ანტიქრისტე - ჩვენი დამარცხების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ჩვენი დამარცხების შესახებ

წიგნიდან: "სატანიზმი ინტელიგენციისთვის", თ. 17
ქრისტიანთა დევნულება
ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი (წიგნიდან "სატანიზმი ინტელიგენციისთვის". თ. 17).

ახლა თამამად შემიძლია ვთქვა: ჩემი სიმკაცრე რერიხიანობისადმი დაკავშირებულია არა მარტო იმასთან, რომ გულს მტკენს იმის დანახვა, როგორ ატყუებენ და ამახინჯებენ ათასობით ჩემი თანამედროვეს ცხოვრებას, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, თეოსოფიის მოწაფეები ჩემი ერთმორწმუნეების დასჯას დაიწყებენ. ვიცით მახატმებს სწამთ "მხოლოდ მატერიის, როგორც ხილული ბუნების" (Письма Елены Рерих 1929 1938. Т. 1, с. 273). მაგრამ, ამასთანავე, ისიც გვახსოვს, როგორი რელიგიური წარმოდგენების მიხედვით სთავაზობენ თეოსოფები "სახელმწიფო წყობილების აშენებას, რომელიც აღბეჭდილი იქნება რელიგიური კულტის მონიზმით" (Письма Елены Рерих 1932 1955. с. 264). "მონიზმი" არანაირად არ ნიშნავს "უნივერსალიზმს", რომელიც საკუთარ თავში ტოვებს ადგილს ყველა სხვა დანარჩენი მსოფლიო რელიგიის მრავალფეროვნებისთვის. არა, - აპ. პ. სინნეტი, "მახატმის წერილების" მუდმივი ადრესატი, დაბეჯითებით ირწმუნება: "არც ერთი იდეა არ არის იმდენად წარმწყმედელი კაცობრიობის პროგრესისთვის, რამდენადაც ის, რომლის მიხედვითც ნებისმიერი რელიგია თანასწორია სხვა ნებმისმიერი რელიგიის... ეზოთერული სწავლება - აი, ერთადერთი და უდიდესი მსოფლიო რელიგია" (Синнет А. П. Эзотерический буддизм. – М., 1992, с. 124). აღსანიშნავია, რომ ეს "სასწავლო სახელმძღვანელო" დაბეჭდილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტიპოგრაფიაში. თავისებური შარმი აქვს იმასაც, რომ გამომცემლობა, რომელმაც რუსებს აჩუქა "პლურალიზმის" ნიმუში, "სულიერი ერთობის ასოციაციად" იწოდება...

მათი საოცნებო "ერთობა" აუცილებლად დადგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თეოსოფიასა და ოკულტიზმს ეკუთვნის. თვით თეოსოფიის დამფუძნებლები შეიძლება დაივიწყონ, ხოლო მათი სახელები და წიგნებიც ისტორიის დინებაში გაითქვიფონ. მაგრამ, ერთი უდავო "დამსახურება" გააჩნიათ - მათ აჩვენეს, როგორი იქნება იმ ნეოწარმართული მსოფლმხედველობის ნაკვთები, რომელიც ქრისტეანობის უკანასკნელი მოწინააღმდეგე აღმოჩნდება (1).

ქრისტეანობა ლამის ერთადერთი მსოფლმხედველობაა დედამიწაზე, რომელიც საკუთარ ისტორიულ მარცხშია დარწმუნებული. ქრისტეანობამ გვაუწყა ერთ ერთი ყველაზე შავბნელი ესქატოლოგია; მან გაგვაფრთხილა, რომ ბოლოს და ბოლოს, ბოროტების ძალებს მიეცემა ძალა "წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა", და მიეცემა ხელმწიფება, "რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7). სახარება გვამცნობს, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ ეკლესიას, რომ ეკლესია უძლეველია. მაგრამ, "უძლეველობა" უცილობლივ "ძლევამოსილობას" როდი ნიშნავს.

მიწიერი ისტორიის პერსპექტივაში ჩვენ სახარების საყოველთაო-ისტორიული გამარჯვება კი არა, ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობა გვიწინასწარმეტყველეს. დიახ, დროა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რაზეც ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობენ დღევანდელ "ქრისტეანულ საზოგადოებაში" და "ქრისტეანულ კულტურაში" - უკანასკნელი ჟამის, სამყაროს აღსასრულისა და ანტიქრისტეს შესახებ.

ანტიქრისტეს თემა დემოკრატიულ ჟურნალისტიკაში ურცხვ კადნიერებად მიიჩნევა. თვით პუბლიცისტებსაც, რომლებსაც ქრისტეანებად მოაქვთ თავი, ეუხერხულებათ გაიხსენონ ბიბლიის დამამთავრებელი წიგნი - "აპოკალიფსისი". მე უკვე არაფერი მაქვს დასაკარგი. ჩემი ბროშურის გამოსვლის შემდეგ, სადაც ქრისტე მაცხოვრის სახელობის ტაძრის აღდგენის სურვილი გამოვთქვი, "ანტისისტემის" ადამიანებმა (გუმილევის ტერმინოლოგიით თუ ვილაპარაებთ) საბოლოო დიაგნოზი გამომიტანეს: "კურაევს, როგორც ჩანს, წინა აქვს "ჩერნოსოტინური" ნაციონალიზმი და ბანალური, "ველიკოდერჟავული" შოვინიზმი. მასში უკვე ქრება მქადაგებლური ნიჭი - არც ერთი მკაფიო სახე, არც ერთი ბრწყინვალე პარადოქსი. ის უკვე მკითხველს "ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებით" აშინებს, რომელიც იუდეო-მასონთა მოწინააღმდეგეების უსაყვარლესი თემაა. ის უკვე არ ერიდება ხმამაღლა ილაპარაკოს რუსეთისადმი თავისი სიყვარულზე და შოვინისტის მსგავსად, ავადმყოფურად არის დაციკლული დასავლეთის შეხედულებაზე რუსეთის შესახებ. ჯერ ჯერობით ეს ჯერ კიდევ მიყრუებული ბგერებია, მაგრამ დაცემის სიჩქარე აღმასვლის სიჩქარეზე მეტია... ფსკერი ფსკერია და მასში ვარდნა შეიძლება უსასრულო იყოს, თუმცა არა დაუსჯელი..." (Хотяинцев И. Рецензия на книгу «Размышления православного прагматика о том, надо ли строить Храм Христа Спасителя». // Христианство в России. №3, 1995, с. 58) (2).

მაგრამ "ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება" მარტო "იუდეო-მასონთა წინააღმდეგ მებრძოლთა უსაყვარელესი თემა" როდი გახლავთ. ჯერ ერთი, "ახალი მსოფლიო წესრიგი" -ეს არის წმიდა წერილის მიერ ნაწინასწარმეტყველევი საზოგადოება, რომელშიც ქრისტეანთა ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეორეც, ეს არის ყველა ოკულტური მოძრაობის "უსაყვარლესი თემა". მესამე, - მას აშკარად ქადაგებს ყველა მასონური მოძრაობა (რაშიც შეიძლება დავრწმუნდეთ თუნდაც მასონობის აპოლოგეტის, რერიხის მოწაფის, კლიზოვსკის აპოლოგეტური გამოსვლებით (Клизовский А. И. Правда о масонстве. Ответ на книгу В. Ф. Иванова «Православный мир и масонство». – Рига, 1990). და ბოლოს, ეს უბრალოდ არის ისტორიოსოფიული ტერმინი, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ტრადიციულ რელიგიურ საზოგადოებას და აშინებს იმ წყობისგან, რაც XX საუკუნის მიწურულისთვის იქნება მიღწეული.

რადგანაც მე ვარ არა პოლიტოლოგი, არამედ ქრისტეანი ჟურნალისტი, ამ თემაზე არ ვწერ ფუტუროლოგიური აზარტით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს "ახალი მსოფლიო" მალე მოვა. უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ წმიდა წერილი არ საჭიროებს ცენზურას - არც ოკულტურს, არც პროგრესისტულს და არც "ქრისტეან-დემოკრატიულს". წმიდა წერილის მიხედვით "ახალი მსოფლიო წესრიგის" თემა არის საღვთისმეტყველო საკითხი.

"ავიღოთ აპოკალიფსისი... საიდუმლო წიგნი, რომელიც გაშფოთებს როდესაც კითხულობს, გული გიჩერდება იმ მოვლენების წარმოდგენაში, აპოკალიფსისი რომ გიწინასწარმეტყველებს... მისი პირველივე სტროფები გვამცნებს, როგორ მოაწყობენ სამსჯავროს ქრისტეს ეკლესიაზე... არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ აპოკალიფსისი ეს არის არა ქრისტეანული, არამედ პირველქრისტეანული წიგნი... ეს არის წიგნი, რომელიც ტირის და გმინავს..." (Розанов В. В. Уединенное. – М., 1990, с. 398).

აი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ უწინარეს ყოვლისა. აპოკალიფსისი ლაპარაკობს ქრისტეანთა გამოხსნაზე "ამ წუთისოფლის" აუტანელი ტყვეობიდან, და იმის, შესახებ, რომ ანტიქრისტეს გაბატონებაში ძირითადად დამნაშავეები არიან არა "მასონები", არამედ თვით ქრისტეანები, რომლებიც ქრისტეანად ყოფნით დაიღალნენ. აი, რატომ იკლებს ნათელი ამ წუთისოფელში. მათ მოუნდათ იყონ კიდევ ვიღაც, მოუნდათ წარმართული, სულიერი "ეგზოტიკის" გასინჯვა და აი, მიზეზი, თუ რატომ ვრცელდება უკუნი წყვდიადი მთელს დედამიწაზე "მეექვსე ჟამნიდან მეცხრემდე" (წმ. წერილში მრავლადაა სხვადასხვაგვარი სიმბოლური ანარეკლები. ქადაგების სამნახევარი წელიწადი იმისა, ვინც იყო "ნათელი სოფლისა" - სამსაათიანი უკუნი მისი ჯვარცმის შემდეგ - სამნახევარი წელი ანტიქრისტეს მეფობისა დედამიწისა და კაცობრიობის ისტორიის აღსასრულს ("ტაძრის გარე ეზო კი... მიეცა წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:2). "რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (2 ტიმ. 4:3-4)).

აი, მთელი ქრისტეანული აპოკალიპტიკის უმთავრესი ცნობა: ადამიანები თვითონ აირჩევენ ახალ სარწმუნოებას და ახალ მეუფეებს, თვითონ გაუღებენ კარს "ბნელეთის თავადს". და რა ხდის გარდაუვალს ამ უკანასკნელ არჩევანს?

ამისი ერთ ერთი მიზეზი არის სიკეთისა და ბოროტების "ასიმეტრიული შეიარაღება". სიკეთეს არ შეუძლია აირჩიოს მიწიერი პოლიტიკის ზოგიერთი საშუალება და სიკეთედვე დარჩეს. მაშინ როდესაც, პირიქით, ბოროტებისთვის არ არსებობს შეზღუდვები. მას შეუძლია საქველმოქმედო აქციებიც კი მოაწყოს ისე, რომ არ შეცვალოს თავისი ბოროტი ბუნება (მაგალითად, თუ ფილანტროპიულ ღონისძიებებს ისე მოაწყობენ, რომ დაეხმარებიან რა ადამიანებს ერთი მიმართებით, ბოროტებასთან კავშირს განამტკიცებენ სხვა მიმართებით, მათი ცხოვრების სხვა ასპექტებში - მაგალითად, ქველმოქმედთა ამპარტავნების გაღვივებით).

სიკეთე არ შეიძლება ძალდატანებით შეიჭრას ადამიანთა ცნობიერებაში. ბოროტება კი შეუზღუდავია ჰიპნოკრატიაში. ქრისტეანები არ ისახავენ მიზნად ახალი რასის ადამიანთა გამოყვანას გენური ინჟინერიის გამოყენებით. ნეოწარმართობა კი პირიქით, სრულიად მზად არის კაცობრიობის გენურ-სელექციური გადამუშავების დასაწყებად.

გარდა ამისა, ცხადია, რომ ადამიანში ღრმად არის ჩამჯდარი "ჯვრისგან გაქცევა", სურვილი იცხოვროს ღვაწლის, მათ შორის, მცნებათა აღსრულების გარეშე. მეტნაკლები დაჟინებულობით და ხმამაღლა, ჩვენ ყველანი სახეში ვებუზღუნებით ქრისტეს იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც მიმართავს მას დიდი ინკვიზიტორი დოსტოევსკისთან: "გადი ჩვენგან, ხელს გვიშლი!". და ერთხელაც ეს თავის მომაბეზრებელი ბუზღუნი და ჯანყი სრული წარმარტებით დასრულდება, რადგან აღსრულდებიან ჩვენი გულების ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო სურვილები - და მაშინ, "დაგვრჩება ჩვენი სახლი ოხრად".

ადამიანები ცხოვრების ისეთ წესსა და საზოგადოებას აირჩევენ, რომელშიც შეუძლებელი იქნება ქრისტეს პოვნა (ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა ვ. ალექსეევისა და ა. გრიგორიევის ნარკვევი, "ანტიქრისტეს რელიგია", რომელიც ააშკარავებს, თუ რითი შეუძლია ოკულტიზმს თანამედროვე ელიტის მიპყრობა. В. Алексеев и А. Григорьев. «Религия антихриста». – Новосибирск, 1994, сс. 193 212).

ვადები ჩვენთვის უცნობია. სრულიად შესაძლოა, რომ ამჟამინდელი ნეოწარმართული ბუმი ისევე ჩაცხრება, როგორც გნოსტიკოსებისა და არიანელების, ბოგომილებისა და ხლისტების... სრულიად შესაძლოა, რომ "მერწყულის ეპოქის" წინასწარმეტყველები აღმოჩნდებიან მორიგი ცრუწინასწარმეტყველები. მაგრამ, საქმე ამაში როდია, არამედ იმაში, რომ რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო ეკრობა "პროგრესული კაცობრიობა" იმას, რის წინააღმდეგაც გრგვინავს აპოკალიფსისი.

მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ პროგნოზებს. უბრალოდ ასე ლაპარაკობს ბიბლია. და ასე ლაპარაკობს გოეთე: "მე ვჭვრეტ დროებას, როდესაც ადამიანები შეწყვეტენ ღმრთის გულის გახარებას" (ციტ. Ясперс К. Смысл и назначение истории. – М., 1991, с. 156) და მაშინ დადგება აღსასრული.

ბიბლიის ერთ ერთი ძირითადი ინტუიცია იმაში მდგომარეობს, რომ ის ისტორიას აღიქვამს როგორც საღმრთო სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან და ელაპარაკებიან ღმერთი და ადამიანი. თუ ისტორია ვერ შეასრულებს თავის ამ დანიშნულებას - ის დამთავრდება. "ასე გარბის დრო და ყველას მიგვარბენინებს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე..." (ღირ. თევდორე სტოდიელი. преп. Феодор Студит. Наставления монахам, 322. // Добротолюбие. Т. 4. – Jordanville, 1965, с. 432).

ოდესღაც არ მასვენებდა საკითხი: რატომ უნდა დამთავრდეს ისტორია? მთელი ჩვენი ცოდვებისდა მიუხედავად, რატომ არ აძლევს ღმერთი კიდევ ერთ შანსს, შეუბღალავ და უმწიკვლო თაობას? შემდეგ მე დავინახე: ისტორია საჭიროა მანამ, სანამ ადამიანს გააჩნია თავისუფლება. როდესაც არჩევნის თავისუფლება წაგვერთმევა - ისტორიის სარქველები იხურება. მოძრაობა შეუძლებელი ხდება.

ვაკის დაკლაკნილ მდინარესაც შეუძლია კაშხალი წარმოშვას: ჯერ ამ კლაკნილში რამოდენიმე კუნძი ჩაიძირება, მას დაემატება შლამი და ქვიშა. გაჩნდება მეჩეჩი, შემდეგ - ისარა (ვიწრო ნახევარკუნძული). ამის შემდეგ კი შესაძლებელია კაშხალიც გაჩნდეს და სხვა კალაპოტის გაჭრა გახდება საჭირო.

ისტორიის მდინარეც ასეა. თაობიდან თაობამდე სულ მეტი და მეტი ჭუჭყი გროვდება მის კალაპოტში. და ზეცა სულ უფრო და უფრო შორი ხდება. ძნელად გასაგები ხდება კითხვა: "უფალო, რა უნდა გავაკეთო, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?" და კიდევ უფრო რთული იქნება მოსმენილი პასუხის შესრულება... დადგება ისტორიის აღსასრული: აღარაფერი დარჩა აღსასრულებელი... აღარაფერი აღსრულდება. "სახარება -ეს არის ღმრთისა და ადამიანის ისტორია: "ღმერთკაცობრივი პროცესი" და "კავშირი". აპოკალიფსისი თითქოსდა გვერდით მოისვრის ამ "ღმერთკაცობრივ კავშირს" - როგორც უვარგისსა და ყავლგასულს" - წერს ვ. როზანოვი (Розанов В. В. Уединенное. – М., 1990, с. 400).

გარკვეულ ზომამდე მანუგეშებელი იყო იმის მიჩნევა, რომ ანტიქრისტე, ერთგვარი მოუგერიებელი მაგიური ძალით, საკუთარ ხელმწიფებას ძალდატანებით თავს მოახვევს ადამიანებს. მაგრამ უკანასკნელი ისტორიული ტრაგედიის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ "ხალხები ნებაყოფლობით გახდებიან მისი მოკავშირენი" (ღირ. ეფრემ ასურელი) (Преп. Ефрем Сирин. На пришествие Господне. 2. // Творения. Ч. 3. – Сергиев Посад, 1912, с. 139). არადა, იმისთვის, რომ კაცობრიობამ საკუთარინ ნებით გააკეთოს ასეთი არჩევანი, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს ისეთი რამ, რაც მას ამისკენ უბიძგებს. ანტიქრისტე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აირჩიონ და აღიარონ, თუკი ღირებულებათა მისი სისტემა ჯერ კიდევ მის მოსვლამდე გაბატონდება. სახარებას, რომელსაც ოფიციალურად ჯერ კიდევ პატივს მიაგებენ, ცვლის სხვა იდეალი - და მასთან ერთად ადამიანის ადგილს დაიკავებს მასა, რომელსაც თავისი იდეალი მოკლავს.

გ. ვაჰანიანის დასკვნით, "კულტურულ ასპექტში ჩვენი ასწლეული პოსტქრისტეანულია, რადგან ადამიანს უკვე აღარ გააჩნია შესაძლებლობა ქრისტეანი გახდეს. ჩვენი კულტურის ძირითადი რეგულატივები, ანუ ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს თვითშეგნებას, მიუწვდომელს გვხდის სახარებისთვის" (Vahanian G. Kultur ohne Gott?: Analisen und Thesen zur nachchristlichen Ara. – Gottingen: Vandenhoeck a.Ruprecht, 1973, s. 95).

ანტიქრისტეს იმ სამეფოში, რომელსაც აპოკალიფსისი აღწერს, ადამიანს მიეცემა თავისუფალი არჩევანის უფლება აირჩიოს ესა თუ ის კანდიდატი, მაღაზიაში იყიდოს ამა თუ იმ მარკის მაცივარი. მაგრამ, მომავალი საზოგადოება უძლური იქნება პასუხი გასცეს კითხვას: რას ნიშნავს იყო ქრისტეანი.

პასუხი ამ კითხვაზე, უკვე დღესაც კი არ ისმის. დასავლეთში "ქრისტეანად ყოფნაში" გულისხმობენ იმას, რომ იყო "წესიერი მოქალაქე, ბეჯითად იხადო გადასახადები და შეძლებისგვარად ეწეოდე ფილანტროპიას". XX საუკუნის უმსხვილესი პროტესტანტი ღვთისმეტყველი პაულ ტილიხი, კითხვაზე, ლოცულობს თუ არა, პასუხობდა: "არა, მე მედიტაციას ვეწევი" (Шейфер Ф. Современная философия и теология. // Диспут. 1992, январь март. с. 72).

მართლმადიდებლურ ქვეყნებში ამაზე უარესს გიპასუხებენ: "იყო მართლმადიდებელი ნიშნავს - იყო რუსი (ბულგარელი, სერბი, რუმინელი, ბერძენი)"... გავიხსენოთ, ვლადიმირ სოლოვიოვის "სამ საუბარში", რით აცთუნებს ანტიქრისტე ქრისტეანებს "მერვე მსოფლიო კრებაზე" (3).

ვლადიმირ სოლოვიოვის ანტიქრისტეს ოცნებაა ჩაკეტოს მართლმადიდებლობა რიტუალურ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში. თხზულებაში "ანტიქრისტეს შესახებ", რომელიც აგვირგვინებს ვ. ს. სოლოვიოვის "სამ გასაუბრებას", ანტიქრისტე, რომელიც დედამიწის პრეზიდენტად გამოაცხადებს თავს, იმედოვნებს იყიდოს მართლმადიდებელთა კეთილგანწყობა და მათ ასეთი სიტყვებით მიმართავს: "საყვარელო ძმანო! ვიცი, რომ ჩვენს შორის არიან ისეთებიც, რომელთათვის ქრისტეანობაში ყველაზე ძვირფასია მისი წმიდა გადმოცემა, ძველი სიმბოლოები, ძველი საგალობლები და ლოცვები, ხატები და ღმრთისმსახურება. და მართლაც, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ძვირფასი რელიგიური სულისთვის? მაშ, უწყოდეთ, საყვარელნო, რომ დღეს ხელი მოვაწერე განაწესს და დიდძალი სახსრები გამოვუყავი ქრისტეანული არქეოლოგიის მუზეუმს, რათა შეკრიბოს და შეინახოს საეკლესიო სიძველეთა ძეგლები... ძმანო, მართლმადიდებელნო! ვის გულსაც წვდება ეს ჩემი ნება, ვისაც თავისი გულითადი გრძნობით შეუძლია მიწოდოს თავისი ჭეშმარიტი ბელადი და მეუფე, აქ აღმოვიდეს!"...

მახსენდება, რომ იუდეველთა ბრბომაც იგივე გააკეთა, როდესაც ითხოვდა იუდეველთა მეფის დასჯას და თაყვანს სცემდა პილატეს და ამბობდა, რომ არ ჰყავს სხვა მეფე, კეისრის გარდა... ამდენად, სოლოვიოვთანაც გამოყენებულია ეს მომენტი. სოლოვიოვი წერს, რომ როდესაც "იერარქთა უმეტესი ნაწილი, ყოფილ ძველმორწმუნეთა ნახევარი და მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა ნახევარზე მეტი, ბერები და ერისკაცნი სიხარულის ყიჟინით ტრიბუნაზე ავიდნენ ", ადგა მხცოვანი იოანე (4) და ხმამაღლა გააცხადა, რომ "ქრისტეანებისთვის ყველაზე ძვირფასი თვით ქრისტეა".

უკიდურეს შემთხვევაში, მართლმადიდებლობასთან მიმართებაში ანტიქრისტეს პოლიტიკა უკვე ხორციელდება: მართლმადიდებლობა წარმატებით შეჰყავთ ეთნოგრაფიულ-რიტუალურ ნაკრძალში. შეიძლება ვილაპარაკოთ და ვწეროთ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, მაგრამ (პრესასა და სკოლაში) სარწმუნებაზე ლაპარაკი აკრძალულია.

ამასწინათ ერთ ერთ მონარქიულ ყრილობაზე, სადაც ტრიბუნიდან გამუდმებით ისმოდა ტრიადა: "მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ეროვნულობა", შევნიშნე, რომ ჩემს წინ, სამი საკმაოდ სიმპათიური და ინტელიგენტური გარეგნობის ქალბატონი, გატაცებით კითხულობდა წიგნს სახელწოდებით "რუნიკული მაგია", თანაც აშკარად აღიქვამენ მას როგორც "სასწავლო სახელმძღვანელოს". "რუსეთის აღორძინების" ამ აქტივისტებს ვთხოვე, ამ ყრილობაზე მაინც არ გათამაშებოდნენ სატანას. ამაზე საკმაოდ თავდაჯერებულად და მტკიცედ მიპასუხეს, რომ "განა ყველაფრის ცოდნა არ არის საჭირო?! განა ყველაფერს არ უნდა გავეცნოთ?!" მაგრამ, ამ ყველაფრისმცოდნეებს როცა ვკითხე იციან თუ არა "მამაო ჩვენო" - დუმილით მიპასუხეს... თანდათანობით ქრისტეანები ივიწყებენ, რას ნიშნავს იყო ქრისტეანი...

უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში ქრისტეანობა გულმოდგინედ ნადგურდებოდა რაციონალისტური განმანათლებლობით. ღვთისმეტყველები (პროტესტანტები და კათოლიკეები, მათ კვალობაზე კი მართლმადიდებლებიც კი) ცდილობდნენ რაციონალური დასაბუთება მიეცათ ქრისტეანული სარწმუნოებისთვის. მისტიკას კი გულმოდგინედ დევნიდნენ მისგან. საიდუმლოებები "ობრიადებად" გადააქციეს, ხოლო ეს უკანასკნელი "უმეცართა ბიბლიად", ანუ ჟესტების მეშვეობით ბიბლიის განმარტებად გამოაცხადეს. "მაგიზმისგან" (ანუ ენერგიული, ზეციერი მყოფობის მადლმოსილებისგან) "გასუფთავებული" ქრისტეანობა საკმაოდ რაციონალისტური გახდა. როდესაც ევროპელებმა აღმოსავლეთის ასკეტიკა და მისტიკა აღმოაჩინეს (იგულისხმება ინდოეთის მისტიკა - მთარგმნ.) ხარბად დაეწაფნენ მას და არ კი უწყოდნენ, რომ თავისი ასკეტიკა და მისტიკა ეკლესიურ ქრისტეანობაშიც არსებობს.

ეკლესიური ადამიანების რელიგიური შეგნება დღესაც გაკვირვებს თავისი წინააღმდეგობრიობით. როგორც კი იწყება ლაპარაკი მართლმადიდებლობაზე - მას იმწუთასვე "წესთმორწმუნეობას" და "მაგიზმს" აბრალებენ. მაგრამ, იგივე ადამიანი, როდესაც არაქრისტეანულ სამყაროს და წარმართულ-შამანურ პრაქტიკას მიუბრუნდება, იმწამსვე აღიძვრება სურვილით ჩასწვდეს უცნაურ წეს-ჩვეულებათა ეზოთერული აზს და ნებისმიერი საგნის ნებისმიერი "ენერგიით" აღვსების წარმართული პრაქტიკა სასარგებლოდ ჩათვალოს. მრავალმა ეკლესიურმა ადამიანმა არც კი უწყის, რომ მართლმადიდებლობის პროტესტანტიზაციას მართლმადიებლობა ჩიხში შეჰყავს, რადგან განაიარაღებს მას ყოვლითაღჭურვილი წარმართობის წინაშე. საეკლესიო აზროვნების მომავალი მოიაზრება "კულტის ფილოსოფიურ განვითარებაში". გვეყოფა მორალიზატორობა და წესებში მხოლოდ სიმბოლოების დანახვა, ღმრთისმსახურებაში კი - ქადაგებისა. მოგვიახლოვდა იმაზე უფრო საშინელი მტერი, ვიდრე რაციონალიზმია. სანამ ჩვენ იმას დავამტკიცებთ, რომ ჩვენი წეს-ჩვეულებები მაგია როდია, ნამდვილი მაგია მოგვიახლოვდა და მისგან თავი სიტყვით კი არა მადლით უნდა დავიცვათ.

ქრისტეანები, რომლებსაც ხელში მხოლოდ "ეკლესიის ქრისტეანული დოქტრინა" შერჩათ და "ადამიანის უფლებათა ქრისტეანულ გაგებაზე" მსჯელობენ; ქრიტეანები, რომლებსაც ერცხვინებათ "წმიდა აიაზმისა" და მაცხოვრის სიტყვებისა, რომ ლიტურგიაზე პური და ღვინო მის ხორცად და სისხლად შეიცვლება, - წინ ვერ აღუდგებიან ოკულტურ ძალთა შემოტევას. დიახ, სწორედაც რომ ოკულტურ ძალთა და სტიქიათა მოძალებას და არა უბრალოდ პროპაგანდას.

მაგრამ, თუნდაც სარწმუნოების სიტყვებთან და ნიშნებთან მუშაობისას, ჩვენს პოსტმოდერნისტულ, "სათამაშო" ცივილიზაციაში მიმდინარეობს ცნებათა აღრევა. და ეს აღრევა, თუნდაც ყოფით, ჩვეულებრივ პარტიულ პოლემიკაში, ისე ფარულად და შეუმჩნევლად ხდება, რომ ადამიანი ვერ ამჩნევს უცებ ვის მხარეზე აღმოჩნდა. მაგალითად, ეკლესიური (უკვე ანტიეკლესიური - როგორღა გავარჩიოთ?) ჟურნალისტი იაკობ კროტოვი წერს ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც მრევლი მის მიერ დაკავებული ეკლესიის შენობას უთავისუფლებდა არენდატორს: "თემმა თვითნებურად დაიპყრო შენობა და მოაწყო ვანდალიზმის აქტი - როდესაც ტექნიკუმში ყველა ტუალეტი გატეხა " (Кротов Я. Рецензия на статью А. Колпакова «Реванш» (Московский комсомолец, 19.9.94) // Христианство в России. 1994, ј2, с. 61). არადა, ეს უნიტაზები საკურთხეველში იდგა. თუმცა, "ვანდალიზმის აქტად" მიჩნეულ იქნა არა ტუალეტის საკურთხეველში მოწყობა, არამედ ის, რომ მორმწუნეებმა შეწყვიტეს მისი ფუნქციონირება...

ვალერი სენდეროვი ასე მსჯელობს "უსჯულოების საიდუმლოს" შესახებ: "განა ურწმუნონი, ან მწვალებლები იყვნენ ქრისტეანული კულტურის უმთავრესი მტრები: მათი ტალღები თავს ევლებოდნენ "კაცთა ურიცხვ სიმრავლეს", მათ, ვინც არც ცხელია და არც ცივი... გულაღრეულ რაბლეზიანობას არც ღმრთისთვის სცალია და არც სატანისთვის. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ: ჰუმანიზმი, რომელმაც შეცვალა ღმრთის სიყვარული, ქრისტეს სიყვარული! შუასაუკუნეების მკვეთრი მობრუნება ძველი აღთქმისკენ... მაგრამ, ეს მხოლოდ ისტორიული ადაპტაციის შეჯამებაა, სახარების ფაქტიური გადაწერაა, რომელიც აუტანელია მათთვის, ვინც "მხოლოდ ნელთბილია". შემდეგ რა ხდება უკვე ცნობილია. ქრისტეანობა "აღაშენეს" ახალ, კომფორტულ და უსაფრთხო დონეზე. როგორც ჩანს, ტილიხს ეკუთვნის ფრაზა მოსახერხებელ, მყუდრო ღმერთზე, რომელიც არაფერს ითხოვს, ყოველთვის მზად არის შენს გადასარჩენად, თუნდაც გადარჩენა სულაც არ გინდოდეს... ხოლო "უცებ თავს დატეხილი ჭეშმარიტების გამოელვება" გაქრა და სადღაც ისტორიულ წყვდიადში აითქვიფა. ის აღელვებდა ორიოდ ახირებულ ადამიანს, ის იყო ატავიზმი კეთილ ქრისტეანებს შორის, რომლებიც ოლიმპიური სიმშვიდით, საქმიანი პუნქტუალობით აღნიშნავდნენ კეთილი ღმერთის აღდგომას, რომელიც არის ჯანმრთელობის, ოჯახური სიმყუდროვისა და კომერციული წარმატების გარანტი..." (Сендеров В. После абсурда. Христианство в эпоху безвременья. // Русская мысль. 3.11.92).

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ანტიქრისტეს სამეფო სასწაულებრივად როდი დამყარდება. ის ჯოჯოხეთის უფსკრულიდან არ ამოხეთქავს და ჩვენს სამყაროში არ შემოიჭრება. ის თანდათანობით ყალიბდება ადამიანთა საზოგადოებაში.

ანტიქრისტეს ის სახეები, რომელთაც ბიბლია გვიხატავს, პოლიტოლოგიის ენაზე რომ გადავიტანოთ, დავინახავთ, რომ ჯერ ერთი, ეს სამეფო ეკუმენისტურია. ეკუმენისტური იმ გაგებით, რომ მოიცავს "ოიკუმენას", ანუ იმ კულტურის სამყაროს, სადაც ცხოვრობენ ან შეიძლება ცხოვრობდნენ ქრისტეანები. ანტიქრისტეს სამეფო შეიძლება იყოს სრულიად გლობალური - და მაინც არ მოიცავდეს დედამიწის იმ რაიონებს, იმ ერებსა და ქვეყნებს, სადაც ქრისტეანული ეკლესიები არ არის. ბოლოს და ბოლოს, თუკი იქ ძე ღმრთისა ისედაც უარყოფილია, უცნობია ან დავიწყებულია - მათ დასაპყრობად და დასამორჩილებლად დასავლურმა ანტიქრისტეანულმა ძალებმა დრო და ენერგია რაზედ უნდა ხარჯონ?!

რატომ ვლაპარაკობ "დასავლურ" ძალებზე? იმიტომ, რომ ანტიქრისტეს სამეფო მაინც საკმარისად გლობალური იქნება. ხოლო გლობალური მართვა საჭიროებს უმაღლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, ასევე გულისხმობს საკმაოდ განვითარებულ მმართველ აპარატს. სწორედ დასავლეთურმა ცივილიზაციამ შეიმუშავა გლობალური და კირკიტა ხელისუფლების ტექნოლოგიები. არც ერთი წინა "მსოფლიო" იმპერია არ ფლობდა იძულებისა და მართვის ისეთ მძლავრ აპარატს, რომელიც მართლაცდა შეძლებდა თავისი პროვინციებისა და მოქალაქეების ცხოვრების გაკონტროლებას. უკეთეს შემთხვევაში ის იზღუდებოდა ადგილობრივი ელიტის ცხოვრების კონტროლით. მაგრამ, ობივატელისთვის თითქმის არ ჰქონდა მნიშვნელობა - სად წავიდოდა მისი გადასახადი.

თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში აღმოცენდა მართვის ისეთი ტექნიკა, რომელიც ხელისუფლებს პრაქტიკულად შესაძლებლობას აძლევს მოიპოვოს სრული ინფორმაცია თავისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა სფეროსა და მხარეზე. ასევე, შესაძლებლობას იძლევა მყის მიაწოდოს ინფორმაცია აღმასრულებელთ უზენაესი ხელისუფლების განკარგულებათა შესახებ (გოგლის დროის, როგორც ერთ რუსულ გამოთქმაშია, პეტერბურგიდან, რომელიც იმპერიის საზღვარზე იმყოფებოდა, ზოგიერთ ქალაქამდე "хоть три года скачи – не доскачешь").

გარდა ამისა, უკანასკნელი ასწლეულების ეკონომიკის განვითარებამ ადამიანი ეკონომიკურად სრულიად დამოკიდებული გახადა სახელმწიფოზე. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იყო გლეხური "ნატურალური მეურნეობის" განადგურება და რეგიონალური ბაზრების შექმნა. ადამიანს, რომელსაცა ქალაქთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა არა აქვს, უკვე უჭირს ოჯახის რჩენა. შემდეგი ნაბიჯი - ეს არის საერთაშორისო ბაზრების შექმნა. ქალაქი ან ოლქი, რომელიც არ მონაწილეობს საერთაშორისო კოოპერაციებში, კოტრდება და კარგავს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. დასასრულ, XX საუკუნეში ყალიბდება მსოფლიო ეკონომიკური სისტემა - ამჯერად კი უკვე მთელი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ბაზრის კანონებით თამაშზე უარს იტყვის, თავის დამოუკიდებლობას და თვითმყოფადობას ვერ დაიცავს.

ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით - ეს არის უკიდურესად ქმედითი სისტემა. მაგრამ ის იწვევს ერთ შედეგს, რომელიც შეიძლება ისტორიის აღსასრულისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს: ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვევას. მისი გარესამყაროზე დამოკიდებულების ხარისხი კი არ კლებულობს, არამედ მრავალჯერადად იზრდება. თანამედროვე ადამიანს ემუქრება საშიშროება, რომელზეც "ტრადიციული საზოგადოების" წევრი მოქალაქე ადრე არც კი ფიქრობდა. ის დამოკიდებულია არა მარტო ამინდსა და სტიქიაზე, არამედ საწვავისა და გაზის, სითბოსა და ენერგიის, ახლა კი ინფორმაციის მოწოდებაზეც. ერთ ერთი არტერიის გადაკეტვა, რომელიც კვებავს ადამიანის საცხოვრებელ ბინას, ქალას, ოლქს, ქვეყანას, გამოიწვევს მის ბინადართა ამოჟლეტას ისეთ ბუნებრივ პირობებშიც კი, რომელიც გაამდიდრებდნენ ტრადიციულ მეურნეობას.

დღეს ქრისტეანები არცთუ იშვიათად ხედავენ საშიშროებას სასაქონლე ნიშნებში (კოდებში), რომელსაც "ანტიქრისტეს ნიშანს" უწოდებენ ან კიდევ ელექტრონულ საკრედიტო ბარათებში. გწამდეს ის, რომ რაღაც შტრიხებს და ნიშნებს ძალუძდეთ ადამიანის სინდისზე ზემოქმედება -ნიშნავს დაუშვებლად ბევრი მისცე მაგიასა და კერპებს, არადა ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ "კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორ. 8:4). მაგრამ ელექტრონული ვაჭრობა მაინც შეიცავს გარკვეულ საშიშროებას. უმცირესი ნავაჭრიც კი ადვილად კონტროლირებადი ხდება. მომხმარებელთა საზოგადოებაში ყიდვა-გაყიდვა ადამიანური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. და ელექტრონული ფული მას სრულიად გამჭვირვალეს ხდის.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფოში კვლავ გამოჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი იდეოლოგიური პრიორიტეტები და მის მისაღწევად მოქალაქეთა საზოგადო და კერძო ცხოვრების გამაკონტროლებელ, თანამედროვე საშუალებებს ირჩევს. საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო ნებაყოფლობით-იძულებითი შეწირულობანი "სახელმწიფო სესხის", "ობლიგაციების" და სხვადასხვა "ნებაყოფლობით" საზოგადოებათა ანგარიშებზე შენატანების სახით. თუ ვინმე თავს არიდებდა "დოსააფის" (ДОСААФ) შეწირულობას, ერთგვარი ჩრდილი ადგებოდა მოქალაქესა და სახელმწოფოს შორის ურთიერთობას. მაგრამ, საბჭოთა ტოტალიტარული სინამდვილე მომავალი, "ახალი მსოფლიო წესრიგის" აჩრდილია.

და აი, ამ ახალ მსოფლიოში, უცებ, სტიქიური უბედურების ან ტერორისტული აქტის შედეგად, ვთქვათ, იღუპება ლამას სასახლე ლხასაში. არქიტექტურის უდიდესი ქმნილება, ტაძარი, რომელსაც, როგორც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე ძეგლს, იუნესკო იცავს. ყველა მასობრივი საინფორმაციო საშულაება, და ცხადია, მთელი კაცობრიობა შოკშია. ჟურნალისტები მზად არიან აღადგინონ უდიდესი სიწმინდე. ეხმიანება რა მოქალაქეთა სურვილებს, მსოფლიო სახელმწიფო თვითონ ან რომელიმე არაოფიციალური, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი ფონდის მეშვეობით იწყებს ფულის შეგროვებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბუდისტური სიწმინდის აღსადგენად. ყოველმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს სულ მცირედი თანხა - ერთი დოლარი. მაგრამ, შეუძლია თუ არა ქრისტეანს გაიღოს წყალობა წარმართული ტაძრის ასაშენებლად?

და თუ ელექტრონული ფული ცხადად მეტყველებს, რომ ლხასის აღდგენის ფონდში სასურველი დოლარი მას არ გადაურიცხავს, მისი რელიგიურ-პოლიტიკური საიმედოობა იმწამსვე საეჭვო გახდება. ის თავს გამოააშკარავებს, როგორც არარჯულშემწყნარებელი და არასაკმარისად გახსნილი ადამიანი, აქედან კი, პოტენციური აგრესიის წყაროდ გამოცხადდება (თანამედროვეობის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან სექტას, - რონ ჰაბარდის საიენტოლოგიას, სპეციალური ტერმინიც კი აქვს ამგვარი ადამიანებისთვის: "უსიამოვნებათა პოტენციური წყარო"). მისი კერძო და საზოგადოებრივი ცხოვრების გართულება უკვე მმართველობითი ტექნიკის საქმეა. მაგალითად, თუ ის მეცნიერია -ყოველთვის შეიძლება უარი უთხრა გრანტებზე, მომავალი წლის სამეცნიერო სტიპენდიებზე. კერძო ბინზესის სფეროში დასაქმებაც კი ვერ უშველის მას. ამერიკული "ანტიდიფამაციური ლიგა" აჩვენებს, რამდენად ეფექტურად არის შესაძლებელი თვით თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი ნებისმიერი სამსახურიდან გააძევო ადამიანი, რომლის შეხედულებები ებრაელთა საკითხთან დაკავშირებით ლიგამ არასაკმარისად ფილოსემიტურად ჩათვალა.

მაშ, შეიძლება კი დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ამ რეალურად არსებულ და მტკიცე ბერკეტს არაკეთილმოსურნეთა ხელი არ დაეუფლება?

XX საუკუნის შუალედში ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი ბუნებისმეტყველ მეცნიერთა ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე. ყოველი აღმოჩენა როდია ისეთი ნეიტრალური, რომ შეიძლებოდეს მისი მოწონება და არ დავფიქრდეთ იმაზე რა მოხდება თუ ის სინდის-ნამუს გარეცხილი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება. თანამედროვე ქრისტეანული ესქატოლოგია სულ უფრო და უფრო დაჟინებით გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობის ისტორიას არ შეუძლია მოგვცეს რაიმე გარანტი იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანთა ქცევისა და მასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბების, მისი მართვისა და კონტროლის თანამედროვე და დახვეწილი ტექნოლოგიები, ერთხელაც კაცობრიობას ტრაგიკულად არ შემოუბრუნდება.

დავუშვათ, რომ თანამედროვე დემოკრატია მართლაც უმრავლესობის ნებით იმართება. მაგრამ ეს უმრავლესობა თვითონ კი არ გამოიმუშავებს საკუთარ შეხედულებებს, მათ შორის რელიგიურსაც. შეხედულებები, რომლებიც მას თავისი ჰგონია, მასობივი საინფორმაციო საშუალებებით მიეწოდება.

და აქ არის კიდევ ერთი ზღვარი, რომელიც პრინციპულად განასხვავებს "ახალი საუკუნის" საზოგადოებას ტრადიციულისგან. ინფორმაციულ ცივილიზაციას ძალუძს გამოძერწოს ადამიანთა მსოფლმხედველობა. შემთხვევითი როდია, რომ "კულტურული რევოლუცია" ეს არის ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის უპირველესი მასობრივი აქცია. ყველა ადამიანს უნდა ვასწავლოთ წერა-კითხვა - რათა ყველას შეეძლოს სამთავრობო გაზეთების კითხვა და ყველა ადამიანის გონების "გარეცხვა" იყოს შესაძლებელი.

"კულტგანათლება" ადამიანთა "მსოფლიო კულტურის კლასიკასთან" ზიარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ სააგიტაციო პროდუქციის მომხმარების უნარების გამომუშავებას (იგივე მიზნებს ემსახურება, მაგალითად, მოსახლეობის კომპიუტერიზაცია, ინტერნეტი, ტელევიზია და ა. შ. - მთარგმნ.). საბოლოოდ, მისი მიზანია კიდევ უფრო დააშოროს ადამიანი იმავე კლასიკას, ამოიყვანოს ის ცხოვრებისა და ღირებულებათა ტრადიციული სისტემის გარემოდან...

XX საუკუნის "კულტურული რევოლუციის" გზით (რომლის რეპეტიციები XIX საუკუნის გერმანიასა და საფრანგეთში "კულტურკამპფისა" და "სეკულარიზაციის" კამპანიის დროს დაიდგა) მსოფლიოში ახალი საზოგადოებრივი წყობა შემოვიდა. წინა ისტორიამ იცოდა ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც აკონტროლებდნენ თავიანთი მოქალაქეების გარეგან, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ რწმენის და მსოფლმხედველობის სფეროში ითხოვდნენ მხოლოდ ლოიალობის გარეგან გამოხატულებას. გაზეთებისა და "კულტგანათლების", ასევე რადიოსა და მასობრივ პარტიათა სამყარომ ახალი, ტოტალიტარული საზოგადოება ჩამოაყალიბა. ეს საზოგადოება კი უკვე რეალურ თანამოაზრეობას ითხოვს.

ანტიქრისტეს სამეფო პოლიტოლოგიის კატეგორიებში შეიძლება არა მარტო გლობალურად ან ავტორიტარულად იწოდოს. ის ამავე დროს ტოტალიტარულია, რადგან პრეტენზიას აცხადებს გააკონტროლოს მოქალაქეთა შეხედულებები. აპოკალიფსისი ამას გამოხატავს ცნობილი ფრაზით გამოსახულების შესახებ, რომელსაც ანტიქრისტე ადამიანის შუბლსა და მარჯვენა ხელზე დაადებს (იხ. გამოცხ. 13:16, 17). მარჯვენა -ქმედების სიმბოლოა; შუბლი - აზროვნებისა.

ამომრჩეველთა ხმა დამოკიდებულია მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა აზრზე. მაგრამ, თვით მსს - ვისზეა დამოკიდებული? ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და გაზეთების რედაქტორებსაც ხომ არ ირჩევს მოსახლეობა?! "ტელემაყურებელი ხმას აძლევს ღილაკის მეშვეობითა და პროგრამის გადართვით"? მაგრამ, პოლიტიკური და ზნეობრივი მოტივებით, ის ძალზედ იშვიათად მიმართავს "ხმის მიცემის" ამ ფორმას -ძირითადად ის უფრო "მძაფრსა" და "საინტერესოს" ეძიებს. ასე, რომ ფულისა და პროფესიონალიზმის დაბანდების პირველდაწყებითი დონე სრულიად იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას ისეთი მსოფლმხედველობის ტელეარხი, რომელიც ტელემაყურებელთა უმეტესობისთვის აშკარა სახით მიუღებელი იქნება, მაგრამ რომლითაც თანდათანობით მიაჩვევენ მათთვის ახალ აზროვნებას (5).

სეკულარიზაციის თითქმის სტიქიური პროცესი, რომელიც დასავლეთში ასწლეულებია მიმდინარეობს, აქტიურად მოირგო XX საუკუნის საინფორმაციო ელიტამ. ეს კი ნიშნავს, რომ "დემოკრატიული ხმის მიცემის" მექანიზმი, არანაირად შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მომავალში ხელისუფლებისკენ ანტიქრისტეანული ჯგუფი არ გაიჭრება.

მიწიერი ისტორიის პლანში ქრისტეანობა წააგებს თუნდაც იმიტომ, რომ ტელევიზიასთან შეჯიბრში შეუძლებელია ეკლესიამ არ წააგოს (ანტიქრისტეანულ ძალთა ისეთი მასობრივი ზეწოლა, როგორსაც დღეს ტელევიზია ახორციელებს, არც ხრუშჩოვის პერიოდს და არც ბრეჟნევის პერიოდს არ ახსოვს). ათეისტურ საზოგადოებას შესაძლებლობას არ მისცემენ გადავიდეს მართლმადიდებლობაში. მას სადღაც წარმართობაში გაჩხერენ. ამისთვის მთელი რიგი საშუალებები არსებობს. ერთ ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ პოსტქრისტეანული საზოგადოება ვერ ითმენს, რათა მისმა წევრებმა გულთან ახლოს მიიტანონ ნებისმიერი, განსაკუთრებით კი საეკლესიო შეხედულებები.

ერთხელ რუსეთში ამერიკელ პროტესტანტთა მისიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ რუსეთში არ არსებობს ტრადიციული პლურალიზმი, რომელშიც აღიზარდა ამერიკა. პასუხი საკმაოდ მოულოდნელი იყო: საიდუმლოდ მითხრეს, რომ ამერიკაში პლურალიზმის ნასახი დღესაც არ არის. პლურალიზმი ხომ სხვა ადამიანის შეხედულების პატივისცემას ნიშნავს. ამერიკაში კი მასმედია ნებისმიერი შეხედულების გამოთქმას, რომელ საკითხთან დაკავშირებითაც უნდა იყოს, - ცუდ ტონად მიიჩნევს. ის "პლურალიზმი", რომელიც დღეს ამერიკაში ყალიბდება, ასე დაახასიათა სტენფორდის უნივერსიტეტის ერთმა ქრისტეანმა სტუდენტმა: "თუ მე შევეცდები "სხვას მოვახვიო ჩემი აზრი", ნებადართულ ჩარჩოებს გადავალ. ქრისტეანთა მიმართ ლოიალობას იჩენენ, მაგრამ სამაგიეროდ მათგან მდუმარე თანხმობას ითხოვენ" (Jones P. The Gnostic Empire strikes back. – Phillipsburg, 1992, p. 86). თუ ქრისტეანი შეეცდება და გააკრიტიკებს ჰომოსექსუალიზმს ან აბორტებს, მას სწრაფად მიუჩენენ ადგილს და არაკორექტულობისთვის დასჯიან. მას, ვინც დღეს "ვიწრო" ქრისტეანულ შეხედულებებს მისდევს, წარმატებული კარიერის ნაკლები შანსი აქვს.

"საგნებს და მოვლენებს ფართოდ შეხედეთ! ერთი კონკრეტული პოზიციით ნუ ჰკრავთ საკუთარ თავს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით". პლურალიზმმა საზოგადოებიდან უნდა ამოქაჩოს ყოველი, ცალკეული ადამიანი - ყოველი კაცს ერთსა და იმავე დროს, რამდენიმე ღმრთისა უნდა სჯეროდეს. ვ. როზანოვი ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშნავდა, რომ ნორმატიულ ინტელიგენტს "დილით ნიცშესი სწამს, ნაშუადღევს -მარქსის, საღამოს კი - ქრისტესი". ჩესტერტონმა "შეხედულებათა მსგავს ჰორიზონტს" რიჩარდ უაიტის პერსონაჟით დასცინა, რომელიც, "ამასწინათ გახდა მორწმუნე, მაგრამ სარწმუნოებას ყოველკვირეულად იცვლის" (Честертон Г. К. Исключительная изобретательность Еноха Оутса. // Избранные произведения в 4 х томах. Т. 3. – М., 1994, с. 56).

ცრუქრისტეანული აჩრდილის მოახლოვებაზე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გვაფრთხილებდა ხომიაკოვი: "სამყარომ დაკარგა რწმენა და სურს ჰქონდეს რაიმე რელიგია; ის უბრალოდ, ზოგად რელიგიას ითხოვს". სწორედ "რამენაირი" რელიგიურობის ეს ფორმა დღეს სულ უფრო და უფრო გვეხვევა თავს. ძნელია იპოვო სკოლის მასწავლებელი ან ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ თავზე არ იტყვის, რომ იპოვა გზა, რომლითაც ერთმანეთს შეუხამებს "მართლმადიდებლობის სულიერებას" და "აღმოსავლეთის სულიერ სიბრძნეს". საერო "განმანათლებელთა" ურყევ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ყოველგვარ "სულიერებაში" არის სიკეთე, თავისი წვლილი შეაქვს "მერწყულის ეპოქის" დადგომასა და გამარჯვებაში...

შინაგანი პლურალიზმის ასეთი რელიგია, რელიგიური "მსგეფსისა" და სულიერი უგემოვნობის რელიგია გახდება სწორედ მომავლის საყოველთაოდ სავალდებულო სარწმუნოება. დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორც ცნობილია, პლურალიზმთან დაკავშირებით ორი აზრი არ შეიძლება იყოს. მაგრამ, საქმეც ხომ იმაშია, რომ შეიძლება პატივი მიაგო და დააფასო სხვათა სარწმუნოება, მაგრამ უნდა იყო თვითმყოფადი.

მიუხედავად ამისა, სიცოცხლე შეხედულებათა გარეშე (კ. გ. იუნგის დიაგნოზით, ასეთი ცხოვრება შობს სწორედ შიზოფრენიას) ნორმად ჩაითვლება. ხოლო ადამიანი, რომელსაც რელიგიური შეხედულებები გააჩნია და მზად არ არის ყოველი გაზეთის გამოშვებისთანავე ან ყოველი ახალი მოსაუბრის გამოჩენისთანავე შეიცვალოს თავისი შეხედულება, განხილულ იქნება როგორც საზოგადოებრივი წყობისთვის საშიში პიროვნება. თანაც, ჯანსაღ და ნორმალურ მდგომარეობად მიღებულ იქნება ყოვლისმორწმუნეობა, მაშინ როდესაც, სახარებისადმი განსაკუთრებული ერთგულება შეფასდება როგორც "ზეფასეული იდეებით" შეპყრობილობა. შესაბამისად, სახარებით ასეთი "შეპყრობილი" ადამიანი განხილულ იქნება როგორც აგრესიის წყარო. XX საუკუნის გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ თუ რითი დამთავრდება ეს ყოველივე. გ. კ. ჩესტერტონის რომანში "სფერო და ჯვარი" ანტიქრისტე, რომელიც მსოფლიოში გაბატონდება, გაატარებს თავის კანონპროექტს. ამჯერად ორგანიზებულია სამედიცინო პოლიცია. და თქვენ რომც გაიქცეთ, ნებისმიერი პოლიციელი დაგაპატიმრებთ, რადგან, ნორმალურობის ცნობა არ გაგაჩნიათ" (Честертон Г. К. Шар и крест. // Приключения' 90. – М., 1990, с. 369). თეოსოფიური საძმოები ხომ არ დაიწყებენ "ნორმალურობის" ამ ცნობის გაცემას?

თეოსოფიურ მოძრაობათა ენთუზიაზმი გადავა, მაგრამ მათი მიმდევრები, რომლებიც ფართოდ წარმოადგენენ სინკრეტულ ეკლესიას, გაიხსენებენ, რომ დამფუძნებელ დედათა მცნებებში არსებობს მითითება იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთსულოვნებისა და ერთობის შენარჩუნება. როგორც კი სახელმწიფოს საგანმანათლებლო, კულტურული, რელიგიური და საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენის უფლება მიეცემათ, მოქალაქეებსა და ხელისუფალთაც იმის მტკიცებას დაუწყებენ, რომ მხოლოდ თეოსოფიის რჯულშემწყნარებელ და ყოვლისგამაერთიანებელ, ზომიერად პატრიოტულ და სრულიად უნივერსალურ სისტემას აქვს არსებობის უფლება თანამედროვე საზოგადოებაში.

"შუასაუკუნეობრივი გადმონაშთები" შეწყნარებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პრეტენზიას არ განაცხადებენ ერთადერთობასა და მათ უცილობლივ ჭეშმარიტებაზე. ცხადია, ყოველს აქვს უფლება ილოცოს და სწამდეს ისე, როგორც სურს... მაგრამ რელიგიური ყოვლადერთიანობისკენ მკაფიოდ გამოხატული საზოგადოებრივი მისწრაფების წინააღმდეგ საკუთარი საჯარო დაუთანხმებლობის გამოთქმა აკრძალულია. გწამდეს როგორც გინდა, - მაგრამ სხვა სარწმუნოებებთან პოლემიკაში არ შეხვიდე. უფრო ზუსტად, პოლემიკაც დასაშვებია - ოღონდ პლურალიზმის პოზიციებიდან, თანაც მხოლოდ იმისთვის, რათა ფანატიკოსთა (ვიღაც კრიშნაიდებს ან ძველმოწესეებს) აიძულო გაიფართოვონ თავიანთი ცნობიერება და უარყონ ის დოგმები, რომელთაც მათი სარწმუნოება ასწავლის და რომელთაც საზოგადოების რელიგიური გაყოფა შეუძლიათ.

ამიტომ, სწორედ რჯულშემწყნარებლობასა და სინკრეტიზმისთან დამოკიდებულება უნდა გახდეს საზოგადოებრივი და სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის ერთადერთი კრიტერიუმი. თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფი ზოგადრელიგიური "სინთეზისადმი" ენთუზიაზმს არ იჩენს, სახელმწიფო იპოვის მეთოდს ამ ჯგუფის მიმართ გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება. იმ რელიგიურ მიმართულებებს, რომლებიც გააგრძელებენ წინააღმდეგობას და საკუთარი ეროვნული ან რელიგიური განსაკუთრებულობის ქადაგებას მიჰყვებიან, იძულებულს გახდიან მიიღონ უფრო დემოკრატიული და შემწყნარებლური პოზიცია. მშვიდობა კაცთა შორის არის უზენაესი ღირებულება და იმისთვის, რათა ომი არ იქნეს დაშვებული, ისეთი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს რელიგიათშორისი მშვიდობისთვის, რომ ზოგიერთი კონფესიისგან ქვა ქვაზე აღარ დარჩება... "ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ განყოფის წინააღმდეგ" (Письма Елены Рерих 1929 1938. Т. 2, с. 291).

უკვე დღესვე არის შესაძლებელი მომავლის მოციქულთა გარჩევა - ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ შეგნებით, რომელიც ხვალ მასობრივი იქნება და გაბატონდება ანტიქრისტეს საუკუნეში... "როგორ შეაფასებდით თანამედროვე რელიგიურ სიტუაციას რუსეთში?" - ეკითხებიან, მაგალითად, გ. რორმოზერს, ი. შტრაუსის ყოფილ მრჩეველს. პასუხად გვესმის, რომ ბ-ნი მრჩეველი ყველაზე მეტად შეშფოთებულია რუსეთში ეკლესიის აღორძინებით; "რაღაც თვალში მეცა. ბოლო ორი წელია ტელეეკრანებზე ვხედავთ გამოსახულებას, რომელიც დასავლეთში, უპირველეს ყოვლისა გერმანიაში, დაბნეულობას იწვევს. ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც სანკტ-პეტერბურგია, ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი სანთლებით ხელში მარშირებდეს პატრიარქის წინამძღოლობით... მრავალი იმისგან იქნება დამოკიდებული, შესძლებს თუ არა ორთოდოქსული ეკლესია ნამდვილად ააღორძინოს და დაამტკიცოს თავისი მონოპოლური მართლმემკვიდრეობა. თუ შესძლებს, ეს საბედისწერო შედეგებამდე მიგვიყვანს" (Диспут. 1992, Январь март. с. 86 87).

აი კიდევ, ანტიქრისტეს ისტერიის შეპყრობილი სხვა რუპორი: "დღეს რელიგიური რენესანსი - ყველაზე საშინელი და ჯეროვნად შეუფასებელი საშიშროებაა იმ გლობალურ საშიშროებათა შორის, რაც წინ გველოდება... საკუთრივ ამაშია ისტორიაში რელიგიის როლი, ის ახდენს აგრესიის კანალიზაციას, მიმართავს მას" (Назаретян А. Похороны богов. Либо они состоятся, либо цивилизация погибнет. // Огонек. ј27, 1995). პატივცემული ფსიქოანალიტიკოსის სიტყვებიდან გამოდის, რომ რელიგიას საქმე აქვს მხოლოდ აგრესიასთან, ხოლო აგრესია ადამიანში გაქრება თუ მას თვით რელიგიის წინააღმდეგ მივმართავთ... რელიგიის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის გამოცდილებამაც კი ვერაფერი ასწავლა "ექსპერტს". როგორც ჩანს, მისი პირადი სიძულვილი სახარებისადმი იმდენად დიდია, რომ არ სურს აშკარა ფაქტების დანახვა.

წარმართული იმპერია მზად იყო ქრისტე თავის ოფიციალურ პანთეონში ჩაეწერა, სხვა ტომთა "ღმერთებთან" და კერპებთან ერთად (III საუკუნის მიწურულს, ქრისტეს სტატუსი, გარკვეული დროით მართლაც ჩნდება რომაულ პანთეონში). მაგრამ ქრისტეანებს არ აწყობდათ ასეთი კომპრომისი. სახელმწიფოებრივ-რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობაზე მათ უარი განაცხადეს. კერძოდ - უარი თქვეს ღვთიური პატივი მიეგოთ იმპერატორთათვის. რელიგიური "პლურალიზმის" უარყოფა დასჯადი დანაშაული აღმოჩნდა: იმპერიამ დაიწყო ომი ეკლესიის წინააღმდეგ.

ქრისტეანობამ გაიმარჯვა. მაგრამ გავიდა საუკუნეები. შეუმჩნევლად ყველაფერი ისევ შეიცვალა. მრავალი "ისტორიული პროცესის სუბიექტი" აახლოვებდა მომენტს, როდესაც ქრისტეანული კაცობრიობის ისტორიაში მოხდებოდა გადამწყვეტი ცვლილება - და ის ისე მოხდება, რომ უკვე თითქმის შეუმჩნეველი იქნება...

"ჯადოქრები, თქვენო აღმატებულებავ, ყოველთვის ერთსა და იმავეს ითხოვენ, მაგრამ სხვადასხვა საუკუნეებში სხვადასხვაგვარად მოქმედებენ", -ამბობს კეთილი არსება, რომელსაც კ. ს. ლუისის "ვერცხლის სავარძელში" "კვაკლი" ეწოდება.

დღეს რელიგიურ სერიოზულობას და საკუთარი სულიერი ტრადიციის ერთგულებას "საფრთხობელას" უწოდებენ. ზარმაცი რელატივიზმი კი, პირიქით, ქცევისა და აზროვნების ნორმად მიიჩნევა. და იმ დღეებში, როდესაც ადამიანი მთელი შეგნებით ცდილობს არ გადაიხედოს მიწიერი ყოფიერების მიღმა, ყოველი სერიოზული მცდელობა ილაპარაკო "დროსა და ვადებზე" და სამყაროს საბოლოო აღსასრულზე, ფანატიზმად ირაცხება.

შეიძლება თუ არა იმედი გვქონდეს, რომ მომავალი საზოგადოება გადამჭრელ ზომებს არ მოითხოვს "რასული, რელიგიური და ეროვნული განსაკუთრებულობის" მქადაგებელთათვის? რაკიღა "ნაციონალური და რელიგიური უპირატესობის" ქადაგება შერაცხილია "ფაშიზმად", სად არის იმის გარანტია, რომ მღვდელი, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე წარმოთქვამს ქადაგებას იმის შესახებ, რაოდენ ღრმა და ადამიანურია მართლმადიდებლური ხატთთაყვანისცემა, ვიდრე პროტესტანტული ხატმებრძოლეობა - "ფაშიზმის პროპაგანდისთვის" დაპატიმრებული არ იქნება? ხოლო თუ მღვდელი იტყვის, რომ ქრისტეანი არ უნდა დაიარებოდეს ტანტრიზმის გაკვეთილებზე და "კუნდალინის ძალის" გაღვიძების სეანსებზე - აშკარად, ადგილზე, პირდაპირ იქნება შეპყრობილი "სამართალდამცავთა" მიერ.

აი ამონაწერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 44 სესიის 1202-ე რეკომენდაციიდან, რელიგიური შემწნყარებლობის შესახებ დემოკრატიულ საზოგადოებაში (პუნქტი 12): "რელიგიათშორისი შემწყნარებლობის საკითხები მომავალში უნდა განვითარდეს. სამი მონოთეისტური რელიგია მოწოდებული უნდა იყოს განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს იმ ძირითად მორალურ ღირებულებებზე, რომლებიც განსაკუთრებულად მსგავსია და ადვილი ასატანია" (Сегодня. 25.2.1995). უკვე ევროპარლამენტიც უთითებს, რა უნდა აკეთონ რელიგიებმა, და რის შესახებ უნდა ილაპარაკონ. ცხადია, დიდი დრო არ დარჩა იმ დადგენილებამდე, რომელიც შემოწერს წრეს და იტყვის რომელი რელიგია უნდა დუმდეს (ცხადია, ყველა რელიგიას დუმილი მოუწევს თავისი სპეციფიკის გამო, იმ უმთავრესის გამო, რომელიც ყველა რელიგიაში სხვადასხვაა).

ის, რომ ამ "რეკომენდაციებისა" და მითითებების არსებობა არ ნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ იქნება გამოყენებული ქრისტეანთა წინააღმდეგ. თეატრის კანონის მიხედვით, თუ პირველ აქტში სცენის კედელზე ჩამოჰკიდებენ იარაღს, მესამეში ის აუცილებლად უნდა გავარდეს. მაგრამ მაინც, მესამეში და არ არის სავალდებულო ის პირველი აქტის მიწურულს გავარდეს. ასეა ქრისტეანობის ისტორიაშიც. თუ შედგა "ახალი მსოფლიო წესრიგი" და ომი გამოუცხადა "რელიგიურ შეუწყნარებლობას" - ადრე თუ გვიან, საქმე დაპატიმრებებამდე მივა. იარაღი უკვე მზად არის. რომელი აქტია ახლა? არ ვიცი. შეიძლება პირველი, იქნებ მესამის დასაწყისი. ბოლოს და ბოლოს, აწყობილი და სცენაზე გამოფენილი იარაღი სავალდებულო არ არის მესამე აქტშიც გავარდეს, - შესაძლოა პიესა ხუთ აქტად იყოს დაყოფილი.

1900 წ. ვლადიმერ სოლოვიოვმა მხოლოდ ის ნახა, როგორ იწყებოდა მომავალი "იარაღის" დეტალების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა. თვით "ნაწარმი" ჯერაც არ იყო. რუსეთი, და დასავლეთის სამყარო გარეგნულად ქრისტეანულნი რჩებოდნენ. პრესა სულ ახალი გადასული იყო "ანტისისტემის" ხელში. და მაინც, 1900 წლის ივნისში, სოლოვიოვი ვ. ველიჩკოს ეუბნება: "მე ვგრძნობ იმ დროის მოახლოვებას, როდესაც ქრისტეანები კვლავ კატაკომბებში შეიკრიბებიან სალოცავად, რადგან სარწმუნების დევნა დაიწყება, - შესაძლოა უფრო ნაკლები სიმძაფრით, ვიდრე ნერონის დროს, მაგრამ უფრო დახვეწილი და სასტიკი სახით: სიცრუით, დაცინვით, გაყალბებებით, - და კიდევ ვინ იცის როგორ! განა ვერ ხედავ ვინ მოდის? მე ვხედავ, დიდი ხანია ვხედავ!" (Величко В. Л. Владимир Соловьев. Жизнь и творения. – СПб., 1904, с. 170). და მაშინ გამოჩნდება სამყაროს მაცთური, ღმრთის ძის ანტიპოდი" (12 მოციქულთა მოძღვრება). ის აშკარად არ შეებრძოლება ქრისტეს, არც აშკარად დაგმობს. ის ჩამოარიგებს იუდას ამბორს მისი მისამართით: "დიდი მოძღვარი", "ჩემი სახელოვანი წინამორბედი", და თვით "მე - ჩემს ადრინდელ გარდასახვაში"...

საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ქრისტეს უმთავრესი განსხვავება მისი ანტიპოდისგან იმაშია, რომ ქრისტეს გზა - ეს არის კენოსისის, თავმდაბლობის გზა: "თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა" (ფილ. 2:6-7). მაგრამ "ნიუ-ეიჯის" სისტემაში "მაცხოვარი" თვით ადამიანის აღმავალი ევოლუციის პროდუქტად მიიჩნევა. ის გააცხადებს, რომ მოიტანა არა ღმრთისგან გამომავალი ცხოვნება, არამედ მსოფლიოსგან. ის ააშენებს "სოტერიოლოგიას ქვემოდან", რომელსაც ქრისტეანულ "მადლის სოტერიოლოგიას" დაუპირისპირებს. თავიდან ის თავს მოაჩვენებს ისე, რომ თითქოსდა პატვის მიაგებს ქრისტეანობას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩამოიხსნის ნიღაბს და "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად,... ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). ის საკუთარ თავს კაცობრიობას შესთავაზებს, როგორც კაცობრიობის ევოლუციის მწვერვალს, როგორც მსოფლიო გენიას, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს უნდა წყალობდეს, რადგან ყოველივეს საკუთარი შრომითა და ჯაფით მიაღწია.

ის მოითხოვს მისი რელიგიური მისიისადმი საკმაოდ სერიოზულ ყურადღებას. "და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა" (გამოცხ. 13:8). თუ ვინმე არ მიიღებს მისეულ აზროვნებას ("ბეჭედი შუბლზე" და მის მიერ შემოთავაზებულ ცხოვრების წესს ("ბეჭედი მარჯვენა ხელზე") საყოველთაო მშვიდობისა და თანხმობის სახელით მოჰკლავენ ყველას, "ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15) (6).

რიცხვ 666-ის საიდუმლოს ამოხსნას მე არ ვაპირებ. ჩემის აზრით აქ არც არის რაიმე საიდუმლო. ანტიქრისტე თავის საქმიანობას ამგვარ ნიშანს იმიტომ დაადებს, რომ ასეა ნათქვამი გამოცხადებაში. თუნდაც ცინიზმის გამო. რადგან რიცხვი უკვე აღარავისთვის არის საშიში. მისი გამოყენება ამა თუ იმ მოღვაწის "შეხედულებათა ფართო ჰორიზონტზე" მეტყველებს, რომ ის ცრურწმენებზე მაღლა დადგა (7).

ამდენად, განა ანტიქრისტე ყველაზე უმეტესად არ იქნება თავისუფალი "ცრურწმენებისგან"? აი, ქრისტეანულმა გაზეთმა დაწერა, რომ ოკულტიზმი - ეს არის ანტიქრისტეანული იდეოლოგია, და ვლადიმირ ავდეევი (რომელსაც "ზოროასტრელად" მოაქვს თავი) ხარობს, - "ასეთ საზოგადოებაში არ მოიწყენ. ჯერ სად ხართ, ჩვენ კიდევ გამოვაცხადებთ კონკურსს "წლის ანტიქრისტე" და თუ ჩვენი ასე ეშინიათ, თავი რად არ უნდა მოვიწონოთ ესოდენ სკანდალური ტიტულით" (Авдеев В. Преодоление христианства. – М., 1994, с. 99). თვით ავდეევი არის ნახევრადგანათლებული ხულიგანი, თუმცა ფაქტი ფაქტია: ოკულტური ლიტერატურა თანდათანობით აჩვევს ადამიანებს იმას, რომ ის სიმბოლოები, რომლებიც ქრისტეანობაში ცალსახად ბნელ და ბოროტ ძალთა აღმნიშვნელია, ცისარტყელას ფერებში ეხვევა. როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ მათი დრო მოვიდა, "მთელი დედამიწის პრეზიდენტი" გამოძებნის მეთოდს სამი დასახელებული ციფრის საჩვენებლად. ბოლოს და ბოლოს, მოციქული იოანე გვაძლევს ნიშანს იმისთვის, რომ მისი მეშვეობით ვიცნოთ ანტიქრისტე, და არა იმისთვის, რათა რაც შეიძლება უკეთესად შეინიღბოს იგი. და თუ ამ ციფრების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ანტიქრისტეს ამოცნობა - ეს ნებისმიერმა ქრისტეანმა უნდა შესძლოს, კრიპტოგრაფიაში გაუცნობიერებელმაც კი.

მაგრამ, ავდეევის ერთ აზრს მეც ვეთანხმები. ის ამბობს, რომ "ქრისტეანულმა დასავლეთმა სულიერი მოშურნეობის გრძნობა და თვითშენარჩუნების ელემენტარული, რელიგიური ინსტინქტი დაკარგა" (Авдеев В. Преодоление христианства. с. 110). იგივე შეგვიძლია ვთქვათ რუსეთის შესახებაც, სადაც ვხედავთ ისტორიისთვის არგაგონილ მეჯლისს ეშმაკთთაყვანისცემისა.

ადამიანები იმდენად არიან დატერორებულნი სავალდებულო "რელიგიათშორისი მშვიდობის" იდეით, იმდენად არიან დატყვევებულნი მათი "თანაბარმნიშვნელოვნების" პროპაგანდით, რომ თვით ინესა ლომაკინა, რომლის წიგნში ამდენი საშინელი გვერდია ჯა-ლამას შესახებ, აუცილებლად მიიჩნევს რევერანსი გაუკეთოს "ლამაიზმის სიბრძნეს". "ურწმუნოების ჩვენს ეპოქაში, როდესაც, თითქოსდა დროზე გაახსენდათო, ადამიანები მასობრივად უბრუნდებიან რელიგიას, მიმდინარეობს ე. წ. "რელიგიური აღორძინება", -ახალგაზრდა ქალი, - სანკტ-პეტერბურგის ბუდისტური თემის წევრი, რომელმაც წაიკითხა ხელნაწერის ნაწილი, მეკითხება: "რა საჭიროა მთელი ეს საშინელებები, ეს მსხვერპლშეწირვანი? ბუდისტი არ მოწყვიტავს ბალახსაც კი, აკურთხებს ყველაფერს, რაც ხარობს და იზრდება დედამიწაზე. თუ თქვენ ლამაიზმის აღორძინების მოწინააღმდეგე ხართ?" არა- არა, არ ვარ მოწინააღმდეგ; დღეს ნებისმიერი სარწმუნოება, სიკეთეა. მხოლოდ, ლამაიზმი - განსაკუთრებული სარწმუნოებაა, რომელიც სტეპის მთელს სიბრძნეს მოიცავს" (Ломакина И. Голова Джа ламы. 1993, сс. 208 209). რა თქმა უნდა, როდესაც ცოცხალ ადამიანს გულს ამოაგლეჯენ (ჯა-ლამის რიტუალებიდან. იხ. აგრეთვე ა. კურაევის. "სატანიზმი ინტელიგენციისთვის", მთლიანად - მთარგმნ.) - ეს ცხადია, "ადამიანის საკეთილდღეოდ ხდება". როგორც გვახსოვს - მოკლული ადამიანის კარმა ამის გამო კიდევ უკეთესი ხდება.

აი, კიდევ ერთი მაგალითი "შემწყნარებლობის სულისადმი" ადამიანური მსხვერპლშეწირვისა. ახალ გვინეაში არის ტომი, რომლის წარმომადგენლებთან გაცნობის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ საკუთარი სახელი, მოჰყვეთ რაიმე საკუთარ თავზე და მიიღოთ მათგან დახმარება. ესენი არიან "ასმატები - საკვირველი ხალხი, რომლის ხსენებაც კი გზარავს, რადგან ესენი არიან უსასტიკესი მონადირეები და კანიბალები. 1961 წ. სწორედ აქ დაიკარგა უკვალოდ მაიკლ როკფელერი - იმ დროს, ნიუ-იორკის გუბერნატორის ვაჟ და ამერიკის ერთ ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრი.

კაპიტან კუკის 20 მეზღვაური, რომელიც 1770 წელს ხომალდიდან ნაპირზე გადმოსხდა წყლის საძებნელად, აბორიგენთა მსხვერპლი გახდა. ცუდი სახელი გაითქვა ამ ადგილმა. საშინელმა და გაუგებარმა კანიბალიზმმა, ასმატები ცივილიზებული კაცობრიობის თვალში სისხლისმსმელ ურჩხულებად წარმოაჩინა. გასული ასწლეულის 20-იან წლებში ჰოლანდიელები, რომლებიც ამ ტერიტორიებს ფლობდნენ, დაუნდობლად ებრძოდნენ კანიბალიზმს. შემდეგ ინდონეზიელებმა იმავე სულისკვეთებით გააგრძელეს დამსჯელი ექსპედიციები. მაგრამ კანიბალიზმი კი არ დამარცხდა, უფრო იატაკქვეშ გადაინაცვლა. ასმატებმა ცხოვრებიდან ამოიღეს კანიბალიზმის ყველა გარეგნული გამოვლინება. ასმატები მიიჩნევენ, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი სიცოცხლის ძალას მატებს მეორეს. ამდენად, სხვა ტომის ადამიანთა მოკვლით, ისინი თითქოსდა იგრძელებენ საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას. მხოლოდ მას, ვინც შეიტყობს მოკლულის ვინაობას, შეუძლია სრულყოფილად "ისარგებლოს" ნადირობის შედეგით. ამიტომაც, ასმატელი მეომრის გმირობა მდგომარეობს თავისი მსხვერპლის დევნაში და მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებაში. ხოლო "ადამიანის თავებზე ნადირობის" "მორალური" საფუძველი მათი წინაპრებია, რომლებიც გამუდმებით ითხოვენ შურისძიებას. მათ სულებს შეიძლება მიაწერო ყვლაფერი, მათი სპირიტუალური ძალით თავს იცავენ ბოროტი სულებისგან, რომელიც ყველგან ემუქრება ადამიანს. სწორედ ამიტომ, გარდაცვლილ სულთა თაყვანისცემა ასმატური სარწმუნოების განუყრელი ნაწილი გახდა... მეომრის გმირობა გამარჯვებაშია, როგორი გზითაც უნდა დაუჯდეს ეს მას. თუ საჭიროა მეგობრობას გააბამს მეზობელი სოფლის მცხოვრებლებთან, სალში მოიპატიჟებს, გაუმასპინძლდება, დახმარებას გაუწევს, - და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შეიტყოს მტრის შესახებ, შემდეგ კი თავს დაესხას და მოკლას.

თეთრი ადამიანის პოზიციიდან ეს არის ურთიერთობის უცნაური კოდექსი. ამ კონტექსტში სრულიად ლოგიკურად გამოიყურება ასმატების მიერ ბიბლიური ისტორიის აღქმა, რომელსაც ასეთი დაჟინებით უქადაგებენ მათ მისიონერები, რომლებიც, ამ ბოლო დრომდე, თვითონაც არაერთხელ გამხდარან მათი მსხვერპლი. მოკლედ, თვით იუდა, ასმატების თვალში, უძლურ და ალალმართალი ქრისტესთან შედარებით, ნამდვილ გმირად გამოიყურება. მან შესძლო შესულიყო მტრის ბანაკში, მოეპოვებინა ნდობა, ამოირჩია სასურველი მომენტი, მოატყუა თავისი მსხვერპლი და მას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მან მიაღია დასახულ მიზანს, ის გამოძვრა, ქრისტე კი... ასმატები. გაბედული, უშიშარი მეომრები, ამაყი ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან დამპყრობელთ. დიახ, თეთრი ადამიანის თვალსაზრისით, ისინი არიან მზაკვრები, ფლიდები და სისხლისმსმელების. ისინი არ ცნობენ ჩვენს მორალდ და ჩვენს ცხოვრებას. და მაინც, დასანანია თუკი ჩვენი ცივილიზაცია ოდესმე გაანადგურებს მათ თვითმყოფადობას" (Черняк И. У «охотников за головами». // Огонек. ј20, 1995, сс. 68 71).

მკითხველი თუ გაიზიარებს "ოგონიოკის" ავტორის წუხილს იმის შესახებ, რომ კანიბალიზმი შეიძლება გაქრეს, შედეგად კი ჩვენი სამყარო ოდნავ პლურალისტური გახდება -ნიშნავს, რომ ის მზად არის ემსხვერპლოს მოდურ იდეას, ემსხვერპლოს "პლურალიზმის" კერპს და მის სამხსხვერპლოზე მიიტანოს რეალურ ადამიანთა სიცოცხლე. მისი საღვთისმეტყველო კრედო "განა სულ ერთი არ არის როგორ ვირწმუნებთ!", თურმე გულისხმობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს - რა აქვს მენიუში ჩვენს თანაპლანეტელებს: ადამიანის ხორცი თუ ცხვრის მწვადი...

და ეს პლურალიზმი, "რელიგიური თვალსაწიერის ეს გაფართოება", ჯერ კიდევ სისხლად შემოუბრუნდება ქრისტეანებს. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ "ახალი სამყარო" გააკონტროლებს ადამიანთა შეხედულებებს და ჩამოაშორებს მათ ქრისტეანობას. ლ. შაპოშნიკოვამ ერთხელ გულის ამაჩუყებელი გულახდილობით თქვა, თუ რა უნდა მოხდეს: "ინვოლუციის გარეშე არ არსებობს ევოლუცია - ჭეშმარიტება, რომლის ათვისების გარეშე ძნელია ან უბრალოდ შეუძლებელია გაიაზრო ევოლუციის ენერგეტიკა (Шапошникова Л. Огненное творчество Космической Эволюции. // Рерих Е. И. У порога нового мира. – М., 1993, с. 8). აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე "ინვოლუციაც" გველოდება. აღმოჩნდა, რომ ქრისტეანობამდელ მაგიზმში ჩავარდნის გარეშე "ახალ ეპოქაში" შესვლა შეუძლებელია.

ბლავატსკაიას ანალოგიური პოზიცია თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეში გაოცებას იწვევს: "როდესაც ბლავატსკაია "იზიდას" ფურცლებიდან ლაპარაკობს მაგიაზე, როგორც თავისთავად საგულისხმო საგანზე, მე მაშფოთებს მისი კონკრეტული მტკიცებულებანი და არა იმდენად მათ უაპელაციობა, არამედ თვით საგნისადმი მისი მიდგომა. ქრისტეანობაში მაგიის გმობა მასში აღშფოთების ქარიშხალს იწვევს, მაგრამ რატომ არსებობდა იგი და რაში ხედავდა ქრისტეანობა მაგიის სულიერ დამღუპველობას - ეს მას სულაც არ აღელვებს. მეტიც, აქებს რა ინდუიზმსა და ბუდიზმს მაგიით გაჟღენთილობის გამო, სულაც არ ახსენებს იმას, რომ ცოტა უფრო განათლებულ დონეზე ამ რელიგიებს ძალიან ფრთხილად ამ რელიგიებს პარანორმალურ უნარებს განაკუთვნებენ" (Фаликов Б. З. Неоиндуизм и западная культура. – М., 1994, с. 50).

სხვათა შორის, შეიძლება ზუსტად მივუთითოთ, როგორ მოხდება მაგიაში ამ "ინვოლუციის" გადამწყვეტი აქტი. მოფრინდებიან "უცხოპლანეტელები" და განაცხადებენ, რომ ქრისტე ერთ ერთი მათგანი იყო (თანაც, არც მოუხერხებელი და არც თუ საუკეთესო). მატერიით შემოსვა სულებს კარგად ეხერხებათ. დრაკონის თუ ლამაზმანი ქალწულის სახით გამოცხადება მათთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს (გავიხსენოთ თუნდაც "წმ. ანტონი დიდის საცთურნი"). მაშ, რატომ არ მიიღებს ის მშვიდობიანი, შესანიშნავი, ბრძენი "მწვანე კაცუნების" სახეს? და ამასთან, რატომ არ იტყვის იმას, რომ ისინი არიან სწორედ ის "კოსმიური იერარქები", რომლებიც დრო და დრო ჩამოდიოდნენ დედამიწაზე და კაცობრიობას ასწავლიდნენ სიკეთესა და გონიერებას?

ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) და უცხოპლანეტური "ცივილიზაციების" აღმოჩენა უეჭველად მოახდენს გამოცხადების დისკრედიტაციას. მაგრამ თუ ამგვარია ფსონი -მაშინ "უცხოპლანეტელთა", ანუ გონიერების არამიწიერი ფორმების ძიება უცილობლივ წარმატებით დამთავრდება. ქრისტეს ხომ ამდენი მტერი ჰყავს კოსმოსში. და ჰაერი -სწორედ მათი სტიქიაა.

ისინი დიდი სიხარულით შეასწორებენ ბიბლიას და კაცობრიობას მისი ახლებური წაკითხვის მეთოდს შესთავაზებენ. მიუთითებენ ახალ "მახატმებზე", რომლებსაც თავიანთი "მსოფლიოს მეფის" მეშვეობით განაბრძნობენ. და დაიწყება შეჯიბრი სახარებასთან. ქრისტემ პურებით ხუთი ათასი კაცი დააპურა? - მე ასი ათასს დავაპურებ! ქრისტემ წყალზე ფეხით გაიარა? - მე ჰაერში ავფრინდები! ქრისტემ მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულთ? - მე საფლავების მასობრივი დაცარიელების სეანსს მოვაწყობ! გალილეველი ამტკიცებდა, რომ "ჩემი სუფევა არა ამქვეყნისაგანი არისო" - არც ჩემი სამეფოა მიწიერი, მაგრამ მე შევიწყნარებ მიწიერ ძალაუფლებას და საწინააღმდეგოს არაფერს ვამბობ. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით? - მე კი სიკვდილს სულაც არ ვაპირებ!

და, როგორც ბიბლია გვპირდება, - ამგვარ შეურაცხყოფას შემოქმედი არ მოითმენს. სამნახევარი წელიწადი ქადაგებდა ქრისტე. მისი სარკისებური ანარეკლი - ანტიქრისტე - ღიად იმეფებს სამნახევარი წლის განმავლობაში (1260 დღე - გამოცხ. 11:3). და ქრისტეანთა შორის მოხდება უდიდესი განყოფა: ერთ მხარეს აღმოჩნდებიან ისინი, რომლებმაც მიიღეს მხეცის ბეჭედი, ხოლო მეორეს ისინი, ვინც საკუთარ სულს დევნისა და ჭირვების ფასად იცხოვნებს. "ჭირი გექნებათ წუთისოფელში", - წუთისოფელში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს აკადემიების, პრესტიჟული გამომცემლობებისა და ზეგავლენიანი გაზეთების სამყაროს" - შეგვახსენებს ამ აშკარა ფაქტს კათოლიკე მეცნიერი ს. იაკი (Яки С. Спаситель науки. – М., 1992, с. 257).

ამ უკანასკნელი დღეების დასაწყისში, დედამიწაზე დამყარდება საყოველთაო მშვიდობა - ის მშვიდობა, რომლისთვისაც არ ულოცია ქრისტეს... მშვიდობა - თვით ქრისტეს საფასურად. ამ დღეთა დადგომამდე ჩვენ გავიხსენებთ დეკანოზ ამბაკუმის სიტყვებს, რომელიც ამბობდა: "Видим убо, яко зима хощет быти, сердце озябло и ноги задрожали"… ("როგორც ჩანს მკაცრი ზამთარი დგება, გული გამეყინა და ფეხები მიკანკალებს").

შემდეგ კი ჩვენ უნდა აღვასრულოთ ქრისტეანული ეთიკის ესქატოლოგიური გაკვეთილები. იმ დღეებში უნდა გავიხსენოთ ბრძენი რაინდის რჩევა, რომელიც უკანასკნელ მეფეს უკანასკნელ საათს "უკანასკნელი ბრძოლის" დაწყებას ამცნებს: "მე მასთან ვიყავი ბოლო საათს და მან მომცა დავალება შევახსენო თქვენს უდიდებულესობას, რომ სამყარო უახლოვდება თავის დასასრულს, ხოლო კეთილშობილური სიკვდილი ეს არის საგანძური, და ყოველი საკმარისად მდიდარია, რათა შეიძინოს იგი" (კ. ს. ლუისი. ნარნიის ქრონიკები).

ესქატოლოგიურმა ეთიკამ (რომელსაც შარლ პეგიმ "გმირული პესიმიზმის ეთიკა" უწოდა) იცის, რომ მიწიერი ისტორიის პლანში ქრისტეანობა წააგებს. მაგრამ, აქ ლაპარაკია ერთგვარი მეტაისტორიული ჭეშმარიტების დაცვაზე. ამიტომაც, საბაზრო ეფექტურობა (ამისგან რა გამორჩენას მივიღებ?) - ბოლო კრიტერიუმი როდია. საგაზეთო ბატალიონებისა და უნივერსიტეტების კოჰორტების რაოდენობა, რომელსაც მომავალი, "რჯულშემწყნარებელი" რელიგიის წინასწარმეტყველები მოამზადებენ, - ბოლო არგუმენტს არ წარმოადგენს.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რამ ერთხელ უკვე თავს გადახდათ ქრისტეანებს:

"ნეტავ სცოდნოდა ჰეროდეს, რომ რაც უფრო ძლიერია, მით უფრო სარწმუნოა და უცილობელი სასწაული" (И. Бродский. Рождество 1972).

სხვათა შორის, აპოკალიფსურ თემაზე მსჯელობით მე მხოლოდ ვცდილობ განვმარტო ჩემი შეხედულება, რომ მომავალი თეოსოფიასა და ოკულტიზმს ეკუთვნის (თუნდაც სხვა ფორმებით იყოს ეს და სხვა სახელწოდებებით). სხვა საქმეა, რომ მე მივყვები იმავე პოზიციას, რასაც სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი არქიმ. მიქაელი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, თავის საჯარო ლექციებში მიმართავდა რა მატერიალისტებსა და ათეისტებს, ამბობდა: "თქვენ გაიმარჯვებთ, მაგრამ ყველა მძლეველის შემდეგ ქრისტე იმარჯვებს".

ან კიდევ, როგორც იმავე საკითზე ამბობდა ანრი დე ლუბაკი: "ჩვენ არ გვევალება გავაკეთოთ ისე, რომ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვოს. ჩვენ დაგვევალა მხოლოდ დავამოწმოთ მის შესახებ" (de Lubac Н. Paradoxes. – Paris, 1959, p. 48). სხვათა შორის, ბერძნული სიტყვა "martiros", სიტყვა სიტყვით ნიშნავს "მოწმეს", რუსულ ენაში ის შევიდა როგორც "мученик"-ის სახელწოდებით (ქართული "მოწამე" უფრო შეესატყვისება ბერძნულ ორიგინალს - მთარგმნ.). აქ არის ანტიქრისტესადმი წინააღმდეგობის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარე. აქ საქმე იმაშია, თუ რა საშუალებებით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ აპოკალიფსურ მხეცს.

აპოკალიფსისის 13-ე თავი ლაპარაკობს ორ მხეცზე: ერთი მათგანი ამოდის ზღვიდან, მეორე მიწიდან. მამა სერგი ბულგაკოვი ვარაუდობს, რომ პირველი ამოდის რომის იმპერიიდან (ხმელთაშუა ზღვა), მეორე კი - აზიიდან. ამ ორ სიმბოლოს თუ გავაერთიანებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიქრისტე საკუთარ თავში აერთიანებს ადმინისტრაციული კონტროლის დასავლურ, რომაულ უნარს და საზოგადოების ორგანიზებას აღმოსავლური ოკულტიზმით (იხ.прот. С. Булгаков. Апокалипсис Иоанна. – М., 1991, с. 109). ეს შეხედულება დასტურდება ლამაიზმის (ან ბლავატსკაიას) იმ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც უთითებენ ლამაიზმის მსოფლიო ზეიმს, როდესაც ტაშ-ლამა პანჩენ რიმპოჩე (სიბრძნის უდიდესი საცავი) გამოჩნდება. ეს საგანძური უნდა განხორციელდეს "უცხოტომელთა ქვეყანაში და, გამოჩნდება რა როგორც უდიდესი დამპყრობი, თავისი ძლიერი ხელით გაანადგურებს საუკუნეთა ყველა შეცდომას და ყველა უმეცრებას" (Блаватская Е. П. Скрижали кармы. сс. 489 490).

ასე, რომ არა მარტო ბულგაკოვს მოუვიდა აზრად ის, რომ ევროპაში წარმართობის რესტავრატორი თავის შთაგონებებში აზიური სიღრმეებიდან ისაზრდოვებს. მეტიც, ბლავატსკაია (თითქმის ვ. სოლოვიოვის "სამი გასაუბრების" სტილში) აკონკრეტებს მსოფლიო ისტორიის უკანასკნელ აქტს: "მაშინ, შორეული აღმოსავლეთიდან ატილას ახალი შემოსევა დაიწყება. ერთხელაც, მილიონობით ადამიანი ჩინეთიდან და მონგოლეთიდან, წარმართობიდან და მუსლიმობიდან, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღებით აღჭრუვილნი, რომელიც კი იმდროინდელ ცივილიზაციას გამოუგონია, და აღმოსავლეთის ცისქვეშეთში მცხოვრებთ გაუძლიერებია, ვაჭრობისა და სიყვარულის ინფერნალური სულის შემწეობით მოვა დასავლეთში და, კარგად გაწვრთნილ ქრისტეან კაცისმკვლელებთან ერთად, - აბობოქრებული მდინარესავით შეიჭრება და დაიპყრობს გახრწნილ ევროპას" (Блаватская Е. П. Скрижали кармы. сс. 83 84).

ეს პანმონღოლური "ტრილლერი" XIX საუკუნეში ბუნებრივი იყო, როდესაც ეჩვენებოდათ, რომ წარმართობას მხოლოდ გარედან, მხოლოდ იარაღის ძალით შეეძლო დასავლეთის დაპყრობა. დღეს კი ნათელია, რომ ახალი პაგანიზაციისთვის აღმოსავლეთის იარაღით შეჭრის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

ანტიქრისტეს, რომელიც დასავლეთში დაიბადება, ეკლესია ხელს ვერ შეუშლის გამოიყენოს ბატონობის დასავლური, საერო იარაღი. რაიმე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ კლიმატზე, უკვე კათოლიკეებსაც კი არ ძალუძთ. პროტესტანტები საკმაოდ დაქსაქსულნი არიან. მართლმადიდებლებს კი საერთოდ არასოდეს ჰქონდათ დიდი მადა პოლიტიკისადმი.

მაგრამ ეკლესიას შეუძლია და უნდა ეწინააღმდეგოს მის ოკულტურ ხელისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვეწინააღმდეგოთ მათ, ვისაც ბლავატსკაია "აღმოსავლეთის ცისქვეშეთში მცხოვრებთ" უწოდებს. "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12).

ჩემის აზრით, მოციქულის ამ აზრში მთავარია აღინიშნოს, რომ ეკლესია იბრძვის "არა ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა" წინააღმდეგ, არამედ "ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ". პირველ ვარიანტში ეკლესია გადაიქცეოდა ბანალურ დისიდენტურ სტრუქტურად. მეორე შემთხვევაში კი ის ეწინააღმდეგება არა "ამ ბნელ საწუთროს", როგორც ასეთს, არამედ იმ სულიერ უკუნს, რომელსაც ანტქრისტეანი "მთავრობანი და ხელმწიფებანი" ნერგავენ. ქრისტეანებმა ნერონზე არ გაუმარჯვიათ რეფერენდუმებით ან "ადამიანის უფლებათა დაცვის" კომიტეტების წყალობით. მათ არ დაუწერიათ რომის ბიუროკრატიის მამხილებელი პამფლეტები და იმპერიის განაპირას მცხოვრებ ხალხთა უფლებების დამცველი ტრაქტატები. ეკლესიამ გაიმარჯვა ლოცვით და მტკიცე, მოწამეობრივი (მაშასადამე, მადლმოსილი) აღმსარებლობით: "არა არს ღმერთი, ქრისტეს გარდა".

პოლიტიკური წინააღმდეგობისკენ მოწოდებები დღესაც არაფრის მომცემია. ეკლესიის მტრებს ეკლესიის იერარქებზე უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნიათ. გარდა ამისა, როდესაც ბოროტებას ებრძვი, ძალიან ადვილია დაავადდე მისივე სნეულებით. მაგალითდ, ებრძვი რა საყოფაცხოვრებო მაგიზმს, არ შეიძლება მას დაუპირისპირო "მართლმადიდებლური მაგიზმი" (თუკი ჩემი მეზობელი თავს იქცევს ჩემი "გათვალვით", მე მას ყოველდღე მიცვალებულთა ლოცვებში მოვიხსენიებ). წინააღმდეგობის უბრალო და გარეგნულმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი გასასტიკება და ამპარტავნებაც კი ("მე ვიბრძვი ჭეშმარიტებისთვის!"). ჩემის აზრით, ამით არის მოტივირებული ეგნატე ბრიანჩანინოვის მოულოდნელი სიტყვები: "რა დაიზარო უძლური ხელით შეაჩერო საყოველთაო განდგომილება".

მაშასადამე, ქრისტეანებმა, ბოლო ჟამს, უნდა შეისმინონ ღმრთის გაფრთხილება: "ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს" (2 ნეშტთა (პარალიპომენონი) 20:15). და მაინც, ისრაელმა არ შეისმინა ეს გაფრთხილება და დაუშვა შეცდომა: ის არცთუ იშვიათად აიგივებდა ღმრთის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებასთან. ეს შეცდომა ჩვენც მოგვდის გამუდმებით. გაიმარჯვებს არა "ჩვენი რწმენა", არა "ჩვენი იდეა", არა "ჩვენი ეკლესია", - გაიმარჯვებს ღმერთი! და ღმერთმა ქნას, ამ გამარჯვებისას ვიყოთ მის გვერდით. ღმერთმა ქნას, რათა ჩვენი სასიცოცხლო პულსის შუაგული, ჩვენი სასოება, სიყვარული და მისწრაფება იყოს ღმრთის გვერდით, ახლოს იყოს იმ სამყაროსთან, რომელსაც მაშინ ღმერთი შექმნის. მაგრამ ეს არ არის ჩვენი გამარჯვება. და მისი სასუფევლის დადგომისთვის უნდა ვილოცოთ და არა ჩვენი გაბატონებისთვის.

მესამე საუკუნეში, წმ. იუსტინე მოწამე სპეციალურად ამბობდა, რომ ქრისტეანებს არ ძალუძთ შეწყვიტონ ეკლესიის დევნულება: "დევნულება გაგრძელდება მანამ, სანამ ღმერთი მოვა და ყველას გაათავისუფლებს" (ციტ.: Фаррар Ф. Первые дни христианства. – СПб., 1892, с. 714). ყველაზე დიდი, რაც ამ "მერწყულის ეპოქაში" მოეთხოვება ქრისტეანთ მოთმინება და გაძლებაა. მიუხედავად ყველაფრისა არ განუდგეს უფალს არც საქმით, არც სიტყვით, არც აზრით და არ მიიღოს მონაწილეობა ოკულტურ თამაშებში. მოწამე - ეს არა მარტო ის ადამიანია, ვინც საჯალათო კუძზე თავს დებს. თუ ქრისტეანს კიბო გაუჩნდა და ექიმები უძლურნი არიან განკურნონ, ახლობლები კი ურჩევენ მას მივიდეს "გასაოცარ მკურნალთან", უარის თქმის შემთხვევაში ის ჭეშმარიტად მიიღებს მოწამეობრივ გვირგვინს. თუ ქარხნის დირექტორს გაიტაცებს საიენტოლოგია და დილ-დილაობით თავის თანამშრომლებს, სამუშაოს დატოვების მუქარით, აიძულებს ჩაატარონ მედიტაციები - სამუშაოს დატოვება ქრისტეს აღმსარებლობაა. როდესაც ევროვიზიის ყველა არხზე აჩვენებენ "უცხოპლანეტელებს", რომლებსაც ცეცხლი ჩამოაქვთ ციდან და განმარტავენ სახარებას, ქრისტეანი კი ჯიუტად გაიმეორებს თავის გულში "სარწმუნოების სიმბოლოს" -ესეც აღმსარებლობაა. თუკი კრიშნაიტი ღიმილით სთავაზობს ქრისტეანს თავის ნამცხვარ-პრასადს (ანუ საჭმელს, რომელიც მანამ კრიშნას შეწირეს მსხვერპლად) და ქრისტეანი საკუთარ თავში იპოვის ძალას, გარშემომყოფთა აღშფოთების მიუხედავად, უარი თქვას სამსხვერპლო შენაწირზე (იხ. საქმე 15:29) - ესეც "ბნელეთის მპყრობელთა" წინააღმდეგ გაბრძოლების აქტად ჩაითვლება.

ასე აღსრულდება ძველ, ღირს მამათა წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამის შესახებ: "ჩვენი ღვაწლი არ ექნებათ იმდროინდელ ადამიანებს, მაგრამ მათზე ისეთი საცთურები მოვა, რომ ვინც ამ საცთურებს დასძლევს, ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესი გამოჩნდება" (ძველი პატერიკი) (Древний патерик. – М., 1899, с. 341).

პირველქრისტეანთა მარხვასა და ლოცვას ბოლო დროს მცხოვრებ ქრისტეანთა ღვაწლი ვერ შეედრება. და მაინც, ეს არამმარხველნი, არამლოცველნი, არაასკეტნი, ძველი მამების წინასწარმეტყველებით ზეიცურ სასუფეველში უმეტესი გვირგვინებით შეიმოსებიან, ვიდრე ძველ დროთა ბერები - თუ უბრალოდ შეინარჩუნებენ სარწმუნოებას და კერპთაყვანისცემით არ შეიბილწავენ საკუთარ სულებს.

ამრიგად, ბიბლია მთავრდება აპოკალიფსისით, ხოლო აპოკალიფსისი კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ მიჯნაზე ჭვრეტს არა ქრისტეს სასუფეველს (აქ, დედამიწაზე: სიცოცხლეში, პოლიტიკაში, კულტურაში, ადამიანთა შორის ურთიერთობებში) - არამედ ანტიქრისტეს სამეფოს. ქრისტე, როდესაც თავისი მეორედ მოსვლის ნიშნებზე და სამყაროს აღსასრულზე საუბრობდა, მხოლოდ ერთი რამით ანუგეშებდა თავის მოციქულებს: დიახ, მძიმე ჟამი იქნება, მაგრამ იმით ინუგეშეთ თავი, რომ ეს - დასასრულია. და ეს ყოველივე მცირე დროით გაგრძელდება.

დღეს ქრისტეანთა შორის მოდაშია ლოცვა აღსასრულის გადავადებაზე. მაგრამ აპოკალიფსისი და ბიბლია მთავრდება მოწოდებით: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!". ღმრთის მოსვლაში უმთავრესია რომ ის მოვა, და არა ის, რა დაინგრევა მისი მოსვლის დროს. აღსასრულის ნიშნებზე ხომ ბრძანებდა ქრისტე: "როდესაც ყოველივე ამის აღსრულება დაიწყება, აღემართენით, რადგან ახლოს არს თქვენი გამოხსნა". "აღემართენით", ანუ ახლა, ჩვეულებრივი ღმრთისმიტოვებულობით მიწას ხართ გართხმულები, მაგრამ აღემართენით, აღდექით და გამაგრდით.

დასასრულ მინდოდა მკითხველის ყურადღება მიმეპყრო იმაზე, რომ პრაქტიკულად არ ვეწევი "აპოკალიფსისი განმარტებას". როგორ განვითარდება აპოკალიფსური მოვლენები ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ვეთანხმები ალექსეი ლოსევს, რომელიც ვარაუდობს, რომ უმთავრესია გაიგო იმისი აზრი, რაზეც გამოცხადების წიგნი ლაპარაკობს, ვიდრე ყოველი მისი სიმბოლოს განმარტების პოვნას ეცადო. იმ სიმბოლოებთან დაკავშირებით, რომელიც აპოკალიფსისში გვხვდება, ფილოსოფოსი წერს: "გვესმის რა მათ ჭეშმარიტი აზრი, არ ვიცით, როგორ განხორციელდება ისინი, მაგრამ გვწამს, რომ ისინი განხორციელდება და სწორედ ის აზრი ექნება, და არა სხვაგვარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ აღსრულდება წინასწარმეტყველება, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს წინასწარმეტყველბა დადგება. წინასწარმეტყველების შესახებ მსჯელობა მხოლოდ მისი აღსრულების შემდეგ არის შესაძლებელი.

გვეტყვიან: მაშ, რატომღა არსებობს წინასწარმეტყველება? ის არსებობს იმიტომ, რომ განგვიმარტოს მომავალ დროებათა აზრი და არა ფაქტები. ამიტომაც, ყველა განმარტება უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მოვლენათა ზუსტი არსის დადგენით, და არა მისი ფაქტობრივი მსვლელობის განმარტებით. ეს არის წინასწარმეტყველება და არა ასტრონომიული დაბნელების გამოანგარიშება" (Лосев А. Ф. Диалектика мифа. // Философия. Мифология. Культура. – М., 1991, с. 176).

იმ თემის პერსპექტივაში, რომელსაც მიეძღვნა ეს წიგნი, აპოკალიფსისის აზრი სრულიად ნათელია: წარმართობა კიდევ ერთხელ გაილაშქრებს ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ დაგვამარცხებენ. მაგრამ არა ქრისტეს, რომელიც "მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, და რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". და ის, ვინც თვითონ არ განუდგება ქრისტეს უკანასკნელი ჟამის მიწურულს, იხილავს ახალ ცას და ახალ მიწას.


___________________________

შენიშვნები:


1. სრულიად სამართლიანად განსაზღვრა რენე გეონმა თეოსოფიის ისტორიული მისია: "თუ გულისხმავყოფთ, რომ ეს ცრუ-მესიები ყოველთვის იყვნენ მეტ-ნაკლებად გაუცნობიერებელი იარაღი მათ ხელში, ვინც მათ უკან იდგა, და თუ ყურადღებას მივაპყრობთ მთელ რიგ მცდელობებს, რომლებიც მომდინარეობდა თეოსოფებისგან, - უნებურად გვიჩნდება აზრი, რომ ეს მხოლოდ მცდელობაა, თავისებური ექსპერიმენტები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მეორდება, სანამ მიღწულ არ იქნება წარმატება, მის მოლოდინს კი ყოველთვის მივყავართ ერთ შედეგამდე -დათესონ მშფოთვარება ადამიანთა გონებაში. ჩვენის აზრით, თეოსოფებსა და სპირიტებს სრულიად შესწევთ ძალა განახორციელონ ასეთი ღონისძიება. მაგრამ, ხომ არ არის ამ მოძრაობების უკან რაიმე სხვა, უფრო შემაძრწუნებელი, ვიდრე თვით მისი ხელმძღვანელები, იქნებ არც კი უწყიან, რომ თვითონ არიან ბრმა იარაღები სხვის ხელში" (ციტ. Бержье Ж., Повель Л. Утро магов. – Киев, 1994, с. 256).

2. ჩემი ნაცნობობა ამ რეცენზიასთან დაემთხვა ბლოკის დღიურის რამოდენიმე სტროფის პუბლიკაციას (იხ. "Вечерная Москва"-ს დამატება. 28.10.1995) აღმოჩნდა, რომ 1915 წლის 7 მარტს ალექსანდრე ბლოკს ჩაუწერია: "Тоска, хоть вешайся. Опять либеральный сыск. – Жиды, жиды, жиды". Насчет «либерального сыска» – ой, как не устарело… Впрочем, – «мы об этом шепчемся в самой интимной компании на ушко, а вслух сказать никогда не решимся. Можно печатно иносказательно обругать царя и даже Бога, а попробуй ка еврея! ого го! Какой вопль и визг поднимется… И так же, как ты и я, думают – но не смеют сказать о этом сотни людей» (А. Куприн. Письмо Ф. Д. Батюшкову. 1909 г. цит. Кожинов В. В. Загадочные страницы истории ХХ века. «Черносотенцы» и Революция. – М., 1996, с. 134).

3. სხვათა შორის ამ "კრებას" ე. რერიხიც აღწერს: "ახალმა ეკლესიამ, იესუს ღვაწლის სრული ბრწყინვალებით უნდა შეცვალოს ძველი, მან უნდა შეკრიბოს მსოფლიო საეკლესიო კრება და თავისი ახალი შეგნების თვალთახედვით გადასინჯოს ადრე მოწვეულ კრებათა დადგენილებები. მხოლოდ მაშინ ჩაისახება ახალი სულიწმიდის რელიგია" (Письма Елены Рерих. 1932 1955. с. 67.

4. სხვათა შორის, დიაკვანი ა. კურაევი აქ არ უთითებს, მაგრამ სოლოვიოვთან მხცოვანი იოანე "ძველმორწმუნეთა საუკეთესო ნაწილის" მეთაურია. ვ. სოლოვიოვის ესქატოლოგიური ხედვით, ანტიქრისტეს დროს, ოფიციალური, ნომინალური (ე. წ. "მართლმადიდებლური") ეკლესია დაიშლება, მისი უდიდესი ნაწილი კი ძველმორწმუნეთა საუკეთესო ნაწილს შეუერთდება, რომელსაც იოანე მეთაურობს - მთარგმნ.

5. გაზეთების მყიდველთა აზრისგან რამდენად დამოუკიდებლად შეიძლება მოქმედებდნენ "დემოკრატიული" ჟურნალისტები, ჩანს მოსკოვის დემგაზეთების მიერ საეკლესიო თემატიკის გაშუქებიდან. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სისტემურ გამოკვლევათა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა მოაწყო, მოსკოველთა უმეტესობა (59,5%) თანახმაა, რომ სახელმწიფო მხარს უნდა უჭერდეს ეკლესიას (იხ.Московские новости, 4 .2.1996). მაგრამ, იმავე დროს, მოსკოვის ყველა დემოკრატიული გამოცემა სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მხარდაჭერის ნებისმიერ ჟესტს გამუდმებით აკრიტიკებს. შედეგად, ადამიანები, რომლებსაც მიჰყავთ რელიგიური თემატიკა მოსკოვურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, მიისწრაფვიან არა უმრავლესობის აზრის გამოხატვისკენ, არამედ იმისკენ, რომ საკუთარი (უმეტესწილად, მკვეთრად ანტისაეკლესიო) განწყობა თავს მოახვიონ უმრავლესობას.

6. გარეგანი ბეჭედი, უეჭველად არის ქრისტესგან შინაგანი გაუცხოების გამოვლინება. მოსკოველი მღვდელი ნიკოლოზ კარასევი ჰყვება: "ერთხელ ჩემთან მოსანათლად მოვიდა ორი გოგონა. ერთ ერთ მათგანს მარჯვენა ხელზე ჰქონდა შტამპი, რომელზეც ეწერა "გადახდილია". ეს იყო ერთ ერთი როკ-კლუბის საშვი. შემდგომმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ გოგონები დაინტერესებულნი იყვნენ ბუდიზმის სწავლებით, რადგან ამ კლუბში სწორედ ბუდიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ. როდესაც მე დავაყენე პირობა: ან ნათლობა, ან კლუბი მისი სიმღერებითა და სწავლებით, ერთ ერთმა მათგანმა, რომელსაც ხელზე შტამპი ჰქონდა, უარი თქვა ნათლობაზე და ემბაზს გაშორდა" (священник Николай Карасев. Аспирантский отчет на тему «Теософия и практический оккультизм». – М., ОВЦС МП, 1995, с. 9. Рукопись).

7. მაგალითად, ელი ვიზელი, "ელ ვიზელის ჰუმანიტარული ფონდის" პრეზიდენტი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი, შემდეგ კი ცნობილი ებრაელი მწერალი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (1986 წ. ა. დ. სახაროვთან ერთად), აშშ-ს საკმაოდ გავლენიანი, თუმცა ჩრდილში მყოფი პოლიტიკური ლიდერი, მუშაობს ასეთ მისამართზე: "666. Fifth avenue, 10h floor, New York". მას შეეძლო აერჩია ნიუ-იორკის ნებისმიერი ოფისი, მაგრამ მან გააკეთა ჟესტი - და დასახლდა სამ ექვსიანში, რაც ყველა მის წერილზე აისახება.
Назад к содержимому