აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ეკუმენიზმი და ანტიქრისტე
ავტორი: ეპისკოპოსი გრიგოლი (გრაბე) († 1995 წ.). მოხსენება წაკითხული სამღვდელმთავრო კრების წინაშე 1981 წ.
ჩვენი ასწლეულის დასაწყისს (იგულისხმება გასული, XX საუკუნე - "აპოკ". რედ.), ანუ სამოცდაათ წელზე მეტი ხნის წინათ, გამოიცა სერგი ნილუსის წიგნი, რომელსაც ქვესათაურად ჰქონდა: "ანტიქრისტე, როგორც უახლოესი პოლიტიკური შესაძლებლობა". ამ წიგნში ის ლაპარაკობდა ჯერ კიდევ წმ. მოციქულ პავლეს დროიდან არსებულ "უსჯულოების საიდუმლოზე" (2 თესალონიკ. 2:7).
ამ ათწლეულის განმავლობაში ეს "საიდუმლო" ბევრად უფრო განვითარდა და მოვლენები, რომლებიც უთითებდნენ ანტიქრისტეს შესაძლო გამოჩენაზე, შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაშიც, იმდენად აშკარა ხდება, რომ მათ შესახებ უკვე ეკლესიისგან შორს მდგომი ადამიანებიც კი მსჯელობენ. სამი ფილმიც კი გადაიღეს სახელწოდებით "ანტიქრისტე".
მე ნანახი მაქვს პირველი მათგანი, რომელიც ანტიქრისტეს ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გამოხატავს. ის წარმოდგენილია როგორც დემონთა ნაშიერი. ბავშვი სატანური წარმოშობისაა, ჯოჯოხეთის პირმშო, მოკლებული სიყვარულის გრძნობას ყველას მიმართ, ვინც გინდ იყოს, ამის ნაცვლად კი აღვსილია უკიდურესი ბოროტებით ყველასადმი. ეზიზღება ნებისმიერი სარწმუნოება. მეორე და მესამე ფილმები, რომელთა ნახვა საწუხაროდ ვერ მოვახერხე, იმავე ანტიქრისტეს წარმოაჩენენ უკვე ზრდასრული ასაკიდან ვიდრე მის დაღუპვამდე.
ეს სამი ფილმი ასახავს იმ ფაქტს, რომ მრავალთ ანტიქრისტეს მოსვლა წარმოუდგენია, როგორც ახლო პოლიტიკური შესაძლებლობა.
მეორე მხრივ რაბინებიც წერენ იმის შესახებ, რომ მალე სამყაროს უნდა მოევლინოს მისი გენიალური წინამძღოლი, რომელსაც მესიად მიიღებენ.
ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი უკვე დაიბადა და იზრდება, დრო და დრო პრესაშიც კი გამოჟონავს. ერთხელ ამის შესახებ ჟურნალისტებმა ჩვენთვის ცნობილ ვაშინგტონელ მკითხავ-წინასწარმეტყველს ჯინ ჯეკსონს ჰკითხეს. მათ პირდაპირ დაუსვეს კითხვა "ნათელმხილველს", ხომ არ არის ეს მომავალი ანტიქრისტე? "ნათელმხილველი" ოდნავ დაფიქრდა და თქვა: "შესაძლოა". გამოჩნდა გამოცემები, რომლებიც მიეძღვნა ანტიქრისტეს თემას, არის კასეტებიც მის შესახებ.
ებრაელთათვის მესიის მოახლოვების მოლოდინი არასოდეს ისეთი ცოცხალი და მკაფიო არ ყოფილა, როგორც ახლა. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინათ, "ახალ რუსულ სიტყვაში" წავიკითხეთ ლუბავიჩელი რაბინის როშ-გაშანის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სიტყვა, რომელშიც მან განაცხადა: "მინდა ასევე გისურვოთ, რათ ეს წელი გახდეს გალუტასგან, განთესვისგან ჩვენი გათავისუფლების წელი, რათა ჩვენ ყველანი ახლო მომავალში გამოვიდეს მართალი მოშიახის შესახვედრად. და მასთან ერთად - ყველა მამაკაცი და ყველა დედაკაცი, დიდი თუ პატარა - მოვიდეთ ჩვენს წმიდა ქვეყანაში... და რომ ყველა მამაკაცი, ქალი და ბავშვი შევიდეს იქ ტაძარში, ბეით ამიკდაშში, რომელსაც ააშენებს მართალი მოშიახი... ხოლო მათ, ვინც კითხულობს, თუ "როგორ შეიძლება ფიქრი და მოლოდინი, რომ მსგავსი რამ მოხდება, და თანაც ასე მალე, რადგან ეს დაუჯერებელია, და როდის მოხდება ამგვარი რამ არავინ უწყის", - რაბინმა რუსულად ამგვარი სიტყვებით უპასუხა: "Нет, нет никого, кроме Бога одного" ("არა, არავინ არის ერთი ღმრთის გარდა") (НРС, 6 окт. 81 г.).
ნეტ. თეოდორიტე (ტექსტში შეცდომითაა "თეოფილაქტე" - "აპოკ." რედ.) ანტიქრისტეს მოკლე განსაზღვრებაში წერს, რომ "უფლის (ანუ იესუ ქრისტეს -რედ.) მეორედ მოსვლის წინ, შეიმოსება რა კაცობრივი ბუნებით, მოვა კაცობრიობის წარმწყმედელი, უღვთო დემონი, ღმრთის სახელის მიმსაკუთრებელი" (Сокращенное изложение Божественных Догматов, Творения, ч. VI, Москва 1859, стр. 79).
ასეთი გამოდის ანტიქრისტე ყოველივე იმისგან, რაც მის შესახებ ნათქვამია წმიდა წერილში. წმ. წინასწარმეტყველი დანიელი წერს: "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც განდგომილნი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე" (დანიელი 8:23). ხოლო წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ის იქნება "უსჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4). მოციქული შემდეგ ანტიქრისტეს შესახებ წერს, რომ ის იქნება უსჯულო, "ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:8-11).
ანტიქრისტეს ხელმწიფების ხასიათზე განსაკუთრებულად მკაფიოდ იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველმა დანიელმა, რომელსაც უფალმა მისცა წინასწარმეტყველური ხილვა კაცობრიობის უკანასკნელ დღეებზე.
ამ წინასწარმეტყველებათა მოკლე ცნობების ჩამოყალიბების შემდეგ, დეკანოზი ნ. მალინოვსკი თავის "დოგმატიკონში" წერს: "წმ. წინასწარმეტყველი დანიელი, აღწერს რა თავის ხილვას ოთხ მონარქიაზე ოთხი მხეცის სახით (თ. 7), ამბობს, რომ მეოთხე მხეცზე, რომელიც სხვა მხეცებზე უფრო საშინელი და მძვინვარეა, მან იხილა 10 რქა, და რომ ამ რქებს შორის "ერთი მომცრო რქა ამოვიდა"... "ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა" (მ. 7 და 8). სხვა ხილვაში (თ. 8) წინასწარმეტყველს წმ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა გამოუცხადა, რომ ეს "მომცრო რქა" არის მეფე, რომლის ძლიერებაც განმტკიცდება, გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება, შეუდგება საშინელ გაპარტახებას, განდიდდება და მრავალს დაღუპავს (8:24-25). ეს მეფე თავისი ბოროტებით ყველა სხვა მეფეზე აღმატებული იქნება (დანიელ. 7:24; 11:44) და უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ (დანიელ. 7:25; 11:32), ის იქნება დიადი დამპყრობელი, გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს (დანიელ 7:21; 8:24). მაშინ "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დანიელ. 12:11). უახლოესი სახით აქ მითითებულია ანტიოქოს ეპიფანეზე, რომლისგანაც იუდეველები უმძიმეს დევნულებას განიცდიდნენ (1 მაკაბ. თ. 1; 2 მაკაბ. 6:1-10). მაგრამ უეჭველია, რომ ამ წინასწარმეტყველების უფრო სრულ და საბოლოო აღსრულებას სამყაროს აღსასრულის წინ უნდა ველოდოთ, როდესაც მოვა ღმრთის უკანასკნელი და უკიდურესი მტერი.
თვით ღმრთის წინასწარმეტყველი მიგვანიშნებს ამაზე, როცა ამბობს, რომ უზენაესი დაანგრევს უკეთური მეფის ხელმწიფებას, შემდეგ კი გამოცხადდება წმინდანთა მარადიული მეუფება და "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დანიელ. 12:2). ამიტომაც ეკლესიის მამათა უმრავლესობა, ამ წინასწარმეტყველების განმარტებას პირდაპირ ანტიქრისტეს განაკუტვნებს, როგორც ქრისტეს განსაკუთრებულ და მძვინვარე მტერს, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა" (Православное Догматическое Богословие, т. VI, Сергиев Посад, 1909, стр. 524).
ადამიანის გონება ყოველთვის ცდილობდა ამ სიმბოლურ წინასწარმეტყველებათა შემეცნებას. შესაძლოა ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია გავიგოთ, რომ მომცრო, მაგრამ მზარდი რქა, რომელიც ანტიქრისტეს წარმოშობს დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, არის ის მცირე სახელმწიფო, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში განუზომელი მნიშვნელობა მოიპოვა და დასახლებულია ერით, რომელიც მოელის ანტიქრისტეს.
არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ მთელი მსოფლიო დაემორჩილება წინასწარმეტყველებაში აღწერილ ტირანს, რომელიც საკუთარ თავში მსოფლიო ბოროტებას განახორციელებს.
ისტორიამ მრავალი ასეთი ტირანი იცის. მაგალითად, კომუნისტური ბელადების სახით არაერთი უსულგულო მტანჯველი გამოჩნდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ წინამორბედები იყვნენ იმ სუფთა ბოროტების, რომლისგანაც გამოიზრდება კაცობრიობის
წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებისას, რომელიც ამბობს, რომ ანტიქრისტეს მოსვლა იქნება "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით", წერს, რომ "სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით". სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას" (მეთხუთმეტე კატექეტური სიტყვა. § 14)).
როგორ მოხდება, რომ ბოროტების განსახიერება დაიპყრობს ძალაუფლებას მთელ მსოფლიოზე? და ეს მაშინ, როდესაც მთელი კაცობრიობის წინაშე ასე მკაფიოდ გამოდის ათეისტური კომუნიზმის ბოროტება? არიან გულები, რომლებიც განწყობილნი არიან სიცრუის მაამებლობისკენ, და სხვები, რომლებიც ღია ბოროტებას იზიდავენ კიდეც. მათგან შედგებიან სატანისტები. სხვები, რომელთაც საკუთარ თავში არ გააჩნიათ სიკეთის სიყვარული, ცუდად ცნობენ შეფარულ ბოროტებას და მას სიკეთედ იღებენ.
სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი ანტიქრისტე ჯერ მსოფლიოს მშვიდობისმყოფელად წარმოუდგება და დაფარავს მასში მობუყბუყე ბოროტებას. ისიც არ არის გასაკვირი, რომ ის გამოვა როგორ მტერი ათეისტური კომუნიზმისა და, ვითომცდა გაათვისუფლებს მსოფლიოს მისი ტირანიისგან. ასე წარმოგვიდგენს მას ღირ. ეფრემ ასურელი. მისი თქმით "ანტქირისტე ისეთი სახით მოვა, რომ ყველას აცთუნებს; ვითომ მორჩილად და თავმდაბლად მოაჩვენებს თავს ყველას, უარყოფს კერპებს, ღვთისმოსაობას უპირატესობას მიანიჭებს, იქნება კეთილი, უპოვართმოყვარული, უმაღლესად კეთილსახოვანი, სტაბილური, ყველასადმი ყურადღებიანი, განსაკუთრებით იუდეველი ხალხის მიმართ, რადგან სწორედ ისინი მოელიან მის მოსვლას... მიიღებს მზაკვარ ზომებს, რათა ყველას გული მოიგოს, რათა მალე შეიყვარონ და ამას გააკეთებს მანამ, სანამ გამეფდება".
ადვილი წარმოსადგენია, რომ მსოფლიო, რომელიც შერყეულია და გათანგულია ეკონომიკური კრიზისებით, ომებით, რევოლუციებითა და სხვა უბედურებებით, - მოუნდება გენიალური და კეთილი ბელადი. იფიქრებენ, რომ სწორედ ის გადაწყვეტს ყველა კრიზისს, პრობლემას და სისხლიანი კონფლიქტებით დაღლილ მსოფლიოს მშვიდობით გააერთიანებს. ყველას გაუხარდება, როდესაც მსოფლიოს გამაერთიანებელი ეს მომხიბლავი ბელადი და მშვიდობისმყოფელი მსოფლიო მმართველი გახდება, ეს მოვლენა საყოველთაო სიხარულს გამოიწვევს და თვით რჩეულთაც კი შეაცთუნებს.
დაუსვამს კი მრავალი ჩვენგანი საკუთარ თავს კითხვას იმ დღეებში, რომლებიც ამხელდნენ მის თვალწინ ანტიქრისტეს ნამდვილ სახეს?
უპირველეს ყოვლისა ცნობილია, რომ ანტიქრისტე მიბაძავს გარეგან ნიშნებს, რომლითაც ძველაღთქმისეული მორწმუნეებს უნდა ეცნოთ განკაცებული ღვთის ძე. მაცხოვარი იშვა ქალწულისგან. ღირ. ეფრემ ასურელი ანტიქრისტეს შესახებ ვარაუდობს, რომ "ბილწი ქალისგან იშვება ეშმაკის იარაღი". წმ. მამები: ირინეოსი ლიონელი (მწვალებლობათა წინააღმდეგ. წიგნი 5, თ. 30), ნეტ, იპოლიტე თხზულებაში "თქმულება ქრისტესა და ანტიქრისტეზე" და სხვა მამები ფიქრობდნენ, რომ ანტიქრისტე იქნება იუდეველი დანის ტომიდან. ხორციელის კვირის სვინაქსარში წერია: "ანტიქრისტე მოვა და, როგორც წმ. იპოლიტე რომაელის ბრძანებს, იშვება ებრაელთა დანის ტომის ბილწი და მოჩვენებითი ქალწულისგან".
ანტიქრისტე თავის სარბიელზე გამოვა 30 წლისა, მანამ კი მსოფლიოსთვის უცნობი იქნება.
ყველაფერში მიბაძავს რა ჭეშმარიტ მესიას, ის ჯერ გამოვა როგორც მქადაგებელი და სასწაულთმოქმედი, მაგრამ ეს იქნება ცრუსასწაულნი. ის გამოვა, მთელი კაცობრიობის მოძღვარი, წინასწარმეტყველი და ყველა რელიგიის ბელადი, რისთვისაც მსოფლიო უნდა მოამზადოს ეკუმენიზმმა.
ანტიქრისტეს მისაღებად კაცობრიობას ამზადებენ ორგვარად: პოლიტიკურად და რელიგიურად.
პოლიტიკური მომზადება მდგომარეობს იმაში, რათა წარმოიქმნას მსოფლიო კრიზისები: ომები, რევოლუციები, უბედურებები, ტრადიციული ეროვნული ცხოვრების დარღვევა. ამისთვის მიმდინარეობს ერთა აღრევანი. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, სხვადასხვა უბედურებები იწვევენ მასობრივ გადასახლებებს და რასების აღრევებს. ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის მსგავსად, სავსეა სხვადასხვა ეროვნებისა და რასის მიგრანტებით. საკმარისია გერმანიის გავლით გაემგზავროთ ლონდონში, რათა დაინახოთ როგორ ივსებიან ეს ქვეყნები აფრიკისა და აზიის წარმომადგენლებით. უნდა ველოდოთ თუ არა მათგან, რომ ეს მიგრანტები შეეწყობიან მათ მიმღებ ხალხთა კულტურას? ამასთან, ცხოვრებიდან ამ ტრადიციების ამოღება გზას უხსნის ინტერნაციონალისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
ქრისტეს ეკლესიაშიც "არ არის არც ელინი და არც იუდეველი", მაგრამ გარეგან სამყაროში ასეთი დაყოფა და გაერთიანება სახელმწიფოდა და ერთა ჩარჩოებში - პროვიდენციალურია. ბრძოლა ასეთ საწყისებთან, ისევე როგორც სოციალურ განსხვავებებთან, არის ბრძოლა იმ წყობის წინააღმდეგ, რომელიც კაცობრიობას მისმა შემოქმედმა დაუწესა. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება ისეთი მოვლენიდან როგორიც არის სქესთა თანასწორობის დაწესება (ქალთა ემანსიპაცია) და ოჯახური იერარქიის დარღვევა, რომელიც ახლა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ამასთან ერთად, სულ უფრო გულმოდგინედ და გეგმაზომიერად მიმდინარეობს ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გარყვნა. ყოველგვარი ბოროტება და განსაკუთრებით გარყვნილება, ქმნიან პოპულარულ ნიადაგს ანტიქრისტეს სამეფოს წარმოსაქმნელად.
მსოფლიო კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების საერთო ტენდენცია ესარის ყოველმხრივი და მუდმივი რევოლუცია, რომელიც თავისთავად აღიარებულია დადებით მოვლენად.
მისი მნიშვნელობა რომ გავიგოთ, საჭიროა ვიცოდეთ ვინ და როდის დაუდო საფუძველი რევოლუციას? პასუხს ამ კითხვას გვაძლევს წმ. წინასწარმეტყველი ისაია, როდესაც დემონთა დაცემაზე ლაპარაკობს: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!" (ისაია 14:12-14).
იმავე შხამით მოწამლა ეშმაკმა პირველწინაპარნიც, როდესაც აცთუნა ისინი მით, რომ შემოქმედის დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა და შთააგონა, რომ ამით ისინი იქნებოდნენ "ვითარც ღმერთნი" (დაბ. 3:5).
მიტროპოლიტმა ანასტასიმ დაწერა შესანიშნავი გამოკვლევა რევოლუციის არსზე, როდესაც მის სატანურ წარმომავლობაზე და ბოროტ გრძნობებზე მიუთითა, რომელსაც ის ყოველთვის ნერგავს ადამიანებში. "ბოროტების ნამდვილი ბრძოლა სიკეთესან, ბნელისა ნათელთან, სატანისა ღმერთთან, - წერს იგი, - წარმოადგენს რევოლუციის უღრმეს ზნეობრივ საფუძველს, მის დაფარულ აზრსა და მთავარ მიზანს. ყოველივე დანარჩენი, რაც მას ახასიათბს, ანუ პოლიტიკური და სოციალური გადატრიალებები, სისხლიანი ვნებების პარპაში, მხოლოდ გარეგანი შედეგია ან ამ ბრძოლის საშუალებებია; ისინი ეხებიან მას ისევე, როგორც საათის ციფერბლატის ისრები, რომლებიც უხილავად არიან მიბმული საათის ზამბარას" (Сборник избр. соч. Джорданвилль 1948, стр. 357).
რევოლუციის ბოროტი და დამანგრეველი ძალების ილუსტრაციად, მიტროპოლიტ ანასტასის მოჰყავს გასული საუკუნის რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის გერცენის სიტყვები: "ნუთუ ვერ ხედავთ, - წერდა გერცენი, - ... ახალ ბარბაროსებს, რომლებიც დასანგრევად მოდიან? ისინი მზად არიან, როგორც ლავა, მძიმედ რომ მოიკლაკნება მიწის წიაღიდან. და როდესაც ჟამი მოაწევს, ჰერკულანუმი და პომპეუსი გაქრებიან (ეს ქალაქები ვულკანმა გაანადგურა - "აპოკ". რედ.), გაქრება კარციც და ცუდიც, მართალიც და დამნაშავეც..." თითქოსდა, ვის შეიძლება ახარებდეს ასეთი პერსპექტივა? მაგრამ აი, გერცენს და მის მსგავსთ ეს მსოფლიო ნგრევა კი არ აშფოთებს, არამედ იზიდავს.
"რა გამოვა ამ სისხლიდან არავინ იცის, - წერს იგი, - მაგრამ რაც გინდ გამოვიდეს, საკმარისია, რომ ამ გახურებულ სიცოფეში, შურისძიებაში, განხეთქილებასა და შურისგებაში დაღუპოს სამყარო, რომელიც ავიწროებს ახალ ადამიანს, რომელიც ხელს უშლის მომავლის დადგომას - და ეს შესანიშნავია, ამიტომაც გაუმარჯოს ქაოსს და ნგრევას, და დაე დამყარდეს მომავალი" (იქვე. გვ. 363).
არ გამოსჭივის აქ დღევანდელი მრავალრიცხოვანი ტერორისტული ორგანიზაციების განწყობა, რომლებიც ტყვიებითა და ბომბებით სიკვდილსა და ქაოსს თესავენ მსოფლიოში? ისინი არ ინდობენ არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს. მკვლელობა და ძალადობა, რომელსაც მოზარდები ჩადიან სულ უფრო ხშირდება, - ეს არის ჩვენი გარყვნილი დროების ახალი და საშინელი მოვლენა. ისინი ჩვენ წმ. მოციქულ პეტრეს წინასწარმეტყველებას გვაგონებენ იმის შესახებ, რომ "უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი" (2 პეტ. 3:3).
თუკი ასეთია განწყობა, რომელიც ამზადებს ქაოსს მსოფლიოში, რათა მისგან შემდეგ გამოვიდეს მსოფლიო მბრძანებელი ანტიქრისტე, მაშინ მისი მეთაურობით რელიგიათა გაერთიანებაზე, არსებითად კი მათ განადგურებაზე, ზრუნავს ე. წ. ეკუმენიზმი. ყოველი, ვინც კი რელიგიის ამ გზაზე დგება, ვერ ამჩნევს ან არ სურს შეამჩნიოს, რომ ეს შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ საკუთარი რელიგიის ცვლილებით. ვერც მართლმადიდებლები, ვერც კათოლიკეები ვერ გაერთიანდებიან ერთმანეთთან ან პროტესტანტებთან, მითუმეტეს ბუდისტებთან, იუდეველებთან და მუსლიმებთან, - თუ ძირფესვიანად არ შეცვლიან თავიანთ სარწმუნოებას. ამიტომაც, ადამიანები რომ არ შეაშინოს, ეკუმენისტური მიზნები ცხადდებოდა და ცხადდება ფრთხილად და ზომიერად, თანაც თანდათანობით. ყველა რელიგიის სრულ გაერთიანებაზე, როგორც მოძრაობის მიზანზე, ჯერ ჩუმად დაიწყეს ლაპარაკი, შემდეგ კი - ხმას მოუმატეს.
ეკუმენიზმის მოძრაობა დაიწყო აშშ-ში 1905 წელს, და ეკლესიათა ფედერეალური საბჭოს სახით გაფორმდა 1908 წელს, თუმცა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ეკუმენისტური მოძრაობის იდეა ჩამოყალიბებულ იქნა ჯერ კიდევ ნიუ-იორკში 1900 წელს.
ამ საქმეს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ყველა ეკლესიისადმი კონსტანტინოპოლის პატრიარქის 1920 წლის მიმართვამ. მართლმადიდებელთათვის, მათი მონაწილეობა ეკუმენისტურ მოძრაობაში მაშინ მისიის სახით იყო წარმოჩენილი - თითქოსდა მართლმადიდებლობას პროტესტანტული დასავლეთისთვის უნდა გაეცნო საკუთარი თავი. მაგრამ, ლაპარაკი იყო არა დასავლეთის მოქცევაზე, არამედ მწვალებელთა გაცნობაზე მართლმადიდებლობასთან.
ამიტომაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პირველ მსოფლიო კონფერენციებზე, მართლმადიდებელი დელეგატები აკეთებდნენ ცალკეულ ეკლესიოლოგიურ განცხადებებს. მაგრამ, 1961 წლის ნიუ-დელის კონფერენციის შემდეგ ამას უკვე აღარ აკეთებენ.
ნიუ-დელიში მართლმადიდებლურმა დელეგაციამ უკვე აღარ გააკეთა განმარტებითი განცხადება, რომელიც შევიდოდა ოქმში, არამედ განაცხადა, რომ "ყველა აღიარებს მთელ რიგ პუნქტებს, მათ შორის იმას, რომ ქრისტეს მსოფლიო ეკლესია დაკავშირებული არ არის რომელიმე ეროვნულ კულტურასთან, მაგრამ შეუძლია გააჩნდეს თავისი კორპორატიული ცხოვრება და წარმოადგენდეს შემრიგებლურ ძალას". შემდეგ ნათქვამია, რომ "მსოფლიოს ეკლესიები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ნიუ-დელიში, არ კმაყოფილდებიან თავიანთი განცალკევებული ცხვორებით. მათ არა მარტო გადაწყვიტეს დარჩნენ ერთად (როგორც ამსტერდამში), არამედ იზარდონ ერთად (როგორც გადაწყდა ევანსტონში)" (The New Delhi Report). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთად უნდა იზარდოს ჭეშმარიტებამ და ცთომილებამ. ეკუმენიზმი კონფერენციიდან კონფერენციამდე ღრმავდება და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო სულ უფრო და უფრო ეხმარება კომუნიზმს.
ამას დავამატებ, რომ, როგორც ეკუმენიკალ პრეს სერვისი მიმდინარე წლის 22 იანვარს (იგულისხმება 1981 წლის 22 იანვარი - "აპოკ." რედ.) იუწყება, ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ შეიმუშავა გეგმა ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის ერთ ახალ საზოგადო რელიგიაში გასაერთიანებლად, რომელიც, როგორც ეკუმენისტები იმედოვნებენ, საზოგადოდ მისაღები გახდება. ამისთვის გვთავაზობენ "წინასწარ პლატფორმას", რომელიც გაამყარებს უკვე არსებულ შეთანხმებებს ეკლესიებს შორის. ამან ეკუმენისტები უნდა მიიყვანოს მსოფლიო კრების ჩამოყალიბებამდე, რომელიც, მათი ჩანაფიქრით, გახდება ერთადერთი ორგანო, რომელიც საკმარისი ავტორიტეტია იმისთვის, რათა "ჩამოაყალიბოს სამოციქულო რწმენის ახალი აღმსარებლობა".
რწმენისა და წესრიგის კომისიის თავმჯდომარე, ვილიამ ლაზარეთმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კრების მოწვევას ჯერ კიდევ ამ საუკუნის (ანუ XX – "აპოკ". რედ.) მიწურულამდე.
ეკუმენიზმი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ახლა უკვე შესამჩნევია ტენდენცია, რათა რელიგიური გაერთიანების მიზანი გავრცელდეს ქრისტიანობიდან მთელ კაცობრიობაზე. მოძრაობის ისტორიკოსი ბერნარდ სმიტი აღნიშნავს, რომ ეკუმენიზმის ცნება იძენს თავის ქრისტიანობამდელ პირველდაწყებით მნიშვნელობას, რომელიც აღნიშნავდა "მთელი დედამიწის მოსახლეობას", და არა მარტო ქრისტიანობის აღმსარებელთა გაერთიანებას. ეს ხელს უწყობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს იმაში, რათა ჭეშმარიტებასთან მიმართებაში დაიკავოს პოზიცია, რომლისთვისაც ყველა აღმსარებლობა და კულტურა, დამოუკიდებლად თავისი შინაარსისა, ერთნაირად ღირებულია (Bernard Smith, The Fraudulent Gospel, Wheaton, III, 1977, pp. 89-90).
ეკუმენისტისთვის, როგორც პროტესტანტისთვის, არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება. ყველა ისინი შეფარდებითნი არიან და უფრო შეხედულებებს წარმოადგენენ, ვიდრე სარწმუნოების აღსარებას.
ასეთი სწავლება, რომელიც ცვლის წარმოდგენას ეკლესიაზე, როგორც ღმრთის რჩეულ ერზე, ქრისტეს სხეულზე, სხვადასხვა რწმენის კაცობრიობას ამზადებს ინტერკონფესიონალური გაერთიანებისთვის, რათა უფრო გაუმარტივდეს ანტიქრისტეს მიღება, რომელიც ყველა რელიგიის მეთაურად მოგვევლინება. კერძოდ იმისთვის, რათა ანტიქრისტეს მიეცეს შესაძლებლობა ერთდროულად უხელმძღვანელოს ქრისტიანებსაც და იუდეველებსაც. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ებრაულ-მასონური სწავლება ნოაქიტური რელიგიის შესახებ, ანუ იმის შესახებ, რომ წინადაცვეთა და მოსეს სჯული სავალდებულოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც იშვნენ იუდეველთაგან, მაშინ როდესაც სხვა ერები შეიძლება მათ უფრო ნოესებრი, ანუ მონოთეისტური რწმენის საფუძველზე შეუერთდნენ.
მასონური კონსტიტუციის წიგნში მასონები სწორედ ამიტომაც იწოდებიან "ჭეშმარიტ ნოაქიტებად". რუსეთში მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელი ალექსანდრე მენი († 1990 – "აპოკ". რედ.) უკვე ქადაგებს, რომ "იუდაური წეს-ჩვეულებები (წინადაცვეთა, შაბათის დაცვა და სხვა) უკვე სავალდებულო არ არის ქრისტიანთა და წარმართთათვის, მაგრამ ინარჩუნებენ თავიანთ ძალას ებრაელ-ქრისტიანთათვის" და, რომ არ არის წინააღმდეგობა იმაში, რათა თავი მიიჩნიო ქრისტიანად და ამავდროულად იარო სინაგოგაში. ეს არის სწორედ ის რელიგია, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ანტიქრისტეს ერთდროულად უხელმძღვანელოს იუდეველებს, ქრსიტიანებს და სხვა რელიგიათა წარმომადგენლებსაც. ამიტომაც შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეკუმენიზმი ეს არის ნელ-ნელა განვითარებადი რელიგია ანტიქრისტესი.
იმისთვის, ვინც ამას შეიგნებს, ნათელი გახდებეა, რომ კაცობრიობის მომავალი იმპერატორი სწორედ ანტიქრისტე იქნება. როდესაც ეს ადამიანი, დაბადებიდან 30 წლისა, დანის ტომიდან, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირებებით, მსოფლიოს გაერთიანებით მსოფლიო მოსახლეობის გულს მიიზიდავს, - მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცნოს მასში "წარწყმედის ძე". თუმცა, დანის ტომიდან მისი წარმომავლობა ყველაზე ძნელი განსასაზღვრელი იქნება.
განთესვაში მყოფმა ებრაელებმა დაკარგეს ამა თუ იმ ტომისადმი თავიანთი კუთვნილების ზუსტი განსაზღვრა, და თვით დანის ტომისადმი კუთვნილების განსაზღვრაც დღეისთვის შეუძლებელია. არ ვიცით შევძლებთ თუ არა იმის დაზუსტებას, რომ ანტიქრისტე ნამდვილად ამ ტომისგან იქნება, რადგან არ ვიცით სხვა ებრაელთა კუთვნილება ამა თუ იმ ტომისადმი, რადგან მსოფლიო განთესვის პერიოდში, მათში გვარ-ტომობის ჩაწერა შეწყდა.
რაოდენ მაცთურიც იყოს ეს ადამიანი, არც ერთ ჩვენთაგანს არ ეპატიება, თუკი "წარწყმედის ძეს" მესიად მიიღებს და მას მიჰყვება.
მაგრამ, წმიდა წერილი და წმიდა მამები საკმაო ნიშნებს გვაძლევენ, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია მსოფლიოს მომავალ კერპში დაინახოს არა კეთილისმყოფელი, არამედ ჯოჯოხეთის ბელადი.
იმისთვის, რათა გვქონდეს სულიერი ძალა წინ აღვუდგეთ ანტიქრისტეს და მის მზაკვარებას, მართლმადიდებელმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა განამტკიცოს ძლიერი რწმენა და ნათლი საეკლესიო მსოფლმხედველობა. მათ ნათელში გაშუქდება ანტიქრისტეს სიცრუე, როგორც ახლა არის ჩვენთვის ნათელი კომუნიზმისა და ეკუმენიზმის წარმწყმედელობა.
განსხვავება იქნება მხოლოდ იმაში, რომ ახლა ამ სიცრუის გაგება ყოველი ჩვენგანისთვის არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტანჯვის საშიშროებასთან. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ ცხოვრების პირობებს, როგორიც ანტიქრისტიანულ საწყისებზე აშენებულ კომუნისტურ სახელმწიფოში იყო, დავინახავთ, როგორი სიძნელეები გადაეღობება ადამიანებს წინ, რათა დაიცვან თავი ბოროტი იდეოლოგიის კომპრომისებისგან, თუნდაც არ იზიარებდნენ ამ იდეოლოგიას.
ამის გამო მრავალი შედიოდა კომუნისტურ პარტიაში, და ამას იმით ამართლებდა, რომ სხვაგვარად ძნელი იყო ცხოვრება და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფა. მომავალში ამგვარი ვითარება კიდევ უფრო იმპერატიული და საყოველთაო იქნება, რადგან ყველასგან ანტიქრისტეს ნიშნით (გამოსახულებით) დადაღვას მოითხოვენ. ის, ვინც ახლაც მზად არის წავიდეს იდეოლოგიურ კომპრომისებთან საკუთარი მატერიალური არსებობის გულისთვის, მაშინ ადვილად მიიდრიკება ანტიქრისტეს იდეოლოგიისკენ. მისგან თავს დაიცავს მხოლოდ ის, ვინც უპირველეს ყოვლისა სიმართლეს ეძებს და თავისი შინაგანი განწყობით ეზიზღება ბოროტება. მაშინ გამართლდება მასში ქრისტეს სიტყვები, რომელმაც ბრძანა: "ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:20-21) და მით მისი სული და გული ღმრთის ტაძარი და სავანე ხდება, რომელიც ანტიქრისტეს სამეფოსთან შეუთავსებელია.
ამიტომაც, ადამიანის გული უკარნახებს მას გარემომცველი ცხოვრების რომელ საქმეებშია მართლმადიდებლობის საწყისები და რომელში ანტიქრისტესი. ჭეშმარიტებისა და სიცრუის ასეთი გარჩევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაიცვა გულის სიწმიდე და ქრისტეში ცხოვრება.
დრო და ჟამი ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, წმიდა წერილმა კაცობრიობის ისტორიის დასრულების ზოგიერთი ნიშანი მაინც მიგვითითა. ისინი ჩვენ გაგვეცხადა იმისთვის, რათა კარგად დავაკვირდეთ გარემომცველ ცხოვრებას და მზად ვიყოთ სამყაროს აღსასრულის წინარე განსაცდელებისთვის, თუნდაც ისინი ჩვენს ცხოვრებაში აღსრულდეს.
ჩვენ გაფრთხილებულნი ვართ ანტიქრისტეს, მისი ბოროტების, სიცრუისა და მზაკვარების შესახებ. ჩვენს ირგვლივ სულ უფრო და უფრო იკრიბებიან ჯოჯოხეთური ძალები, მაგრამ ჩვენთან ღმრთის მადლი რჩება. თუ დავიცავთ რწმენას, ის დაგვიცავს ანტიქრისტეს ერთან შეერთებისგან და ღმრთის ერის რიგებში შეგვინარჩუნებს.
შეიძლება ითქვს, რომ ეს არის დროში გაურკვეველი მომავლის საქმე. მოდი, დავეთანხმოთ ამას. მაგრამ, ამ მომავლისკენ გზა თანამედროვე მოვლენებზე ძევს და მისკენ ის ეკუმენიზმის განვითარებას მიჰყავს.
წყარო: Собрание сочинений, том 3-й. Jordanville, 1992.