აპოლოგეტიკა - მკვდრეთით აღმდგარი წარმართული ღვთაებები და ქრისტიანთა რწმენა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
მკვდრეთით აღმდგარი წარმართული ღვთაებები და ქრისტიანთა რწმენა
ორფეოსის ფრესკა
ათეიზმის ერთ-ერთ გავრცელებულ იდეას წარმოადგენს თეზისი ქრისტიანობის მითოლოგიურ ფესვებზე. თვით რელიგია, რომელმაც აღიარა რწმენა მკვდრეთით აღმდგარი განკაცებული ღმრთისადმი, სკეპტიკური მიმართულების ათეისტ ავტორთა შრომებში წარმოდგენილია არა ორიგინალურ რწმენად. ქადაგება მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეზე (1 კორ. 15:14, 17), მათი აზრით, ეს მხოლოდ წარმართ ღვთაებათა მკვდრეთით აღდგომის შესახებ არსებული ძველი მითების პლაგიატია. ამგვარად ქრისტიანთა რწმენა ატარებს სინკრეტულ ხასიათს.
 
მაგრამ ყოველი მტკიცებულება, რომელიც მეცნიერულობაზე აცხადებს პრეტენზიას, ყოველმხრივ შემოწმებასა და ობიექტურ ანალიზს ითხოვს. თვით მითოლოგიური სკოლის (მაგ., რ. ბულმანის) იდეები, რომელთაც ეფუძნებოდნენ ქრისტიანობის კრიტიკოსთა მსგავსი ვარაუდები, დღეს მოძველებულად მიიჩნევა და მეცნიერული ობიექტურობის კრიტერიუმებს არ შეესაბამება (იხ. მაგ.: ედვინ იამაუჩი. პასექი: მითი, ჰალუცინაცია თუ ისტორია?).
 
წარმართული მითებისგან განსხვავებით, ქრისტე სახარებაში კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში იბადება - "კეისარ ავგუსტუსის" დროს (ლკ. 2:21). მისი მიწიერი ცხოვრების ისტორია, ქადაგებები, ჯვარზე სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა გადმოცემულია პირველივე პირებისგან - მისი მოწაფეებისგან - მოციქულთაგან. თვით სახარებათა ისტორიული ფონი, ენა, ჩვეულებები და გეოგრაფია ზუსტად შეესაბამება I ს-ის პალესტინას (იხ. მაგ.: Райт Н.Т. Иисус и победа Бога. М.: ББИ, 2004. С. 65. Шубин Денис. Об авторстве четвертого Евангелия.  იხ. ასევე ბიბლეისტ ე. პ. სანდერსის (E.P. Sanders) შრომები და მრავალი სხვა).
 
ქრისტიანობამდელ წარმართულ კულტებში აღდგომის თემაზე არსებული ყველა მანიპულაცია დაკავშირებულია ერთგვარ არევ-დარევასთან და ქრისტიანობის კრიტიკოსთა მხრიდან მასალის შესაბამის არაკეთილსინდისიერ მოწოდებასთან, რადგან "აღდგომაში" თანამედროვე დასავლელ ავტორებს ესმით არა ის, რაზეც ლაპარაკობს ახალი აღთქმა. ეს უბრალოდ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე კი არ არის, რომელი კონცეფციისაც სწამდათ ანტიკურ ავტორებს, არამედ აღდგომა - ეს ახალი ცხოვრებაა სხეულში, რომელიც "სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეში" მოიწევა. როგორც ნიკოლას თომას რაიტი წერს - ეს არის "სიკვდილის სრული გაუქმება" (Райт Н.Т. Воскресение Сына Божьего. М.: ББИ, 2011. С. 98).
 
იმ ცნობათა ანალიზი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ძველი სამყაროს ფილოსოფიურ ტრაქტატებში, ლიტერატურაში ან მითებში და, რომლებიც ლაპარაკობენ ადამიანთა სიკვდილის შემდგომ ხვედრსა და "საღმრთო კაცებზე", არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, თითქოსდა ქრისტიანობამ ეს თეორია მიისაკუთრა, რისი მტკიცებაც ესოდენ უყვართ ათეისტებს. წარმართისთვის ფიზიკურ სხეულში ცხოვრება სულაც არ იყო სიკეთე, რადგან სხეულისგან, როგორც სულის "საპყრობილისგან", სასურველი იყო გათავისუფლება (იხ. პლატონი: ფედონი. 64с; 67d; 106е). როგორც ჰერაკლიტეზე დაყრდნობით ამბობს ქრისტიანობის კრიტიკოსი კელსი, მატერიალური სხეული "გადაგდებულ უნდა იქნას, რადგან ის ნეხვზე უარესია" (Contr. Celsum 5.14) (Райт Н. С. 61). ვერავითარი მცდელობები პლატონთან არანაირი ცნობები არ მოიპოვება გარდაცვლილთა კვლავ სიცოცხლისკენ მობრუნებაზე (მითი ერაზე სახელმწიფო
 
ვერავითარი მცდელობა ვიპოვოთ მითითებები გარდაცვლილთა ცხოვრებისკენ მობრუნებაზე პლატონთან (მითი ერაზე სახელმწიფო 10.614d-621d) და ევრიპიდესთან (მითი ალკესტიდზე), ასევე ორფეოსთან დაკავშირებულ ისტორიაში, უახლოესი განხილვის პირობებში, ვერ ადასტურებს თითქოსდა წარმართობაში მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა ჰქონოდათ (1).
 
__________________
 
1. ამავე სიას უნდა განვაკუთვნოთ მითოლოგიური ისტორია ზამოქსისზე, ტესევსზე, რაპმსინიტზე. იხ. Райт Н. Т. Воскресение Сына Божьего. С. 79-80.
 
__________________

დაახლოებით იგივე ვითარებაა ე. წ. "ღვთაებრივ კაცთა" შესახებ წარმართულ ისტორიებში. აპოლონიოს ტიანელი, რომელსაც თვით წარმართები უპირისპირებდნენ უფალ იესუ ქრისტეს, თუმც "უკვდავი" იყო, მაგრამ, მაინც მოკვდა. ფილოსტრატე ამბობს იმის შესახებ, რომ მისი სული (ოღონდ არა სხეულთან ერთად) ზეცად ამაღლდა (აპოლონიოს ტიანელის ცხოვრება. წიგნი 8.30-31). არისტესთან, კლეომედთან (რომელიც ყუთიდან გაქრა) და ჰერაკლესთან (რომელიც სამგლოვიარო კოცონიდან დაიკარგა) უნდობლობას და ზიზღს თვით ანტიკურ ავტორებშიც კი იწვევენ. ამის შესახებ წერს პლუტარქე, რომელიც აღშფოთებულია თვით იდეით, რომ მომავალ ცხოვრებაში მიწიერი სხეული აუცილებელი იქნება  (იხ.: Райт Н. Т. Воскресение Сына Божьего. С. 91). ლუკიანეს თანახმად ჰერაკლეს სხეული მაინც დაიწვა: "მან ჩამოიშორა ყველაფერი ადამიანური, რაც კი დედისგან მიიღო, ხოლო მისი განწმენდილი ღვთაებრივი საწყისი, რომელიც მას ცეცხლში ყოველგვარი მინარევის გარეშე გამოეყო, ღმერთებისკენ აღვიდა" (Гермотим 7).
 
როგორც ნორმან ლ. ჰაისლერი აღნიშნავს, "არც ერთ ძველბერძნულ ან ძველრომაულ მითში არ არის ლაპარაკი მონოთეისტური ღმერთის ბუკვალურ განკაცებაზე (შეად. ინ. 1:1-3, 14), რაც ქალწულისგან ბუკვალურ შობად გაიგება (მთ. 1:18-25) და განკაცებული ღმერთის სიკვდილითა და ხორციელი აღდგომით მთავრდება. ბერძნებს სხვა მოკვდავ სხეულში რეინკარნაციისა სწამდათ; ახალაღთქმისეულ ქრისტიანებს კი სწამთ მკვდრეთით აღდგომისა იმავე ფიზიკურ სხეულში, რომელიც უკვდავი გახდა (შეად. ლკ. 24:37). ბერძნები პოლითეიზმის წარმომადგენლები იყვნენ, და არა მონოთეიზმისა, როგორებიც ახალაღთქმისეული ქრისტიანები არიან" (Гайслер Н.Л. Энциклопедия христианской апологетики. СПб., 2004. С. 576).
 
სკეპტიკოსები და ათეისტები ცდილობენ ქრისტიანულ აღდგომას ანალოგები უპოვონ მკვდარ ღმერთებში, რომლებიც კვდებიან და აღდგებიან ანტიკური ახლო აღმოსავლეთის მითოლოგიებში. მათვე უნდა განვაკუთვნოთ დიონისეს კულტიც. მაგრამ ამ კულტებს საფუძველში ედოთ სიკვდილისა და ღვთაების აღზევების მხოლოდ რიტუალური წარმოსახვა, რომელსაც თან ახლდა ნაყოფიერების უზრუნველმყოფელი წეს-ჩვეულებები.
 
ადონისის, ატისის, იზიდას და ოზირისის, დემეტრასა და პერსეფონას, დიონისესა და თამუზის დედამიწაზე ცოცხლად დაბრუნებაზე აქ ლაპარაკი არ არის. მათში ციკლურად არის წარმოჩენილი სიკვდილი და ღვთაების აღდგომა მეტაფორის სახით, "რომლებიც უთითებდნენ მარცვლის სიცოცხლის ციკლზე და მოსავალზე, ადამიანების ნაყოფიერებასა და შვილთა დააბადების უნარზე" (См.: Райт Н.Т. Воскресение Сына Божьего. С. 95).
 
