აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
გამოცხადების განმარტებები
მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადების ყველაზე ადრეული კომენტარი ვიქტორინე პეტაველს ეკუთვნის, არსებობს მოწმობები იმისა, რომ კომენტარები უფრო ადრეც გაჩნდა, შესაძლოა მეორე საუკუნეშიც (6).
___________________
6. ადრეულ განმარტებათა მიმოხილვისთვის იხ. Swete, Commentary on Revelation, cxcvii-cciv; Charles Kannengiesser, Handbook of Patristic Exegesis: The Bible in Ancient Christianity, 2 vols. (Leiden: E. J. Brill, 2004), 1:368-73; განსაკუთრებულად სრული სია მოტანილია Francis X. Gumerlock-ის სტატიაში: "Ancient Commentaries on the Book of Revelation: A Bibliographical Guide", a paper delivered at the Southwest Regional Meeting of the Evangelical Theological Society, March 2003; იხ. ქსელური ვერსია მისამართზე: http://www.tren.com. ვმადლობ დოქტორ ჰუმერლოკს მისი კვლევითი მასალების გამოყენების ნებართვისთვის.
___________________
ჰიერონიმე წერს, რომ იუსტინე და ირინეოსი "განმარტავდნენ" გამოცხადებას (Иероним Стридонский, О знаменитых мужах 9), თუმცა, როგორც სვიტი აღნიშნავდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ თავის თხზულებებში მათ განმარტეს განსაზღვრული ადგილები, და არა გამოცხადების მთელი წიგნი. შესაძლოა, მელიტონ სარდელის თხზულება "ეშმაკისა და იოანეს აპოკალიფსისის შესახებ", რომელსაც ევსები ახსენებს (Евсевий Кесарийский, Церковная история 4.26.2), ახლოს იყო განმარტებასთან, მაგრამ ის დაკარგულია. იპოლიტე რომაელის შემთხვევაში ჩვენ უფრო მყარ საფუძველზე ვდგავართ. ჰიერონიმე წერს, რომ იპოლიტემ დაწერა "წმიდა წიგნების რაღაც განმარტებები", რომელთა შორის ის ახსენებს თხზულებას "აპოკალიფსისზე" (Иероним Стридонский, О знаменитых мужах 61). აქ შეიძლება უფრო იგულისხმებოდეს აპოკალიფსისისა და იოანეს სახარების აპოლოგია, რომელთა ფრაგმენტები ანდრია კესარიელის კომენტარებს შემორჩა (VI ს.), მეცამეტე საუკუნის არაბული კომენტარები და დიონისე ბარ სალიბის (XII в.) სირიული კომენტარები (ამ განმარტების ფრაგმენტებს შეიცავენ ფრანგული თარგმანები სტატიებში: Pierre Prigent, "Hippolyte, commentateur de Г Apocalypse», Theologische Zeitschrift 28 (1972): 391-412; Pierre Prigent et R. Stehly, "Les fragments du De Apocalypsi d’Hippolyte», Theologische Zeitschrift 29 (1973): 313-33). ბარ სალიბის კომენტარებს შეიცავს იპოლიტეს სხვა ნაშრომი - გაიუსის წინააღმდეგ, სადაც დაცულია გამოცხადების ავთენტურობა და ავტორიტეტულობა (ამ ფრაგმენტების ინგლისური თარგმანები იხ. სტატიაში: John Gwynn, "Hippolytus and His ‘Heads Against Gaius", Hermathena 14 (Dublin: 1888), 397-418; ფრანგული თარგმანი - Prigent, "Hippolyte", 407-12). მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტსაც, რომ ორიგენე, როგორც ჩანს, აპირებდა გამოცხადების განმარტების დაწერას, მაგრამ ეს ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, არასოდეს განხორციელებულა (ორიგენე ამ განზრახვას ამჟღავნებს მათეს სახარების განმარტებაზე (PG 13:1673-1674)). მიუხედავად ამისა, შემორჩა ორიგენეს რამოდენიმე სქოლიო გამოცხადებაზე (7) და არსებობს ვარაუდი, რომ ის ასევე იყო მის მიერ წარმოთქმული რამოდენიმე ქადაგების საგანიც (См. Joseph F. T. Kelly, "Early Medieval Evidence for Twelve Homilies by Origen on the Apocalypse", Vigiliae Christianae 39 (1985): 273-79). დასასრულ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ზაქარიას წინასწარმეტყველების განმარტებაში ალექსანდრიელი ბრმა დიდიმე ახსენებს თავის საკუთარ კომენტარსაც გამოცხადებაზე (SC 83:123, 84:654-65).
___________________
7. საკითხის შესწავლა და ტექსტები იხ. სტატიებში: A. de Boysson, "Avons-nous un commentaire d’Origene sur Г Apocalypse", Revue Biblique 10(1913): 555-67; С. H. Turner, "Document. Origen Scholia in Apocalypsin", Journal of Theological Studies 25 (1923): 1-16. ორიგენეს ესქატოლოგიისა და, მათ შორის, იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ის გამოცხადების იდეებსა და მასალას, იხ.: Daley, Hope in the Early Church, 47-64, и Charles E. Hill, Regnum Caelorum: Patterns of Millennial Thought in Early Christianity, 2nd ed. (Grand Rapids, Mich.: Eerdmans, 2001), 176-89, особенно 181-87).
___________________
მართალია, გამოცხადება უეჭველად იქცევდა ყურადღებას ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ პირველი ყველაზე ადრინდელი კომენტარი, რომელიც გაგვაჩნია, ეკუთვნის პეტაველ ეპისკოპოს ვიქტორინეს (ზედა პანონია), რომელიც მოწამეობრივად აღსრულდა 304 წ-ს, დიოკლეტიანეს "დიდი" დევნულებების პერიოდში. ჰიერონიმე სტრიდონელი ახსენებს, რომ ვიქტორინემ დაწერა ძველი აღთქმის განმარტებები, ასევე "აპოკალიფსისის განმარტება" (Иероним Стридонский, О знаменитых мужах 74). ჰიერონიმეს აზრით, ვიქტორინეს "არასაკმარისი განათლება" ჰქონდა, მაგრამ "საკმაოდ ჯიუტი იყო სურვილში გამოეყენებინა მისი ეს ცოდნა" (Иероним Стридонский, Письма 70.5 (NPNF 2 6:151)); მიუხედავად ამისა, ჰიერონიმე კარგად იცნობდა ვიქტორინეს თხზულებებს და მას საკმაოდ ხშირად ახსენებს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ ვიქტორინე საკმაოდ კარგად იყო ცნობილი რომში მეოთხე საუკუნის განმავლობაში, რადგან ადგილობრივი ავტორი ჰელვიდიუსი ვიქტორინეს მიმართავდა, რათა განემტკიცებინა თავისი რწმენა, რომ ქალწულმა მარიამმა იესუს შემდეგ რამოდენიმე შვილი გააჩინა ბუნებრივი წესით (Иероним Стридонский, Против Гелъвидия 19 (NPNF 2 6:343). როგორც ჩანს, ჰელვიდიუსი ეყრდნობოდა საკუთარ იდეებსა და მათეს სახარებაზე ვიქტორინეს აწ დაკარგული კომენტარების არასწორ განმარტებებს. ჰიერონიმე ასევე წერს, რომ ვიქტორინე იყო ორიგენეს მიმბაძველი და მის განმარტებებს იმეორებდა "არა სიტყვა-სიტყვით, მაგრამ თავისუფალი ინტერპრეტაციით" (Иероним Стридонский, Письма 61.2, 84.7 (NPNF 2 6:132, 179)).
ძნელი დასახასიათებელია აპოკალიფსისზე ვიქტორინეს განმარტებები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაწერილია ჯერ კიდევ გალიენუსის (დაახლ. 258-260) დროს.
___________________
8. იხ.: М. Dulaey, Victoria de Poetovio: Sur L'Apocalypse, SC 423 (Paris: Les Editions du Cerf, 1997), 15. ვიქტორინეს შესახებ სრული გამოკვლევისთვის იხ.: Martine Dulaey, Victoria de Poetovio, Premier Exegete Latia, 2 vols., Collection des Etudes Augustiniennes 139-140 (Paris: Institut d’Etudes Augustiniennes, 1993)).
___________________
ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ის იყენებდა ირინეოსსა და იპოლიტეს, ასევე იმას, რომ მან გამოცხადება ძირითადად განმარტა ქილიასტური აზრით. ეს განსაკუთრებულად არის შესამჩნევი მის შენიშვნებში ათასწლოვან მეუფებასთან და ახალ იერუსალიმთან დაკავშირებით, სადაც ჩნდება ტრადიციული ქილიასტური ინტერპრეტაციები, რომლებიც უკვე ირინეოსთანაც არსებობენ. მეტიც, ანტიქრისტეს ფიგურის დასახასიათებლად სწორედ ვიქტორინემ გამოიყენა პირველად ლეგენდა "მკვდრეთით აღმდგარ" ნერონზე (Nero redivivus) (9).
___________________
9. გამოცხადების 13:11- 18 მუხლებიდან გამომდინარე, სადაც აღწერილია მხეცი რიცხვით "666), ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ ნერონი დაბრუნდება. ბერძნული და ებრაული ალფავიტის ყოველ ასოს აქვს რიცხობრივი მნიშვნელობა; ნერონის სახელი ებრაულად უდრის 666-ს.
___________________
რადგან, გამოცხადების უმეტესი ნაწილი გაიგებოდა დედამიწის არსებობის ბოლო ჟამთან და ქრისტეს მიწიერ მეფობასთან კავშირში, მრავალი რამ განიმარტებოდა თავშეკავებულ ალეგორიულ სტილში, სავარაუდოდ, ორიგენეს გავლენით. ასე, მაგალითად, მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი გაიგებოდა, როგორც მიმართვა წმინდანთა შვიდი ტიპისადმი და მათზე მითითება. სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ვიქტორინემ შეიტანა გამოცხადების განმარტებაში, - ეს გახლავთ განმეორების იდეა, რომლის თანახმადაც წიგნის სიმბოლოები ასახავენ არა მომავალ მოვლენათა თანმიმდევრულ სერიას, არამედ ერთსა და იმავე რეალიებს, რომლებიც ისტორიის განმავლობაში მეორდება და სხვადასხვა სახეებითა და სიმბოლოებით გადმოიცემა. ასე, მაგალითად, ანტიქრისტე შეიძლება მოვიაზროთ რომის იმპერატორებშიც, და ბოლო დროის ქრისტეს მოწინააღმდეგეშიც.
განმეორების იდეა, როგორც გამოცხადების განმარტების პრინციპი აითვისა ტიკონიუსმაც (იგივე ტიხონიუსი) (Tyconius (Tychonius), გარდ. დაახლ. 400 წ-მდე ჩვ. წ.). განმარტების მისმა მეთოდმა მრავალწილ შეცვალა და განაპირობა გამოცხადების განმარტების ხასიათი შუასაუკუნეების პერიოდის დასავლურ, ანუ ლათინურ ეგზეგეტიკურ ტრადიციაში.
ტიკონიუსზე მცირე რამ არის ცნობილი, ხოლო ის, რაც ვიცით, უმეტესწილად მომდინარეობს გენადი მარსელელისგან (10) († დაახლ. 490) (Геннадий, О знаменитых мужах 18 (NPNF 2 3:389).
___________________
10. V ს-ის მიწურულის ლათინი ავტორი. ცნობილია მხოლოდ იმით, რომ დაწერა ჰიერონიმე სტრიდონელის წიგნის გაგრძელება ცნობილ კაცთა შესახებ, რომელიც ასი წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა უკანასკნელთან ერთად. იხ. N.A. Bernoulli, ed., Hieronymus und Gennadius, De viris illustribus, Sammlung ausgewahlter kirchenund dogmengeschichtlicher Quellenschriften 11 (Freiburg: J.C.B. Mohr, 1895).
___________________
ტიკონიუსი დონატისტელი იყო და დონატიზმის დასაცავი ორი ნაშრომის გარდა მან დაწერა ასევე წესთა წიგნი წმიდა წერილის შესასწავლად და იოანეს გამოცხადების "ყოველმხრივ" გადმოსაცემად. წესთა წიგნი - ტიკონიუსის ერთადერთი თხზულებაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, და მისი დახმარებით შეგვიძლია დასკვნების გამოტანა მის ეგზეგეტიკურ მიდგომაზე წმიდა წერილთან, რომელმაც ლათინურ ეგზეგეტიკურ ტრადიციაზე განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა ("წესთა წიგნის" ტექსტი და ინგლისური თარგმანი იხ. წიგნში: Tyconius, The Book of Rules, trans. by William S. Babcock, Society of Biblical Literature, Texts and Translations 31 (Atlanta: Scholars Press, 1989); ტიკონიუსის განწესებათა დეტალური გამოკვლევა იხ. წიგნში: Pamela Bright, The Book of Rules of Tyconius: Its Purpose and Inner Logic, Christianity and Judaism in Antiquity 2 (Notre Dame, Ind.: University of Notre Dame Press, 1988)).
წესების შესავალში ტიკონიუსი წერს, რომ ცდილობდა "შეექმნა ერთგვარი გასაღებები და სანთლები ბიბლიის კანონის საიდუმლოებებში შესაღწევად". ამისთვის მან ჩამოაყალიბა შვიდი წესი:
1) უფალი და მისი სხეული;
2) უფლის ორნაწილევანი სხეული;
3) აღთქმები და სჯული;
4) ნაწილი და მთელი;
5) დროები;
6) განმეორება;
7) ეშმაკი და მისი სხეული.
ტიკონიუსის თქმით შვიდი წესი "მისტიურია" (ანუ "საიდუმლოა" - რედ.): "მათ შეიცავს მთელი სჯული თავის შიდა საიდუმლო საცავებში და იცავს ჭეშმარიტების მრავალ საგანძურს, რომლებიც ზოგიერთი ადამიანისგან დაფარულია". ტიკონიუსისთვის, როგორც ჩანს, ეს წესები "მისტიურია" იმიტომ, რომ წარმოადგენს ბიბლიის ტექსტის კომპოზიციურ პრინციპს, რომელსაც სულიწმიდა იყენებდა ტექსტის თვით სიტყვიერი ქსოვილის სტრუქტურაში (იხ. Charles Kannengiesser, «Augustine and Tyconius: A Conflict of Christian Hermeneutics in Roman Africa», в книге: Augustine and the Bible, ed. Pamela Bright (Notre Dame, IN.: University of Notre Dame Press, 1999), 149-77, особенно 155-62.). ამ წესების გარეშე ტექსტის ჭეშმარიტი შინაარსი ზოგიერთთაგან "დაფარულია".
სულიწმიდის სიტყვა რომ გაიგოს, ადამიანი ჯერ უნდა ჩაწვდეს პრინციპს, რომლის თანახმადაც მოქმედებს სულიწმიდის გონება. დონატისტების რწმენის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ორი ეკლესია: ერთი - დონატისტთა ჭეშმარიტი, სულიერი ეკლესია და მეორე - კათოლიკე "გამყიდველთა" (traditores) ყალბი ეკლესია (11), შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ტიკონიუსისთვის მისი წესები წარმოადგენდა ბიბლიის განმარტების ისეთ სულიერ საფუძველს, რომელიც ამტკიცებდა, რომ დონატისტური ეკლესია - სულიწმიდის ერთადერთი წმიდა თემია.
___________________
11. იგულისხმება ჩრდილოაფრიკული კლიროსის ის წევრები, რომლებიც დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, ჩვ. წ-ის 303-305 წლებში, რომის ხელისუფალთა მოთხოვნით ხელისუფლებას დასაწვავად აბარებდნენ წმიდა წერილს.
___________________
ისე მოხდა, რომ ტიკონიუსის წესებმა სინამდვილეში დონატისტური განხეთქილების სეპარატისტული ეკლესიოლოგიის წინააღმდეგ იმოქმედა. ტიკონიუსი მათში ამტკიცებდა, რომ ამ სამყაროში სიკეთისა და ბოროტების დაყოფა შეუძლებელია: "მებრძოლი ეკლესია" თვითონ იყო "შერეული ეკლესია", რომელშიც ერთად იმყოფებოდნენ წმინდანებიც და უსამართლონიც. მსგავსადვე შლის ტიკონიუსი ზღვარს "ახალსა" და "ძველ" განგებულებებს შორის, როგორც სხვადასხვა დროებასთან დაკავშირებულთ. ტიკონიუსის თანახმად, ისტორიის განმავლობაში ღმრთის მადლი და მსჯავრი ყველა ხალხში და ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოქმედებდა. ამგვარი გაგება საფუძველს უცლიდა ქილიასტურ წარმოდგენას ბოლო ჟამზე, როგორც ერთგვარ დროებით პერიოდზე. "უკანასკნელი დღეებისთვის" გადამწყვეტი ხდებოდა ქრისტეს შობა, სიკვდილი და აღდგომა; ასეთ შემთხვევაში ქრისტეს "ათასწლოვანი" მეუფება მის წმინდანებთან ერთად გაიგებოდა, როგორც დრო ქრისტეს ცხოვრებიდან მის მეორედ მოსვლამდე, ხოლო "პირველი აღდგომა" - როგორც რწმენასთან მიახლება ნათლისღების მეშვეობით. ცხადია, რომ ამ "მისტიკური წესებით" ხელმძღვანელობდა ტიკონიუსი გამოცხადების განმარტებების შექმნის დროსაც (12).
___________________
12. Kannengiesser, "Augustine and Tyconius", 157-65. Канненгиссер отмечает, что Тиконий в сво¬ем комментарии "часто и на всем протяжении" использует технические термины, деталь¬но разработанные в Правшах, и утверждает, что "интерпретация Тиконием знаменитых семи писем, адресованных церквам в Иоанновом Апокалипсисе, точно следует логике и последовательности семи правил Тикония" (162).
___________________
მეტიც, გენადი საკმაოდ ზუსტად აღწერს ტიკონიუსის განმარტებას, მოცემულს ამ წიგნში, რომელიც ეხება არა ქრონოლოგიურად გაგებულ ბოლო ჟამს, არამედ ეკლესიის დროებას (ანუ ესქატოლოგიური თვალსაზრისით - რედ.): "ის ეჭვ ქვეშ აყენებს დედამიწაზე მართალთა ათასწლოვან მეუფებას აღდგომის შემდეგ, ან რომ იქნება ორი ხორციელი მკვდრეთით აღდგომა - ერთი მართალთათვის და მეორე არამართალთათვის, - და ამტკიცებს, რომ იქნება მთელი კაცობრიობის ერთი ერთობლივი აღდგომა". ამრიგად, "პირველი აღდგომა" გამოცხადებისა ეხება მხოლოდ "ეკლესიის ზრდას", რომელშიც მართლები "აღდგებიან თავიანთი ცოდვების მკვდარი სხეულებიდან მარადიული ცხოვრებისთვის", ხოლო "მეორე აღდგომა" გამოცხადებისა - ეს არის "ადამიანების საყოველთაო ხორციელი აღდგომა" (Геннадий, О знаменитых мужах 18 (NPNF 2 3:389).
შემდეგ მაგალითები ათვალსაჩინოებენ, თუ როგორ იყენებს ტიკონიუსი თავის წესებს გამოცხადების განსამარტებლად. მეორე წესი ასწავლის უფლის "ორნაწილევან სხეულზე", ანუ იმას, რომ ეკლესია ამ სამყაროში წარმოადგენს შერეულ თემს, რომელიც მოიცავს ღვთისმოსავ და არაღვთისმოსავ ადამიანებს. ტიკონიუსს მოჰყავს ქება ქებათას 1:5 მუხლი: "შავი ვარ (მე, ეკლესია), მაგრამ მშვენიერი", და იმავეს ხედავს გამოცხადებაშიც, როდესაც "უფალი მოუწოდებს შვიდ ანგელოზს (ანუ ეკლესიას), მისი მცნებების წმიდა დამცველებს, და იქვე აჩვენებს, რომ შვიდი ანგელოზი, ამავდროულად, მრავალ ცოდვებშია დანთქმული, და საჭიროებენ სინანულს" (Tyconius, The Book оf Rules 19).
"შერეული ეკლესიის" (ecclesia mixta) იდეა ხშირად გვხვდება ტიკონიუსის კომენტარებში. ასე, მაგალითად, როდესაც ტიკონიუსი წერს გამოცხადების 8:12-ე მუხლზე, სადაც ნათქვამია, რომ მზის, მთვარის და ვარსკვლავების მესამე ნაწილი დაზიანდა და დაბნელდა, ის ზეციურ სხეულებს განმარტავს, როგორც ეკლესიას, რადგან "ეკლესიის შიგნით არსებობს ორი ერი: ნაწილი, რაც უფლისგან არის, მსგავსია ნათლისა, ხოლო ნაწილი, რომელიც ეშმაკისგანაა, ბნელითაა მოცული... ეს უკანასკნელი დამხობილ იქნა, რათა ნათელი გახდეს, ვინ არის ღმრთისგან და ვინ - ეშმაკისგან" (TSNS 7:96-97, пар. 172-73).
