ანტიქრისტე - ანტიქრისტეს დაღი და საყოველთაო ჩიპირება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტეს დაღი და საყოველთაო ჩიპირება
უკანასკნელი ჟამი
კითხვა: უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მოქალაქეთა საყოველთაო ჩიპირება, ხომ არ მიგვიყვანს ეს ანტიქრისტეს მიღებამდე?

პასუხი (პასუხობს ალექსი ოსიპოვი. მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი): ჩიპირება კი არ მიგვიყვანს ანტიქრისტემდე, არამედ ქრისტეში ცხოვრების უარყოფა, ქრისტიანული სათნოებებიდან გადახვევა, უარის თქმა ქრისტეს მცნებებზე და ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ეს ყოველივე ჩვენში გამოიწვევს ანტიქრისტეს ჯერ სულიერ, შემდეგ კი ხილულ მიღებას.
 
რაც შეეხება თვით ჩიპირებას ის ბუნებრივი ნაბიჯია საზოგადოების ცხოვრების სამეცნიერო-ტექნიკური მოდერნიზაციის გზაზე, მათ შორის მისი ეკონომიკური მხრითაც. საქმე იმაშია, რომ უფრო ადვილი და ძალიან მოხერხებულია ყოველგვარი დოკუმენტი, ფულადი საშუალებები და მათით ოპერირება ქაღალდების უსასრულო გროვადან მიკროელექტრონულ მატარებლებზე გადავიდეს, რომელიც ერთ მიკროჩიპში თავსდება და უბრალოდ შეგიძლია საკუთარ სხეულში შეინახო!
 
ასეთია ამ პროცესის ულმობელი ლოგიკა, და მას თავს ვერ აარიდებს ვერც ერთი ქვეყანა, ვერც ერთი ხალხი. თუნდაც იმიტომ, რომ ფული შეწყვეტს არსებობას. სხვათა შორის, ამისთვის რაიმე სპეციალური კანონების მიღება არც კი გახდება საჭირო.
 
მაგრამ ამ ჩიპირებებით ან შტრიხკოდებზე გამოსახული ექვსიანებით, ან კიდევ ელექტრობარათებით როდი მოხდება ანტიქრისტეს მიღება. ჩიპირება, ისევე როგორც ელექტრობა, კომპიუტერები, მობილურები, ტელევიზია და ა. შ., - ეს ყველაფერი მხოლოდ ტექნიკური საშუალებებია, რომელთა გარეშე უკვე არსებობა არ შეუძლია კაცობრიობის უმეტეს ნაწილს, და რომელსაც, ბუნებრივია, ანტიქრისტე თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს.
 
ანტიქრისტე ქრისტიანებს (და არაქრისტიანებსაც) მიწიერი "კეთილდღეობით" აცთუნებს; ქრისტიანები (და არაქრისტიანებიც) ანტიქრისტეს თვისებებით იქნებიან შეპყრობილნი: სიამაყით, ამპარტავნებით, ძალაუფლებისმოყვარებით, სიამტკბილობათა ძიებით, სიმდიდრით, დიდებით. ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმრავლესობაც კი ჯერ სულიერად მიიღებს ანტიქრისტეს, შემდეგ კი ხილულადაც დაემონება მსოფლიო დიქტატორს და მას ქრისტედ (ცხადია, ცხებულად) აღიარებს.
 
ამასთან არსებითი მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტს, რომ ყველას, ვინც მას ქრისტედ (ცხებულად) არ აღიარებს, ჩიპებს გამოურთავენ და ისინიც, როგორც მოქალაქეები, იურიდიულად შეწყვეტენ არსებობას, ისინი მოაკლდებიან ყოველგვარ საარსებო საშუალებას. მეტიც, ანალოგიური ხვედრის შიშით, ვერავინ გაბედავს ასეთ ადამიანთან კონტაქტში შესვლას.
 
ამგვარად, ქრისტეს მცნებების აღსარებისთვის ქრისტიანები პირდაპირი მნიშვნელობით დაექვემდებარებიან სასიკვდილო სასჯელს. რადგან, დაკარგავენ რა უფლებას არსებობაზე, სიცოცხლეზე, ისინი, მიწიერი სიკეთეებითა და სიუხვით გარემოცულნი, უკეთეს შემთხვევაში შიმშილით დაიხოცებიან.
 
ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანთათვის, სანამ გვიან არ არის, ქრისტიანები გახდნენ არა უბრალოდ ფორმით, არამედ სულითაც.
 
"ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს" (1 კორინთ. 10:12).
 

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 24 აგვისტო. 2021 წ.
Назад к содержимому