განმარტება - მოზეიმე ეკლესიის შვიდი ხატება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მოზეიმე ეკლესიის შვიდი ხატება
მედღესასწაულე ეკლესია
1. მოზეიმე ეკლესიის სამღვდლო ხატება

პირველი და ძირითადი ხატება, რომლითაც გამოცხადების წიგნში იმოსება მედღესასწაულე ეკლესია, არის სამღვდლო, - და ეს ხატება იხსნება სპეტაკი სამოსლით შემოსილი ოცდაოთხი მხცოვანის ხილვით, რომლებიც პირდაპირ დიადი ზეციური საყდრის წინაშე განლაგებულ ოცდაოთხ საყდარზე სხედან (გამოცხ. 4:4). ასეთი მდგომარეობა კი ნიშნავს, რომ ზეციერი მხცოვნები მუდმივად იმყოფებიან ზეციური ტაძრის "წმიდა წმიდათაში", სადაც დღისით და ღამით (გამოცხ. 4:8) ეთაყვანებიან მარადის მცხოვრებსა და კრავს (გამოცხ. 4:10; 5:8, 14; 11:16; 19:4).
 
ამასთან იდუმალთმხილველი მხცოვანთა თავებზე ხედავს ოქროს გვირგვინებს (გამოცხ. 4:4), ხელში მათ - ქნარები და საკმევლით სავსე თასები უჭირავთ (გამოცხ. 5:8); ირიბად - "და მომესმა ხმა ზეცით,როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე" (გამოცხ. 14:2)). და ამ "ზეციურ ქნართა" ხმაზე ოცდაოთხი მხცოვანი კრავს უგალობენ "ახალ გალობას", რომელიც თავისი შინაგანი აზრით ქრისტეს მთელ ეკლესიას მიეკუთვნება, - ანუ ეს არის სახარებისეული გალობა.
 
"გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე" (გამოცხ. 5:9-10).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ოცდაოთხი მხცოვნის "ახალი გალობა" არა მარტო ადასტურებს ახალაღთქმისეულ დაპირებებს და გვაუწყებს ზეციურ კარავში მთელი რიგი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების აღსრულებას, არამედ განსაკუთრებულ "ახალაღთქმისეულ ფსალმუნად" გამოიყურება, - ანუ აგრძელებს ძველი აღთქმის დროების საღვთისმსახურებო გალობათა ტრადიციასა და მნიშვნელობას, რომლებიც თავის დროზე მოსეს ხელთქმნილ კარავში იგალობებოდა.
 
მაგრამ ზეციური ტაძრის "ახალი ფსალმუნი" ეკუთვნის ყველა ცხონებულ ხალხს, და საკუთარ თავში აერთიანებს:
 
- ფსალმუნებს სიხარულისა და დიდებისმეტყველებისა (მაგ.: "იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ. აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა" (ფსალმ. 32:1-3));
 
- ფსალმუნები "ცხონებისა" (მაგ.: ფსალმ. 39:2-4, ფსალმ. 95:1-2, ფსალმ. 143:9-11) და "გამარჯვებისა" (Пс.97:1-2 და ა. შ.);
 
- "სამეუფო" საქებარი ფსალმუნები (მაგ.: ფსალმ. 149:1, იგივე აზრია  ეს. 42:10-ში).
(აქ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს "ახალი ზეციური გალობის" მნიშვნელობათა პანორამა, რომლის წყალობითაც ძველი აღთქმის მრავალრიცხოვანი ფსალმუნები და წინასწარმეტყველებანი მარტოდენ გამოცხადების წიგნის ხატებით იძენენ ჰარმონიულ და მწყობრ ჟღერადობას, რომელიც ხარების საყოველთაო მნიშვნელობამდე აღვალს).
შემდეგ კი სწორედ ოცდაოთხი ზეციური მხცოვანია ნაჩვენები გამოცხადების წიგნში პირველ მოწმეებად, რომლებიც ხარობენ უფლის გამეფებას, მაგ.:
 
"ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა" (გამოცხ. 11:16-17).
 
"ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!" (გამოცხ. 19:4).
 
თანაც მათ დიდებისმეტყველებას იქვე "მრავალრიცხოვანი ხალხის" ხმა უერთდება:
 
"და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი" (გამოცხ. 19:6).
 
ასე რომ, იმ მომენტისთვის, როდესაც დგება კრავის ქორწილი, ზეციერი კრება მთელი სისრულით ხარობს და ზეიმობს:
 
"გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი" (გამოცხ. 19:7).
 
ამასთნ თვით რიცხვი "ოცდაოთხი", მთლიანობაში, ზეციური საყდრის წინაშე მხცოვანთა უმაღლეს მდგომარეობასთან და საკმევ თასებთან ერთად, რომელიც ხელში უჭირავთ (გამოცხ. 5:8) მოწმობენ იმაზე, რომ "ზეციური მხცოვნები" განახორციელებენ აზრს, რომელიც აარონის ძეთა განსაკუთრებულ მორიგეობით სამღვდლო მსახურებაში მოიაზრება, შეად.:
 
"... საწმიდრის წინამძღოლები და მთავარნი უფლისანი ელიეზერისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. ... პირველი წილი არიმას შეხვდა, მეორე - ანინას, ... ოცდამეოთხე - მოზიას" (1 პარ. 24:5, 7, 18).
 
ხოლო, რადგან "ზეციერი მხცოვნები" ქნარზე გალობენ და ხარობენ უფლის წინაშე (გამოცხ. 5:8-9) - მათში ხორციელდება ლევიტელთა სამღვდლო მსახურების რიგითობაც (რომლებიც ფსალმუნზე, ციტრაზე და ა. შ. უკრავდნენ), შეად.:
 
"პირველი წილი ერგო ასაფს ... ოცდამეოთხე - რომამთი-ეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი" (1 პარ. 25:9, 31).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რიცხვი "ოცდაოთხი" მნიშვნელოვანია, და ზეციიური კარვის პანორამებს აკავშირებს მღვდლობის ორ რიგთან, რომლებზეც იყო დაკისრებული მსახურება ძველი აღთქმის ხელთქმნილ ტაძარში, - ანუ მოწმობს იმაზე, რომ "ზეციერი მხცოვნები" საკუთარ თავში აერთიანებენ ზეციური მღვდელმსახურების მთელ სისრულეს (რომლის ჩარჩოებში ყოველ მხცოვანთაგან "ძეთა და ძმათა" რაოდენობა უბრალოდ უთვალავია).
(ამგვარ მოწმობას განეკუთვნება მათი სპეტაკი სამოსელიც; ოქროს გვირგვინები მათ თავებზე; და საკმევლით სავსე თასები მათ ხელებში; ბარბითზე მათი დაკვრა და გალობა, რომელიც პირდაპირ ზეციერი საყდრის წინაშე აღსრულდება და ა. შ.).
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნი მხცოვანთა სიმბოლოს მიმართავს ყოველთვის, როდესაც ხილვის შინაგანი ლოგიკა, იმისგან, რაც ქვეყანაში ხდება, ზეცად მოზეიმე ახალაღთქმისეული კრებისკენ გადასვლას ითხოვს (შეად. - გამოცხ.: 4; 5; 7; 11; 14; 19).
 
ხოლო იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ბოლო თავებში ოცდაოთხ მხცოვანთა საყდრებს, რომლებიც დიადი საყდრის გარშემო იმყოფებიან (გამოცხ. 4:4), უკვე სხვა თვისებრიობაში ვხედავთ, კერძოდ: ისინი ზეციური იერუსალიმის სამსჯავროს "სამეფო" საყდართა სახით წარმოგვიდგებიან:
 
"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა..." (გამოცხ. 20:4).
 
"იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა. რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა. რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა" (ახ. ქართ.: "იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული. რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა" ) (ფსალმ. 121:3-5).
 
ამასთან, მხცოვნები, რომლებიც ზეციურ საყდრებზე სხედან - მოზეიმე ეკლესიის ერთადერთი სახე როდია, რომელიც გამოცხადების წიგნში გვეცხადება. ხელთქმნილი კარვის წეს-განგებათა შესაბამისად, ყველა ხილვა, გამონაკლისის გარეშე, სადაც კი ნახსენებნი არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს თაყვანს სცემენ ტაძრის შიგნით, "ზეციური მღვდლობის" მნიშვნელობებსა და სიმბოლოებს უნდა განვაკუთვნოთ, რადგან ხელთქნილ ტაძარში შესვლა და საკურთხეველთან და მსხვერპლთან მიახლება შეეძლოთ მხოლოდ მღვდელმსახურებს, შეად.:
 
"მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში" (გამოცხ. 11:1).
(ანუ "სამღვდლო" მნიშვნელობები მოიაზრება მოზეიმე ეკლესიის იმ მრავალრიცხოვან სიმბოლოებში, რომელთა შესახებაც შემდგომ ვისაუბრებთ).
გარდა ამისა, რადგან მოზეიმე ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების, როგორც დასაწყის, ასევე უკანასკნელ ხილვაში, წარმოდგენილია მღვდლობის სიმბოლოებში, რომელიც "წუთისოფლის" მოვლენებს ეხება (გამოცხ. 1:6 - გამოცხ. 20:6), - ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს, რომ სწორედ "სამღვდლო" მნიშვნელობები უდევს საფუძვლად წიგნში აღწერილ ყველა მოვლენას, რომლებიც ახალი აღთქმის ზეციურ ტაძარს უკავშირდება.
 
 
2. მოზეიმე ეკლესია - ქრისტეს მოწამეები არიან
 
გამოცხადების წიგნში მოწამეები "ღვთის სიტყვისა" და მათთვის მინდობილ მოწმობათათვის მოკლულებად წარმოდგებიან ("და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9), რომელთაც განსაზღვრულ მომენტში სამღვდლო "სპეტაკი შესამოსელი" ეძლევათ (ე. ი. შესამოსელი, რომელიც უფლებას აძლევს მათ ზეციურ საკურთხეველში შესვლისა: "... და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი..." (გამოცხ. 6:11).
 
ამ ხატებას აგრძელებენ "თანა-მონები" და "ძმები", რომლებიც ძველაღთქმისეულ მოწამეთა შემოსვის დროისთვის ჯერ კიდევ მოწამეობრივი აღსასრული უწევდათ (გამოცხ. 6:11).
 
და ეს მოწამეები გამოცხადების წიგნის 20-ე თავში იწოდებიან:
 
- იესუს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილებად:
 
"ვიხილე ... იესუს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები..." (გამოცხ. 20:4).
 
"... იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11).
 
დაამატეთ აღწერა:
 
ა) არ ეთაყვანენ მხეცს და არ მიიღეს მისი დაღი:
 
"... რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე..." (გამოცხ. 20:4).
 
 
ბ) გაცოცხლდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად.
 
"... გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4).
 
 
გ) ისინი იქნებიან "პირველი აღდგომის" მონაწილენი, ნეტარნი და წმინდანი, რომელთაც მეორე სიკვდილი ვერ შეეხება:
 
"ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე..." (გამოცხ. 20:6).
 
 
დ) იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი:
 
"არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:6).
 
 
 
3. მოზეიმე ეკლესია ეს არის ღმრთის ერის საბრძოლო ბანაკი, რომელიც ქრისტეს მეთაურობით სიონის მთაზე იკრიბება

"საველე საბრძოლო ბანაკის" მნიშვნელობა წარმოდგენილია გამოცხადების წიგნში ას ორმოცდა ოთხი ათასი "აღბეჭდილის" სახით, რომლებიც თორმეტივე ბიბლიურ ტომს ეკუთვნის:
 
"და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:4).
 
ამასთან ნათქვამია, რომ "ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან... ", და "მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი", ანუ ჯერ საკუთარი გოლგოთისკენ, შემდეგ კი ზეციური სიონისკენ, - ამის შემდეგ კი უკანასკნელი დღის მსოფლიო ბრძოლისკენ, შეად.:
 
"ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი" (გამოცხ. 19:14).
 
გარდა ამისა, გამოცხადების წიგნის 14-ე თავში ეს ას ორმოცდა ოთხი ათასი სულიერი მეომარი კრავთან ერთად დგას სიონზე, - და ოცდაოთხი მცხოვანივით, გალობს "ახალ გალობას" ზეციური საყდრის წინაშე (გამოცხ. 14:1-3), (შეად.: გამოსვლა 15:1-8, "აღსვლის გალობანი" ფსალმუნებში, იერ. 3:14 და სხვა). ამავე თავში მათ ეწოდებათ პირმშონი "გამოსყიდულნი ქვეყნით", რაც მოსეს სჯულის მნიშვნელობათა შესაბამისად თვით უფლის ზეციური წილია (გამოცხ. 14:4, შეად.: გამ. 13:2; 19:5; რიცხვ. 3:12, 41).
 
ხოლო რადგან აარონის ძეთა "საყვირთ"-მსახურების მიხედვით სამღვდლო საყვირები წარმოადგენდნენ ნიშანს "ბანაკთა აღებისა" და ისრაელის ყველა ბიბლიური ტომის საბრძოლო საველე წყობის დალაგებისა (რიცხვ. 10:1-28), - ას ორმოცდა ოთხი ათასის სიმბოლო, რომელიც ისრაელის ყველა ტომიდან დალაგებულია თორმეტ-თორმეტ ათასად, - გვეხსნება "უდაბნოს გადასვლის" ახალაღთქმისეული მნიშვნელობა, რომელსაც უკვე თვით უფლის წინამძღოლობით აღასრულებს ქრისტეს ეკლესია, შეად.:
 
"... ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი" (გამოცხ. 14:4).
 
"წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით" (გამ. 13:21; რიცხვ. 10:11-13).
 
მეტიც, თორმეტი ტომი, რომელიც დალაგებულია საბრძოლო წყობად და ქრისტეს გარშემო დგას სიონის მთაზე, წინასწარმეტყველურ პერსპექტივაში იძენს ზეციური ქალაქის "ცოცხალი კედლების" აზრს (შეად.: - გამოცხ. 21:12-13, გამოცხ. 21:16-17), - ხოლო ამ სიმბოლოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს "წმიდა ქალაქი" და "წმინდანთა ბანაკი", რომელიც აწარმოებს ომს წარმართებთან (შეად. – "ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:2); "დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ლუკა 21:24)).
 
ხოლო ეს აღბეჭდილნი თორმეტი ტომიდან არიან ისინი, ვინც ჟამთა აღსასრულს კრავთან ერთად ძლევენ "მხეცსაც" და მხეცის "რქებსაც", შეად.:
 
"... კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან" (გამოცხ. 17:14).
 
რადგან ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეს საბრძოლოდ განწყობილნი ზეციური მეომარნი ქრისტესთან ერთად ჩამოვლენ ციდან უკანასკნელი ბრძოლისთვის, და ამ ბრძოლაში მოიპოვებენ სრულ და საბოლოო გამარჯვებას:
 
"ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი" (გამოცხ. 19:14).
 
"ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას" (გამოცხ. 19:19).
("ზეციური საბრძოლო ბანაკის" ხატებათა მწკრივში, რომელიც მოცემულია გამოცხადების წიგნში, ყველაზე არამკაფიოს წარმოადგენს მოზეიმე ეკლესიის წარმოდგენა მეფეთა სახით, რომლებიც მოდიან აღმოსავლეთიდან: Эმეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით" (გამოცხ. 16:12). მაგრამ ამ ხატების დეტალური განხილვა უმჯობესია "მრისხანების შვიდი თასის" ხილვის კონტექსტში, რომლითაც, როგორც ნათქვამია, "მთავრდება ღვთის რისხვა" (გამოცხ. 15:1)).
რაც შეეხება განსაკუთრებული ნიშნით "აღბეჭდილ" რჩეულებს, რომლებსაც ამ ბეჭდებს აძლევენ შუბლზე ("ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:3-4), - წინასწარმეტყველებითი მნიშვნელობის აღსრულების გარდა, რომელიც ეზეკიელის ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებაშია მონიშნული (შეად. – "უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკ. 9:4)), ამ ხატებაში მოაზრებულია "სამღვდლო" მნიშვნელობებიც, რომლებიც დაკავშირებულია ძველაღთქმისეულ მღვდელმთავართა შესამოსელზე ისრაელის ყოველი ტომის სახელწოდების ამოტვიფრა.
(ასეთი ამოტვიფრები მეორდებოდა ორჯერ: ორ ქვაზე, რომლებიც თავსდებოდა მღვდელმთავრის ეფოდის სამხრეებზე (გამ. 28:9-12;  39:5-7) და მღვდელმთავრის სამკერდულის თორმეტ ქვაზე (გამ. 28:15-21; 39:8-14), რაც ამ სახელწოდებებს ღმრთის თვალთა წინაშე წარადგენდა, შეად.: ეს. 66:22).
შესაბამისად, ის აღბეჭდვა ახალაღთქმისეულ ერთგულთა, რომელზეც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება მოწმობს, გამოიყურება, როგორც წმიდა სახელთა წარწერა "ცოცხალ ქვებზე", რომელთაგანაც ქრისტეში ახალი ხელთუქმნელი ზეციური ტაძარი იგება, შეად.:
 
"როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს" (1 პეტ. 2:5).
 
"მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს" (გამოცხ. 21:12).
(უფრო დეტალურად ტორმეტი ქვისა და თორმეტი ზეციური ტომის სიმბოლიზმი განხილული იქნება ყოველი შესაბამისი ხილვის ახალაღთქმისეული მნიშვნელობის კონტექსტში).
4. მოზეიმე ეკლესია - "ზეცა" და "წმიდა მოციქულები და წინასწარმეტყველები" არიან
 
სწორედ "ზეცა", "მოციქულები" და "წინასწარმეტყველები" წარდგებიან გამოცხადების წიგნში ერთიან ზეციურ კრებად, რომლებიც იუწყებიან "მსოფლიო ბაბილონის" საბოლოო სამსჯავროს ("ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას" (გამოცხ. 18:20)). შეად. – "ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას?" (1. კორინთ. 6:2)).
 
 
5. მოზეიმე ეკლესია ყოველი ხალხიდან მოსულ მართალთა ზეციური კრებაა
 
ეკლესია, როგორც ერთიანი ღმრთის ხალხი, ასული ზეციურ სიონში დედამიწის ყველა კუთხიდან, გამოცხადებაში წარმოდგენილია მრავალგვარი სიმბოლოებით, რომელთა ჩარჩოებში ქრისტეს მიერ ცხონებულნი წარდგებიან როგორც:
 
- გამოსყიდულნი ყოველი ხალხისგან ღმრთის წილხვედრად ("... გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან" (გამოცხ. 5:9), სადაც ეს გამოსყიდულნი მეფეები და მღვდელმსახურები ხდებიან (გამოცხ. 5:10, იგივე იხ. გამოცხ. 20:6);
 
- მრავალნი ხმანი, რომლებიც აქებენ ღმერთსა და კრავს ("რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა" (გამოცხ. 5:12-13. იგივე იხ. გამოცხ. 19:6).
 
— "წმიდა კრებული", რომელიც ელის და ხვდება საყოველთაო "კარვების დღესასწაულს" (შეად. - ლევ. 23:40-41), ანუ ეს არის უდიდესი და უთვალავი რაოდენობა მართალთა ყველა ხალხიდან, რომლებიც უფლის საყდრის წინაშე სპეტაკი სამოსლებით დგანან და ხელში პალმის რტოები უჭირავთ ("შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი" (გამოცხ. 7:9), "ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" (გამოცხ. 7:14)).
 
- მხეცის მძლეველი სიმრავლე, რომლებიც ცეცხლშერეულ მინის ზღვაზე დგანან ("და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ" (გამოცხ. 15:1-2), "ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები" (გამოცხ. 15:2) "და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას" (ანუ "ახალ საგალობელს", (გამოცხ. 15:3-4; შეად. მეორე რჯლ. 31:30; 32 და გამოცხ. 5:19:9-13).
 
მრავალრიცხოვანი ხალხი, რომელიც ადიდებს უფალს (გამოცხ. 19:1) მათ შორის მეძავ ბაბილონზე აღსრულებული სამართლიანი მსჯავრისთვის (გამოცხ. 19:2-3). თანაც "მრავალრიცხოვანი ხალხის" ხმის სიმბოლოს ამავე ხაზში, ოცდაოთხ მხცოვანთან ერტად იუწყებიან უფლის გამეფებას (გამოცხ. 19:6) - და ხარობენ კრავის ქორწილში ("გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი" (გამოცხ. 19:7)).
 
 
6. მოზეიმე ეკლესია არის კრავის პატარძალი და სასძლო
 
"ახალაღთქმისეული საქორწილო სერობის" აზრები გამოცხადების წიგნში დახატულია ქალის სახით, რომელსაც ჰმოსავს მზე და, რომელსაც, თავის დროზე არწივის ფრთები მიეცა:
 
"მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (გამოცხ. 12:14).
 
ხოლო მომდევნო დღისთვის კრავის პატარძალი იმოსება წმიდა და ნათელი ბისონით სიმართლისა (გამოცხ. 19:7-8), რომელიც საქორწილო სერობისთვისაა განკუთვნილი:
 
"გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი" (გამოცხ. 19:7).
 
ხოლო მომავალი საუკუნის სიმბოლოში კრავის პატარძალი და სასძლო (გამოცხ. 21:2, 9) წარგვიდგება ზეციურ იერუსალიმად, ანუ ის ზეციდან ჩამოდის ღმრთის დიდებული ქალაქის სახით (გამოცხ. 21:10), შეად.:
 
"ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო! წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან" (ქება 4:7-8).
 
"ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?" (ქება 6:10).
 
 
7. მოზეიმე ეკლესია ეს არის სიცოცხლის წიგნში ჩაწერილთა რაოდენობა
 
ყველაზე ამაღლებულ განზოგადოებაში "სიცოცხლის წიგნი", რომელზეც მოწმობს გამოცხადება, სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ეკლესიის სიმბოლური სახე (შეად. საწინააღმდეგო მნიშვნელობას გამოცხ. 20:15). რადგან მხოლოდ ამ წიგნში ჩაწერილნი შედიან ზეციურ ქალაქში, რადგან უკვე ცხონებულნი არიან (გამოცხ. 21:24) და განწმენდილნი (გამოცხ. 21:27, შეად. – 1 ინ. 1:9, 2 კორინთ. 7:1; ეფეს. 5:25-26, ტიტ. 2:14, ებრ. 9:13-14; 10:22), ასევე მორჩილნი არიან უფლისა (გამოცხ. 22:14), - ამიტომაც ისინი დაიშვებიან სიცოცხლის ბიბლიურ ხესთან (გამოცხ. 2:7, შეად. გამოცხ. 21:27; 22:14).
 
გარდა ამისა, სწორედ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილები იწოდებიან მომავალი საუკუნის რეალიებში უფლის მონებად, რომლებიც მას ემსახურებიან (გამოცხ. 22:3), ხედავენ მის სახეს და შუბლებზე მისი სახელი აწერიათ (გამოცხ. 22:4). ასევე იწოდებიან იმად, ვინც უფალთან ერთად იმეფებს უკუნითი უკუნისამდე (გამოცხ. 22:5).


მასალა მომზ
დებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому