აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
დიდი ჭირის ჟამი
"იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება"
მათე 24:21
1. მთელი მსოფლიო სუპერმენის მოსვლას ელოდება! მსოფლიო ელის მას, ზეკაცს, რომელიც გადაუჭრის კაცობრიობას ყველა პრობლემას, უპასუხებს ყველა მის შეკითხვას, განკურნავს ყველა მის ეკონომიკურ სნეულებას, გააერთიანებს მისი პოლიტიკის ყველა მიმართულებას, შეწყვეტს რელიგიურ დავებს, ბოლოს მოუღებს ომებს, დაამყარებს მუდმივ მშვიდობას და კავშირს ხალხებს შორის. სამყარო ელის მსოფლიო მთავრობას, მსოფლიო ბელადს, მსოფლიო დიქტატორს, ზეკაცს!
2. არნოლდ ტოინბიმ, ცნობილმა თანამედროვე ისტორიკოსმა, შესანიშნავად გამოხატა ეს აუცილებლობა, როდესაც განაცხადა: "კაცობრიობისადმი სულ უფრო და უფრო გამანადგურებელი იარაღის თავსმოხვევით, და ამავდროულად მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულებით, ტექნოლოგიამ კაცობრიობა ისეთ სასოწარკვეთამდე მიიყვანა, რომ მომწიფდა იმისთვის, რათა გააღმერთოს ნებისმიერი კეისარი, რომელიც შეძლებს მსოფლიოსთვის ერთობისა და მშვიდობის მოტანას!
3. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, პოლ სპააკმა, დაამატა: "ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი კომიტეტი; ჩვენ ისედაც უამრავი კომიტეტი გვაქვს. ჩვენ გვჭირდება საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ერის ლოიალურობას და გამოგვიყვანდა იმ ჭაობიდან, რომელშიც ვიძირებით. მოგვეცით ასეთი ადამიანი, და მნიშვნელობა არა აქვს ღმერთი იქნება ის თუ ეშმაკი, - ჩვენ მას მივიღებთ.
4. და აჰა, მათ უკვე დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი, რადგან ბიბლიის წინასწარმეტყველებით, ასეთი ადამიანი დედამიწის არსებობის ბოლო პერიოდში გამოჩნდება. ის დროებით იხსნის მსოფლიოს სრული განადგურებისგან, უშუალოდ იმის წინ, რაც თვით ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე თავისი სასუფევლის დასამყარებლად. მაგრამ, მანამ, მსოფლიო ბელადი, ცრუ-მესია, ანტიქრისტე მსოფლიოს ნათლის ანგელოზად მოეჩვენება, მაგრამ ასე იფიქრებენ მხოლოდ ისინი, ვინც დაივიწყებენ ჭეშმარიტ მესიას - იესუ ქრისტეს! ანტიქრისტე საკმაოდ გონიერი და მზაკვარი იქნება, რათა მსოფლიო პრობლემები მოაგვაროს. მისი ხანმოკლე მმართველობის დროს შეწყდება ეკონომიკური, პოლიტიკური და ბოლოს რელიგიური კრიზისები.
5. წმიდა წერილის მიხედვით, როგორც ჩანს, ეს მომავალი მსოფლიო მმართველი ძალაუფლებას ხელში მზაკვრობით ჩაიგდებს (დანიელი 11:21, 24). მისი ზებუნებრივი მოხერხებულობის, სიბრძნის და ეშმაკური პოლიტიკური მანევრირების წყალობით, ის მართლაც გადაწყვეტს დღევანდელ საჭირბოროტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს, და ურთიერთგადამტერებულ ზესახელმწიფოებს შორის, მსოფლიოს იდეოლოგიებსა და რელიგიებს შორის მშვიდობის სახელგანთქმულ პაქტს გააფორმებს.
6. რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობით შექმნილი სასოწარკვეთილება აიძულებს ყველას ხელი მოაწერონ ასეთ პაქტს! მხოლოდ სრულიად სასოწარკვეთილი ებრაელები და არაბები, რომლებიც სხვა გზას ვერ იპოვიან ჩიხიდან გამოსასვლელად და ურთიერთშესარიგებლად, რათა გაიყონ ქალაქი იერუსალიმი, უეცრად კონსენსუსამდე მივლენ, რომელსაც მათ ახალი მსოფლიო ბელადი შესთავაზებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს ომის კერები სულ უფრო და უფრო ჩაღდება, ბირთვული დაძაბულობა არ კლებულობს და მსოფლიომ უკვე მიაღწია ამგვარი სასოწარკვეთილების ზღვარს, მზად არის მიიღოს ერთიანი მსოფლიო მთვრობა, რათა თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი და ბირთვული განადგურება.
7. ეს უმძლავრესი და მოხერხებული მსოფლიო მთავრობა დღევანდელ ქაოტურ სისტემაზე ბევრად უმჯობესი იქნება. მსოფლიო დამშვიდდება, რადგან მშვიდობაზე, და არა ომზე, გათვლილი ეკონომიკა კონტროლს დაექვემდებარება სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილებით: აიღებენ მდიდართაგან, რათა დააპურონ ღარიბები და ა. შ. იდეალური ბელადის და მისი მსოფლიო მთავრობის დახმარებით ბოლოს და ბოლოს მსოფლიო რესურსების სამართლიანი გადანაწილება დამყარდება; იმ დროს "ყველასგან უნარების მიხედვით მოითხოვენ და ყველას მოთხოვნილებების მიხედვით მიეცემა" სათბობი, საკვები და სხვა აუცილებელი საგნები. ბოლო მოეღება მსოფლიო რესურსების დღევანდელ უგნურ გაფლანგვას.
8. უკანასკნელი კაცობრივი მთავრობა ყველაზე სრულყოფილი იქნება, რომელზე ოცნებაც კი შეუძლია ადამიანის პატივმოყვარეობას: ყველაზე იდეალისტური, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე თანამგრძნობიერი, ყველაზე თანასწორი, ყველაზე ქველმოქმედი. ეს იქნება "ქრისტიანული" მმართველობის დამყარების მცდელობა ოღონდ ქრისტეს გარეშე! მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი მიხვდებიან, რომ საჭიროა ქრისტე, ზეკაცი, რათა ეს ყოველივე განხორციელდეს, და სწორედ ამისი პრეტენზიით გამოცხადდება ახალი ბელადი: იყოს მესია, სამყაროს მხსნელი! არსებითად, ბოლოს და ბოლოს ის პრეტენზიას განაცხადებს ღმერთობაზე, მაშინ როდესაც, ის სინამდვილეში იქნება შარლატანი და თვითმარქვია, შენიღბული ეშმაკი და თვით სატანა, რომელიც "სინათლის ანგელოზის სახეს იღებს" (2 კორ. 11:14).
9. გარკვეული დროის განმავლობაში დედამიწაზე ცხოვრება ადამიანებს ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენებათ, მაგრამ ამისი საფასური ბოლოს და ბოლოს იქნება არა მარტო სრული მორჩილება მსოფლიო მთავრობისადმი, არა მარტო სრული კონტროლი ადამიანის პირად თავისუფლებაზე, რელიგიაზე და სხვა, - მტრის, ეშმაკის საბოლოო მიზანი, რომელიც ყოველივე ამას უხელმძღვანელებს, იქნება: "დაეცით მუხლებზე და თაყვანი მეცით მე, სხვაგვარად ვერ იგემებთ დედამიწისეული სამოთხის სიკეთეს, რაც მე შევქმენი! შეხედეთ, მე გაძლევთ მიწის სამეფოს, მაგრამ ეს რომ ანაზღაურდეს, თქვენ უნდა დაემხოთ და თაყვანი მცეთ მე და ეს ყოველივე თქვენი იქნება" (შეად. ლუკა 4:5-7). და სწორედ მაშინ დაიწყება მთელი უბედურება!
იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას (დან. 9:27).
10. ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ანტიქრისტეს საერთაშორისო არენაზე გამოსვლის საბოლოო აქტი და მისი შვიდწლიანი მმართველობის პერიოდი იქნება სახელგანთქმული 7 წლიანი პაქტი ანუ აღთქმა, რომელიც აღწერილია დანიელის წინასწარმეტყველებაში. ეს აღთქმა მრავალჯერ არის ნახსენები ბიბლიათი და იქნება რელიგიური თავისუფლების ერთგვარი დაპირება. სწორედ ამიტომ იწოდება იგი "წმიდა აღთქმად" (დან. 11:30). ეს იქნება რელიგიური პაქტი - რელიგიური შეთანხმება, რომელიც შეეხება ღვთისმსახურების აღდგენას, განსაკუთრებით ებრაულს. ის ებრაელებს მისცემს შესაძლებლობას აღაშენონ მათი ტაძარი იერუსალიმში და აღადგინონ მსხვერპლშეწირვა ამ ტაძრის საკურთხეელზე. ეს არის ჩვეულება, რომელიც, ფაქტობრივად, მათი რელიგიური წეს-ჩვეულების სული იყო, სანამ ორი ათასი წლის წინ, საღმრთო განჩინებით, ტაძარი არ წაერთვათ.
11. სადღეისოდ სწირავენ თუ არა ღმერთს ებრაელები მსხვერპლად პირუტყვს? არა! რადგან არსებობს მხოლოდ ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მათ შეეძლოთ სამსხვერპლო ჩვეულებების აღდგენა: ეს იყო მორიას მთა იერუსალიმში, სადაც განლაგებული იყო მათი ტაძრის უძველესი საკურთხეველი და მოქმედებდა მანამ, სანამ რომის ლეგიონერები შევიდოდნენ იერუსალიმში. ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს. მაშინ რომაელებმა იერუსალიმის ტაძარი სრულიად დაანგრიეს. ძველი ტაძრის საკურთხევლის საძირკველი იყო ქვა მორიას მთაზე, რომელზეც აბრაამი ისააკის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა. ამ მიზეზით არაბები და მუსლიმებიც ამ დიდ ქალაქს, ძველ წმიდა იერუსალიმს ეთაყვანებიან, განსაკუთრებით კი მორიას მთას, რადგან აბრაამი ამავდროულად ისმაელის მამაც იყო, რომელმაც დასაბამი მისცა არაბ ხალხებს.
12. ფაქტობრივად, ჩვენი წელთაღრიცხვის 60-იან წლებში, როდესაც ისლამი მსოფლიოში გავრცელდა, დიდმა მუსლიმმა ხალიფამ ომარ დიდმა ებრაელებს იერუსალიმის მორიას მთაზე ტაძრის აშენება თავაზიანად შესთავაზა. მაგრამ ებრაელებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყონ ტაძრის აშენება, როდესაც მათი მესია მოვა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ტაძარი ვერ აშენდება ისეთი "წარმართის" მიერ, როგორიც ომარია! მაშინ, რადგან მორიას მთა ყველა მუსლიმისთვისაც განსაკუთრებულ სიწმიდეს წარმოადგენდა, რომელთათვისაც, აბრაამი ასევე მამამთავარი იყო, დიდმა მუსლიმმა ბელადმა გადაწყვიტა: "მაშ, კარგი, მაშინ მე ავაშენებ ამ დიად ლოდზე მეჩეთს ჩემი ხალხისთვის, ჩვენი დიდი მამამთავრის აბრაამის საპატივცემოდ!"
13. ამრიგად, იმ დროიდან, 1300 წლის წინ, ვიდრე ჩვენს დრომდე, დიდი მუსლიმური მეჩეთი "ტაძრის გუმბათი", ანუ ომარის მეჩეთი, პირდაპირ იმ ქვაზე დგას, რომელზეც ოდესღაც ებრაული საკურთხეველი იყო აშენებული. და სრულიად ცხადია, რომ დღეს არაბები არანაირად არ მისცემენ უფლებას ებრაელებს მოვიდნენ არაბების ტერიტორიაზე და თავიანთი ტაძარი ააშენონ! ცხადია ისიც, რომ ებრაელები, სავარაუდოდ, არასოდეს დაუშვებენ ტაძრის აშენებას არაბთა მფარველობის პირობებში.
14. ამიტომაც მათ ერთმანეთს შორის უნდა შეიმუშაონ გარკვეული შეთანხმება ან კომპრომისი, და ეს მხოლოდ მესამე ძალის ჩარევით შეიძლება მოხდეს. ეს მესამე ძალა შეიძლება იყოს მსოფლიო პოლიტიკური მთავრობა. და ამ კომპრომისზე, ანუ შეთანხმებაზე კვლავ და კვლავ ლაპარაკია ბიბლიაში, კერძოდ, დანიელის წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ჩვეულებისამებრ აღთქმას უწოდებენ.
15. საჭირო გახდება უდიდესი დელიკატური მუშაობა და ბრწყინვალე დიპლომატია, რატა ნაპოვნი იქნას გზა ებრაელთა ტაძრის ასაშენებლად და საკურთხეველზე მსხვერპლშეწირვის აღსადგენად, ანუ იქ, სადაც დღეს ომარის მეჩეთია აშენებული, რადგან "კლდის გუმბათი" ყველა მუსლიმის წმიდათა წმიდა ადგილია მექასთან და მედინასთან ერთად, რომლებიც მდებარეობენ საუდის არაბეთში! და რადგან ის პირდაპირ იმაზე დგას, რაც ოდესღაც ებრაული ტაძრის საკურთხეველი იყო, ჯერ კიდევ არ ვიცით რა ღონეს მიმართავენ ისინი ებრაული ტაძრის აღსადგენად.
16. შესაძლოა, იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე დადებს ამ ხელშეკრულებას, ებრაელები წავლენ კომპრომისზე და ტაძარს სადმე ამ ადგილის ახლოს ააგებენ. ან, შესაძლოა, ეს ბრწყინვალე მეჩთი რაღაცნაირად დაინგრევა?! მაგრამ, რაც გინდ მოხდეს, ჩვენ ვიცით, რომ მორიას მთა იერუსალიმში ებრაელთათვის ყველაზე უწმიდესი ადგილია მთელს დედამიწაზე. საუდის არაბეთის საზღვრებს გარეთ კი მუსლიმთათვისაც, მეტიც, ის ერთ-ერთი უწმიდესი ადგილია ქრისტიანთათვის!ს ამიტომაც ეს 7 წლიანი შეთანხმება უნდა გახდეს დახვეწილი კომპრომისი და, უდავოდ, ის შეეხება არა მარტო ტაძარს მორიას მთაზე, არამედ მთელ ქალაქ იერუსალიმს! ფაქტობრივად, დღეისთვის იერუსალიმი გადაუჭრელი პრობლემაა და ებრაელები იფიცებიან, რომ არასოდეს არ დაუთმობენ მას არავის, რადგან იერუსალიმი მათი მარადიული დედაქალაქია!
17. არაბები ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაუშვებენ, რომ ებრაელები დაეუფლონ მორიას მთას, ხოლო ებრაელები ირწმუნებიან, რომ არასოდეს დაიხევენ უკან თავიანთი გეგმებისგან! დევიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, იფიცებოდა: "ჩვენ ავიღეთ იერუსალიმი და არასოდეს არ დავთმობთ მას, სანამ იცოცხლებს თუნდაც ერთი ებრაელი მამაკაცი ან დედაკაცი, რომელიც დაიცავს მას! რაც გინდ დაგვიჯდეს, ჩვენ მას არ დავთმობთ, სანამ თუნდაც ერთი ებრაელი იქნება ცოცხალი! და ასე ფიქრობს მთელი ჩვენი ერი!".
18. ამგვარად, თუკი ქვეყნერებაზე არსებობს ადგილი, სადაც აუცილებელია გენიალური კომპრომისი, ეს იერუსალიმია! ამ პრობლემის გადაჭრა უფრო ძნელია, ვიდრე პალესტინის საკითხისა, რადგან ორივე მხარე, უკიდურეს შემთხვევაში, თანხმდება მოლაპარაკებებზე გამოიმუშაონ გარკვეული რეგულაციები პალესტინელებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი სრულიად შეუდრეკელნი და უკომპრომისონი არიან იერუსალიმთან დაკავშირებით! ორივე მხარე კატეგორიულად აცხადებს, რომ არ წავა არავითარ კომპრომისზე. ებრაელები ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაიხევენ უკან, არაბები კი ამბობენ, რომ ისინი არასოდეს შეურიგდებიან იმას, რომ ებრაელები დაეუფლონ იერუსალიმს. ამიტომაც გარკვეული კომპრომისი მიღწეულ უნდა იქნას ამ ძალიან ძნელი საკითხის გადასაწყვეტად.
19. და ყოველი, ვინც კი შეძლებდა ამ უმძაფრესი პალესტინური კრიზისის დაძლევას, განსაკუთრებით იერუსალიმის საკითხს, გახდებოდა გენიოსი, სუპერმენტი, და ყოველგვარ ეჭვგარეშე, მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა! რამეთუ, დღემდე ვერავინ შეძლო ამ მტრობის დაძლევა, იმ ანტაგონიზმის დასრულება, რაც დღემდე გრძელდება ებრაელებსა და არაბებს შორის! ამიტომაც, ყოველი, ვინც კი რაღაცნაირად შეარიგებს მათ წინააღმდეგობებს და შეწყვეტს მათ ომს, ყოველი, ვინც შეძლებს მათი დაპირისპირების შეჩერებას და მათ შერიგებას, ნამდვილი გენიოსი და ზეადამიანი იქნება! სწორედ ასეთ ადამიანად წარმოჩინდება ანტიქრისტე!
20. შეგვიძლია ბიბლიის საფუძველზე ვამტკიცოთ, რომ ანტიქრისტე გადაწყვეტს იერუსალიმის პრობლემას! როგორ? ბიბლია ამბობს, რომ ანტიქრისტე დაიპყრობს მას და ინტერნაციონალურ ქალაქად გადააქცევს. არსებითად, ბიბლიის თანახმად, ეს მსოფლიო დიქტატორი და მსოფლიო მთავრობის მეთაური ამ ქალაქს საკუთარ დედაქალაქად გადააქცევს! მისი პოლიტიკური კაპიტალი მსოფლიო მთავრობაში სწორედ იერუსალიმი გახდება (დანიელი 11:45). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ის ეკუთვნოდეს რომელიმე ქვეყანას ან რელიგიას? სავარაუდოდ იერუსალიმი არც არაბების იქნება, არც ებრაელების, არც პალესტინელების, არც მუსლიმების და არც ქრისტიანების, არამედ ყველა მათგანის ერთდროულად! უმეტესად კი ანტიქრისტესი!
21. იერუსალიმი გახდება ინტერნაციონალური ქალაქი. არსებითად, ბიბლიის თანახმად, მსოფლიო მთავრობის ეს მსოფლიო დიქტატორი იერუსალიმს თავის დედაქალაქად გადააქცევს! მსოფლიო მთავრობაში იერუსალიმი იქნება მისი პოლიტიკური კაპტალი (დანიელი 11:45). მას, როგორ არის შესაძლებელი ის ეკუთვნოდეს რომელიმე ქვეყანას ან რელიგიას? იერუსალიმი არ იქნება არც არაბების, არც ებრაელების, არც პალესტინელების, არც მუსლიმების, არც ქრისტიანების, არამედ - ყველა მათგანის ერთად! უმეტესად კი ანტიქრისტესი!
22. ამიტომაც, მყარი ძალაუფლებისა და მტკიცე კონტროლის მისაღწევად, ის, ამ 7-წლიანი სამშვიდობო აღთქმის მეშვეობით იერუსალიმის ინტერნაციონალიზაციის წინადადებას წამოაყენებს. ეს, უეჭველად, იქნება ერთგვარი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც მხარს დაუჭერენ ასევე გაერო და მსოფლიო მთავრობა - შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც ყველა რელიგიას მისცემს რელიგიურ და საკულტო მსახურების აღსრულების თავისუფლებას; მისცემს უფლებას აღადგინონ სხვადასხვა ტაძრები, სალოცავები და ა. შ., შეასრულონ ღვთისმსახურება და ასევე ყველა მათგანს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად შევიდნენ იერუსალიმში.
23. სწორედ იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე მოახდენს იერუსალიმის ინტერნაციონალიზირებას და მსოფლიოს ყველა აღმსარებლობას თავისუფლებას აღუთქვამს, სავარაუდოდ, ებრაელები თავიანთ ტაძარს აღადგენენ. ბოლოს და ბოლოს ეს მათ ბრწყინვალე შესაძლებლობას მისცემს აღადგინონ მსხვერპლშეწირვა, რომელსაც მათი რელიგია 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მოკლებული.
24. როდესაც 1967 წელს ისრაელმა დაიპყრო წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ჟურნალი "ტაიმი" იმოწმებდა მოხუცი ებრაელი ისტორიკოსის ისრაელ აიდადის სიტყვებს, რომელმაც თქვა: "ჩვენ იმავე სტადიაში ვართ, როგორშიც იყო დავითი, როდესაც მან გაათავისუფლა იერუსალიმი. იმ დროიდან სოლომონის ტაძრის აღდგენამდე გავიდა მხოლოდ ერთი თაობა. იგივე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც!" 1983 წლის მარტში, იერუსალიმში, მორიას მთის "სიმბოლური ოკუპაცია" ებრაელ რელიგიურ ფანატიკოსთა მიერ, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ისრაელის მძლავრი რელიგიური ორგანიზაციები მორიას მთაზე სატაძრო ღვთისმსახურების აღდგენას აპირებენ. ომამდე ორი კვირით ადრე, როდესაც 1967 წლის 21 მაისს ებრაელებმა მოახდინეს ტაძრის მთის რაიონის ოკუპაცია და საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს ძველ იერუსალიმზე, გაზეთებმა "ვაშინგტონ პოსტმა" და "ნიუ-იორკ ტაიმსმა" შემდეგი შინაარსის ანონიმური განცხადება გამოაქვეყნეს:
"მთელი მსოფლიოს ებრაელებს.ისრაელში დაიწყო ღმრთის ტაძრის აღდგენის პროექტი. ღმრთის წყალობითა და მისდამი იმედით, ტაძარი აიგება. ის აღნიშნავს იუდაიზმის ახალ ერას. ებრაელები ისეთ ზნეობრივ გმირობებზე იქნებიან შთაგონებულნი, რომ ჩვენი შემოქმედი შესაძლებლად ჩათვლის ჩვენთან, დედამიწაზე ჩამოსვლას. ღმერთი მრავალი, სხვადასხვა ებრაული თემის ადამიანთა გულებში ჩანერგავს სურვილს მონაწილეობა მიიღონ ამ მშენებლობაში. საჭიროა: ნიჭიერი ხელმძღვანელები, ადმინისტრატორები და ყველა დონის მუშები. ყველა მიღწევა ანონიმური იქნება. ღმერთს ეცოდინება ყველა, ვინც კი მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში. ღმრთის ნება აღსრულდება!
25. გახსოვთ, რა უთხრეს ებრაელებმა დიდ ხალიფა ომარს, როდესაც მან 60-იან წლებში მათ ტაძრის აშენება შესთავაზა? მათ უთხრეს: "არა, ტაძარი თვით მესიამ უნდა ააშენოს". კარგი, მაგრამ, რატომ ააშენებენ ებრაელები ტაძარს ანტიქრისტეს მეთაურობით? იმიტომ, რომ ისინი მას თავიანთ მესიად ჩათვლიან! არსებითად, სავარაუდოა, და არსებობს გარკვეული მინიშნებები წმიდა წერილშიც, რომ ეს თვითმარქვია მესია ებრაელი იქნება! სხვაგვარად ისინი მას არ მიიღებენ!
26. მრავალი ადამიანი, ვინც სწავლობს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, ფიქრობს, რომ ანტიქრისტე ებრაელი იქნება, რადგან დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას" (დანიელი 11:37). გარდა ამისა, ებრაელთა უმრავლესობა საკმაოდ ანტიქრისტიანულად არის განწყობილი. ისინი უკვე 2000 წელზე მეტია ეომებიან ქრისტიანობას! მათ უარყვეს თავიანთი ჭეშმარიტი მესია, იესუ ქრისტე, სასტიკად აწამეს, ჯვარზე გააკრეს თავიანთი მეუფე, მოჰკლეს საკუთარი მესია და უარყვეს ის, ვინც მათ საცხოვნებლად მოვიდა - ამიტომაც, როდესაც ეს თვითმარქვია მტარვალი მოვა (როგორც აფრთხილებდა მათ ღმერთი): "არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:10-12).
27. ასე რომ, სულაც არ გაგვიკვირდება, თუკი თვით ანტიქრისტე უშუალოდ დაეხმარება მათ ააშენონ ტაძარი, რადგან ისინი იფიქრებენ, რომ სწორედ ანტიქრისტეა მათი მესია! ისინი უსაფრთხოდ მიიჩნევენ ტაძრის აღდგენას, როდესაც მათი ახალი მესია, ანტიქრისტე, მათ ამას ეტყვის და მოახდენს ქალაქ იერუსალიმის ინტერნაციონალიზაციას, გარდაქმნის მას ყველა რელიგიის და ყველა ხალხის ქალაქად და ეტყვის მათ: "ძალიან კარგი, აი ახლა თქვენი ტაძრის აშენება უსაფრთხოა"!
28. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მენაჰიმ ბეგინი, რომლის ექსპანსიონისტურ-ტერიტორიული ამბიციები ძველი ისრაელის ყოფილი დიდების დაბრუნებასთან მიმართებაში კარგად არის ცნობილი, ამბობდა: "ერთადერთი საბოლოო გამოსავალი ჩვენი დღევანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან - ეს მესიის მოსვლა გახლავტ, რომელიც გვიხსნიდა ამ მდგომარეობიდან"! რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი მესია უკვე მოვიდა, რათა ეხსნა ისინი, მაგრამ მათ მისი სულიერი ცხონება და სიყვარულის გზავნილი უარყვეს, რასაც მატერიალური კეთილდღეობა და პოლიტიკური ძალაუფლება ამჯობინეს. "იუდეველები, რომელთაც "მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა" (1 თესალონიკ. 2:14-16).
29. დოქტორი მოზინსონი იაფეს ებრაული კოლეჯიდან რამოდენიმე წლის წინ აცხადებდა: "დაფიქრდით ყველა დიდ რევოლუციურ ლიდერზე, ვინც კი აღმოსავლეთიდან მოვიდა: მოსე, ბუდა, იესუ, და ა. ს. ჩვენ დარწმუნებულნი გეუბნებით, დასავლეთის ხალხებო, თუკი თქვენ აღადგენს ებრაელს მისი წინაპრების სახლში, უმოკლეს დროში მოგცემთ სხვა უდიადეს რელიგიურ ლიდერს, ვინც, შესაძლოა, გადაწონის ყველას, ვინც კი მანამდე იყო! და ისინი, ყოველგვარ ეჭვგარეშე მისცემენ დაცემულ მსოფლიოს ასეთ ლიდერს - ანტიქრისტეს!
30. ებრაელები პირველად გამოაცხადებენ მას და აღიარებენ საკუთარ მესიად, იმის საწინააღმდეგოდ, რაც გაუკეთეს მათ ჭეშმარიტ მესიას, იესუს, რომელიც მათ ეუბნებოდა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). ისინი მიიღებენ ამ ცრუ-მესიას, ანტიქრისტეს, მიიღებენ მას ხელგაშლით, სიხარულით, და მადლიერნი იქნებიან, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი მესია გამოცხადდა! ისინი მიიღებენ მას და გვირგვინს დაადგამენ, შემდეგ კი აიძულებენ მთელ მსოფლიოს თაყვანი სცენ მას! გარდა იმ ერთგულებისა, ვისაც მართლა უყვარს იესუ და იცის მისი სიტყვების ჭეშმარიტება; ვინც იცნობს იუდეველთა ცრუ-მესიას, მხეც-ანტიქრისტეს, ვინც არის კიდევაც სინამდვილეში მხეცი.
"ყოველდღე არჩევდეთ წერილს, ასეა თუ არა ეს" (იოანე 5:39; საქმე 17:11)
31. ახლა მივმართოთ წინასწარმეტყველ დანიელის წიგნს და განვიხილოთ ზოგიერთი სპეციალური ადგილი, რომელიც ამ ანტიქრისტეს, ებრაელებთან დადებულ მის ხელშკრულებას და სხვა საკითხებსაც ეხება: "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27). ჭეშმარიტი მესიის, მისი პირველი მოსვლის და ჯვარცმის შესახებ წინასწარმეტყველების ყურადღებით შესწავლის შემდეგ ამავე თავის 24-26 მუხლებში ვკითხულობტ, რომ "ერთი შვიდეული" ნიშნავს შვიდ წელს. აი როგორ უნდა იქნას წაკითხული ეს მუხლი:
32. "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას შვიდი წლით". როგორც უკვე განვმარტეთ, და როგორც წმიდა წერილის სხვა ადგილებიდანაც ნახავთ, რომელთაც ქვემოთ დავიმოწმებთ, ის ამ აღქმას მსოფლიო სამშვიდობო აღთქმად გადააქცევს და ყველაფერს ბრწყინვალედ მოაწესრიგებს: ის აღადგენს მშვიდობას, ის შეეცდება ყველა ადამიანის გაბედნიერებას; ის შეძლებს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას - სანამ ყველაფერს არ მოიხელთებს. როდესაც ის დაამყარებს მის მსოფლიო მთავრობას, ის იტყვის: "მშვიდობა და უშიშობა! ახლა ყველაფერი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იქნება! შეწყდება ყოველგვარი ომი, ყველა უზრუნველყოფილი იქნება, ყველასთვის დადგება სიუხვე და კმაყოფილება, ჩემი სამეფო ცისა და მიწის, მშვიდობისა და უშიშოების სამეფო გახდება" (შეად. 1 თესალონიკ. 5:3).
33. "საძულველი დადგება; ... უხმაუროდ შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს" (დანიელი 11:21). ადამიანები იფიქრებენ: "ნახეთ, როგორი მშვენიერია! მან მსოფლიო იხსნა! მან გვიხსნა ბირთვული კატასტროფისგან, მან გადაარჩინა ეკონომიკა, მან გადაწყვიტა ახლო-აღმოსავლეთის პრობლემა, მან ინტერნაციონალურ ქალაქად აქცია იერუსალიმი; ის დაეხმარა ებრაელებს აეშენებინათ თავიანთი ტაძარი და ა. შ." ის ყველას უბრძენეს ადამიანად მოაჩვენებს თავს, რომელსაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია; ის იქნება უძლიერესი, უგონიერესი, ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტის შემძლე, შეწყვეტს ყველა ომსდა ყველას დააწყებინებს მუშაობას, რათა მსოფლიო აღადგინონ. მაგრამ უეცრად, იმ დროს, როდესაც თითქოსდა ყველაფერი საბოლოოდ დალაგებულია, საჰაერო ბუშტი გასკდება: ანტიქრისტე აკრძალავს ყველა ღვთისმსახურებას, თავს ღმერთად გამოაცხადებს და ყველასგან, მთელი მსოფლიო მასშტაბით, იძულებით თაყვანისცემას მოითხოვს, ვინც ამ განკარგულებას არ შეასრულებს დაექვემდებარება დევნას, დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯასაც კი; უნდა მოიკლას ყველა, ვინც კი ანტიქრისტეს თაყვანს არ სცემს!
34. "შვიდეულის ნახევარში" - ანუ 3-1/2 წლის შემდეგ - "შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27). მიაქციეთ ყურადღება: თუკი "მსხვერპლი და ძღვენი" შეწყდება, მაშასადამე ისინი ჯერ უნდა დაწყებულ იქნან. და თუკი მსხვერპლის და ძღვნის შეწირვა დაიწყება, მაშინ ებრაელებს ტაძარი აშენებული უნდა ჰქონდეთ, და ა. შ. ამიტომაც, ამ აღთქმას, რომელსაც ანტიქრისტე დადებს ებრაელებთან, კავშირი უნდა ჰქონდეს მის მიერ ტაძრის აშენებისა და სამსხვერპლო ღვთისმსახურების აღდგენის ნებართვასთან.
35. ანტიქრისტე შეიცვლება, რადგან ის გააუქმებს ახლახან აღდგენილ ებრაულ ღვთისმსახურებას, შებილწავს საკურთხეველს და თავს ღმერთად გამოაცხადებს სწორედ შვიდეულის ნახევარში, ანუ დადებული აღთქმიდან 3-1/2 წლის გასვლის შემდეგ. "იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა" (დანიელი 8:11, 12).
36. "წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ" (დანიელი 11:31). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი, რადგან მის თანახმად, ამ მომენტში, ანუ 3-1/2 წლის გასვლის შემდეგ, რაც გაფორმდება შეთანხმება ებრაელებთან - "შვიდეულის ნახევარში" - ის არა მარტო ძალადობით შეიჭრება მის მიერ ახლახან აშენებულ ტაძარში იქ, მორიას მთაზე, იერუსალიმში, და "შეწყვეტს მსხვერპლს და ძღვენს", არამედ იქ "დადგამს" ისეთ რამეს, რაც "გატიალების სიბილწედ" იწოდება.
37. დანიელის წინასწარმეტყველების გასვლიდან 500 წლის შემდეგ, იესუ თავის ცნობილ სიტყვაში მისი მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების შესახებ ბრძანებს: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს" – "წამკითხველმა გაიგოს" – ანუ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს თქვენ უნდა გაიგოთ, - "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:15, 21).
38. ბიბლია კვლავ და კვლავ იმოწმებს ანტიქრისტეს შვიდწლიანი მმართველობის ამ მეორე ნახევარს და მას "დიდი ჭირის" პერიოდს უწოდებს. ეს არის უბედურებათა ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი პერიოდი, რომელიც კი წმიდა წერილში აღწერილა. "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დანიელი 12:1). ეს იქნება დედამიწაზე ადამიანის მმართველობის დასასრული, ანტიქრისტეს 7 წლიანი მმართველობის ბოლო 3-1/2 წელიწადი. ამის შესახებ ლაპარაკობენ წინასწარმეტყველები დანიელი, ესაია, იერემია, ეზეკიელი და ბოლოს ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტე. მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა და ზეცაში ამაღლების შემდეგ ამის შესახებ წერენმოციქულები მათე, მარკოზი, იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც დაწერა "გამოცხადება" ("აპოკალიფსისი") და მოციქული პავლე.
39. ღმრთის თითქმის ყველა წინასწარმეტყველი, ვინც კი შეეხო ბოლო ჟამს, სამყაროს აღსასრულის წინ მოსახდენ უმძიმეს ჟამზე და დიდ ჭირზე ლაპარაკობს. ეს არის არნახულ უბედურებათა, გადატრიალებათა, ტანჯვათა და უმძიმეს განსაცდელთა პერიოდი, რომელიც მთელი მსოფლიოს და დედამიწის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა! ამ პერიოდზე ბიბლია საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს და მისი ხანგრძლივობის დროსაც ზუსტად მიგვითითებს. ბიბლია გვეუბნება, თუ რამდენი ხანი გასტანს უმძიმესი ჭირვება, - ის 3-1/2 წელიწადი, ანუ 42 თვე, ან კიდევ 1260 დღე გაგრძელდება! (იხ. დანიელი 7:25; 9:27; 12:7; Отк. 11:2,3; 12:6,14; 13:5).
40. მაგრამ, რა თქვა იესუმ იმ ნიშანზე, სიმპტომზე, სიგნალზე, რომელიც მიგვითითებს, როდესაც ეს საშინელი უბედურებები დაიწყება? უფალმა თქვა: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (ძველი ქართულითაა: "მდგომარე ადგილსა წმიდასა"; რუს. სინოდ. თარგმანში: "стоящей на святом месте") (მათე 24:15). ამიტომაც "გაპარტახების სიბილწის" დასაწყისი, როგორც ჩანს, განსაზღვრავს დიდი ჭირის პერიოდსაც, და როდესაც დაინახავთ რომ ის დაიწყო, იცოდეთ, - დიდი ჭირის ჟამი უკვე დადგა!
41. ამიტომაც, ახლა ძირითადი კითხვა შემდეგია - რას ნიშნავს "მოოხრების სისაძაგლე?" იესუმ თქვა, - ჩვენ "გაპარტახების სისაძაგლეს" ვნახავთ წმიდა ადგილას მდებარეს ("წმიდა ადგილას მდგომარეს"). მაშასადამე ის დადამს მას და ისიც იდგება წმიდა ადგილზე, მოგვიანებით, გამოცხადების (აპოკალიფსისის) 13-ე თავში ვამჩნევთ, რომ ეს თვით მისი გამოსახულებაა! ის მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს არის "მხეცის", ანუ ანტიქრისტეს ხატი! წმიდა წერილის მიხედვით, ეს ხატი ხის ან ქვის უბრალო მუნჯი კერპი კი არ არის, არამედ გასაოცარი მაქინა, რომელიც ოდესმე ადამიანს შეუქმნია, რადგან ანტიქრისტეს მიეცემა "იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა" და, მოკლავენ ყველას, "ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15).
42. ამგვარად, ებრაელთათვის ამ ყველაზე წმიდა ადგილას მთელ დედამიწაზე, მორიას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იერუსალიმში, ანტიქრისტე აღმართავს, ანუ "დადგამს" საკუთარ მაგიურ ხატებას, "გაპარტახების სისაძაგლეს", რათა მას სცემდეს თაყვანს მთელი მსოფლიო, როდესაც ყველა რელიგიას გააუქმებს და განაცხადებს, რომ ისინი ახლა ვალდებულნი არიან მას სცენ თაყვანი, როგორც ღმერთს!
43. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ის არა მარტო დადგამს თავის ხატებას, გაპარტახების ამ სიბილწეს, რომელიც საზოგადო თაყვანისცემისთვის აღდგენილ ტაძარში განთავსდება, არამედ თვით ანტიქრისტეს დაჯდება ტაძარში ვითარც ღმერთი და თავს გამოაცხადებს ღმერთად! მას ღმერთობაზე ექნება პრეტენზია და აიძულებს ყველას უშუალოდ მას, ანუ ანტიქრისტეს სცენ თაყვანი! მოციქული პავლე წერდა: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო" (2 თესალონიკ. 2"1-2). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მოციქული თესალონიკელებს ეუბნება: "ნუ იმშფოთვარებთ, იესუს მეორედ მოსვლის დღე და ეკლესიის ზეცად აღტაცება ჯერაც არ მოახლოვებულა". ბოლოს და ბოლოს, როდესაც ის ამას წერდა, ეს ჯერ კიდევ არ იყო ჟამთა დასასრული! საჭირო გახდა გასულიყო 2000 წელზე მეტი, კაცობრიობა ამ მომენტს რომ მიახლოვებოდა.
44. "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, - ანუ უფლის მეორედ მოსვლა, - ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4). აჰა, მაშ გაიგეთ? აი თურმე რა უნდა მოხდეს ქრისტეს მოსვლამდე? მოციქული პავლე საკმაოდ მკაფიოდ გვეუბნება, რომ: არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე". - ჯოჯოხეთის პირმშო! - ეშმაკის ძე! - ანტიქრისტე! – "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად".
45. ამგვარად, ის არა უბრალოდ დადგამს საკუთარ კერპს "წმიდა ადგილას", იერუსალიმში, რათა აიძულოს მსოფლიო თაყვანი სცეს მას, არამედ დაჯდება თვით ღმრთის ტაძარში, რომელსაც ებრაელები პირდაპირ აქ, მათთვის წმიდათა წმიდა ადგილზე ააშენებენ და თავს ღმერთად გამოაცხადებს. "თაყვანი მეცით მე!" - იტყვის ის და დაიწყებს მტკიცებას, რომ ღმერთია! "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" (2 თესალონიკ. 2:7). აი, რა არის ანტიქრისტე და მისი სამეფო! საიდუმლო, რომელიც ისეთი დემონური იქნება, ისეთი ბოროტი, ისეთი მხეცური, რომ წარმოდგება კიდევაც, როგორც ბოროტების საიდუმლო! და ის "უკვე მოქმედებს" - რა თქმა უნდა, ეშმაკი ძლიერ მოქმედებდა, პავლეს დროს და ძლიერ იმოქმედებს ჩვენს დროშიც.
46. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7) ის, რაც ახლა ხელს უშლის ანტიქრისტესა და ეშმაკს დაიპყრონ ძალაუფლება მთელ მსოფლიოში, ჯერაც შეაკავებს ამ ბოროტებას, - უსჯულოების, ბოროტების მოძალებას, რომელიც წალეკავს მსოფლიოს, როდესაც ანტიქრისტე გამეფდება და ეშმაკი დაიწყებს მსოფლიოს მართვას.
47. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი და მისი წმიდა სული, მათი შემკავებელი ზეგავლენა დღეისთვის განაგებენ მთელ მსოფლიოს. ღმერთი აკავებს ბოროტებისა და უსჯულოების სრულ გაბატონებას, სატანური ძალების შემოსევას, მაგრამ, მალე, ერთ დღესაც, როდესაც "შუაგულით აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის" ანტიქრისტეს გაბატონებას, უსჯულოების ნაკადი თვით სატანის მმართველობით, რომელიც ანტიქრისტეს მიერ იმოქმედებს, მთელ მსოფლიოს წალეკავს.
48. "და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:8, 9). ბიბლია ამ უსჯულოს აღწერს, როგორც სატანის პირმშოს, რომელიც ადამიანის სახით მოგვევლინება. ეშმაკი ბოლოს და ბოლოს მიაღწევს იმას, რასაც ის ყოველთვის ელტვოდა: გაბატონებულიყო მთელ მსოფლიოზე! მას ყოველთვის სურდა მსოფლიოს მართვა, და ის შეეცდება ანტიქრისტეს მეშვეობით გაბატონდეს დედამიწაზე და ამ პერიოდში მისი მმართველობა არნახული ძალით დამყარდება.
მხეცი და ურჩხული
49. ღმრთის სიტყვა გამოცხადებაში ბრძანებს, რომ ეს ყოველივე მოხდება ანტიქრისტეს მეფობის შუა პერიოდში - ამ მომენტში, ანუ როდესაც გავა 3 წელიწად ნახევარი, ანტიქრისტე დაარღვევს აღთქმას და გადაწყვეტს დადგას საკუთარი ხატი, მსოფლიოს კი მის თაყვანისცემას უბრძანებს - ამ დროს ანტიქრისტე შეპყრობილი იქნება თვით სატანის მიერ! სატანა წარგვიდგება ანტიქრისტეს სახით და ბოლო 3-1/2 წლის განმავლობაში გაბატონდება მსოფლიოზე.
50. "და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:7-9). სატანა გადმოგდებულ იქნა ციდან მის მიმდევარ ანგელოზებთან ერთად რათა ებრძოლონ ეკლესიას, განსაკუთრებით ბოლო 3-1/2 წლის განმავლობაში.
51. შენ იტყვი: "რა გაქვს მხედველობაში? მე არ ვიცოდი, რომ ცაში არსებობენ დემონები, ეშმაკები და მეამბოხეები!". საქმე იმაშია, რომ საკმარისი ყურადღებით არ ვკითხულობთ ბიბლიას. იობის წიგნში სატანა ღმრთის წინაშე წარდგება ღთისშვილებთან (ანგელოზებთან) ერთად. მართალია, ის ღმრთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ, ზეცა ჯერაც (ქრისტეს განკაცებამდე, ჯვარცმამდე და მის მკვდრეთით აღდგომამდე) მისაწვდომია მისთვის. ის არის ღმრთის წინაშე წმიდათა ცილისმწამებელი. იობის წიგნის მე-2 თავის 1-ელ მუხლში ნათქვამია: "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად" (იობი 2:1). ხოლო აპოკალიფსისში ნათქვამია: "მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით" (გამოცხ. 12:10).
52. ამიტომაც, ზეციური ხმა გვაფრთხილებს: "მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12). ამიტომაც მსოფლიო ისტორიის ამ უკანასკნელ, მოკლე პერიოდში, ანუ დიდი ჭირვების 3-1/2 წელიწადში, როდესაც დადგება მსოფლიო ისტორიის არნახული განსაცდელი და, როდესაც მთელი მძვინვარებით იბობოქრებს ეშმაკი - მას უკვე აღარ ექნება ღმრთის წინაშე წარდგომის და წმინდანთა ცილისწამების უფლება; თუმცა, დედამიწაზე ჩამოგდებული, რაკიღა მალე სამარადისო შეპყრობას, უკუნ ბნელეთსა და ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაგდებას ელოდება, გააფთრებული შეუტევს ქრისტეს ეკლესიას.
53. დედამიწა დაინახავს, რომ ის არის ცრუ-მესია! და ებრაელებიც, რომლებმაც თავიდან ის მიიღეს, მალევე მიხვდებიან, მის სიცრუეს! და ნაცვლად იმისა, ზეცა ჩამოეტანა დედამიწაზე, რასაც ის პირდებოდა თავის მიმდევრებს, ჯოჯოხეთის ცეცხლს დაანთებს კაცთა შორის!
54. "და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი" (აპოკ. 12:13), ანუ დევნა დაუწყო ეკლესიას, ქრისტეს პატარძალს, იმათ, ვინც აღიარა ქრისტე, როგორც მაცხოვარი. "მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (აპოკ. 12:14).
55. ეს უკანასკნელი 3-1/2 წელიწადი უკვე ვეღარ წარდგება ღმრთის წინაშე და ვეღარ დასწამებს ცილს უფლის მართალთ: ის აქ იქნება დედამიწაზე, ქრისტიანთა თვალწინ და არა მარტო დაადანაშაულებს, არამედ დაიწყებს მათ დევნას და განადგურებას. "მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა" (გამოცხ. 12:17). შემდეგ თავში ჩვენ ვხედავთ, როგორ ებრძვის ეშმაკი ეკლესიას ბილწი ანტიქრისტეს მეშვეობით და როგორ ანთხევს მთელ თავის ბოროტებას მასზე. ანტიქრისტე კი ამ დროისთვის იქნება მსოფლიო დიქტატორი, რომელშიც ის შესახლდება.
56. "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (აპოკ. 13:1). "ზღვა" - არის კაცობრიობა, რომლიდანაც ამოვა მხეცი. მხეცი ასევე ნახსენებია დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში (იხ. თ. 7), სადაც ის წარმოადგენს სხვადასხვა მსოფლიო იმპერიებს, რომლებიც მმართველობდნენ დედამიწაზე. გამოცხადების მე-17 თავიდან ვიგებთ, რომ "შვიდი თავი არის შვიდი მეფე", ანუ სამეფო, "რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს". სამეფოები, "რომელთაგან ხუთი დაემხო" არიან - ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდო-სპარსეთი და საბერძნეთის - ყველანი მოდიოდნენ და ქრებოდნენ. "ერთი არის" - ანუ რომის იმპერია, რომელიც ჯერაც არსებობდა იოანეს დროს, როდესაც ის წერდა აპოკალიფსისს - "ხოლო სხვა ჯერ არ მოსულა", - ანტიქრისტეს მსოფლიო იმპერია. "მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს" (იხ. აპოკ. 17:9-10). ამგვარად, ეს შვიდი თავი - შვიდი მსოფლიო იმპერიაა, რომლებიც გამოჩნდებიან ისტორიის სცენაზე, და ჩამოდიან იქიდან ადრინდელი ეგვიპტიდან მოყოლებული ვიდრე ანტიქრისტეს ბოლო იმპერიამდე, რომელიც ახლა იკრებს ძალას.
57. "ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით". "მხეცთან ერთად", ანუ ანტიქრისტესთან ერთად, "როგორც მეფენი მიიღებენ ხელმწიფებას ერთი საათით", ანუ ძალიან მოკლე დროით (აპოკ. 17:12). რადგან ამ ათ მეფეს, სამეფოს ან სახელმწიფოს "ჯერ არ მიუღიათ მეფობა" იოანეს სიცოცხლის პერიოდში, და მეექვსე თავზე, რომის იმპერიაზე არ აღმოცენებულან, ყველანი გაჩნდებიან ბოლო, მეშვიდე თავზე: ანტიქრისტეზე! მათ ერთი აზრი ექნებათ და "თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს" (აპოკ. 17:13). დანიელის წიგნშიც არის ათი მსოფლიო სახელმწიფო, რომლებიც, ხელს უწყობენ ანტიქრისტეს მოსვლას. უფრო დეტალურად ეს აღწერილია დანიელის წინასწარმეტყველების 2:34,41-43-ში და ასევე 7:7,8,20-24-ში.
58. "მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2). ეს უზარმაზარი წითელი ურჩხული, რომელიც წინა თავში ვიხილეთ - თვით სატანაა, გადმოგდებული ციდან. ის გააფთრებით დევნის ეკლესიას და ებრძვის მას დიდი ჭირვების 3-1/2 წლის განმავლობაში. რას უზამს ის მეშვიდე თავს, ამ უკანასკნელ მსოფლიო იმპერიას, რომლის იმპერატორი იქნება ანტიქრისტე? მისცემს მას "თავის ძალას, თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას". ძველი გველი თვითონ შესახლდება ამ ურჩხულში, ამ მხეცში, ადამიან-ანტიქრისტეში!
59. ვუბრუნდებით რა დანიელს, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ანტიქრისტეს უდიდესი ძალაუფლება - ეს თვით მისი ძალაუფლება როდია: "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით". - არამედ სატანის ძალით - და "შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს" (დანიელი 8:23-25). შემდეგ, დავუბრუნდეთ კვლავ იოანეს გამოცხადებას:
60. "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს" - ანუ ეშმაკს! – "რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება" - ანუ ანტიქრისტეს - და "თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (აპოკ. 13:3, 4).
61. გასაკვირი არ არის, რომ ანტიქრისტე ასეთი ძლიერია, ასეთი სუპერმენია, და ასეთი საკვირველმოქმედია! რადგან სატანა გადმოგდებულია ციდან, გააფთრებულმა, რადგან იცის დრო ცოტა აქვს, შესახლდება ანტიქრისტეში, ამ მხეცში, და მას სუპერმენად შეიქს. ანტიქრისტე გახდება ადამიანი-ეშმაკი, "ხორცშესხმული" ეშმაკი, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე იყო განკაცებული, ოღონდ ანტიქრისტეში ასე როდი იქნება, ეშმაკი მხოლოდ გამოიყენებს მის სხეულს, შესახლდება რა მასში.
62. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ თავის მმართველობის პირველ 3-1/2 წელიწადში, ანტიქრისტე უდავოდ შთაგონებული იქნება ეშმაკისგან, მიიღებს სატანის სიბრძნეს, და ა. შ., მაგრამ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, "შვიდეულის შუალედში", ის გაწყვეტს აღთქმას, შეწყვეტს მსხვერპლშეწირვას, აღმართავს თავის ხატს და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ამიერიდან ანტიქრისტე ღმრთის შესაფერის თაყვანისცემას მოითხოვს. ანუ, მაშინ, როდესაც ის უშუალოდ იქნება შეპყრობილი ეშმაკისგან, თვით სატანისგან! ამიტომაც, როდესაც ანტიქრისტეს აღმართავს თავის ხატს და მსოფლიოს გამოუცხადებს: "თაყვანი მეცით მე", როგორ ფიქრობთ, მისი პირით ვინ ილაპარაკებს? - ცხადია, ეშმაკი, "ღმერთი ამა-სოფლისა" (2 კორინთ 4:4). ეს არის ის, რაც მას ყოველთვის სურდა! რათა მთელი მსოფლიო გართხმულიყო მის ფერხთით! და ის ამას მიაღწევს, ოღონდ მცირე ხნით! ამ თაყვანისცემაში მონაწილეობას არ მიიღებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც გულითადად უყვართ ღმერთი, გაბედავენ ანტიქრისტესადმი წინააღმდეგობას და არ დაემორჩილებიან მას.
63. "მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (აპოკ. 13:5). ჩვენ აქ კვლავ ვხედავთ დიდი ჭირვების სამ წელიწად ნახევარს. "და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (აპოკ. 13:6, 7).
64. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი"? (გამოცხ. 13:3). ჩვენ ვიცით, რომ აქ მხედველობაშია მეშვიდე თავი, ანტიქრისტესი, რადგან მოგვიანებით ამავე თავში დავინახავტ, რომ ანტიქრისტეს ჰყავს ცრუწინასწარმეტყველი, წამქეზებელი, რომელიც "მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (აპოკ. 13:12-14).
65. გამოცხადების მე-17 თავი კვლავ ანტიქრისტეზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "... დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის" (აპოკ. 17:8, 11). მაგრამ, ამ მხეცს, რომლის შესახებაც წავიკითხეთ, მხოლოდ შვიდი თავი აქვს, რაც შვიდ მსოფლიო იმპერიაზე ან სამეფოზე მიანიშნებს! მაშინ საიდან გამოძვრება მერვე?
66. ერთადერთი ახსნა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ამ მოვლენას, არის შემდეგი: როდესაც ის პირველად დაიპყრობს ძალაუფლებას და დაამტკიცებს 7 წლიან აღთქმას, ის იქნება ანტიქრისტეს მეშვიდე მსოფლიო იმპერია. ის ჯერ კიდევ არ არის სრული ანტი-ქრისტე, ის ჯერ კიდევ სრულიად არ არის შეპყრობილი ეშმაკის მიერ, ის ჯერ კიდევ არ არის ის ანტიქრისტე, რომელიც იქნება მერვე მსოფლიო მბრძანებელი. მაგრამ, "გატიალების სისაძაგლისა" და შვიდეულის მეორე ნახევრის 3-1/2 წელიწადში ის შეპყრობილი გახდება ეშმაკისგან, და მით შეიქმნება იმ მმართველად, რომელსაც სრულად დაეპატრონება ეშმაკი: ანტიქრისტე გახდება ის კაცი, მეშვიდე თავი, ამიერიდან კი მერვე!
67. "მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა..." - ეს აიხსნება მით, რომ "მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი ... მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (აპოკ. 17:8; 13:3, 14). როგორც ჩანს, ანტიქრისტეს მოკლავენ, გაანადგურებენ, "სასიკვდილოდ მოსწყლავენ" - ცხადია, იმ დროს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ პისტოლეტები - ჩვენი დროის "მახვილები" იზამენ ამას. თუმცა, ანტიქრისტეს კვლავ დაუბრუნდება სიცოცხლე ეშმაკის ზებუნებრივი მანქანებით! ის შესახლდება მასში და თითქოსდა აღადგენს მას მკვდრეთით. "აღდგომა" იქნება მისი "ღმერთობის" მანდატი. ის უკვე აღარ იქნება ის, ვინც იყო: ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა და მოუხსნა ყველა პრობლემა, აღასრულა აღთქმა იერუსალიმზე, და ა. შ. ის იგივე ახალგაზრდა კაცი იქნება, მაგრამ არც მთლად იგივე (1).
______________
1. ამ ადგილას პუბლიკაციის ავტორს ვერ დავეთანხმებით, რადგან ანტიქრისტეში სატანა თავიდანვე იმოქმედებს, მაშინაც კი, როდესაც ის მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს. მისი სასიკვდილო დაჭრა, შეიძლება იყოს ინფორმაციული გათამაშება, ანუ ანტიქრისტეს მართლა დაჭრიან, მაგრამ გამოაცხადებენ, რომ ის მოკვდა, შემდეგ კი მასში შევა ეშმაკი, რომელიც "სასწაულებრივად" აღადგენს მას მკვდრეთით, რათა მსოფლიო გააკვირვოს ამ "აღდგომით". ადამიანი-ანტიქრისტე ისევ იმავე ადამიანად დარჩება და მასში შესახლდება სატანა, რადგან სხვაგვარად, თუკი ანტიქრისტე მოკვდება და ეშმაკი დაეუფლება მხოლოდ მის გვამს, რომელსაც "გააცოცხლებს", ანტიქრისტე აღარ იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულობების თანაზიარი და დამნაშავე. აპოკალიფსისი კი ცხადად გვეუბნება, რომ ანტიქრისტე, ისევე როგორც სატანა და ცრუწინასწარმეტყველი ჩაიყრებიან ცეცხლის ტბაში. მაშასადამე, ანტიქრისტეს თავისი ადამიანური ნება და ცნობიერება არ წაერთმევა, ის ნებაყოფლობით დაუთმობს საკუთარ სხეულს ეშმაკს და იმოქმედებს მასთან ერთად.
______________
"მხეცის ხატი"
69. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიქრისტეს, ამ "მხეცს" ჰყავს ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც გახდება მისი უდიდესი მფარველი და პროპაგანდისტი. ცრუწინასწარმეტყველი ფაქტობრივად წარმოადგენს იმას, ვინც დადგამს ანტიქრისტეს უზარმაზარ კერპს, მხეცის გიგანტურ ჩამოსხმას, ამ ურჩხულს, ის "წააქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა" (აპოკ. 13:14). და მიეცემა იმისი ნება, რომ "სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (აპოკ. 13:15-16).
სამართლიანად ბრძანებს ანდრია კესარიელი: "თუ ფიქრობენ, რომ ცრუწინასწარმეტყველიც ცალკე მოვა, მაშინ უადგილო როდი იქნება გველის მიჩნევა სატანად, მხეცისა, რომელიც ზღვიდან ამოდის - ანტიქრისტედ, ხოლო ამ მხეცისა, როგორც ირინეოსი ფიქრობს, - ცრუწინასწარმეტყველად. ხოლო ამოდის იგი მიწიდან, ანუ მიწიერი და წარმავალი ცხოვრებიდან. მას კრავის მსგავსი რქები აქვს, რადგან ცხვრის ქურქში დამალული მგლის მძვინვარება იმალება და კიდევ იმიტომ, რომ თავიდან ყველას სათნოდ მოაჩვენებს თავს" (იგივე აქვს ნათქვამი წმ. ირინეოსსაც. იხ. მწვალებელთა წინააღმდეგ. წიგნი V. თ. 18).
ზუსტად ასევე ეკლესიის სხვა მამებიც (მაგ.: ეფრემ ასურელი, წმ. იპოლიტე რომაელი) ასწავლიდნენ, რომ ერთდროულად, ანტიქრისტესთან ერთად მისი მსახურებისა და მოციქულების სახით იმოქმედებენ ცრუწინასწარმეტყველნი. ეს სწავლება ეფუძნება მაცხოვრის სიტყვებსაც, რომელიც ასევე წინასწარმეტყველებდა, რომ სამყაროს აღსასრულის წინ აღსდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები (მათე 24:23-26).
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ როგორც პირველი მხეცი ამოდის ზღვიდან და ეს მხეცი არის ანტიქრისტე - ცოდვის კაცი, ბოლო ჟამის ხელმწიფე, ზუსტად ასევე მეორე, მიწიდან ამომავალი მხეციც ასევე პიროვნებაა, რომელიც განსხვავდება ანტიქრისტესგან, თუმცა მჭიდროდ არის დაკავშირებული მასთან როგორც დროით, ასევე მიზანდასახულობითაც.
70. "მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (აპოკ. 13:11). ცრუწინასწარმეტყველი არის არა ღმრთის კრავი, არამედ ეშმაკისა: "ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს", - ანტიქრისტეს, - და ის მოახდენს "დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (აპოკ. 13:12-14).
71. "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი".
72. ასეთია გამოცხადების 13-ე თავის დასასრული. ის გვაუწყებს დიდ განსაცდელს, რადგან მოკლავენო ყველას, ვინც უარს იტყვის მხეცის ხატის თაყვანისცემაზე და ეს იქნება გრანდიოზული ჭირვების დასაწყისი. როგორც უკვე ვთქვით, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ხატი არის ის, რაც "დაიდგმება წმიდა ადგილზე", რაც იქ არის "განთავსებული" და დგას იქ, როგორც - "გაპარტახების სიბილწე". ებრაელებისთვის, ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის არაფერია ბრმა კერპისადმი თაყვანისცემაზე უარესი. სწორედ ანტიქრისტეს ეს ხატია "გაპარტახების სიბილწე, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი" (მათე 24:15).
73. ანტიქრისტეს ეს ცრუწინასწარმეტყველი ფლობს ძალას, "სული ჩაუდგას მხეცის ხატს" (გამოცხ. 13:15). ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ან სულიერი, დემონური ძალა - სულიერი არსების მოქმედება. თქვენ იცით, რომ უკვე მუშავდება ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ტელევიზორი ჩართვა-გამორთვა ან არხების არჩევა მოხდეს ფიქრის საშუალებით და მას გააჩნია გასაოცარი შესაძლებლობები. სულებმა ჩვეულებისამებრ უნდა გამოიყენონ ადამიანები მათი აზრების მისაღებად, რამეთუ მხოლოდ ისინი ფლობენ საკმარის სულიერ მგრძნობელობას, რათა მიიღონ ადამიანთა სულიერი იმპულსები. ახლა კი ადამიანი აშენებს მანქანებს, მოწყობილობებს, რომლებიც იმდენად მგრძნობიარენი და იმპულსურნი იქნებიან, რომ ადამიანები მათ მართვას შეძლებენ აზრის მეშვეობით.
74. კარგად ვიცით, რომ რაც გინდ "ჭკვიანი" იყოს კომპიუტერი, ის, გარკვეული აზრით მოკლებულია ერთ თვისებას: შეგნებულ სულს: მაგრამ მხეცის ხატი, რომელიც შეიძლება ერთგვარი ზეკომპიუტერი იყოს, ნამდვილად გასულიერდება დემონური ინტელექტით, უფრო მეტით, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ადამიანის მიერ დაპროგრამებული კომპიუტერი. ამიტომაც ეს გახდება ნამდვილი სასწაული და მართლაც, ადამიანები მის თაყვანისცემას დაიწყებენ! ეს იქნება კერპთაყვანისცემის მწვერვალი: ადამიანი, ეთაყვანება იმას, რაც კი ოდესმე შექმნილა ადამიანის ხელით კაცობრიობის ისტორიაში.
75. დასასრულ ადამიანი შექმნის საკუთარ "ღმერთს", რომელსაც პირადად დაელაპარაკება, რომელიც იქვე მიიღებს გადაწყვეტილებებს და ა. შ. - ეს იქნება მხეცის ხატი! მოვლენები კი უფრო და უფრო განვითარდება ამ მიმართულებით! თუ მიაქციეთ ყურადღება 1982 წელს ვინ აირჩია ჟურნალმა "ტაიმმა" ("Time") "წელიწადის ადამიანად"? პირველად ამ ჟურნალის ისტორიაში "წელიწადის ადამიანად" არჩეულ იქნა არა ადამიანი, არამედ კომპიუტერი! შენიშნეთ, როგორ ამზადებენ მსოფლიოს მექანიკური "ღმერთის", ელექტრონული ტვინის, ამ "განღმრთობილი" კომპიუტერის მისაღებად!
76. ცრუწინასწარმეტყველს მიეცემა "იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15). ეს წარმოგვიდგენია, როგორც ერთგვარი ავტომატი, რობოტი, რომელსაც მართავენ განსაკუთრებული კომპიუტერები! სავარაუდოდ ეს იქნება კიბერნეტიკული რობოტი, რომელიც ისე დაპროგრამდება, რომ შეძლებს ლაპარაკს, ახსნა-განმარტებას და იმოძრავებს. ის იმოქმედებს ცოცხალივით და მსოფლიოს მიმართავს მისი თაყვანისცემისკენ! იფიქრეთ ამაზე! მას არა მარტო ლაპარაკის, არამედ ადამიანთა მოკვლის შესაძლებლობაც ექნება! ან რაღაცნაირად ის შეძლებს გამოიწვიოს ადამიანთა სიკვდილი. შესაძლოა მან გამოიტანოს სასიკვდილო განაჩენი. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამას მომავალი გვაჩვენებს.
მხეცის ნიშანი
77. "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16, 17). მალე დადგება დრო, როდესაც ქაღალდის ფული უკვე აღარ იქნება მიმოცვლის საშუალება! ფულადი გაცვლა-გამოცვლა შეიცვლება შესანიშნავი საკრედიტო სისტემით: ყოველი, ვინც მსოფლიო სისტემას ეკუთვნის, აიღებს საკრედიტო ნომერს, რომლის გარეშე ვერ იყიდის და ვერ გაყიდის, და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჩაურიცხავს მას ხელფასს ყოველგვარი მომსახურეობისთვის, ასევე მისცემს მას იმ საქონელს, რომელსაც აწარმოებს, და წარუდგენს მას ანგარიშს იმ ნივთებისა და საქონლისთვის, რომელიც აუცილებელია მისთვის.
78. ადამიანები უკვე ვეღარ იყიდიან და გაყიდიან ფულის, როგორც მიმოცვლის საშუალებით, არამედ მხოლოდ ნომრით, რომელიც მათ სამუდამოდ მიეკერებათ. ეს იქნება საშუალება გაყალბების, მანიპულირების ან მოტყუების უმცირესი შესაძლებლობის გარეშე, რადგან ყოველი ადამიანი დაიდაღება: "მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (აპოკ. 13:16). მსოფლიო სისტემის ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი ნომერი, ხოლო ყოველ მოქალაქეზე ეს ნომერი ამოტვიფრული იქნება, როგორც დასაკლავად განკუთვნილ საქონელზე, პირუტყვზე. ეს იქნება ტატუ მხეცის გამოსახულებით; და ყოველს, სიკვდილის მუქარით, აიძულებენ თაყვანი სცეს მხეცს და მის ხატს!
79. "აქაა სიბრძნე" - სხვა სიტყვებით, "აი ნამდვილი თავსატეხი, გამოაცანა თქვენთვის, აბა გამოიცანით! – "ვისაც გაგების თავი აქვს", - ანუ ვინც ნამდვილად გონიერია და ფლობს სიბრძნეს, - "გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (აპოკ. 13:18). ცხადია, რომ მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს მოგვანიჭოს ამგვარი გონიერება. ის ბრძანებს, რომ მხეცის ნომერი კაცის ნომერი იქნება, და აკონკრეტებს, ეს არისო "ექვსას სამოცდაექვსი". მიუხედავად იმისა, მრავალი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას ამ საიდუმლოს ცოდნისა, უნდა ვაღიაროთ, - ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. ცხადია, მთელ ბიბლიაში რიცხვი ექვსი განსაკუთრებული მნიშვნელობით არის დატვირთული, როგორც კაცობრივი რიცხვი, რომელსაც შვიდამდე, - ღმერთის სრულყოფილ რიცხვამდე, - მცირედიღა აკლია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც დრო მოვა, უკანასკნელი მხეცი-სახელმწიფო ჩამოყალიბდება და მას სათავეში ანტიქრისტე ჩაუდგება, ღმერთი ჩვენ ყოველივე ამის წვდომის უნარს მოგვანიჭებს (იხ. დანიელი 12:10).
80. გასაოცარია ის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით! არსებითად, ზოგიერთები თავს იქებენ ამ ციფრის საიდუმლოს ცოდნით. 1974 წელს დრ. ჰენდრიხ ელდემანმა, ევროპის ეკონომიკური საზოგადოების მთავარმა კომენტატორმა, საზეიმოდ გახსნა სამ სართულიანი სუპერ-კომპიუტერი ბრიუსელში, რომელსაც იქ მომუშავე პერსონალმა სახელწად "მხეცი" უწოდა. მრავალი, მათ შორის დოქტორი პატრიკ ფიშერი, ცნობილი კანადელი მეცნიერი, აცხადებდა, რომ ინდუსტრიალურად მოვაჭრე ყოველი ერის თითოეული ინდივიდუუმი, რომელსაც ოდესმე მიეცემა დაბადების მოწმობა, სოციალური დაზღვევის ნომერი, საკრედიტო ბარათი ან პასპორტი, პირადად იქნება მიბმული ამ კომპიუტერზე. ხოლო 1977 წელს, დ-რმა ელდემანმა საზეიმოდ განაცხადა, რომ მზად არის ნომრები პირადად მიანიჭოს მსოფლიოს ყოველ მოქალაქეს; და რომ ის აპირებს "სამჯერ ექვსციფრიანი ერთეულის გამოყენებას, ანუ 18 ციფრს". როგორი ნაცნობი ვითარებაა, არა?!
81. ეს არის ის, რაზეც ისინი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, და ეს საკრედიტო სისტემა უკვე ძალაშია! მთელი მსოფლიო მალე გადავა უვალუტო საკრედიტო წყობაზე, სადაც არ იქნება არავითარი ქვითარი, არავითარი ქაღალდის ფული, არავის დასჭირდება საკრედიტო ბილეთები, რადგან ყველას თავისი პირადი, უხილავი ელექტრონული ნომერი ექნება მარჯვენა ხელსა და შუბლზე, რომელიც წაკითხულ იქნება სპეციალურ ელექტრონულ პორტებში (მოწყობილობებში). ადამიანის მყიდველობითი უნარიანობა სრულიად იქნება დამოკიდებული ამგვარ ელექტრონულ ნიშნულებზე.
82. დ-რმა რ. კიმ, შტატ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, შეიმუშავა ის, რასაც "უნივერსალურ უცვალებელ ნიშანს" უწოდებენ, და რომელიც ლაზერით ამოიშანთება შინაურ ცხოველებსა და პირუტყვებზე. ეს მეთოდი უკვე მრავალ ადგილას გამოიყენება. დოქტორის თანახმად, ამ ტექნოლოგიის საყოველთაო გამოყენების პირობებში, შესაძლებელი იქნება ყოველი პირუტყვის ინდივიდუალური იდენტიფიცირება. "ეს კეთდება სწრაფად და უმტკივნეულოდ, თეორიულად ადამიანი შეიძლება ჩართულ იქნას ამ პირუტყვების რიცხვში", თქვა დოქტორმა, და დაამატა, რომ ექსპერიმენტის მიზნით საკუთარი თავიც დაიდაღა.
83. ჟურნალი "ნიუსვიკი" ჰყვება, რომ შემუშავებულ იქნა იდენტიფიკაციის სხვა, ანალოგიური, თუმცა, უფრო რთული სისტემა, რომელიც გულისხმობს უწვრილესი ელექტრონული ნაწილაკების შეყვანას პირუტყვთა კუნთებში, სადაც მას ადვილად წაიკითხავს სკანერი. ყოველი ნაწილაკი პირუტყვში შპრიცის დახმარებით შეიყვანება. შემდეგ ხდება მისი კოდირება მოცემული ცხოველისთვის განკუთვნილი 12 ციფროვანი კოდით. როდესაც საჭირო იქნება პირუტყვის იდენტიფიცირება, მაგალითად, მოპარვის შემთხვევაში, საკმარისი იქნება კანთან სკანერის მიდება, რათა გააქტიურდნენ ნაწილაკთა სიგნალები. მოწყობილობა გამოცდილ იქნა და ასევე დადგენილ იქნა პირუტყვისთვის მისი უსაფრთხოება და უმტკივნეულობა".
84. ასევე გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობა: ბანკებმა აშშ-ს მთავრობასთან ერთად დაასრულეს მსუბუქი პლასტიკის გამოცდა, რომელიც ადამიანის საინექციოდ არის განკუთვნილი და წარმოებულია ორლანდოს (ფლორიდა) ლაბორატორიაში. ინექციის შემდეგ ეს სუბსტანცია კანქვეშ წყალივით იღვრება, ვითარც ბრტყელ ზედაპირზე, და ნახევრად ხისტ სახეს იღებს, რითაც კანქვეშ ქმნის მუდმივ ფარს, რომელზეც შემდეგ შესაძლებელი ხდება ტატუირების დატანება ლაზერული დასხივებით.
85. ამგვარად, მათ უკვე გააჩნიათ შემუშავებული სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უხილავად იქნას ტატუირებული ეს რიცხვი ადამიანის ხელზე ან შუბლზე. მთელი სისტემა უკვე ამუშავებულია! ცხადია, მის გაკონტროლებას მომავალი მსოფლიო მთავრობა დანერგვისთანავე შეძლებს მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრიდან. დამყარდება ერთიანი მსოფლიო ეკონომიკა, სადაც უკვე აღარ იქნება სხვადასხვანაირი ვალუტა, არც ამ ფულთა გაცვლა-გამოცვლის საშინელი არეულობა, რომელიც დღეს გვაქვს. მთელ მსოფლიოს მხოლოდ ერთი სავალუტო საშუალება ექნება, - საკრედიტო სისტემა, და ის უნივერსალურ სახეს მიიღებს. ამბობენ, რომ მისით ძალიან გაადვილდება ეკონომიკის მართვა, და ცხადია, ადამიანების გაკონტროლებაც.
86. სენატრორმა ფრანკ ჩერჩმა, აშშ-ს სადაზვერვო საქმიანობის გამომძიებელმა, როგორც ჩანს წინასწარ განჭვრიტა თუ როგორი საშინელი იქნება ასეთი მსოფლიო მთავრობის ძალაუფლება, როდესაც თქვა: "მთავრობას გააჩნია ტექნოლოგიური საშუალებები დააწესოს სრული ტირანია, და არა აქვს მნიშვნელობა როდის მოვა დიქტატორი ძალაუფლებასთან. დამალვა შეუძლებელი იქნება!" და ის მართალია! შეუძლებელი იქნება! მხოლოდ უფლის იმედითღა თუ ვიარსებებთ!
დიდი ჭირვება
87. როდესაც დრო-ჟამი მიუახლოვდება "შვიდეულის ნახევარს", ანტიქრისტე შეეცდება ყველა რელიგიის განადგურებას და თავისი მსოფლიო რელიგიის დამყარებას, რათა ყველამ პირადად მას და მის კერპს სცენ თაყვანი, ამ დროს ანტიქრისტეს დაეწყება სერიოზული უსიამოვნებანი, როგორც მსოფლიო ხალხებთან, ასევე მსოფლიო რელიგიებთან და მათ მიმდევრებთან მიმართებაში: ის დაიწყებს ომს ყველა მოდგმის წინააღმდეგ, მაგალითად, იმათ წინააღმდეგ, ვიზეც ვკითხულობთ დანიელის წინასწარმეტყველების 11-ე თავში. ის ეომება სხვადასხვა რაიოონებს, ერებს და ხალხებს - უდავოდ მათ, ვინც ყველაზე რელიგიურია, და უჩნდება უამრავი პრობლემა თავისი მმართველობის ამ ბოლო დღეებში. ღმერთიც უამრავ სადარდებელს გაუჩენს ანტიქრისტეს.
88. ეს უკანასკნელი 3-1/2 წელიწადი ყველაზე მძიმე იქნება. როგორც თვით იესუმ თქვა: "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21). მრავალი უარს იტყვის მხეცის გამოსახულების (ნიშნის) მიღებაზე, არ დაემორჩილებიან მას და არც მის ხატს სცემენ თაყვანს. ამის შედეგად მრავალ ქრისტიანს დახოცავენ. იქ ნათქვამია, რომ "გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა" (დანიელი 11:33). მასები, მილიონები, უეჭველად დაიხოცებიან! ეს იქნება ქრისტიანთა 3-1/2 წლიანი უსაშინელესი დევნულება. "უყურადღებოდ" არ დარჩებიან არც მუსლიმები, ინდუსები, ბუდისტები და სხვა. აიკრძალება ყველა რელიგია... დაიწყება ყველას დევნა და შევიწროვება (იხ. დანიელი 11:36, 37).
89. როდესაც ანტიქრისტე პირველად აღზევდება, როგორც მსოფლიო ლიდერი, მთელი მსოფლიო მას დიად და გამოჩენილ ადამიანად ჩათვლის. უდიდესი უმრავლესობა მისი მიმდევარი გახდება, გარდა, ქრისტიანებისა, რომელთაც უწყიან ღმრთის ჭეშმარიტი სიტყვა და შეძლებენ მისი ხრიკების ამოცნობას, და იმასაც, თუ ვინ არის თვითონ სინამდვილეში. მილიონები დაუჯერებენ ანტიქრისტეს და გაჰყვებიან მას. როგორც ნათქვამია: "განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ" (გამოცხ. 13:3). დიახ, ისინი ყველანი მოტყუვდებიან, რადგან მისი მიმდევრები და თაყვანისმცემლები გახდებიან გარკვეულ დრომდე, უკიდურეს შემთხვევაში მისი მმართველობის შუაწლებამდე მაინც. მაგრამ, როდესაც ის უეცრად შეიჭრება ისრაელში, წმიდა ადგილას დადგამს თავის ბილწ კერპს და ღმრთის ტაძარში დაჯდება ვითარც ღმერთი, მაშინ იტყვის: "დაემხეთ პირქვე და ილოცეთ ჩემდამი. თაყვანი ეცით ჩემს კერპს და მიიღეთ ჩემი ნიშანი, თუ არა ყველანი დაისჯებით!" ამ მომენტში, როგორც ჩანს, მრავალი მილიონი ადამიანი უარყოფს მხეცის დაღს, უარს იტყვის მის თაყვანისცემაზე და მის ხატზე და აღდგება ამ სატანური სამეფოს წინააღმდეგ. იმ დროიდან მოყოლებული, ბიბლიის თანახმად, უბედურებების გარდა არაფერი მოხდება.
90. ბუკვალურად მილიონები უარყოფენ მხეცის ნიშანს და უარს იტყვიან მისი ხატის თაყვანისცემაზე. მთელი ერებიც კი აღდგებიან და იომებენ მის წინააღმდეგ, რაზეც მეტყველებს ზოგიერთი ომი და შეძრწუნება, რომლის შესახებაც ვკითხულობთ დანიელის წინასწარმეტყველებაში. ამგვარად, მთელი მსოფლიო ამ ბოლო 3-1/2 წლის განმავლობაში უდიდეს მშფოთვარებაში აღმოჩნდება. დადგება უკონტროლო ქაოსი. გამოვლენ ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ ანტიქრისტე არ არის ის, ვინც საჭიროა, რომ ის ცუდია მათთვის და მსოფლიოსთვის, რომ ის თვით სატანაა და წარმოადგენს ყოველივე სატანურს, დემონურს და ყველაზე უარესს, რაც კი ოდესმე მომხდარა მსოფლიოში! და ისინი აღდგებიან ანტიქრისტეს წინააღმდეგ, რადგან უარს იტყვიან მისი ბრძანებების შესრულებაზე. ეს ადამიანები უკუაგდებენ მხეცის ნიშანს და შედგებიან აღმსარებლობისა და მოწამეობრივი ღვაწლის გზაზე.
91. ალბათ გახსოვთ გამოცხადების 12-ე თავი, სადაც აღწერილია, თუ როგორ გადმოაგდეს სატანა ციდან დედამიწაზე, რომელმაც "იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (აპოკ. 12:12). რა იყო უპირველესი საქმე, რასაც მან ხელი მოჰკიდა? "როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, - ქრისტეს პატარძალს, ეკლესიას, - მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. ... მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა" (აპოკ. 12:13, 17). ამრიგად, სატანა განსაკუთრებული გააფთრებით დაუწყებს დევნას თითოეულ ჩვენთაგანს, ყველას, ვისაც იესუ უყვარს და ეკუთვნის მის წმიდა ეკლესიას.
92. ბიბლია ბრძანებს, რომ ყოველი, ვინც მიიღებს მხეცის ნიშანს, წყეული იქნება, ამიტომაც არც ერთი სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ მიიღებს მას! "მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (აპოკ. 14:9-11).
93. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანი, ღმრთის ჭეშმარიტი მორწმუნე, უდავოდ არ მიიღებს ამ ნიშანს! რადგან ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ, ვისაც იესუ გვიყვარს, უკვე უხილავად აღვიბეჭდებით ღმრთის ბეჭდით ჩვენს შუბლებზე - იესუ ქრისტესადმი რწმენის ნიშნად! მთელი დანარჩენი სამყარო, უკიდურეს შემთხვევაში, ისინი, ვინც ანტიქრისტეს, ამ ამაზრზენ მხეცს გაჰყვებიან, თავიანთ შუბლებსა და ხელებზე მიიღებენ მის ნიშანს, რადგან აღიარებენ მას და თაყვანს სცემენ მის ხატებას. მაგრამ ისინი, ვისაც ქრისტე უყვარს, არ მიიღებენ მხეცის ნიშანს! თუ იესუ გიყვარს, უარს იტყვი მხეცის დაღზე, რადგან უკვე გაგაჩნია ღმრთის ბეჭედი შენს შუბლზე (იხ. აპოკ. 7:2, 3; 9:3, 4).
94. მიუხედავად იმისა, რომ მხეცის დიქტატურის პირობებში არავის ექნება ყიდვა-გაყიდვის უფლება მხეცის გამოსახულების გარეშე, ყოველი, ვინც უარს იტყვის მისი ხატის თაყვანისცემაზე, მოკლულ იქნება, და მრავალი ქრისტიანი შეეწირება ქრისტესადმი რწმენას! მრავალი ქრისტიანი იძულებული გახდება გაიქცეს "უდაბნოში", რათა იხსნას თავისი სიცოცხლე და თავიდან აიცილოს სიკვდილი. იმ მძიმე დროს ქრისტიანები, რომლებსაც არ ექნებათ ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა, თავის გადარჩენას მაინც შეეცდებიან, ოღონდ ისე, რომ არ უღალატონ ქრისტეს სიყვარულს და არ დაემორჩილონ ანტიქრისტეს. ღმერთი შეეწევა მათ და დაიცავს განსაცდელისგან!
95. დიდი ჭირვების ეს პერიოდი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის იქნება ნებისმიერი სისტემისადმი მორჩილების დასასრული. ამ დროს თავის გადარჩენა ღმრთის შეწევნის გარეშე შეუძლებელი იქნება. ქრისტიანებს მოუწევთ არსებობა ურთულეს ვითარებაში, უმძიმეს პირობებში, იატაქვეშ, როგორც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პირველქრისტიანები კატაკომბებსა და სამარხებში, რომლებიც ქრისტიანთა მდევნელ რომაელ ტირანებს ემალებოდნენ.
96. ამ ჭირვების დროს არაერთგული ქრისტიანები ვერ შეძლებენ "ღმერთსაც ემონონ და მამონასაც" (მათე 6:24). რადგან შეუძლებელი იქნება სისტემის პირობებში იმათი ცხოვრება, ვინც მხეცის დაღს არ მიიღებს. დასასრულ, ეკლესია დაემორჩილება ღმრთის ბრძანებას: "გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ" (2 კორინთ. 6:17).
97. თუკი ჩვენ, როგორც ქრისტიანები, არ დავიმალებით "კატაკომბებში", როდესაც მსოფლიოს დაიმონებს ანტიქრისტეს ახალი ბნელი ეპოქა, - ვერ გადავრჩებით! ჩვენ უნდა გადავიდეთ იატაკქვეშეთში. პირველქრისტიანთა ტანჯვა და რომის იმპერიის მიერ მათი დევნა ეკლესიის დაფუძნებიდან პირველ სამ საუკუნეში ძალიან წააგავს იმას, რაც მოხდება ანტიქრისტეს მმართველობის დროს. რადგან პირველსაუკუნეთა რომიც საკმაოდ ანტიქრისტიანული იყო. ამიტომ, თუ გსურთ გაიგოთ რა მოხდება ანტიქრისტეს ბატონობის დროს, უბრალოდ წაიკითხეთ ისტორია და პირველი ეკლესიის ცხოვრების აღწერა რომის იმპერიის პირობებში.
ეკლესია დიდი ჭირვების პერიოდში
98. გასულ საუკუნეებში ძვირფასი, მიამიტი და კეთილი ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ მათ არ უნდა გაევლოთ დიდი ჭირის ეპოქა. მათი აზრით, უფალი შეუძლებელია იყოს სასტიკი და გაბრაზებული, ამიტომ ქრისტიანებს არ დაუქვემდებარებს მცირე გამოცდასაც კი, არ შეამოწმებს მათ რწმენას, რათა სუფთა ოქრო გამოაცალკევოს ნაყალბევისგან, რათა გამოარკვიოს ვინ არის მისი ერთგული სინამდვილეში და ვინ არა (1 პეტ. 1:7).
99. მაგრამ ერთს ვიკითხავთ, - რა უყვარს კარგ მეომარს? - საამაყო შებრძოლება! და რა უყვარს კარგ მორბენალს? - კარგი სარბიელი! მაგრამ, დღევანდელ მორწმუნეებს, ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანებს, ძლიერ გაზარმაცებულებს, რომელთათვისაც ყველაფერი უმნიშვნელო გახდა, არ სურთ მონაწილეობა მიიღონ სრბოლაში, არ სურთ ცხოვრების არანაირი გამოწვევის მიღება, არ სურთ დაექვემდებარონ განსაცდელებს, შემოწმებას, გამოცდას, სიძნელეებს და ჭირვებას! ამიტომაც მათ შეთითხნეს საოცარი და მიამიტური თეორია, რომელსაც მიზნად აქვს ყოველივე ამ სიძნელისგან გათავისუფლება. "დიდ ჭირვებამდე ეკლესიის ზეცად აყვანის" თეორიამ დღეს დიდი პოპულარობა მოიპოვა ქრისტიანთა შორის. ამ დოქტრინის მიმდევრების აზრით იესუ ქრისტე მეორედ მოვა, რათა მკვდრეთით აღადგინოს და აღიტაცოს თავისი ეკლესია, რაც დიდ ჭირვებამდე, ანუ 3-1/2 წლიანი საშინელი დევნულების პერიოდამდე აღსრულდება.
100. ისინი იმედოვნებენ, რომ უფალი მათ გადაიტანს მსუბუქ, ვარდისფერ სანახებში, ბაღებში, სადაც იესუს მფარველობის ქვეშ მოექცევიან. ჭირვებამდე, მანამ, სანამ მოუწევდეთ ტანჯვა-წამების გადატანა თავიანთი რწმენისთვის, სანამ მათი ერთგულება დაექვემდებარებოდეს გამოცდას, სანამ მიიღებდნენ ბრძოლას და იზეიმებდნენ გამარჯვებას, - თურმე ზეცად აღიტაცებიან და თავს აარიდებენ ყოველგვარ დევნულებას.
101. მაგრამ, ვაი, რომ ამგვარი ცრუ დოქტრინით ისინი ვერანაირად აიცილებენ დევნულებას! თუკი ბიბლია ასე ამბობს, მაშასადამე ასეც იქნება! ბიბლია კი სრულიად საწინააღმდეგოს იუწყება! როგორც ეცადონ ადამიანები აირიდონ ტანჯვა, დევნა და მრავალგვარი შევიწროება, მათი სურვილი ვერ განხორციელდება. რამდენიც გინდ ეცადონ განმარტებას, თუ რატომ უნდა აიცილოს ეკლესიამ დიდი ჭირვება - ეს მაინც ასე არ მოხდება! მთავარია ის, რასაც გვასწავლის ბიბლია!
102. თვით იესუმ, როდესაც თავის მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობდა, ბრძანა: "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მათე 24:29-31). აი როგორ მოხდება! განა ყველაფერი ნათელი არ არის? იესუ მოვა დიდი ჭირვების შემდეგ, რათა შეკრიბოს ყველა თავისი რჩეული, ვინც გულში მიიღო ქრისტე და გადაიტანა დიდი ჭირვება.
103. ამგვარად, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ამბობენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ცრუ-კომენტატორები, ცრუ-წინასწარმეტყველები და ბიბლიის ცრუ-თეორეტიკოსები, მათი ტკბილი იგავ-არაკებისა და პაციფისტური წინასწარმეტყველებების საპირისპიროდ, წმიდა წერილი ასწავლის, რომ დიდი ჭირვების ჟამს ეკლესია დედამიწაზე იქნება! ეკლესიამ უნდა გაიაროს დიდი ჭირვება! ასე თქვა დანიელ წინასწარმეტყველმა, ასე თქვა იესუმ, ასე თქვა იოანემ, ასე ამბობს ყველა! დიდი ჭირვების ჟამს ეკლესია, წმინდანები, ქრისტიანები, ღმრთის ერი, უდავოდ დედამიწაზე იქნებიან. უფალს ამ პერიოდშიც შეუძლია შენი დაცვა და გაძლიერება, რადგან მას სჭირდება მოწმეები, თვითმხილველები, რათა უთხრას სამყაროს, თუ რა ხდება. თვით ეკლესიასაც კი ეტყვის იგი, რაც ხდება, რადგან ანტიქრისტე შეეცდება აცთუნოს რჩეულნიც, თუკი შეძლებს.
104. მოდი შევხედოთ წმიდა წერილის მოწმობებს, რომელიც დიდი ჭირვებისა და სატანის მიერ ანტიქრისტეს მეშვეობით ეკლესიის რეპრესირების ამ პერიოდს ეხება: "მე ვიხილე, რომ ეს რქა, - ანუ დანიელის წინასწარმეტყველების მცირე რქა (იხ. დან. 7) - წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა" - ეს იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა გახლავთ. – "მაშინ, - ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, - მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" - ანუ 3-1/2 წელიწადი (დანიელი 7:21, 22, 25).
105. ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს და თქვას - ეს როგორ? როგორ შეძლებს ანტიქრისტე უზენაესის წმინდანების შევიწროვებას? როგორ მიეცემიან ისინი ანტიქრისტეს ხელში, და როგორ დაამარცხებს იგი მათ? თქვენ თუ წარმოგიდგენიანთ როგორ ავიწროვებდნენ ეკლესიას კომუნისტები? თუ წარმოგიდგენიათ, როგორ დათრგუნა მან ქრისტიანობა დედამიწის სხვა კუთხეებში: ჩინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში? მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქრისტიანობა აბსოლუტურად მოკვდა და გავიდა სცენიდან?
არა! ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ საერო ხელისუფლება! მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება განადგურდა! მაგრამ ეს კარგი იყო მათთვის, რადგან განაძლიერებს მათ სულიერად და ააღორძინებს მათ, რამეთუ ღმერთმა ასე დაუშვა.
106. "განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. ... და მე გავიგონე, ... რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში (ანუ 3-1/2 წლიწადში), როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდება" (დანიელ 8:24; 12:7).
107. იესუს მოსვლამდე ქრისტიანული ძალაუფლება განადგურდება! ღმერთი ნებას მისცემს ეშმაკს, ანტიქრისტეს სახით, გაანადგუროს ქრისტიანობის მთელი ძალა, სიმდიდრე და ქონება მთელ დედამიწაზე. ანტიქრისტე გაანადგურებს ქრისტიანულ სამყაროს მთელ მსოფლიოში. და ღმერთი დაუშვებს ეს მოხდეს! ეს შეეხება ყველა ეკლესიას: მართლმადიდებლურს, კათოლიკურს, პროტესტანტულს, - ყველას, აბსოლუტურად ყველას!
107. გამოცხადების 3:14-19 თავებში განდგომილი ლაოდიკიის ეკლესიის აღწერა მკაფიო სურათია დღევანდელი ეკლესიური სისტემისა, რომელიც "არც ცივია და არც ცხელი", არამედ "ნელთბილი", რომელიც ამბობს: "მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო", და ის კი არ იცის, რომ "უბადრუკია და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი". ის ამდაგვარია ღმრთის თვალში! ლაოდიკიის პერიოდის ეკლესია მატერიალურად მდიდარია და მძლავრია სისტემისა და მის საკუთარ თვალშიც, მაგრამ სულიერად სნეულია, უძლურია და მკვდარი! ამიტომაც განიკითხავს მას უფალი და განკურნავს თავისი უსასრულო სიყვარულითა და მოწყალებით.
108. ღმერთი დროებით მთელ სამყაროს შემოაბრუნებს ეშმაკისკენ, და მასაც თითქოსდა მიეცემა ძალაუფლება უფლის წმინდანებზე და დაამარცხებს მათ. "მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. ... და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:5, 7).
"ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა" (რომ. 8:37)
109. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეს მიეცემა უფლის წმინდანთა ფიზიკურად ძლევის უფლება, რადგან ის აშკარად გაანადგურებს ეკლესიის ორგანიზებულ მიწიერ ძალაუფლებას, ის ვერ შეძლებს ეკლესიის სულიერ ძლევას! უფალი ამბობს: "იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11). ალილუია! ერთადერთი ძალაუფლება, რომელიც ჩვენ დაგვრჩება, ღმრთის ძალაუფლება იქნება, დიდება უფალს, და, ვფიქრობთ, მაშინ ღმრთის ძალაუფლება იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე იყო! ეს იქნება სულიწმიდის მადლის უდიდესი ნაკადი, რომელიც ეკლესიას ოდესმე მიუღია!
110. ვფიქრობთ, ეკლესია ანტიქრისტეს ბობოქრობის ჟამს მიიღებს უფრო მეტ მადლს, ვიდრე ადრინდელ, პირველდაწყებით ეკლესიას ჰქონდა: უფრო მეტი აღიარება, უფრო მძლავრი მოწამეობრივი ღვაწლი, უფრო მძლავრი დადასტურება ღმრთის ერთგულებისა, ვიდრე ეს ადრე იყო! განსაცდელიც ხომ არნახული იქნება. "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). მაგრამ, მანამ, უდიდესი უსჯულოების ყვეალზე უმძიმეს და პირქუშ მომენტში, ჩვენ, ზებუნებრივი, საკვირველი სახით დავადასტურებთ ქრისტეს ჭეშმარიტებას და უფრო გავბრწყინდებით, ვიდრე ეს ადრე ყოფილა! "რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება" (ესაია 60:2).
111. "პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფელთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს" (დანიელი 11:32). ადამიანები, რომლებმაც მართლაც იციან უფალი და იესუ ქრისტე, გაძლიერდებიან! - მიუხედავად ანტიქრისტესი, მიუხედავად მხეცის ხატისა, მიუხედავად საშინელი დევნულებებისა! რაც უარესად იქნება საქმე, მით უფრო გადმოიღვრება სულიწმიდის მადლი ქრისტიანებზე, რათა შეეწიოს მათ გაუძლონ ბოროტებას, რომელიც მათ თავს დაატყდება! "ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი" (2 რჯლ. 33:25).
112. "გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა" (დანიელი. 11:33). ქრისტიანთა ძირითადი ამოცანა იქნება გაძლება და ღმრთის ჭეშმარიტების დადასტურება, როგორც ეკლესიის, ასევე მთელი მსოფლიოს წინაშე, და განმარტება მათთვის თუ რა ხდება; ქრისტიანები წინ წაუძღვებიან დაბნეულებს და აღზრდიან მათ სულიერად ვიდრე აღსასრულამდე! ხალხის მასა ნიაღვარივით მოაწყდება მათ გასანათლებლად, ცოდნის მოსაპოვებლად: "რა ხდება? რა მოხდება მომავალში? რა უნდა ვქნათ?" ასე შეჰღაღადებდნენ ისინი მოციქულებს, "რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?" ... "რა უნდა ვქნათ, რომ ვცხონდეთ?" (საქმე 2:37; 16:30), - ასე ეტყვიან ბოლო ჟამის ქრისტიანებსაც.
113. მაშინ ადამიანებს დაეუფლებათ უძლიერესი სასოწარკვეთილება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, მსგავსი იმისა, როგორიც ეუფლებათ მათ პირადი ჭირვების, უბედური შემთხვევების, სნეულებების და უკიდურესი პირადი განსაცდელების დროს; ისინი ასეთ დროს სხვა დროზე უფრო მგრძნობიარენი არიან. ისინი დაინახავენ, რომ არსაიდან არის იმედი, არსაიდან სასოება, რომ მსოფლიო - ჭაობშია და ჯოჯოხეთში იღვრება, იმ ჯოჯოხეთში დედამიწაზე რომ დაატრიალებს ანტიქრისტე! ღმრთის სიტყვა გვამცნობს, რომ ისინი მოვლენ თქვენთან (ქრისტიანებთან) და გთხოვენ მიუთითოთ გზანი უფლისანი! ისინი დაექვემდებარებიან უდიდეს საფრთხეს, მაგრამ რისკის ქვეშ მყოფნი, საიდუმლოდ მოვლენ ქრისტიანებთან, როგორც ნიკოდიმე "რომელიც ღამით მივიდა იესუსთან" (იოანე 3:2).
114. ქრისტიანები, ერთგული მოწმენი და მცოდნენი უფლის სიტყვისა, იმ საშინელ ჟამს უამრავ სულს გადაარჩენენ! რადგან ხალხის მასა დაგიჯერებთ მაშინ, და მრავალი ადამიანი იგრძნობს ცხონების საჭიროებას, ღმრთის სიტყვის წყურვილს, რომელთაც ქრისტიანები დაურწყულებენ. იმ მძიმე ჟამს ერთგული ქრისტიანები შთააგონებენ მილიონობით ადამიანს დედამიწაზე! შეძლებენ აუხსნან მათ, თუ რას უნდა ელოდონ შემდეგში! და ისინიც დაიწყებენ ასეთი ქრისტიანების ძებნას, და ჰპოვებენ; ისინი შეეცდებიან სიმართლის პოვნას, პასუხების პოვნას, და იმ საშინელ ჟამს, ერთგულ ქრისტიანთა მეშვეობით ჰპოვებენ უფალს!
115. დედამიწის ისტორიის ამ უსაშინელეს ჟამს შეკრებილ იქნება სულთა უზარმაზარი მოსავალი უფლის სასუფევლისთვის! სულთა უზარმაზარი მოსავალი, რომელთა შეკრებაშიც უდიდეს წვლილს შეიტანენ იმ ბოლო ჟამის ერთგული ქრისტიანები. ისინი იქნებიან უფლის მოსავლის ამკრეფნი, ისინი მოუთხრობენ ადამიანებს, თუ რა ხდება... ისინი მოუთხრობენ თუ რატომ ხდება ეს ყოველივე, და რა მოხდება შემდეგ; ამცნობენ მათ რომ, თუკი მიიღებენ იესუ ქრისტეს, აიცილებენ ღმრთის რისხვას. და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოიკვლებიან, მაინც აიცილებენ თავიდან მიწიერ ჯოჯოხეთს და ამ ცხოვრებიდან ზეციურ, ღმრთის სასუფეველში გადასახლდებიან!
116. "ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო" (დანიელი 11:35). რისთვის იყო საჭირო ეს ჭირვება? რა მიზნისთვის? რათა გამოცდილიყვნენ ერთგულნი, შემოწმებულიყო მათი რწმენა, განწმენდილიყვნენ ქრისტიანები, გამოსწორებულიყვნენ და ჩამოერეცხათ ცოდვის სიბინძურე! იმისთვის, რათა მომზადებულიყო ზეციერი სიძის პატარძალი მასთან შესახვედრად! "უკანასკნელ ჟამამდე"-ო, ბრძანებს დანიელ წინასწარმეტყვეილ. დიახ, ეს ჟამთა აღსასრულამდე გაგრძელდება, როდესაც იესუ მოვა და ზეცად აიყვანს თავის პატარძალს!
117. თუმცა, ეს ყველაფერი უფლის ერთგულთ ძვირად დაუჯდებათ და იმ დღეს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ქრისტესთვის თავს გაწირავს. ანტიქრისტე შეეცდება ქრისტიანთა აღგვას პირისაგან მიწისა, რადგან ისინი იტყვიან მის მამხილებელ სიმართლეს. ქრისტიანები "შეაგონებენ მრავალთ", გააფრთხილებენ მათ იმის შესახებ, თუ ვინ არის იგი სინამდვილეში. ის თავს უწოდებს მესიას, სამყაროს მხსნელს, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები ვეტყვით მსოფლიოს, ის მხსნელი კი არა - ანტიქრისტეა! ჩვენ ვიტყვით მაშინ: "ნუ მიიღებთ მის დაღს! ნუ შეხვალთ მის სამეფოში! ნუ გახდებით მისი ქვეშევრდომები! ნუ დაუჩოქებთ მას და ნუ ეთაყვანებით!" ამიტომაც ისიც და მისი ძალები მოგვიძულებენ. დაიწყება ქრისტიანთა საშინელი დევნა.
118. ამგვარად, ღმერთი გამოცდის ეკლესიას, რათა იცოდეს, აქვთ თუ არა ქრისტიანთ ჭეშმარიტი რწმენა. სწამთ თუ არა მათ სინამდვილეში, ისურვებენ თუ არა ქრისტეს ჭეშმარიტების დადასტურებას სხვათა წინაშე; თუ გაუცხოვდებიან მისგან და ქრისტეს უარყოფით საკუთარი თავის გადარჩენასა და ძალზედ ხანმოკლე სიმშვიდის მოპოვებაზე იზრუნებენ? უფალი განსაკუთრებით გამოასწორებს და გამოაწრთობს ეკლესიურ ქრისტიანებს, მის მორწმუნეებს, რომლებიც დაუმორჩილებელნი იყვნენ და უფლის იმედები ვერ გაამართლეს. უფლისვე თქმით ის მათ ცეცხლით გამოაწრთობს, "... რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო" (დანიელი 11:35). გამოსცადოს მათი რწმენა, სინამდვილეში არიან თუ არა მზად თავი დასდონ ქრისტესთვის!
119. მაგრამ ჩვენ მოვიპოვებთ უამრავ გამარჯვებას, მოვიპოვებთ უამრავ სულს და სიკვდილისაც არ შეგვეშინდება! ბოლოს და ბოლოს, როდესაც ადამიანი უფლისადმი მსახურებით კვდება, უეჭველად იმკვიდრებს ცხონებას. ამიტომ, რომც მოგვკლან მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ გამოვექეცით ამ უსაშინელეს ჭირვებას! და თუ სიკვდილი მტკივნეული იქნება, ეს მხოლოდ წამით! ღმერთი არასოდეს დაუშვებს, რათა ტანჯვა-წამება გაუთავებლად აუტანელი იყოს: "სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13). მთელი ისტორიის განმავლობაში მოწამეები გალობდნენ, წვავდნენ და ისინი ღმერთს აქებდნენ - იყვნენ ბედნიერნი, სიხარულით სავსენი, თითქოსდა სიკვდილი უმტკივნეულო ყოფილიყო!
120. ამიტომ, როგორც გინდ ვადასტურებდეთ, ცხოვრებისეულ ღვაწლში თუ იესუსთვის გაწეულ მოწამეობრივ აღსასრულში, - რადგან "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის" (იოანე 15:13), - ჩვენ ვცხოვრობთ და ვკვდებით უფლისთვის, სიყვარულისთვის და სხვათა ცხონებისათვის. აი ასე მოიქცევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები სამყაროს აღსასრულამდე, სანამ იესუ მოვა! რადან, უფლის წინასწარმეტყველების თანახმად, ზოგი ჩვენთაგანი აქ დარჩება ყველაზე მწარე დასასრულამდე, ქრისტიანთა საკმარისი რაოდენობა დედამიწაზე დარჩება იმისთვის, რათა გააგრძელოს ძლიერი დადასტურება ქრისტეს ჭეშმარიტებისა, რომ შემდეგ დიდებით იქნას ატაცებულ ცაში უფლის მეორედ მოსვლის შესახვედრად!
121. "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:16, 17). მრავალნი გადარჩებიან თვით უფლის მოსვლამდე, სხვაგვარად ვერავინ დარჩებოდა ასამაღლებელი. ამიტომაც, მრავალი ერი ჯერ კიდევ იმუშავებს უფლისთვის და გადარჩება, რადგან იცხოვრებს რწმენითა და სახარების ქადაგებით. იცხოვრებს ანტიქრისტეს წყეული დაღის გარეშე.
დიდება შენდა უფალო!
122. ეშმაკს არ შეუძლია ყველა ჩვენგანის შეპყრობა! ისინი ვერ შეაჩერებენ ქრისტიანთა დინებას! ანტიქრისტეს არ შუძლია ყველა ჩვენთაგანის მოსპობა, რადგან მსოფლიოში უამრავი ჭეშმარიტად ხსნილი ქრისტიანი იარსებებს და ვერც ეშმაკი, ვერც მისი წყეული დემონები, და ანტიქრისტე, ასევე ცრუ-წინასწარმეტყველი, ყველა მათი მხარდამჭერი, უბრალოდ ვერ შეძლებენ სათითაოდ გამოეკიდონ ქრისტიანებს. უამრავი ქრისტიანი გადარჩება და იხილავს თავისი უფლის ბრწყინვალე და დიდებულ მოსვლას!
123. გარდა ამისა, ღმერთი ზებუნებრივად, საკვირველად, მძლავრად, მრავალი სხვადასხვა სახით დაგვიცავს და დაგვიფარავს, უკიდურეს შემთხვევაში, უამრავ ჩვენგანს, თუ უმეტესობას არა; დარჩენილი ნაწილი კი უფლის ჭეშმარიტებისთვის თავს გაწირავს და მოწამეობრივად დაადასტურებს თავის რწმენას. ქრისტიანთა ქადაგება სულ უფრო და უფრო გავრცელდება, მიუხედავად მათი ბოროტი გეგმებისა ქრისტიანთა მიმართ. ეს იქნება უმძიმესი დღეები, რომელიც კი ოდესმე მსოფლიოს გადაუტანია, ეს იქნება საშინელი დევნულებებისა და მკვლელობების დრო. მაგრამ, მრავალი ჩვენგანი მაინც გადარჩება! უფალმა აღგვითქვა მფარველობა!
124. ღმერთი თვითონ დაგვიცავს უკანასკნელ დღეებში თავისი მძლავრი ნიშებითა და სასწაულებით, თვით ბუნებრივი კატაკლიზმებითა და ურჩხულებითაც კი, რომლებიც ჩვენს მხარეზე იქნებიან და უფალი უსჯულოთა წინააღმდეგ მიმართავს მათ. გამოცხადების მე-8 და მე-9 თავებში მოთხრობილია საშინელ საყვირებზე და თასებზე, საშინელ სამსჯავროზე, უბედურებებსა და ურჩხულებზე, რომლებსაც დიდი ჭირვების ჟამს აუშვებს ღმერთი, გამოიყვანს "უფსკრულიდან", რათა დასაჯოს უკეთურნი, არაცხონებადნი, რითაც მკაცრ გაფრთხილებას მისცემს მათ არ ავნონ იმათ, ვისაც კი ღმრთის ბეჭედი აქვთ შუბლზე. უფალი ეტყვის მათ, რომ "არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე" (გამოცხ. 9:4). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ურჩხულებს უფლება არა აქვთ ზიანი მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ შუბლებზე ღმრთის ბეჭედს ატარებენ!
125. ჭირვების ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ანტიქრისტე და მისი მსახურები თავს დაესხმიან იესუ ქრისტეს მიმდევრებს, ღმერთი მოუვლენს მათ გრიგალებს, მიწისძვრებს, ჭირსა და ურჩხულებს, რათა თავს დაესხან ეშმაკის ხალხს, სატანის სამეფოს და უკეთურებს! ამის გამო მათ იმდენი საზრუნავი ექნებათ და იმდენი პრობლემა ამ მოვლენებისგან, რომ დიდი დროც არ დარჩებათ სათითაოდ დევნონ ქრისტიანები! როგორც უფლის სიტყვა ბრძანებს, "სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ" (2 თესალონიკ. 1:6).
126. ამიტომაც, საყვარელნო, ნუ შეუშინდებით ჭირვებას, თუკი უფალი გიყვართ! ნუ შეუშინდებით 3-1/2 წლიან ჭირვებას! დიახ, ანტიქრისტე ინადირებს ჩვენზე და ანტიქრისტეს მიმდევრები ფეხდაფეხ გამოგვეკიდებიან, შეეცდებიან ჩვენს შეპყრობას, მაგრამ ნება მიბოძეთ გითხრათ, მათ უფრო დააბიჯებენ კუდებზე, და არა მარტო დააბიჯებენ, არამედ შეიპყრობენ კიდეც! რადგან ღმერთი ბევრად უმძლავრესია მათზე; ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი მტერი! "თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 იოანე 4:4).
127. ღმერთი თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებს, კაცებს და ქალებს, მის წინასწარმეტყველებს, მის ერთგულებს მისცემს საკუთარი თავის დაცვის საკვირველ ძალას და მტრის ძალის შეტევის უნარსაც, რათა გადარჩნენ და მეტიც, იქადაგონ ჭეშმარიტება მანამ, სანამ უფალი დაბრუნდება! გამოცხადების 11-ე თავში ნათქვამია, რომ ანტიქრისტეს ძალები ვერ შეძლებენ ღმრთის ერთგულთა ამოჟლეტას, რადგან მათ უფლის საკვირველი ძალები დაიცავენ, მათ ეყოლებათ ორი წინასწარმეტყველი და ორი სასანთლე, - ილია და ენოქი, რომლებიც უმძლავრესად ამხელენ ანტიქრისტეს მზაკვარებას. აპოკალიფსისის თქმით მოიკვლება ყველა, ვინც კი გაბედავს მათ ვნებას, სანამ თავიანთ მისიას არ აღასრულებენ. იკვეთება საოცარი სურათი: ეშმაკს, სატანას, ანტიქრისტეს, მთელ მათ დემონურ-სახელმწიფოებრივ ხროვას შეეჭიდებიან მლოცველი და მმარხველი ქრისტიანები, და ჰოი საოცრებავ, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ძლევენ მათ" (მათე 16:18)! ამ საკვირველ ბრძოლაში ქრისტიანები გაიმარჯვებენ!
128. ანტიქრისტე ვერაფერს გააწყობს მათ წინააღმდეგ, ვერ შეაჩერებს მათ მთელი ამ 3-1/2 წლის განმავლობაში, ვიდრე უფლის მოსვლამდე. აი მაშინ, ანტიქრისტეს, მისი ბობოქრობის ბოლო სამწელიწად ნახევარში მიეცემა ქრისტიანთა მოკვლის უფლება, რათა აღივსოს უსამართლობის საწყაო! და მაშინ, როდესაც ქრისტიანები სიკვდილზეც კი სიხარულით წავლენ, უეცრად გაიელვებს უფალი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, გამოჩნდება მთელი თავისი ბრწყინვალებით, ანგელოზებითა და წმინდანებით, აღადგენს მკვდრებს და აამაღლებს ზეცად! ეს იქნება ძლევამოსილი ტრიუმფი, ძლევამოსილი რევანში, რადგან ჯვარცმულმა ქრისტემ სძლია სიკვდილს და ღმრთის ერთგულებზე ის უკვე ვეღარ მეუფებს.
129. ამგვარად, ჩვენ ღმრთის მფარველობით გავიმარჯვებთ და დიდი ჭირვების თავიდან ბოლომდე გავლით ტრიუმფალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ თავაწეულები და გვირგვინმოსილები ჩავივლით ჩვენი მტრების წინაშე! იმ დროს, როდესაც დაიწყება მათი დასჯა, როდესაც ჯოჯოხეთი დააფჩენს თავის ხახას და იქნება ცოდვილთა ენით აუწერელი მოთქმა-გოდება, რადგან, როგორც ლუკას სახარება ბრძანებს: მაშინ იქნება ცოდვილთა "ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ" (ლუკა 13:28).
ბოლოთქმა...
130. იქნები თუ არა მზად იმ დღეს, როდესაც მიწის შემძვრელი აპოკალიპტური მოვლენები დატრიალდება? გეცოდინება თუ არა რა უნდა აკეთო იმ ჟამს? იქნები თუ არა მზად სულიერად, რათა არა მარტო საკუთარი თავი გადაირჩინო, არამედ დაეხმარო სხვებსაც? შთააგონო მათ ღმრთის სიყვარული და იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდნენ დევნულების დროს რომის კატაკომბებში შეყუჟული ქრისტიანები?
131. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ღმრთის უხილავი ბეჭედი ექნება. ესენი იქნებიან ჭეშმარიტი მორწმუნენი, ნათელღებულნი და მირონცხებულნი, სულიწმიდის ბეჭდის მქონენი, გულში ქრისტეს სიყვარულით ანთებულნი. ეს არის ზეცად ასასვლელი ერთადერთი გზა! ამიტომ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ეს სიყვარული არ განელებია. აპოკალიფსისი ლაოდიკიური სულის ქრისტიანებს, ნელთბილებს აფრთხილებს: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან" (აპოკ. 13:28). შენ კი დააკვირდი შენს თავს - ცხელი ხარ თუ ნელთბილი? ეცადე, ღმერთმა "არ გადმოგაფურთხოს თავის ბაგეთაგან" განკითხვის დღეს!
132. ისწავლეთ ლოცვა, მარხვა, ქრისტიანული ღვაწლი; ისწავლეთ მისი სიტყვა (წმიდა წერილი) და იქადაგეთ ჭეშმარიტება ნებისმიერ ადგილსა და ნებისმიერ ვითარებაში. ნურავისი შეგრცხვებათ, რადგან უფალი ამბობს: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. "ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ... ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. ... ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური" (მათე 10:32-42).
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". 15 მაისი. 2021 წ.