განმარტება - მოსეს ხელთქმნილი კარვის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მოსეს ხელთქმნილი კარვის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა
ძველაღთქმისეული კარავი
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წარმოდგენილ სიმბოლოთა განხილვისას, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გვითვალისწინოთ ის ვითარება, რომ წიგნის აზრობრივი პანორამები მნიშვნელოვანწილად არიან დაკავშირებულნი პრინციპებთან და წესებთან, რომლებიც წინასწარმეტყველმა მოსემ ხელთქმნილი ტაძრის დროს მსახურებისთვის დააწესა.
 
ამასთან მრავალი წმიდა ტექსტი პირდაპირ მოწმობს იმას, რომ თვით კარავი (შემდეგ კი იერუსალიმის ტაძრის შიდა მოწყობილობა, რომელიც კარვის მოწყობის პრინციპს იმეორებდა), და მღვდლობაც, რომელიც ხორციელად განისაზღვრებოდა, ასევე ძველაღთქმისეული საღვთისმსახურებო წეს-განგებები, მოიცავდნენ არა მარტო ბუკვალურ, არამედ სიმბოლურ-წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს (ებრ. 9:24).
 
თანაც ყველაზე ამაღლებული წაკითხვისას ხელთქმნილი კარვის ყველა სიმბოლო გვიხატავდა არა სხვა რამეს, თუ არა საყოველთაო საღმრთო განგებულების ძველაღთქმისეულ ეტაპს, შეად.:
 
"ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი" (ებრ. 9:8-9).
 
სხვა სიტყვებით, მოსეს ხელთქმნილი კარავი, რომელიც ისრაელის რელიგიური ცხოვრების "ფიზიკურ" ცენტრს წარმოადგენდა და გააჩნდა ამასთან დაკავშირებული პრაქტიკული მნიშვნელობები, - სიმბოლურ წაკითხვაში წარმოადგენდა თავისი დროისთვის მთელი სამყაროს მოწყობისა და მდგომარეობის აქტუალურ "სულიერ რუქას" ("პირველი კარავი. ესაა ნიმუში აწმყო დროისა" (ებრ. 9:8-9).
 
იგივე ძველაღთქმისეული კარავი მასთან დაკავშირებულ წეს-განგებებთან, ატრიბუტებთან, "არქიტექტურულ დეტალებთან" და ა. შ. ერთად, საკუთარ თავში მოიცავდა მომავლის (ზეციერის) "ხატსა და ჩრდილს" (ებრ. 8:5), - თანაც "მომავლის" პროექციაში ყველაფერი რაც კი ხდებოდა კარავში ახალი აღთქმის დროებაზე უთითებდა, როდესაც მსოფლიოს მესია მოევლინებოდა, ხოლო "მომავლის ხატი და ჩრდილი" აწმყოს სულიერი რეალობად შეიქმნებოდა (შეად. – "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად" (1 კორინთ. 10:11)).
 
ამასთან, ბევრ რამეში ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებები პირდაპირ იუწყებოდნენ მსოფლიოში მოსალოდნელ გლობალურ სულიერ გარდაქმნებს, რომელთა შედეგადაც მოსეს აღთქმას ადგილი უნდა დაეთმო ახალი და სრულყოფილი აღთქმისთვის.
 
"აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი" (იერ. 31:30-31).
 
აღთქმათა ცვალებადობის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო მინიშნებას წარმოადგენდა ახალი ტაძრის გამოჩენა, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა იმ კარვისგან, რომელიც მოსემ სინას მთაზე მიღებული გამოცხადების შესაბამისად ააგო (შეად. - ზაქ. 6:12-15; ამ. 9:11-13; ანგ. 1:7-8).
 
ამასთან მთელი სისრულით იმ მიზეზებისა და პირობების შეგნება, რომლებიც ასეთ გლობალურ ცვლილებებს არა მარტო აუცილებელს, არამედ გარდაუვალს ხდიდა, ძველაღთქმისეულ დროში შეუძლებელი გახლდათ. ასეთი შემეცნება ხომ ახალი აღთქმის, როგორც სრულყოფილი ნიმუშის გულისხმისყოფით მიიღწევა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს განვიხილოთ ყველა არსებითი ნაკლოვანებები, რომლებიც ძველ აღთქმას ახასიათებდა (მაგალითად, ებრ. 8:7-ში ნათქვამია: "... პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?"), - მაშ, თუკი ასეთი ნიმუში ჯერაც არ გამოჩენილა, პირველი აღთქმის "კრიტიკული შეფასების" ვერანაირ საფუძველს ის ვერ წარმოგვიდგენდა.
 
შესაბამისად, მცნებათა ბუკვალური სჯული მარადიული ვერ იქნებოდა, რადგან ის "მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილი" იყო და "არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე" (ებრ. 10:1), "რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა" (ებრ. 7:18-19), - ასე რომ, ადრე თუ გვიან მოსეს სჯულისაც და მთელ პირველ აღთქმასაც ადგილი უნდა დაეთმო სრულყოფილი აღთქმისა და სჯულისთვის (ეფეს. 2:14-16; ებრ. 7:16; 9:10).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მცნებათა სჯული და ხელთქმნილი კარავი, განხორციელებული იერუსალიმის ტაძარში, ისრაელი ხალხის მიერ აბსოლუტურ ღირებულებად აღიქმებოდა, - დროთა სისრულისთვის ამ ყველაფერს, მხოლოდ იმ ზომით ჰქონდა ღირებულება, რა ზომითაც ემსახურებოდა იგი ღმრთის იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ გზას ძველაღთქმისეულ დროში გადიოდნენ.

სრულყოფილი აზრს მან მიაღწია უკვე იმის შემდეგ, რაც თავისი "ფიზიკური" არსებობა დაასრულა, და თავისი ადგილი დაიკავა ახალაღთქმისეულ მოწმობათა სისტემაში, როგორც დამრიგებელმა და მასწავლებელმა, "დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11).

სწორედ ამ მიზეზით პირველ აღთქმასთან და მოსეს სჯულთან პირდაპირ დაკავშირებული ხელთქმნილი კარავი, მისი ყველა განაწესი, რომელიც მისი მსახურების დროს ხორციელდებოდა, მოციქულის მიერ დახასიათებულია, როგორც "მომავლის აჩრდილი" და "აღმზრდელი", რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს სრულყოფილ აღთქმას, რომელიც სავსეა ჭეშმარიტი მნიშვნელობებით და რომელშიც გამოცხადებულია ჭეშმარიტი სიწმიდე (იხ. კოლას. 2:16-17; გალატ. 3:24-25).
მიუხედავად ამისა, ძველაღთქმისეული კარვის მოწყობის პრინციპები და საღვთისმსახურებო განაწესები თავის დროებაში სრულად შეესაბამებოდნენ იმ სულიერ რეალობას, რომლებიც მას მოიცავდა. უბრალოდ იმ დროთა რეალობა, ისევე როგორც ადამიანი, და მთელი სამყარო, უკიდურესად საჭიროებდნენ სრულყოფილებას, - ასე რომ "სულის სიღრმეში" არა მარტო ისრაელის ხალხი, არამედ მთელი ქმნილი მოელოდა იმგვარ მოვლენებს, რომელთა მასშტაბები და მნიშვნელობა არანაირ შეფასებას არ ექვემდებარება, და მრავალჯერადად აღემატება ყოველივე იმას, რაც ადრე არსებობდა (რომ. 8:19-23).


მასალა მომზ
დებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому