ანტიერეტიკონი - მე ვარ თავისუფალი მასონი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
მე ვარ თავისუფალი მასონი
ჩარლზ ტეიზ რასელი
ავტორი: ნიკოლოზ ვარი.

ჩ. ტ. რასელის ცხოვრებისა და "შემოქმედების" მრავალი მკვლევარი, როგორც აშშ-ში, ასევე დასავლეთ ევროპაში, ყურადღებას აქცევს მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა 1913 წელს, ყოფილ მასონურ ტაძარში (სავარაუდოდ, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები 35 ქვეყნიდან) და რომელშიც მან თქვა ის სიტყვები, რომლებიც სათაურად დავუდეთ წინამდებარე პუბლიკაციას - "მე ვარ თავისუფალი მასონი" (I am a Free Mason):

"I am very glad to have this particular opportunity of saying a word about some of the things in which we agree with our Masonic friends, because we are speaking in a building dedicated to Masonry, and we also are Masons.I am a Free Mason". Charles Taze Russell (The Temple of God-Pastor Russell page 120).

"მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვთქვა ორიოდ სიტყვა საგნებზე, რომელთა შესახებაც თანხმიერნი ვართ ჩვენს მასონ მეგობრებთან, რადგან ვლაპარაკობთ იმ ტაძარში, რომელიც ეძღვნება მასონობას. ჩვენც მასონები ვართ; მე ვარ თავისუფალი მასონი; ...თუკი შევძლებ ვატარო ჩემი უღელი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ეს არის ის, რისი თქმაც აგრერიგად უყვართ ჩვენს მასონ ძმებს და რაც ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი და აღიარებული მასონები არიან".

"მაშ ასე, მეც თავისუფალი და აღიარებული მასონი ვარ. მეტიც, ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი მასონები ვართ, თუმცა მთლად ისეთები არა, როგორიც ჩვენი მასონი ძმები. ჩვენ არ გვაქვს მათთან განხეთქილება. მე არ მაქვს არავითარი განზრახვა ვილაპარაკო რამე მასონთა წინააღმდეგ და მეტიც, შემიძლია მადლობითაც კი აღვნიშნო, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტად განსაზღვრული ჭეშმარიტებანი, რომელსაც ჩვენი მასონი ძმებიც იზიარებენ. მე ზოგჯერ ველაპარაკები მათ ამის შესახებ, ისინი კი მეკითხებიან, თუ საიდან ვიცი ეს ყოველივე? ჩვენ ვვარაუდობდით, რომ არავის ძალუძს იცოდეს ამ საგანთა შესახებ მათ გარდა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ჩვენი უმაღლესი ცოდნა. ... განა არ ფლობენ ჩვენი მასონი ძმები ქრისტეს შესახებ გარკვეულ ცოდნას და მათ შესახებაც, ვისაც ტაძრის რაინდებს ანუ ტამპლიერებს უწოდებენ? ჩვენ კი მათაც აღვემატებით!"

"მე ურთიერთობა მქონდა დიდ ოსტატთან, მუშასთან, თვით უფალთან და სულიწმიდისგან მაქვს საიდუმლო ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ეხება იმას თუ რას ლაპარაკობს ბიბლია და ყოველივე ეს სრული ჭეშმარიტებაა! მე მჯერა ყოველივე ამისა. მასონ ძმებთან ვლაპარაკობდით ტაძარსა და მის მნიშვნელობაზე, თუ ვინ არის ნამდვილი მასონი და რას ნიშნავს დიადი პირამიდა, ემბლემა რომელსაც ისინი ასე ხშირად იყენებენ... და მათ უკვირდათ... ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ თავისუფალი და აღიარებული მასონობის მოწოდება _ ბიბლიური მასონობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მაშ ასე, თქვენც და მეც, როგორც ქვე-მასონები, ველოდებით ჩვენი ოსტატის დაბრუნებას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ამ ტაძრის, ანუ ეკლესიის საიდუმლო მშენებლობას".

"...ჩვენ უნდა ვიდოდეთ უმაღლესი საფეხურებისკენ, რადგან ის, ვინც პირველ საფეხურზეა პრაქტიკულად უცოდინარია"... მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. სულიერი ხედვა და სულიერი წინამძღოლობა მხოლოდ ღვთაებრივ მასონობას გააჩნია, მხოლოდ მას ძალუძს წვდომა იმ საგნებისა, რომლებიც თავისუფლად გვეძლევ. ეს არის ის, რაც თავისუფლად ეძლევა მხოლოდ ერთ კლასს და სხვებისთვის როდია ხელმისაწვდომი".

ანუ, ჩარლზ ტეიზ რასელი აღიარებს, რომ დაკავშირებული იყო იმ ანტიქრისტეანულ, საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა ტაძართა მშენებლობის შუასაუკუნეობრივ ტრადიციებში.

ზემოთდასახელებული სტატია გამოქვეყნებული იყო საზოგადოების "INTERNATIONAL BIBLE STUDENTS ASSOCIATION, Brooklyn, New York, U.S.A" (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს იეღოვას მოწმეთა მთავარი კორპორაციის WATCH TOWER BIBLE AND TRACT SOCIETY OF PENNSYLVANIA) სპეციალურ ბეჭდვით გამოცემაში სახელწოდებით: "პასტორ რასელის საუბარი - "ღმრთის ტაძარი" (სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: http://ctr-rlbible.com/?p=233).



ფოტო ჩარლზ რასელის სტატიიდან, სადაც ის აღიარებს, რომ არის მასონი (იხ. წითლად ხაზგასმული წინადადება და შემდგომიც)

რასელის სიტყვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შენობა, რომელშიც ჩ. რასელი 1913 წელს სიტყვით გამოვიდა, საგუშაგო კოშკის (Watch Tower) საზოგადოებამ მასონური ორგანიზაციებისგან შეიძინა. ამიტომაც ამბობს რასელი, რომ ეს შენობა ოდესღაც იყო მასონთა ტაძარი (თუმცა ის უკვე აღარ იყო ასეთი რასელის მიერ სიტყვის წარმოთქმის მომენტში). შემდეგ, მისი სიტყვა გრძელდება იმავე ბუნდოვან სტილში: რასელი ამბობს, რომ ყველანი, ვინც მოვიდა ამ დარბაზში _ მასონები, და თვითონაც _ არიან თავისუფალი მასონები. გამოსვლის პროცესში, ის უკვე განმარტავს ამ მტკიცებულების მნიშვნელობას და აჩვენებს თუ რა ანათესავებს რასელსა და საგუშაგო კოშკს მასონებთან და "ჭეშმარიტების" წვდომის მათეულ მეთოდებთან.

აღსანიშნავია, რომ თავისი პუბლიკაციების "შესალამაზებლად" ჩ. ტ. რასელი იყენებდა მასონურ სიმბოლოებს, მაგრამ მხოლოდ "შესალამაზებლად"? აშკარაა, რომ ის მასონურ სიმბოლიკას იყენებდა, როგორც უფლებამოსილი პირი. მოდი, ვიხილოთ ამგვარი "შელამაზების", უფრო სწორედ კი, "კანონიერი" გამოყენების, რამდენიმე ნიმუში. მაგალითად, "საგუშაგო კოშკის" გარეკანზე 1891 წლიდან 1931 წლამდე გამოისახებოდა "ჯვარი და გვირგვინი" (წიგნი "Возвещатели царства", стр. 200). იხილეთ, მაგალითად, ამ ჟურნალის 1928 წლის გამოცემის გარეკანი, რომლის ზედა, მარცხენა კუთხეში გამოსახულია ეს მასონური სიმბოლო.



როგორც იეღოვას მოწმეთა ამავე პუბლიკაციაშია ნათქვამი, "ბიბლიის მკვლევარები (ასე იწოდებოდნენ იეღოველები 1931 წლამდე), სხვათაგან განსხვავების ნიშნად, დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ ჯვარსა და გვირგვინს". განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში... აი, ამ "ნიშნისა და გულსაბნევის (ბროშის)" (ასე უწოდებდნენ მას თვით იეღოვას მოწმეები "საგუშაგო კოშკის" ერთ-ერთ გამოცემაში (01.01.2000)) გამოსახულება, რომელიც აღებულია წიგნიდან "Возвещатели", გვ. 200.



ეხლა იგივე "ბროში" შეადარეთ ტეხასელ მასონთა სამკერდე ნიშანს:



სახეზეა სრული იდენტურობა. ლაპარაკიც კი არ შეიძლება რაიმე დამთხვევაზე ან "შელამაზებაზე". მეტიც, შესაძლოა იმ დასკვნამდეც კი მივიდეს კაცი, რომ იეღოვას მოწმეები და ტეხასელი მასონები არიან ერთი და იგივე ორგანიზაციის წევრები!

თვით მასონები აღიარებენ, ეს სიმბოლო (გვირგვინი და ჯვარი) ეკუთვნის იორკისა და შოტლანდიური წესის მასონ-ტამპლიერებს.

"The Cross and Crown may be said to be confined almost exclusively to the historical degrees in Masonry as exemplified in the various orders of knighthood of York and Scottish rites. In Gaul we find the cross to have been a solar symbol when it had equal arms and angles; to the Phoenicians it was an instrument of sacrifice to their God, Baal; and to the Egyptians, the crux ansata was his symbol of eternal life" (Ray V. Denslow, Masonic Portraits, Transactions of this Missouri Lodge of Research, vol. #29, p.7---emphasis in the original).

ამიტომაც, არსებობს მოსაზრება, რომ ჩ. ტ. რასელმა, ამ ორდენში, რომელის გავრცელებული იყო აშშ-ში მიაღწია ყველაზე მაღალ გრადუსებს ანუ განდობის საფეხურებს. შეხედთ ტამპლიერთა ორდენის იორკის რიტუალის მასონური სტრუქტურის ქვემოთ მოტანილ გრაფიკს.

გრაფიკიდან ჩანს, რომ განდობის 32-ე და 33-ე საფეხურები (გრადუსები) არის სწორედ "ჯვარი და გვირგვინი".



ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ იეღოვას მოწმეთათვის წარმოუდგენელი დასკვნა, კერძოდ, ის, რომ: ჩარლზ ტეიზ რასელი იყო აშშ-ს მასონთა იორკის რიტუალის ყველაზე მაღალი განდობის მქონე ტამპლიერი; თუ არადა, როგორ შეეძლო მას გამოეყენებინა ეს ემბლემა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში, იმ პერიოდში უკვე არსებობდა სასაქონლე ნიშნისა და საავტორო უფლებების ცნებები და ისეთი მძლავრი ორგანიზაცია, როგორიც იყო ამერიკული მასონობა არავის მისცემდა ვიღაც თვითმარქვიას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა მათი უმაღლესი განდობის აღმნიშვნელი სიმბოლო.

ეს საკითხი კიდევ უფრო ღრმა შესწავლას იმსახურებს, მაგრამ, რასელის პირადმა მტკიცებამ, რომ ის არის "თავისუფალი ქვისმთლელი" (ანუ მასონი) და მის მიერ გამოყენებულმა მასონურმა სიმბოლიკამ საფუძველი მისცა ვარაუდს, რომ ის იყო 32 ან 33 საფეხურის მასონი.

მეტიც, ასეთი მტკიცება ეთანხმება ისტორიულ ფაქტებსაც და შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ გააჩნდა რასელის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც დღეს "იეღოვას მოწმეებს" უწოდებენ, ანტიქრისტიანული მიმართულება; თუ რატომ ცდილობდა მასონი რასელი უფალ იესუ ქრისტეს დამცირებას და ჩამოჰყავდა იგი მთავარანგელოზ მიქაელის რანგში; რატომ გააჩნდა მასონ რასელს მძლავრი მიდრეკილება ისეთი ოკულტური საგნებისადმი, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები; რატომ უყვარდა მას ასე ციფრების მაგია და მომავლის წინასწარმეტყველება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყოველივე ხდებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო (და სხვა ვარიანტი აქ გამორიცხულია), _ მასონი რასელი ასრულებდა საკუთარი ბოსების შეკვეთას და მისი მტკიცებულებები დაფუძნებული იყო იმ "ჭეშმარიტებებზე", რომლებიც ჩაუნერგეს მას მისმა მასონმა მოძღვრებმა.


* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *



იეღოველთა წიგნები ეგვიპტურ "ღმერთ" ხორუსისის ფრთების გამოსახულებით




ეგვიპტური "ღმერთის" ხორუსის ფრთები იეღოველთა ერთ-ერთ შტაბ-ბინაზე

სადღეისოდ იეღოვას მოწმეებმა უარი თქვეს ჯვარზე და ისიც კი მოიგონეს თითქოსდა ქრისტე გააკრეს ბოძზე და არა ჯვარზე. მაგრამ სექტის არსებობის პირველ ხანებში ჯვრის გამოსახულება აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა მასონურ და მკრეხელურ ინტერპრეტაციებში.






წინამდებარე ბროშურის (რომლის სახელწოდებაა: "სიონის საგუშაგო კოშკი" (Zion's watch tower) შუაში თქვენ ხედავთ წაქცეულ ჯვარს, რომელიც მოქცეულია მასონურ გვირგვინში (სიმბოლურად აღნიშნავს მასონობის მიერ ქრისტეანობის "დატყვევებას", დამარცხებას). იეღოველებმა სადღეისოდ სიტყვა "სიონიც" ამოიღეს (ალბათ ჩათვალეს, რომ ეს სიტყვა მეტად ააშკარავებს მათი მოძრაობის ჭეშმარიტ ხასიათს).



იეღოვას მოწმეთა დამფუძნებლის და მამამთავრის, ჩარლზ ტეიზ რასელის საფლავი. პირამიდის სახის მონუმენტი, რომლის სამკუთხა ზედა ნაწილს "ამშვენებს" თვალი, ხოლო ქვედა ნაწილში გამოსახულია მასონების 32-ე და 33-ე გრადუსების სიმბოლო _ ჯვარი და გვირგვინი.



იგივე პირამიდა (ჩარლზ ტეიზ რასელის საფლავი). უკან, გზის ბოლოს ჩანს მასონური ტაძარი. ხოლო პირამიდის ზედა ნაწილზე წაქცეული ჯვრისა და გვირგვინის მასონური სიმბოლო.



მასონურ ტაძარში: "ჯვრისა და გვირგვინის" გამოსახულება არის თანამედროვე ტამპლიერთა და ცნობილი სექტის, "ქრისტეანული მეცნიერების" სიმბოლო (სექტის დამაარსებელია ედდი მერი ბეკერი). ამ სექტის მთავარი წიგნის, "მეცნიერება და ჯანმრთელობა" სატიტულო გვერდზე და ყდაზე გამოსახულია ჯვრისა და გვირგვინის მასონური სიმბოლო. მასონობაში დახრილი ჯვარი სიმბოლოდ გვირგვინის გარეშეც გამოიყენება.

წყარო: http://mmoutreachinc.com/jehovahs_witnesses/russell_mason/wasrussellmason.html
სულის ცხონება
7.2. რომ. 2:14 და 1 კორინთ. 5:13

სხვა ტექსტები, რომელთაც ხშირად იმოწმებენ განსახილველი ცრუსწავლების მომხრეები, ამოღებულია წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეებიდან. კერძოდ: "ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს" (რომ. 2:14-
15), და სხვა მისი სიტყვები: "გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან" (1 კორინთ. 5:13).

მოციქულის სიტყვებიდან იმის შესახებ, რომ წარმართები, ვინც არ უწყოდა გამოცხადება დაისჯებიან თავიანთი საქმეებისა და კიდევ იმის მიხედვით, "რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები", ხსენებული ცთომილების მომხრეებს სურთ გამოიტანონ დასკვნა იმათი ცხონების შესახებ, ვისაც არ სწამდა ქრისტე და არ შეერთებია მას ნათლისღების საიდუმლოში.

ისინი გვთავაზობენ უცნაურ ლოგიკას: "განიკითხებიან" - ე. ი. "გამართლდებიან". მაგრამ საიდან არის აღებული ასეთი მნიშვნელობა? ნებისმიერი, მართლაც სინდის-ნამუსიანი კაცისთვის სიტყვები: "შენ განიკითხები შენი საქმეების მიხედვით და სამართლიანად მიიღებ მათთვის იმას, რაც გეკუთვნის", სულაც არ არის "სასიხარულო ცნობა". ეს არის საშინელი განაჩენი, რადგან სინდისი შეგვახსენებს ყველა იმ ცოდვის შესახებ, რომლებიც იმსახურებენ არა ჯილდოს, არამედ დასჯას.

"განიკითხებიან" - ე. ი. დაისჯებიან აღსრულებული ცოდვების მიხედვით, როგორც პირდაპირ წერს ამის შესახებ მოციქული იმავე ტექსტში: "ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება. ... საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესუ ქრისტეს მიერ" (რომ. 2:12, 16).

მოციქულის სიტყვები ურწმუნოთა მიმართ გამოტანილ ღმრთის სამსჯავროზე წმ. იოანე ოქროპირს ესმოდა არა როგორც "სასიხარულო ცნობა" შესაძლო გამართლების შესახებ, არამედ, პირიქით, როგორც მრისხანე გაფრთხილება საუკუნო სასჯელზე: "მისი ამ სიტყვებიდან: "რად განვიკითხო გარეშენი?" - ვინმეს რომ არ დაესკვნა, წარმართები დაუსჯელები დარჩებიანო, იგი მათ სხვა სასამართლოზე მიუთითებს - საშინელ სამსჯავროზე. ამას წარმართების დასაშინებლად და თან თავისიანების სანუგეშოდ ამბობს, აგრეთვე იმის საჩვენებლად, რომ ეს დროებითი სასჯელი მარადიული და უსასრულო სასჯელისგან ათავისუფლებს..." (წმ. იოანე მღვდელმთავარი. შრომები. XIV ტომი. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება. მეთექვსმეტე ჰომილია (1 კორ. 5:9-11). თბილისი 2017. გვ. 189) (სტატიის ავტორის მიერ მითითებულია რუს. გამოცემა: (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на 1 послание Коринфянам, 16.1 // Священное Писание в толкованиях святителя Иоанна Златоуста . Т. VIII. М., 2006. С. 175).

ადამიანი სინდისის საფუძველზე გამართლდებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი უცოდველად იცხოვრებდა. მაგრამ ღმერთი გვეუბნება, "არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს" (ეკლ. 7:20), "არ არსებობს უცოდველი კაცი" (2 ნეშტთა 6:36), "რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას" (რომ. 3:23). წმიდა ბედა პატივდებულის მოწმობით, "ყველა ადამიანი ვნების უკუნში იბადება და ბნელში იმყოფება, სანამ არ განანათლებს მას ქრისტეს ნათლისღების მადლი" (Цит. по: Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Новый Завет . Т. IX. Тверь, 2008. С. 207). ის, ვინც არ მიმართავს ნათლისღების მადლს და არ ისარგებლებს ცხონების გზით, რომელიც ქრისტემ ყველასთვის გახსნა, თავისი ცოდვების ბნელში რჩება.

სინდისის ქონა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გაექცევა ღვთის მსჯავრს. რომ არ ყოფილიყო ღმრთის ეს ხმა ყოველ ადამიანში, მაშინ არც ვინმე იქნებოდა დასასჯელი მათგან, ვინც ვერ მიიღო ცნობა ღმრთის ნების შესახებ გარეშე წყაროთაგან. მაგრამ, როგორც ნეტ. თეოფილაქტეგანმარტავს, "მოციქული ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ განიკითხებიან საერთოდ ადამიანები. განკითხვის დღეს წარსდგებიან ჩვენი აზრები, რომლებიც ხან გაგვკიცხავენ, ხან კიდევ გაგვამართლებენ, და ადამიანს იმ სამსჯავროზე არ დასჭირდება სხვა ბრალმდებელი ან სხვა დამცველი საკუთარი სინდისის გარდა" (Блж. Феофилакт Болгарский . Толкование на послание к Римлянам, 2). და მაშინ, ნეტ. თეოდორიტეს თქმით, ისინი, ვინც არ იცოდა საღმრთო სჯული, ზეციერი მსაჯული დასჯის მათ სჯულიერად, "მათთვის დაბადებიდან ბოძებული უნარის მიხედვით გაერჩიათ კეთილი ბოროტისგან... სჯულს გარეთ მცხოვრებთა სინდისი ხან უცოდინრობით დაიწყებს თავის მართლებას, ხან კიდევ მიიღებს  ბრალდებას და აღიარებს მასზე გამოთქმული მსჯავრის სამართლიანობას" (Блж. Феодорит Кирский . Творения. М., 2003. Сс. 110-
111).


7.3. 1. ტიმ. 4:10

განსახილველი ცრუსწავლების სხვა არგუმენტს წარმოადგენს ეკლესიის წერილისა და გადმოცემის სიტყვები, რომლებშიც ლაპარაკია იმაზე, რომქრისტე მოვიდა ყველა ადამიანის საცხონებლად. კერძოდ, ძალიან უყვართ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვების დამოწმება ტიმოთეს მიმართ მიწერილი პირველი ეპისტოლედან: "ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი" (1 ტიმ. 4:10). ამ სიტყვებიდან და წმიდა მამათა მსგავსი გამონათქვამებიდან გამომდინარე, რომ ქრისტე მოვიდა ყველა ადამიანის საცხონებლად, მოდერნისტები აკეთებენ დასკვნას, თითქოსდა შესაძლებელია ლაპარაკი არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მუსლიმთა, ბუდისტთა, კერპთაყვანისმცემელთა და ა. შ. ცხონებაზე.

მაგრამ, ასეთი დასკვნა უსაფუძვლოა. დავუშვათ, არის ვინმე ადამიანი, რომელიც ტაძარში მიდის. გზად შეივლის სახლში, სადაც მისი მეგობრები იმყოფებიან და მოუწოდებს შეუერთდნენ მას და წავიდნენ ტაძრისკენ. მეგობართაგან ზოგიერთი გაჰყვება, ზოგიერთი კი უარს იტყვის და სახლშივე დარჩება. დამპატიჟებელი სახლში ყველას გამო შევიდა, მაგრამ მისი მისვლით ისარგებლეს მხოლოდ იმათ, ვინც მას დაუჯერა და ტაძრისკენ გაჰყვა.

სწორედ ასე განმარტავს მოციქულის ამ სიტყვებს ეპისკოპოსი თეოფანე: "ღმერთი ყველა ადამიანის მაცხოვარია, - რადგან ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას (1 ტიმ. 2:4) - და არა მარტო სურს ყველას ცხონება, არამედ მოაწყო ცხონების საოცარი სახე, ყველასთვის ღია და ყოველის ცხონების შემძლე, ვინც კი მისით ისარგებლებს. მაგრამ რატომ არის ის უმეტესწილად მართალთა მაცხოვარი? იმიტომ, რომ ღმრთის მაცხოვნებელი ნება და მაცხოვნებელი საღრთო განგება ყველაზე ვრცელდება და ყველას ცხონებისთვის საკმარისია; მაგრამსინამდვილეში ცხონების მოსურნენი არიან მხოლოდ მართალნი, ანუ ისინი, ვინც ირწმუნა სახარებისა და მადლის მიღების შემდეგ რწმენის სულისკვეთებით იცხოვრა. ასე რომ, ღმერთი, რომელსაც მუდამ სურს და მუდამ შემძლეა ყოველი ადამიანის ცხონებისა, სინამდვილეში მხოლოდ მართალთა მაცხოვარია" (Свт. Феофан Затворник . На первое послание святого апостола Павла к святому Тимофею).

ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი პირდაპირ უარყოფს მოდერნისტების მიდგომას და ბრძანებს: "შენს კითხვაზე: "ნუთუ ყველანი ცხონდებიან, თუკი ქრისტეს ყოველთა გამო მოვიდა ქვეყანაზე?" - მოკლედ გიპასუხებ. ღმრთის ნებას ყოველთა ცხონება ნებავს, და, როგორც უკვე გწერდი, ქრისტე მართლაც ყველას გადასარჩენად მოვიდა, მაგრამ ყველანი როდი ცხონდებიან. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალმა ქრისტემ თავის მოციქულებს უთხრა: "წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი 16:15-16). რადგან, ვინც რწმენით მიიღებს მას და მოინათლება "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ის ცხონდება, ხოლო ვინც მას არ მიიღებს, წარწყმდება. ასე არ მიიღეს ის იუდეველებმა, თუმცა მისი ხალხი იყვნენ, როგორც ნათქვამია: "თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს" (იოანე 1:11). ასე არ შეიწყნარებენ მას მაჰმადიანები და სხვა ხალხები, ასევე კერპთაყვანისმცემლები, და ცრუქრისტიანები, რომლებსაც რწმენა მარტო პირზე აკერიათ, გულში კი უღვთოებენ, და რომელთა შესახებაც მოციქული წერდა: "სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი"" (ტიტ. 1:16) (Свт. Тихон Задонский. Келейные письма, 9).


7.4. მათე 12:31-32

განსახილველი ცთომილების მომხრეები კიდევ ერთ აგუმენტზე აგებენ თავიანთ შეხედულებას, კერძოდ, უფლის სიტყვებზე: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად" (მათე 12:31-32). ისინი ცდილობენ ეს სიტყვები განაკუთვნონ მხოლოდ მათ, ვინც, იცის ჭეშმარიტება და შეგნებულად ეწინააღმდეგება მას. ამიტომაც, თითქოსდა მწვალებლები და სხვაგვარად მორწმუნენი, რომლებიც უმეცრების გამო ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებად, მიტევებულ და ცხონებულ იქნებიან, თუნდაც ქრისტეს მგმობელები იყვნენ. მოდერნისტები თავიანთი სიტყვების დასტურად იმოწმებენ ასევე წმ. იოანე ოქროპირს და ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულს, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ აშკარა ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა არის სულიწმიდის გმობა.

უდავოდ, არავინ დაიწყებს დავას იმაზე, რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგ შეგნებული, გააფთრებული წინააღმდეგობა, არც ამქვეყნად მიეტევება ვინმეს და არც იმქვეყნად. მაგრამ მამებს, რომელთაც მოდერნისტები იმოწმებენ, არ უთქვამთ სულიწმიდის გმობა მხოლოდ ეს არისო. წმიდა მამები თავიანთი განმარტებებით ავსებენ ერთურთს. ამიტომაც წმიდა მამებისეული განმარტებების სრული წარმოდგენისთვის და მართებული გაგებისთვის, თუ რა არის სულიწმიდის გმობის მიუტევებელი ცოდვა ყურადღება უნდა მივაპყროთ ღირ. ეფრემ ასურელის სიტყვებს: "რომელი ცოდვაა მიუტევებელი? ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ. ეს არის ყოველი მწვალებელის ცოდვა, რადგან ერეტიკოსები გმობდნენ და ახლაც გმობენ სულიწმიდას. მათ არავინ მიუტევებს ამ ცოდვას არც წუთისოფლად, არც საუკუნო ცხოვრებაში, უფლის სიტყვისამებრ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ თვით ღმერთს, რომლისგანაც არის ცხონება; და ვინღა შეეწევა მათ?" (Прп. Ефрем Сирин . Творения. Т. 3. Сергиев Посад, 1912. С. 111).

იმგვარ გაგებაზე, რომელსაც გვთავაზობენ მოდერნისტები, პირდაპირ გვაფრთხილებდა წმიდა ათანასე დიდი: "მითხარი, -
ნუთუ სულიწმიდის გმობა მიეტევება არიანელთ, სიმონიანელთ, საბელიანოზთ, ფოტინელთ და ყველა მტერს, ვინც ძის განაკცებას კიცხავს? შორს ჩვენგან ასეთი უგუნურება! ... სულიწმიდის გმობა არის ურწმუნოება და არ არსებობს პატიების მიღების სხვა შესაძლებლობა, თუ არა მართლმადიდებლობის გზაზე შედგომა; და უღმრთოებისა და ურწმუნოების ცოდვა არავის მიეტევება არც აქ, და არც მომავალ საუკუნეში" (Свт. Афанасий Великий . Творения. Т. IV. М., 1994. С. 441).

ჯეროვანია გავიხსენოთ ისიც, რომ წმ. მარკოზ ეფესელი, ფლორენციის კრებასთან დაკავშირებით დაწერილ თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში სულიწმიდის გმობის ცოდვას განაკუთვნებს სწავლებასაც სულიწმიდის ძისგან გამომავლობის (filioque) შესახებ, რომელსაც, როგორც ცნობილია, აღიარებენ ლათინები და პროტესტანტები. იმავე აზრზეა ბერი პაისი ველიჩკოვსკიც, რომელმაც თქვა: "გიჯობს იცხოვრო სიღატაკეში, ვიდრე რომაელებივით გმობდე სულიწმიდას" (Письмо к униатскому священнику Иоанну. Цит. по: прот. Сергий Четвериков . Молдавский старец Паисий (Величковский) , его жизнь, учение и влияние на православное монашество. Париж, 1976. С. 217).
სულის ცხონება
7.5 კეთილგონიერი ავაზაკი

დასასრულ, განსახილველი ცთომილების მომხრეებს ძალიან უყვართ კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითის დამოწმება - აი, ხედავთო, - ამბობენ ისინი, - ავაზაკი მონათლულიც კი არ ყოფილა და ცხონდა, მაშ, აღიარეთ, რომ წარმართები და ქრისტესადმი ყოველნი ურწმუნონი ცხონდებიან ნათლისღების გარეშეც.

ეს არის ძალიან უცნაური არგუმენტი. ჯერ-ერთი, კეთილგონიერი ავაზაკი არ იყო წარმართი, ის ებრაელი გახლდატ, ანუ, თავისი წინადაცვეთის ფაქტით ის ღმერთთან იმყოფებოდა ძველაღთქმისეულ კავშირში, უკიდურეს შემთხვევაში, მან იცოდა ძველაღთქმისეული სჯულის ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტებანი, თუმცა არ მისდევდა მათ. მეორეც, ლუკა მახარობლის თანახმად, მას სწამდა ჯვარცმული ქრისტესი, უწოდა მას უფალი და მას მიმართავდა ლოცვით ცხონებისთვის. მაშ, როგორ არის შესაძლებელი მისი მაგალითი გამოყენებულ იქნას იმ აზის გასამართლებლად, თითქოსდა ცხონება შეუძლიათ იმათაც, ვინც იყო ძველაღთქმისეული სჯულის გარეთ და არ სწამდა ქრისტესი?

წმ. კირილე იერუსალიმელი წერს: "თუ ვინმე არ მიიღებს ნათლისღებას, ვერ ცხონდები, გარდა მხოლოდ მოწამეებისა, რომლენიც წყლის გარეშეც იღებენ ნათლობას. მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრის მიერ სამყარო გამოისყიდა, გვერდის განგმერისას გამოადინა სისხლი და წყალი, რომ ერთნი, მშვიდობიანობის დროს, წყლით მოინათლონ, ხოლო სვებმა, დევნილობის ჟამს, საკუთარი სისხლით ნათელიღონ. მარტვილობას კი, ნახე, თავად მაცხოვარი უწოდებს ნათლისღებას, რომელიც ამბობს: "ძალგიძს შესვათ სასმისი, რომელსაც მე შევსვამ, და ნათლისღებით, რომლითაც მე მოვინათლები, მოინათლოთ?" (მარკ. 10.33). მარტვილებიც აღიარებენ, რომლებიც სახილველნი გახდნენ სოფლისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა (I კორ. 4.9)" (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი).

ეკლესიაში ცნობილია უძველესი ტრადიცია, რომელიც კეთილგონიერ ავაზაკზე მსჯელობს როგორც მოწამეზე. კერძოდ, ნეტ. იერონიმე ბრძანებს: "ქრისტემ ჯვრიდან შეიყვანა ავაზაკი სამოთხეში; და - ვინმემ მისი მიმართვა დაგვიანებულად რომ არ ჩათვალოს, - სასჯელი მკვლელობისთვის მოწამეობად გარდააქცია" (Блж. Иероним Стридонский. Письмо 16 // Творения. Ч. 1. Киев, 1893. С. 46). მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი,რომელიც ბრძანებს, რომ მოწამენი "ნათელღებულ არიან დიადი და ქებული სისხლისმიერი ნათლისღებით", აგრძელებს: "ხოლო იმას, რომ საკუთარი სისხლით მონათლული და ტანჯვით განათლებული აღწევენ სრულყოფას და იღებენ საღმრთო აღთქმის მადლს, აჩვენებს იგივე უფალი სახარებაში, როდესაც ჯვარცმულ ავაზაკს, მორწმუნეს და თვით ტანჯვისას მის აღმსარებელს ეუბნება, რომ დღესვე იქნება მასთან ერთად სამოთხეში" (Св. Киприан Карфагенский. Письмо 60, к Юбаяну).

არა მარტო წმ. კვიპრიანე, არამედ სხვა წმიდა მამებიც განსაზღვრულად ასწავლიან, რომ ავაზაკმა ნათლობა ჯვარზევე მიიღო. ღირ. ეფრემ ასურელი ამბობს: "ავაზაკმა მიიღო ცოდვათა მიტევება სისხლისა და წყლის მიპკურებით, რომლებიც ქრისტეს გვერდიდან გადმოდინდა" (Прп. Ефрем Сирин. Толкование на Четвероевангелие, 20). წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ "ქრისტემ ავაზაკი თავისი ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მონათლა, და მასაც იმწამსვე განეღო სამოთხის კარი" (Свт. Иоанн Златоуст. Слово о возвращении из Азии в Константинополь // Творения. Т. 3. Кн. 2). სხვა ადგილას ამ საკითხს ის კიდევ უფრო დეტალურად განიხილავს: "ავაზაკს მაცხოვარმა ცხონება შეჰპირდა; ამასთან ავაზაკს არ ჰქონდა დრო და არ შეეძლო განეხორციელებინა თავისი რწმენა და მიეღო ნათლისღებისმიერი განათლება, არადა ნათქვამია: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ავაზაკს არ ჰქონდა ნათლისღების მიღების არც შემთხვევა, არც შესაძლებლობა, არც დრო, რადგან მაშინ ის ჯვარზე ეკიდა. მაგრამ მაცოხვარმა მაინც იპოვა გამოსავალი ამ გამოუვალი მდგომარეობიდან... ქრისტემ ისე მოაწყო, რომ ტანჯვის შემდეგ ერთმა ჯარისკაცმა მას ფერდში ლახვარი უგმირა საიდანაც გადმოსჩქება სისხლმა და წყალმა (იოანე 19:34)... - არა უბრალოდ გადმოსჩქება, არამედ ხმაურით და ისე, რომ მიესხურა ავაზაკის სხეულს; რადგან, როდესაც წყალი ხმაურით გამოდის, ის შხეფებს ისვრის, ხოლო როცა ნელა გადმოდის, მაშინ ნელა და მშვიდად მოედინება. მაგრამ უფლის გვერდიდან სისხლმა და წყალმა ხმაურით გამოსშხება ისე, რომ ავაზაკსაც მიესხურა და ამ მისხურებით მოინათლა" (Свт. Иоанн Златоуст. О ревности и благочестии, и о слепорожденном // Творения. Т. 8, Ч. 2).


7.6. წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. იოანე ოქროპირი

ხშირად ციტატებს შორის, რომლებიც თითქოსდა ადასტურებენ ცრუსწავლებას კერპთაყვანისმცემელთა და საერთოდ არაქრისტიანთა ცხონების შესაძლებლობაზე, იმოწმებენ წმ.ირინეოს ლიონელს, თანაც შემდეგი სახით: "ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, ვინც მისი ირწმუნა, არამედ, საერთოდ, ყველა ადამიანისთვის, რომლებსაც... სურდათ ქრისტეს დანახვა და მისი ხმის მოსმენა. ამიტომაც ყველა ამდაგვარს ის ჯერ თავისი მეორედ მოსვლის დროს აღადგენს... გააცოცხლებს და თავის სასუფეველში აიყვანს" (Свт. Ириней Лионский. Творения. Кн.4. СПб., 1900. С. 381).


ამგვარად დაიმოწმა ციტატა ხსენებული ცრუსწავლების ერთ-ერთმა ცნობილმა მქადაგებელმა, და მისი მრავალი თანამოაზრენიც უბრალოდ აკოპირებენ ამ აზრს. არადა, წმიდა ირინეოსის ტექსტს მთლიანობაში თუ გავეცნობით, სულაც ვერ ვპოვებთ მასში აზრსაც კი, თითქოსდა შესაძლებელი იყოს კერპთაყვანისმცემელთა და მწვალებელთა ცხონება. წმინდანი ლაპარაკობს ჯოჯოხეთში ქრისტეს შთასვლისა და მათთვის ქადაგების შესახებ, ვისზეც მოწაფეებს ეუბნებოდა: "მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს" (მათე 13:17). რადგან ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, ვინც მისი კეისარ ტიბერიუსის დროს ირწმუნა, და მამამ თავისი განგებულება გამოავლინა არა მარტო დღეს მცხოვრებ ადამიანთა, არამედ საერთოდ ყველა ადამიანთა მიმართ, რომლებსაც თავიანთ თაობაში მათი ძალისაებრ დასაბამიდანვე ღვთისმოშიშები იყვნენ და უყვარდათ ღმერთი, რის გამოც მართალ გზას ადგნენ და ღვთივსათნოდ იქცეოდნენ მოყვასთა მიმართ და სურდათ ქრისტეს დანახვა და მისი ხმის მოსმენა. ამიტომაც, ყველა ამდაგვარს, თავისი მეორედ მოსვლის დროს უფალი უპირველეს ყოვლისა აღადგენს ძილისგან და როგორც მათ, ასევე სხვებსაც, ვინც განკითხულ უნდა იქნან, გააცოხლებს და თავის სასუფეველში დააყენებს. რადგან ერთია ღმერთი, ვინც წარმართავდა პატრიარქთ თავისი განკარგულებებისამებრ და ამართლებდა რწმენით დაწინდულებსა და დაუწინდველებსაც".

ჩვენ ციტატა მოვიტანეთ სრულიად, კუპიურების გარეშე და დავამუქეთ ის ნაწილი, რომლებიც მოდერნისტებმა შეამოკლეს. ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ ამ ტექსტში წმ. ირინეოსი ლაპარაკობს ძველაღთქმისეული პატრიარქების, წინასწარმეტყველებისა და მართლების ცხონებაზე, რომლებსაც სწამდათ ჭეშმარიტი ღმრთისა და უყვარდათ იგი, რის გამოც ეწეოდნენ ღვთისმოშიშ ცხოვრებას, სწამდათ ქრისტეს მოსვლისა და ელოდნენ მას.

როგორც ვხედავთ ცრუსწავლების მიმდევრებს "მაკრატლით დიდი მუშაობა" დასჭირდათ, რათა წინამდებარე ტექსტი გადაექციათ იმ ადამიანთა ცხონების მტკიცებულებად, ვისაც არა სწამს ჭეშმარიტი ღმერთის და კერპებს სცემს თაყვანს.

როდესაც ხედავ ასეთ მეთოდებს, გახსენდება VI მსოფლიო კრების მამათა სიტყვები, რომლებიც მიმართულია ოპონენტებისადმი: "აჰა, შენ წმიდა მამის ეს მოწმობაც ქვეტექსტიდან ამოაგდე; არ შეჰფერის მართლმადიდებელთ წმიდა მამათა სწავლების დამახინჯება და მათი ქვეტექსტიდან ამოგლეჯა; ეს უფრო მწვალებელთა საქმეა" (Деяния Вселенских Соборов. T. IV. СПб., 1996. С. 94).

წმ. ირინეოსის სწავლება მწვალებელთა და კერპთაყვანისმცემელთა ხვედრის შესახებ სრულ თანხმობაშია ამავე საგანზე სხვა წმიდა მამათა სწავლებასთან: "ყველა მწვალებლობა, რამდენიც გინდ იყოს იგი, აღიარებს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ თავისი ბოროტი სწავლებით ამახინჯებს ამ ჭეშმარიტებას და კერპთაყვანისცმემელთა მსგავსად, უმადურობას ავლენს შემოქმედისადმი. მწვალებლებს სძულთ ღმრთის ქმნილება, ლაპარაკობენ თავიანთი ცხონების საწინააღმდეგოდ, და საკუთარი თავის ყველაზე სასტიკი მამხილებლები და ცრუმოწმეები არიან... ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო მართლებთან ერთად ვერ ჩაეწერებიან" (Св. Ириней Лионский. Против ересей. I.22.1). მწვალებლებს, რომლებსაც ღმრთის საკურთხეველთან უცხო ცეცხლი, ანუ უცხო სწავლებები მიაქვთ, ნადაბისა და აბიჰუდის მსგავსად ზეციური ცეცხლი დასწვავს" (Св. Ириней Лионский. Против ересей. V.26.3).

წმ. ირინეოსი ერთადერთი წმიდა მამა როდია, რომელმაც ივნო ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ნებისმიერი ხრიკის ფასად სურდა ეკლესიაში უცხოთა და მწვალებელთა ცხონების შესაძლებლობის აზრი დაემკვიდრებინათ. რაც უნდა უცნაური იყოს, თავიანთი მომხრეების რიგში ისინი წმ.იოანე ოქროპირსაც მიითვლიან, რომელიც სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად საწინააღმდეგოს ასწავლის. მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ "მწვალებლებს ჩვენ ცხონების სასოებასაც კი არ ვუტოვებთ" უკვე დავიმოწმეთ. მოვიტანთ კიდევ ერთ ფრაზას: "წარმართი, რომელმაც არ უწყის ღმერთი, უნდა ტიროდეს; რადგან ის, როგორც კი მოკვდება, - პირდაპირ ჯოჯოხეთში წავა. უნდა გლოვობდნენ იუდეველნიც, რომლებმაც ქრისტესადმი ურწმუნოებით თავიანთი სულები წარსაწყმედად გაწირეს. ვგლოვობთ ჩვენს კათაკმევლებსაც, თუკი ისინი თავიანთი ურწმუნოებით, თუ მოყვასთა დაუდევრობით მაცხოვნებელი ნათლისღების გარეშე გარდაიცვლებიან" (Свт. Иоанн Злутоуст. Творения. Т. II. СПб., 1899. С. 641).

მაშ, რის საფუძველზე ბედავენ მოდერნისტები წმ. იოანე ოქროპირის ჩაწერას თავიანთ რიგებში?

მათ კიდევ მოჰყავთ სიტყვები იმის შესახებ, რომ ეკლესიის ერთიან სხეულს შეადგენენ "ყოველნი მორწმუნენი, ვინც კი დედამიწაზე არსებობს, არსებობდა და მომავალში იარსებებს. ასვე ისინიც, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ესათნოვა უფალს. რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ქრისტე" (Священное Писание в толкованиях святителя Иоанна Златоуста. М., 2006. Т. IX. С. 110). მაგრამ სად არის აქ ნათქვამი, რომ ცხონდებიან ისინი, ვინც არ იცოდა ქრისტე? წმიდა მამა ლაპარაკობს იმ ძველაღთქმისეულ მართლებზე, ვინც ღმრთისმოშიშებით ცხოვრობდა და სულის გამოცხადებით უწყოდა მისი მოსვლის (განკაცების) შესახებ, ასევე ქრისტიანებზე, რომლებმაც იცნეს ქრისტე და ესათნოვნენ უფალს მისი მოსვლის შემდეგ. საკვირველია, იმის შემდეგ რაც ითქვა, რომ ეკლესიას შეადგენენ ისინი, ვინაც თავისი ცხოვრებით ესათნოება უფალს და იცის ქრისტე, კიდევ ცდილობენ წარმოადგინონ ამისი საწინააღმდეგო შეხედულება - თითქოსდა შეუძლიათ რაღაც სახით შეიპარონ ეკლესიის შემადგენლობაში და ცხონდნენ ქრისტეს მიმართ ურწმუნონი და მწვალებელნი, რომლებიც თავიანთი მწვალებლობებითა და კერპთაყვანისცემით ემსახურებიან ეშმაკთ.

ხსენებული ცრუსწავლების მომხრეები ზოგჯერ იმოწმებენ წმიდა წმ. იოანე ოქროპირის სხვა გამონათქვამსაც: "არც იუდეველთათვის, არც საერთოდ ადამიანებისთვის უბედურებები არ იყო უსამართლო, რადგან ისინიც, და სხვებიც სასჯელს იხდიდნენ ჩადენილი ცოდვების გამო. თუმცა, როგორც პირველთ, ასევე მეორეთ, რომლებიც ჩაძირულნი იყვნენ ესოდენ ბოროტებაში, უფალმა მისცა ცხონების შესაძლებლობა. მრავალი ბოროტებით მოცულ იუდეველთ საზრდელის მიღებაც კი არ შეეძლოთ... ხოლო წარმართთ არ სურდათ საკუთარ ფილოსოფოსთა დარიგებების მოსმენა, რის გამოც ზოგმა სიკვდილით დასაჯა სოკრატე, სხვებმა გაუგონარ სასჯელს დაუქვემდებარეს ანაკსარხი და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც შეურაცხყვეს რა პითაგორას მიმდევრები, ისინი უდროო სიკვდილს დაუქვემდებარეს. მაგრამ მათაც კი მოუწოდა ღმერთმა უკვდავიტრაპეზის მისაღებად, აღძრა ისინი ჭეშმარიტების მისაღებად და განათავისუფლა სიკვდილის კლანჭებისგან" (Свт. Иоанн Златоуст . Собеседование на Пс.106:2–3 // Творения. Т. V. СПб., 1889. С. 773).

მოდერნისტები ცდილობენ ეს სიტყვები ისე განმარტონ, თითქოსდა ის ეხებოდეს სოკრატეს, ანაქსარხესა და პითაგორას ცხონებას, მაშინ როდესაც წმიდა მამა აქ ლაპარაკობს იმ წარმართთა ცხონებაზე, ვინც ირწმუნა მოციქულთა მიერ ნაქადაგები სახარება. წმიდა იოანე, ისევე როგორც სხვა წმიდა მამები, მოწონებით ეკიდებოდნენ იმას, რომ ზოგიერთი ძველბერძენი ფილოსოფოსი აკრიტიკებდა ტრადიციულ პოლითეიზმს, მაგრამ ის შორს იყო მათი სწავლებების მოწონებისგან და მითუმეტეს აზრისგან, თითქოსდა ამ აზრების გამო მათ ცხონება მიენიჭათ.

მთლიანობაში წმიდა იოანე ოქროპირის დამოკიდებულება წარმართ ფილოსოფოსთადმი საკმაოდ მძაფრი იყო: "სოკრატე... ყველაფერს პატივმოყვარეობიდან გამომდინარე აკეთებდა. თქვენ მის სწავლებებს რომ იცნობდნენ, მაშინ გიჩვენებდით... რაოდენ ბევრია მასში პირმოთნეობა, და როგორც თვით სოკრატესთან... მთელი მისი სწავლება გამსჭვალულია პატივმოყვარეობით" (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на книгу Деяний, 36.2). პითაგორას შესახებ კი წმიდა მამა ამბობს, რომ "მას კაცობრიობისთვის არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა, არამედ კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა მას" და მის სწავლებას "სატანურ კადნიერებასა და წარწყმედას" უწოდებდა (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Иоанна, 2.2-3).
სულის ცხონება
7.7. წმ. იუსტინე მოწამის აზრი ძველბერძენ ფილოსოფოსებზე

ერთადერთი, ვინც მართლაც ფიქრობდა, რომ ძველბერძენი ფილოსოფოსები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ცხონებულთა შორის, იყო ძველი აპოლოგეტი წმ. იუსტინე მოწამე. განსახილველი ცთომილების მომხრეებს ძალიან უყვართ მისი სიტყვების დამოწმება იმის შესახებ, რომ ქრისტე "არის სიტყვა, რომელსაც თანაეზიარა კაცთა მთელი მოდგმა. ისინი, ვინც მისი სიტყვის შესაბამისად ცხოვრობდნენ, ქრისტიანები არიან, თუმცა უღმერთოებად მიიჩნეოდნენ: ელინთა შორის ასეთები არიან - სოკრატე, ჰერაკლიტე და მათნი მსგავსნი" (Св. Иустин Философ. Творения. М., 1995. Сс. 76–77). ამასთან ციტირებულ სიტყვებს უცილობლივ გვთავაზობენ როგორც ტიპიურ ფრაზას, რომელიც თითქოსდა მოცემული თემისადმი წმიდა მამათა საზოგადო დამოკიდებულებას ახასიათებს.

ამ ფრაზის შესახებ უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ არაკორექტულია საკუთრივ წარმართობისადმი მისი მიკუთვნება და დადასტურებულად მივიჩნიოთ კერპთაყვანისმცემელთა ცხონება, რადგან წმ. იუსტინესთვის ეს ფილოსოფოსები მნიშვნელოვანნი იყვნენ როგორც მაგალითნი მათთვის, ვინც ცხოვრობდა რა წარმართულ გარემოში, უარყოფდა წარმართულ ღმერთთა თაყვანისცემას (ამიტომაც ამბობს "უღმერთოებად მიიჩნეოდნენო").  "სოკრატემ ... ხელმძღვანელობდა რა ჭეშმარიტი გონებითა და კვლევით, გაბედა ადამიანები ჩამოეშორებინა დემონებისთვის" (იქვე. გვ. 35), ასევე კიდევ იმიტომ, რომ წმ. იუსტინეს სჯეროდა, რომ ამ ფილოსოფოსებმა იცოდნენ ძველი აღთქმა: "ყოველივეში, რასაც ფილოსოფოსები... ლაპარაკობდნენ სულის უკვდავების, სიკვდილის შემდგომი სასჯელის, ზეციურის ჭვრეტის და მსგავსი საგნების შესახებ, ნასესხები აქვთ წინასწარმეტყველთაგან, - სწორედ მათგან შეეძლოთ მათი შემეცნება და გადმოცემა" (იქვე. გვ. 74).

რაც შეეხება საკუთრივ წარმართებსა და წარმართობას, წმ. იუსტინე პირდაპირ ბრძანებს, რომ წარმართობა დემონებმა წარმოშვეს: "ჯერ კიდევ ოდითგან ბოროტი დემონები ცხადდებოდნენ რა დაუფარავად, ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს და ადამიანებს შიშის ზარს ჰგვრიდნენ, ასე რომ ისინი, ვინც ვერ გულისხმაყოფდა მათ მზაკვარებას, შიშით მოცულნი და უმეცარნი იმისა, რომ ესენი ბოროტი დემონები იყვნენ, მათ ღმერთებად აღიარებდნენ" (იქვე. გვ. 35); "დემონები მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე განდრიკონ ადამიანი შემოქმედი ღმრთისგან და მისი მხოლოდშობილი ძისგან ქრისტე ღმერთისგან" (იქვე. გვ. 89). აპოლოგეტი გვაფრთხილებს იმათ აღსასრულზეც, ვინც მათ ენდობა: "უკეთურთა გვამები, რომლებსაც მარადიული შეგრძნება შეეძლებათ, ღმერთი ბოროტ დემონებთან ერთად მარადიულ ცეცხლში განმწესებს" (იქვე. გვ. 82).

სხვა წმიდა მამების მსგავსად, წმ. იუსტინე მოწამეც ასწავლის, რომ ნათლისღება ერთადერთი გზაა ცხონებისკენ. ნათლისღების აღწერისას მას მოჰყავს ქრისტეს სიტყვები: "თუ კვლავ არ იშვებით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფველში" (1 Апология, 61), ხოლო სხვა თხზულებაში წერს: "მხოლოდ ნათლისღებას შეუძლია მონანულის განწმენდა, და ის არის წყალი სიცოცხლისა" (Разговор с Трифоном, 14), ხოლო იმისთვის, რათა "მიიღოთ ცოდვათა მიტევება და გქონდეთ აღთქმულ სიკეთეთა მიღების სასოება, არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რათა შეიმეცნოთ ქრისტე და განიბანოთ ნათლისღებით მისატევებლად ცოდვათა, რათა იცხოვროთ შემდეგ გარეშე ცოდვისა, რომლის შესახებაც გვამცნობდა ისაია, " (Разговор с Трифоном, 44). და კვლავ ვხედავთ იმავე სურათს: წმინდანი, რომელიც ასწავლიდა, რომ ნათლისღების გარდა "არ არსებობს სხვა გზა", მოდერნისტები წმ. იუსტინეს წარმოგვიჩენენ მქადაგებლად სწავლებისა: "არსებობს სხვა გზაც"!

ეკლესიის ოდითგანდელი რწმენის თანახმად, წმ. იუსტინეც მიიჩნევდა, რომ ისინი, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ჭეშმარიტ სარწმუნოებაში აღესრულნენ, ქრისტემ ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა. წმიდა აპოლოგეტი არც ამ თავისი სწავლებით, არც სწავლებით ნათლისღების მიერ ცხონების მოპოვების შესახებ და არც იმისგან, რომ წარმართობა წარმწყმედელია, სხვა წმიდა მამებისგან არ განსხვავდებოდა. მისი თავისებურება იყო მხოლოდ ის, რომ მისი აზრით ფილოსოფოსებს სწამდათ ერთი ღმრთისა და ებრძოდნენ დემონთთაყვანისცემას, ცხოვრობდნენ ღმრთის ნების შესაბამისად და იცოდნენ მისი გამოცხადებაც კი, რომლებიც წინასწარმეტყველთა მიერ მოგვეცა.

სოკრატესა და ჰერაკლიტეს შესახებ აზრი, რომ ისინი "ქრისტემდე მცხოვრები ქრისტიანები" იყვნენ და ამ შეხედულების წმიდა მამათა საზოგადო აზრად გამოცხადება არაკორექტულია, რადგან წმ. იუსტინე ფილოსოფოსი ეკლესიის მიერ ერთადერთი კანონიზირებული წმინდანი იყო, ვინც ეს აზრი გამოთქვა.

ილუსტრაციად იმისა, რომ ის სულაც არ იყო საზოგადოდ მიღებული, გამოდგება კონსტანტინოპოლის 1084 წლის კრების წლის დადგენილებათა მეხუთე ანათემატიზმა: "მათ, ვინც ამტკიცებს, თითქოსდა ბერძენი ბრძენკაცები... აქაც იყვნენ და მომავალ სამსჯავროზეც წარდგებიან იმათზე უფრო სათნო ადამიანებად, ვინც მართლმადიდებელნი და ღვთისმოსავნი იყვნენ, მაგრამ ადამიანური უძლურებისა და უმეცრების გამო სცოდეს, ანათემა". რა თქმა უნდა, წმ. იუსტინეს არ უთქვამს, რომ სოკრატე და ჰერაკლიტე სათნოებებით აღსავსე ქრისტიანები იყვნენო, რომლებმაც შესცოდეს, მაგრამ დადგენილების მითითებული სიტყვები ადგილსაც კი არ უტოვებს იდეას, რომლის მიხედვითაც ფილოსოფოსები თითქოსდა "ქრისტემდე მცხოვრები ქრისტიანები" იყვნენ.

ზემოთ უკვე დავიმოწმეთ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამები სოკრატესა და პითაგორაზე. შეიძლება დავიმოწმოთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებიც: "არიან უწმიდური მემრუშე სულები, რომლებიც შთაეფლნენ რა წუთისოფლის ვნებებში, მიწიერისადმი მიდრეკილებით გამოეყვნენ ზეციურ ძალას, და - თვით წარწყმედილნი და თვით გარყვნილნი, - განუწყვეტლივ აგრძელებენ სხვათა გარყვნასა და წარწყმედას. პოეტები მათ დემონთა სახელწოდებით იცნობენ; სოკრატე ჰყვებოდა, რომ ის დემონისგან იღებდა დარიგებებს და მისივე ნებით იმართებოდა... ასე რომ, ქანდაკებებსა და გამოსახულებებში ეს გაღმერთებული სულები ბუდობენ... მათი მთავარი საზრუნავი - ადამიანთა განდრეკაა ღმრთისგან, კაცთა გადაცდომაა ჭეშმარიტი რელიგიის შემეცნებიდან ცრურწმენებისკენ, საკუთარი თავის თაყვანისცემისკენ, რადგან თავად განკითხულნი დასასჯელად, სასჯელში მონაწილეობად ეძიებენ მათ, ვის მოტყუებით მიდრეკასაც შეძლებენ თავიანთი დანაშაულისკენ" (Св. Киприан Карфагенский. Творения. Киев, 1891. Ч. 3. Сс. 4-5).

ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ წარმართობისადმი დამოკიდებულება წმიდა კვიპრიანესა და იუსტინეს ერთნაირი აქვთ, ისევე როგორც სწავლება ნათლისღების შესახებ. ამ საკითხებში იუსტინეს სწავლება არ განსხვავდებოდა სხვა მამათა სწავლებისგან, და ის არ ამკვიდრებდა იმ აზრებს, რომლის გამართლებასაც ცდილობენ მისი სახელით თანამედროვე მოდერნისტები. ის ცდებოდა არა დოგმატიკასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ადამიანებთან - რამოდენიმე ძველბერძენ ფილოსოფოსთან მიმართებაში, რომელთაც გაუმართლებლად განაკუთვნებდა ძველაღთქმისეულ ღმრთიმოსყვარეთა დასს.
სულის ცხონება
7.8. ეპიზოდი წმ. გრიგოლ დიალოგოსის ცხოვრებიდან იმპერატორ ტრაიანეს შესახებ

ზოგიერთი მოდერნისტი არგუმენტად იყენებს ასევე ამბავს, რომელიც მოთხრობილია წმ. გრიგოლ დიალოგოსის ცხოვრებაში. ამ ცხოვრების მიხედვით წმიდა მამა თითქოსდა ლოცულობდა წარმართ იმპერატორ ტრაიანეს სულის საცხონებლად და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა. ეს მოთხრობა დაწერილია VIII ს-ის დასაწყისში, - ანუ წმინდანის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, - ცხოვრების შემდგენელი, ანონიმი ინგლისელი ბერი უიტბიდან, აღნიშნავს, რომ მან ეს ისმინა "ზოგიერთი რომაელისგან". მისი წარმომავლობა საეჭვოა, ხოლო შინაარსი ეწინააღმდეგება იმას, რასაც წერდა თვით წმ. გრიგოლ დიალოგოსი. დაცულია მისი წერილი ორ კონსტანტინოპოლელ კლერიკოსისადმი,რომელშიც ის უარყოფს მათ რწმენას, თითქოსდა ჯოჯოხეთში ჩასვლის დროს ქრისტემ იქიდან ამოიყვანა არა მარტო ძველაღთქმისეულ მართალთა სულები, არამედ საერთოდ ყველა, ვინც კი ამოსვლა ისურვა, და ასეთ შეხედულებას უწოდებს მწვალებლობას.

"თქვენი წასვლის შემდეგ, - წერს. წმ. გრიგოლ დიალოგოსი, - შევიტყვე, რომ გითქვიათ, თითქოსდა ყოვლისშემძლე უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, როდესაც ის ჯოჯოხეთში ჩავიდა, ყველანი, ვინც კი ის ღმერთად აღიარა, აცხონა და გაათავისუფლა დამსახურებული სასჯელისგან. ვისურვებ, რათა თქვენმა ძმობამ ამ საკითხზე იფიქროს სხვაგვარად, კერძოდ, ჯოჯოხეთში ჩასულმა მაცხოვარმა მადლით განათავისუფლა მხოლოდ ისინი, ვისაც სწამდა, რომ ის მოვა, და ამქვეყნად მისი მცნებების მიხედვით ცხოვრობდა... გირჩევთ წაიკითხოთ, რა დაწერა ფილასტრიუსმა თავის წიგნში მწვალებლობათა შესახებ. აი მისი სიტყვები: "არიან მწვალებლები, რომლებიც ამბობენ, რომ უფალმა, როდესაც ის ჯოჯოხეთში ჩავიდა, ყველას უქადაგა უკვე მათი სიკვდილის შემდეგ, რათა ისინი, ვინც მას ჯოჯოხეთში აღიარებდნენ, ცხონებულიყვნენ, მაშინ როდესაც ეს ეწინააღმდეგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფსალმ. 6:6), და მოციქულის სიტყვებს: "ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება" (რომ. 2:12). მის სიტყვებს ეთანხმება ნეტ. ავგუსტინეც, თავის წიგნში მწვალებლობათა შესახებ. ამრიგად, განსაჯეთ ამის შესახებ და ნურაფერ იმგვარს შეიწყნარებთ, გარდა იმისა, რასაც ასწავლის კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის რწმენა"(Святого Григория Двоеслова письмо 179-
е // «Христианское чтение». СПб., 1841. Ч. II. – Сс. 93–97).

ძნელია დაშვება იმისა, რომ ასეთი მკაცრი შეხედულებების შემდეგ, წმიდა მამა, რომელმაც იზრუნა შეედგინა სპეციალური ეპისტოლე, რათა დაეცვა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ამ ცხოვრებაშივე ჭეშმარიტი ღმრთისადმი ურწმუნონი ვერ ამოვლენ ჯოჯოხეთიდან, თვითონ გულმხურვალედ დაიწყებდა ლოცვას არა უბრალო წარმართის, არამედ ქრისტეანთა ერთ-ერთი მდევნელის საცხონებლად, და ეს მხოლოდ ტრაიანეს მიერ აშენებული არქიტექტურული ნაგებობებისა და ერთი სენტიმენტალური ისტორიის გამო.

წმ. გრიგოლის მიერ დაწერილ თხზულებებში ჩვენ ვხედავთ სრულიად საპირისპირო შეხედულებებს. მაგალითად, ის წერს: "ცათა სასუფეველის შესახებ ცნობილია, რომ მასში ვერც ერთი უკეთური ვერ შევა" (Свт. Григорий Двоеслов. Сорок бесед на Евангелия. 12.1), "ურწმუნონი, რომლებიც თავიანთი განსასჯელის ქვედა ადგილებში იმყოფებიან, უკანასკნელ სამსჯავრომდე უმზერენ მათ ზემოთ, ნეტარ სავანეებში განსვენებულ მართალთ, რომელთა სიხარულის ხილვას შემდეგ ვეღარასდროს შეძლებენ" (Свт. Григорий Двоеслов. Сорок бесед на Евангелия. 40.2), "სრულიად აუცილებელია გვწამდეს ის, რომ უკეთურთა სულები ჯოჯოხეთში იმყოფებიან" (Свт. Григорий Двоеслов. Собеседования, IV.28), მომავალ საუკუნეში მწვალებლებს "სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი ელოდებათ, და არა დროებითი, არამედ მარადიული" (Свт. Григорий Двоеслов. Правило пастырское, IV.26).
სულის ცხონება
ერთ ადგილას წმიდა გრიგოლი პირდაპირ წერს, რომ წმინდანები არ ლოცულობენ გარდაცვლილ ურწმუნოთათვის, და განმარტავს, რატომ: "რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ წმინდანები არ ლოცულობენ გარდაცვლილ უკეთურთა და ურწმუნოთათვის, თუ არა ის, რომ იციან, ისინი საუკუნო სასჯელისთვის არიან განწირულნი, და ამიტომაც არ სურთ ამაო ლოცვები აღუვლინონ სამართლიან უფალს" (Свт. Григорий Двоеслов. Собеседования, IV.44).

სხვა ადგილას ის ჰყვება, რომ ერთი მოსაგრის ხილვის თანახმად მეფე-არიანელი თეოდორიკე ჩაგდებულ იქნა ჯოჯოხეთში, და მის ამ ხვედრს სამართლიანს უწოდებს, რადგან თეოდორიკემ მოჰკლა ორი მართლმადიდებელი (Свт. Григорий Двоеслов. Собеседования, IV.29). ძალიან ძნელია დაჯერება იმისა, რომ წმინდანს, რომელიც მისდევდა ასეთ შეხედულებებს, უცებ გული აუჩქროლდა საზოგადოებრივი ნაგებობების ნახვით და ლოცვა დაიწყო წარმართის საცხონებლად, რომელმაც არიანელ თეოდორიკეზე ბევრად უფრო მეტი ქრისტიანი დახოცა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო თვით წმიდა გრიგოლს უნდა ვენდოთ, ვიდრე ვიღაც ანონიმ რომაელთ, რომლებიც მისი გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა გრიგოლ დიალოგოსის "ცხოვრებაში", რომელიც ღირსმა სიმეონ მეტაფრასტმა შეადგინა, ასევე არც დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილ მის "ცხოვრებაში" არაფერია ნათქვამი ტრაიანესთვის ლოცვაზე, თუმცა ის კარგად იყო ცნობილი როგორც ბერძნულ აღმოსავლეთში, ასევე რუსეთშიც. არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მოცემული თქმულება წმიდა გრიგოლის თხზულებებში ჩართულ არ იქნა იმიტომ, რომ წმიდა აგიოგრაფები უარყოფდნენ მის სინამდვილეს. სხვათა შორის, ზოგიერთი წმიდა მამა ახსენებდა ამ ისტორიას ისე, რომ ეჭვ ქვეშ არ აყენებდა მის სინამდვილეს, მაგალითად, წმ. მარკოზ ეფესელი და ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი.

მაგრამ ჩვენი აზრით ეს ისტორია, - თუნდაც დავუშვებთ მის სინამდვილეს, - უფრო იმ იდეის წინააღმდეგ გამოდის, რომლის დაცვასაც მისით ცდილობენ. მოცემული შემთხვევა "ცხოვრებაში" წარმოდგენილია როგორც მოწმობა წმიდა გრიგოლის ლოცვითი გაბედულებისა, და გვეძლევა როგორც გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს იმ წესს, რომ მოუნათლავი უცხოა ცხონებისთვის და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ხვდება. ქრისტეს გარეშე ცხონების ცრუსწავლების მიმდევრები მართალნი რომ იყვნენ, მაშინ ანგელოზი, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, ეტყოდა მას, რომ მისი ლოცვები ზედმეტია, რადგან უფალმა უკვე დიდი ხანია ჯოჯოხეთშივე მოაქცია და მონათლა ტრაიანეს სული ან, რომ ტრაიანე უხილავად და თავისი კეთილი საქმეებით ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაშივე შევიდა მის მიერ დევნილი ეკლესიის შემადგენლობაში, ან რაიმე სხვა ამდაგვარი.

თავიანთი კეთილი საქმეების გამო "კარგი წარმართების" ცხონებისადმი რწმენა ეკლესიის ოდითგანდელი რწმენა რომ ყოფილიყო, და შესაბამისად, წმიდა გრიგოლისაც, მაშინ საიდან ასეთი გლოვა ტრაიანეს სულის გამო? "ცრემლთა ნიაღვარი", რომელიც წმ. გრიგოლს უღვრია ტრაიანეს სულისთვის, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღრმად გაქვს შეგნებული წარმართის მარადიული წარწყმედა, რომელიც მოუნათლავი დარჩა. თუკი ეკლესიის გარეშეც შეიძლება ცათა სასუფეველში შესვლა, მაშინ ტრაიანეს სიკვდილში არაფერია ტრაგიკული, არაფერია საგლოვი, და არც ცრემლთა ნიაღვრების დენაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში წმიდა გრიგოლი, რომელიც ათვალიერებდა ტრაიანეს მიერ აშენებულ ნაგებობს და ისმენდა ისტორიას ერთი ქვრივის შესახებ, უბრალოდ შეახსენებდა საკუთარ თავს იმას, რომ თავისი კეთილი საქმეებისთვის ტრაიანეს უკვე მიღწეული ექნებოდა სასუფეველი, და მის თავს "ყველაფერი კარგადაა".

ჯეროვანია ყურადღება მივაქციოთ კიდევ ორ გარემოებას.

პირველი - ის, რომ არც "ცხოვრების" შემდგენელი, და არც ის წმიდა მამები, რომლებიც ახსენებენ ამ ისტორია, არ აკეთებდნენ მისგან ისეთ დასკვნას, როგორი დასკვნაც გამოაქვთ თანამედროვე ცრუსწავლების მიმდევრებს. არავის არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებად იმისა, რომ ქრისტესადმი რწმენა და ნათლისღება არ არის სავალდებულო და, რომ "კეთილი წარმართი" თავის საქმეებითაც ცხონდება. ეს ამბავი წარმოდგენილია როგორც გამონაკლისი შემთხვევა. ფილარეტ მოსკოველი წერს: "საკვირველთმოქმედის გაბედულება არ უნდა გადავაქციოთ ზოგად კანონად. ერთ წმიდა რომის პაპს (გრიგოლ დიალოგოსს), რომელმაც შემთხვევით გაიხსენა წარმართი იმპერატორის ტრაიანეს კეთილი საქმეები, ილოცა მასზე, ჰქონდა გამოცხადება, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა, მაგრამ აქვე ეუწყა, რომ მომავალში არ გაებედა ასეთი კადნიერი ლოცვა" (Свт. Филарет. Письмо к наместнику Троице-Сергиевой Лавры Архимандриту Антонию (Медведеву)).

მეორე გარემოება მდგომარეობს იმაში, რომ თვით "ცხოვრებაში" დამოწმებული მოთხრობა, რომელიც დაუწერია ვინმე უიტბელ მონაზონს, არ შეიცავს რაიმე სიტყვებს არც ჯოჯოხეთიდან დახსნის და არც ტრაიანეს ღვთის სასუფეველში შეყვანის შესახებ. აი სიტყვასიტყვით რა არის მასში ნათქვამი: "რადგან გრიგოლმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა ამ ადამიანის (ტრაიანეს) სულის სანუგეშოდ... წავიდა წმ. პეტრეს ეკლესიაში და მისი ჩვეულებისამებრ ცრემლები ღვარა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ მიიღო საღმრთო გამოცხადება, რომ მისი ლოცვები შესმენილ იქნა" (Цит. по: Иером. Серафим (Роуз) . Приношение православного американца. М., 1998. С. 196). ანუ, თემა "სამარადისო სატანჯველისგან დახსნისა" და "ცრემლებით ნათლისღების" შესახებ - ეს უკვე ვიღაცის ინტერპრეტაცია და სპეკულაციაა. სინამდვილეში ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ წმიდა გრიგოლის ლოცვით ტრაიანეს სულმა გარკვეული ნუგეში მიიღო. და ეს სრულიად თავსდება ძველი აგიოგრაფიული მოწმობების კალაპოტში. პარალელისთვის შეიძლება დავიმოწმოთ ამბავი იოანე მოსხის "ლიმონარიდან" იმის შესახებ, თუ როგორ დაუმოწმა წარმართმა მოგვმა ღირ. მაკარი დიდს, რომ ჯოჯოხეთში მყოფნი წარმართნი იღებენ ტანჯვათა დროებით შემსუბუქებას, როდესაც მათთვის ღირსი მამა ლოცულობს (იხ. См. Блж. lt Иоанн Мосх . Луг духовный. М., 2008. С. 590), და სხვა ამბავიც "წმინდა ბრენდანის მოგზაურობიდან", სადაც ნათქვამია, რომ წმინდანი ლოცულობდა იუდას სულზე, რათა გარკვეული დროით მას შეეგრძნო თავის სატანჯველთა შემსუბუქება (Мореплавание святого Брендана // Альфа и Омега № 1 (35) 2003. С. 301).
სულის ცხონება
წმ. მოწამე უვაროსი

7.9. წმ. მოწამე უვაროსის არაწესგანგებითი მსახურება

ზოგჯერ იმოწმებენ არცთუ დიდი ხნის წინ აღმოცენებულ პრაქტიკას მოუნათლავ ქრისტიანთათვის მიმართონ წმ. მოწამე უვაროსს, რომელსაც თითქოსდა აქვს მადლი უფალს ჯოჯოხეთიდან გამოსთხოვოს მოუნათლავი წარმართები. არ ვართ ვალდებულნი დეტალურად ვწეროთ ამ არგუმენტის შესახებ, რადგან მოცემული საკითხი ამომწურავად განიხილა დეკანოზმა კონსტანტინე ბუფეევმა სტატიაში: "წმიდა მოწამე უვაროსისა და არამართლმადიდებელთათვის აღვლენილ საეკლესიო ლოცვის შესახებ". ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ეს პუბლიკაცია, აქ კი მოვიტანთ ჩვენი თემისთვის მნიშვნელოვან რამოდენიმე ციტატას.

მამა კონსტანტინე წერს: "საღვთისმსახურებო თვენის ბოლო გამოცემებში 19 ოქტომბრის განაწესში მოცემულია მოწამე უვაროსის ორი მსახურება -წეს-განგებითი და არა ეს-განგებითი. პირველი (რომელზეც უთითებს ტიბიკონი) შედგენილია სრულიად ჩვეულებრივ და ტრადიციულად... ხოლო მეორე - რომელსაც ტიბიკონი საერთოდ არ ახსენებს -იწყეობა საკმაოდ არატრადიციული და პრეტენზიული სახელწოდებით: "Ина служба, бденная, святому мученику Уару, емуже дана бысть благодать умолити за умершие Клеопатрины прародители, не сподобльшияся прияти святаго Крещения" (სხვა მსახურება, ღამისთევითი, წმიდისა მოწამისა უვაროსისა, რომელსაც მიეცა მადლი გამოეთხოვა კლეოპატრას გარდაცვლილი მშობლების სულნი, რომლებიც ვერ ეღირსნენ წმიდა ნათლისღების მიღებას" )... განსაზღვრულად უნდა ითქვას, რომ ამ მეორე, არაწეს-განგებითი მსახურების სახელწოდება შეიცავს თუ პირდაპირ სიცრუეს არა, ყოველ შემთხვევაში, დაუმტკიცებელ და უსაფუვძლო განცხადებას, რადგან არ გვაქვს არავითარი მოწმობა იმისა, თითქოსდა ნეტ. კლეოპატრას (ხს. იმავე დღეს, 19 ოქტომბერს) მშობლები მოუნათლავნი იყვნენ. სრულიად სავარაუდოა, რომ ღვთისმოსავი და ღვთითმოშურნე ქრისტიანი ქალი აღზრდილი ყოფილიყო სრულიად ქრისტიანი მშობლების მიერ. წმ. უვაროსის ცხოვრება არ გვაძლევს არავითარ საფუძველს კლეოპატრას მშობლებს დავწამოთ ურწმუნოება და წარმართობა".

არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ცნობით, ეს არაწეს-განგებითი მსახურება შედგენილია და თვენში ჩართულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის (როტოვი) მიერ 1970-იან წლებში. ის უცნობია სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვის და არ მიეკუთვნება ზოგადსაეკლესიო ლიტურგიკულ გადმოცემას. ის უბრალოდ თვითნებური სიახლეა. დღეისთვის ყველა ახალი საღვთისმსახურებო ტექსტი უნდა გადიოდეს სავალდებულო შეთანხმებას სპეციალურ სინოდალურ კომისიასთან. ამავე ტექსტს, რამდენადაც ცნობილია, იმ დროს არ გაუვლია არავითარი შეთანხმება, არავითარი შემოწმება და ავტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით პირდაპირ იქნა ჩართული თვენის ზოგიერთ გამოცემაში.

ამ ტექსტის მიერ გაჩენილ იდეათა დაუშვებლობაზე სრულიად განსაზღვრულად მსჯელობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II: "ნაკლებად ეკლესიურ ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოსდა წმიდა ნათლისღების მიღება ან ეკლესიის წევრობა არასავალდებულოა, საკმარისია მხოლოდ ილოცო მოწამე უვაროსის მიმართ. ასეთი დამოკიდებულება წმინდა მოწამე უვაროსისადმი დაუშვებელია და ჩვენს საეკლესიო სწავლა-მოძღვრებას ეწინააღმდეგება" (Журнал Московской Патриархии. № 2, 2004. С. 25).


7.10. ნექტარი ოპტინელის გამონათქვამი

დასასრულ, განსახილველი ცთომილების მომხრეებს მოჰყავთ ნექტარი ოპტინელის სიტყვები ერთ-ერთი ზეპირსიტყვიერი გასაუბრებიდან: "უბრალო ინდუსი, რომელსაც უზენაესი მისებურად სწამს და მის ნებას აღასრულებს ისე, როგორც შეუძლია, ცხონდება, მაგრამ ის, ვინც იცის ქრისტიანობის შესახებ, წავა ბუდისტური გზით ან გახდება იოგა, -ვერა" (Архимандрит  Борис (Холчев). Воспоминания о старце иеромонахе Нектарии // Соль земли. М., 1998. С. 170). მართალია, ეს არ არის მოსაგრის მიერ საკუთარი ხელით ჩაწერილი სიტყვები, არამედ სხვისი ნაწერია, მაგრამ, როგორც ჩანს, შეიძლება იმისი აღიარება, რომ ის მართლაც წარმოთქმულ იქნა, როგორც ამას ადასტურებს არა მარტო არქიმანდრიტი ბორისი, არამედ პოეტესა ნადეჟდა პავლოვიჩიც, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა.

წმიდა მამათა ყველა სხვა ციტატა, რომლებიც ზემოთ ვაჩვენეთ, მოდერნისტების მიერ ან დამახინჯებულია, ან ამოჭრილია, ან სხვაგვარად არის განმარტებული, რათა როგორმე მიუსადაგონ "საჭირო აზრს". ეს გახლავთ ერთადერთი გამონათქვამი, სადაც პირდაპირ და განსაზღვრულად არის დაშვებული სხვაგვარად მორწმუნეთა ცხონების შესაძლებლობა.

რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? - ეს გამონათქვამი შეცდომაა.

ის შეცდომაა რელიგიათმცოდნეობითი თვალსაზრისით. ჯერ-ერთი, უბრალო ინდუსს არ სწამს უზენაესის, წიგნების მიხედვით ცნობილი ღრმა განსჯა დიადი ბრახმის შესახებ -ეს, უკეთეს შემთხვევაში ბრამინების ხვედრია, სხვა ინდუსები კი ცხოვრობენ ჩვეულებრივ პოლითეიზმში და კერპთაყვანისმცემლობაში, ანუ, არიან ისინი, ვისზეც წმიდა წერილი ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ... კერპთმსახურნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორ. 6:9-10). მეორეც, ინდუსები არ მიდიან "ბუდისტური გზით", ეს რელიგია განიდევნა ინდოეთიდან მრავალი ასეული წლის წინათ. მესამეც, ბუდისტებს, თავის მხრივ, არა მარტო არ სწამთ უზენაესისა, არამედ შეგნებულად უარყოფენ კიდეც მას (ამასთან აღიარებენ მრავალ მეორეხარისხოვან ღმერთებს). უზენაესი შემოქმედის თაყვანისცემასთან პირდაპირი პოლემიკა მოცემულია მრავალ ბუდისტურ კანონიკურ ტექსტებში (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ.: http://orthodox.or.th/index.php?content­literature&;sub_content­Buddhism_Orthodoxy&lang­ru).

ის მცდარია ისტორიული თვალსაზრისითაც. სწორედ ინდოელები იცნობენ აზიაში ქრისტიანობას ყველაზე მეტად. ქრისტიანული თემები ამ ქვეყანაში არსებობს მოციქულ თომას დროიდან. შესამჩნევი ნაყოფი გამოიღო კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერების სოციალურმა მოღვაწეობამ, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქრისტიანებს ინდოეთში უკავიათ თვალსაჩინო ადგილი, ასე რომ ყოველ კუპიურაზე სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს შორის არის ქრისტიანის გამოსახულებაც. საერთოდ, სიტყვა ინდუსების შესახებ, რომლებმაც არაფერი იციან ქრისტიანობაზე, უბრალოდ არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.

დასასრულ, ყველაზე მთავარი, მოცემული ფრაზა მცდარია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. რადგან ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, კრებათა დადგენილებებს და მრავალი წმიდა მამის მოწმობას.

ციტატების ძალიან მოკლე მიმოხილვიდანაც კი სრულიად არაორაზროვნად გამოჩნდება, რომ ცხოვნება მხოლოდ ქრისტეში და მის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღწევა.

წმიდა წერილში ყველაზე უმცირეს ათი ადგილი მაინც არის, რომელიც განსაზღვრულად გვამცნობს, რომ ცხონება მხოლოდ ქრისტეშია და ვინც შეერთებული არ არის მასთან დაისჯება: მარკ. 16:16, იოანე. 3:5, საქმე. 4:11–12, იოანე. 10:9, გამოცხ. 21:8, იოანე. 15:6, იოანე. 3:36, 1 იოანე. 2:23; 1 იოანე. 5:10–12, გალატ. 5:20–21. ჩვენ ასევე დავიმოწმეთ სამი ოფიციალური კრებითი დადგენილება - "აღმოსავლეთის-საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" (1723 წ.), რომელიც ბრძანებს, რომ ნათლისღების გარეშე შეუძლებელია ცხონება; შემდეგ, რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ 1764 წელს დამტკიცებული წეს-განგება, რომელიც იკითხება დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმზე და რომელიც ანათემას გადასცემს იმათ, ვინც უარს ამბობს აღიაროს, რომ მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი ადამიანის გამართლება ღმრთის წინაშე და აღმოსავლეთის პატრიარქთა 1895 წლის სინოდალური ეპისტოლე, რომელიც ბრძანებს, რომ ლათინებმა ცხონებას რომ მიაღწიონ მართლმადიდებლობა უნდა მიიღონ. ეკლესიის აგიოგრაფიული მემკვიდრეობიდან შეიძლება დავიმოწმოთ ღირ. კირიაკე განდეგილის, ღირ. იოანიკე დიდის და ღირ. თეოდორას მაგალითები - და სამივე შემთხვევაში ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ სხვაგვარად მორწმუნეები, ანუ არამართლმადიდებლები და მწვალებლები ვერ ცხონდებიან და ეს ყოველივე ეს ამ წმინდანთა ცხოვრებაში მოცემულია როგორც განსაკუთრებული ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტება.

დაბოლოს, - ნაწილობრივ სტატიის ტექსტში, ხოლო ნაწილობრივ დანამატში, - ჩვენ დავიმოწმეთ ორმოცზე მეტი წმიდა მამის ცალსახა გამონათქვამი ამ თემის ირგვლივ, მათ შორის არიან: წმმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, იუსტინე ფილოსოფოსი, მღვდელმოწწ. ირინეოს ლიონელი,  კვიპრიანე კართაგენელი, ღირ. ანტონი დიდი, წმმ. ათანასე დიდი, კირილე იერუსალიმელი, იოანე ოქროპირი, ამბროსი მედიოლანელი, ღირ. ეფრემ ასურელი, ნეტ. ავგუსტინე, წმმ. გრიგოლ დიალოგოსი, ტარასი კონსტანტინოპოლელი, ღირ. ათანასე სინელი, წმ. ბედა პატივდებული, წმ. გრიგოლ პალამა, ტიხონ ზადონელი, დიმიტრი როსტოველი, ბერი პაისი (ველიჩკოვსკი), კოსმა ეტოლიელი, მაკარი გლუხარევი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, თეოფანე დაყუდებული, ამბროსი ოპტინელი, იოსებ ოპტინელი, იოანე კრონშტადტელი, ბარსონუფი ოპტინელი, ნექტარი ეგინელი, მაკარი ნეველი, ნიკოლა ვარჟანსკი, ანდრონიკე ნიკოლსკი, ილარიონ ტროიცკი, ონუფრი გალალიუკი, ლუკა ვუკმანოვიჩი, ნიკოლა სერბი, ლუკა ვიონო-იასენეცკი, იუსინე პოპოვიჩი. ეს მოღვაწეები, რომლებიც I-XX საყჯყბეებში იღვწოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, პალესტინა, იტალია, ჩრდილოეთ აფრიკა, რუსეთი, მოლდავეთი, სერბეთი და სხვა. ეს არის ეკლესიის ხმა, რომელიც გაისმის ყოველთვის, ყველგან და ყოველმხრივ.

ყველაფერი, რაც კი ოპონენტებს შეუძლიათ დაუპირისპირონ ამას - მხოლოდ საკუთარი ფანტაზიებია, ერთიც რუსეთში ორმოცი წლის წინ თვითნებურად შედგენილი საღვთისმსახურებო ტექსტი და კიდევ ერთი XX ს-ის დასაწყისში მოსაგრე ერთი მოღვაწის გამონათქვამი. სხვა ყველა დანარჩენი, რაზე დაყრდნობასაც ცდილობენ ისინი, როგორც წმიდა წერილიდან, ასევე წმიდა გადმოცემიდა, არ გამოხატავს და არ ადასტურებს მათ აზრებს, არამედ შერყვნილია და მცდარად განმარტებული, როგორც ეს ზემოთ უკვე იყო ნაჩვენები.

ღირ. ბიკენტი ლირინელი წერს, რომ თუკი ადამიანებს შორის, რომლებიც თავს განაკუთვნებენ ეკლესიას, გაჩნდება ახალი სწავლება, ქრისტიანს უპირველესად მართებს "იზრუნოს, რათა მიჰყვეს სიძველეს, რომელიც შეუძლებელია აცთუნებდეს ვინმეს სიახლეების მზაკვრობით. ხოლო თუ სიძველეში იქნა ნაპოვნი ორი ან სამი ადამიანის შეცდომა? ... მაშინ ის უნდა ეცადოს არ მიჰყვეს მცირეთა უმეცრებას, სადაც გინდ იყოს და ვის მიერაც გინდ იყოს ის გამოთქმული, არამედ უპირატესობა მიანიჭოს ძველ საყოველთაო ეკლესიას. და კვლავ: თუ სადმე თავს იჩენს ამგვარი რამ იქ, სადაც შეუძლებელია ნაპოვნი იქნას რაიმე გადაწყვეტილება? მაშინ ის უნდა ეცადოს ერთმანეთს შეადაროს და განსაჯოს წინაპართა მიერ შეკრებილი მოსაზრებანი, მხოლოდ იმათი, რომლებიც, თუმც სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და სხვადასხვა ადგილებში, უეჭველად მკვიდრობდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, იყვნენ ერთი წმიდა ეკლესიის წევრნი და სარგებლობდნენ დიდი ავტორიტეტით; და აქედან გამომდინარე, თუ შეიგნებს, რომ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით არა მარტო ორი ან სამი, არამედ ყველა ერთხმად იცავდა და ღიად, წერილობით, ხშირად და მტკიცედ გადმოსცემდა ერთსა და იმავე პოზიციას, სწორედ მას უნდა ვერწმუნოთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე" (Прп.Викентий Лиринский . Памятные записки Перегрина, I. 3).

ეს არის ყველაზე საიმედო საშუალება გავიგოთ ჭეშმარიტება და თავი დავიცვათ შეცდომებისგან, ამ გზით ვიდოდნენ მსოფლიო კრებების მამები, -თუ გავეცნობით მათი საქმეების სტენოგრამებს, დავინახავთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი, და სანამ რაიმე განაჩენს გამოიტანდნენ, სწავლობდნენ, თუ რას ბრძანებდნენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ადრე მცხოვრები წმინდანები, ასევე არჩევდნენ, რამდენად კორექტულად იყო დამოწმებული წმიდა წერილი და წმიდა მამები ახალგამოგონილ სწავლებათა მიმდევრების მიერ.

ეს გზა გავიარეთ ჩვენც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჩვენთვის იმ ახალ სწავლებასთან მიმართებაში, რომ თითქოსდა შეიძლება ცხონდნენ არამართლმადიდებლები, მწვალებლები ან სქიზმატიკოსები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეკლესიის მოწმობა არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს ამ სწავლებას, რომელიც მარტო ამის გამოც უნდა იქნას აღიარებული არამართლმადიდებლურ, მცდარ სწავლებად. იმავე დასკვნამდე მიდიან სხვა მართლმადიდებელი ავტორები, რომლებმაც სპეციალურად შეისწავლეს ეს საკითხი. ყველას, ვისაც აინტერესებს ეს თემა, ვიწვევთ გაეცნონ ამ ავტორების ნაშრომებს, რომლებშიც ის უფრო საფუძვლიანად არის გახსნილი და განმარტებული, ასევე განხილულია სხვა არგუმენტებიც.

მოდერნისტებისგან გვსმენია ასეთი შეკითხვაც: თუკი რომელიმე წმინდანი მისდევდა ასეთ აზრს, ნუთუ მე არ არ მაქვს მისი მიყოლის უფლება?

წმიდა მამები ჩვენთვის ძვირფასნი არიან როგორც ეკლესიის საზოგადო სწავლების, ერთიანი საღმრთო ჭეშმარიტების გამომხატველნი. ამიტომაც თუ წმიდანის მიერ გამოთქმულია აზრი სადაო საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მოვალეობაა, - როგორც ეს გვასწავლა ღირ. ბიკენტი ლირინელმა და როგორც ამას აკეთებდნენ მსოფლიო კრებათა მამები, - გავარკვიოთ არის თუ არა ეს აზრი ჭეშმარიტი ან ყალბი. თუ ამ მამის აზრი ეთანხმება სხვა მამათა მოწმობას, მაშინ ის ჭეშმარიტებაა და არა თუ შეიძლება მისი მიყოლა, არამედ აუცილებელიც კი არის მივყვეთ მას და სხვებსაც მოუწოდოთ ამისკენ. ხოლო თუ ის ამოვარდნილია ღმრთითგანბრძნობილ მამათა საზოგადო მოწმობიდან და ეწინააღმდეგება იმას, რისიც ეკლესიას სწამდა ყველგან და ყოველთვის, მაშინ ამ აზრის მიყოლა ყოვლად დაუშვებელია.

ღირ. ბიკენტის ბრძანებს იმას, რაც სრულიად შეიძლება მივუყენოთ ნექტარი ოპტინელსაც: "შეიძლება შევიწყნაროთ მხოლოდ იმ მამათა აზრები, რომლებიც წმიდად ცხოვრობდნენ, ასწავლიდნენ და იმყოფებოდნენ კათოლიკე (საყოველთაო) ერთობაში, რომლებიც ღირს იქნენ რწმენით განსვენებულიყვნენ ქრისტეში ან ნეტარად აღსრულებულიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებისთვის... მათი რწმენა კი გვმართებს შემდეგი წესით: უეჭველ, შეურყვნელ და უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნევდეთ მხოლოდ იმას, რასაც ყველა მათგანი ან უმეტესობა შეიწყნარებდა... ხოლო თუ ვინმე, იქნება ეს წმინდანი ან მეცნიერი, აღმსარებელი ან მოწამე, მამათა ერთობისგან განსხვავებულ რამეს აღიარებდა ან მეტიც, ეწინააღმდეგებოდა საერთო აზრს, მივაკუთვნოთ კერძო შეხედულებათა რიგს, დაფარულს, პირადს და განვასხვაოთ იგი საზოგადო ავტორიტეტისგან, რომელიც ღიაა და ყველასთვის ცნობილია, რათა არ გადავიხაროთ საყოველთაო სწავლებისგან და მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა უკეთური ჩვეულებისამებრ, არ მივყვეთ ერთი ადამიანის ახალ ცთომილებას" (Прп. Викентий Лиринский. Памятные записки Перегрина, I. 28).

დასასრულ, დასკვნის ნაცვლად გთავაზობთ წმიდა მამათა ციტატებს მოცემულ თემაზე, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი წინამდებარე სტატიის ტექსტში. ყველაზე მეტი ყურადღება დავუთმეთ იმ წმინდანებს, რომლებიც პირდაპირ დავობდნენ ცრუმოძღვრებთან თითქოსდა ქრისტესადმი რწმენისა და ნათლისღების გარეშე, ოდენ კათილი საქმეებითაც შესაძლებელი იყოს ცხონება. რადგან ეს ცრუსწავლება გაჩნდა და პოპულარობა მოიპოვა არცთუ დიდი ხნის წინათ, ძირითადად მას აკრიტიკებენ ის მოსაგრეები, რომლებიც ახლოს იყვნენ ჩვენს დროებასთან. ასეთები არიან, მაგალითად, ეგნატე ბრიანჩანინოვი, მოწამე ნიკოლა ვარჟანსკი და ლუკა ვოინო-იასენეცკი. ქრისტესადმი რწმენისა და ნათლისღების გარეშე ცხონების შესაძლებლობის ცრუ სწავლება არა მარტო ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და ძველი წმიდა მამების სწავლებებს, არამედ ახალი მოსაგრეების მიერაც შერაცხილია როგორც ცრუ და სულის წარმწყმედელი.

იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში და სულისწარმწყმედელია ეს ცთომილება, მკაფიოდ თქვა ეპისკოპოსმა ეგნატემ: "ისინი, ვინც დაცემული ბუნების საქმეებს ანიჭებს ისეთ მაღალ შეფასებას, როგორსაც ის არ იმსახუერბ, უდიდეს სულისწარმწყმედელ ცთომილებაში ვარდება. მათ არ ესმით, რომ ამცირებენ და უარყოფენ ქრისტეს. ხშირად მათგან ისმის შეკითხვა: "რატომ არ უნდა ცხონდნენ წარმართნი, მაჰმადიანნი, ლუთერანები და მათნი მსგავსნი... მათ შორის ხომ უამრავი სათნო და კეთილი ადამიანია". ცხადია, რომ კითხვები და შემოპასუხებები მომდინარეობს სრული უმეცრებისგან იმისა, თუ რაში მდგომარეობას კაცთა მოდგმის დაცემა და მისი ცხონება. აშკარაა, რომ ასეთი კითხვებით და შემოპასუხებებით კნინდება ქრისტეს განკაცების მნიშვნელობა, გამოითქმება აზრი, რომ გამოსყიდვა და გამომსყიდველი (მაცხოვარი) არ იყო აუცილებელი კაცობრიობისთვის,რომ ადამიანებს საკუთარი თავის ცხონება თავიანთი კეთილი საქმეებითაც შეუძლიათ. მოკლედ, ამგვარი კითხვით და შემოპასუხებით უარიყოფა ქრისტიანობა" (Свт. Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. 2. М., 2001. С. 375).
სულის ცხონება
7.11 წმიდა მამათა გამონათქვამები იმის შესახებ, რომ ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია

"არც მას აქვს სისრულე მადლისა, ვინც წყლით ნათელიღო, მაგრამ სულიწმინდის ღირსი არ გამხდარა და ვერც ვინმე ისეთი შევა ზეციურ სასუფეველში, ვინც ქველ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ არ მიუღია წყლისმიერი ბეჭედი (ანუ არ მიუღია ნათლისღება - "აპოკ". რედ.). ფიცხელი სიტყვაა, მაგრამ არა ჩემი, არამედ ასე განაჩინა იესუმ და საღმრთო წერილიდან ღებულობს სიტყვათა მტკიცებულებას (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი).

"ვისაც სურს ცხონება, ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიარებდეს საყოველთაო რწმენას, რასაც თუ მთლიანად და შეურყვნელად არდაიცავს, უეჭველად, სამარადისოდ წარწყმდება" (წმ. ათანასე დიდი. სარწმუნოების სიმბოლო).

"ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით! საზარელია ეს ხიფათი, საზარელია ეს განსაზღვრა! ქრისტე ამბობს: მისთვის, ვინც არ იშვება წყლით და სულით, შეუძლებელია ზეციურ სასუფეველში შესვლა, რადგანაც იგი ჯერაც შემოსილია სიკვდილის სამოსით, წყევის სამოსით, ხრწნის სამოსით; მას ჯერაც არ მიუღია უფლის სასწაული, ჯერაც არაა თვისი, უცხოა; არ გააჩნია სასუფევლისთვის დათქმული ნიშანი. "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3:5)" (იოანე ოქროპირი. ოცდამეხუთე ჰომილია იოანეს სახარებაზე (იოანე 3:5)).

"იკითხავ: მაშ, არ არიან სიავის ჩამდენი ქრისტიანები, ან წარმართნი, ვინც უბიწოდ განლევს ცხოვრებას? მეც კარგად მომეხსენება, რომ არსებობენ ავად მცხოვრები ქრისტიანები; ხოლო იმის შესახებ, არსებობენ თუ არა სათნოდ მცხოვრები წარმართნი, ამის თაობაზე დაბეჯითებით ჯერ ვერაფერს გეტყვით... მაგრამ, იმისათვის რომ, მავანს კამათს გადაყოლილებად არ მოვეჩვენოთ, დაგეთანხმებით, რომ არიან წარმართთა შორის ცხოვრების კეთილად გამლევი ადამიანები... მაგრამ იხილე, ვით აცლის მათ ქრისტე ხელიდან ყველანაირ გამართლებას. იგი ამბობს, რომ "ნათელი მოვიდა სოფლად" (იოანე 3:19). ეძებდნენ განა მასო, ამბობს უფალი, შრომობდნენ, ზრუნავდნენ მის საპოვნელად? ნათელი თავად მივიდა მათთან; მაგრამ მაშინაც არ მიაშურეს მას. თუკი ქრისტიანთა შორისაც არიან ბიწიერად მცხოვრებნი,ამის თაობაზე მოგახსენებთ, რომ ქრისტე საუბრობდა არა მათ შესახებ, ვინც დაბადებით გახდნენ ქრისტიანები და წინაპართაგან გადაეცათ სარწმუნოება (თუმც ბიწიერი ცხოვრებით ხშირად ისინიც დასცილდებოდნენხოლმე მარტალ მოძღვრებას); არა მათ შესახებაა აქ საუბარი, არამედ მათზე, ვინც იუდეველობიდან ან წარმართობიდან მართალ სარწმუნოებაზე უნდა მოქცეულიყვნენ. ქრისტე გვიჩვენებს, რომ შეცდომაში მყოფთაგან არავინ მოიწადინებს რწმენისკენ მოქცევას, თუკი წინდაწინ კეთილ ცხოვრებას არ დაიდგენს თავისათვის, და არც არავინ დარჩება ურწმუნო, თუკი წინდაწინ სამუდამოდ ბოროტებაში დარჩენას არ გადაწყვეტს. ნუ მეტყვი, მავანი და მავანი კდემამოსილია და არ იპარავსო; მხოლოდ ეს როდი გახლავთ სათნოება. რა სიკეთეა იმაში, რომ ეს თვისებები გაგაჩნდეს და თან ამაო მითქმა-მოთქმის მონად რჩებოდე, მეგობართაგან შერცხვენის შიში გქონდეს და ამის გამო მცდარ გზას არ დაადგე? ქველი ცხოვრება ამგვარი როდია. ამაოების მონა არაფრით სჯობია მემრუშეს; მეტიც: მემრუშეზე უფრო დიდ და მძიმე ცოდვებსაც კი სჩადის. მაგრამ მიჩვენე ვინმე წარმართთა შორის იმგვარი, რომ ყველა ვნებათაგან თავისუფალი იყოს და არცერთ მანკიერებაში არ ედოს წილი: ამგვარს ვერ მოძებნი" (იოანე ოქროპირი. 28-ე ჰომილია იოანეს სახარებაზე. 28-ე ჰომ. § 2-3 (იოანე 3:17).

"სხვაგვარად ვერავინ შევა ცათა სასუფეველში, თუ არა მხოლოდ ნათლისღებით. და ნათლისღებად გამზადებულიც აღიარებს ჯვარს უფალ იესუ ქრისტესი, რომლითაც თვითონაც აღიბეჭდება; მაგრამ თუ ის არ მოინათლება სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ვერ მიიღებს ცოდვათა მიტევებას და სულიერ მადლს ვერ ეზიარება" (წმ. ამბროსი მედიოლანელი. ციტ. Цит. по: Митр. Макарий (Булгаков). Православное догматическое богословие. СПб. 1857, с. 258).

"ვერავინ მიაღწევს ცხონებას და მარადიულ სიცოცხლეს, გარდა იმისა, ვისაც მეთაურად ჰყავს ქრისტე: ხოლო ქრისტე მეთაურად შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ იმას, ვინც მის სხეულშია, რომელიც არის ეკლესია... ვინც ქრისტეს სხეულის ასოთა შორის არ იმყოფება, ქრისტიანულ ცხოვნებას ვერ ეღირსება. ყოველი, ვინც განუდგება ეკლესიის ერთობას, თუნდაც ქების ღირსი იყოს მისი ცხოვრება, მხოლოდ იმ უსჯულოებისთვის, რომ განეშორა ქრისტესთან ერთობას, ვერ მოიპოვებს ცხონებას და ღმრთის რისხვას დაიმსახურებს" (ნეტ. ავგუსტინე. ციტ.: Цит. по: Свящ.  Григорий Дьяченко . Уроки и примеры православной веры. М., 1894. С. 439).

"ვინც ქრისტეს ასო არ არის, ის ვერ ცხონდება. შეიძლება გქონდეს პატივი, შეიძლება გაგაჩნდეს საიდუმლო, შეგიძლია იგალობო "ალილუია", და უპასუხო "ამინ", შეგიძლია ხელში გეჭიროს სახარება და გქონდეს რწმენა მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ, მაგრამ არსად, საყოველთაო და მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ ვერ მოიპოვებ ცხონებას" (ნეტ. ავგუსტინე. Sermo ad Caesarieusis ecclesiae plebem, 6).

"ვინც ეკლესიაში არ არის, ის ვერ დაიმკვიდრებს მარადიულ ცხოვრებას" (ნეტ. თეოდორიტე კვირელი. Творения. Киев, 1855. Т. 1. С. 273).

"კითხვა: თუ ვინმე ქრისტესადმი ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს იქმს, შევა თუ არა ცათა სასუფეველში?"

პასუხი: რადგან უფალი ეუბნება ნიკოდიმეს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5), მაშინ ცხადია, რომ (ქრისტესადმი მურწმუნოთაგან) ვერავინ შევა ამ სასუფეველში. მაგრამ არავინ მოაკლდება თავის მისაგებელს: რამეთუ (ქრისტესადმი ურწმუნო) მიიღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებითა და ამ წუთისოფლის სხვა სიამეებით, იმ მდიდრის მსგავსად, რომელმაც აბრაამისგან ისმინა: " შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები" (ლუკა 16:25), რადგან მისი ბედი მომავალ საუკუნეში ძლიერ განსხვავდება იმის ბედისგან, ვინც ამქვეყნად სიკეთეს არ იქმოდა. რამეთუ, როგორც მართალთათვის ცაში ღმერთს ბევრი სავანე აქვს (იოანე 14:2), ასევე ცოდვილთათვის მრავალი სასჯელია დაწესებული" (ღირ. ანასტასი სინელი. Вопросы и ответы, 7).

"ხოლო ნათლისღების გარეშე ნურავინ ნუ იმედოვნებს მარადიულ ცხოვნებას - თუნდაც უკეთილშობილესთა შორის უკეთილშობილესი იყოს" (ღირ. იოანე დამასკელი).

"ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მოინათლა და ჯერაც მოსანათლავთა რიგში რჩება, ის ცხონებას ვერ მიეწიფება" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. Толкование на Евангелие от Марка. 16:16).

"დიდი მადლია გწამდეს ქრისტესი, რადგან მისდამი რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება" (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. Слова, 37).

"ღმერთი განსჯის ცოცხალთაც და მკვდართაც და ყოველ მიაგებს საქმეთაებრ მათთა: მართალთ - ცათა სასუფეველს, გამოუთქმელ სილამაზესა და მარადიული უკვდავების დაუსრულებელ სიხარულს; ხოლო ცოდვილთ - ცეცხლის გეენას, დაუძინებელ მატლსა და დაუსრულებელ სატანჯველს. ასეთი იქნება ტანჯვა მათი, ვისაც არ სწამს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე; ცეცხლში დაიტანჯებიან ისინი, ვინც არ მოინათლება... ვინც სხვა სჯულისა აღმოჩნდება, იმქვეყნად საგეენიოდ გაიწირება" (ღირ. ნესტორ ჟამთააღმწერელი. Повесть временных лет. М., 1996. Сс. 103-104).

"მომავალში მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის ძალა ყველას აღადგენს მკვდრეთით, თუმცა ყველას როდი ეღირსება ჭეშმარიტი ცხოვრება; რადგან უკეთურნი და ურწმუნონი, რომლებმაც აქ აღსარებისა და სინანულის გზით არ მიიღეს ცოდვათა მიტევება... ნამდვილად აღდგებიან, მაგრამ განიცდიან სიკვდილზე უარეს ცხოვრებას, რამეთუ მიეცემიან ჭმუნვას, გოდებას და ტანჯვას, მარადიულ შერცხვენას და მოცულნი იქნებიან დაუძინებელი მატლით და დაიხრუკებიან პირქუში და ჩაუქრობელი ცეცხლით" (წმ. გრიგოლ პალამა. Беседы. Ч. 2. М., 1993. С. 13).

"რის საფუძველზე მოგვეცა რწმენა, რომ თუ მოვინათლებით, ვცხონდებით? - რა თქმა უნდა, იმის საფუძველზე, რომ გვესმა სიტყვები უფლისა: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი 16:16). რადგან თვით ჭეშმარიტებამ დაიმოწმა ერთიც და მეორეც, ანუ - აუცილებლობა რწმენისა და ნათლისღებისა, რის გამოც შეუძლებელია ცხონდეს ის, ვისაც არ სურს ნათლობა, თუნდაც ამტკიცებდეს, რომ სწამს; ასევე ვერ ცხონდება ის, ვისაც არ სწამს, თუნდაც ნათელღებული იყოს" (წმ. გრიგოლ პალამა. Беседы. Ч. 2. М., 1993. С. 51).

"ნათლისღების კარი ღმრთის მადლის კარია. თუ არ მოვინათლებით, ღმრთის ძის სისხლიც კი ვერ გვიშველის" (დიმიტრი როსტოველი. О символе веры).

"ვერავინ გამართლდება ღმრთის წინაშე და ვერავინ ცხონდება ქრისტეს გარეშე, არამედ მხოლოდ - რწმენით ქრისტეს მიმართ... რადგან ვერავის ძალუძს თავი დააღწიოს ეშმაკს, ცოდვას, სჯულის წყევლას და ჯოჯოხეთს ქრისტეს გარეშე, და ეს ყველაფერი ძალზედ მოკლედ არის გადმოცემული ქრისტეს სიტყვებში: "თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით" (იოანე 8:36) (ტიხონ ზადონელი. Об истинном христианстве. II.1.2).

"ძმანო ჩემნო, მე ვსწავლობდი ორმოცდა ხუთი წელი. წავიკითხე მრავალი წიგნი იუდეველებზე, კერპთაყვანისმცემლებზე, მუსლიმებსა და მწვალებლებზე. შევისწავლე სიბრძნის სიღრმეები. ყველა სხვა სარწმუნოება - ყალბი და არაფრისმომცემი. მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება, წმიდა მართლმადიდებლობაა ნამდვილად ჭეშმარიტი და წმიდა... გიხაროდენ, რომ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. და იგლოვეთ უკეთურთა, ურწმუნოთა და მწვალებელთა გამო, რომლებიც ბნელში ვლენან და ეშმაკის მახეში გაბმულან" (მღვდელმოწამე კოსმა ეტოლიელი (ეტოლოსი). სწავლანი 7).

"მხედველობაში ვიღებ იმას, რომ ჩემგან ეძიებთ სწავლებას და გიპასუხებთ: ყოვლადმოწყალე ღმერთი მართლმადიდებელ ქრისტიანებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, კეთილი საქმეებითა და საკუთარი მადლით აცხოვნებს. მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ის, რომელსაც შეიცავს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, და ამ სარწმუნოების გარეშე არავის შეუძლია ცხონება" (პაისი ველიჩკოვსკი (Цит. по: Прот. Сергий Четвериков. Молдавский старец Паисий Величковский. Париж, 1976. С. 237).

"ქრისტიანობა ერთადერთი გზაა ცხონებისკენ... ეს არის ღმრთის მიერ დაგებული ერთადერთი გზა მარადიული სუფევისკენ... ბევრია ისეთი ხალხი, რომელთაც არ იციან ჭეშმარიტი გზა. ვინც მათ შორის იბადება, გაძლიერებით მართებთ ამ გზის ძიება, მაგრამ ჰპოვებენ კი? ... რამეთუ ცხონების რა სასოება უნდა ჰქონდეს იმას, ვინც არ შეიცავს ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებებს და არასწორად ფიქრობს ღმერთზე, სამყაროსა და ადამიანზე, ან ჩვენს დაცემულ ბუნებაზე და მისი კვლავ აღორძინების საშუალებაზე, რომელიც მხოლოდ ერთია... თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: როგორც გინდ გწამდეს, ოღონდ კარგად იცხოვრე და არაფრის შეგეშინდეს. ნუ ცთუნდებით, ძმანო! ჭეშმარიტი ცხოვრება ეს მარტო კეთილი ქცევა არ არის, არამედ სწორი აზროვნება" (Свт. Феофан Затворник. Пять поучений о пути ко спасению. Задонский Рождество-Богородицкий мужской монастырь, 2006. Сс. 7, 10, 27, 19).

"ნათლობა აუცილებელია ცხონებისთვის. ვისაც არ მიუღია ნათლობა, ვერ ცხონდება" (Свщмч. Лука (Вукманович). Догматика / Сабрана дjела. Т. II. С. 67).

"ცოდვილთა საშინელი სამსჯავრო განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მათგანი იმ მომენტში ნათლად დაინახავს და შეიმეცნებს, რომ იესუ ქრისტე სინამდვილეში განკაცდა ყველას საცხონებლად, ივნო ყველასთვის, სწავლება მისცა ყველას და ყველასთვის დააფუძნა ეკლესია, რომელშიც ცხონების საშუალებად მოსცა წმიდა საიუმლოებანი და წმიდა სათნოებანი; რომ ის არის კაცთა ერთადერთი მაცხოვარი; რომ მისი სახარება - მართლაც ერთადერთი ჭეშმარიტი აზრის შემცველია; რომ ქრისტეს სახელი - მართლაც ერთადერთია, რომლის მიერაც შეუძლიათ ადამიანებს ცხონება, ცოდვისა და სიკვდილის უაზრო და შემაძრწუნებელი საშინელებისგან, ასევე მარადიული სატანჯველისგან თავის დაღწევა. მაშინ, ყოველი, ვინც კი არ ირწმუნა ქრისტესი, როგორც ღმრთისა და მაცხოვრისა, ნათლად და მთელი თავისი არსებით იგრძნობს, რომ უკვე წუთისოფელში ყოფნიდანვე განსაჯა საკუთარი თავის მარადის სატანჯველად (იოანე 3:18; 5:24)" (იუსტინე პოპოვიჩი. Собрание творений. Т. IV. М., 2007. Сс. 422–423. / lt Георгий Максимов , диакон. Вне Церкви нет спасения. М.: Православное миссионерское общество им. преп. Серапиона Кожеозерского, 2012.
Назад к содержимому