განმარტება - კარვობის საყოველთაო დღესასწაულის ხილვა (გამოცხ. 7:9-12) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
კარვობის საყოველთაო დღესასწაულის ხილვა
(გამოცხ. 7:9-12)
ას ორმოცდაოთხი ათასი აღბეჭდილი
"შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.  ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!" (გამოცხ. 7:9-10).
 
ისრაელის ტომთა სახელობითი ჩამოთვლის შემდეგ, რომელთაც ეკუთვნით ას ორმოცდა ოთხი ათასი აღბეჭდილი, იდუმალთმხილველი ხედავს "ურიცხვ ხალხს", რომელთა დათვლა უბრალოდ შუძლებელია. თანაც სიტყვები "შემდგომ ამისა", მოწმობენ იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულის თანმიმდევრობას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ზეციურ მოვლენათა განვითარების ლოგიკის ამსახველია.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ას ორმოცდა ოთხი ათასი ზეციური პირმშოს "აღბეჭდვის" შემდეგ მოზეიმე ეკლესია აღწევს უთვალავ სისავსეს, და, წმ. ნექტარიუს ეგინელის თქმით, "ცაში იმყოფება იმის შემდეგ, რაც იბრძოლა, გაიმარჯვა მტერზე და დიდებით იქნა წარდგენილი ღვაწლის ფუძემდებელ ქრისტესთან".
 
ხოლო რადგან "ურიცხვი ხალხი" , რომელიც მოვიდა "ყოველი ხალხისა და ტომისგან, ერისა და ენისგან" და იდგა "ტახტისა და კრავის წინაშე", აგრძელებს "ისრაელის თორმეტი ტომის" სიმბოლოს მთელი კაცობრიობის პროექციაში (შეად.: "... ხსნა ჩვენი ღმერთის და კრავისგან არის..."), - მოციქული იოანე აქ მიმართავს იმავე ნიშანდობლივ სახელწოდებას "ხალხისა, ტომისა, ერისა და ენისა", რომელიც მე-5 თავში აღნიშნავდა "გამოსყიდულთ" და რომლის სახელი ჟღერდა, როგორც ზეცის ოცდაოთხი მხცოვანის "ახალი გალობა" (შეად.: "... გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ... დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან" (გამოცხ. 5:9).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ აზრობრივი კონსტრუქცია "ხალხი-ტომი-ერი-ენა" მინიმალური განსხვავებით გამოცხადების წიგნში ნიშნდობლივად შვიდჯერ მეორდება, - და ყოველ შემთხვევაში ნიშნავს მთელ კაცობრიობას, რომელიც მოწოდებულია ცხონებისკენ, შეად.: - გამოცხ. 5:9; 7:9; 10:11; 11:9; 13:7; 14:6; 17:15).
რაც შეეხება "სპეტაკი სამოსით შემოსილ" ადამიანებს, - იდუმალთმხილველი პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ ზეციური დიდების მონაწილენი ბუკვალური აზრით უთვალავნი არიან (შეად. ვითარებას მე-5 თავში: "ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი" (გამოცხ. 5:11)). თანაც ადამიანთა ეს უთვალავი რაოდენობა არა უბრალოდ მიუახლოვდა ზეციური საყდარს, ცხოველებსა და მხცოვნებს, არამედ პირდაპირ კრავის წინაშე დგას "პალმის რტოებით ხელში" (ანუ "ფართოფოთლოვანი ხეების რტოებით" (ლევ. 23:33-44; ნეემ. 8:15) და "კარვობის საყოველთაო დღესასწაულს" ელოდება, რომლის დადგომასთან ერთად ცხონებულთათვის "ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან" საღმრთო აღთქმათა მთელი სისრულე გაიხსნება.
 
ეს კი ნიშნავს, რომ უთვალავი ზეციური კრებულის ხილვაში, თითქოსდა მეორდება და მთვრდება ბაიობის კვირის მოვლენა, ანუ პალმის რტოებით შემკული ლხალხი ქალაქ იერუსალიმში მაცხოვრის საზეიმო შესვლას ელოდება, - მაგრამ თკი მიწიერ ქალაქში უფალი ელეონის მთიდან ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა, რაც ისრაელის თორმეტი ტომისთვის მის მეფობასა და მესიობაზე უთითებდა (შეად.: "ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ..." (მკ. 11:8-10)), - მაცხოვრის შესვლა ზეციურ იერუსალიმში იქნება სიონიდან დიდებული და ბრწყინვალე ჩამოსვლა თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედრისა და მეფეთ მეფისა (გამოცხ. 19:11-16), რომელსაც თაყვანს სცემს "ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (ფილ. 2:9-10).
 
ამრიგად, 4-7 თავებში დახატული წინასწარმეტყველური პანორამები განუხრელად ფართოვდება, და წარმოადგენს ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობას განვითარებაში, გამრავლებასა და სრულყოფილებაში: ოთხი ცხოველიდან და ოცდაოთხი მხცოვნიდან - "ყოველი ქმნილებამდე სამყაროში" (გამოცხ. 5:8-13); "მოკლულთა სულებიდან", რომლებიც იმყოფებოდნენ საკურთხევლის ქვეშ და პირველებმა შეიმოსეს წმიდა და სპეტაკი სამოსლები, - "მათი რიცხვის სისრულემდე" (გამოცხ. 6:9-11); ისრაელის ყოველი ტომის თორმეტ-თორმეტი ათასიდან - "ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან" (გამოცხ. 7:4-10) მოსულებამდე და სხვა.
 
თანაც თუ განვიხილავთ მხოლოდ იმ ხილვებს, რომლებიც იხსნება მეხუთე და მეექვსე ბეჭდების მოხსნისას, - ყოველ სიმბოლურ მოწმობებში, რომელიც იდუმალთმხილველმა დაგვიხატა, ზეციური საკრებულო დასაწყის იღებს პირმშოთაგან, რომლებიც ქრისტეს გამარჯვებამდე იყვნენ სამსხვერპლოს ქვეშ (და ისინი არიან 144000 "აღბეჭდილები"), შემდეგ ეს რიცხვი მატულობს უთვალავი რაოდენობის მართლებამდე, რომლებიც არიან "ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან", და რომლებიც "სპეტაკი სამოსლებით" იმოსებიან, რის შემდეგაც თავიანთ ხმას უერთებენ მოზეიმე ზეციური კრებულის სადიდებელ გალობას (გამოცხ. 6:9-11; 7:4-10).
 
"ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 7:11-12).
 
აქვე იდუმალმხილველი მოწმობს იმის შესახებ, რომ ზეციური კრებულის, ადამიანებისა და ანგელოზების ერთიანი გალობა, რომელიც მე-5 თავში შვიდი სადიდებლის სისრულით ადასტურებს კრავის ღირსებას (შეად.: "... რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა" (გამოცხ. 5:12), დროთა მიწურულს გალობის იმავე "შვიდობითი" სისრულით თვით შემოქმედსა და ყოვლისმპყრობელს ეძღვნება.
 
ეს კი ნიშნავს, რომ იმ მოვლენებიდან დაწყებული, რომლებიც აღწერილია მე-7 თავის პირველ მუხლებში, უფალმა და მაცხოვარმა ზეციური კრებული მოიყვანა არა მარტო სრულყოფილ "რიცხობრივ" სისრულეში, არამედ ღმრთის გონივრულ, გააზრებულ და სრულყოფილ დიდებამდე (შეად. – ინ. 5:22-23; 14:13; რომ. 15:6; ფილ. 2:10-11 და სხვა).
 
ამასთან ანდრია კესარიელი აღნიშნავს, რომ მხცოვნები და ოთხი ცხოველი ადრინდელივით სხვებზე უფრო ახლოს დგანან ზეციურ საყდართან (შეად. გამოცხ. 5:11):

"ქერუბიმთა და მხცოვანთა ირგვლივ დგომა" ნიშნავს იმათი პატივის სიმაღლეს, რომლებიც მხცოვანთა რიცხვში სიმბოლურად იგულისხმებიან. და ღმერთს მისი საღმრთო მზრუნველობისთვის, რომელსაც ის ჩვენს გამო იჩენს მთელი ქმნილებისთვის ყველა არსებული ძალის მიერ მადლიერი გალობა აღევლინება".


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому