აპოკალიფსისი > განმარტება
აწმყოსა და მომავალი საუკუნის ზეციური ტაძარი
ჩვენი საიტის ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც ეძღვნებოდა იოანეს სახარებისა და აპოკალიფსისის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა ერთობას, უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მეოთხე სახარების უპირველესი მტკიცებულება, რომ "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" (ინ. 1:1) სცილდება დაბადების წიგნის პირველი სიტყვების ფიზიკურ და დროით საზღვრებს: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1), და მაცხოვრის შესახებ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ის კაცობრიობისა და მთელი სამყაროსთვის არის "ასო ალფა" (ანუ "პირველი" და "დასაბამი" საღმრთო ჩანაფიქრისა, - გამოცხ. 1:8, 10; გამოცხ. 21:6).
ხოლო წმიდა წერილის ბოლო წიგნის თავებში მოც. იოანე ღვთისმეტყველი აღწერს რეალობას, რომელიც მომავალ დროთა საზღვრებს მიღმა იმყოფება (იოანეს გამოცხადება თავები 21 და 22). იოანე მოწმობს იმის შესახებ, რომ უფალი იესუ ქრისტეს არის "ასო ომეგა", ანუ "დასასარული" და "გვირგვინი" საღმრთო ჩანაფიქრისა (გამოცხ. 22:13), რითაც ამთავრებს ბიბლიურ მოწმობას სახელ "სიტყვასთან" დაკავშირებით იმავე წარმოუდგენელ აზრობრივ და წინასწარმეტყველურ დონეზე.
ამასთან გამოცხადების წიგნში აღწერილი პანორამები შესაძლებლობას გვაძლევენ ვამტკიცოთ, რომ დრო, რომლის განმავლობაშიც ზეციური ტაძრის მოწყობა შეინარჩუნებს ძველაღთქმისეული კარვის გარკვეულ მსგავსებას, უსასრულო სულაც არ არის.
მეტიც, იდუმალთმხილველის მიერ აღწერილ ახალ იერუსალიმში, რომელიც "ღვთისაგან ჩამოდის ზეცით" (გამოცხ. 21:2), საერთოდ არ არის ცალკეული "სატაძრო ნაგებობანი" (გამოცხ. 21:22). აქ ერთიან ღმრთის ტაძრად გამოდის მთელი ახალი სამყარო, რომელიც თვით მაცხოვრის მიერ არის აღვსებული და გაბრწყინვებული (ეფეს. 4"10; გამოცხ. 21:23-27).
"და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან" (გამოცხ. 22:1)
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომავალი საუკუნის ხედვა, რომლებიც გამოცხადების წიგნის ბოლო თავებშია წარმოდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოწმობაა ახალი აღთქმისა და მთელი საღმრთო განგების საბოლოო მიზნების შესახებ. ამავე დროს ეს არის ახალაღთქმისეული გამოცხადების ერტ-ერთი უდიადესი სულიერი მწვერვალი, რომელიც ადასტურებს უფლისა და მაცხოვრის ღვთაებრიობასა და მარადიულ კურთხეულ მეფობას.
რაც შეეხება იმ წინასწარმეტყველურ ხილვებს, რომლებიც წინ უსწრებენ "ახალი მიწისა და ახალი ცის" აღწერას, - მასში დახატულია სახარების მსოფლიო ქადაგების დროის ყველაზე არსებითი მნიშნელობები, რომლებთან შეფარდებითაც იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული ზეციური ტაძარი წარდგება არა როგორც რომელიღაც განუსაზღვრელი მომავლის განყენებული სიმბოლო, არამედ, როგორც ზეციური სიონის არსებული და მოქმედი სულიერი რეალობა, სადაც ყველა ახალაღთქმისეული დროება უწყვეტად არის შეკავშირებული წმიდა ქალაქად, ზეციურ იერუსალიმად, და ივსება ქრისტეს მოზეიმე ზეციური ეკლესიის სისრულემდე (ებრ. 12:22-24).
ამასთან გამოცხადების წიგნში ნახსენები ყოველი "ზეციური საღვთისმსახურო ატრიბუტი" უბრალოდ როდი იკავებს მისთვის შესაფერის ადგილს ერთიან "სატაძრო" პანორამაში, არამედ გამოდის "დამოუკიდებელი" წინასწარმეტყველური სახით, რომელიც ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის ყველაზე არსებით ასპექტებზე უთითებს.
ამგვარ ატრიბუტთა შორის გამოცხადების წიგნში ნახსენებია:
- ზეციური ტაძრის "მთავარი" ტახტი (და მცირე ტახტები მის ირგვლივ)
- შვიდ სანთლიანი ოქროს სასანთლე, რომელიც საყდრის წინ დგას
- მინისებრი ზღვა, რომელიც კრისტალს ჰგავს (შეესაბამება სპილენძის ზღვას, რომელიც ოდესღაც სოლომონის ტაძრის შიდა ეზოში იდგა).
- ყოვლადდასაწველი მსხვერპლის საკურთხეველი (ძველაღთქმისეული სპილენძის სამსხვერპლოს შესაბამისი, რომელიც სალოცავი კარვის შესასვლელში იდგა. - გამოცხ. 6:9).
- ოქროს საკურთხეველი (ძველაღთქმისეული სასაკმევლო საკურთხევლის მსგავსი, რომელიც კარვის შიგნით იდგა კრეტსაბმელის წინ. - გამოცხ. 8:3).
- მღვდელთა სამოსი და სარიტუალო შესამოსელი, ოქროს სასაკმევლე საკურთხევლის საკმეველი, ბეჭდები, საყვირები, თასები, ტაძრის სტოა და ა. შ.
რადგან სრულიად ცხადია, რომ წმ. წერილის ბოლო წიგნში ნახსენები "სატაძრო" ატრიბუტები გამონაკლისის გარეშე წარმოადგენენ ერთიანი ბიბლიური მოწმობის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ეძღვნება ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობას, - აქვს აზრი დეტალურად განვიხილოთ ის წეს-განგებები, რომელთა შესაბამისადაც იმყოფებოდა და გამოიყენებოდა მოსეს ხელთქმნილ კარავში ეს და მათი მსგავსი სამღვდლო საღვთისმსახურებო ნივთები.
(ამასთანავე ცხადია, რომ თვით მოვლენათა ლოგიკა გამოცხადების წიგნში აიგება "ზეციურიდან მიწიერისკენ", ხოლო იდუმალმხილველის მიერ აღწერილ ბიბლიურ სიმბოლოთა ზეციური მნიშვნელობები არსებითად ამოუწურავია, - ასე რომ მსგავსი საკითხების სრული წვდომა უბრალოდ შეუძლებელია).
სწორედ ასეთ
შედარებებს მიეძღვნება მომდევნო პუბლიკაციების მთელი სერია.
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.