისტეანი მსმენელის გაოგნებას, და ის ნამდვილად მოტყუვდება, თუ არ დასვამს კითხვას: "ვის გულისხმობს ის ჭეშმარიტ ქრისტეში და როგორ ესმის მას ჭეშმარიტი ქრისტეანობა"?
როგორც ვიდეოდან ჩანს, ზაქირ ნაიკისთვის ქრისტეს "ჭეშმარიტი მიმდევრობა" ნიშნავს მის აღიარებას მხოლოდ რჩეულ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად, თუნდაც ღმრთის განსაკუთრებულ მოციქულად. მაგრამ, თუ ვინმე ქრისტეს აღიარებს განკაცებულ ღმერთად, მუსლიმი პოლემისტის აზრით, ის თურმე ქრისტეს "ჭეშმარიტ" სწავლებას არ მიჰყვება. თავის ამ დებულებას მუსლიმი ქადაგი ასეთი მსჯელობითაც "ამყარებს":
"თქვენ თუ წაგიკითხავთ ბიბლია და იესუ ქრიტეს ყველა გამონათქვამი? ... გჯერათ თუ არა, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი? ... ჩვენ გვჯერა რომ იესუ ქრისტე არის ღმრთის ერთ-
რა შეიძლება ითქვას ზაქირ ნაიკის ამ ქადაგებაზე?
1. უფალი იესუ ქრისტე მრავალგან უთითებდა თავის ღვთაებრიობაზე
აი მოწმობა იმისა, რომ მისი ქადაგებები და მსჯელობანი საკუთარ თავზე სწორედ ასე ესმოდათ: "მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი" (იოანე 10:33).
ხოლო როდესაც წარადგინეს სასამართლოზე, ქრისტემ პირდაპირ მიანიშნა თავის ღვთაერბიობაზე: "მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: პირველად, რამეთუ მე გეუბნებით" (ძვ. ქართ.: "ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ") (იოანე 8:25).
მან საკუთარ თავს უწოდა ის სახელი, რომლითაც პირველად ღმერთი მოსეს გამოეცხადა: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-
ის, რომ ქრისტემ საკუთარ თავთან მიმართებაში წარმოსთქვა ღმრთის პირდაპირი და საკრალური სახელი, მოწმობს იმ ადამიანთა რეაქცია, რომლებიც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდნენ: "როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 18:6).
აი, ირიბი, მაგრამ ძალზედ მკაფიო და უდავო მითითებებიც იმისა, რომ იესუ ქრისტე მიანიშნებდა საკუთარ ღვთაებრიობაზე:
"მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა" (იოანე 8:56-
"და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18). არც ერთ წინასწარმეტყველს არ შეეძლო ასე ეთქვა, რადგან სატანის დაცემა შეეძლო ეხილა მხოლოდ ღმერთს.
"უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით" (მათე 26:64). ღმრთის მარჯვნივ ჯდომა შეუძლია მხოლოდ განკაცებულ ღმრთის ძეს!
2. რატომ არსად თქვა ქრისტემ "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო"?!...
ზემოთ მოტანილ მოწმობებზე შესაძლოა ზემოთხსენებული მუსლიმი მქადაგებლის სიტყვებით გვიპასუხონ: "არ არსებობს არც ერთი მკაფიო, არაორაზროვანი მტკიცებულება მთელს ბიბლიაში სადმე მაინც ეთქვა ქრისტეს "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო".
ამაზე მივუგებთ, რომ მუსლიმებს არ ესმით არც ქრისტეს განკაცების მიზანი (ცოდვის წყევისა და ეშმაკის მონობისგან კაცობრიობის გამოსყიდვა) და არც ის, თუ რატომ არ ცდილობდა ქრისტე ასეთი სიმკვეთრით განეცხადებინა თავისი ღვთაებრიობა. ამაზე კარგ პასუხს გვაძლევენ წმიდა მამები:
"იხილა რა ღმრთისგან ასე ამაღლებული ადამიანი, -
როდესაც ადამიანები გამრავლდნენ, ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობდა შეეყენებინა ისინი ბოროტ გზაზე და საკუთარი ვნებებით, მკვლელობებით, სიძვა-
თუმცა ჩვენმა შემოქმედმა ესოდენ სიბრმავესა და საცთურში შთაცვენილნი როდი გაგვწირა, არამედ მოგვცა სჯული და გამოგვიგზავნა წინასწარმეტყველნი, რათა ცხოვნების გზაზე დავეყენებინეთ. მაგრამ, მათ ვერ შესძლეს ადამიანთა შველა, რამეთუ ისინიც, როგორც კაცნი, დაქვემდებარებულნი იყვნენ ცოდვას, ცოდვის მიერ კი -
ადამის შემცდენელი მზაკვარი ეშმაკი ხედავდა, როგორ მისდევდა მთელი ქმნილება ცოდვის გზას. სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის დასრულებამდე. ადამიანები იძულებით სცოდავდნენ ისე, რომ არც კი სურდათ შეცოდება, როგორც მოციქული ამბობს: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს" (რომ. 7:19).
დამწუხრდა ღმერთი, კაცის შემქმნელი. მას არ სურდა ძალდატანებით გამოეტაცნა ადამიანი ეშმაკის კლანჭებიდან, რადგან ღმერთი სამართლიანია -
ღმერთს თვით ეშმაკის მიმართაც კი არ სურს იყოს უსამართლო. ყოვლისშემძლე უფალს ეშმაკზე გამარჯვება თავისი ყოვლისშემძლეობით რომ მოეპოვა, მაშინ ეშმაკი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ სამართალი არც ღმერთს გააჩნია, რადგან ის ყველაფერს ძალდატანებით აკეთებს; მე გავიმარჯვე ადამიანზე, მაგრამ ღმერთმა დამამარცხა, ძალადობითა და უსამართლობით წარმტაცა ჩემი მონაპოვარი", -
მაშ, იხილე, რას აღასრულებს ის ამისთვის, რას ეუბნება იგი თავის ძეს. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "გმართებს ჩემო მხოლოდშობილო ძეო და სიტყვავ, ჩემი დიდების ნათელო, შეიმოსო ხრწნადი ადამიანი და მიიღო მთელი ადამი; გმართებს ჯვარცმა, ვნება, ჯოჯოხეთს შთასვლა და იქიდან კაცთა აღმოყვანა; როგორც ეშმაკმა მოატყუა ადამიანი, ასევე შენც უნდა იმარჯვო ხერხი და სძლიო მტარვალი შენი სიბრძნით".
კაცთა მოდგმას წინასწარმეტყველთა შეწევნაზე უმეტესი დახმარება სჭირდებოდა -
ქრისტეს მნახველი ეშმაკი დაეჭვებული და გაოგნებული იყო, რადგან ხედავდა ადამიანს, რომელიც ღმერთივით ახდენდა სასწაულებს, რადგან იესუ ქრისტემ, თავისი მიუწვდომელი განგებულებით, ეშმაკს თავისი ღვთაებრიობა დაუმალა, რათა შეშინებული ეშმაკი მისგან არ გაქცეულიყო არამედ, პირიქით, თავს დასხმოდა ისევე, როგორც ესხმოდა იგი სხვა ადამიანებს. ამიტომაც მაცხოვარმა საიდუმლოდ დაჰფარა საკუთარი ღმრთეება.
ხოლო ეშმაკი, ხედავდა რა ქრისტეს, რომელიც ყველას სიკეთესა და სათნოებებს ასწავლიდა, განაშორებდა მათ ბოროტებას და მიჰყავდა ისინი მარადიულ ცხოვრებამდე, გააფთრებული დაესხა თავს ქრისტეს, როგორც ესხმოდა მანამდე თავს ძველ წინასწარმეტყველთ, რადგან უბრალო ადამიანი ეგონა.
ეშმაკმა მწიგნობრებსა და მღვდელმთავრებს მაცხოვრის სიკვდილით დაესაჯათ შთააგონა. ის უსამართლოოდ მოკლეს. ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიღმა ისევე იმალებოდა მისი ღვთაებრიობა, როგორც ანკესზე გამობმული ჭიაყელა ფარავს ნემსის კაუჭს, და როდესაც ეშმაკმა მისი სულის გადაყლაპვა მოინდომა და შავეთის უფსკრულში ჩაიყვანა ისევე, როგორც ადრე ჩაჰყავდა მართალთა სულები, ჯოჯოხეთის კარიბჭე ქრისტეს ღვთაებრიობის საკვირველი ელვარებით შეიმუსრა! აი მაშინ წარმოაჩინა იესუმ თავისი ღმრთეება, და ვითარც ძლიერმა ქუხილმა საშინელი სიტყვებით დაიგრგვინა: "მე ვარ ღმერთი ღმერთისგან, გარდამოსული ზეცითგან და განკაცებული. მიმითითეთ ჩემი ცოდვა, რის გამოც მომკალით და ჩემი სული საგეჰენიოდ გასწირეთ!" შეძრწუნებული დემონები გაოგნდნენ, შეშინდნენ, შერცხვნენ და ვერაფერს პასუხობდნენ. ქრისტემ დაამარცხა ისინი თავისი ღვთაებრივი სიდიადით, ჩაამხო ისინი ცეცხლსა და ტარტაროზში, შეჰკრა რკინის საკვრელებით, ადამი კი გაათავისუფლა. აღსდგა რა მკვდრეთით მესამე დღეს, უფალმა ადამთან ერთად ყველა ძველაღთქმისეული მართალიც აღმოიყვანა საპყრობილიდან, შემდეგ კი ხორციელად ამაღლდა ზეცად და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს, რომლებმაც ქრისტეანული ქადაგებით მსოფლიო განანათლეს და ღმრთისშემეცნებას აზიარეს.
ამ დღიდან ცხონდებოდა და ცხონდება დღემდე ყველა ადამიანი, მზის აღმოსავალიდან დასავლამდე. ცხონდებიან მისი სწავლებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენი მაცხოვრის განკაცებით, მისი გამოუთქმელი სიბრძნით, რომელმაც ხერხი იხმარა ეშმაკზე და ცარიელზე დატოვა. როგორც მეთევზეები მოარგებენ ხოლმე კაუჭს ჭიაყელას, რათა წყლის სიღრმეში თევზი მიიზიდონ, -
კარგად ბრძანებს ამის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი: "თუ ვინმე ტანჯავს და ცემს თავის მევალეთ და საპყრობილეში აგდებს, ხოლო შემდეგ უდანაშაულოსაც ისევე დატანჯავს და ჩაამწყვდევს -
აი, მიზეზი, თუ რატომ არ ამბობდა ქრისტე ასე პირდაპირ: "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", რადგან ქრისტესთვის არსებობდა არა იმის საჭიროება ღმერთად ეცნოთ იგი და თაყვანი ეცათ მისთვის, არამედ საჭიროება იმისა, გამოეტაცნა კაცი სიკვდილისგან და კვლავ დაებრუნებინა იგი სამოთხეში.
ქრისტეს რომ ეთქვა, "მე ვარ ღმერთი და თაყვანი მეცითო", როგორც უკვე წმიდა მამებმა განგვიმარტეს, ეშმაკი მას გაექცეოდა, ჯვარზე არ გააკრავდა და ადამიანის სიკვდილისა და ეშმაკის მონობისგან დახნის მისია აღუსრულებელი დარჩებოდა. აი რა არ ესმით ისლამისტ მქადაგებლებს.
3. ყალბი განმარტებები
როგორც ეს მატყუარა პოლემისტებსა და ცბიერ სოფისტებს ახასიათებთ, ისლამისტი მქადაგებელი თავისი ვითომ ჭეშმარიტების დასტურად წმიდა წერილის მთელ რიგ ადგილებსაც იმოწმებს. მოდი ვნახოთ რამდენად სამართლიანად.
იმის ჩვენებას, რომ ღმერთია მამა და არა ძე, მუსლიმის პოლემისტი ცდილობს წმიდა წერილის შემდეგი ადგილებიდან:
იოანე 14:28. "მამა ჩემზე უმეტესია". იოანე 10:29. "მამაჩემი, ... ყველაზე უმეტესია".
მათე: 12:28. "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ". ან კიდევ: ლუკა 11:20. "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ"
იოანე 5:30. "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; ... ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას".
ამრიგად, გამომდინარე ამ ადგილებიდან ისლამისტი მქადაგებელი აქცენტს აკეთბს იმაზე, რომ იესუ თავისით არაფერს იქმს, არამედ ზეციერი მამის ნებას ასრულებს", ხოლო ყოველი ვინც ამბობს, რომ ღმერთის ნებას ასრულებს მუსლიმია, და თუკი იესუ ქრისტე ემორჩილებოდა ღმრთის ნებას, მაშასადამე ისიც მულიმი ყოფილა. ეს ნათლად ჩანსო იოანეს სახარებიდან:
იოანე 14:28. "მამა ჩემზე უმეტესია". იოანე 10:29. "მამაჩემი, ... ყველაზე უმეტესია".
სინამდვილეში ძალზედ მნიშვნელოვანია შევიგნოთ ის, რომ იოანეს 14:28-
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით სიტყვები "მამა ჩემზე უმეტესია" (იოანე 14:28), -
ექვთიმე ზიგაბენის თქმით სიტყვები "მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ" (იოანე 10:29) ნიშნავს იმას, რომ "უმეტესია ყველა იმაზე, ვისაც კი ბოროტება აქვს განზრახული ცხოვართა მიმართ. სიტყვები: "რომელმაც მომცა ისინი", აქ კვლავ საღმრთო განგებულების მიზნის განმარტებად ითქვა. "მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ". ხოლო ვინმეს რომ არ მოსჩვენებოდა, თითქოსდა ქრისტე, როგორც უძლური, მამის დახმარებას საჭიროებს, მიამატა: "მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 29:30). ცხადია, ეს სიტყვები მუსლიმ ქადაგს არც უხსენებია.
მათე: 12:28. "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ". ან კიდევ: ლუკა 11:20. "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ"
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "ეს ადგილი ლუკას სახარებასი ასე იკითხება: "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ" (ლუკა 11:20). ეს ის თითია, რომელსაც აღიარებდნენ გრძნეულები, რომელიც სასწაულთ იქმდა მოსესა და აარონის წინაშე და ამბობდნენ: "უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის თითია!" (გამოსვლა 8:19); ეს ის თითია, რომელმაც ქვის ფილაქნებზე სიტყვები გამოსახა (მეორე სჯლ. 9). ასე, რომ ძე თუ ღმრთის ხელია, ღმრთის თითი სულიწმიდაა, მაგრამ არსება მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა ერთია, და ნურავინ ცთუნდება და იტყვის თითქოსდა არ არის თანასწორობა მათ შორის, მაშინ როდესაც სხეულის ერთობა გასწავლით ამას".
ექვთიმე ზიგაბენი: "ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ" (მათე: 12:28), რადგან მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. სხვა მახარობლებმა ასეც თქვეს: "ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ" (ლუკა 11:20), ღმრთის თითში აქ სულიწმიდა იგულისხმება.
აჩვენა რა, რომ ის ეშმაკთ აძევებს არა ბელზებელის ძალით, ამასთანავე აჩვენა, რომ მათ ღმრთის სულით აძევებს. ღმრთის სულად აქ ღმრთის ძალი იწოდება; ამიტომაც თქვა ლუკამ: "ღმრთის თითით", ანუ ხელით, ხოლო ღმრთის ხელს ჩვენ მის ძლიერებას ვუწოდებთ. თუკი, ამბობს, მე ვაძევებ ეშმაკთ ღმრთის ძალით, არა როგორც ჩვეულებრივი კაცი, არამედ ძე ღმრთისა, მაშინ, რა თქმა უნდა, მოახლოვებულა ღმრთის სასუფეველი (აქ გულისხმობდა თავის სასუფეველს, რომელიც, ძველ წინასწარმეტყველთა თქმით, უნდა მოსულიყო ქრისტეს მიერ), რადგან მხოლოდ ღმერთს ძალუძს ეშმაკთა გაძევება ღმრთის ძალით.
იოანე 5:30. "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; ... ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას".
ნეტ. თეოფილაქტე: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას" (იოანე 5:30). ეს სიტყვები, "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად" და მათი მსგავსნი, როგორც უკვე ითქვა, მიუთითებენ ძის თანასწორობას მამასთან. მე ახალს და მამისგან უცხოს არაფერს ვქმნი; რადგან მე მამისგან განსხვავებული არც ნება მაქვს და არც ძალა; "როგორც მესმის" მამისგან, "ისევე განვსჯი", ანუ როგორც მამა განსჯის, ისევე განვსჯი მე".
ექვთიმე ზიგაბენი: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი". როგორც ზემოთ თქვა იესუ ქრისტემ: "ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს" (იოანე 5:19), ასევე აქაც ამბობს: "მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად, როგორც მესმის, ისევე განვსჯი", ანუ ჩემდა თავად კი არ განვსჯი, არამედ როგორც მესმის მამისგან, ან როგორც მამა. ეს ადგილიც ძისა და მამის სრულ თანასწორობაზე მიანიშნებს. სიტყვა "მესმის" ისე უნდა გავიგოთ, როგორც ზემოთ "ვხედავ" ("ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს"): ამგვარი განსჯა გამოყენებულია ბრძნული მიზნით და უნდა გავიგოთ ღმრთივსაკადრისად, რადგან ღმერთი, რომელსაც არაფერი სჭირდება, არც ვინმეს მოსმენა სჭირდება.
იოანე 14:24. იესუ ქრისტემ თქვა: "სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა".
წმ. იოანე ოქროპირი: "მაშასადამე, ვინც არ ისმენს ამ სიტყვებს, მას არა მარტო მე არ ვუყვარვარ, არამედ მამაც. სიყვარულის მტკიცებულება თუ მცნებათადმი მორჩილებაა, ხოლო მცნებები მამისგან არიან, ცხადია, ვინც მათ ემორჩილება, მას უკვე უყვარს არა მარტო ძე, არამედ მამაც. მაგრამ, როგორ არის სიტყვა შენი და ამავე დროს შენი არ არის? ეს ნიშნავს, რომ მე არაფერს ვლაპარაკობ მამის გარეშე და არც რაიმეს ვამბობს ჩემსას მისი ნებისგან განსხვავებულს".
ექვთიმე ზიგაბენი: "იესუ აქ აჩვენებს, რომ ვინც არ ასრულებს მის სიტყვებს, მას არც ქრისტე უყვარს და არც მამა ღმერთი. მას არ უთქვამს: "ვისაც მე არ ვუყვარვარ ჩემს სიტყვებს არ ასრულებსო", -
4. რას ნიშნავს "იესუ ნაზარეველი იყო კაცი..."?
ქრისტეს ღვთაებრიობის უარსაყოფად მუსლიმი პოლემისტი ეყრდნობა ახალი აღთქმის მთელ რიგ ადგილებს და ირწმუნება თითქოსდა ეს ნათქვამი მიყოს მოციქულთა საქმეებში (საქმე 2:22), სადაც წერია: "... იესუ ნაზარეველი იყო კაცი... რომლის ღვთაებრივი ძალა დამტკიცებულ იქნა ყველა ძალითა და ნიშებით, რომელიც აღასრულა ღმერთმა თქვენს შორის".
"ამრიგადო, -
მაგრამ, რას გულისხმობს სიტყვები: "... იესუ ნაზარეველი იყო კაცი... რომლის ღვთაებრივი ძალა დამტკიცებულ იქნა ყველა ძალითა და ნიშებით, რომელიც აღასრულა ღმერთმა თქვენს შორის"? ვნახოთ მოციქულთა საქმეების ხსენებული ადგილი თავიდნა ბოლომდე: "კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით" (ძვ. ქართ.: "კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-
რას ნიშნავს ეს სიტყვები? -
გადადის რა ქადაგებაზე იესუს შესახებ, მოციქული, წმ. იოანე ოქროპირის თქმით, -
"იესუ ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან", ანუ მის მესიანურ ღირსებასა და მისიაში.
"ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის..." არ ამბობს: "თვითონ ქმნაო", არამედ "ღმერთმა მის მიერ", იმისთვის, რათა მოკრძალებით უკეთ მიეზიდა მათი სმენა..."