ტიკონიუსის მეშვიდე წესი ლაპარაკობს "ეშმაკსა და მის სხეულზე". ზუსტად ისევე, როგორც ეკლესია არის ქრისტეს სხეული, და ქრისტეში შეიმჩნევა ეკლესია და ეკლესიაში - ქრისტე, ასეთივე სხეული აქვს ეშმაკსაც, ასე რომ, როდესაც ჩანს ეშმაკი, უნდა ჩანდეს მისი სხეულიც.
ურჩხულის განმარტებაში, რომელიც დევნის ქალს, "რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი" (გამოცხ. 12:4), ტიკონიუსი ახსენებს ჰეროდეს, რომელსაც სურდა ახალშობილი ქრისტეს მოკვლა, და წერს, რომ "ეშმაკი ცაში (ანუ ეკლესიაში) ყოველთვის ცდილობს იმ ადამიანის შთანთქმას, რომელიც ზეციურ ნივთთაგან იშვება ღმრთისთვის, და რომელიც აღტაცებულია მის საყდართან... რადგან ჰეროდეს სახით წარმოჩენილია ყველა მადევარი" (TSNS 7:184-85, пар. 463-64).
ტიკონიუსის მიერ ქილიასტური გაანგარიშებების გარდაქმნა ეკლესიისთვის ერთ, უნივერსალურ დროდ საყოველთაოდ მიღებული გახდა გამოცხადების დასავლური ინტერპრეტაციისთვის, ძირითადად ავგუსტინე იპონიელის გავლენის წყალობით († 430). ავგუსტინემ ნამდვილად იცოდა ტიკონიუსის შვიდი წესის შესახებ, რადგან დეტალურად ჩამოთვლის და განმარტავს მათ ტრაქტატში ქრისტიანული სწავლების შესახებ. მართალია ტიკონიუსის დონატიზმი ავგუსტინეში ერთგვარ სიფრთხილეს იწვვდა, მაგრამ გამოცხადების 20:1-6 მუხლების ავგუსტინესეულ განმარტებაში, რომელიც მოცემულია მის "ღმრთის ქალაქში", ტიკონიუსის გავლენა აშკარაა.
___________________
12. ტიკონიუსისა და ავგუსტინეს კავშირების შესახებ იხ. Paula Fredriksen, "Tyconius and Augustine on the Apocalypse", წიგნში: The Apocalypse in the Middle Ages, edited by Richard K. Emmerson and Bernard McGinn (Ithaca, N.Y.: Cornell University Press, 1992), 20-37; Martine Dulaey, "L’Apocalypse: Augustine et Tyconius", в: Saint Augustine et la Bible, ed. Anne-Marie la Bonnardiere (Paris: Beauchesne, 1986), 369-86; Pamela Bright, "The Preponderating Influence of Augustine": A Study of the Epitomes of the Book of Rules of the Donatist Tyconius", в книге: Augustine and the Bible, ed. Pamela Bright (Notre Dame, Ind.: University of Notre Dame Press, 1999), 109-28.).
___________________
წარსულში ქილიაზმის მომხრე ავგუსტინემ "საღმრთო ქალაქში" წარმოადგინა უკანასკნელი ჟამის, როგორც მებრძოლი ეკლესიის ჟამის დამაჯერებელი და დამუშავებული ხედვა. ეს ჟამი იწყება ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით, და ეს მოვლენები წარმოადგენდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების განხორციელებას; ვერავითარი შემდგომი მოვლენები ვერ იძლევიან საფუძველს უფრო ზუსტად განისაზღვროს სამყაროს აღსასრულის ჟამი (ავგუსტინეს ბრძოლაზე გაუქრობელ ქილიასტურ რწმენასთან იხ. J.-P. Bouhot, "Hesychius de Salone et Augustin", in Saint Augustin et la Bible, ed. Anne-Marie La Bonnardiere, (Paris: Beauchesne, 1986), 229-250).
ქრისტეს შემდეგ სამყაროში "არაფერია მყარი, არაფერია მტკიცე"; ყველაფერი ისტორიაში ერთგვაროვანია (13). ამიტომ გამოცხადების მეოცე თავში ათასწლოვანი მეუფება წარმოადგენს ქრისტიანული ეპოქის ყველა წელიწადს, რომლის განმავლობაშიც ეკლესიას მუდმივად ებრძვის ეშმაკი: შიგნიდნა - ერესებისა და პირმოთნეობის მეშვეობით, და გარედან - დევნულებებით.
___________________
13. განხილვა იმისა, თუ როგორ შეიცვალა ავგუსტინეს შეხედულებები ესქატოლოგიურ პრობლემებზე, იხ. წიგნში: R. A. Markus, Saeculum: History and Society in the Theology of St Augustine (Cambridge: Cambridge University Press, 1970), 1-71).
___________________
უფსკრული, რომელშიც იმყოფება ჯაჭვით შეკრული სატანა, - ეს ცოდვილთა გულებია, ასე რომ, როდესაც სატანას "გაათავისუფლებენ" და შეკრებს გოგსა და მაგოგს ბრძოლისთვის, ისინი არ უნდა გავიგოთ როგორც კონკრეტული ხალხები. უფრო მისაღებია ის, რომ ეშმაკის გააფთრება ვლინდება ყოველთვის, როდესაც ეკლესიას დევნის და ებრძვის უკეთურთაგან შემდგარი "სატანის სხეული".
"პირველი აღდგომა" და "მეორე აღდგომა" წარმოადგენენ სიცოცხლის ორ სახეს - ხორციელს და სულიერს. ამ შემთხვევაში "პირველი აღდგომა" - ეს არის სულის მიერ სიცოცხლის მოპოვება ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით, ხოლო "მეორე აღდგომა" - სიცოცხლის მოპოვება ხორცის მიერ საბოლოო მკვდრეთით აღდგომის დროს. დასასრულს, საყდრები, რომლებზეც სხედან და განსჯიან წმინდანები, - ისინი არიან, ვინც ავტორიტეტებს წარმოადგენენ ეკლესიაში (ავგუსტინეს ესქატოლოგიური შეხედულებების მიმოხილვისთვის იხ. (Для обзора эсхатологических взглядов Августина см. Daley, Hope in the Early Church, 131-50).
ავგუსტინეს გარდა, შუასაუკუნეებში ტიკონიუსის მეთოდის გავრცელებაში ძლიერი გავლენა მოახდინა იერონიმე სტრიდონელის შუამდგომლობამ († 420). ცოტა ადრე 400 წლისა ვინმე ანატოლიმ ჰიერონიმეს გაუგზავნა ვიქტორინეს კომენტარების ხელნაწერი აპოკალიფსისზე და სთხოვა მას თავისი აზრი გამოეთქვა ამ წიგნზე. პატივისცემით ეკიდებოდა რა იმ ფაქტს, რომ ვიქტორინე იყო ეპისკოპოსი და მოწამე, ჰიერონიმე დარწმუნებული არ იყო, მართებდა თუ არა მას ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის, რადგან, როგორც პაპიას იერაპოლელს და ნეპოტე ეგვიპტელს, მანამდე კი ვიქტორინეს სწამდათ ქრისტეს ათასწლოვანი მეუფებისა დედამიწაზე. მიუხედავად ამისა ანატოლისადმი მიწერილ თავის პასუხში ჰიერონიმემ მას ვიქტორინეს კომენტარის გადამუშავება შესთავაზა. შესავალში მან ახსენა, რომ გაასწორა ვიქტორინეს ქილიასტური შეცდომები და საკუთარი კომენტარებიც დაამატა (CSEL 49:14-15).
ჰიერონიმეს კომენტარები თანმიმდევრულად არაქილიასტურია, და მას უფრო მონაზვნურ სათნოებებზე ზრუნვა და მწვალებლობებთან ეკლესიის ბრძოლა აღელვებდა. ის არ მიიჩნევდა, რომ ათასწლოვანი მეუფება მიწიერი იქნებოდა. პირიქით (ის "ათასს" ალეგორიულად, - ათისა და ასის სახით განმარტავდა): რიცხვი ათი ნიშნავსო ათ მცნებას (იხ. გამ. 20:1-17. - რედ.), ხოლო ასი - "უბიწოების გვირგვინს"; ასე რომ ის, ვინც იცავს თავის უბიწოებას, ვინც ერთგულად ასრულებს ათ მცნებას და თავისი გულის სენაკში თავს იკავებს ცოდვითი მიდრეკილებებისა და აზრებისგან, აღასრულებს კიდეც "ათასს" და იცხოვრებს ქრისტესთან ერთად, როგორც მისი ერთგული მღვდელმსახური (CSEL 49:145-47. ჰიერონიმეს მიერ ვიქტორინეს იდეის გადამუშავების შესახებ იხ. Kenneth В. Steinhauser, The Apocalypse Commentary ofTyconius: A History of Its Reception and Influence, European University Studies 301 (Frankfurt and New York: Peter Lang, 1987), 35-44).
ვიქტორინესგან და ტიკონიუსისგან მომდინარე ტრადიციებმა (ჰიერონიმეს და ავგუსტინეს მეშვეობით) შუასაუკუნეების უმეტესი პერიოდის განმავლობაში გავლენა მოახდინა გამოცხადების განმარტებაზე (14).
___________________
14. ამ გავლენათა სქემა შემდგომი განმარტებებით მოტანილია Е. Ann Matter-ის სტატიაში: Схема этих влияний на последующие толкования приводится в статье Е. Ann Matter, "Apocalypse in Early Medieval Exegesis", 42. ტიკონიუსის ტექსტის გავლენის დამაჯერებელ გამოკვლევას წარმოადგენს Steinhauser-ის წიგნი: The Apocalypse Commentary of Tyconius., სადაც ასევე მოტანილია ტექსტის რეკონსტრუქცია თანმდევი კომენტარებით)
___________________
დასაწყისისთვის, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ შრომა, რომელიც ატარებს ამ გავლენის ყველაზე სუსტ ანაბეჭდს. კასიოდორემ († 590), ცნობილი გვარის სახელმწიფო მოღვაწემ თეოდორიხ ოსტგოთელის კარზე, სამსახური მიატოვა იტალიის სამხრეთში შემდეგ ცნობილი ვივარიის მონასტრის დაფუძნების გამო. იქ კასიოდორე ხელმძღვანელობდა მრავალრიცხოვანი ხელნაწერების კოპირებასაც, მათ შორის იყო მრავალი საკუთარი თხზულებაც. უკანასკნელთა შორის იყო განმარტებანი (Complexiones), რომლებიც მოიცავდა მოციქულთა ეპისტოლეების, მოციქულთა საქმეებისა და გამოცხადების განმარტებებსაც, რომლებიც მან დაწერა თავისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდში.
განმარტებებში (Complexiones) კასიოდორეს მოჰყავს მოკლე ამონაწერები ბიბლიური წიგნებიდან, რომლებშიც ის ერთმანეთს ადარებს რამოდენიმე მუხლს, რათა შემდეგ გადმოსცეს ისინი თავისი სიტყვებით. საკუთარ თხზულებებში კასიოდორე ოთხჯერ ახსენებს ტიკონიუსს: სამჯერ ზემოთხსენებულ განმარტებებში, საიდანაც ორჯერ - გამოცხადების კომენტარებში. მაგრამ ტიკონიუსის რაიმე გავლენის შემჩნევა კასიოდორეზე შეუძლებელია (Steinhauser, The Apocalypse Commentary ofTyconius, 89-98) (15).
___________________
15. ტექსტის კრიტიკული გამოცემა იხ.: Cassiodorus, "Complexiones in Apocalypsin", CCSL 107:99-129 (იხ. ასევე: PL 70:1405-18). კასიოდორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იხ.: James J. O’Donnell, Cassiodorus (Berkeley: University of California Press, 1979)
___________________
კესარიუს არელატელის (543) თხზულებებს ავგუსტინეს, ტიკონიუსის და ვიქტორინეს არსებითი გავლენა ეტყობა. კესარიუსი კარგად იყო განსწავლული ავგუსტინეს და ეკლესიის სხვა მამათა თხზულებებში და ჯერ კიდევ სიწყმაწვილის ასაკიდან საკუთარი ნებით განმარტოვდა ლერინის მონასტერში. 503 წელს ის აამაღლეს არლის საეპისკოპოსო კათედრაზე, სადაც ავტორიტეტი გახდა მონასტრულ ცხოვრებასა და ღვთისმეტყველებაში. კესარიუსი იყო აქტიური მქადაგებელი, მისი ქადაგებები ასახავენ ბრძოლას მრევლის გათავისუფლებისთვის წარმართული ცრურწმენებისგან და ისეთი მწვალებლობებისგან, როგორიცაა არიანელობა და ნახევრად არიანელობა. მისი გამოცხადების გადმოცემა წარმოადგენს მოკლე კომენტარებს, რომლებიც საკმაოდ ოსტატურად არის დაყოფილი ქადაგებებად. სტაინჰაუზერის თანახმად, კესარიუსის გამოცხადების გადმოცემა მოწმობს იმაზე, რომ მას ჰქონდა ვიქტორინეს კომენტარების არასწორი ვარიანტი და აპოკალიფსისზეს ტიკონიუსის განმარტებათა ორი ხელნაწერი (Steinhauser, The Apocalypse Commentary of Tyconius, 52-68). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქადაგებები წარმოადგენენ გამოცხადების სრულ ეკლესიოლოგიურ განმარტებას, რომელიც დამახასიათებელია ტიკონიუსისა და ავგუსტინესთვის. მაგალითად, კესარიუსი განმარტავს "ზეცას" (გამოცხ. 4:1), როგორც ეკლესიას, ხოლო "მხცოვნებს" - ერთდროულად როგორც უხუცესებს და ხალხს ეკლესიის შემადგენლობაში. უფლის საყდრიდან გამომავალი ქუხილები და ხმები (გამოცხ. 4:5) მისი აზრით არიან "მწვალებლები, რომლებიც გამოდიან ეკლესიიდან", და ასევე როგორც საეკლესიო ქადაგებებს (Цезарий Арльский, Изложение Откровения 3 (PL 35:2422)).
ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი, რომელმაც ტიკონიუს-ავგუსტინეს ინტერპრეტაციების (განმარტებების) ტრანსლაცია მოახდინა გვიან ანტიკურობიდან შუასაუკუნეებში, გახლავთ პრიმაზიუს ჰადრუმენტელის († 553 წ-ის შემდეგ) შრომა. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით პრიმაზიუსის შესახებ (16). ცნობილია მხოლოდ მისი ცხოვრების ერთი მოვლენის შესახებ. ის აქტიურად მონაწილეობდა დავაში "სამი თავის შესახებ", რომელიც დაკავშირებული იყო სამი მნიშვნელოვანი ანტიოქიელი თეოლოგის თხზულებებთან. ესენი იყვნენ: თევდორე მომფსვესტელი, თეოდორიტე კვირელი და იბა ედესელი.
___________________
16. იხ.: Johannes Haussleiter, "Die lateinische Apokalypse der alten afrikanischen Kirche", in Forschungen zur Geschichte des neutestamentlichen Kanons und der altkirchlichen Literatur 4 (Erlangen and Leipzig: Andr. Deichert'sche Verlagsbuchhandlung, 1891), 1-8.
___________________
მონოფიზიტების მხარდაჭერა რომ მიეღო, იუსტინიანე I-მა გადაწყვიტა დაეგმო მათი თხზულებები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ლათინურ დასავლეთში. თავიდან რომის ეპისკოპოსი ვიგილიუსიც იუსტინიანეს მოქმედებების წინააღმდეგ გამოვიდა. მაგრამ, როდესაც იმპერატორმა პაპი კონსტანტინოპოლში დაიბარა, ისიც ბოლოს და ბოლოს დაეთანხმა იუსტინიანეს მოქმედებებს და მეხუთე მსოფლიო კრების მიერ (553) "სამი თავის" ფორმალურ დაგმობას. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში პრიმაზიუსმა თავი იჩინა, როგორც ვიგილიუსის ერთგულმა მომხრემ. ისიც დაბარებული იყო კონსტანტინოპოლში 551 წ-ს და აფრიკაში მხოლოდ იმის შემდეგ დაბრუნდა, რაც მხარი დაუჭირა 553 წლის კრებების დადგენილებებს. თავისი დაბრუნებიდან გარკვეული დროის შემდეგ ის ხელდასხმულ იქნა ჰადრუმენტის ეპისკოპოსად, რომელიც ბიზანცენის პროვინციის მთავარი ქალაქი იყო.
პრიმაზიუსის კომენტარი აპოკალიფსისზე - მისი ერთადერთი ნაშრომია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მისი დაწერის თარიღი უცნობია, მაგრამ, რადგან ის ნახსენებია კასიოდორესთან, სავარაუდოდ ის დაწერილი უნდა ყოფილიყო "სამი თავის" შესახებ დავამდე, შესაძლოა, დაახლოებით 540 წელს. შესავალში პრიმაზიუსი აღიარებს ავგუსტინესა და ტიკონიუსის გავლენას (CCSL 92:1-2).
ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ავგუსტინეს გავლენა გააჩნდა პრიმაზიუსზე არის პრიმაზიუსის მიერ თითქმის უცვლელად ციტირებული ფრაგმენტი ღმრთის ქალაქზე (20.7-17), რომელიც შეიცავს ავგუსტინეს შენიშვნებს გამოცხადების 20:1-6 თავებზე. მართალია, პრიმაზიუსი თავს იცავს ტიკონიუსის გამოყენების გამო - და უთითებს, რომ ძვირფასი ქვები ზოგჯერ ნეხვის გროვიდანაც შეიძლება ამოიღო, - და ტიკონიუსს სულ ორჯერ ახსენებს, მაგრამ კომენტარების მსვლელობისას პრიმაზიუსი მისგან საკმაოდ მნიშვნელოვან მასალას სესხულობს (და როგორც სტაინჰაუერი აღნიშნავს, "შეიძლება ვთქვათ, რომ ტიკონიუსი მისი უმთავრესი წყარო იყო" (იხ. Steinhauser, The Apocalypse Commentary of Tyconius, 81-88)).
პრიმაზიუსი გამოცხადებას განმარტავს, როგორც წიგნს მიწიერი ეკლესიის შესახებ, და მასთნ ზოგჯერ მკაფიოდ იკვეთება საჭირბოროტო საღვთისმეტყველო საკითხები. ის გამოცხადების 12:1 მუხლს განმარტავს, როგორც ეკლესიას, რომელიც შემოსილია ქრისტეთი და აწ დროებით იმყოფება მრავალ მწვალებელთა შორის, რომელთა შორისაც არიან - ტიმოთე ელური, ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი (CCSL 92:179-80). არიანელობის დაუშრეტელი ენერგია ჩრდილოეთ აფრიკაში დასტურდება მისი კომენტარებით "ალფასა და ომეგაზე" (გამოცხ. 22:13). პრიმაზიუსის თანახმად, ალფას და ომეგას ასოებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რასაც ბერძნულ სიტყვას "მტრედი", და უთითებს მამის, ძის და სულიწმიდის ბუნების თანასწორობაზე. აპოკალიფსისის ამ განმარტების მნიშვნელობა, რომელიც პრიმაზიუსს ეკუთვნის, ნათელია იმ ფაქტიდან, რომ ის თვითონ გახდა მერვე საუკუნის ყველა მნიშვნელოვანი კომენტარის მთავარი წყარო, რომელიც ბედა პატივდებულმა, ამბროსი აუტპერტმა და ბეატ ლიებანელმა (ესპანეთში - "აპოკ". რედ.) შექმნეს.
ვიქტორინეს განმარტების ჰიერონიმესეული რედაქციის გავლენა გრძელდება ბეჟის (პორტუგალია) ეპისკოპოს აპრინგიუსის კომენტარებშიც. აპრინგიუსი თავის კომენტარებს წერდა ვესტგოთელი მეფის - არიანელი თევდას (531-548) (ლათ. Theudis. - რედ.) მმართველობის პერიოდში.
ეს ნაწარმოებიც ეწინააღმდგება არიანულ სწავლებას ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფაზე. კომენტარები არსებობს მხოლოდ ერთ ხელნაწერში, რომელიც შეიცავს აპრინგიუსის ორიგინალურ იდეებს გამოცხადების 1:1-5:7 და 18-6-22:21 მუხლებზე. ტექსტის დანარჩენი ნაწილი მთლიანად შედგება ციტატებისგან, რომლებიც ამოღებულია ვიქტორინეს განმარტების იერონიმესეული რედაქციიდან (ჩასწორებიდან). საინტერესოა განმარტება, რომელსაც აპრინგი აძლევს შვიდ ბეჭედს, რომელიც მის მიერ გაგებულია ქრისტოლოგიურად, როგორც განკაცება, შობა, ვნება, სიკვდილი, აღდგომა, დიდება და ქრისტეს მეფობა, რომლებიც მის ადამიანურ ბუნებაში აღასრულებენ ყოველივეს, რაც აღბეჭდილი იყო ძველ აღთქმაში (CCSL 107:65-66).
ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ აპრინგიუსის ტექსტი თავიდანვე წარმოადგენდა ქადაგებას, რომელიც წარმოითქვა პასექსა და სამებობას შორის, როდესაც ვესტგოთურ ეკლესიაში კითხულობდნენ გამოცხადებას. ნებისმიერ შემთხვევაში, აპრინგიუსის ტექსტის გავლენა, როგორც ჩანს, შეზღუდული იყო იბერიის ნახევარკუნძულით, რამეთუ გვიანდელ ავტორთაგან მას მხოლოდ ბეატ ლიებანელი ახსენებს (Matter, "The Apocalypse in Early Medieval Exegesis", 45-46). იცნობდა თუ არა აპრინგიუსი ტიკონიუსის განმარტებებს დადგენილი არ არის.
ბედა პატივდებულის († 735) კომენტარები ფართოდ იყენებენ ვიქტორინეს იერონიმესეულ რედაქციას, ასევე ტიკონიუსისა და პრიმაზიუსის კომენტარებს. ხშირად ხდება ავგუსტინესა და გრიგოლ დიდის ციტირებაც. ბედა დაიბადა დაახლ. 673 წელს. აღსაზრდელად ის მიაბარეს ჯეროუს ბერებს, სადაც მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა. მისი თხზულება გამოცხადების გადმოცემა ეძღვნება ვიერმუტ-ჯეროუს (Wearmouth- Jarrow) აბატს (716 წ-დან) ჰვეტბერკტს (Hwaetberct), რომელსაც თავისი ღვთისმოსაობისთვის სახელად ევსები შეარქვეს. კომენტარი დაწერილ იქნა ამ თარიღიდან მცირე ხნით ადრე. ევსებისადმი თავის მიძღვნაში ბედა, იყენებს რა ავგუსტინეს თხზულებას ქრისტიანული სწავლების შესახებ, პირდაპირ ახსენებს ტიკონიუსის ხუთ წესს და ღიად აღიარებს, რომ მათ მნიშვნელოვანწილად იყენებდა.
ბედა გამოცხადებას ჰყოფს შვიდ ნაწილად, რომლებიც შეესაბამებიან სამყაროს შვიდ ასაკს, რომლებშიც გადის ეკლესია. შესაძლოა ეს სქემა მას შთააგონა ტიკონიუსის შვიდმა წესმა, თუნდაც ის არ ყოფილიყო მისი უშუალო წყარო (Steinhauser, The Apocalypse Commentary of Tyconius, 117-22. См. также Gerald Bonner, Saint Bede in the Tradition of Western Apocalyptic Commentary (Newcastle upon Tyne: J. & P. Bealls, 1966)).
მერვე საუკუნის სხვა კომენტატორებთან ერთად, რომელსაც ეკუთვნოდნენ აუტპერტიც (17) და ბეატიც († 798) (18), ბედას კომენტარები მოწმობენ გარდამავალ ეტაპზე გამოცხადების დასავლური განმარტებების ისტორიაში. ბედას და აუტპერტის კომენტარები, რომლებმაც განსაკუთრებულად სრულად შეითვისეს ავგუსტინეს, ტიკონიუსისა და პრიმაზიუსის იდეები, მთავარი წყაროები გახდნენ, რომელთა მეშვეობითაც უკანასკნელთა ტრადიციები მივიდნენ ისეთ კაროლინგურ კომენტატორებამდე, როგორებიც იყვნენ ალკუინი († 804) და ჰაიმო († 855).
___________________
17. იხ.: Ambrosius Autpertus, Expositio in Apoca/ypsin, ed. R. Weber, CCCM 27-27A (Tumhout, 1975).
18. ბეატის შესახებ იხ. Henry A. Sanders, Bead in Apocalipsin Libri Duodecim, Papers and Monographs of the American Academy in Rome 7 (Rome: American Academy in Rome, 1930).
___________________
გამოცხადების პირველი ბერძნული კომენტარი ეკუთვნის ეკუმენიოსს (VI ს.), რომელიც, სავარაუდოდ, იყო ერისკაცი, რომელსაც მაღალი სოციალური მდგომარეობა ეპყრა. სხვადასხვა ხელნაწერში მას უწოდებენ "ფილოსოფოსს", "რიტორს" და "სქოლასტიკოსს", რაც მის ფართო განათლებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ის იყო სევეროს ანტიოქიელის, მეექვსე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მონოფიზიტი თეოლოგის კორესპონდენტი. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი თხზულება დაწერილი იყო მეექვსე საუკუნის დასაწყისში (დაახლ. 510 წ.) (John С. Lamoreux, "The Provenance of Ecumenius’ Commentary on the Apocalypse", Vigiliae Christianae 52 (1998): 88-108. ლამორიუ ნაწარმოებს ათარიღებს 508-518 წლებით).
ეკუმენიოსის განმარტებებს ახასიათებს ფართო განათლება, თანამედროვე მოვლენების ცოდნა, ასევე ალექსანდრიული ეგზეგეტიკუირი ტრადიციის ზომიერი ალეგორიები. ავტორი ასევე წარმოაჩენს მნიშვნელოვან დამოუკიდებლობასა და ორიგინალურობას, რადგან იცნობს უფრო ადრინდელ კომენტარებს. თავისი განმარტებების დასაწყისში ეკუმენიოსი იმოწმებს ათანასე ალექსანდრიელს, ბასილი დიდს, გრიგოლ ნაზიანზელს, მეთოდე პატრელს, კირილე ალექსანდრიელს, გარდა ამისა იუსტინე მოწამეს, ირინეოს ლიონელს ევსები კესარიელს, კლიმენტი ალექსანდრიელს და სხვებს (წყაროთა სრული სია იხ.: TEG 8:326-36) (19).
___________________
19. ეკუმენიოსის შესახებ იხ.: Fr. Diekamp, "Mittheilungen ueber den neuaufgefundenen Commentar des Oekumenius zur Apokalypse" Silzungsberichte der Koeniglichen Preussischen Akademie der Wissenschaften 43 (1901): 1046-56; Clifford H. DuRousseau, "The Commentary of Oecumenius on the Apocalypse of John: A Lost Chapter in the History of Interpretation" Biblical Research 29 (1984): 21-34; Daley, The Hope of the Early Church, 179-83)..
___________________
ნაწარმოების უდიდესი ნაწილის განმავლობაში ეკუმენიოსი გამოცხადების ხილვებს განაკუთვნებს მოვლენებს, რომლებიც ეხებიან ქრისტეს მომავალ მოსვლას. მაგრამ დრო და დრო ვლინდება აშკარად ქრისტოლოგიური ინტერესი. შესავალში ეკუმენიოსი გადმოსცემს "წმიდა ღვთისმეტყველების ნიმუშს", კერძოდ იმას, რომ "ღმერთი-სიტყვა (რომელიც მამის და სულის თანაარსია) იშვა მამის მიერ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და, რომ "ჟამთა მიწურულს ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვნებისათვის განკაცდა, არ დაკარგა ღვთაებრიობა, არამედ მიიღო ადამიანური ხორცი გონიერ სულთან ერთად, რათა ის (ქრისტე), რომლის სახელია ემანუელი, შეცნობილ ყოფილიყო როგორც ერთი ორბუნებოვანი - ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებაში, რომლებიც ბრწყინვალედ თანაარსებობენ მთლიანობისა და განსხვავებულობის თანახმად, მათი ბუნებრივი თვისებებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე; არიან რა შეერთებულნი, არ ერევიან ერთურთს და არ იცვლებიან, არ იყოფიან გამოუთქმელი და ჭეშმარიტი კავშირის შემდეგ". ეკუმენიოსი პირდაპირ უარყოფს ნესტორის და ევტიქის (TEG 8:66-67).
მსგავსი მტკიცებაა მოცემული კომენტარის ბოლოში, მაგრამ ამჯერად ის შეიცავს ქალკიდონის დოგმატის ვარიანტს და საინტერესო მტკიცებას იმის შესახებ, რომ ბუნებათა შეერთების შემდეგ "არსებობს ერთი პირი, ერთი იპოსტასი, ერთი ენერგია" (TEG 8:287). ეს მაგალითები აჩვენებს, რომ თუმც ეკუმენიოსი შესაძლოა არ იყო ქალკიდონის კრების მოწინააღმდეგე, ის ინტერპრეტირებდა სევეროს ანტიოქიელის მონოფიზიტური სულის ახლო სტილში.
განკაცებული ქრისტეს ცხოვრებისადმი ინტერესი განსაკუთრებულად ცხადია ორ კონტექსტში. აპრინგიუსის მსგავსად, ეკუმენიოსი შვიდ ბეჭედს განმარტავს, როგორც იესუს ცხოვრების მოვლენათა სიმბოლოებს. პირველი ბეჭედი არის განკაცების სიმბოლო, მეორე - ნათლისღების, მესამე - მისი სასწაულების, მეოთხე - პილატეს სამსჯავროსი, მეხუთე - მისი ჯვარცმის, მეექვსე - მისი დაფვლის (დამარხვის) და მეშვიდე - მისი ჯოჯოხეთში შთასვლის.
ეკუმენიოსის უნიკალურ ნიშანს წარმოადგენს ათასწლოვანი მეუფების მისეული ინტერპრეტაცია, რომელიც, მისი აზრით, განეკუთვნება "ცხონების დღეებს", კერძოდ ქრისტეს განკაცების დროებას. მოკლე დრო, როდესაც გათავისუფლდა ეშმაკი - ეს არის დრო ქრისტეს პირველ და მეორე მოსვლებს შორის (TEG 8:248-50).
უფლის საყდრის გარშემო მყოფი ოთი ცხოველის საკითხის განხილვისას ეკუმენიოსი იყენებს თავის ცოდნას ნატურფილოსოფიის სფეროში, რომლებიც, როგორც ის ფიქრობს, წარმოადგენენ ოთხ ელემენტს. ლომი - ეს არის ცეცხლი, ხარი - დედამიწა, ადამიანი - ჰაერი და არწივი - წყალი (TEG 8:109-10).
მეექვსე საუკუნეში გამოცხადების სხვა ბერძენი კომენტატორი გახლდათ ანდრია კესარიელი. ჰუნებზე თავდასხმის სავარაუდო წყაროს გამოყენებით, ფრანც დიკამპი კომენტარებს დაახლოებით 515 წლით ათარიღებს (Franz Diekamp, "Das Zeitalter des Erzbischofs Andreas von Caesarea", Historisches Jahrbuch 18 (Munich: Kommissions-Verlag von Herder, 1897): 1-36). თუმცა, ანდრია საკმაოდ ხშირად იმოწმებს უფრო ადრინდელ ავტორთა თხზულებებს, მაგალითად, პაპიუსს, ირინეოსს, იპოლიტეს, მეთოდეს, ევსების, ეპიფანეს, გრიგოლ ნაზიანზელს და კირილე ალექსანდრიელს. მაგრამ, ის არც ერთხელ არ იმოწმებს გამოცხადების რომელიმე უფრო ადრინდელ განმარტებას. თუმცა, აშკარაა, რომ ანდრიას წაკითხული ჰქონდა ეკუმენიოსის განამრტება, და ის ხშირად ახდენს ეკუმენიოსის შეხედულებების რეზიუმირებას იმისთვის, რათა გამოთქვას ალტერნატიული თვალსაზრისი. ანდრია ქრისტიანთა ცხოვრებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ეკუმენიოსი. თავისი კომენტარების ეპილოგში ანდრია მკითხველებს შეახსენებს, რომ "შვიდი ეკლესია ჩვენ გვასწავლიან სიმტკიცეს განსაცდელებში, მონდომებას კეთილ საქმეებში და სათნოებათა სხვა სახეობებს" (MTS 1 Sup 1:263).
ანდრია იშვიათად შედის განსჯაში და გვთავაზობს საკმაოდ ფრთხილ ბიბლიურ თხრობას, სადაც მყარად ეფუძნება ტრადიციულ ინტერპრეტაციებს. ათასწლოვანი მეუფება მას წარმოუდგენია, როგორც "დრო უფლის განკაცებიდან ვიდრე ანტიქრისტეს გამოჩენამდე", თანაც, ათასი წარმოადგენს დასრულებულობის სიმბოლოს, და მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენ დროს წაიღებს ეკლესიის სისავსე (MTS 1 Sup 1:216).
ანდრია ეწინააღმდეგება ორიგენეს შეხედულებებს, რაც იმაზე უთითებს, რომ ის იცნობდა მეექვსე საუკუნის ორიგენისტული დავების საკითხებს. ის გამოდის "ყველა ნივთის აღდგენის" (აპოკატასტასისის) წინააღმდეგ; თავის სხვა თხზულებაშიც (თერაპევტიკოსში) (რუს თარგმანშია: Терапевтике. იხ. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Тверь: Герменевтика, 2009. Стр. XXIV), ის გამოდის იმ თვალსაზრისის წინააღმდეგ, რომ აღდგომის შემდეგ სხეულები იქნებიან სფერისებურნი.
ანდრიას განმარტებები საფუძვლად დაედო ანდრიას მემკვიდრის, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპსის არეთას († 900) განმარტებებს. არეთას შემდეგ ბერძნულ გარემოში არ გამოჩენილა არც ერთი არსებითი განმარტება გამოცხადებაზე. ანდრია კესარიელის წიგნი გახდა საზოგადოდ მიღებული ნიმუში გვიანბიზანტიური ტრადიციისთვის.
წყარო: Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Новый Завет. Том XII: Книга Откровения Иоанна Богослова / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под редакцией Вильяма С. Вайнриха / Русское издание под редакцией Д. А. Федчука. - Тверь: Герменевтика, 2009.