ანტიქრისტე - არის თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭედი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
არის თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭედი?
ანუ იმის შესახებ, თუ როდის მოვა ანტიქრისტე და როდის დაიწყება მსოფლიოს დადაღვა
ანტიქრისტეს ნიშანი
ადრე ამბობდნენ, რომ სალარო აპარატის შტრიხ-კოდი 666-იაო, მაგრამ არ აღმოჩნდა; ზოგი ამბობდა ანტიქრისტეს ბეჭედი სოციალური დაცვის ბარათიაო, ანტიქრისტეს რიცხვი მის შტრიხ-კოდზეა დატანებულიო, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა სიმართოლე. მაშინ დაიწყეს მტკიცება ანტიქრისტეს ბეჭედს მოდემით და ლაზერით იძლევიანო (კარგად გვახსოვს, ამ რამოდენიმე წლის წინ ადამიანები ახალი პასპორტისთვის სურათებს არ იღებდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ლაზერით იძლეოდნენ ანტიქრისტეს ბეჭედს). შემდეგ ვიღაცამ ივარაუდა, რომ ანტიქრისტეს დაღი პირადობის ელექტრონული მოწმობებიაო, უფრო სწორედ მათზე დატანებული ჩიპი და შტრიხ-კოდებიაო. ბიომეტრიულ პასპორტებსაც "გაუტყდა" სახელი, მაგრამ, არა, არც ეს გამოდგა ანტიქრისტეს ბეჭედი. შემდეგ ირწმუნებოდნენ 2G-ს ანძებია "მთავარი დამნაშავეო". ამ ანძებით გვასკანირებენო. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ეს 3G-ს ანძები იყო? მერე შემოვიდა 4G... ახლა 5G-ს ელოდებიან, როგორც ადამიანის დამაზომბირებელ მოწყობილობას... თუმცა, ჰორიზონტზე უკვე არა თუ 6G, არამედ 7G-იც კი ჩნდება... ანტიქრისტეს ბეჭედი კი არა და არ ჩანს.

უცებ ვიღაცას გონება "გაუნათდა" და წამოროშა - აშკარად, ანტიქრისტეს ბეჭედი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია არისო. ... და ასე მიდის "მგელი მოვიდა"-ს ძახილი გაუთავებლად, სანამ "მგელი" მართლა არ მოვა...

თქმა იმისა, რომ ვაქცინაცია არის მხეცის ბეჭედი, იმდენად არის ლოგიკური, რამდენადაც იმისი თქმა, რომ მარსი - კვერცხია; ან ის, რომ წყალი იჭმევა; ან ის, რომ შაქარი ვერცხლისგან მზადდება და მისთანანი...

რატომ? იმიტომ, რომ, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს, მხეცის ბეჭედი გულისხმობს თვით მხეცის მოსვლას, ძალაუფლებაში მის ყოფნას; რომ ის უკვე მოქმედებს და ბოლო შვიდეულის ყველა მოვლენა აქტივირებულია!

ყოვლად შეუძლებელია ვაქცინა იყოს მხეცის ბეჭედი, ან საერთოდ რაიმეს ბეჭედი, რადგან, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო შვიდეული ელემენტარულად ჯერაც არ დამდგარა!

დღეს თუ იტყვი, რომ პლანეტა ვენერა შედგება ხაჭოსგან და ყველისგანო, იდიოტად გამოგაცხადებენ (და სამართლიანადაც), მაგრამ თუ იტყვი, რომ მხეცის ბეჭედი ვაქცინააო - დაგილაიქებენ.

მაშ, რა უნდა ვიცოდეთ მხეცის დაღის ამოსაცნობად?

მხეცის დაღი მოცემული იქნება განსაზღვრულ დროს, როდესაც მრავალი თანმდევი მოვლენა აღსრულდება. მხეცის დაღი ადამიანებს დაესმება კონკრეტული სახით, კონკრეტულ ადამიანებს და დროის კონკრეტულ პერიოდში.
 
არ ვიცი როგორი თვალსაჩინო მაგალითი მოვიტანო... მოდი ერთ უხეშ მაგალითს დავიმოწმებ. წარმოვიდგინოთ არსებობს ცუდი შვილიშვილი, რომელსაც მილიონერი ბებია ჰყავს. მან თქვა, რომ როდესაც მოკვდება თავის მილიონებს შვილიშვილს დაუტოვებს. და აი, შვილიშვილიც ბებიის გარდაცვალებას გაფაციცებით ელოდება. ბებიამ დაახველა - შვილიშვილი გახარებულია, რადგან ფიქრობს, რომ "ბებია უკვე კვდება"! მაგრამ არა, ეს უბრალო დახველება ყოფილა; მაგრამ აი, ბებიამ ცხვირი დააცემინა - შვილიშვილი მას უკვე მარხავს. ბებიამ თქვა ძვლებში მამტვრევსო, შვილიშვილი საყიდლების სიას ადგენს... მაგრამ, შვილიშვილმა არ იცის, რომ მისდა სამწუხაროდ, ბებია მხოლოდ 20 წლის მერე გარდაიცვლება.
 
ავიღოთ სხვა მაგალითიც. აი ქარხანაში აწყობენ ავტომობილს. სანამ უკანასკნელ ჭანჭიკს არ დაამაგრებენ მასზე, ეს ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი მანქანა. ის ასეთი მხოლოდ კონვეიერიდან ჩამოსვლისა და დატესტვის შემდეგ გახდება.
 
იგივე ხდება მხეცის დაღთან დაკავშირებითაც. რაც გინდ გაგონებდეთ მხეცის დაღს, ეს მხეცის დაღი არ არის, რადგან მსოფლიო დღეს ჯერ კიდევ "მანქანის აწყობის" პროცესშია, მსოფლიო ჯერ პლატფორმაზეც არ გადასულა... რათა შემოვიდეს არა მხეცი, არამედ მისი მიმღები სახელმწიფო - ბაბილონი!
 
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სანამ მხეცის დაღი, როგორც მოვლენა იარსებებდეს, ჯერ უნდა მოხდეს:

    მსოფლიოს ანტიქრისტიანულ ბანაკად გადაქცევა;

    1. მსოფლიოს გადაქცევა ანტიქრისტიანულ ბანაკად;

    2. უნდა გამოჩნდეს დიდი მეძავი ბაბილონი და მისი სუპერ იდეოლოგია, რომელთანაც მიწიერი მეფეები ისიძვებენ, ხოლო მსოფლიო მისი მრუში სწავლებით დათვრება. ის იქნება ყველა რელიგიის დედა, წუთისოფლის სამეფოთა დედოფალი, ის ჩაყლაპავს ყველა რელიგიას და ყველა ფილოსოფიას;

    3. უნდა გამოჩნდეს ცრუწინასწარმეტყველი, ზე-ქარიზმატული გურუ, ჯადოქარი, ანტიქრისტეს "გებელსი", რომელიც მოახდენს დიდ ნიშებსა და სასწაულებს მსოფლიო მასშტაბით, რათა განადიდოს ანტიქრისტე;

    4. უნდა გამოჩნდეს ზემძლავრი 10 მეფე, რომელთაგან თითოეული თვითონ იქნება მინი-ანტიქრისტე. ისინი დიდი ანტიქრისტეს ინტერესებში იმოქმედებენ;

    5. უნდა გამოჩნდეს იმპერია, რომელსაც სათავეში ეს 10 მეფე ჩაუდგება, მე-4 სამეფო, რომლის დამყარების შემდეგ ისინი მთელ ძალაუფლებას გადასცემენ ანტიქრისტეს;

    6. დაიწყება ქრისტიანთა არნახული, უმძლავრესი დევნა, რითაც შეეცდებიან მისი, როგორც მოვლენის ძირფესვიანად აღმოფხვრას მსოფლიო საზოგადოების ნებისმიერ დონეზე;

    7. და ბოლოს, უნდა გამოჩდეს დიდი ლიდერი, რომელსაც მისცემენ მე-4 სამეფოს გვირგვინს და ძალაუფლებას, სწორედ ის იქნება ანტიქრისტე.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს 7 ფაქტორი განხორციელდება, შეგვეძლება ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ ძალიან მალე ანტიქრისტეს დაღიც გამოჩნდება.
 
შემდეგ, მხეცის დაღს დასვამს თვით მხეცი ან მხეცის ხატი, რომელსაც იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში დადგამენ. ამ ტაძარს ისრაელი ანტიქრისტეს მეფობის პირველ 3,5 წელიწადში ააშენებს. მხეცის დაღის გამოჩენამდე 3,5 წლით ადრე, ანტიქრისტე, რომელიც უკვე მეგა იმპერიის სათავეში უნდა იდგეს, დადებს 7 წლიან "წმიდა" ხელშეკრულებას ისრაელთან. 3,5 წლის განმავლობაში ცრუწინასწარმეტყველი და ბაბილონი მსოფლიოს და კაცობრიობას მოამზადებენ იმ აზრისთვის, რომ ანტიქრისტე ღმერთია და მას კერპი უნდა დაუდგან, რომელსაც ყველამ თაყვანი უნდა სცეს.
 
წარმოგიდგენიათ, უკვე მოვიდა ბაბილონი, ამოქმედდა ცრუწინასწარმეტყველი, მე-4 სამეფო ფართოვდება, 10 მეფე ადგილზეა, ანტიქრისტე დიდების შარავანდედში ცურავს, და მხოლოდ 3,5 წლის შემდეგ ცრუწინასწარმეტყველი (არა ანტიქრისტე) წააქეზებს, შეაცდენს, მოხიბლავს და დაიყოლიებს კაცობრიობას წმიდა ადგილზე დადგან ანტიქრისტეს ხატი.
 
მაგრამ, სანამ წმიდათა წმიდაში მხეცის ხატს დადგამდნენ, ჯერ ანტიქრისტეს არმია შეიჭრება ისრაელში, რომელიც 3,5 წლის განმავლობაში მშვიდობითა და უსაფრთხოებით ცხოვრობდა. ისრაელში შეჭრისა და ოკუპაციის შემდეგ ცრუწინასწარმეტყველი დადგამს მხეცის ხატს და ეს მოვლენა გაააქტიურებს დანარჩენ პროცესებს: ანტიქრისტე თავს გამოაცხადებს ღმერთად, ბაბილონი ლიკვიდირებული იქნება, მხეცის ხატი გაცოცხლდება და გახდება სისაძაგლე, რომელიც გამოიწვევს გატიალებას (გაპარტახებას), და დაიწყება დიდი ჭირი, რომელიც 3 წელი და 6 თვე გაგრძელდება და, რომლის დროსაც უფალი დასცემს სასჯელთა საყვირებს და გადმოღვრის სასჯელთა თასებს.
 
ასე რომ, სანამ ეს ჯერ არაფერი მომხდარა, არ გამოჩენილა მეძავი ბაბილონი, არც ცრუწინასწარმეტყველი, არც მე-4 სამეფო, არც ანტიქრისტე, არც 7 წლიანი ხელშეკრულება "მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე", არც ეკლესიის გლობალური დევნა, ჩვენ იმისი თქმაც კი არ შეგვიძლია რა დაიწყო და რა არა. თუმცა, რაღაც უკვე დაიწყო - მსოფლიო გამალებით ხდება ანტიქრისტიანული. მაშასადამე, დანარჩენი ეტაპებიც ცხრა მთას იქით როდია. მაგრამ ანტიქრისტეს დაღამდე ჯერაც შორია.
 
და ბოლოს. მხეცის დაღი ან ნიშანი დაედება იმათ, ვინც თაყვანს სცემს ანტიქრისტეს, როგორც ღმერთს, და ის არა იმდენად მიეცემა ადამიანებს, რამდენადაც მიიღება ადამიანთაგან, ანუ ნებაყოფლობით. ხოლო ისინი, ვისაც შესთავაზებენ მხეცის ხატის თაყვანისცემას, ცრუწინასწარმეტყველის მიერ იერუსალიმის წმიდათა წმიდათაში დადგმულს, და უარს იტყვიან მასზე, სიკვდილით დაისჯებიან.
 
ვინც თაყვანისცემაზე უარს იტყვის, მას ძალდატანებით კი არ დაადებენ ბეჭედს, არამედ უბრალოდ ადგილზე მოკლავენ. ხოლო ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ანტიქრისტეს, - რომელიც მანამ არ მოვა, სანამ არ გამოჩნდება მე-4 სახელმწიფო, 10 მეფე, მეძავი ბაბილონი და ცრუწინასწარმეტყველი, - და თავის სატანურ ბოღმას გამოავლენს 7 წლიანი მეფობის ბოლო 3,5 წელიწადში, ისინი მხეცის დაღს მიიღებენ მარჯვენა ხელსა და შუბლზე, რადგან შეგნებულად და ნებაყოფლობით აირჩევან სატანას თავიანთ ღმერთად.
 
ასე რომ, მხეცის დაღი არ გამოჩნდება მანამ, სანამ არ იარსებებს მინიმუმ 7 ფაქტორი. ჯერ არც ერთი მათგანი არ დამდგარა. მაგრამ როდესაც გამოჩნდებიან, მაშინაც კი არ შეგვეძლება თქმა იმისა, რომ მხეცის დაღი ნებისმიერ მომენტში მოვა. ის არ მოვა, სანამ არ აღსრულდება 1 მნიშვნელოვანი ფაქტორი - 7 წლიანი წმიდა ხელშეკრულება. მაშინაც კი, როდესაც ეს ფაქტორი გამოჩნდება, ჯერ კიდევ არ იქნება ნიშანი იმისა, რომ მხეცის დაღი ნებისმიერ მომენტში მოვა. მხეცის დაღი გამოჩნდება სამ წელიწად ნახევრის შემდეგ ანტიქრისტეს, ისრაელსა და მსოფლიო ხალხებს შორის წმიდა ხელშეკრულების დადებიან. ეს იქნება ხელშეკრულება "მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე", როგორც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე.

მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. თბილისი 16 სექტემბერი. 2021 წ.
Назад к содержимому