5. რას ნიშნავს, რომ ქრისტემ აღასრულა სჯული და წინასწარმეტყველნი?
"ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ იესუ ქრისტე იყო ღმრთის ერთ-
მათე 5:17-
ქრისტემ ბრძანა: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მათე 5:17).
ეპისკოპოსი ქრომატი აკვილეველი (388 – 407): "ძე ღმრთისა, შემოქმედი სჯულისა და წინასწარმეტყველთა, მოვიდა არა იმისთვის, რათა დაერღვია სჯული ან წინასწარმეტყველნი. რადგან მოსეს მიერ მან თვითონ გადასცა ადამიანებს სჯული, ხოლო წინასწარმეტყველნი აღავსო სულიწმიდით რათა ეწინასწარმეტყველათ მომავალი. "გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მათე 5:17). ხოლო სჯული და წინასწარმეტყველნი აღასრულა იმისი შესრულებით, რაც მასში იყო დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. ამიტომაც ჯვარზეც, როდესაც შესვა მისთვის მიწოდებული უსუპი, უფალმა თქვა: "აღსრულდა" (იოანე 19:30), რათა უფრო მეტი სიცხადით მიეთითებინა ყოველივე იმისი აღსრულება, რაც მის შესახებ იყო დაწერილი სჯულსა და წინასწარმეტყველებში თვით უსუპის მიღების ჩათვლითაც კი. მან სჯული ყოველმხრივ აღასრულა, როდესაც პასექის, ანუ კრავის საიდუმლო, რომელიც ადრე მინიშნებებით იყო ნაჩვენები, თავისი ტანჯვის საიდუმლოთი დაასრულა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა" (1 კორ. 5:7).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მათე 5:17).
"ან ისე, რომ თვითონ არის აღსრულება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა; ან კიდევ ისე, რომ თავისი ქადაგებით აღავსო ის, რაც ადრე მიმღებთა უძლურების გამო უხეში და არასრულყოფილი იყო (მათე 5:20-
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მათე 5:17).
"რადგან ის (ქრისტე -
ეპ. მიხაილი (ლუზინი): "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მათე 5:17).
"ნუ გგონიათ". აპირებს რა ძველი აღთქმისადმი თავისი დამოკიდებულების ჩვენებას, უფალი წინასწარვე ამშვიდებს იუდეველთა სჯულისმიერ მოშურნეობას, რათა მათ არ იფიქრონ, რომ ქრისტე ძველაღთქმისეულ მცნებებს ცვლის ახლით, და ამით არღვევს ღვთისგან ბოძებულ ძველ სჯულს (თეოფილაქტე, ოქროპირი).
"რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა". "სჯულად" ჩვეულებისამებრ მოსეს ხუთწიგნეული მიიჩნევა, ხოლო "წინასწარმეტყველებებად" -
"გასაუქმებლად" (ძვ. ქართ.: "დაჴსნად"). საკუთრივ სჯულის "დახსნა", დარღვევა, გაუქმება -
"იესუ ქრისტე წინადაცვეთილ იქნა მერვე დღეს... ჩვენ მუსლიმებიც წინადავიცვითებით, მაშინ როდესაც ქრისტეანთა უმრავლესობა ამას არ აკეთებს". მაშ ვიკითხოთ:
6. რატომ წინადაიცვითა უფალმა იესუ ქრისტემ და რატომ არ არის ეს საჭირო ქრისტეანთათვის?
შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო განკაცებულ უფალს გაევლო ჩვილობა, ყრმობა, სიჭაბუკე? ნუთუ გაუჭირდებდოა, პირდაპირ ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობაო? რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ მალე გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა თავისი ღვაწლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება. დღესაც მრავალი სექტა ავრცელებს ამ მცდარ სწავლებას. და ეს მაშინ, როცა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა; რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?
აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე“ (დაბ. 17,12).
იუდეველები ამ წესს ისე მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც -
ქრისტიანთათვის უფლის წინადაცვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა -
"ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო რამ ნაწილს, არამედ უვარგის ზედმეტობას, ასევე წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, არის წადილის ზედმეტობა, და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდეს ანდა საერთოდ არ ეგემოს მას სიამოვნება), რადგან ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გარდაკვეთს2 წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა იგი პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ -
ამრიგად, როდესაც გაცხადდა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი. ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც იგი წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მთელი რჯული, მაგრამ უფალმა წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა, აგრეთვე, მთელი რჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგება" (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეთვრამეტე. წინადაცვეთის შესახებ).
7. რატომ ჭამენ ქრისტეანები ღორის ხორცს და სვამენ ალკოჰოლს?
მაჰმადიანი პოლემისტი ქრისტეანებს ღორის ხორცის ჭამას და მით ძველი აღთქმის სჯულის დარღვევას საყვედურობს: "ადრეც ვამბობდი და ეს ნათქვამია ბიბლიის მეორე სჯულთა წიგნში: 14:8 და იესაიასთან: 6:2-
ასევე ნახსენებია ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფეს. 5:18), ან იგავთა წიგნში (იგავნი 20:1), რომ არ უნდა მიიღო ალკოჰოლი. მუსლიმები არ სვამენ ალკოჰოლს, ქრისტეანები კი სვამენ.
მოდი გავიხსენოთ, რომ უწმინდურ ცხოველთა (მათ შორის ღორის ხორცის) საკვებად გამოყენბა ღმერთმა ისრაელს ძველ აღთქმაში მისცა წინასწარმეტყველ მოსეს მიერ. მაგრამ, რა იყო მანამდე?
ადამისა და ევას ცოდვით დაცემამდე, რა თქმა უნდა, ხორცის საკვები არ არსებობდა.
"თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე" (დაბ. 1:29-
ცოდვით დაცემის შემდეგ, მართალია, ამის შესახებ კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, მაგრამ როგორც ჩანს, ხორცის ჭამა უკვე დაშვებული იყო, რაც ჩანს იქინდა, რომ ადამისა და ევას შვილი, აბელი ცხვრების მწყემსი იყო.
მხოლოდ წარღვნის შემდეგ მიუთითა უფალმა ნოეს პირდაპირ: "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბ. 9:3). აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჭმელად ჯერ კიდევ მიიღება ყველაფერი, ანუ ნებისმიერი ცხოველი.
შემდეგ, ქრონოლოგიას თუ მივყვებით, გახსოვთ, რომ ნოესგან კაცობრიობა მთელს დედამიწაზე განივრცო და ძალიან მალე მისმა შთამომავლობამ (ძირითადად ქამისა და იაფეტის შვილებიდან) ღმერთი დაივიწყა. ადამიანები წარმართები გხდნენ. ღმრთის დავიწყებით, ამ ხალხებმა დაამკვიდრეს ცხოვრების ცოდვილი წესი და მათი საქმეები ყოველჟამ ბოროტი იყო.
სწორედ მაშინ მოისურვა უფალმა გამოეყო თავისი რჩეული ხალხი (ის, რომელიც იცავდა ჭეშმარიტ რწმენას) წარმართთაგან მით, რომ მოსეს მიერ უბრძანა განუხრელად დაეცვა ზოგიერთი წესი (რომელთაგან ერთ-
მოდი ვნახოთ წმიდა წერილის ტექსტი: "რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე. უსურმაგი არაფერი შეჭამო, ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა" (მეორე სჯული 14:2-
ამ სჯულს, ისევე როგორც სხვა დანარჩენს, უნდა შემოეზღუდა ებრაელები წარმართებთან მჭიდრო კავშირისგან, რომელიც ყოველთვის იწვევდა ზნეობის გარყვნას, და შედეგად, სარწმუნოების შერყვნასაც.
აუცილებელია მივუთითოთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკითხის სიმბოლურ მხარესაც. ძველი აღთქმა სავსეა სიმბოლიზმით: შეუწველი მაყვლოვანი ღმრთისმშობლის წინასახეა, აბრაამის ძე ისააკი -
უწმინდური ცხოველები წარმართი ხალხების წინასახე იყო.
გავიხსენოთ წმ. მოციქულ პეტრეს ხილვა, რომელმაც "იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-
უწმინდური ხალხები, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღების შემდეგ, განიწმინდნენ, ხოლო "უწმინდურ" ცხოველთა ხორცის მიღების აკრძალვა გაუქმდა, ისევე როგორც ებრაელი ერის სხვა დანარჩენი წესები და ჩვეულებები, რომელთაც წინასახეობრივი მნიშვნელობა ჰქონდათ.
მოციქულთა კრებაზე (იხ. საქმე თ. 15) კონკრეტულად განსაზღვრულ იქნა, რომ წარმართთაგან ახალმოქცეული ქრისტეანები, არ იყვნენ ვალდებულნი დაეცვათ იუდაური წესები და სჯულდებები, არამედ მხოლოდ "ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს" (საქმე 15:20) და "რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ" (საქმე 15:21).
ასევე საინტერესოდ გვეჩვენება წმიდა წერილის შემდეგი ადგილი: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება" (1 ტიმ. 4:1-
ახლა კი, ყოველივე ამისგან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: ღორის ხორცის ჭამის აკრძალვა თვით ღმერთმა გააუქმა წმ. მოციქულთა მეშვეობით, გააუქმა იმიტომ, რომ მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა.
ამიტომაც, მუსლიმი პოლემისტის კადნიერი განცხადება, რომ თითქოსდა "მუსლიმები უფრო მისდევენ ქრისტეს, ვიდრე თვით ქრისტეანები", მეტად სასაცილოა.
ახლა ვნახოთ, ეკრძალება თუ არა ქრისტეანებს ალკოჰოლის მიღება.
ასევე ნახსენებია ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფეს. 5:18), ან იგავთა წიგნში (იგავნი 20:1), რომ არ უნდა მიიღო ალკოჰოლი. მუსლიმები არ სვამენ ალკოჰოლს, ქრისტეანები კი სვამენ. მაგრამ, წმიდა წერილი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებს დაგმობასთან ერთად შეიცავს ღვინის ქებასაც. ასე, მაგალითად, დავითის ფსალმუნების მიხედვით "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-
იესუ ქრისტეც კი არ ამბობდა უარს ღვინის სმაზე და საკუთარ თავს ვაზის რტოს ადარებდა, ხოლო თავის სწავლებას -
მართლმადიდებლობაში ჩვენ ვხვდებით ღვინის ზომიერად გამოყენების კონცეფციას, უპირველს ყოვლისა წმ. იოანე ოქროპირთან: "არაფერი შეიძლება იყოს დარდისა და მუხარების იმგვარი სამკურნალო, როგორც ღვინოა, ოღონდ უზომოებამ არ გაანადგუროს მისგან მიღებული სარგებლობა. ... იხილე, მწუხარების ამ მკურნალმა, ჯანმრთელობის საწინდარმა, არა თუ არავითარი სარგებლობა არ მოუტანა ნოეს, როდესაც მან ზომიერების ზღვარი გადალახა, არამედ ზიანი მიაყენა მის მდგომარეობას. შეიძლება ვინმემ თქვას: რისთვის არის ეს მცენარე (ვაზი), რომელიც ამდენ ბორტებას შობს და რისთვის დამკვიდრდა იგი კაცთა შორის? ნუ იტყვი, საყვარელო, ასე დაუფიქრებლად. მცენარე კი არ არის ბორტება ან ღვინო, არამედ მისით ბოროტად სარგებლობა. ხოლო ღვინისგან რომ არ მომდინარეობს წარმწყმედელი ვნებები, არამედ თავაშვებულობისგან, და რომ ღვინისგან მომდინარე სარგებლობას თავშეუკავებლობა ანადგურებს, გაჩვენებს წმიდა წერილი, როდესაც ღვინის გამოყენებაზე ამბობს უკვე წარღვნის შემდეგ, რათა უწყოდე, ადამიანის ბუნება ჯერ კიდევ ღვინის გამოყენებამდე მივიდა უკიდურეს გარყვნილებამდე, და უამრავი საძაგელი ცოდვა ჩაიდინა მაშინ, როდესაც ღვინო ჯერაც ცნობილი არ იყო. ასე, რომ როდესაც ღვინოზე მსჯელობ, მას კი არ მიაწერო ყველა ბოროტება, რასაც მთვრალნი ჩადიან, არამედ ადამიანთა გარყვნილ და თავაშვებულ ნებას, რომელიც ბოროტებისკენ მიიდრიკა. მეორეს მხრივ, განსაჯე, ადამიანო იმის შესახებაც, რა საქმეში გამოსაყენებლად გახდა სასარგებლო ღვინო და შეძრწუნდი. მისი დახმარებით აღესრულება ჩვენი ცხოვნების უმთავრესი და მადლმოსლიო საიდუმლო (ევქარისტია -
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეტად მკრეხელურად და უზნეოდ ჟღერს მუსლიმი მქადაგებლის სიტყვები, თითქოსდა: "ჩვენ მუსლიმები უფრო ვართ ქრისტეანები, ვიდრე თვით ქრისტეანები".
და ბოლოს:
8. ვის გულისხმობდა ქრისტე ნუგეშინისმცემელში - სულიწმიდას თუ მუჰამედს?
მუჰამედის აპოლოგეტი, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ახალი აღთქმის წმიდა წერილს იმოწმებს მუჰამედის მისიის გასამართლებლად. ზაქირ ნაიკი ჯერ იმოწმებს წმიდა წერილს: "და თუ თქვენ გსურთ გახდეთ ჭეშმარიტი ქრისტეანი და გსურთ მისდევდეთ ქრისტეს სწავლებას იესუ ქრისტემ თქვა იოანეს სახარებაში: "თქვენთვის უკეთესი იქნება თუ დაგტოვებთ, რამეთუ მე თუ არ წავალ, ნუგეშინისმცემელი არ მოვა თქვენთან. ხოლო თუ მე წავალ, გამოვაგზავნი მას თქვენთან" (იოანე 16:7).
ეს ასევე ნახსენებია იოანეს სახარებაში: "კიდევ მრავალი რამ მაქვს სათქმელი... ... ის განმადიდებს მე" (16:12-
ამრიგად, თქვენ თუ ჭეშმარიტი ქრსიტეანი ხართ, თქვენ უნდა ირწმუნოთ წინასწარმეტყველი მუჰამედის და აუცილებლად მოხვდებით სამოთხეში".
რამდენად სიმართლეა მაჰმადიანი აპოლოგეტისა და ქრისტეს მტრის ზაქირ ნაიკის ეს ნათქვამი?
იოანეს სახარების 16-
ექვთიმე ზიგაბენი განმარტავს:
"ჭეშმარიტებას გეუბნებით", რადგან მე თვითონ ვარ ჭეშმარიტება. მართალია, ძლიერ დამწუხრდით, მაგრამ, ჭეშმარიტებას გეუბნებით და მლიქვნელებივით არ დაგიმალავთ, თუ რას შეუძლია თქვენი დამწუხრება. შემდეგ, ანუგეშებდა რა მოწაფეებს, იესუ აჩვენებს, რომ მისი წასვლა თვით მოწაფეთათვის იქნება სასარგებლო.
"გერჩივნოთ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას".
"თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ, რათა მე ყოველთვის თქვენთან ვიყო, მაშინ როდესაც თქვენთვის სასარგეგბლობა სულ სხვა რამ. ... თუ არ წავალ ნუგეშინისმცემელი არ მოვა თქვენთან, ხოლო თუ ნუგეშინისცმემელი არ მოვა, თქვენ სრულყოფილნი ვერ გახდებით. ამრიგად, იმის შემდეგ, რაც აღვასრულე ის საქმე, რაც უნდა აღმესრულებინა, უნდა წავიდე, -
ვინ არის ეს ნუგეშინისმცემელი? -
ეს ორი მუხლი გახლავთ მუსლიმების ყველაზე პოპულარული არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ თითქოსდა ისლამი -
ზუსტად აქაც, ჩვენს მიერ დამოწმებულ ვიდეოზეც, მაჰმადიანი პოლემისტი ზაქირ ნაიკი იმოწმებს იოანეს სახარებას, რომელშიც თითქოსდა იესუ ქრისტე იუწყებოდა ისლამის "წინასწარმეტყველის" შესახებ, რითაც თავის მოწაფეებს ამზადებდა მის წასასვლელად და სხვა ნუგეშინისმცემელის მისაღებად. აი რა არის ნათქვამი იოანეს სახარებაში:
"ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
ჯერ ავხსნათ, რატომ მიიჩნევენ მუსლიმები მუჰამედს იმ სხვა ნუგეშინისმცემელად.
საქმე იმაშია, რომ ბერძნული სიტყვა "ნუგეშინისმცემელი" (παράκλητος) თავისი დაწერილობით ძალზედ წააგავს სხვა ბერძნულ სიტყვას -
სიტყვა "განათლებული" (περἰκλυτος) არაბულად ჟღერს, როგორც "აჰმადი", რაც თავის მხრივ წარმოადგენს მუჰამედის ერთ-
თითქოსდა ყველაფერი ლოგიკურია, რომ არა ერთი "მაგრამ"...
იმისთვის, რათა სწორად გავიგოთ რომელიმე ციტატა ბიბლიიდან, საჭიროა ჯერ ყურადღება მივაპყროთ ტექსტის ინფორმაციულ ქვეტექტს, რომელიც ამ ციტატას მოსდევს:
გადავშალოთ წმიდა წერილი, იოანეს სახარება, თავი 14, მუხლი 16-
თავად განსაჯეთ -
შემდეგ იქვე წმიდა წერილში ვკითხულობთ (მუხლი 17): "ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება".
ჯერ-
მეორეც, იქ ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ შესძლებს მის მიღებას, რადგან არ შეუძლია მისი დანახვა და შეცნობა. სამყარომ არ იცოდა და არ ნახა მუჰამედი? მთელმა მსოფლიომ იცის მის შესახებ და არავის რომ არ ცოდნოდა, ახლა ჩვენ ამ თემაზე არც ვისაუბრებდით. არაბები, რომლებიც მეშვიდე საუკუნეში ცხოვრობდნენ, ასევე ხედავდნენ მუჰამედს, უსმენდნენ მას, ელაპარაკებოდნენ, მას ჰყავდა ცოლი, ის დაიბადა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, და მოკვდა ვითარც ჩვეულებრივი მოკვდავი.
მესამეც, წმიდა წერილის დამოწმებულ მუხლში ნათქვამია, რომ "ჭეშმარიტების სული... თქვენთანაა და თქვენში იქნება". მაშ, მუჰამედი ახლა ჩვენში იმყოფება? ან რომელიმე თქვეთაგანში? ეს ხომ ნონსენსია და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
ბიბლიაში ლაპარაკია ჭეშმარიტების სულზე, სულიწმიდაზე, რომელიც წმიდა სამების მესამე იპოსტასია.
მეტიც, ქრისტე ამბობს, რომ მოციქულებმა უკვე იცოდნენ მის შესახებ. მაგრამ იცოდნენ თუ არა რაიმე მოციქულებმა მუჰამედის შესახებ? არა, ამქვეყნად ის მხოლოდ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ დაიბადა. მოციქულებმა კი ნუგეშინისმცემელი, ანუ ჭეშმარიტების სული იმ დროსვე იცოდნენ.
ამასთან, თავად განსაჯეთ, ქრისტე ნუგეშინისმცემელს ჰპირდება თავის მოწაფეებს. მაშ, რა ნუგეში მიაგო მოციქულთა დროიდან შვიდი საუკუნის შემდეგ მცხოვრებმა მუჰამედმა? და რა, ქრისტეს დაპირება ნუგეშინისმცემლი მოვლინებაზე დაპირებადვე დარჩა? მოციქულები მოტყუვდნენ? -
მოციქულთა საქმეებში (საქმე 1:4-
შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. ... ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (საქმე 1:4; 2:1-
დასკვნა
ამრიგად, სრულიად უეჭველია, რომ მუსლიმი მქადაგებელი ზაქირ ნაიკი აბსოლუტურად დამახინჯებულად და მიკერძოებულად გადმოსცემს ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილს, რომელშიც მუჰამედი ნაგულისხმევიც კი არ არის.
საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია.