სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
შესაქმე ევოლუციის წინააღმდეგ
მწამს, რათა გავიგო
შინაარსი: მწამს, რათა გავიგო. - დეგრადაციის პრობლემა. - ღმრთის განგებულება. - ცხოვრების დრო. - საქმის არსი. - Сredo ut intelligam. - ახალი პარადიგმა. - პრიორიტეტების არჩევა. - პირველი შედეგები. - კეთილი რჩევა. - ლიტერატურა.
გასული საუკუნის ბოლო მეოთხედი გამორჩეულ იქნა ფუნდამენტურ მეცნიერებაში მთელი რიგი სამეცნიერო აღმოჩენებითა და თეორიული კონცეფციების გამოჩენით, რომლებიც არაორაზროვნად უთითებენ იმაზე, რომ შეუძლებელია ჩვენი გარემომცველი სამყარო და მისი ბინადრები გაჩენილიყვნენ ბრმა შემთხვევითობით. მათგან ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენენ ანთროპული პრინციპი და სამყაროს გაფართოვების ინფლაციიური თეორია.
როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არასულიერი მატერიაც შემოქმედის განუწყვეტელი ნების მანიფესტია. განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ამ ჭეშმარიტების იგნორირება შეუძლებელია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს გამოჩნდა სამყაროს საღმრთო წარმომავლობის სასარგებლოდ მეტყველი მრავალი დამაჯერებელი მოწმობა, უნდა ვაღიაროთ, ძირითადად, სამეცნიერო მსოფლმხედველობა ჯერ კიდევ ეყრდნობა ფუნდამენტურ ათეიზმს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი ყოველთვის იყო თანდათანობითი ევოლუციური განვითარების კონცეფცია.
ევოლუციის თეორია დაიბადა ბიოლოგიაში. მის მიერ აღიარებული პრინციპის მიხედვით, ის თვითონაც არ მდგარა ერთ ადგილზე, არამედ საკმაოდ სწრაფად და მიზანმიმართულად იცვლებოდა ლამარკიზმის ჭეშმარიტებიდან დარვინიზმის დასრულებული უღმრთოებისკენ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ევოლუციონიზმის იდეოლოგია ცხოველთა სამყაროდან გადავიდა არასულიერ მატერიაზე და ძალიან მალე დაიპყრო მთელი "სამყარო". ახალნაშობი სეკულარული მსოფლმხედველობის წიაღში ახალმა იდეოლოგიამ სწრაფად მოძებნა თავისი გამოყენების წყარო დიდი აფეთქების ჰიპოთეზაში. ეს გახლავთ სამყაროს განვითარების სამეცნიერო სცენარი, რომელიც განპირობებულია მხოლოდ ფიკიზური კანონები, და ვარსკვლავთა ევოლუციის თეორიით.
ევოლუციის იდეა თავის იდეებს ჩვენი გამომომცველი სინამდვილისგან იღბს. რადგან დღეს არსად არ ჩნდება პრინციპულად ახალი მოვლენა, კეთდება დასკვნა, რომ ისინი ჩვენი მხედველობისთვის უხილავად მიმდინარეობენ, თანაც ბუნების კანონებიდან გამომდინარე მრავალი ასეული მილიონობით წლის განმავლობაში, ხოლო შექმნა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან მაშინ დაირღვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩვეული ჯაჭვი. ამგვარად, ევოლუციური განვითარების იდეა წარმოადგენს განსაზღვრულ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ გაჩნდა ყოველივე ის, რაც ჩვენ გარს გვაკრავს.
წმიდა წერილი, როდესაც ამ კითხვას პასუხობს, მოწმობს შესაქმის შესახებ, რომელშიც არაფრიდან პრინციპულად ახალი არსის გაჩენა იგულისხმება, და რომლის შემოქმედი არის პირველმიზეზი, ანუ ღმერთი. თანაც ეს პირველმიზეზი შეიძლება მდებარეობდეს მხოლოდ გაჩენილი ქმნილებების გარეთ, რადგან ახალი ქმნილების გაჩენის რაიმე შინაგან მიზეზზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუკი ის ჯერ თვითონაც არ არსებობს.
არსებობს ასევე ერთგვარი კონცეფცია, რომელიც ცდილობს იპოვოს კომპრომისი კრეაციონიზმსა და ევოლუციონიზმს შორის. მას თეოლოგიური ევოლუცია უწოდეს. მის თანახმად, წესრიგი, რომლის ძალითაც სიცოცხლის განვითარება მიმდინარეობს უდაბლესი ფორმებიდან უმაღლესისკენ, შექმნილია ღმრთის ნებით. ანუ, ევოლუციური პროცესი ინიცირებული იყო თვით შემოქმედის მიერ, რათა ჩვენი გარემომცველი სამყარო ჩამოყალიბებულიყო (Тыщенко В.П., Введение в теорию эволюции. Курс лекций, СПб., изд-во СПб. университета, 1992).
თავის მისწრაფებაში, რაც უნდ დაჯდომოდა, თანამედროვე თეორიები შეეთანხმებინა წმიდა წერილთან, თეოლოგიური ევოლუციონიზმი დასაშვებად მიიჩნევს ბიბლიური ტექსტების მეტაფორულ ინტერპრეტაციას. მრავალი მათგანი გულწრფელად ვარაუდობს, რომ რელიგიური ცნობიერებისთვის სრულიად უმნიშვნელოა საკითხი თუ როგორ მოხდა სამყაროს გაჩენა - თანდათანობითი ევოლუციის "ბედნიერი შემთხვევითობებითა და მიმდინარე შერჩევით" თუ "ჩვენთვის გაუბებარი მიზეზებიდან გამომდინარე ნახტომებით ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში" (Прот. Николай Иванов, "И сказал Бог:". Библейская онтология и библейская антропология. Опыт истолкования Книги Бытия (гл. 1 - 5), Фонд "Христианская жизнь", Клин, 1997).
მაგრამ, ძალზედ საეჭვოა, რელიგიური ცნობიერება ასეთი ინდიფერენტული ყოფილიყო ამ პრობლემისადმი. რადგან წმიდა წერილის სიმბოლური აღქმა საბოლოო ჯამში ღმრთის მცნებათა ალეგორიულ განმარტებებამდე მიდის.
დეგრადაციის პრობლემა
ღმრთის მიერ შექმნილი ყოველივე "კარგი იყო" (დაბ. 1:25). ამ სამყაროში არ იყო არც ტანჯვა, მითუმეტეს არც სიკვდილი. წმიდა წერილი ამის შესახებ არაორაზროვნად ამბობს: "სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი" (სოლომონის სიბრძნე 1:13; 2:23).
სიკვდილი სამყაროში მხოლოდ ადამიანის პირველდაწყებითი ცოდვით "შემოვიდა". სამყაროს გენომში გაჩნდა სიკვდილის "გენი", რომელსაც განსაზღვრულ პირობებში მოქმედებაში მოჰყავს ცოცხალი უჯრედების განადგურების მექანიზმი.
უნდა დავაზუსტოთ, რომ თვით "სიკვდილის" ცნება ეხება მხოლოდ ობიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ სიცოცხლე და სუნთქვა. უსულო მატერიისადმი მისი გამოყენება არამიზანშეწონილია. მაგალითად, თუკი ქვა ქვიშად დაიშლება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მოკვდა.
ამიტომაც ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონები პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემამდე და დაცემის შემდეგაც უცვალებელი რჩება და სამართლიანია სამყაროს მთელი არსებობის განმავლობაშის. ამის შესახებ დამაჯერებლად მოწმობს ანთროპული პრინციპი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი "შეთანაწყობილია" ერთმანეთთან ბუნების ყველა კანონი. შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონებს გააჩნიათ ერთადერთი შესაძლო ფორმა, რადგან მათში შემავალ ურთიერთმოქმედებათა კონსტანტის მნიშვნელობები, ისეთი ფანტასტიური სიზუსტით იღებენ სრულიად სხვა რიცხობრივ მნიშვნელობებს, რომ აქ ჯეროვანია გამოვიყენოთ აბსოლუტური სიზუსტის ტერმინი. ეს კანონები "ოდნავ" სხვანაირები რომ ყოფილიყვნენ, მთელი სამყაროც ვერ გაძლებდა თავის მყარ წესრიგში, არამედ იმწამსვე დაიშლებოდა და ქაოსად გარდაიქცეოდა (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986).
ასევე თერმოდინამიკის მეორე საწყისის მოქმედება არ შეიძლება განვაკუთვნოთ ადამიანთა პირველდაწყებითი ცოდვის მოქმედებას. ის მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში, რომელშიც არ არსებობს ენერგიის მუდმივი წყარო, მასში მიმავალი ყველა პროცესი თანდათანობით წყვეტს თავის მოქმედებას. ამასთან მატერიის რთული ორგანიზაცია კარგავს თავის იერარქიულ სტრუქტურას, ილტვის ყველა თავისი შემადგენელი ელემენტის თანაბარი გადანაწილებისკენ. როგორც შედეგი, სისტემაში, სადაც მოქმედებს თერმოდინამიკის მეორე საწყისი ხდება ტემპერატურის გათანაბრება და ყოველგვარი ენერგომიმოცვლა წყდება. სტატისტიკური ფიზიკის თვალსაზრისით, თვით სისტემა გადადის მისთვის უფრო სავარაუდო მდგომარეობაში - სტრუქტურულად სრულიად იშლება და ნადგურდება.
როდესაც ფიზიკურ კანონებს ვიყენებთ ვარსკვლავური სამყაროს ასახსნელად, უცილობლივ ვავრცელებთ მთელ სამყაროზე თერმოდინამიკის მეორე საწყისის ყველა შედეგსაც. მის თანახმად, სამყაროს ოდესღაც "სითბური სიკვდილი" ელოდება, ანუ საბოლოო ჯამში, ის სითბურ თანასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტური ნულის ტემპერატურამდე გაგრილდეს. სამყაროს გაჩენის სამეცნიერო კოსმოლოგიური პრინციპის თანახმად, ბუნებაში არაფერია ისეთი, რასაც შეეძლებოდა წინ აღდგომოდა ამ გარდაუვალ და დამანგრეველ პროცესს. ვარსკვლავები თანდათანობით იწვებიან და გრილდებიან, თანდათანობით იკუკმშებიან სიმძიმის ძალის ზემოქმედებით. სამყაროში ყოველი ნივთიერება თანდათანობით ცივდება.
სამეცნიერო პრინციპები, რომელსაც ეფუძნება სამყაროს განვითარების სცენარი, რადიკალურად განსხვავდება ბიოლოგიურ სახეობათა წარმოშობის ევოლუციური თეორიის წარმოდგენებისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროს განვითარებამ ავტომატურად უნდა მიიყვანოს ყოველივე მის უფრო სრულყოფილ ფორმამდე.
მაგრამ სამყაროში ჩვენ არა თუ ვერ ვხედავთ ვერანაირ ევოლუციურ განვითარებას, რომელიც მატერიის უფრო რთულ ფორმებამდე მივიდოდა, არამედ დეგრადაციის არსებით ნიშნებსაც ვერ ვამჩნევთ, რომელიც მომდინარეობს მეორე საწყისიდან. სამყარო თავისი მრავალფეროვნებით ბრწყინავსს, ჩვენ მასში ვერ ვპოულობთ სითბური და რადიაციული სიკვდილის მოახლოების ნიშნებსაც კი. თუკი სამყაროს ასაკი მრავალი მილიარდი წელია, მაშინ ამ ნიშნების არ არსებობა ძალიან უცნაურია.
თვით სამყაროს უზარმაზარი ზომის დამოწმებაც კი ვერ შველის. საქმე იმაშია, რომ არა მარტო ცალკეული ასტრონომიული ობიექტები, არამედ მთელი სისტემები იმდენად იზოლირებულია ერთმანეთისგან, რომ ისინი შეიძლება ჩაკეტილ სისტემებად განვიხილოთ. მათთვის "სითბური სიკვდილი" საკმაოდ ადრე უნდა მოახლოვდეს, ვიდრე ამას ხელს შეუშლიდნენ "გარედან". სისტემათა ამგვარი დეგრადირებული მდგომარეობანი უპირატესობის მქონენი უნდა იყონ, ამასთანავე ისინი თითქმის შეუმჩნეველნი არიან (ან, უფრო ზუსტად, ისინი უბრალოდ არც არსებობენ). შედეგად, ვრჩებით რა ფიზიკის ჩვეულებრივი კანონებისა და გაბატონებული მსოფლმხედველობის კონცეფციის ფარგლებში, რომ თითქოსდა სამყარო საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, უნდა მივიჩნიოთ, რომ მსოფლიოში მოქმედებენ რაღაც - მეცნიერებისთვის უცნობი პროცესები, რომლებიც მას განუწყვეტლივ აახლებენ. მაგრამ ლოგიკურად ეს უცნაური პროცესები უმიზეზოდ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მათი მოქმედება მიმდინარეობს ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ.
როგორ შეძლო სამყარომ ასე დიდხანს არსებობა, თუკი მასში მოქმედებს თერმოდინამიკის მეორე საწყისი? იქნებ, სამყაროში ხილული დეგრადაციის არარსებობა უბრალოდ წარსული დროის რაოდენობის უკმარობით არის განპირობებული?
ღმრთის განგებულება
სანამ ზემოთ დასმულ შეკითხვას პასუხს გავცემდეთ აუცილებელია ვთქვათ ღმრთის უხილავ მყოფობაზე ქვეყნად თავისი მადლით, რომელიც აცოცხლებს სამყაროს და იცავს მის წესრიგს. მატერიალური სამყაროს ასეთმა დაცვამ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში მიიღო სამყაროზე ღმრთის ბუნებითი განგებულების სახელწოდება. ის მდგომარეობს ქმნილების ყოფიერების მხარდაჭერაში მისთვის ბოძებული ძალებისა და კანონების მეშვეობით. საღმრთო განგებულება აღსრულდება საგანთა ბუნებრივი მიმდინარეობით, რომელიც თვით ღმრთისგანაა დაწესებული. ქვეყნიერების კანონებს გააჩნიათ თავიანთი პირველმიზეზი და უფრო ღრმა, ვიდრე თვითონვე არიან, სხვაგვარად ის მათთვის პირველმიზეზი ვერ გახდებოდა (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986). შეიძლება ითქვას, რომ ბუნების კანონები ერთგვარი შუალედური რგოლია უზენაეს შემოქმედებით ნებასა და პროცესებს შორის, რომლებიც სამყაროში ამ ნების მიერ შექმნილი კანონებით ხორციელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნად ყველაფერი კანონთა შესაბამისად მიედინება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კანონები ქვეყნიერების მოძრაობის მიზეზია და ისინი წარმართავენ მის განვითარებას; ისევე, როგორც მატარებლის სვლა ლიანდაგზე არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი მისი მოძრაობის მიზეზია. "ღმერთი მიუწვდომელი სახით ყველაფერს მოჰფენს თავის ძლიერებას, - წერდა წმ. კირილე ალექსანდრიელი, - სხვაგვარად ყველაფერი, რაც კი არარადან წარმოიშვა, ვერ დამყარდებოდა და თავის ყოფიერებას ვერ შეინარჩუნებდა, ის იმწამსვე დაუბრუნდებოდა თავის პირვანდელ მდგომარეობას, ანუ არარაობას" (იოანეს სახარების განმარტება, წიგნი მე-9).
ბუნების კანონები ურყევია. მათი ასეთი შენარჩუნება არის კიდევაც ქვეყნიერებაზე ღმრთის განგებულების ძირითადი შედეგი. ამასთან ერთად დაცულია თერმოდინამიკის მეორე კანონი. მაგრამ, ეს თუ ასეა, მაშინ მხოლოდ იმისი დაშვებაღა გვრჩება, რომ სამყაროში მისი მოქმედების არარსებობა სამყაროს ახალგაზრდულ ასაკზე მოწმობს - უბრალოდ ეს ნიშნები ჯერაც არ გამოვლენილა.
სიცოცხლის დრო
რადგანაც დრო შეიქმნა, შედეგად, ეს ქვეყნიერება დროებითია ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. თანაც ეს დრო შეზღუდულია და ადრიდანვე განსაზღვრულია ღმრთის დასაბამიერი ბჭობიდან. უაზრობაა რაიმე შექმნა "სიმტკიცის უსასრულო მარაგით", თუკი ის განსაზღვრული ვადის შემდეგ უნდა გაქრეს. ამგვარად, უნდა ვაღიაროთ, რომ მიწიერი ადამიანური ისტორიისთვის დაშვებული დროება წინდაწინვე მოკლეა იმ დროზე, რომლის მიერაც კოსმოლოგიური მასშტაბით დაიწყება თერმოდინამიკის მეორე კანონის "თვალთათვის უხილავი" გამოვლინება.
სამყაროს "სითბური სიკვდილის" პრობლემა დაკავშირებულია მზისა და ვარსკვლავების გამოსხივებათა წარმომავლობის პრობლემასთან. თუკი გადავწყვეტთ ვარსკვლავური ენერგიის ბუნებასთან დაკავშირებულ ამოცანას, მაშინ ვიპოვით გასაღებს ვარსკვლავური სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენების გასაგებად.
ცნობილი ასტროფიზიკოსის ნ. ა. კოზირევის ნაშრომებმა დამაჯერებლად აჩვენა ვარსკვლავური ენერგიის ბირთვული რეაქციებით ახსნის უსუსურობა და ვარსკვლავებში წყალბადისა და ჰელიუმის პროცენტული შედგენილობის შესაბამისი გათვლებიც. მრავალრიცხოვანი ასტრონომიული დაკვირვებების საფუძველზე გამოირკვა ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოება: ვარსკვლავთა მანათებლობა ერთმნიშვნელოვანი ფუნქციისაა მათი მასისა და რადიუსისა. შედეგად, ვარსკვლავებიდან გამომავალი ენერგია წარმოადგენს ფიზიკურ პირობათა ფუნქციას ვარსკვლავთა შესაძლო მდგომარეობისა ზოგიერთ სფეროში (Козырев Н.А., Избранные труды, Ленинград, изд-во Ленинградского университета, 1991, стр. 238). მაშასადამე, ვარსკვლავში ენერგიის წყარო შეიძლება დაკავშირებული იყოს მიზიდულობის ძალის მუშაობასთან მისი შეკუმშვის პროცესში. ამასთან გრავიტაციული ენერგიის ნაწილი თავისუფლდება სხვა ფორმების, მაგალითად, გამოსხივებითი და სითბური ენერგიების სახით.
გასული საუკუნის (იგულისხმება 19-ე ს. – "აპოკ." რედ.) მიწურულს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამის შესახებ აზრი გამოთქვა ორმა ფიზიკოსმა: ლორდ კელვინმა ინგლისში და ჰერმან ჰელმგოლცმა გერმანიაში (Прот. Николай Иванов, "И сказал Бог:". Библейская онтология и библейская антропология. Опыт истолкования Книги Бытия (гл. 1 - 5), Фонд "Христианская жизнь", Клин, 1997). მათი შრომების მიხედვით, ასეთი ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მოკლეა: მზისთვის სულ რაღაც 20 მლნ. წელიწადი (Дж. Нарликар, "Неистовая Вселенная", Москва, Мир, 1985). კელვინისა და ჰელმგოლცის თეორიულ გათვლებს სერიოზულად არ განიხილავენ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის შეურიგებელ წინააღმდეგობაშია ევოლუციონისტურ იდეოლოგიასთან, რომელიც ვარაუდობს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი მრავალ მილიარდ წელს უნდა მოიცავდეს.
წმიდა წერილი კი ლაპარაკობს მხოლოდ შესაქმის ექვს დღეზე და იმის შესახებ, რომ ყოველ ახალ ასეთ დღეს წინ უძღოდა ღმრთის სიტყვა, მიუხედავად იმისა, ეხებოდა ეს ნათლის გამოყოფას ბნელისგან პირველ დღეს თუ ადამიანის შექმნას მეექვსე დღეს: "თქვა ღმერთმა და იქმნა ასე" (დაბ. 1).
თუკი, ჰიპოთეტური ევოლუციონისტური პრინციპის თანახმად, ყოველი მომდევნო შემოქმედებითი დღე უბრალოდ მორიგი ეტაპია სამყაროს შემადგენელი ელემენტების სრულყოფილებისა, მაშინ წმიდა წერილის ტექსტში არ იქნებოდა არანაირი აუცილებლობა ღმრთის ყოველდღიური შეძახილისა: "თქვა ღმერთმა... და იქმნა ასე" (დაბ. 1).
შესაქმის დღეთა ხანგრძლივობა მითითებულია შესაქმის პირველი თავის ტექსტში. "იყო საღამო, იყო დილა" (დაბ. 1:13). დღე "ასეთი და ასეთი..." არ არის ნათქვამი: იყო საღამოები, და იყო დილები, არამედ "იყო ერთი საღამო, და იყო ერთი დილა", და არა მრავალი. შესაქმის პირველივე დღეზე პირდაპირ ნათქვამია, რომ გავიდა "პირველი დღე" (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986).
ღმრთისმხილველმა მოსემ თითქოსდა წინდაწინ განჭვრიტა, რომ შემდეგში ამ უბრალო და ნათელ საკითხში მრავალი წინააღმდეგობა გაჩნდებოდა, და ამიტომაც ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი ვითარება დააზუსტა.
რისკენაც გინდ იყოს მიმართული ღმრთის ქმედება: ცხოველური ქვენიერებისკენ თუ მცენარეულისკენ, მზისკენ თუ მთვარისკენ, - ყველაფერი მყისიერად ხდება - იწყება და მთავრდება ერთსა და იმავე დღეს. ღმერთი შემდგომში არ მიმართავს იმას, რა უკვე შექმნილია, რადგან ქმნილება უკვე აღარ საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას. შედეგად ბიბლიური შესაქმის მიხედვით უფალმა მთელი სამყარო შექმნა დასრულებული და სრულყოფილი სახით, რომელიც არ ითხოვდა არანაირ შემდგომ პროგრესირებად ევოლუციას.
ასე რომ, განვითარების ევოლუციური თეორია პრინციპულად შეუთავსებადია დაბადების წიგნის პირველ თავთან. ეს დასკვნა სრულიად სამართლიანია ე. წ. თეოლოგიური ევოლუციის კონცეფციასთან მიმართებაშიაც.
გაგრძელება იქნება.
წყარო: "Шестоднев против эволюции". Издательство "Паломник", 2000 г.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023. მარტი.