ზოგჯერ, როგორც ეს ოზირისის შემთხვევაშია, ეს რიტუალები მოიცავდნენ დამკრძალავ წეს-ჩვეულებებსაც. მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიაში იქნება ნაჩვენები, ოზირისის "აღდგომა" ნიშნავს არა სიცოცხლესთან მის დაბრუნებას მიწიერ სამყაროში, არამედ მიცვალებულთა ქვეყანაში, ანუ - საიქიო სამეფოში გამგზავრებას. ამიტომც ამ ადგილის სამეცნიერო კომენტარებში უთითებენ, რომ ""აღდგომის" ცნებას ეგვიპტურ რელიგიებში არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ "აღდგომასთან": "მკვდრეთით "აღმდგარი" ოზირისი მკვდრადვე დარჩა" (См.: Мифы и легенды народов мира. Древний Египет / И.В. Рак; Месопотамия / А.И. Немировский, Л.С. Ильинская. – М.: Мир книги, Литература, 2007. С.93, 377).
 
თუკი ადრე, მაგალითად, ჯ. ფრეზერის ნაშრომების საფუძველზე მიაჩნდათ, რომ ადრინდელი ქრისტიანობა განიცდიდა აღმოსავლური წარმართული კულტების გავლენას, დღეს მსგავსი წარმოდგენა მეცნიერებაში წარმატებით არ სარგებლობს. ამ თეორიის ძირითადი პუნქტების უარყოფა იხ.: McKenzie, Leon. Pagan Resurrection Myths and Resurrection of Jesus. Charlottesville, 1997. მეტიც, თანამედროვე მკვლევრები გამოთქვამენ სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის ვარაუდს. მაგალითად, Jan Bremmer-ს მოჰყავს წარმართულ გაცოცხლებულ ღვთაებათა ქრისტიანულ რწმენაზე გავლენის შესახებ იდეის ოსტატური კრიტიკა და ლაპარაკობს იმაზე, რომ ატისისა და მიტრას კულტები თვითონ ატარებენ ქრისტიანული გავლენის კვალს (См.: Райт Н.Т. Воскресение Сына Божьего. С. 95, 96. Еще о влиянии христианства на мистерии писал проф. П. Страхов. Воскресение. Идея воскресения в дохристианском религиозно-философском сознании. М., 1916. — Репр. — Киев, 2002. С. 75. ).
 
იესუ ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით ქრისტიანებს არასოდეს უთქვამთ, რომ ეს მოვლენა ყოველწლიურად მეორდება, როგორც მოსავლის თესვა და აღება. მათი მსოფლმხედველობრივი იდეები და რწმენა პრინციპულად განსხვავდებოდა წარმართულ მითებსა და კულტებში არსებული შეხედულებებისგან.  ადრინდელი ეკლესიის სარიტუალო პრაქტიკა არაფრით მოგვაგონებს იმას, რაც ცნობილია მისტერიალურ მოქმედებებზე. პურისა და ღვინის გამოყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაზე და, როგორც ვარაუდობენ სხვა მისტერიებში, პრინციპულად განსხვავდება სიმბოლიზმითაც და შინაარსითაც. რაიმე გავლენის მოაზრება იმ დროის ყველაზე გავრცელებულ პროდუქტებთან მიმართებაში იგივეა, მოიაზრო იგი იმაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანები ჭამენ და სვამენ.
 
მეტიც, ბ. მეცგერის თქმით, "ყველა მისტერიაში, სადაც კი ნახსენებია მომაკვდავი ღვთაება, ის კვდება არა ნებაყოფლობით, არამედ იძულებით, ზოგჯერ გამძვინვარებასა და სასოწარკვეთაში, და არასოდეს სიყვარულში" (Мецгер Б. Новый Завет. Контекст, формирование, содержание. М.: ББИ, 2006. С. 266).
 
P.S. ძველ ქრისტიანულ ფერწერაში იმის მტკიცებულებების ძებნა, თითქოსდა მკვდრეთით აღმდგარი წარმართული ღმერთებმა გავლენა მოახდინა ქრისტიანთა რწმენაზე - ნიშნავს ხაზი გადაუსვა საკუთარ განათლებას. მაგალითად, სტატიაში მოტანილი ორფეოსის ფოტო (იხ. ზემოთ, სათაურის ქვეშ) რომის კატაკომბებიდან, მხოლოდ მითოლოგიურ პერსონაჟსა და ქრისტეს შორის არსებულ ალეგორიულ პარალელზე მეტყველებს.
 
მიტრ. ილარიონი ასე ხსნის ამ სიუჟეტს: "ადრექრისტიანულ ლიტერატურაში (კერძოდ, კლიმენტი ალექსანდრიელთან) ორფეოსი ხშირად გამოდიოდა ქრისტეს წინასახედ: მსგავსად იმისა, როგორც ორფეოსი ათვინიერბდა მხეცებს ლირაზე დაკვრით, ქრისტე იმორჩილებს ადამიანებს სახარების სიტყვით. ამავდროულად ორფეოსი აღიქმებოდა, როგორც დავით ფსალმუნთმგალობელის ბერძნული პარალელი" (Иларион (Алфеев), митр. Православие. Т.2. Раннехристианская живопись. Фрески римских катакомб).

წყარო: weren.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому