ანტიქრისტე - ჩვენ და ისინი... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ჩვენ და ისინი...


სწავლება ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, ჩამოყალიბებული პოსტულატებად
წმიდა მოწამე პერპეტუა
ჩვენ - ვართ ისინი, ვინც იტანჯება ანტიქრისტესგან, ხოლო ისინი - ვისაც უხარია მისი მოსვლა (ან სულერთია მოვა თუ არა).

· მართლმადიდებელი ადამიანისთვის (და საერთოდ ქრისტიანისთვის) ანტქრისტესადმი რწმენა ზოგადსავალდებულო პრაქტიკის ნაწილია. მისი ინტერპრეტირება შესაძლებელია სხვადასხვანაირად, მაგრამ ანტიქრისტე არ არსებობს მხოლოდ მატერიალისტისა და ათეისტისთვის. ეს არის ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ქრისტიანული დოგმატიკის ერთ- ერთი ფიგურა. აპოკალიფსისი, რომელიც გვამცნობს ანტიქრისტეს შესახებ, წმიდა წერილის ბოლო წიგნია და, შესაბამისად, რაც მასში ნათქვამია, სულიწმიდის მიერ არის ნაკურთხი.

ანტიქრისტეს ფიგურა დაკავშირებულია დროის ქრისტიანულ გაგებასთან. ქრისტე სამყაროში მოდის ბოლო ჟამის წინ, სამყაროს აღსასრულის წინ. თავისი განკაცების შემდეგ, ქრისტემ დააფუძნა ეკლესია, ხოლო მოსწავლეებმა იგი მთელს დედამიწაზე გაავრცელეს. ამის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიის რაღაც მომენტში დგება ჟამი ანტიქრისტესი. მისი მოსვლის დროზე ბევრი დავობს - ვიღაც ამბობდა, რომ ის უკვე დადგა, მაგრამ ამგვარი ვარაუდები არ დადასტურდა. ის, რომ ზოგიერთი ვარაუდი ანტიქრისტეს მოსვლის ვადებზე არ გამართლდა - არ ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტე არ მოვა, უბრალოდ ზოგიერთები შეცდნენ და არასწორად გაიანგარიშეს მისი მოსვლა (საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გაანგარიშება ყოველთვის ცთომილია, რადგან ანტიქრისტეს მოსვლის დრო და ვადები არავინ უწყის). ანტიქრისტეს ფიგურის კონკრეტიზაცია და ინტერპრეტაცია ისტორიულ მოვლენებთან კავშირში შესაძლოა არასწორი ყოფილიყო (მაგალითად, ანტიქრისტედ მიიჩნევდნენ იმპერატორ ნერონს, ნაპოლეონს, ლენინს, ჰიტლერს და მრავალ სხვას) - მაგრამ ამგვარი ვერსიები მხოლოდ მათ ინტერპრეტატორთათვის არის ცუდი, და არა წმიდა წერილისთვის.

დროის ქრისტიანული გაგების სტრუქტურა უცვალებელია. ქრისტე მოვიდა, 33 წელი იცხოვრა კაცთა შორის, დააფუძნა ეკლესია. შემდეგ იწყება ქრისტიანული სამყაროს მშენებლობა - ამ პროცესმა თავის კულმინაციას იმპერიის ქრისტიანიზაციაში, რომის იმპერატორის კატეხონად აღიარებაში მიაღწია (ბერძნ. "კატეხონი" κατέχων - "შემკავებელს" ნიშნავს - "აპოკ." რედ.). ამის შემდეგ მოდის ანტიქრისტე.

მართლმადიდებლური თვალსაზრისით, კატეხონი (ანუ, რომის იმპერატორი, ბიზანტიის იმპერია) წარმოადგენს იმას, ვინც აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას. თესალონიკელთა მიმართ მოციქულ პავლეს მეორე ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ანტიქრისტე მანამ არ მოვა, "სანამ შემკავებელი არ იქნება გაყვანილი წრიდან". "შემკავებელი", ანუ კატეხონი. ის ამავე დროს აკავებს ისტორიის საზღვრებს. მართლმადიდებელი მეფე - იყო ის, ვინც იდგა უკანასკნელ ზღვარზე, სანამ ანტიქრისტე მოვა. მისი დაცემის შემდეგ კი ყოფიერებაში იქმნება ბზარი, რომელიც სამყაროში შემოსვლის შესაძლებლობას აძლევს ანტიქრისტეს.

ანტიქრისტეს მოსვლა ახლა ხორციელდება. მნიშვნელობა არა აქვს ეს მოხდება ერთი კვირის, ერთი თვის, ათი წლის თუ ასი წლის შემდეგ. არავინ  იცის, როდის მოვა ანტიქრისტე, მაგრამ ის აუცილებლად მოვა. რადგან ის არის ისტორიის ქრისტიანული გაგების აზრი, ამ ისტორიის უკანასკნელის წინა აკორდი.

ქრისტიანული ისტორია - ლოგიკური მტკიცებულებების ერთობლიობაა: სამოთხე, ცოდვით დაცემა, მართალთა და ცოდვილთა ბრძოლა კულტურაზე, საზოგადოებაზე და ეპოქაზე დომინირებისთვის, ბრძოლა სულის ცხოვნებისთვის. ეს არის შეხედულება აზრთა და არა ფაქტთა ისტორიაზე.

ანტიქრისტე მოვა იმის შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა შეწყვეტს იყოს დომინანტური რელიგია მსოფლიოში, მაშინ ის უკვე იმპერიულიც აღარ იქნება. მაშინ დაეცემა მეფე და მაშინ შეიქმნება ბზარი ონტოლოგიაში - და ანტიქრისტეც მოვა.

სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც არ არსებობენ მეფეები და იმპერიები, ჩვენ ვცხოვრობთ იმანენტური მატერიალისტური მსოფლმხედველობით, რომელიც ნთქავს აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც. ვიღაც მას პასიურად აღიქვამს (როგორც ჩვენ, ქრისტიანები), მაგრამ ვიღაც ხარობს და პირველი რიგებისკენ მიილტვის (გლობალისტები, მასონები, ლიბერალები, ათეისტები, ოკულტისტები და სხვა). ეს უკანასკნელნი (ანუ "ისინი") არა მარტო არ იტანჯებიან ანტიქრისტეს მიერ, არამედ მისი არმიის ავანგარდში იმყოფებიან. სწორედ ისინი კლავენ კატეხონს, ისინი არღვევენ ბზარს დიდი კედელში, რომელიც შესაძლებელს ხდის მის მოსვლას.

როდესაც ანტიქრისტე გამოარღვევს ამ წინაღობას, უკვე ბარიკადების მკაფიო ზღვარი აღარ იქნება. რაღა იქნება დასაცავი, თუკი ის უკვე შიგნით აღმოჩნდება? "... ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).

მასალა მომზადებულია სხვადასხვა წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому