აპოკალიფსისი > განმარტება
ას ორმოცდაოთხი ათასი აღბეჭდილი
(გამოცხ. 7:4-8)
"და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან: იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი, ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი, სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი, ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი" (გამოცხ. 7:4-8).
გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა და სიუჟეტთა უმრავლესობისგან განსხვავებით, "ას ორმოცდა ოთხ ათას აღბეჭდილზე" ზეციური მოწმობის დროს იდუმალთმხილველს ესმის ანგელოზთა მიერ აღბეჭდილთა რიცხვი, მაგრამ თვალნათლივ ვერ ხედავს. ამასთნ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომი, რომელთაც ეკუთვნიან აღბეჭდილები, უბრალოდ კი არ იხსენიებიან, არამედ იდუმალთმხილველის მიერ სახელობითად არიან ჩამოთვლინი, - და ამ ჩამოთვლაში იხსნება ის, რომ ერთი "დასაბამიერი" ბიბლიური ტომის (დანის) ადგილი პატრიარქ იოსების ორი ძიდან უფროსს (დაბ. 46:20; 48:5), მანასეს "გადაეცა".
(სიტყვამ მოიტანა, და ზუსტად ასეთი ვითარებაა მოციქულთა შორის იუდა ისკარიოტელის გამყიდველობის შემდგომ, შეად. – "ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: "დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი"; და "სხვამ მიიღოს პატივი მისი“" (საქმე 1:20).
რაც შეეხება იოსების უმცროს ძეს, ეფრემს, რომელიც იაკობ-ისრაელმა მანასეზე მაღლა დააყენა (დაბ. 48:14-20), - აღბჭდილთა სიაში მას თვით იოსები წარმოადგენს (რადგან ეფრემისა და მანასეს გარდა იოსებს სხვა შვილები არ ჰყავდა, ეფრემი კი აღბეჭდილთა შორის დასახელებული არ არის).
ასევე მეტად აღსანიშნავია, რომ "აღბეჭდილი" ტომები შეესაბამებიან ისრაელის ძეთ დაბადების მიხედვით (დანის გარდა), - ანუ იმ სახელებს, რომლებიც "სატაძრო" ძვირფას ქვებზე იწერებოდა და, რომელსაც მღვდელმთავრები საღვთისმსახურებო ტანისამოსზე ატარებდნენ (გამ. 18) მათ შეესაბამება ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს თორმეტი ქვაც (სინას მთაზე - გამ. 24:4; გებალის მთაზე - ის. ნავ. 8:31; კარმელის მთაზე - 3 მეფ. 18:31-32).
(ტომების ასეთი ჩამონათვალი განსხვავდება ისრაელის ძეთა "თანამედროვე" წილხვდომილობას ბუკვალური აღთქმულ მიწასთან მიმართებაში, სადაც უკვე თავიანთი ხვედრი ჰქონდათ დანს, ეფრემს და მანასეს, ხოლო ლევის შთამომავლებს, რომელთაც მიენდო კარვის ღვთისმსახურება, "მიწიერი" ხვედრი არ გააჩნდათ, რიცხვ. 18:20-21; 34; მეორე რჯლ. 18:1-2).
განსაკუთრებულ ახალაღთქმისეულ მოწმობას წარმოადგენს ისრაელის "აღბეჭდილ" ტომთა ჩამონათვალის თანმიმდევრობა. ასე, მაგალითად, პირველშობილ რუბენის ნაცვლად გამოცხადების სიას მეთაურობს იუდა, რაც აღასრულებს ძველაღთქისეულ განსაზღვრებას, რომლის თანხმადაც პირმშოების პატივი რუბენიდან გადაეცა იოსების ძეთ (პატივი, მაგრამ არა წოდება, 1 პარ. 5:1), - და ამასთან მნიშვნელოვან დავას პირმშოების პატივსა და იოსების ძალას (ეფრემსა და მანასიას) და იუდას სამეფო დიდებას შორის, წყვეტს იუდას ტომის სასარგებლოდ (რადგან იესუ ქრისტეში, რომელიც "ამობრწყინდა იუდას ტომიდან" (ებრ. 7:14), ეს სამეფო დიდება გაიხსნა მთელი შესაძლო სისრულით, შეად.: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც წინამძღვარი წყვილთაგან მისთა..." (დაბ. 49:10; რიცხვ. 10:14).
რაც შეეხება აღბეჭდილთა რაოდენობას, - ღვთისმეტყველთა უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს არის სიმბოლური რიცხვი, და რომ ის ნიშნავს განსაზღვრულ სიმრავლეს, და განსაზღვრულ სისავსეს (12х12х1000, პროფ. ლოპუხინი). თანაც ერთი მხრივ ასეთი ანგარიში დაკავშირებულია გამოცხადების 4:4-ის საყდართა და მხცოვანთა რიცხვთან (რადგან 24 მოხუცი ეს არის 12+12, ასევე მეომართა თორმეტი განყოფილების სახე სადაც თითო განყოფილებაში მოიაზრება 24 ათასი მეომარი რომელთა საერთო რაოდენობა 288 ათასია, ანუ 144+144, შეად. 1 პარ. 27:1-15), - მეორე მხრივ კი "აღბეჭდილთა" აღრიცხვა გამრავლების გზით (12 გამრავლებული 12-ზე და შემდეგ 1000-ზე) მოწმობს მათზე, როგორც უდიდეს (თუმცა აღრიცხვად) სიმრავლეზე, რომლითაც განისაზღვრება გარკვეული სივრცე (ასე, მაგალითად, სამსხვერპლოს ფართობის სივრცე შეიძლება გამოანგარიშებულ იქნას მის მხარეთა გამრავლების გზით, შეად. - ეზეკ. 43:16).
გარდა ამისა, "ტომების მიხედვით ხალხის აღრიცხვის" მეშვეობით გამოცხადების წიგნში მონიშნულია უ ფრო დაფარული და მეტაფორული მნიშვნელობანი.
ასე, მაგალითად, ისრაელის ყოველი ძველაღთქმისეული აღწერა უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავდა მეომართა რიცხვს, ანუ იმ ადამიანებისას, ვისაც "ბრძოლის უნარი" ჰქონდა (რიცხვ. 1:2-3; ის. ნავ. 6:2; მსაჯ. 20:17; 2 მეფ. 24:9 და ა. შ.). ეს კი ნიშნავს, რომ იდუმალთმხილველისთვის ნაუწყები აღრიცხვა ყველა აზრით შეესაბამება ქრისტეს ეკლესიის ახალაღთქმისეულ მეომართა მწყობრს (შეად. - რიცხვ. 10:14-28), რომელიც სიონის მთაზე დადგა ახალაღთმისეული აღთქმის კიდობნის (ანუ თვით ჩვენი მაცხოვრის) ირგვლივ.
მეტიც, ისრაელის მხდრობის აღრიცხვა მეომართა თანაბარი რიცხვით ყოველ ტომში, გამოცხადების ახალაღთქმისეულ მოწმობას უკავშირებს მღვდელმთავარ აარონის სამხრეებისა და სამკერდული ეფოდის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს.
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ სამხრეებზე, რომლებიც ეფინებოდა მღვდელმთავრის მხრებს, მაგრდებოდა ორი ძვირფასი ქვა, რომლებზეც ამოტვიფრული იყო თორმეტი ტომის სახელები, ექვსი მარცხნიდან და ექვსი მარჯვნიდან, "... გამოჭრილად ბეჭდის სახედ" (გამ. 39:6-7). ხოლო სამკერდული, რომელიც მკერდზე ჰქონდა მღვდელმთავარს, შედგებოდა ოთხრიგა ძვირფასი ქვებისგან, სამ-სამი ქვით თითო რიგზე, სადაც ყოველი ქვა შეესაბამებოდა ისრაელიანთა თითო ტომს (გამ. 28:15-21, შეად. გამოცხ. 21:19-20)).
ასე რომ ბიბლიურ
ტომთა განსაკუთრებული წყობა უთითებს "აღბეჭდილთა" სიახლოვეზე ახალი აღთქმის
მღვდელმთავართან, თანაც "სამხრეებისა და სამკერდულის ცოცხალი ძვირფასი ქვები"
გამოდიან მისი სამღვდელმთავრო შესამოსელის სახით (შედ. – 1 პეტ. 2:5, ფსალმ. 88:8 და
სხვა). ხოლო "უფლის მხედრობის აღწერის", "საველე-საომარი ბანაკის მეომართა
წყობის" და "ახალაღთქმისეულ სამღვდელმთავრო შესამოსელთა" მოწმობების
ერთობლიობაში იხატება უმნიშვნელოვანეს წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა კიდევ ერთი
ხაზი, რომლის დასრულება მოცემულია 21-ე თავში, სადაც უფლის მხედრობა წარდგება ზეციური
იერუსალიმის მიუდგომელი კედლების სახით.
(გამოცხადების უკანასკნელ თავებში წარმოჩინდება, რომ თორმეტ ძვირფას ქვაზე, რომლებიც ზეციური ქალაქის საძირკველშია ჩადებული, დაწერილია კრავის მოციქულთა სახელები, - ხოლო ქალაქის თორმეტ კარიბჭეს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან "ქვეყნიერების ოთხივ მხარეს", ანუ განლაგებულნი არიან "სამ-სამად თითო რიგში" (გამოცხ. 21:12-14; 21:19-21, გააჩნიათ ისრაელის თორმეტი ტომის სახელები. შეად. გამოსვლათა წიგნის (გაცმ. 28:15-21) "სამკერდულებს").
სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, "ცოცხალი ღმერთის ბეჭდით" აღბეჭდილებმა და სიონზე მაცხოვრის
ბაირაღის ქვეშ შეკრებილებმა გაუძლეს და გაიმარჯვეს, - შედეგად, ისინი იდუმალთმხილველის
წინაშე მარადიული ზეციური ქალაქის "სულიერი საზღვრების" სახით წარდგნენ.
(შეად. მათ, ვინც ვერ გაუძლო და მტკიცედ ვერ დადგა რწმენაში: "ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს" (ეზეკ. 13:5)).
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ სიმბოლური რიცხვი 144 000 შეესაბამება მეომართა რიცხვს ყოველ ტომში, რომელიც გამრავლებულია კუბის 12 კუთხეზე, ხოლო "სამგანზომილებიანი" ზეციური ქალაქის "კედლების სისქე", რომელიც აღწერილია გამოცხადებაში უტოლდება ტომთა რიცხვს, გამრავლებულს 12-ზე, შეად.:
"ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ" (გამოცხ. 21:16).
"გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა" (გამოცხ. 21:17).
(სხვათა შორის, "უტევანი" (ბერძნ. "სტადიონი" - στάδιον), შეესაბამება 170-200 მეტრ. ანუ ასეთი ქალაქი დედამიწაზე რომ გაშენებულიყო, მისი ზომები სამივე განზომილებაში გადააჭარბებდა 2000 კილომეტრს).
ამრიგად, იდუმალთმხილველისთვის ნაჩვენები სულიერი პანორამა "აღბეჭდილებს" წარმოადგენს წმიდა საომარ ბანაკად, რომელიც ზეციური იერუსალიმის მიუდგომელი კედლების სახით დგას მღვდელმთავარ-კრავის ირგვლივ (შეად.: - "... მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს ... მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას... " (ებრ. 12:22-23), - ხოლო ყველა ხალხთაგან ცხონებულთ ამ ქალაქში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ თორმეტი კარიბჭიდან ძალუძთ, სადაც ყოველ კარიბჭეს ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთის სახელი ეწოდება (გამოცხ. 21:12-14).