აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის
მეოთხე მხედარი:
რატომ ეწოდება მას "სიკვდილი" და რატომ არის ამხედრებული
"ჩალისფერ" ცხენზე?
(გამოცხ. 6:7-8)
"და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (გამოცხ. 6:7-8).
გამოცხადების 6:7-8 მუხლებში დაფარულია მრავალი წინასწარმეტყველური მნიშვნელობა, - მაგრამ მოვლენათა ერთიანი ლოგიკის გათვალისწინებით, რომლებიც გვეხსნებიან ყველა, შვიდივე ბეჭდის მეშვეობით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ყველაზე არსებითს წარმოადგენს მოწმობა, რომ მხედრის მიწიერი ძალაუფლება, რომელსაც ეწოდება "სიკვდილი" პირდაპირია და არაორაზროვნად შეზღუდულია.
(ანუ პირველი სამი მხედარი დედამიწას ერთმანეთში "არ იყოფენ", - და მხოლოდ მეოთხე მოქმედებს განცალკევებულად, თანაც მისი უკეთური ძალაუფლება შეზღუდულია "დედამიწის მეოთხედი ნაწილით").
გარდა ამისა, ცხადია, რომ "ჩალისფერი ცხენი" მეოთხე მხედრისა რაღაცნაირად დაკავშირებულია ზაქარიას წინასწარმეტყველების "ჭრელ ცხენებთან", - რადგან თეთრი, წითელი და შავი ცხენები, რომლებიც ზაქარიას აჩვენეს ჭრელ ცხენებთან ერთად, უკვე "გაიხსნა" ახალაღთქმისეული აზრით პირველ სამ ბეჭედში (ანუ "თავისუფალი განხილვისთვის" დარჩა მხოლოდ ჭრელი ანუ ამლაყი ცხენები, ბერძნ.: ποικίλος და ψαρός). თანაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეოთხე მხედარი ზაქარიას წიგნის "ჭრელი ცხენებიდან" იმემკვიდრევებს ძალასა და ხელისუფლებას "შემოიარონ ქვეყანა" (ზაქ. 6:6-7), - ასე რომ რაიმე "ფიზიკური საზღვრების" დაწესება მისი უკეთური ხელისუფლებისთვის ან მისთვის დაქვემდებარებული "დედამიწის მეოთხედი ნაწილის" გათვლა დედამიწის ზედაპირზე, მოსახლეობის რაოდენობაზე და ა. შ., არსწორი იქნებოდა.
კიდევ ერთი მოწმობა მეოთხე მხედრის "განკერძოვებულობისა" და "განცალკევებულობისა" სამი დანარჩენი მხედრისგან გამოხატულია ძალზედ უცნაურ უბედურებაში, რომელიც თან ახლავს მისი გამოჩენას და გამოვლინებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი მახვილით გამოწვეული მასობრივი სიკვდილი, შიმშილი და ჭირი გასაკვირი არ არის კაცობრიობისთვის (რაოდენ სევდიანადაც ჟღერდეს იგი), - ადამიანთა მასობრივი გაჟლეტა "მიწიერ მხეცთა პირით", ორი ათასწლოვანი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა, და არც შეიძლებოდა გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბის საშიშროება.
(როდესაც, - ეს კი ძალიან იშვიათად ხდებოდა, რაც ასევე შემთხვევითი არ არის, - სადღაც ჩნდებიან მკვლელი მხეცები, მათ წინააღმდეგ ერთიანდებიან ადამიანები, კეთილები და არც ისე. მრავალი გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი დროებით ტოვებს თავის უსჯულოებას, და ნებით თუ უნებლიედ, ხარკს უხდის ზოგადკაცობრივ ძმობას ადამში და აღასრულებს ნოესთან დადებული აღთქმის სიტყვას, შეად.:
"... თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ... " (დაბ. 9:5).
ასე, რომ ბუკვალური გაგებით ველური მხეცები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ყველა დროებასა და ყველა ხალხში ძალიან სწრაფადვე ნადგურდებოდნენ, თანაც კაცობრიობისთვის იშვიათი ერთსულოვნებით. განცალკევებით განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთები... გარეგნულად ადამიანებივით რომ გამოიყურებიან... სანახაობისთვის ან დასასჯელად შეგნებულად მიუსევდნენ მხეცებს სხვა ადამიანებს. მსგავსი მოვლენები ქრისტეს ეკლესიის პირველი საუკუნის სასტიკი ისტორიული რეალობაა, - რაც ერთდროულად მოწმობს იმაზე, რომ გამოცხადების ტექსტის სიმბოლური გაგება არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება მათ ბუკვალურ და "ისტორიულ" მნიშვნელობებს.
მიუხედავად ამისა, ბუკვალურად, ზოგიერთი ადამიანის მოკვდინება "მიწიერ მხეცთა პირით" გარკვეულ ისტორიულ ვითარებებში არანაირად შეესაბამება იმ მოვლენათა მასშტაბებსა და მნიშვნელობას, რომელიც დაფარული იყო კრავისთვის მინდობილ ზეციურ წიგნში და, რომელიც დრომდე "შვიდი ბეჭდით იყო აღბეჭდილი".
გარდა ამისა, რომის არენაზე მხეცებს უსევდნენ ხოლმე ქრისტიანებს, რომლებიც არ ღალატობდნენ საკუთარ რწმენას, - ამიტომაც თუკი "მიწიერ მხეცთა პირით" ადამიანების მოკვლა შეზღუდული იყო ქრისტიანობის პირველი საუკუნეებით, ეს იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ გლობალური ბიბლიური უბედურება უნდა გახსნილიყო საკმაოდ ამორჩევითად... თანაც ეს ამორჩევა თავის მსხვერპლად დაასახელებდა იმათ, ვის თავზეც "ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია" (მთ. 10:30).
ამასთან ძველი აღთქმის ერთადერთი მოწმობა, სადაც ნაუწყებია მეოთხე ბეჭედში ნახსენები ოთხივე "სასჯელი", ანუ "მახვილი", "შიმშილი", "ჭირი" და "ველური მხეცები", ამ სასჯელებს უკეთურთათვის იუწყება (ეზეკ. 14:21-23), ხოლო ღვთის ერის ნატამალს მსგავსი უბედურებები არ ეხებიან, - ასე რომ ქრისტიანთა მოკვდინება ველური მხეცების მეშვეობით ჩვ. წ.-ის პირველი საუკუნის რომის არენებზე არანაირად შეიძლება აღსრულებულად ვაღიაროთ, რაც ამომწურავი სისავსით უნდა შეესაბამებოდეს იმ მნიშვნელობებს, რომლებიც გამოცხადების წიგნშია დახატული).
ამრიგად, შესაძლოა, რა თქმა უნდა, ახლო ან შორეულ მომავალში ველოდოთ (თუკი ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ მეორედ მოსვლა მის ხორციელ სიცოცხლეში მოხდება) ერთგვარ წარმოსახვით მოვლენებს, რომლებიც მოახდენენ ჩვეულებრივი მტაცებლების ზვავისებრ მრავლებას და ადამიანთა მასობრივ სიკვდილს "დედამიწის მეოთხედი ნაწილის" მასშტაბში. ან განმეორდეს წარსულის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც მიწიერი ხელისუფლები კვლავ მიმართავენ მასობრივი ანგარიშსწორების ისეთ მეთოდებს, როგორზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ (მაგრამ ამჯერად ასეთი მხეცობა ჩადენილი იქნება არა ქრისტიანთა მიმართ, რადგან ეზეკიელის 14:21-23-ისა და გამოცხადების წიგნის მიხედვით მსგავსი უბედურება პირველ რიგში სწორედ უსჯულოებს უნდა დაატყდეთ თავზე).
ასევე არსებობს რამოდენიმე საფუძველი "მიწიერ მხეცებში" ვეძებოთ არა ბუკვალური, არამედ სიმბოლური აზრი (მაგალითად, გავნხილოთ ის იმ უბედურებად, რომელიც თან ახლავს "მეოთხე მხედარს", და რომელზეც ლაპარაკია გამოცხადების წიგნის 12-20 თავებში). მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ესეც საეჭვოა, - რადგან სხვა უბედურებები, რომლებიც "მეოთხე ბეჭედთან" არიან დაკავშირებულნი (კერძოდ, მახვილი, შიმშილი და ჭირი), არა მარტო არ
მეორე მხრივ, თუკი ადრე მიღებული მიდგომიდან არ გადავუხვევთ და გამოცხადების მოწმობას განვიხილავთ, როგორც ზაქარიას წიგნის სიმბოლოთა გაგრძელებასა და დასრულებას, - მოვლენებში, რომლებიც "მეოთხე მხედართან" არიან დაკავშირებულნი, გაიხსნება ამ უჩვეულო უბედურების საკმაოდ მარტივი, და ამავდროულად სრულიად ბიბლიური ახსნა.
საქმე იმაშია, რომ ახალი აღთქმის წერილში ქრისტეს მორწმუნენი არაერთხელ იწოდებიან "ქრისტეს სამწყსოდ", ხოლო თვით ქრისტე წარდგება, როგორც კეთილი მწყემსი, რომელიც იცავს თავის საყვარელ ცხვრებს საკუთარი სიცოცხლის ფასად (ინ. 10:7-16).
მაგრამ მსოფლიოში არსებობენ "უვარგისი მწყემსებიც" რომლებიც ადამიანებს არა მარტო შიმშილობისა და სნეულებებისთვის წირავენ, არამედ სხვადასხვა მტაცებელ მხეცთა შესაჭმელადაც იმეტებენ (ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბუკვალური "ველური მხეცები" არ იგულისხმებიან, - როგორც ასევე ის ფარა, რომელსაც უფალი მწყემსავს, ბუკვალურად არ არის ცხვრის ფარა).
ზაქარიას წიგნში მაშინათვე, როგორც კი წინასწარმეტყველს ეძლევა განკარგულება "დამწყემსოს დასაკლავად განწირული ცხვარი", დახატულია ერთგვარი "ბოროტი მწყემსის" სახე, რომელსაც დედამიწაზე მოაქვს ის უბედურებები, რომლებიც გამოცხადების "ჩალისფერ ცხენთან" და მის საშინელ მხედართან არის დაკავშირებული.
"აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს" (ზაქ. 11:16).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩალისფერ ცხენზე" მჯდომი მხედრის სახით, რომელიც ადამიანებს "უმოწყალო მტაცებლებს" მიუგდებს საჯიჯგნად, გამოცხადების წიგნი პირდაპირ წინასწარმეტყველურ კავშირს ამყარებს ზაქარიას წიგნში ნახსენებ "ბოროტ მწყემსსა", - და მის რეალურ განხორციელებას შორის, რომლის სახელი არის "სიკვდილი", და რომელშიც დახატულია კაცთა მოდგმის მტერი, ანუ ეშმაკი.
თანაც, "კაცობრიობის ბოროტი მწყემსი", რომელსაც მოციქული იოანე "დასაბამიდან კაცის მკვლელს" უწოდებს (ინ. 8:44), ზაქარიას წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სიმბოლოების მიერ პირდაპირ უპირისპირდებიან ჭეშმარიტ მწყემსს, რომელიც არა მარტო იცავს თავის ცხვრებს, არამედ ანიჭებს მათ მარადიულ სიცოცხლეს (გამოცხ. 7:17; ინ. 10:7-16; 1 პეტ. 2:24-25; ებრ. 13:20-21 და ა. შ.).
გარდა ამისა, მეოთხე ბეჭდის სიმბოლოთა გულისხმისსაყოფად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ "მეოთხე მხედრის" ცხენის "უფერულობა" (ჩალისფერობა), რაიმე მცირედმნიშვნელოვანი დეტალი როდია, ეს არის ყვითელ-მომწვანო (ბერძნ.: χλωρός, ანუ "ხლოროს") "გვამის" ფერი, რომელიც ძველაღთქმისეულ წერილში "უწმინდური წყლულის ფერად" იწოდებოდა (ლევ. 13:49-51; 14:34-45).
"მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს. გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას. მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია" (ლევ. 13:49-51).
რადგან "ჭრელ" (ანუ "ლაქოვან") ცხენებს, ახალაღთქმისეული რეალობისთვის წინასწარმეტყველ ზაქარიას მიერ წინასახეობრივად აღწერილი ხილვაში უკვე იმ დროსვე ჰქონდათ რაღაც ლაქები, - "მეოთხე ბეჭდის" სიმბოლოებსა და მოვლენებში იხსნება მოსეს სჯულის დადგენილებათა ბუკვალური და სულიერი არსი, რომლის თანახმადაც, ყველაფერი, რასაც კი "ქლორული" ლაქები ჰქონდა, განსაზღვრული დროით (მნიშვნელოვანი "შვიდი დღით") ექვემდებარებოდა "კარანტინს", რათა სჯულით დადგენილ ამ ვადაში გამოჩენილიყო, ხომ არ არის ეს ლაქები "გამიზეზებული კეთრის " და "უწმინდური წყლულის" გამოვლინებანი (შეად. ლევ. 13:47-59; 14:34-48).
შესაბამისად, ის ვითარება, რომ ზაქარიას ხილვის დროინდელი "ჭრელი ცხენების" ნაცვლად გამოცხადებაში ნაჩვენებია ცხენი, რომელიც მთლიანად გახდა მომწვანო-გვამისფერი, ანუ მიიღო კეთრის შეფერილობა, განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მოწმობაა, რომელიც ადასტურებს, რომ "ლაქოვან ცხენზე" ადრეც იყო კეთრის ნიშნები, - და, რომ მთელი გასული დრო ის მის სხეულზე შემდეგაც განივრცობოდა, თანაც ისე, რომ სრულიად დაჰფარა იგი.
ამდაგვარნი, მოსეს სჯულის მიხედვით, მეშვიდე დღეს ცეცხლს უნდა მისცემოდნენ (ლევ. 13:51-52), - და სწორედ ასეთი საბოლოო ხვედრია განსაზღვრული "დაკეთროვნებული ცხენისა" და მისი მხედრისთვის, რომლის სახელია "სიკვდილი".
"ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში..." (გამოცხ. 20:10).
მეტიც, ბერძნულ ენაში "ჩალისფერ ცხენზე შემჯდარი მხედრის" სახელში არსებობს განსაკუთრებული აზრობრივი ნიუანსი, რომელიც აერთიანებს "სიკვდილისა" და "ჭირის" ცნებებს (უ. ბარკლი). ხოლო რადგან ბიბლიური აზრით სახელი გამოხატავს ამ სახელის მატარებლის სულიერ არსს, - მეოთხე მხედარი საკუთარ თავში მოიცავს "სიკვდილსა" და "ჭირს" ისე, რომ ამ პერსონაჟისადმი უბრალო შეხებაც კი, მისი მხრიდან ჯერაც რაიმეს თქმისა და მოქმედების ჩადენამდე, უკვე პირდაპირი საშიშროების შემცველია, როგორც სულიერი ჯანმრთელობისთვის, ასევე თვით სიცოცხლისთვისაც.
ამაზე მოწმობს სიტყვები: "ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს", რაც გაისმის "გვამისფერი მხედრის" გამოჩენის მომენტში, ანუ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის აღასრულებდეს რაიმე მოქმედებას და ვინმეს "ფიზიკურად" მოჰკლავდეს (გამოცხ. 6:7-8).
ასეა თუ ისე, ადამიანისთვის საშიშარია არა "მახვილი, შიმშილი და ჭირი", რომელსაც მოაწევს დედამიწის მეოთხედ ნაწილზე ჩალისფერ ცხენზე შემჯდარი მხედარი. და არც ის "მტაცებლები", რომლებიც ტანჯვასა და სიკვდილს მოაწევენ ყოველზე, ვინც მათ უკეთურ "სამწყემსო" ძალაუფლებას დაუქვემდებარებს საკუთარ თავს. ყველაზე საშინალია თვით მეოთხე მხედარი - უფრო ზუსტად ის, რაც მას შეემთხვა. მასზე ხომ გაიფურჩქნა "გამიზეზებული კეთრი", ანუ განუკურნებელი სულიერი სნეულება, რომელიც მის "მფლობელებს" წირავს გეენის დაუცხრობელი ცეცხლისთვის (გამოცხ. 20:10).
გარდა ამისა, მეოთხე ბეჭდის სიმბოლოები ერთი შინაარსით არიან გაერთიანებულნი ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან, რომლებიც ბუკვალური აზრით მეტყველებდნენ თავიანთი დროის ქალაქებსა და სამეფოებზე, ხოლო ახალაღთქმისეულ დროში აღსრულდებიან მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის მასშტაბით, შეად.:
"რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად, აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე" (ეზეკ. 14:21-22).
"მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად, მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით. ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ" (იერ. 42:15-17)
თანაც შეიძლება შევნიშნოთ, რომ ეზეკიელის წიგნის წინასწარმეტყველება (ანუ ეზეკ. 14:21-22), რომელიც "მეოთხე ბეჭდის" ოთხ უბედურებას იუწყება და აუცილებლობა დატოვებულ იქნას მოწყლული ქალაქი, ერთი მნიშვნელობით არის დაკავშირებული მაცხოვრის ქადაგებასთნ ელეონის მთაზე (ანუ იერუსალიმიდან ბუკვალური გაქცევის სახესთან (იხ. ლკ. 21:20-21), - ხოლო იერუსალიმიდან გაქცევის მოწოდება ზუსტად შეესაბამება "ცოდვილის ბაბილონიდან" გასვლისკენ მოწოდებას.
მეტიც, ძალიან მსგავსი ფრაგმენტი იერემიას წიგნიდან (ანუ იერ. 42:15-17), თუკი ამ წინასწარმეტყველებას მივუსადაგებთ ახალაღთქმისეულ დროებას, ცხონების გზაზე შემდგარ ქრისტიანებს აფრთხილებს, "არ დაუბრუნდნენ ეგვიპტეს" (ანუ ახალ მონობას, შეად. მეოთხე ბეჭდის მხედრის სახე "ფარაონის" ძველაღთქმისეულ სახეს: "ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი" (გამ. 15:1, 21).
ამ მნიშვნელობის გაგრძელებაში წინასწარმეტყველი ახალაღთქმისეულ სულიერ განსაცდელს წარმოაჩენს შედარებაში "ეგვიპტის ახალი მონობასა" (რაც სიკვდილის ტოლფასია), და - დროებით "ბაბილონურ ტყვეობას" შორის, სადაც ადამიანს ჯერაც აქვს შანსი გადაარჩინოს თავისი სული:
"ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე" (იერ. 21:8-9; იგივე იხ. იერ. 38:2).
რაც შეეხება მხედრის, სახელად "სიკვდილი", მოქმედების არეალს, - სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და სხვადასხვა ვითარებაში დედამიწის ის "მეოთხედი", სადაც დაშვებულია მისი უკეთური ძალაუფლება, შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ "გეოგრაფიულ" ადგილზე, რაც მრავალგზის დადასტურებულამ მოწმობათა დიდი სიმრავლით ადამიანისა და კაცობრიობის, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ისტორიიდან, შეად.:
"თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში. მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად. საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის ... " (Иер.15:2-5)
ამასთან არავითარი მისთვის ზეციდან ბოძებული იარაღი მეოთხე მხედარს არ გააჩნია. მეტიც, ასეთი იარაღი ბუკვალურ საგანსაც რომ წარმოადგენდეს, - ის, როგორც სულიერი კეთრით მოწყლული, ვერ შეძლებდა ხელი შეეხო ამ იარაღისთვის (როგორც უწმინდურს წმიდისთვის).
(მიუხედავად ამისა, უმჯობესია "სულიერ იარაღებში" ვიგულისხმოთ არა რომელიმე მატერიალური საგნები, არამედ ფორმები და მეთოდები მოქმედებათ, რომლებიც პირდაპირ აგრძელებენ მათ შინაგან თვისებებს, ვისაც ეს იარაღები ეძლევა. ამ აზრით კი მეოთხე მხედარი "კბილებამდეა შეიარაღებული", - მისი იარაღი ხომ საკუთარი "კეთრია", რომელსაც შეუძლია ამრავლოს სიკვდილი და ჭირი თვალისგან დაფარული "შეხებით", შეად.: 1 ინ. 5:18; 2 კორ. 6:17. თანაც მოაკვდინოს თავისი მსხვერპლი არა მარტო ხორციელად, არამედ მარადისობისთვისაც).
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ პირველი სამი მხედარი, რომლებიც ამხედრებულები იყვნენ თეთრ, წითელ და შავ ცხებნებზე, და შეიარაღბულნი იყვნენ ზეციური იარაღებით, შემთხვევით როდი გამოდიან მეოთხე მხედრის წინ: მათი მისიის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანებმა უნდა დატოვონ განწირულთა რიგები, უნდა შეიძინონ გამბედაობა და ძალა წინ აღუდგნენ დაცემულ ანგელოზს, - და შედეგად გაუძლონ განსაცდელებს სიკვდილის წინაშეც კი.
______________________