განმარტება - ვის და როგორ ეხსნება აპოკალიფსისის საიდუმლო? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ვის და როგორ ეხსნება აპოკალიფსისის საიდუმლო?
იოანეს გამოცხადება
ახალაღთქმისეული კანონის სხვა წიგნებისგან განსხვავებით, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას ვერც მოვლენათა ისტორიულ გადმოცემას ვუწოდებთ, ვერც ქადაგებას, ვერც სწავლებას და ვერც დარიგებას (შეად.: "მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე" (ლუკა 1:3))
 
წმიდა წერილის ბოლო წიგნის თხრობა წარმოადგენს მთელი რიგი საკვირველი გამოცხადებების სიტყვიერ აღწერას. უფრო ზუსტად, - არა "აღწერას", არამედ "წარდგენას", რადგან წიგნის სიმბოლოები მის აღწერით ნაწილში საკმაოდ ლაკონურია, თუმცა მათი რთული და მრავალგვაროვანი ურთიერთქმედებები ურთიერთ დაკავშირებულ და დინამიურად განვითარებულ სიუჟეტებს აყალიბებს.
 
ამასთან პირდაპირ ბიბლიურ მსგავსებად, როგორც მთელი წიგნისა, ასევე მისი ცალკეული ფრაგმენტებისა, შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ხილვები (და მათთან დაკავშირებული მოვლენები), რომლებიც აღწერილია ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებში, მაგალითად, იერემიასთან, ეზეკიელთან, დანიელთან, ზაქარიასთან და ა. შ. - რადგან ამ შემთხვევაშიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება არსებითად განსხვავდება ახალაღთქმისეული კანონის ნებისმიერი სხვა წიგნისგან.
 
რაც შეეხება ხილვებს, რომლებიც აღწერილია გამოცხადებაში, - და მათი გამოვლინების ვითრებანი, ასევე მათი მასშტაბურობის შეგრძნება, და მათი აზრის ნაწილობრივი (ამა თუ იმ დონით) შემეცნება, - ბუკვალურად ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოციქული იოანე, მის მიერ კი ჩვენ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დაფარული საიდუმლოებების მხილველები ვხდებით. თანაც აპოკალიფსისის საიდუმლოებები მნიშვნელობითაც და მასშტაბურობითაც, გლობალური საშიშროებების დონითაც, რომლებიც მათში იკითხება, აშკარად აღემატებიან იმ ხილვებს, რომლებიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებშია აღწერილი.
 
სწორედ ამ მიზეზით ხილვათა თვითმხილველისა და გამოცხადების ავტორის მოსახსენებლად მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში გამოიყენება განსაკუთრებული ტერმინი "იდუმალთმხილველი", რომელიც სხვაგან არსად გვხვდება.
 
(თუმცა, ყველა სხვა შემთხვევაში, მას უწოდებენ მოციქულ ან მახარობელ იოანეს, - ან კიდევ ერთ-ერთ მოციქულს თორმეტთაგან, იოანე ღვთისმეტყველს).
 
თავისი სისრულით ეს გასაოცარი და ზუსტი სახელწოდება იმთავითვე კარნახობს და ურჩევს ქრისტიანს გამოცხადების ტექსტებისა და შინაარსის მიმართ ერთდროულად ჰქონდეს ღვთისმოშიშებითი და ერთადერთი სწორი გონებრივ-ლოგიკური პოზიცია.
 
ჯერ-ერთი, სიტყვა "იდუმალ-მხილველი" მოწმობს იმაზე, რომ წიგნის ძირითადი აზრი შემოსილია "სამზერი" (უფრო ზუსტად, "გონებრივ-სამზერი") სახეებით, - ხოლო გამოცხადების სიტყვა და ტექსტები წარმოადგენენ ამ სახეთა ტრანსლიაციის მეთოდს.
 
მეორეც, ცნება "იდუმალ-მხილველი" უთითებს იმაზე, რომ ხილვათა ჭეშმარიტი აზრები დაფარულია და ძნელად მისაწვდომი. ამიტომაც სრულიად ნორმალურია ის, რომ მიმდინარე მოვლენების არსი გარკვეულწილად საიდუმლოა იმის შემდეგაც კი, რაც თვით ხილვები ყველა აუცილებელი დეტალებითა და დაწვრილმანებებით არის აღწერილი.
 
მესამეც, სახელწოდება "იდუმალმხილველი" პრაქტიკულად პირდაპირ ამტკიცებს, რომ არასწორი იქნებოდა გამოცხადების ავტორად მიგვეჩნია მოციქული იოანე ამ სიტყვის (ავტორობის) საზოგადოდ მიღებული (საერო) გაგებით. წიგნის (გამოცხადების) ავტორი გახლავთ ის, ვინც ხილულ ფორმებში შემოსა საიდუმლო და დაფარული აზრები, და ამ ფორმათა მიერ იდუმალმხილველს გაუშალა მოსახდენ მოვლენათა სულიერი პანორამა. ასე რომ, ყველაზე ამაღლებული აზრით წიგნი გახლავთ იესუ ქრისტეს გამოცხადება (იხ. გამოცხ. 1:1), როგორც ეს ნათქვამია კიდეც წიგნის პირველი თავის პირველსავე მუხლებში: "გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს" (გამოცხ. 1:1)
 
და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე მეორე პლანზე, გამოცხადებულს ჭვრეტს მოციქული იოანე: "რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა" (გამოცხ. 1:2).
 
ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ცნება "იდუმალმხილველი" მაქსიმალური სიზუსტით ანიჭებს პირად საავტორო როლს მოციქულ იოანეს, - ანუ წარმოგვიდგენს მას არა როგორც "კლასიკურ" ავტორს, არამედ როგორც გონებით მჭვრეტელს და ღმრთითშთაგონებულ მოწმეს ყოველივე იმისა, რაც მან იხილა და ისმინა. ამასთან ხაზს უსვამს, რომ თვით მოციქული იოანე არ გახლავთ არც ამ სახეთა სკულპტორი, არც სიუჟეტთა ავტორი, არც წიგნის საერთო კომპოზიციის არქიტექტორი, - თუმცა, ის არა უბრალოდ "უმზერს", არამედ "ხედავს" კიდეც (ანუ "ჭვრეტს"), და გულისხმაყოფს. სწორედ საკუთარი ხედვის და გულისხმაყოფის მიერ მოსავს გამოცხადების წიგნის საიდუმლო ხილვებს სიტყვებსა და ტექსტებში.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების წიგნის მეშვეობით ჩვენ ვუყურებთ ჩვენთვის შემოთავაზებულ სურათს დანახულს არა ჩვეულებრივი ადამიანური შეხედულებით (რომელიც მიდრეკილია დაინახოს არა მთავარი, ვერ აფასებს პირველხარისხოვანს, იტაცებს უმნიშვნელო და ა. შ.); გამოცხადების წიგნის ხილვები ჩვენ წარმოგვიდგება ჭეშმარიტების, ანუ ქრისტიანული გულისხმისყოფის ნათელში, თორმეტიდან ერთ-ერთი მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის სულიერ შორსმჭვრეტელობასა და წინასწარმეტყველურ შთაგონებაში.
 
ამის მეშვეობით (ამის წყალობით) გარკვეულწილად იდუმალმხილველი ხდება ყოველი "ღვთის მონა", ვინც კი გადაშლის ამ წიგნს და უმზერს მას მოციქულ იოანეს სიტყვის მიერ გადმოცემულ "გამოცხადებას იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის" (იხ. გამოცხ. 1:1-2). ასე რომ, ამ ასპექტში გამოცხადების წიგნი ერთ რანგში დგება სახარებებთან: როგორც წმიდა წიგნი, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს თვით უფლის "სიტყვასა და საქმეს".
 
ამასთან, გარკვეულწილად სხვა ასპექტში, ანუ იმ აზრში, რომელიც ეხება გამოცხადების ავტორობას, წმიდა წერილის ბოლო წიგნი მართლაც რომ უნიკალურია. ოთხი სახარება (არაფერი რომ არ ვთქვათ მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებზე) - ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანური (თუმც ღმრთითშთაგონებული) მოწმობებია, რომელთა ჩარჩოებში მათი ავტორები, ყოველგვარი ეჭვის გარეშე სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი და ძღვანებულნი. მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარი თავის წინაშე ისახავენ სრულიად ადამიანურ მიზნებს და ჭეშმარიტებას გადმოგვცემენ საკუთარ ცოდნაზე, გულისხმიერებასა და რწმენაზე დაფუძნებით; ასევე მიჰყვებიან საკუთარ ლოგიკას.
 
ასე, მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია, რომ სახარებებში ან წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებში შეიძლება ასახული ან აღწერილი იყოს იმგვარი რამ, რაც თვით ავტორთათვისაც იქნებოდა გაუგებარი. ამ შრომათა უეჭველი ღვთითშთაგონებულობა არანაირად ცვლის იმ ფაქტს, რომ, მაგალითად, მათეს სახარება მასში აღწერილი ფაქტების შემოკრებისა და თანმიმდევრულობის, ფორმისა და გადმოცემის, ავტორის მიერ დეტალური აღწერილობების თვალსაზრისით - "პირველ ავტორად" სწორედ მათე მახარობელს წარმოგვიჩენს.
 
მოციქულთა ეპისტოლეებშიც "ადამიანური პირველობის" ასპექტი კიდევ უფრო ცხადი და მკაფიოა.
 
მაგრამ გამოცხადების წიგნი, ყველა მისი სახეების, სიმბოლოებისა და სიუჟეტების პირდაპირ საღმრთო ავტორობის გათვალისწინებით, ჯერ სწორედ საღმრთო მოწმობად წარმოგვიდგება, - და მხოლოდ შემდეგ ადამიანურ თხზულებად. ასე რომ ამ კონტექსტში სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ის გარემოება, რომ "გამოცხადებაში" იგულისხმება არა წიგნის სახელწოდება, არამედ მისი შინაარსი.
 
მითუმეტეს, რომ განზოგადოებული საღვთისმეტყველო აზრით ცნება "საღმრთო გამოცხადება" მოიცავს პიროვნულ ასპექტსაც.
 
რა თქმა უნდა, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ავტორობის ზემოთხსენებული თავისებურებები სრულად თვალსაჩინო როდია - მაგრამ პრაქტიკული აზრით ისინი დამაჯერებლად დასტურდება ადამიანური აღქმის (მათ შორის ჩვენი პირადი აღქმის) საკმაოდ ნათელი და სრულიად ხელშესახები თავისებურებებით. ასე, მაგალითად, ახალი აღთქმის სხვა წიგნებისგან განსხვავებით, გამოცხადების სიმბოლოებთან მიმართებაში ბევრს მისაღებად ეჩვენება ვარაუდი, რომ მოციქულ იოანეს (დეტალურად და დაწვრილებით) არ ესმოდა აზრი იმისა, რასაც აღწერდა, - და როგორც ადამიანი "განზე" რჩებოდა წიგნში დამოწმებულ მოვლენათაგან.
 
მრავალი (განსაკუთრებით თანამედროვე) კომენტატორი საკმაოდ აქტიურ ექსპლოატაციას უწევს სწორედ ამგვარ ვარაუდს, ანიჭებს რა წიგნის სიმბოლოებს თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ აზრობრივ შინაარსსს.
 
მსგავსი შეხედულებები ვარაუდობს, რომ თვით იდუმალმხილველს არ შეეძლო წიგნის (გამოცხადების) ჭეშმარიტი აზრის გაგება, რადგან, ჯერ-ერთი მისი მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის დონე შეესაბამებოდა I საუკუნეს, რაც თანამედროვე თვალსაზრისით არის ძალზედ დაბალი. და მეორე, ზოგიერთი მისი მზერის წინაშე გაელვებული მოვლენები გონებრივად მიუწვდომელი იყო მისთვის თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეხებოდა მისთვის ძალზედ შორეულ მომავალს, და ამიტომაც არ შეეძლო მის თვალში მიეღო კონკრეტული, შეგრძნებადი და გონებრივი ხედვისთვის მისაწვდომი ფორმები.
 
სამაგიეროდ ისინი, ვინც აღჭურვილნი არიან ყველაზე თანამედროვე ცოდნით, ისტორიის, პოლიტოლოგიის, გეოგრაფიის და სხვა მეცნიერებების ჩათვლით, უნარმოსილნი არიან ამ ცოდნის პრიზმაში ბოლოს და ბოლოს დაინახონ ის, რაც თურმე თვით მოციქულ იოანესთა და მის შემდეგ მცხოვრებ ქრისტიანთა მრავალი თაობებისთვის იყო მიუწვდომელი, იდუმალი, და გაუგებარი.
 
მაგრამ ამგვარი ვარაუდის დაშვება არასწორია!
 
მეტიც, ქრისტიანული ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მსგავსი აზროვნება უკეთეს შემთხვევაში მოწმობს მცირედმორწმუნეობაზე, ხოლო უარეს შემთხვევაში - დაუფარავ სიამაყესა და ამპარტავნებაზე, რომელიც აზიანებს გონებასა და გრძნობებს, და ადამიანს შესაძლებლობას არ აძლევს გამოცხადების შინაარსი აღიქვას მხურვალე გულითა და ფხიზელი აზრით.

მასალა მომსაზდებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому