აპოსტასია > მეცნიერება
სრული სიგიჟე - დამნაშავეთა რეაბილიტაცია ცნობიერების კონტროლით
(+ ვიდეო)
2024 წლის ყველაზე ამაზრზენ ვიდეოში მეცნიერი განმარტავს, თუ როგორ შეუძლია მის სისტემას Cognify მოახდინოს პატიმრების "გამოსწორება". ამისთვის ის მათ, ჩიპის მეშვეობით, ხელოვნურ მოგონებებს ჩაუნერგავს თავის ტვინში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შექმნის. და ეს კიდევ უფრო უცნაურია.
ვიდეოში, რომელიც რამოდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, მეცნიერი გვთავაზობს კონცეფციას, რომელსაც პენიტენციალური სისტემის განტვირთვა შეუძლია, კერძოდ - პატიმრებს თავისუფლების მრავალწლიანი აღკვეცის ნაცვლად რამოდენიმე წუთში გაათავისუფლებენ. მაგრამ არის ერთი პრობლემა: ეს ანტიუტოპიური საშინელებაა.
კონცეფციას, რომელიც, რაც გინდ უცნაური იყოს, ეწოდება Cognify (ვფიქრობ, ეს არის Spotify დამნაშავეთათვის). ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რათა პატიმრები მიამაგრონ მოწყობილობას, რომელიც VR-ს წააგავს და მისი მეშვეობით "გახსნან" მათი ტვინი, ჩანერგონ მათში ისეთი გრძნობები, როგორიცაა ტკივილი და სინანული. შემდეგ ეს პატიმრები თურმე უკვე აღარ იქნებიან დამნაშავენი. გენიალურია. ვერ ვხედავ ვერც ერთ სცენარს, რომელშიც ეს იდეა შეიძლება საშინლად არასწორად იქნას გამოყენებული, მაგალითად, ადამიანების საწამებლად ან დასამონებლად. არა, აქედან მხოლოდ კარგი რამეების გაკეთებას გეგმავენ (მომიტევეთ, ჩემი სარკაზმი ოდნავ გადახურდა).
ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია:
წარმოგიდგენთ Cognify-ის, მომავლის ციხეს. ეს დაწესებულება განკუთვნილია დამნაშავეთა, როგორც პაციენტთა მკურნალობისთვის. ნაცვლად იმისა, წლები ატარონ ნამდვილ საპატიმრო საკნებში, პატიმრები მთელი თავიანთი ვადის მოხდას რამოდენიმე წუთში შეძლებენ. Cognify ოდესმე შეძლებს ხელოვნური მოგონებების იმპლანტირებას პირდაპირ პატიმრის ტვინში. მას შეეძლება წარმოგვიდგინოს ახალი მიდგომა პატიმართა რეაბილიტაციისადმი. ამისთვის ის გარდაქმნის იმას, რასაც საზოგადოება დამნაშავეობას უწოდებს და კონცენტრირებული იქნება რეაბილიტაციაზე და არა დასჯაზე.
აი ვიდეოც:
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/tDyN4whQ5IM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ვიდეო იწყება მომავლის ციხის ჩვენებით. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური დაწესებულება გონების კონტროლით, სადაც დამნაშავეებს მოეპყრობიან, როგორც "პაციენტებს" ან როგორც მონებს, რომელთა ცნობიერება კონტროლს იქნება დაქვემდებარებული. ვიდეოს თანახმად Cognify გამოიყენებს კონტენტს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შექმნის, რათა შემდეგში ის "რთული და მკაფიო" მოგონებების სახით ჩანერგოს პატიმართა ტვინში.
აი როგორ იმუშავებს ეს სისტემა: ჯერ-ერთი, პატიმარს წარუდგენენ არჩევანს - ან ათეულობით წელიწადი იჯდეს ციხეში და ანიავოს უძვირფასესი წლები ან კიდევ ვახშმამდე იქნას გათავისუფლებული. როგორც კი პატიმარი აირჩევს მეორე ვარიანტს, ის თავის გონებას, სხეულს და სულს სახელმწიფოს გადასცემს.
პატიმარზე ახორციელებენ ტვინის სკანირებას მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რათა შეიქმნას მისი ნეირონული გზების დეტალური რუქა.
როგორც კი სკანირება ზუსტად განსაზღვრავს დამნაშავის ტვინზე ზემოქმედების მეთოდს, Cognify-ს მის თავზე მიამაგრებენ.
Cognify გაიძულებთ შეიგნოთ თქვენი ბოროტეული გზები და კვლავ საზოგადოების პროდუქტიული წევრი გახდეთ. თუკი თქვენ, რა თქმა უნდა, ელიტის სექს-მონად არ იქნებით გადაპროგრამირებული.
მართალია, პროცედურა სულ რამოდენიმე წუთი გაგრძელდება, მაგრამ დამნაშავის ცნობიერებაში ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩაივლის,რადგან ის განიცდის "მრავალწლიან მოგონებებს".
ეს მოგონებები ცალ-ცალკე იქნება შერჩეული თითოეული დამნაშავისთვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი ფსიქოლოგიური პროფილის შესაბამისად. მაგალითად, სასტიკი დამნაშავეები იძულებულნი იქნებიან საკუთარ საქციელს შეხედონ მსხვერპლის თვალთახედვით და იგრძნონ ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც ისინი სხვებს აყენებდნენ. ანუ საკუთარ თავზე მიიღოს იმ ტკივილისა და ტანჯვის გამოცდილება, რასაც სხვას განაცდევინებდა. ზოგიერთი მოგონება სპეციალურად იქნება შემუშავებული, რათა მუდმივ ტრავმად ჩაინერგოს დამნაშავის ცნობიერებაში.
ამ მომენტში ვინმემ შეიძლება იფიქროს: "დიახ, ამას აქვს გარკვეული აზრი". მაგრამ ეს ასე არ არის. მოდი ვთქვათ, რომ ამას თითქოსდა აქვს გარკვეული აზრი. ვიდეოს მთხრობელი სწრაფად ასახელებს საგნებს, რომელიც გვაიძულებს გავიგოთ, რომ ესეთი რამ არასოდეს უნდა მოხდეს.
აღზრდა 1984 წლის სტილში
შემდეგ ვიდეოში კადრსმიღმა ხმა ამბობს, რომ Cognify-ს შეუძლია განკურნოს დანაშაულობათა ფართო სპექტრი, ისეთები, როგორიცაა "სიძულვილის ან დისკრიმინაციის საფუძველზე" ჩადენილი დანაშაულობანი. მოდი, ცოტა შევჩერდეთ.
ვიდეოს დაწყებიდან სამი წუთიც არ დაწყებულა, რომ უკვე შემაშინებლად სახიფათო ტერიტორიაზე შევედით. ქვეყნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იარაღად აქცევენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა სიძულვილისა და დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულობანი, რათა კანონგარეშედ გამოაცხადონ მათი გეგმების კრიტიკა და წინააღმდეგობანი. ამიტომაც, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ისინი, ვინც "არასწორ აზროვნებაშია" ბრალდებული, გადაპროგრამირებულ იქნება Cognify-ს მეშვეობით.
ეს დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ უკვე მისი აკრძალვის დროა.
Cognify-ს შეუძლია ნეიროტრანსმიტერების და ჰორმონების მოდულირება, რითაც იწვევს განსაზღვრულ ემოციურ მდგომარეობებს, როგორიცაა სინანული ან დამწუხრება, ან კიდევ, უსიტყვო მორჩილება საკუთარი ბატონებისადმი.
ამის შემდეგ ვიდეოში განგვიმარტავენ, თუ როგორ შეუძლია სისტემას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოაგროვოს მონაცემთა უზარმაზარი მოცულობანი პატიმრებზე და განათავსოს ისინი ცენტრალურ კომპიუტერში "დანაშაულობათა თავიდან ასაცილებლად". ან კიდევ ის ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ დღის წესრიგს.
ნუ იმშფოთვარებთ, მეგობრებო. ბოქლომი მონიტორზე ნიშნავს, რომ მონაცემები სრულ უსაფრთხოებაშია. ვერავინ შეძლებს მონაცემების მოპოვებას, თუკი მას ადევს ბოქლომის ნიშანი.
ვიდეო მთავრდება იმის ახსნით, თუ როგორ მოახდენს ეს მოწყობილობა ფულის ეკონომიას და შექმნის უფრო სტაბილურ და პროდუქტიულ საზოგადოებას. თუკი, რა თქმა უნდა, მას არ გამოიყენებს არსება, რომელიც ადამიანების კონტროლს ელტვის და სხვაგვარადმოაზროვნეებს თრგუნავს. მაგრამ ასეთი რამ ჯერ ისტორიაში არ ყოფილა, არა? მართლა?!...
ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი?
ცხადია, ამ ვიდეომ ჩემში სარკაზმის გარკვეული დოზები გამოიწვია, რადგან ის იმდენად სასაცილოა და აბსურდული. საბედნიეროდ, მოცემული მომენტისთვის Cognify მხოლოდ მისი შემქმნელის ცნობიერებაში არსებობს. ეს არის ჰაშემა ალ-ჰაილი, გერმანელი მეცნიერი.
ჰაშემ ალ-ჰაილი TED-ზე გამოსვლისას თავის სხვა ცუდ იდეებსაც აღწერს
მოლეკულარული ბიოლოგი ცნობილია მეცნიერულად დასაბუთებული ვიდეორგოლების შექმნით, რომლებიც ზოგჯერ ვირუსული ხდება.
2022 წელს ალ-ჰაილიმ მსოფლიო დააფრთხო Ectolife-ის თავისი კონცეფციით. ეს არის ხელოვნური საშო, რომელიც ინდივიდუალურ ჩვილებს ქმნის.
ალ-ჰაილის კიდევ ერთი ღრმად დეჰუმანიზებული კონცეფცია. მან კენდის ოუენსიც კი "შეაძრწუნა"
ამრიგად, არის თუ არა ეს კონცეფციები ინფლუენსერის უბრალო პროდუქტები, რომელიც საშინელი იდეებით ვირუსულ გავრცელებას ელტვის? ვიმედოვნებთ, ეს ასეა. სამწუხაროდ, განსაკუთრებით Cognify-ის შემთხვევაში, ამგვარი სისტემის შექმნის ტექნოლოგიები უკვე არსებობს.
2019 წლის Scientific American-ის ერთ-ერთი სტატიის სათაური. გავიდა ხუთი წელი, ასე რომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, იმ დროიდან მეცნიერებამ გააკეთა დიდი ნახტომები.
თუმცა ალ-ჰაილი შეიძლებოდა უკან მოგვესროლა, როგორც დახვეწილი მეცნიერ-ტროლი, რადგან მისი იდეები დიდად როდი განსხვავდებიან იმ ადამიანთა იდეებისგან, რომლებიც აწყობენ ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს (მეფ-ი) და სხვა ელიტური ორგანიზაციებისგან. მაგალითად, გასულ წელს მეფ-ის პრეზენტაციაზე განმარტეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ტვინის ტალღათა მონიტორინგი გამოყენებულ იქნას "დანაშაულობასთან ბრძოლაში", როგორც ეს განიმარტება წინამდებარე ვიდეოში.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/tDyN4whQ5IM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი ეს ჯერაც არ მოხდა, მეფ-ს შეუძლია უთხრას ალ-ჰაილის: "მე მომწონს შენი აზრების მიმართულება", და ფაქტიურად მისცემს მას ყველა სახსარს მისი იდეების რეალობაში განხორციელებისთვის.
წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/scientist-proposes-ai-powered-mind-control-in-rehabilitate-criminals-yes-its-insane/
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისი" რედ. მიერ. 2024 წ.