ანტიქრისტე - მოშიაყი უკვე ისრაელშია, ოღონდ მასთან მხოლოდ რჩეულები ლაპარაკობენ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
მოშიაყი უკვე ისრაელშია, ოღონდ მასთან მხოლოდ რჩეულები ლაპარაკობენ
ანტიქრისტე
15 თებერვალს საღამოს, ისრაელის რადიო 2000-მა თავის ყოველკვირეულ გამოშვებაში ინტერვიუზე მიიწვია ცნობილი რაბინი იაკობ ცისჰოლცი (Yaakov Zissholtz). ამისი მიზეზი გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება,რომელიც რაბინს პუბლიკისთვის უნდა ეცნობებინა.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/1xsyoZ7xrWU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ისრაელში ინტერვიუს მცირედი თარგმანი მრავალმა ბლოგმა განათავსა, კერძოდ, Yeranen Yaakov-მა, საიდანაც ვისესხეთ ტექსტის გარკვეული ნაწილი და ვიდეოც, ხოლო Breaking Israel News-მა, ინფორმაციის უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ინტერვიუ მთლიანად გადათარგმნა ინგლისურ ენაზე.

ინტერვიუ გრძელდება 40 წუთი, ამიტომაც Breaking Israel News-მა მასალა რამოდენიმე ნაწილად დაჰყო, პირველ ნაწილს ახლა ჩვენც გავაცნობთ ჩვენი საიტის მკითხველებს.

გასაგები რომ იყოს, თუ რაზეა ლაპარაკი, დავიწყებთ იმისი განმარტებით, რომ იუდაიზმში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა დაფარული მართლები - რელიგიური თემების სულიერი ავტორიტეტები, რომელთაც არავითარი ფორმალური მნიშვნელოვანი სტატუსები არ გააჩნიათ, მაგრამ, მაინც უსმენენ და ითვალისწინებენ, რადგან ისინი ადამიანებს ზეგარდმო მიღებულ შეტყობინებებს გადასცემენ.

და აი, როგორც რაბინი ცისჰოლცი ბრძანებს, ამ დაფარულმა მართლებმა მოუწოდეს მას დაეწყო საზოგადოების ინფორმირება მესიის მოსვლის მოახლოვებაზე. ინტერვიუში რაბინი ამბობს:

"ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ მესია ახლოსაა, ვიდრე ეს ოდესმე იყო, სიკვდილ-სიცოცხლის საკითია. განა არ გსმენიათ გოგსა და მაგოგზე? ეს არის ის, რაც ძალიან მალე მოხდება. პირდაპირ ახლა ვითარება უფრო ფეთქებადსაშიშია, ვიდრე ამისი წარმოდგენა შეგიძლიათ".

შემდეგ რაბინმა ცისჰოლცმა ჩამოთვალა რამოდენიმე ამასწინანდელი განცხადება, რომლებიც რაბინმა ხაიმ კანიევსკიმ (Chaim Kanievsky) - ისრაელის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა რაბინმა გააკეთა. კერძოდ, ხუთი წლის წინ მან თქვა, რომ "მესია უკვე კარზეა მომდგარი", ხოლო ახლა რაბინი კანიევსკი იტყობინება, რომ "მესია უკვე აქ არის"და, რომ მასთან რაღაც წარმოუდგენელი სახით ურთიერთობს.

შემდეგ რაბინი ცისჰოლცი აგრძელებს:

"მე უკვე აღარ ვმოგზაურობ ისრაელის ფარგლებს გარეთ. მესია იმდენად ახლოსაა, რომ მეშინია, არ გამომრჩეს მისი მობრძანება. რაბინმა კანიევსკიმ თქვა, რომ მესია აქ არის, ისრაელში, მაგრამ მას არ მოუცია ზუსტი დრო, თუ როდის გამოავლენს თავს. ანუ, მესია აქაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არა აქვს ის ძალა, რომელიც სჭირდება, რათა იმოქმედოს, როგორც მესიამ (მართლმადიდებლური ესქატოლოგიის მიხედვით ეს სიტყვები შეიძლება გავიგოთ ისეც, რომ - ჯერ სატანა არ გაუთავისუფლებიათ ბოლო ჟამისთვის, რომ შევიდეს ანტიქრისტეში და იმოქმედოს - "აპოკ." რედ.). ყველა ნიში და მოვლენა, რომელიც თალმუდში და ებრაულ ტრადიციაშია მოცემული, უკვე აღსრულდა".

რაბინმა ცისჰოლცმა ასევე დაიმოწმა დაფარულ მართალთა სიტყვები, რომლებიც თურმე ამბობენ, რომ:

ა) დღეს ჩვენ გოგისა და მაგოგის ომის შუაგულში ვიმყოფებით, მაგრამ ის ჯერ კიდევ სულიერ პლანში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, დღს უკვე დაჰკრა ფიზიკური ომის ჟამმა და ადრინდელი წლების ყველა სამხედრო ოპერაციები ამ ომთან შედარებით, წყლის მცირე შხეფები იქნება წარღვნის წინ.
ბ) იქნება ომი ირანთანაც, მაგრამ ისრაელი მასში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებს. ომი უფრო უახლოეს დღეებში დაიწყება, რადგან ისრაელში არჩევნები ომის გამო გადაიდება.

გ) გრძელდება სტიქიური უბედურებები მთელ მსოფლიოში, რომლის ფონზე აბობოქრდება კორონავირუსი, რომლისგანაც დაზარალდება ყველა უსამართლო ადამიანი და ხალხები.

დ) მაგრამ, ახლოვდება კიდევ ერთი კატასტროფა, რომელიც ატმოსფეროში უნდა მოხდეს.

უფრო დეტალურად ყოველივე ამის შესახებ რაბინი ცისჰოლცი, როგორც ჩანს, ჰყვება ინტერვიუს მეორე ნაწილში, მაგრამ Breaking Israel News-ი ჯერაც მუშაობს თარგმანზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო მიუახლოვდა მომენტს, როდესაც ქრისტიანთა, მუსლიმთა და ებრაელთა წინასწარმეტყველებანი, რომლებიც მრავალწილ ეწინააღმდეგებიან ერთურთს, ერთ ისტორიულ ხაზზე ერთიანდებიან.

თითქოსდა იმავე მიმართულებით მოძრაობს რეალური სამყაროც: ჩინეთში შავი ჭირია (იგულისხმება კორონავირუსი - "აპოკ." რედ.), სირიაში დიდი ომი ჩაღდება, ევროპაში თავს იყრიან ამერიკული ტანკები, იმდენი, რამდენიც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის შემდეგ არ უნახავთ. და კიდევ - ეკონომიკაში ელოდებიან ტოტალურ კოლაფსს.

ყოველ ჩამოთვლილ ეპიზოდს ცალ-ცალკე უკვე უწოდებენ სამყაროს აღსასრულს - ფინანსურ არმაგედონს, ჯანდაცვის აპოკალიფსისს და ა. შ. ყოველივე იმის შემხედვარე, რაც მსოფლიოში ხდება, დღეს მატერიალისტებისთვისაც კი გასაგებია, რომ ბოლო ჟამი ახლოვდება. ამის შესახებ ლაპარაკობენ მისტიკოსებიც, ასე რომ ჩვენ მხოლოდ ისღა გვრჩება დაველოდოთ დრო-ჟამს და მოვლენათა განვითარებას დავაკვირდეთ.

წყარო: thebigtheone.com
Назад к содержимому