განმარტება - იოანეს აპოკალიფსისის ზედმიწევნითი განმარტება. შინაარსი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
იოანეს გამოცხადება
ბერძნული სიტყვა "აპოკალიფსისი" გამოცხადებას ნიშნავს. ღმერთი საიდუმლო, დაფარული (სიმბოლური) სახით უცხადებს რჩეულთ ძირითადად იმას, რაც მომავალში უნდა მოხდეს. გამოცხადების აღწერისას იდუმალთმხილველი სიმბოლურ ენაზე აღწერს საღმრთო ხილვას, ხოლო მათი მნიშვნელობის სწორად შესამეცნებლად ეს სიმბოლოები გაგებულ-გააზრებულ უნდა იქნეს ცნებათა იმ ენაზე, რომელსაც იდუმალთმხილველი იყენებდა. აპოკალიფსისი, რომლის დამწერია წმ. მოციქული და მახარობელი იოანე, აღსავსეა როგორც ძველაღთქმისეული, ასევე, ახალაღთქმისეული სიმბოლოებით, მაგრამ ნურავის ეგონება, რომ მათი მექანიკური შედარებით ადვილად ამოხსნის აპოკალიფსისის დაფარულ და საიდუმლო მნიშვნელობას. მართლმადიდებლური ცნობიერება წმიდა წერილის განმარტების საკითხში პრიორიტეტს ყოველთვის ანიჭებდა და დღემდე ანიჭებს წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის მამებს, რომლებსაც წმიდა წერილის საიდუმლოებებში წვდომის საღმრთო მადლი მათი უდიდესი ქრისტეანული მოსაგრეობისა და ღვაწლის შესაბამისად ჰქონდათ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არ უგულებელვყოფთ თანამედროვე ღვთისმეტყველთა განმარტებებს,  განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეკლესიის მამათა განმარტებებს ვაქცევთ.

Назад к содержимому