განმარტება - ანგელოზის ფიცი და ღმრთის საიდუმლოს აღსრულება (გამოცხ. 10:5-7) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ანგელოზის ფიცი და ღმრთის საიდუმლოს აღსრულება

(გამოცხ. 10:5-7)
იოანეს გამოცხადება - ანგელოზი ცაში
"ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი მარჯვენა ხელი აღაპყრო ზეცად, და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.  არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:5-7).
 
 
ზღვასა და ხმელეთზე მდგარი და ღრუბლით მოსილი დიადი ანგელოზის ფიცი სრულიად შეესაბამება მის დიდებულ "ღვთაებრივ" შესახედაობას, და მის საყოველთაო ახალაღთქმისეულ მისიასაც. იმიტომ, რომ ჯერ-ერთი, ეს არის ერთადერთი ფიცი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების წიგნში, - ხოლო მეორეც, აღთქმის ანგელოზი, აწევს რა ერთ ხელს ზეცისკენ (რადგან მეორეში მას გახსნილი წიგნი უჭირავს), ამ ფიცს მაქსიმალურად შესაძლო სულიერ დონეზე აღავლენს და იფიცება თვით შემოქმედითა და ყოვლისმპყრობელით, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე (თანაც, გასათვალისწინებელია, რომ სხვა ახალაღთქმისეული ტექსტები ნაკლებად საზეიმო დაფიცებასაც კი გვიკრძალავენ, შეად. - მთ. 5:33-37; იაკ. 5:12).
 
ასე რომ მოცემული ფიცი არსებითად წარმოადგენს ურყევ და უცვალებელ საყოველთაო განსაზღვრებას, რომელიც "... ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" (იაკ. 1:17).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ, მიუხედავად მოვლენათა პანორამის აშკარა ცვლილებისა, რომელიც აღნიშნულია მე-10 თავის დასაწყისში, მეშვიდე მუხლისკენ გამოცხადების მოწმობა უბრუნდება "შვიდი საყვირის" დროებით "გადადებულ" ხატებებს და გვაუწყებს უკანასკნელი საყვირის დაცემას, რომელთან ერთადაც უნდა აღსრულდეს საღმრთო განგებულების უმთავრესი საიდუმლო. თანაც სიტყვა იმის შესახებ, რომ "უკვე აღარ იქნება დრო", ამ კონტექსტში ჟღერს, როგორც ქვეყნიერების ბოლო გაფრთხილება, - რადგან ადამიანის თვალის ახელა, მოქცევა და სინანული შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მომენტამდე, როდესაც მთელი სამყაროსთვის უკანასკნელი და "საბოლოო" მეშვიდე საყვირი გაიჟღერებს (შეად.: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით..." (1 თესალონიკ. 4:16)).
 
მეტიც, მთელ დედამიწაზე მდგომი ანგელოზის მოწმობა ისე ჟღერს, თითქოსდა იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაფერი აღსრულდება, აზრს დაკარგავს თვით "დროის" ცნებაც (უკიდურეს შემთხვევაში დრო დასრულდება იმ აზრით, როგორც აღიქვამენ და იგებენ ამ მცნებას ისინი, ვინც თვით არიან ყველა ქარით შერყეული ძველი ქვეყნიერების ნაწილნი).
 
ასეა თუ ისე, ღმრთის საიდუმლოს აღსრულებაში, რომლის შესახებაც ახარებდა ის "თავის მონებს - წინასწარმეტყველთ", შესაძლოა გავიგოთ მხოლოდ მაცხოვრის მეორედ მოსვლა, მკვდართა აღდგომა და ღმრთის კურთხეული სამეფოს დამყარება, "როგორც ცათა შინა, ასევე ქვეყანასა ზედა", რადგან სწორედ აწინდელი საუკუნის ამგვარ გაგრძელებაზე მოწმობს მთელი ახალაღთქმისეული გამოცხადება, შეად.:
 
"ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:16-17).
 
"აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.  რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "დაინთქა სიკვდილი ძლევით"" (1 კორინთ. 15:51-54)).
 
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლიივა, რომ მოციქულ პავლეს მოწმობა ძველი სამყაროს უკანასკნელი რყევის შესახებ (ანუ მთავარანგელოზის "ხმაზე", "ბოლო საყვირის გაჟღერებაზე" და ა. შ.), პირდაპირ ამსგავსებს ამ რყევებს "ცოდვილი იერიქონის" დანგრევას, როდესაც მეშვიდე "იერიქონული" საყვირის შემდეგ საბოლოოდ ეცემა უკეთურების საყოველთაო სამეფო, რომელიც დრომდე დაფარული იყო "ხრწნილების კედლებში". ამის შემდეგ ღმრთის ერი მოიპოვებს თავის აღთქმულ მიწას, რომელიც გათავისუფლდება არა მარტო წყევლის, დანაშაულისა და უსჯულოებისგან, არამედ თვით სიკვდილისგანაც (შეად.: "... და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა" (გამოცხ. 16:17)).
 
მაგრამ დროც, "როდესაც... აღსრულდება დაწერილი სიტყვა", და ისიც, თუ როგორ საკვირველად აღსრულდება სამყაროს საბოლოო გარდაქმნა, თვით უკანასკნელ დღემდე და საათამდე საიდუმლოდ იქნება დაფარული (შეად.: "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი... ", 1 კორ. 15:52; 2 პეტ. 3:10; 1 თესალონიკ. 5:2 და სხვა).
(ეს არცთუ თვალნათლივი აზრები ჯერაც მხოლოდ ირიბი მოწმობაა იმისა, რომ განკარგულება ჯერ არ გაცხადდეს შვიდი ქუხილის მიერ ნათქვამი პირდაპირ არის დაკავშირებული მეორედ მოსვლასთან. რადგან ამ მოვლენის დრო და ვადები არსებითად ერთადერთი უდიდესი საიდუმლოა, რომელიც არ გამოეცხადა ეკლესია ახალაღთქმისეულ დროებაშიც კი: "მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" - მთ. 24:36; მკ. 13:32).
ქებული ანგელოზის საზეიმო ფიცის კიდევ ერთი ნიშანდობლივი აზრი იხსნება მის შეფარდებაში დანიელის წიგნში მოცემულ ხილვასთან, სადაც "მარადცოცხალის" დაფიცებაში, რომელიც უნიკალურია ძველაღთქმისეული წერილისთვის, ისევე, როგორც უნიკალურია გამოცხადების წიგნის 10-ე თავის ფიცი ახალი აღთქმისთვის, დანიელს ემცნო, რომ ყველა მისთვის გამოცადებული "საკვირველი მოვლენა" დადგება დრო-ჟამის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია "წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში" (ძვ. ქართ.: "ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა") (დან. 12:7).
(სხვათა შორის, დროთა ხატება, რომელიც დან. 12:6-7-ში აღწერილია არა კონკრეტულ ციფრებში, არამედ მეტაფორული აზრით, ასევე მოწმობს იმაზე, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის "მიწიერი" ვადები არანაირ "კალენდრულ გამოთვლებს" არ ექვემდებარება).
თანაც "სელით შემოსილი კაცის" ფიცის თანახმად "წელიწადის, წელიწადებისა და ნახევრის" ამოწურვის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ მომენტი, "როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა", შეად.:
 
"უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:6-7).
 
ამასთან მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებში არის ეპიზოდები, სადაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ჯერ "ქვეყნის მარილს" უწოდებს, რომელსაც წუთისოფელში ბუკვალური ძალა გააჩნია (იხ. მთ. 5:13; მკ. 9:49-50; ლკ. 14:34-35), შემდეგ კი მიანიშნებს, რომ "ახალაღთქმისეული მარილის" სულიერი ძლიერება შეიძლება დაკარგულ იქნას:
 
"თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად" (მთ. 5:13).
 
რადგან ხელთქმნილი კარვის დროებაში განსაკუთრებული "დამარილებული" მსხვერპლშეწირვანი განამტკიცებენ აღთქმას მელქისედეკის წესით დამყარებულ მღვდლობასთან (რიცხვ. 18:19), - "ახალაღთქმისეული მარილის" ხატება არ შემოიფარგლება მხოლოდ პოეტური აზრებით და აღქმულ უნდა იქნას ახალაღთქმისეული მღვდელმოქმედების კონტექსტში, ზეციური ტაძრის სამსხვერპლოს "წმიდა ადგილზე", სადაც "დამარილებული" სამეფო სამღვდელოება (შეად. - ეზეკ. 43:24) სულიერ მსხვერპლს და შესაწირავს აღავლენს (შეად.: "რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება" - მკ. 9:49).
 
თანაც მაცხოვრის გაფრთხილების გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს დადგება მომენტი, როდესაც ახალაღთქმისეული მარილი "დაკარგავს ძალას", - არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბოლო დროს, მეორედ მოსვლის წინ (როდესაც "... შეწყდება მსხვერპლი და ძღვენი", ხოლო "წმიდა ადგილას" გამეფდება "გაპარტახების სისაძაგლე" (დან. 9:27; მთ. 24:15; მკ. 13:14), - "წამკითხველმა გაიგოს" (მთ. 24:15)), "ქვეყნიერების მარილი" "გაიქელება" წარმართების მიერ, ხოლო რწმენას შეინარჩუნებენ მხოლოდ რჩეულნი, რომელთა გამოც, როგორც ნათქვამია, "შემოკლდებიან დღეები", როდესაც მსოფლიოს მოიცავს უდიდესი ჭირვება (მთ. 24:21-22; მკ. 13:19-20; ლკ. 18:8 და სხვა).
 
ხოლო გამოცხადების წიგნში ამავე მნიშვნელობებსა და მოვლენებზე მოწმობს მომდევნო თავი, რომელთა კომენტარებში ყველა მონიშნული საკითხი უფრო დეტალურად იქნება განხილული.
 
დიდება უფალს!


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому