აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია

თ. IV. წარღვნის შემდეგ
ნოეს კიდობანი


1. გოლიათთა სისხლი

როდესაც წარღვნით გამოწვეულ ცვლილებებს ვაფასებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ აღსრულებული განწმენდის მთელი რადიკალურობისდა მიუხედავად და ნოეს, როგორც ღმრთის რჩეულის გამონაკლისობისა, გოლიათთა ეპოქის სულიერი მემკვიდრეობის პრობლემა ვერ განიკურნა და ის წარღვნამდელ სამყაროში გადაინაცვლა.

ამ თვალსაზრისით, საკვანძო მოვლენად, რომელმაც ხისტად განაცხადა ადამიანებზე ბოროტ სულთა ბატონობის შესახებ, წარმოჩინდება ნოეს შეურაცხყოფა, რომელიც მისმა "უმცროსმა ვაჟმა", ანუ შვილიშვილმა აღასრულა. ბიბლია ხაზს უსვამს, რომ "ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (დაბ. 6:9), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს არა მარტო მაღალ მორალურ თვისებებს, არამედ შინაგანი ფიზიოლოგიური ნაკლის - გოლიათთა სისხლის არქონასაც. ამიტომაც მისი ვაჟები, მათ შორის ქამიც, ასევე "უბიწონი" იყვნენ. მაგრამ, ამასთან, იყო თუ არა "სუფთა" ქამის ცოლი და იყო თუ არა ის თავისუფალი ამ დემონური "გენეტიკისგან" ჩვენ არ ვიცით, თუმცა, მათი ნაყოფი, ქანაანი, აშკარად დემონურ წახდენილობაზე მოწმობს.
ქანაანის წყევლა
"გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:24). ი. შ. ფონ კაროლსფელდის (1852–1860 წწ.) გრავიურა. "დასურათებული ბიბლია" («Die Bibel in Bildern»), ლეიპციგი, გერმანია.

 
ეს საკმაოდ საგულისხმო ისტორიაა: ნოემ დალია ახალი მოსავლის ღვინო და დაიძინა. მისი შუათანა ვაჟი ქამი შევიდა მამის კარავში და "დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას" (დაბ. 9:24), სიმსა და იაფეტს. "აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ" (დაბ. 9:23). ხოლო როდესაც "სგამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი (ძვ. ქართ.: "უჭაბუკესი" – "აპოკ." რედ.) ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:24). ბიბლია გონივრულად არ წარმოთქვამს იმას, თუ "როგორ მოეპყრა მას" ქამის შვილი ქანაანი, თუ რა მოიმოქმედა "უჭაბუკესმა ვაჟმა" (დაბ. 9:24) (1).

____________

1. "უჭაბუკესი ვაჟი" - ეს არის შვილიშვილი, მოცემულ შემთხვევაში ქანაანი. როგორც ვიცით, ბიბლიური პერსონაჟის პირდაპირი შთამომავალი შეიძლებოდა წოდებულიყო ნოეს შვილად. მაგალითად, "იოსები, დავითის ძე". იმის შესახებ, რომ ქამი არ იყო "უმცროსი ვაჟი", აშკარად დადასტურებულია იუბილეთა წიგნში: "და ამ შვიდეულის მესამე წელს მან (ნოეს ცოლმა) უშვა მას სემი, და მეხუთე წელს ქამი, ხოლო მეექვსე შვიდეულის პირველ წელს იაფეტი" (იუბილ. 4:42). ანუ, ქამი ნოეს შუათანა შვილი იყო.

____________

აშკარად არადამაჯერებელია მცდელობა დაცულ იქნას დელიკატურობა და, ნათელი ტექსტის საწინააღმდეგოდ, რაიმე განმარტება მიეცეს ამ სამარცხვინო ეპიზოდს, რომელმაც ახალი ფურცელი გადაშალა კაცობრიობის "მრუში გახელების" სიაში (თვით მეტყველების ფორმა: "როგორ მოეპყრა მას" (ძვ. ქართ.: "რაოდენ უყო მას" – "აპოკ." რედ.) სულაც არ ვარაუდობს მძინარე მამის სიშიშვლის დანახვას). ბიბლიის ტექსტი ცალსახად ასახელებს დამნაშავეს და წყეულად აცხადებს "უჭაბუკესს", ანუ ნოეს შვილიშვილს - ქანაანს, რომელმაც საშინელი ცოდვა ჩაიდინა.

რატომ მიაჩნიათ დამნაშავედ ქამი, რომელმაც მამის კარავში შეიხედა - გაუგებარია. მითუმეტეს, რომ მამობრივი მცნებები სიშიშვლესთან დაკავშირებით ნოემ დააწესა "ოცდამერვე იუბილეს (ანუ აღწერილი მოვლენებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ - მ. მ.) (ასეა იუბილეთა წიგნში)... მან მისცა მცნება თავის შვილებს, რათა სამართლიანნი ყოფილიყვნენ, დაეფარათ თავიანთი სხეულის სიშიშვლე და ედიდებინათ შემოქმედი, პატივი მიეგოთ მშობლებისთვის, ჰქონოდათ ერთმანეთის სიყვარული და საკუთარ სულები დაეცვათ მრუშობის, უწმინდურობებისა, ყოველგვარი უსამართლობებისგან" (იუბილ. 7).

ვფიქრობთ, ყოველ მსგავს შემთხვევაში, წმიდა წერილის ტექსტების განმარტების დროს, ზნეობრივი და სხვა სახის სირთულეები ჩნდება, სასარგებლოა მოვუსმინოთ ცნობილი მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს ვ. ნ. ლოსკის, რომელიც "სქოლასტიკური ლათინური თეოლოგიის ტყვეობიდან რუსული ღვთისმეტყველების გათავისუფლების" ინიციატორი გახლდათ (Флоровский Георгий, протоиерей. Пути русского богословия. Киев: «Путь к  истине», 1991. С. 110). ვლადიმერ ლოსკი წერდა, რომ "მიამიტობა და უკეთურება იქნებოდა... მოგვეშორებინა სიძნელეები ისე, რომ დაგვემახნიჯებინა გამოცხადების იმ სიტყვების აზრი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს აზროვნებას და არ ეთანხმებიან იმას, რაც ჩვენ ღმრთითსაკადრისად გვეჩვენება" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 53).

ღმერთთან დაკავშირებით არაფერია შემთხვევითი. ასეა ნოეს შემთხვევაშიც, ამ ამბიდან ძალიან მალე, მის მიერ დაწყევლილი შვილიშვილის - ქანაანის მიწების საზღვრებზე განთავსდებიან ქალაქები სოდომი და გომორა, სქესობრივი გარყვნილებისა და უწმინდურების მსოფლიო სიმბოლონი, რომლებიც სოდომიის საშინელ ცოდვებსი ჩაიძირნენ: "ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე" (დაბ. 10:19).

ამავე საზღვრებში იმეფებს წარღვნის შემდგომი პირველი სასტიკი გოლიათი ნებროთი "ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე" (დაბ. 10:8). ეს ამპარტავანი და ღმრთისმბრძოლი მმართველი - ქამის მეორე შვილიშვილია, გაფუჭებული სისხლის ნაყოფი, რომელმაც ბრძანა აეშენებინათ ბაბილონის ცნობილი გოდოლი - ღმრთისგან განდგომისა და უგუნური ამპარტავნების სიმბოლო.

და მოგვიანებით ქანაანის ეს მიწები კვლავ დაჰბადებენ გოლიათ-რეფაიმთა თაობას. და ღვთითრჩეული ერი მათთან ხანგრძლივ ბრძოლას გამართავს, რომელთაგან "ერთ სულსაც კი არ ტოვებდა ცოცხალს" (მეორე რჯლ. 20:16), რათა "კვლავ განეკურნა მიწა, რომელიც გარყვნეს ანგელოზებმა" (ენოქი 2:38).
დავითი და გოლიათი
2. რეფაიმთა დროება

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გიგანტების ეპოქის მემკვიდრეობა ვლინდებოდა წარღვნისშემდგომ ისტორიაშიც და თან სდევდა მას. საკმარისია გავიხსენოთ მრავალრიცხოვანი ბიბლიური ტექსტები, რომელთაც ახსენებს თეოდორიტე კვირელი: "როდესაც მესმის, როგორ ამბობს წმიდა წერილი ენაყზე, კერძოდ ის, რომ წარმოიშვა იგი ბუმბერაზთაგან (რიცხვ. 13:33 (34)), და ყოგზე, რომ მისი საწოლი იყო რკინის, "მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა" (2 რჯლ. 3:11) და მხოლოდ ის "იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან" (იქვე); როდესაც მესმის, როგორ ჰყვებიან ისრაელიანთა მსტოვრები: "იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში" (რიცხვ. 13:34); როდესაც მესმის გოლიათზე, რომ "ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე" (1 მეფ. 17:4); ვფიქრობ, ბუმბერაზები საკმაოდ დიდი სიმაღლის მქონე ადამიანები იყვნენ" (Феодорит Кирский, блаженный. Изъяснение трудных мест Божественного Писания. М.: Изд. Совет РПЦ, 2003. Т. 1. С. 43).
რეფაიმ ყოგის რკინის საწოლი
ოღონდ, ისიც მართალია, რომ არსებობს ერთი უცნაურობა: ბიბლიაში ცალკეა აღნიშნული, რომ ერთადერთი, ვინც წარღვნამდელ დევკაც-რეფაიმთა ტომიდან გადარჩა, იყო ამორეველთა მეფე ყოგი: "მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან" (2 რჯლ. 3:11). მაგრამ ებრაელებმა მოსეს წინამძღოლობით ის აღთქმული მიწისთვის გამართულ მეორე დიდ ბრძოლაში დაამარცხეს. ყოგის დაღუპვის შემდეგ მისი სიდიდის ძეგლად დარცა მისივე რკინის საწოლი: "აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა (4 მეტრზე მეტი - ავტ.)" (2 რჯლ. 3:11). თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ამ წარღვნამდელი მემკვიდრეობის ბოლომდე მოსპობა ვერ მოხერხდა: დევკაც-რეფაიმებს რამოდენიმე ასეული წლის შემდეგ აქტიურად ებრძოდა მეფე დავითი.

იუდეველი მწიგნობრები ცდილობდნენ გადაეჭრათ ეს შეუთახმებლობა, და ამტკიცებდნენ, რომ ყოგი - ერთადერთი ნეფილიმია, ან წარღვნამდელი ბუმბერაზი, რომელმაც გადაიტანა წარღვნა. ასე, მაგალითად, ზეპირი თორას (მიდრაშის) ერთ-ერთ განყოფილებაში ნათქვამია: "მან (ყოგმა) წაღვნა დაძლია, რადგან ნოესგან ნებართვა მიიღო გარედან ჩასჭიდებოდა კიდობანს". მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ, ჯერ-ერთი, წარღვნა გრძელდებოდა ერთ წელიწადზე მეტ ხანს, და მეორეც, ყოგის წარღვნამდელი ჰიპოთეტური დაბადების დროიდან ქანაანის მიერ იუდეველთა დაპყრობამდე და ყოგთან შეტაკებამდე გავიდა ათას წელზე მეტი. ასე რომ, აქ უფრო არაზუსტ განმარტებასთან გვაქვს საქმე, და იმ მომენტისთვის მარტო ყოგი არ იყო "დარჩენილი რეფაიმთა, ანუ ბიბლიურ გიგანტთა მოდგმიდან" (Гиганты // Еврейская энциклопедия Брокгауза и Ефрона. СПб., 1908–1913). ბიბლიის ახალრუსული თარგმანი კიდევ უფრო აზუსტებს თარგმანს: "ყოგი, ბაშანის მეფე, ერთ-ერთი უკანასკნელი იყო რეფაიმთა, გიგანტი ხალხის მოდგმისგან" (რუს. თარგმ.: "Ог, царь Башана, был одним из последних рефаимов, народа гигантов").

იუდეველთა გამოსვლა ეგვიპტიდან მოხდა წარღვნიდან თითქმის ათასი წლის შემდეგ, მაგრამ ამ დროშიც კი ისინი პირდაპირ გადაეყარნენ ამ წარღვნამდელ გიგანტთა ღმრთისმბრძოლი სისხლის მქონე ხალხს: "იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში" (რიცხვ. 13:33 (34)).

ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მოლოქისადმი
მსხვერპლშეწირვა მოლოქისადმი. ასურფინიკიელთა და ყამონეველთა რელიგია. გრავიურა ჩ. ფოსტერ კენტის წიგნიდან "ბიბლიური გეოგრაფია და ისტორია", 1911 წ. "ყრმათა უწყალოდ მხოცველნი, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის მჭამელნი; საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი" (შეად. სოლომონი 12:5).

ღმრთითრჩეულმა იდუეველმა ერმა, მიუხედავად ამ ბუმბერაზთადმი შიშისა, ღმრთისგან მიიღო რწმუნება, რომ მათ დაამარცხებდა (მეორე რჯლ. 9:2) და ჯერ მოსეს, შემდეგ კი იესუ ნავეს ძის მეთაურობით შეუდგა ამ წარღვნამდელი გადამდები სენის მატარებელთა ამოჟლეტას "ყენაკის ძეთა" სახით, რომლებიც ხებრონში, დებირსა და ანაბეში ცხოვრობდნენ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ლაპარაკი იყო სწორედ ამ თესლის სათითაოდ ამოწყვეტაზე, მათ ტოტალურ განადგურებაზე: "ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი" (მეორე რჯლ. 20:16), "ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით" (რიცხვ. 31:17).

შედეგად ბუმბერაზთა შთამომავლები გარკვეული დრო მხოლოდ "ღაზაში, გეთში და აშდოდში დარჩნენ" (იესუ ნავე 11:22), მაგრამ შემდეგში იქაც გაანადგურეს. დედამიწაზე ამ ხალხთა უკანასკნელ წარმომადგენელს წარმოადგენდა გოლიათი გეთიდან, რომელიც დავითმა მოკლა (1 მეფ. 17:4). იყვნენ სხვა ბუმბერაზები რეფაიმთაგან, მაგალითად, "ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო (ლილვი - საქსოვი დაზგის ნაწილი, მრგვალი ხე, – საგორავი - ავტ.)" (1 პარ. 20:6), ან კიდევ "ოთხი ეყოლა რაფას გეთში; ყველა ესენი დავითსა და მისი ხალხის ხელით დაეცნენ" (2 მეფ. 21:22).

კიდევ ერთხელ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ უფალი ღმრთითრჩეული ერის ხელით ასრულებს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანას, რომლის გარეშეც კაცობრიობის ისტორია ვერ გაგრძელდება და ვერ განხორციელდება ღმრთის განგება კაცობრიობის ცხონებასთან დაკავშირებით. პალესტინის მიწა, ღვთიური გეგმის ეს საკრალური ტერიტორია, უნდა განიწმინდოს. მაგრამ ამ განწმენდის შემდეგაც, მეფე დავითის სახელოვანი საქმეების შემდეგაც, კიდევ ათასი წელი დასჭირდება იუდეველ ერს, რომ მოემზადოს მესიის მოსვლისთვის.
ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მოლოქისადმი
ყრმათა მსხვერპლშეწირვა მოლოქისადმი
"ყრმათა უწყალოდ მხოცველნი, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის მჭამელნი; საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი" (შეად. სოლომონი 12:5).

შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ იუდეველთა ღმრთითშთაგონებული ბელადები იჩენენ გაუგონარ სისასტიკეს, განსაკუთრებულს თვით წარმართული სამყაროსთვისაც კი. მეფე დავითი, აგრძელებდა რა ძველი პალესტინის ხალხთა განადგურების ტრადიციას, არსებითად, გენოციდის კანონებით მოქმედებდა. მაგალითად, "გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში" (2 მეფ. 12:31) ან კიდევ, "გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი" (მსაჯ. 21:10). ამ ომების მეთოდები იმიტომაც არის ასეთი არაადამიანური, რომ ლაპარაკია არა იმედენად ადამიანებზე, რამდენადაც მუტანტებზე, რეფაიმებზე, "მკვდრებზე", ბნელეთის ძალთა ნაშიერებზე.
წარღვნამდელი ბუმბერაზები
უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა წერილში მითითებული რეფაიმთა სიმაღლე თუმც შთამბეჭდავია, მაგრამ არც ისე საშინელი, როგორიც იყო წარღვნამდელ ბუმბერაზ-ნეფილიმთა სიმაღლე. ასე, მაგალითად, ყოგის სიმაღლე სულ რაღაც 4 მეტრი იყო, გოლიათი, რომელიც 400 წლის შემდეგ ცხოვრობდა, 3 მეტრს აღწევდა. მაშინ როდესაც, წარღვნამდელი გოლიათების სიმაღლე, სანდო არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, იწყება 12-15 მეტრიდან და უფრო მაღლაც.
წარღვნამდელი ბუმბერაზები
3. დემონთა მოხეტიალე სულები

როგორც უკვე ვახსენეთ, ენოქის მოწმობით, დაცემულ ანგელოზ-დარაჯებს განეცხადათ: "თქვენ უკვე სამარადისოდ ვეღარ ახვალთ ცაში და მიწაზეც უნდა შეკრულ იქნათ სამყაროს არსებობის განმავლობაში. მაგრამ სანამ თქვენი საყვარელი შვილების (ბუმბერაზების) განადგურებას იხილავდეთ, და თუნდაც უბრძანებდეთ მათ, ისინი მაინც დაეცემიან თქვენს წინაშე და მახვილით განიგმირებიან" (ენოქი 3:19, 20).

ენოქთანვე შეგვიძლია ვიპოვოთ მნიშვნელოვანი მოწმობა ბუმბერაზთა "სულების" შესახებ, თუკი ამგვარი სიტყვით შესაძლებელია მათი "სულიერი ენერგიის" აღნიშვნა. ერთმანეთის განადგურების პროცესში, "ბოროტი არსებანი გამოვლენ მათი სხეულებიდან".
დემონები მიწის ქვეშ
ესენი არიან დემონური არსებები, რომელთა შესახებაც ლაქტანციუსი წერს: "ხოლო ისინი, ვინც დაიბადნენ (იმ უსჯულო შეუღლების შედეგად - მ. მ.), რაკიღა არც ანგელოზები იყვნენ და არც ადამიანები, არამედ ფლობდნენ ერთგვარ შუალედურ ბუნებას (media quaedam natura), დაშვებულ არ იქნენ უფსკრულში, ისევე როგორც მათი მშობლები - ზეცაში. ასე გაჩნდა დემონთა ორი კატეგორია - ერთნი საჰაერო დემონნი, მეორენი კი - მიწაზე მყოფნი. ყველა მათგანი უწმინდური სულია" (Фокин. Латинская патрология. С. 314).

ჩვენი აზრით, აქ აშკარა უზუსტობაა: საჰაერო დემონები ასე როდი წარმოიშვნენ. ისინი არიან ანგელოზთა ლეგიონები, რომლებიც სატანასთან ერთად დაეცნენ ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში. ესენი, წმიდა პავლე მოციქულის თქმით, არიან "მთავრობანი და ხელმწიფებანი, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელნი და ცისქვეშეთის უკეთური სულნი" (ეფეს. 6:12), რომლებიც კაცთა მოდგმას ეომებიან "ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2). ხსენებული ბოროტი სულები, რომლებიც არ დაიშვებიან ზეცაში, ანუ დაცემული ანგელოზ-დარაჯები - ბუმბერაზთა მშობლები - "საჰაერო სივრცეში" კი არ დასეირნობენ, რადგან "შეკრულ იქნა მათი ხელ-ფეხი... და ჩაგდებულ ცეცხლოვან უფსკრულში; რათა მარადიულად იტანჯონ შეკრულებმა" (ენოქი 2:43 და 17:22).

ანტიკური დროის ფილოსოფოსებიც ამგვარადვე მსჯელობდნენ. ასე, მაგალითად, ძველბერძენი პოეტი ჰესიოდე (VII ს. ქრ. შ.-მდე), სრულ თანხმიერებაში მყოფი წარმართულ მსოფლმხედველობასთან, დემონებში "ბოროტი მოდგმის" ადამიანთა სულებს ხედავდა, რომლებიც ცხოვრობენ "სატურნის სამეფოში", "ოქროს საუკუნეში", რომლებიც ამჯამად ზევსმა მიუჩინა ადამიანებს გასაკონტროლებლად" (Гесиод. Труды и дни // Эллинские поэты VII–III вв. до н. э. / Отв. ред. М.Л. Гаспаров. М.: «Ладомир», 1999. С. 121). "კეთილ დემონთაგან ყველანი მიწაზე მცხოვრებებად იქნცნენ. ისინი ფხიზლად ადევენებენ თვალს ჩვენს კარგ და ცუდ საქმეებს..." (Гесиод. Труды и дни. Пер. В.В. Вересаева).

იგივეს მოწმობს სოკრატეც პლატონის დიალოგში "კრატილოსი" (IVს. ქრ. შ.-მდე). მისი თქმით, "ოქროს საუკუნის" დიად ადამიანთა სულები "ბრძენნი იყვნენ და ყველაფერი უწყოდნენ", მაგრამ დემონად გადაქცევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უდიდესი სიბრძნის შედეგად დაიმსახურებს ამ სახელს. მოგვიანებით პლატონის მოწაფე ქსენოკრატე აღნიშნავდა ამ არსებათა ორმაგ ბუნებას, ისინი ფლობდნენ რა სხეულებს, შედგებოდნენ "მიწიერი" და "ეთერული" მატერიისგან. დემონთა ეს ანტიკური აღქმა, როგორც ერთგვარ კეთილისმყოფელ და ადამიანისთვის სასარგებლო სულიერ არსებებად მალე აქტიურ წინააღმდეგობას წააწყდება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში (2).

_____________

2. მწვალებლური მსჯელობა კეთილ დემონთა არსებობის შესახებ, რომელიც იკვებება ბერძნული ფილოსოფიიდან, ბოლომდე მაინც ვერ იქნა დაძლეულ. ეს იდეები ახალი ძალით რენესანსის ნეოპლატონურ დემონოლოგიაში გაიფურჩქნა, რაც მკაფიოდ აღორძინების ხანის დასავლურ ხელოვნებაში აისახა.

_____________

ხოლო მანამ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ამის შესახებ მკაფიოდ მოწმობდა მხოლოდ ენოქის წიგნი, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ოქროს საუკუნის" იმ არსებათა სულები, არავითარ ეპითეტებს არ იმსახურებენ და მარადის იხეტიალებენ დედამიწაზე ღმრთის განაჩენის შესაბამისად: "ბუმბერაზები, ორმლებიც ხორცისა და სულისგან იშვნენ, მიწაზე ბოროტ სულებად იქნებიან წოდებულნი და დედამიწაზე იქნება მათი საცხოვრისი" (ენოქი 3:49). "ბუმბერაზთა სულები, - წერს აპოლოგეტი ათენაგორა ათენელი, - არსებითად დემონები არიან, ისინი სამყაროს გარშემო დახეტიალობენ და იწვევენ მათი ბუნების შესაბამის მოქმედებას" (Преображенский. Сочинения. С. 71). სხვაგვარად მათ "ხორციელ სულსაც" უწოდებენ, რომელიც სულზე ნადირობს" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4–7. С. 218).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს განსხვავება ამ დემონურ არსებათა შორის მათში ბოროტების აღძრულობის მხრივ: "ბუმბერაზთა სულები ბოროტაებას თავიანთი ცხოვრებისეული ბუნების ძალით იქმან, მაშინ როდესაც დაცემული ანგელოზები ბოროტნი არიან თავიანთი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე" (Рассел Д.Б. Сатана. Восприятие зла в ранней христианской традиции. СПб., 2001. Прим. 67. (Далее: Рассел. Сатана)).

მსოფლიო ბოროტების ამ ორ იპოსტასს - დაცემულ ანგელოზებსა და დემონებს - გააჩნიათ თავიანთი განსაკუთრებული მოვალეობები, რომლიდან გამომდინარე, ისინი უმალ ჩნდებიან ყოველ ადამიანთან მისი გარდაცვალების დროს. "როდესაც სული გამოვა სხეულიდან, ერთგვარი საიდუმლო ხდება. თუკი ის ცოდვებშია დამნაშავე, მოდის დემონთა და ბოროტ ანგელოზთა მთელი ჯოგი. და ეს ბნელი სულები მიისაკუთრებენ რა სულს, მას თავიანთ საკუთარ სფეროში წარიტაცებენ" (Макарий Великий, преподобный. Духовные беседы. Клин: «Христианская жизнь», 2001. С. 185).

ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ. დაცემულ ანგელოზებს (დემონებს), როგორც ცნობილია, თავიანთი საცხოვრისი აქვთ ცისქვეშეთში, "საჰაერო სივრცეში". მოციქულის თქმით, ეს არის "ჰაერის ძალთა მთავრის" სფერო, "ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2). აგიოგრაფიული და სხვა სახის მოწმობებით აქ, "საჰაერო" სივრცეში, დაცემულ ანგელოზებს გააჩნიათ თავიანთი დემონური "საზვერეები", რომლებიც უნდა გადალახოს გარდაცვლილი ადამიანის სულმა, რომელიც ამა თუ იმ წარმატებით გადის ე. წ. სიკვდილის შემდგომ საჰაერო საზვერეებს (საჰაერო საზვერეების შესახებ იხ. პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი. "გამოცდა გადაბარების უფლების გარეშე, ანუ როგორ გავიაროთ საზვერეები").

ასე რომ, როგორც ენოქის წიგნი მოწმობს, "ცაში დაბადებულ სულთა სამკვირდო ცაშია", მაშინ როდესაც, "მიწაზე ნაშობ სულთა საცხოვრისი მიწაზეა" (ენოქი 3:50). ბოროტების ძალთა ამგვარი დაყოფა საბინადრო ადგილის შესაბამისად სრულიად გაზიარებულია მოციქულებრივი საუკუნის მამათა მიერ: "სულისთვის არაფერია მშვიდობაზე უკეთესი, რადგან მით ნადგურდება ზეციერ და მიწიერ სულთა ყოველგვარი ბრძოლა" (Игнатий Антиохийский (Богоносец), святитель // Писания мужей апостольских. Послание к Ефесянам. М.: Издательский совет РПЦ, 2008. С. 337).

"მიწიერ" სულებს, ბუმბერაზებს (ნახევრადღმერთებს) განეკუთვნებათ მოუსვენარ უწმიდურ სულთა ხვედრი, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე მარადიული ხეტიალისთვის არიან განწირულნი. ენოქის თანახმად, თუკი ბუმბერაზთა სულები "ღრუბლებში აჭრას შეეცდებიან, მყის მიწაზე ჩამოემხობიან". დღეიდან ამ მოხეტიალე სულთა ხვედრი იქნება ადამიანთადმი დაუოკებელი და მუდმივი შურისგება: "ისინი იძალადებენ ადამიანებზე, მათ თავზე მოაწევენ უბედურებებსა და წარწყმედას. ამასთან მათ არ მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და იქნებიან უხილავნი" (ენოქი 3:51).

და მართლაც, დემონთა (ბუმბერაზთა სულების) ამ გამანადგურებელ მუშაობას გადააწყდა მართალი ნოეც, თან ძალიან მალე წარღვნიდან: "რამეთუ, ვხედავ მე, აჰა დემონი მოგეახლათ თქვენ და თქვენს შვილებს საცთურებით, და მეშინის, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მიწაზე დაღვრით სისხლს კაცისას" (იუბილეთა წიგნი 7:29).
საჰაერო საზვერეები
საზვერეები.
მართლმადიდებლური ხატის ფრაგმენტი

ლოცვა, რომლითაც ნოემ მიმართა უფალს, შესმენილ იქნა. "ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან მომივლინე წყალობა, და მიხსენ მე და შვილნი ჩემნი წყალთაგან წარღვნისა; რომელმან არა წარმწყმიდე მე, როგორც წარწყმიდე ძენი წარწყმედისა... გარდამოავლინე წყალობა შენი ჩემს შვილებზე და ნუ მისცემ ბოროტ სულებს მათზე ბატონობის უფლებას, რათა არ აღხოცონ ისინი პირისაგან მიწისა... შენ იცი უფალო, თუ რას იქმოდნენ დარაჯნი, ამ სულთა მამები. ჩაამწყვდიე ისინი ადგილში განკითხვისა..." (იუბილეთა წიგნი 10:4).

შედეგად დემონთა უდიდესი ნაწილი ჩამწყვდეულ იქნა ბნელ საპყრობილეში: "და თქვა ღმერთმა: "დაე მათი მეათედი ნაწილი დარჩება მათ წინაშე, ხოლო დანარჩენი ნაწილი წავიდეს ადგილზე განკითხვისა" (იუბილ. 10:15).

მიზეზი, რის გამოც ყველა დემონი არ იქნა ჩამწყვდეულ საპყრობილეში, საკმაოდ საინტერესოა. ამისთვის ღმრთის წინაშე შუამდგომლობდა ანგელოზი მასტემა - ამ სულთა (დემონთა) თავადი, რომელსაც ღმრთისგან მიცემული აქვს უფლება განახორციელოს კაცთა მოდგმის დასჯა და ადამიანთა გამოცდა, რათა გამოსცადოს მათი რწმენა. "ამ სულთა ბელადი, მასტემა, მივიდა ღმერთთან და თქვა: "უფალო, შემოქმედო, მიეც ზოგიერთ მათგან დარჩეს ჩემთან, და უბრძანე მათ ისმინონ ჩემი ხმა და აკეთონ ყოველივე, რასაც მე ვუბრძანებ; სხვაგვარად ვერ შევძლებ ჩემი ნებით ვიბატონო კაცთა მოდგმაზე, რადგან ეს სულები სწორედ იმისკენ არიან მიდრეკილნი, რათა ჩემი ბრძანებით გარყვნან ადამიანები და გადააცდინონ სწორი გზისგან, რამეთუ დიდია ცოდვა და ბოროტება მიწაზე მცხოვრებ კაცთა შორის" (იუბილ. 10:13, 14). ანუ, აქ ვხედავთ, თუ როგორ გამოითხოვს დემონთა თავადი ღმრთისგან უფლებას "თავისი ნებით იბატონოს კაცთა მოდგმაზე".

მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ახლა, წარღვნის შემდეგ, ისინი ადამიანებზე "ნებით იმეფებენ", ანუ უხილავად და შთაგონებით, როგორც ამას განმარტავენ წმიდა მამები: "აზრები - ეს დემონთა სიტყვები და ვნებათა წინამორბედებია" (Григорий Синаит. Творения. С. 27), "რადგან ღმერთი ნებას რთავს ეშმაკს გამოსცადოს ნების მქონენი (ადამიანები - "აპოკ". რედ.), ოღონდ ყოველი მისი ძალისაებრ, რათა ეშმაკი შერცხვენილ იქნას ანგელოზთასწორ კაცთა მიერ, და არა მარტო მამაკაცთა, არამედ მრავალ დედაკაცთა მიერაც" (Петр Дамаскин. Творения. С. 107).
დემონი
4. თანაშემწე სულები

ამგვარად, ადრინდელი დროებისგან, როდესაც "ღმერთები" ყველგან ღიად ცხადდებოდნენ და პირდაპირ კონტაქტში შედიოდნენ ადამიანებთან, პრინციპული განსხვავება გახდა მათი მეტად აქტიური, მაგრამ ფარული მოქმედება. მოხდა ადრინდელი პირდაპირი გამოცხადებებისა და მოქმედებების აშკარა შეზღუდვა. ეშმაკთა "ძალმოსილი კომპეტენციების" ტრანსფორმაცია აღიარებულ იქნა ქრისტიან ღვთისმეტყველთა მიერაც; 'ეშმაკს არა აქვს ძალა აამოძრაოს ჩვენი აზრები, სხვაგვარად არ დაგვინდობდა. მას მხოლოდ უკუღმართი აზრების შთაგონება ძალუძს, რათა შეამოწმოს ჩვენი შინაგანი განწყობა, თუ საითკენ მიიდრიკება იგი" (Марк Подвижник, преподобный. Изборник. Минск, 2011. С. 196).

ადამიანთა წინააღმდეგ დაცემულ ანგელოზთა სულიერი და უხილავი ბრძოლის ეს ახალი ასპექტები მოსაგრეთაგან ითხოვდა ნამდვილ შინაგან მღვიძარებას და სიბრძნეს, რადგან "ამოცნობა იმისა, თუ რომელი აზრი ჩნდება სულში საკუთარი სინდისისგან, რომელი ღმრთისგან და რომელი ეშმაკისგან, მხოლოდ სრულყოფილთ ძალუძთ. მზაკვარი ეშმაკები ჯერ საწინააღმდეგოს როდი მოგვაწვდიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენი სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილსაც კი განგვიმარტავენ. ამიტომაც, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საგანი საკმაოდ ბუნდოვანია" (Иоанн Лествичник, преподобный. Лествица. М.: Изд. Московского подворья Троице-Сергиевой Лавры, 2004. С. 256, 249). მაშ, როგორ არ უნდა გაგვიკვირდეს ღმრთის სიბრძნე, რომელიც ამ სამყაროში ყოველივეს წესრიგისა და ჰარმონიისკენ წარმართავს? მაშინაც კი, როდესაც ლაპარაკია ბნელეთის ძალებზე, რომლებიც ონტოლოგიურად ელტვიან ქაოსსა და განადგურებას.

ამ ფენომენზე წერდნენ წმიდა მამები, და აღნიშნავდნენ, რომ დადგა დრო, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტი აქვს ბნელეთის ძალებთან, - "წეს-რიგის არმცოდნე სულებთან, რომელიც შეადგენს ერთგვარ ჯაჭვს, ანუ მოწესრიგებულობას", როდესაც "თავისთავად - დემონთა ზემოქმედების გარეშე - არაფერი აღმოცენდება. არც წარმოსახვა წარმოშობს რაიმეს საიდუმლო დემონური ძალის გარეშე და არც ვნება მოქმედებს, რადგან სატანა, თუმც კი გადმოგდებულია ციდან, მაინც ზემოქმედებს ჩვენზე და საკმაოდ ძლიერია ჩვენი უდარდელობის გამო" (Григорий Синаит. Творения. С. 28).

ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანთა ცხოვრებაში შეიქმნა სრულიად უნიკალური ვითარება, ერთგვარი "ახალი წესრიგი", რომელიც დემონებს შესაძლებლობას აძლევს უშუალო გავლენა მოახდინონ ადამიანის საქციელზე. მაგრამ ყოველივე ამაში არის ღმრთის განსაკუთრებული განგება, რადგან "დემონები გვაცთუნებენ იმისთვის, რათა არ დაგვავიწყდეს მორჩილება და ღმრთისადმი შევრდომა; არსებითად, მათი მეშვეობით ვიხსნით თავს და ვამარცხებთ ამპარტავნებასა და დაუდევრობას" (Петр Дамаскин, преподобный. Творения в  русском переводе. М., 2001. С. 159–160 (Далее: Петр Дамаскин. Творения)).

ამგვარად, წარღვნის შემდეგ დაიწყო სულიერი ბრძოლის ეს ახალი და საკმაოდ მძიმე ეტაპი. ვაი რომ, ბნელეთის ძალებს ადამიანთა "ნებაზე ზემოქმედების" ამ ახალი უფლების კანონიერი საფუძვლები ჰქონდათ: "ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი" (დაბ. 8:21). ეს ყველაფერი დადასტურდა წარღვნისშემდგომი კაცობრიობის ისტორიის პირველივე თვეებსა და წლებში. ძველაღთქმისეულ ეპოქაში ენოქის მიერ ნახსენები "ბნელ სულთა ბელადი", რომლის სახელია სატანა, კვლავ და კვლავ, და არაერთხელ გამოითხოვს ღმრთისგან ადამიანთა გამოცდის უფლებას და გაუგზავნის მათ განსაცდელებს, როგორც ეს იობ მრავალტანჯულის შემთხვევაში ქნა: "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის... და უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი" (იობი 1:6, 12). როგორც შენიშნა XVI ს-ის ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟ. ბოდენმა, "ღმრთის განგება მიუწვდომელია, და ის უდიდესი ძალა, რომელიც მან სატანას მისცა, კაცთათვის აუხსნელია" (Боден Жан. Демономания колдунов (La Démonomanie des Sorciers), 1580 г. Цит. по: Махов А.Е. Hostis Antiquus. Категории и образы средневековой христианской демонологии. Опыт словаря. М.: «Intrada», 2006. С. 280).

ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობა ადამიანთა სამყაროსა და ეშმაკთა სამყაროს შორის. არავის სურდა გაეზიარებინა მართალი იობის ბედი, და უმეტესწილად ადამიანები ბოროტ ძალებს შეუთანხმდნენ.

ღმრთის შურისგებით გონს მოსული "დარაჯი-ანგელოზები" უკვე ღიად ფიზიკურ კონტაქტში აღარ შედიოდნენ "კაცთა ასულებთან". ამის ნაცვლად არმოცენდა მჭიდრო სულიერი პარტნიორობა. ადამიანთა მთელი მოდგმები და თაობები აღიჭურვნენ თანაშემწე, "შინაური" სულებით. ძველ ბერძნებში ესენი იყვნენ ცნობილი პენატები (ლათ.: Penates) – კერიისა და ოჯახის დამცველი "ღმერთები" და მფარველები. ყოველ ოჯახს ჩვეულებისამებრ ორი პენატი ჰყავდა, რომლებიც განსაკუთრებული ლოცვითი მოქმედებებით მემკვიდრეობითად გადაეცემოდა თაობებს. მრავალი ადამიანი თავის "დემონთან" მუდმივ კონტაქტსაც კი აღწევდა და ის ერთგვარი "მეორე სული" ხდებოდა ამგვარი "ნიჭით" დაჯილდოვებული კაცისთვის.

კლასიკური მაგალითი: ძველბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე (V ს. ქრ. შ.-მდე) ამბობდა, რომ "ბავშვობიდან მას მუდმივად თან დაჰყვებოდა ცხოვრების წარმმართველი დემონი, რომლის განსჯისა და განკარგულებების გარეშე ის ნაბიჯსაც კი არ დგამდა" (Платон. Пир. Собр. Сочинений в 4-х томах. М., 1993. Т. 2. С. 112).



სოკრატე და მისი დემონი.
ვერსალის სამეფო სალონის მოხატულობა. საფრანგეთი. მხატვ. ეჟენ დელაკრუა. 18138 წ.
როგორც ვხედავთ, მხატვარი არ ღალატობს დემონური სამყაროსადმი უცვალებელი სიმპათიის გამოხატვის ტრადიციას, მისი ერთგულია, როგორც "განათლებული" დასავლეთის ხელოვნების ტიპიური წარმომადგენელი.


როდესაც ასეთ "თანამშრომლობას" ვაფასებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თავისი ბუნებით ეს მზაკვარი სულები აბსოლუტურად ბოროტნი არიან. წარმოადგენენ რა თავის დროზე ღმრთისგან დაწყევლილ ქმნილებებს, მათ არ შეუძლიათ რაიმე სიკეთის მოქმედება ადამიანთა მიმართ. ასეთია დაცემულ ანგელოზთა ცხოვრების კანონი, და მათი დარღვევა შეუძლებელია, რადგან მთელი დემონური იერარქიის მიერ კონტროლდება და მკაცრად ისჯება, რაც თავის მხრივ დემონთა შიშსა და მორჩილებას იწვევს.

ეს უხილავი "თანაშემწენი" მარადის შეკრულნი არიან ღმრთისგან დაწყევლულობის გარდაუვალი კანონით, რომელიც მათზე წარმოითქვა: "უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ..." (დაბ. 3:14). ამიტომაც ყველაფერი, რასაც კი ბნელეთის თავადები მოიმოქმედებენ, შეზღუდული იქნება უცილებელი პირობით: ის მოჩვენებითი სიკეთე, რომელსაც თითქოსდა ატარებს ამგვარი თანამშრომლობა "საკუთარ" თანაშემწე სულთან ან მიმართვა დაცემულ ანგელოზთადმი ოკულტურ მსახურთა მეშვეობით, უცილობლივ უნდა იქნას კომპენსირებული ცოდვილი მოქმედებებითა და აღმატებული ბოროტებით აწმყოში და დაუსრულებელი ტანჯვით მომავალში.  

ბოროტ სულებთან თანამშრომლობისა და მისდამი ამაო სასოების გამო, რაც უფლის უარყოფის ტოლფასია, ადამიანი დაუყოვნებლივ დაიტეხს თავზე სერიოზულ პრობლემებს ან ტრაგიკულ ცხოვრებისეულ ვითარებებს. ჩვენს მიერ ნახსენები სოკრატეს შემთხვევაში, როგორც ვიცით, მისი დასასრული საძრახისი იყო. "ყრმათა გახრწნისა" და "თავისი ღმერთის მიერ უმწეოდ მიტოვების შემდეგ, ის იძულებული გახდა თავი მოწამლა და ასე სამარცხვინოდ დაესრულებინა სიცოცხლე" (Махов А.Е. Hostis Antiquus. Категории и образы средневековой христианской демонологии. Опыт словаря. М.: «Intrada», 2006. С. 211).
ტობია და მთავარანგელოზი
5. წარღვნის შემდგომი "ხელყოფანი"

წარღვნამდელი ეპოქის მოვლენები, დაცემულ ანგელოზთა მხრიდან ჩადენილი უსჯულოების მასშტაბის თვალსაზრისით, უაღრესად განსაკუთრებულია. ამავდროულად, კაცობრიობის შემდგომ ისტორიაში, დემონთა მიერ ადამიანთა სხეულის ხელყოფანი შედეგების მიხედვითთუმც ესოდენ კატასტროფულნი არ ყოფილან, მაინც საკმაოდ ჩვეული და ყოველდღიური მოვლენა იყო კაცობრიობის ძველი "კულტურისთვის".

ჩვენ უკვე ვახსენეთ წმ. მოწამის იუსტინე ფილოსოფოსის (II ს.) სიტყვებს, რომელიც თავის პირველ აპოლოგიაში აღწერს, როგორ გაჩნდნენ წარმართული კულტები და როგორ დაიწყეს ადამიანებმა "ღმერთების"- იგივე, დემონების მსახურება. "ძველად ბოროტი დემონები ღიად ცხადდებოდნენ, ბილწავდნენ ქალებს და ბავშვებს და შიშის ძრწოლას გვრიდნენ ადამიანებს" (Иустин Философ. Сочинения. С. 35).

იგივეს იმეორებს რიტორი და ქრისტიანი აპოლოგეტი ლაქტანციური (III ს.): "შედეგად, გახდნენ რა სატანის თანაშემწენი, თავიანთი დაცემისთვის ნუგეში რომ მიეღოთ, დაიწყეს კაცთა მოდგმის გახრწნა და ათასგვარი საცთურებითა და ტყუილებით ადამიანებს ჩააგონეს, რომ ისინი (დემონები) ღმერთები არიან" (Лактанций. О творении Божием… Пер. с  лат. Тюленева В.М. СПб.: Изд. Олега Абышко, 2007. С. 191).

ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნში უფალი მკაცრად აფრთხილებს მოსეს იმ ხალხთა შესახებ, რომლებიც აღთქმული ქვეყნის გარშემო ცხოვრობდნენ: "ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მათი ქალიშვილები ეძლევიან გარყვნილებას თავიანთ ღმერთებთან" (რუს. თარგმ.: "Не заключайте договоров с  жителями той земли, их дочери блудят со своими богами") (გამოსვლა. 34:15, 16) (Ветхий Завет. Перевод с древнееврейского. РБО. Минск, 2000. С. 99).

ძველი აღთქმის მთელი სულისკვეთება მიმართულია წარმართებთან კონტაქტებისა და ნებისმიერ მსახურებაში თანამონაწილეობის აღკვეთისკენ, რათა არ "მიეცენ გარყვნილებას უცხო ხალხთა ღმერთების კვალზე". იუდეველთა შეტაკება ქანაანის რელიგიასთან და საერთოდ კონტაქტი ამ ხალხებთან წარმოადგენდა უდიდეს საფრთხეს ღვთითრჩეული ერისთვის. ქანაანის მიწა - ეს იყო უსჯულო ქანაანის (ქამის ძის) შთამომავალთა ტერიტორია. "წარმოუდგენელი სისასტიკის გარდა (ბაალს განსაკუთრებულად "უყვარდა" ახალშობილი ჩვილები, რომელსაც მოგვები დაუყოვნებლივ ცოცხლად წვავდნენ როგორც "ღმრთისადმი" მსხვერპლშესაწირს), ამ "ღმერთების" მსახურება გამოირჩეოდა ველური უზნეობით, რომელთან შედარებით უფერულდებოდა თვით სოდომის ცოდვებიც კი. საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ქანანეველები ერთდროულად ეძლეოდნენ ველურ ორგიებს, რომლებშიც, განურჩევლად ასაკისა, მონაწილეობას იღებდა მთელი მოსახლეობა" (Опарин А.А. Древние города и  Библейская археология. Монография. Харьков: «Факт», 1997. С. 124). "ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული... რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს ... ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები" (ოსია 4:12, 13).

სწორედ ის, რომ "მათი ქალიშვილები ეძლევიან გარყვნილებას თავიანთ ღმერთებთან" (გამოსვლა. 34:15, 16) რეფაიმთა თაობის გაჩენის მიზეზი გახდა.

იუდეველი ერი, რომელმაც იცოდა მსგავსი პრეცედენტების შესახებ, მკაცრი ზნეობრივი კონტროლის ქვეშ ცხოვრობდა, რომელიც მოსეს სჯულის მკაცრი ზომებით იყო ნაკარნახევი. მიუხედავად ამისა, ბნელეთის სულთაგან მრუში ხელყოფის პრცედენტები არ წყდებოდა. ტობითის წიგნში ტობითის ძე ტობია, როდესაც დაქორწინებას ცდილობდა, პირდაპირ ლაპარაკობს თავის შიშზე არ გადააწყდეს სასტიკ მეტოქეს მისი საცოლის მაცთუნებელი დემონის სახით "მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ" (ტობ. 6:15).

ისრაელის გარემომცველ ყველა სხვა ძველ რელიგიურ სისტემაში, პირიქით, ივარაუდებოდა ამა თუ იმ სახით ყოველმხრივ მოეხდინათ მრუში კონტაქტების ინიციირება ადამიანსა და დაცემულ სულებს შორის. კოიტუსი (სქესობრივი აქტი) ატარებდა იეროგამიის სახელს, რაც "წმიდა ქორწინებას" ნიშნავდა.

ეგვიპტეში "ფარაონის და ღმერთ-ამონის ცოლად მიაჩნდათ. ის ცხოვრობდა ნახევრად ბნელ ტაძარში და ოქროს საწოლზე ამყარებდა საქორწილო კავშირს ღმერთთან" (Нефедов С. А. История Древнего мира. М., 1996. С. 81). წარმართული მსოფლმხედველობით მრუშობა ტაძარში ნორმას წარმოადგენდა. ასე, მაგალითად, "მაღალი თუ დაბალი კლასის ყოველი ქალი ვალდებული იყო თავის ცხოვრებაში თუნდ ერთხელ მაინც ტაძარში აღესრულებინა პროსტიტუციის აქტი" (Хардинг Эстер. Женские мистерии. 1955. Pantheon. С. 22).

იუდეველი ერი, რომელიც მჭიდრო წარმართულ გარემოცვაში ცხოვრობდა, დრო და დრო ანალოგიური მრუში პრაქტიკის გადმოტანას ცდილობდა. გავიხსენოთ, "როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან" (რიცხვ. 25:1), ეს იყო მცდელობა "სამეძაო" თვით კარავში გაეხსნათ. ამგვარი ეპიზოდი ხდებოდა მაშინ, როდესაც მოსე და ისრაელის ძენი "სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ" (რიცხვ. 25:6). "უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან" (რიცხვ. 25:4). მაშინ ფინხასი, მღვდელ აარონის ერთ-ერთმა შვილი შევიდა "ოთახში (სამეძაოში)ს და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს (კაცს) და ქალს (მიდიანელს) - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება. გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი" (რიცხვ. 25:8, 9).

ფალოსების კულტი და "ღმერთებთან" კონტაქტები, რომელიც მიიღწევა ამ ფალოსების მეშვეობით, ასევე იპყრობდა იუდეველ ერის ქალიშვილებს: "აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან" (ეზეკ. 16:17).

"ქანანეველებში კერპთაყვანისმცემლობა პირდაპირ იყო დაკავშირებული საკრალურ პროსტიტუციასთან" (Virgulin Stefano. Комм. к книге пророка Осии // La Bibbia Piemme. Casale Monferrato. 1995. P. 2100), და ტაძრის "სამეძაოთა" პრაქტიკას მიზნად ჰქონდა მოეხდინა დაცემულ ანგელოზ-"ღმერთებთან" კონტაქტების სტიმულირება (3). ბაბილონში "ბაბილონის კოშკის თავზე მდებარეობდა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობდა მოგვი დედაკაცი - "ღმერთის ცოლი"; ამბობდნენ, რომ ყოვლადძლიერი ბელი (წარმართული ღვთაება - "აპოკ." რედ.) დროდადრო სტუმრობს ტაძარს და სქესობრივ კავშირს ამყარებს თავის ცოლთან ოქროს საწოლზე" (Нефедов С.А. История Древнего мира. М., 1996. С. 96).

_____________

3. "ადამიანი არ იყო მამაკაცური და ქალური ღვთაებრივბუნებრივი ძალების კოიტუსის პასიური დამკვირვებელი, მისი რელიგიური ამოცანა იყო დახმარებოდა ამაში საკუთარ ღმერთებს" (Арсений (Соколов), иеромонах. Религия хананеев // Книга Иисуса Навина. Москва, 2005. С. 40).

_____________

ევროპის ჩრდილოეთის აბორიგენების, პროტოსაამების გადმოცემებში, "ეშმაკები", რომლებიც ირმის სახით მოდიოდნენ, საკმაოდ აქტიურად "შედიოდნენ კაცთა ასულებთან". შედეგად იბადებოდნენ ლოპარიულ გადმოცემებში ფართოდ ცნობილი "კაც-ირმები". ეს ყველაფერი ეხმიანება ევროპის სამხრეთის ისტორიას: კარგად ცნობილი ხარკაცა მინოტავრი დაიბადა კრიტელი მეფის მინოსის ქალიშვილის პარსიფაეს ხარისადმი აღძრული ვნების შედეგად. ვინ მოდიოდა ხარის სახით - ძნელი მისახვედრი არ არის.

დღეისთვის სამეცნიერო საზოგადოებაში სიძველეთა მსგავს მოწმობებს "მითოლოგიის" სფეროს განაკუთვნებენ, ხოლო "წმიდა ქორწინების" ხსენებული წარმართული რიტუალი განიმარტება როგორც ადამიანებისა და "ღმერთების" სქესობრივი აქტის იმიტაციად, სადაც "ღმერთების" როლს თვითონ ადამიანები თამაშობდნენ.

ჩვენ არ უნდა გავყვეთ ათეისტურ სატყუარას, და ამიტომაც ყურადღება უნდა მივაპყროთ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომელიც შეგვახსენებს: "კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.  ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის" (1 კორინთ. 11:10). და უნდა მივუთითოთ, რომ მოცემულ კონტექსტში სიტყვა "ანგელოზი" აუცილებლად უნდა დავწეროთ პატარა ასოთი, რადგან "ქალი" ამით აძლევს სიგნალს დაცემულ ანგელოზებს "ფლობის ნიშნად", აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ის გათხოვილია. სწორედ ეს აზრია ჩადებული ეთიოპიოელ ქრისტიანთა ანდაზაში: "როდესაც ქალს მარტო სძინავს, მასზე ეშმაკი ფიქრობს".

ამგვარად, უნდა ვაღიაროთ, რომ, მართალია, წარღვნამდელი უსჯულოების მთავარი ინიციატორები დაისაჯნენ, შეკრულ იქნენ, უფსკრულში ჩაიყარნენ და უკვე დედამიწაზე არ ჩნდებიან გიგანტები, ბუმბერაზები და სხვა მსგავსი "ნახევრადღმერთები", ეს პრობლემა არასოდეს გამქრალა.

საკმაოდ მკაფიო ფერებში აღმოცენდა ეს პრობლემა იმ მიწაზე, რომელიც ქანაანის მფლობელობაში გადავიდა, იმ ქანაანისა, რომელიც ნოემ დასწყევლა და, რომელიც ქამის ყველაზე უმცროსი და გარყვნილი შვილი იყო. მისგან წარმოიშვა რეფაიმთა - გოლიათთა მთელი მოდგმა, რომლებიც "კაცთა ასულებისა" და ქანანეველ ღმერთ-დემონთა მრუში კონტაქტების შედეგად გაჩნდნენ.

იუდეველი ერი, "სემის ძენი" - სემიტები, სრულად შეუდგნენ თავიანთი წინაპრის ნოეს ანდერძის აღსრულებას: "კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!" (დაბ. 9:26). ქამის დაწყევლილი შთამომავლობა უნდა დამორჩილებოდა მართალი სემის შთამომავლებს, და ამიტომაც სრულიად რადიკალური ფორმით იჟლიტებოდა სულიერ მუტანტთა - რეფაიმთა ტომები.

მიუხედავად ამისა, მომდევნო ისტორიაშიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია დემონებთან უსჯულო და მრუში კონტაქტების ფაქტები და მათი ჯიუტი მცდელობანი "რაღაც" მაინც გააჩინონ "კაცთა ასულებისგან".
წმ. ანტონი დიდის გამოცდა
წმ. ანტონის გამოცდა. მარტინ შონჰაუერის გრავიურა. 1480 წ. მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ-იორკი, აშშ.

6. ქრისტეს შობის შემდეგ

როგორც ამ გამოკვლევის წინასიტყვაობაში ვწერდით, ქრისტიანობის ტერიტორიის გავრცელებისდა კვალად ბნელეთის ძალთა ღია ჩარევა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და უწმინდურ ძალთა სხვადასხვა ფორმით გამოვლინებანი საკმაოდ გაიშვიათდა. "ეს საცთური საბოლოოდ შეწყდა. რადგან მოვიდა უფალი და დემონთა მოქმედება და მზაკვარება შეკრა" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 206). ამავდროულად, დემონურ ძალთა მუდმივი და აგრესიული მიზანმიმართულება ადამიანთა შესაბილწად, სავარაუდოდ, არ შემცირდება "აღსასრულამდე სოფლისა". თუნდაც საქმე არ მივიდეს სხეულებრივ კონტაქტამდე, მრუში სულიერი კონტაქტების შემოთავაზებას განიცდის ყოველი ადამიანი. "ბოროტი სულები ადამიანის სულში ნერგავენ მიდრეკილებას ბილწი სიყვარულისადმი, ცდილობენ შებილწონ მისი ღმრთის მსგავსი ხატი. ეს საყვარლები არიან ეშმაკი და მისი ანგელოზები, რომლებიც უფალთან დაწინდულ ყოველ სულთან მრუშობას ელტვიან" (Григорий Чудотворец, святитель, и Мефодий, епископ и мученик. Творения. М., 1996. С. 74).

დემონურ ძალთა ღია შემოჭრებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ამქვეყნად ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს განკაცების შემდეგ დემონთა გამოჩენამ გოლიათთა შთამომავლების სახით მიიღო ეპიზოდური ხასიათი. ასე, მაგალითად, წმ. ანტონი დიდი აკვირდებოდა გოლიათს "მაღალს, უსახურს და საშინელს, რომელიც თავით ღრუბლებს წვდებოდა. და მიხვდა იგი, რომ მის წინაშე მდგომი გოლიათი იყო მტერი" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 230–231).

დაყუდებული ბერ-მონაზვნობის მამამთავრის ცხოვრებიდან ამ შემთხვევის გახსენებისას, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ერთადერთი მიზანი, რომელიც უდაბნოში გასვლამდე იდგა ბერის წინაშე, გახლდათ მტრის ტერიტორიაზე შესვლა ბნელეთის მთავართან და მის ლეგიონთან უხილავი ბრძოლის გასაჩაღებლად. ეგვიპტის უდაბნოს ბერები მკვიდრდებოდნენ დემონთა მიერ საყვარელ ადგილებში, რათა ებრძოლათ და კიდევ უფრო შეევიწროვებინათ აქ დამალული ბოროტება. ეს ბრძოლა იძლეოდა მადლისმიერ ნაყოფს და რადიკალურად ცვლიდა სულიერ ძალთა გადანაწილებას მთელ მსოფლიოში.
 
ღირ. ანტონი მოწმობს: "ერთხელ ვიღაცამ დამიკაკუნა მონასტერში. რომ გამოვედი, უზარმაზარი გოლიათი ვნახე. მაშინ ვკითხე: ვინ ხარ შენ? მან მიპასუხა: მე ვარ - სატანა. ჩემს კითხვაზე: რისთვის მოხვედი? მან მიპასუხა: რატომ მგმობენ მე ასე ამაოდ ბერები და სხვა ქრისტიანები? რატომ მწყევლიან ყოველ საათს, მე ხომ ასე უძლური ვარ. ნუთუ არ არის ჩემთვის რამე ადგილი, ნუთუ არ მაქვს არც ისრები და არც სიძლიერე? ყველგან ქრისტიანები არიან. ახლა უდაბნოც აივსო ბერ-მონაზვნებით" (იქვე. გვ. 212).
ბნელეთის ძალებთან ბრძოლის იგივე მოტივები ამოძრავებდათ რუსეთის ჩრდილოეთის მონასტრების ბერ-მონაზვნებს. "ჩრდილოეთის თებაიდა" (6) სრულიად მისდევდა ეგვიპტის თებაიდის იდეალებს, სადაც ბერის უდაბნოში გასვლის ერთადერთ მიზნად ეშმაკთა მთავართან და მის ლეგიონებთან შებრძოლება იყოს. ამისთვის ძნელი წარმოსადგენია იმაზე უფრო შესაფერისი ადგილები, ვიდრე იყო სოლოვეცის და ბალაამის კუნძულები, კონევეცი და ჩრდილოეთის სხვა განმარტოვებული ტერიტორიები, სადაც წარმართული სულიერებით იყო დახუნძლული ვიწრო სივრცე.

__________________

4. ეს არის რუსეთის ჩრდილოეთის პოეტური სახელწოდება, რითაც ის ედრება ძველეგვიპტურ ოლქს - თებაიდას (ზემო ეგვიპტე), რომელიც ადრექრისტიანულ ბერ-განდეგილთა დასახლებებით იყო სახელგანთქმული.

__________________

სოლოვეცელი მოსაგრეების ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია სულიერი ბრძოლის აღწერები, დემონურ ძალთა მრავალგვაროვანი მზაკვრობებისა და ზემოქმედებების გამოვლინებები. ყველაზე გააფთრებით მტერი თავს ესხმის მეუდაბნოვეს მისი ბრძოლის საწყის ეტაპზე, ხან ყაჩაღად ეცხადება, ხან შავ ეშმაკად, ხან მეომრების სახით, ხან ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილ დედაკაცთა სახით, ან კიდევ ამაზრზენი სახით, რომ შეაშინოს მოსაგრე და დაატოვებინოს არჩეული ადგილი.
 
სატირის ოჯახი. შ. ა. ბოლსვერტის გრავიურა, 1633 წ. ბელგია.
მალე ასე "ოჯახებში" დაბადებული წითელლოყება ბუთხუზა-გოლიათები გაიზრდებიან და მიწის მკვიდრთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ.

ემუქრებიან და აშინებენ რა მოსაგრეს, ისინი მათგან არჩეული ადგილის დატოვებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ადგილები მათ სრულიად "კანონიერად" ეკუთვნით. ღმრთის დაშვებით ეშმაკს შეუძლია პირდაპირი ფიზიკური ზემოქმედეაც მოახდინოს ბერზე: სცემოს, აწამოს, ზოგჯერ  ნახევრადსიკვდილამდეც კი. მაგრამ ასევე გარდაუვალ პირობას წარმოადგენს უფლის შეწევნა, რომელიც ბერ-მონაზვნებს ევლინებოდნენ კეთილგონიერ (ხშირად ამ ადგილებში მოსაგრე მხცოვანთა) ან კიდევ ნათელმოსილ ჭაბუკთა სახით, რომლებიც კურნავდნენ და ამხნევებდნენ მოსაგრეებს.

ქრისტიანი მოღვაწეები აფართოვებდნენ ნათლის ფეროს, ნათლავდნენ წარმართ ხალხებს და სახარებისეული რწმენით განანათლებდნენ ახალ და ახალ ტერიტორიებს. წმიდა ათანასე დიდი აღწერს, როგორ ჰკითხა ერთხელ წმიდა ანტონიმ წარმართებს: "სად არის ახლა თქვენი ეგვიპტური ჯადოქრობა, სად არიან მოგვთა მოჩვენებები? როდის შეწყდა ეს ყოველივე, იმ დღიდან ხომ არა, როდესაც გამოჩნდა ჯვარი ქრისტესი? თქვენი ღმერთები უკვე აღარ იქმან სასწაულებს, ჩვენი რწმენა კი ყველგან ვრცელდება. ჯვარცმული ქრისტეს სახელით ჩვენ ვდევნით ყველა დემონს, და იქ, სადაც ჯვარი გამოისახება, უძლურდება მისნობა, უქმდება ჯადოქრობა" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 238).

მაგრამ მთელ ამ შესანისნავ და მადლისმიერ პროცესში არსებობს ერთი ნიუანსი. უფალი არასოდეს წაართმევს თავისუფლებას ადამიანს, და ამიტომაც, გადამწყვეტი სულიერი ცვლილებები მასში მხოლოდ ნებაყოფლობითობის საფუძველზეა შესაძლებელი. ადამიანის ცხონება ეს არის სინერგიის შეთანხმებული აქტი - ღმრთისა და ადამიანის ერთობლივი ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

თუკი ადამიანი აირჩევს წუთისოფლის სულს, პრიორიტეტს მიანიჭებს მიწიერ კეთილდღეობას და არ იზრუნებს ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაზე, მზაკვარი სულები მზად არიან მოემსახურონ მას საკუთარი უკვდავი სულის წარწყმედის საქმეში.

ჩვენ უ კვე ვახსენეთ სოკრატეს დემონის ქრესტომათიული მაგალითი. მისით ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ფილოსოფოსი, რომელიც ცხოვრობდა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, იმ დროისთვის მისაღები კანონზომიერებიუთ იქცეოდა. როგორც იტყვიან: "მგლებთან თუ ცხოვრობ - მგელივით უნდა იყმუვლო".

სხვა საქმეა - მსგავსი მაგალითები შუასაუკუნეობრივი ევროპის ცხოვრებიდან. ასე, მაგალითად, აღორძინების დროის ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსი, ექიმი და ფილოსოფოსი პარაცელსი ძალიან ნაყოფიერი მეცნიერი იყო. მან დაწერა უამრავი სამეცნიერო და ფილოსოფიური ნაშრომი. ამასთან ის არ მალავდა, რომ სრულიად სარგებლობდა თავისი შინაური დემონის, სახელად აზოტის, მომსახურეობით, რომელიც ბროლის ვაშლში ცხოვრობდა და, რომელი ვაშლიც მისი დაშნის ტარს ამშვენებდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი ცხოვრების აღსასრული ასევე არაკეთილშობილურია და ბუნდოვანი. ის მოკვდა გაურკვეველი თავდასხმის შემდეგ, დაცემის გამო თავის ქალის დაზიანების შედეგად.

ასევე შეიძლება გავიხსენოთ იტალიელი ინჟინერი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი კარდანო ჯეროლამო (1501–1576), რომელიც, მისივე აღიარებით, მთელი თავისი ტალანტებით, ერუდიციითა და წარმატებული იდეებით თავისი შემწე-დემონის მოვალე იყო. ცნობილი გერმანელი რელიგიური მოღვაწე მარტინ ლუთერი (Martin Luther) (1483–1546), რეფორმაციის წამომწყები, განსაკუთრებულ პირად განცდებს ფლობდა დემონთან ურთიერთობისას, რომელიც მისი მუდმივი და მომაბეზრებელი ოპონენტი იყო დისკუსიებში. და, მართალია, ლუთერი ამბობდა, რომ არ შეიძლება ჩაბმა საუბრებში ბნელეთის ძალებთან, მაინც, წერდა: "ყოველ ღამეს, როგორც კი გავიღვიძებ, ეშმაკი აქვეა და უკვე მოდის ჩემთან თავისი დისპუტებით" (М. Лютер. Застольные беседы, 1533).
გოლიათი-იოტუნები
7. ჩრდილოეთის გოლიათები

მაგიისა და ბუმბერაზთა მეკვიდრეობის განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციები დაკავშირებულია ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთის მიწებთან (Об этом см.: Митрофан (Баданин), епископ. Кольский Север в средние века. В 3-х томах. Североморск – СПб.: Изд. Североморской епархии, 2016). მხოლოდ XVI ს-ში დაიპყრეს ქრისტიანმა გზამკვლევებმა ლაპლანდიის ეს პოლარული ტუნდრები, ისეთებმა, როგორებიც იყვნენ: ღირ. ტრიფონ პეჩენგელი, თეოდორიტე კოლელი და ბარლაამ კერეტელი.

XVI ს-მდე ეს ტერიტორიები ბნელეთის თავადის სამფლობელოდ და დემონურ ძალთა განუსაზღვრელი სულიერი ბატონობის ადგილად რჩებოდა. აქვე ცხოვრობდნენ ჩრდილოეთის აბორიგენთა მოგვები თავიანთი საშინელი მაგიური ხელოვნებით. დიდი ლაპლანდიის იმ ძველი წარმართული სამყაროს ერთ-ერთ საკრალურ კომპონენტს, როგორც ნორვეგიულ დუმბსხავაში, ასევე მთლიანად იოტუნჰეიმის ქვეყანაში, წარმოადგენდა  "იოტუნების" განსაკუთრებულად ძლიერი არსებები. ესენი იყვნენ ჩრდილოეთის ბუმბერაზები, გოლიათები. "ძმები ვიკინგები დადიოდნენ დუმბსხავში და ძარცვავდნენ იქ ბუმბერაზებს. ამისთვის რაგნარს ჰყავდა ხომალდი, რომელსაც "რაგნარსლოდი" ერქვა და, რომელსაც ასი მენიჩბე ემსახურებოდა... რაგნარმა დაიმორჩილა დაუსახლებელი ჰალუგალანდი (დღევანდელი ნორვეგიის ჩრდილოეთი, ტრომსისა და ფინმარკის პროვინციები) და იქ ბუმბერაზებს ებრძოდა. მისი ძმა ვალი დუმბსხავში ცხოვრობდა. ეს ძმები მიიჩნევდნენ, რომ მათ მემკვიდრეობით მიიღეს ბიარმალანდი" (კოლის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის უძველესი სახელწოდება - მ. მ.) (Глазырина Г.В. Исландские викингские саги о Северной Руси. М., 1996. С. 112).

ამ ძველ საგაში ნახსენები ბუმბერაზი-"იოტუნები" (ძვ.-სკანდ Jötunn) - ამ ადგილთა აბორიგენი მოსახლეობა გახლავთ, რომლებიც ჯერ კიდევ წარღვნამდელ ეპოქაში გაჩნდნენ და ამ წარმართულ "ნაკრძალში" შუასაუკუნეებამდე შემორჩნენ. "იოტუნები წარმოსდგებიან, როგორც ძლიერი, ძველი და ბოროტი არსებები" (Еременко А.Б. Трактовка великанов в викингских сагах: эволюция образа // XV конференция по изучению истории, экономики, литературы и языка Скандинавских стран и Финляндии. М., 2004. С. 59).
გოლიათი-იოტუნები
მსგავსი არსებების წარმოშობის ისტორია, ჩრდილოეთ ოსტერბოტნიაში მოგზაურობის დროს ჩაიწერა მეცნიერ-ეთნოგრაფმა მ. კასტრენმა. შემორჩა რამოდენიმე მოთხრობა ბუმბერაზთა ერთ ტომზე, რომლებიც კარელიისა და ფინეთის მოსახლეობას ახსოვდა Naikkolaiset სახელწოდებით: "ამ ხალხის წარმოშობაზე არსებობს გადმოემა, რომ დემონმა (metsänhpaa) მოიტაცა ერთი ქალი, რომელმაც შემდეგ მისგან გააჩინა ბიჭი და გოგონა, რომლებმაც ქვეყანაზე წარმოშვეს ეს ღმრთითსაძაგელი თაობა, რომელთაც ფინელები Naikkolaiset-ს უწოდებენ. ისინი ყველანი დაიხოცნენ ერთ-ერთ დიდ ომში" (Этнографические замечания и наблюдения Кастрена о лопарях... 1838–1844 гг. // Этнографический сб., изд. Имп. Русским Географическим обществом. СПб.,1858. Вып. 4. С. 261).
გოლიათი-იოტუნები
ჩრდილოეთის ერთ-ერთი ბუმბერაზი - გოლიათ-იოტუნი ბაუგი. ის მოხსენიებულია საგაში წმიდა სასმელზე "პოეზიის თაფლი". უარდის ილუსტრაცია წიგნიდან: Tales from Scandinavian Mythology. London, Macmillan and co., 1891

ასე რომ ბუმბერაზთა წარმოშობის ისტორია ყველა ეპოქასა და ყველა ხალხში ერთნაირია (5).

__________________

5. "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: მსგავსი გადმოცემები არსებობს ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაშიც. ამ თემაზე იხ. ჩვენი პუბლიკაცია: "ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში (მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები ქართულ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში)"

__________________

ქანაანის მიწის რეფაიმები - სულაც არ გახლავთ ძველი ეპოქის უნიკალური მოვლენა. ჩრდილოთის გიგანტებიც - კაცობრიობის წარსული წარმართული ისტორიის ნაწილია. როგორც ცნობილია, სკანდინავიური უკიდურესი ჩრდილოეთის ძველი სახელწოდებაა - იოტუნჰეიმი, ანუ გოლიათთა ქვეყანა (ძვ.-სკანდ. Jötunheimr). შემდეგში ეს არსებები გადიან სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან და ევროპის  ჩრდილოეთით ინაცვლებენ. საქსონ გრამატიკოსი ამტკიცებს: "გიგანტები ახლა იმ უდაბნოებში გადასახლდნენ, რომლებიც ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს განდვიკის (თეთრი ზღვა - მ. მ.) მეორე მხარეს" (Саксон Грамматик. Деяния данов. Цит. по: Тиандер К.Ф. Поездки скандинавов в Белое море. СПб., 1902. С. 89).

ანუ, ისინი გადაბარგდნენ თეთრი ზღვის მეორე მხარეს, იუგრის რაიონში, რაზეც, საკუთრივ, სხვა მოგზაური - ახმედ იბნ-ფადლანი იუწყება და, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ფინმარკის (ნორვეგიის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი - ე. მ.) სანაპირო მთებიც ასე იწოდება - jotunfjeldene, ანუ "გოლიათთა მთები". როგორც თვითმხილველი მოწმობს, "მეზღვაურები და მეთევზეები საშიშ ადგილებს ან შესამჩნევ კლდეებს გოლიათთა სახელებით აღნიშნავდნენ და ჩვენს დროშიც კი მათზე, როგორც ცოცხალ არსებებზე ლაპარაკობენ" (Тиандер К.Ф. Поездки скандинавов в Белое море. СПб., 1902. С. 78). ადგილობრივთა რწმენით, ყველა გოლიათი თავისი სიკვდილის შემდეგ ზღვის სულებად (დემონებად) იქცნენ (ამის შესახებ იხ.: Weinhold K. Die Riesen des germanischen Mythos // Sitzungsberichte, Wien, D. XXVI. S. 253–254), რაც სრულ თანხმიერებაშ ენოქის წიგნის ინფორმაციასთან: "ბოროტი არსებები გამოდიან მათი სხეულებიდან (გოლიათებიდან) და მიწაზე ბოროტ სულებად აგრძელებენ არსებობას" (ენოქ. 3:49).

ამ არსებათა მოუსვენარი სულები ლოპარებს (6) ევლინებოდნენ თვით XIX და XX საუკუნეებში, და აბორიგენთა ყოველდღიური ცხოვრების ფონს წარმოადგენდნენ. "ველური კივილი გაისმა ჰაერში, - მოწმობს თვითმხილველი მოგზაური, - "ეს რა არის?" "არ ვიცი, - პასუხობს ლოპარი, - ბევრი ასეთი და სხვადასხვა ხმა გაისმის ღამ-ღამობით ტუნდრაში. ისინი განსხვავებულები არიან. ქვის შახტებში თეთრი და დიდი არსებები ცხოვრობენ. ტიტვლები დაიარებიან, მაგრამ მდუმარედ"" (Пинегин Н. Из записной книжки туриста // Известия Архангельского общества изучения Русского Севера. Архангельск. 1910. № 17. С. 30–31) (ზღვისპირებით მოთხრობებიც არ უვლიან გვერდს ასეთ მოწმობებს: "როდესაც სახლებს აშენებენ, დიდი და არაადამიანური ზომის ძვლებს პოულობენ" (Криничная Н.А. Северные предания. Беломорско-Обонежский регион. Л., 1978. № 47)).

_____________________

6. საამები, ლოპარები, ლაპლანდიელები — ეთნიკური ჯგუფი ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და რუსეთში (კარელიაში).

_____________________

ფინურ ეპოსში "კალევალა" პოხიელას ("ბნელი სამეფო") ქვეყნის ძველ ბინადარ გოლიათთა სიმაღლე არაერთხელ არის რუნებში ხაზგასმული":

"მოვუწოდებ პოხიელას ძეს -

შენ ლაპლანდიის პირმშოვ

ნისლიანი ქვეყნის გოლიათო

ფიჭვის სიმაღლევ, შენ იქნები..."

მრავალრიცხოვანი გადმოცემების გარდა, რომელიც დედამიწის ყველა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას შემორჩა, თვითმხილველთა მოწმობების გაუთვალისწინებლობა სრულიად დაუშვებელია. 921 წელს ცნობილი არაბ მოგზაურსა და მწერალს ახმედ იბნ-ფადლანს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად ენახა ჩრილოეთის ერთ-ერთი გოლიათი. მართალია, მეფე ბულგარმა იმ დროისთვის უკვე გასცა მისი მოკვლის ბრძანება, რადგან გოლიათი თავისი გიგანტური ფიზიკური ძალის გარდა, ირგვლივ ბოროტ გავლენას ავრცელებდა, რაც სრულიად კანონზომიერია, თუ გავიხსენებთ ვინ არის ამ მონსტრების მშობელი: "ისეც ხდება ხოლმე, რომ შეხედავს მას ბიჭუნა და კვდება, შეხედავს ორსული ქალი და მუცელი მოეშლება. ისეც ხდება, რომ დაეუფლება ადამიანს, ორივე ხელით შებოჭავს, სანამ სულს არ ამოხდის" (Ковалевский А.П. Книга Ахмеда ибн-Фадлана о его путешествии на Волгу в 921–922 гг. Харьков, 1956. С. 135. (Далее: Ковалевский. Книга Ахмеда ибн-Фадлана)).

საინტერესოა, რომ გოლიათის ასეთ ქცევაზე მიანიშნებს სკანდინავიური საგაც, როდესაც მასთან გმირ ხალვდანის შებრძოლებას აღწერს: "და მაშინ შეიპყრო მან ხალვდანი და ისე მოუჭირა მის გვერდებს, რომ მას ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი წამოსკდა" (Глазырина Г.В. Исландские викингские саги о Северной Руси. М., 1996. С. 118).
ტყის გოლიათი
შეტაკება ტყის გოლიათთან. ჰ. ბურგკმაირის გრავიურა, 1503 წ.


აი როგორია შუა ვოლგისპირეთში არაბი მოგზაურის მიერ ნანახი გოლიათის გამოჩენის ისტორია. ბულგარელი ვაჭრები, მდინარე ატილის (მდ. ვოლგას ძველი სახელწოდება) აყოლებით, სავაჭროდ ჩრდილოეთისკენ მიდიოდნენ, როდესაც წყალი მოვარდა, და მდინარის წყლებმა ეს უზარმაზარი ადამიანი მოათრია. ვაჭრები მეფეს მივარდნენ და უთხრეს: "ო მეფეო! წყლით ისეთი სიდიდის კაცი მოცურდა, რომ თუ ის ჩვენს ახლომახლო მდებარე ხალხისგან არის, აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება, და სხვა გზა აღარ დაგვრჩება აქედან გადასახლების გარდა". მეფე დაუყოვნებლივ გაეშურა მდინარისკენ მათთან ერთად, რათა ეს გოლიათი ენახა: "და აი, ჩემს წინაშე იყო ეს კაცი, სიმაღლით ოცი წყრთა (ხუთნახევარი მეტრი - მ. მ.), თავი დიდი ქვაბივით ჰქონდა, უზარმაზარი თვალები, ცხვირი მეოთხედი, თითები კი - ყოველი მეოთხედზე მეტი. მასთან ურთიერთობამ შემაძრწუნა, და მეც ისეთივე შიში დამეუფლა, როგორც ყველა ჩემს ვაჭარს. ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით მას, მაგრამ ის არაფერს გვპასუხობდა და მხოლოდ გვიყურებდა" (Ковалевский. Книга Ахмеда ибн-Фадлана. С. 135).

მეფის ბრძანებით ეს არსება სასახლეში წაიყვანეს და, მეფემ წერილი გააგზავნა ჩრდილოეთში, ვისუს (7) ხალხთან, თხოვნით მოეთხროთ იმის შესახებ, თუ რა არსებები არიან ეს გოლიათები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ბულგარეთში უკვე სმენოდათ ჩრდილოეთის გოლიათებზე, ამიტომაც წერდნენ ვისუს ხალხს, როგორც სკანდინავიელები - ბიარმელებს. ჩრდილოეთიდან მოსული პასუხის მიხედვით "ეს კაცი იყო იაჯუჯისა და მაჯუჯის (8) მოდგმიდან. ჩვენ და მათ გვყოფს ზღვა, რადგან ისინი ზღვის მეორე ნაპირას ცხოვრობენ. ისინი არიან პირუტყვებივით, დადიან ტიტვლები და ღიად ამყარებენ სქესობრივ კავშირს ერთმანეთთან" (Ковалевский. Книга Ахмеда ибн-Фадлана. С. 136).

________________________

7. ვესი და ვისუ - ხალხები. X-XIV სს-ის არაბი გეოგრაფები ახსენებენ ვისუს ხალხს, რომელიც ცხოვრობდა ვოლგა-კამსკის ბულგარეთის ჩრდილოეთით, უგრელთა (უგრა - ტერიტორია ჩრდ. ურალში) მეზობლად. ახმედ იბნ ფადლანის და ალ გარნათის წიგნებში ვისუ ნახსენებია არსანელ (ართანელ) ხალხთან ერთად. ბულგარელი ვაჭრები ვაჭრობდნენ ვისელებთან, გაჰქონდათ მათთან ბეწვეული, რომელსაც მეტალის ნაწარმებში ცვლიდნენ. არსებობს ვარაუდიდ, რომ "ვისუში" ვესი იგულისხმება.

8. იაჯუჯი და მაჯუჯი (გოგი და მაგოგი). ყურანის და ასევე პროკოფი კესარიელის (VI ს.) თხზულების თანახმად, რომლის სახელწოდებაა "სპარსეთის ომის შესახებ" - ველური ხალხები, რომლებიც "ალექსანდრე ორრქიანმა" (მაკედონელმა) ჩაამწყვდია უზარმაზარ საპყრობილეში, რომელიც ბრინჯაოს, ფისისა და გოგირდისგან ააგო, "და "იქიდან თავის დაღწევას ისინი მხოლოდ საშინელი სამსჯავროს დღეს შეძლებენ".

________________________

ბულგარელთა მეფემ, ხედავდა რა, თუ როგორი ბოროტება მოდიოდა ამ ადამიანისგან, განკარგულება გასცა ყველაზე მაღალ ხეზე მტკიცე ჯაჭვებით ჩამოეკიდათ, სანამ არ მოკვდებოდა. "მისი გვამის ნარჩენები თუ გინდა ნახო, - შემომთავაზა მბრძანებელმა, - მე გაგაცილებ". მე კი ვუპასუხე: "ვფიცავ ალაჰს, ძალიან მინდა მისი ნახვა". მაშინ ცხენებზე ავმხედრდით და დიდი ტყისკენ გავეშურეთ, რომელშიც უზარმაზარი ხეები იზრდებოდა. ერთ-ერთ მათგანზე ვნახე გოლიათის თავი და ძვლები. მისი თავი დიდ ვარცლს მოგაგონებდა, ხოლო მისი ნეკნები პალმის დიდ ტოტებს, ასეთივე ზომისა იყო მისი სხვა ძვლებიც. ამის დანახვაზე გავოცდი და იქაურობას გავშორდი" (Ковалевский. Книга Ахмеда ибн-Фадлана. С. 136).

უნდა შევნიშნოთ, რომ ეს გოლიათები დეტალურად არიან აღწერილნი უცნობი ავტორის ისლანდიურ გადმოცემაში "საგა ოდ ისარზე" (ისლ. Örvar-Odds saga, ძვ.-სკანდ. Ǫrvar Odds saga), რომელიც IX ს-ის მოვლენებს აღწერს. ამასთან ემთხვევა მათი გარეგნული აღწერილობა: "მისი ცხვირი იყო ძალიან დიდი და პირს ქვემოთ ჩადიოდა" (Тиандер К.Ф. Поездки норманнов в Белое море. СПб., 1902. С. 18). აღსანიშნავია, რომ საგის გმირები ამ გოლიათთა ქვეყანაში (Risaland) მოხვდებიან ბიარმელების (ვისუს ხალხი) გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შედეგად, როდესაც მათი მაგიური შელოცვებით ქარბუქმა ნორვეგიელთა ხომალდი იმ საშიშ ნაპირებს მიაყენა (თეთრი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირები).

ძველ რუსეთში კარგად იყო ცნობილი გადმოცემა ველეტებზე, რომელიც დაცულია მრავალრიცხოვან ისტორიებში ძველი ეპოქის ძლიერ გოლიათთა მოდგმაზე. ამასთან სრულიად აშკარაა ძველი გოლიათების სახელწოდებათა მსგავსება: როგორც ვოევოდა - ვალიტების, ასევე ჩრდილოეთის გოლიათ - ვოლოტების სახელწოდებები. იმის შესახებ, რომ გოლიათ-ვოლოტებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ძველი ქვეყნების მმართველთა შეიარაღებულ ფორმირებებში, აღმოსავლეთის კიდევ ერთი მოგზაური გვაუწყებს: "ბულგარეთში ვნახე ადამიანი ადიტების მოდგმიდან, რომლის სიმაღლე შვიდი წყრთა (სამნახევარი მეტრი - მ. მ.) იყო, და მე მას მხოლოდ წელამდე ვწვდებოდი" (9).

________________

9. უნდა აღინიშნოს, თუ როგორ მცირდება ჩრდილოეთის გოლიათთა სიმაღლე. თუკი აღმოსავლელი მოგზაურები 921 წელს ლაპარაკობდნენ 12 წყრთაზე, უკვე 1131 წელს - 7 წყრთაზე. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ნაპირებთან ქრისტიანობის მოახლოვებისდა კვალად, ამ ქმნილებათა "უწმინდური ძალაც" უძლურდებოდა.

________________

"ის წარმოუდგენლად ძლიერი იყო: ადვილად სწევდა დაცემულ ცხენს და ადვილადვე ამტვრევდა მის ძვლებს, ხოლო ტყავს თვალის დახამხამებაში აძრობდა. ბულგარეთის მეფემ მისთვის სპეციალური ჯავშანი შეაკერინა, რომელიც მას ომში ურმით მიჰქონდა. მისი რკინის მუზარადი დიდ ქვაბს წააგავდა. ომში მუხის ისეთი მტკიცე და უზარმაზარი კომბლით იბრძოდა, რომლის აწევა არ ძალუძს ყველაზე ძლიერ მამაკაცსაც კი. ამ კომბალს კი ისე იქნევდა, როგორც ჩვენ ჯოხს ვიქნევთ ხოლმე. თურქები მას პატივს სცემდნენ და ძლიერ ეშინოდათ მისი. როდესაც მას დაინახავდნენ, თავქუდმოგლეჯით გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს" (Путешествие Абу Хамида ал-Гарнати в Восточную и Центральную Европу (1131–1153 гг.) / Под редакцией Большакова О.Г. и Монгайта А. Л. М., 1971. С. 32).



ვარაშის ქვა (Варашев камень).
"ეს ქვა ამ ადგილას უდავოდ დადებულია ადამიანის ხელით, რადგან ის აქ ერთადერთია და მისგან უზარმაზარ სივრცეში სხვა მსგავსი ქვა არ მოიპოვება".
ნახ. წიგნიდან: Озерецковский Н.Я. Путешествие по озерам Ладожскому и Онежскому. СПб., 1812



ვარაშის ქვა (Варашев камень) - თანამედროვე ფოტო

ამიტომაც, როდესაც ძველ გადმოცემებში ლაპარაკია კარელიის ვოევოდა ვალიტებზე, მათი გაუგონარი ძალა მოხსენიებულია არა "ლამაზი სიტყვების" გამო: "იქ, საკუთარი დიდებისთვის, თავიანთი ნაპირებიდან საკუთარი ხელებით მოიტანა და დადო (ვალიტმა) ქვა რომელიც მიწიდან იქნება ირიბ საჟენზე (ძვ. რუს. ზომის ერთეული - 2,5 მ - "აპოკ." რედ.) მეტი" (Варашев камень // Олонецкие губернские ведомости. 1841, № 4. С. 14).

ამასთან დაკავშირებით გასაგები ხდება ე. წ. "სეიდების", ჩრდილოეთია ამ მეგალითების წარმოშობის ისტორია. ლაპარაკია აბორიგენების მიერ განსაკუთრებულად პატივდებულ უზარმაზარ ქვებზე, რომლებიც უმეტესწილად უცნაურად არის დალაგებული. უნდა აღინიშნოს, რომ სეიდები, როგორც თაყვანისცემის ობიექტი შეიძლება წარმოადგენდნენ ხის გამოსახულებებსაც (Lindahl E. et Oehrling J. Lapsk, Latinsk och Svensk ordbok / Lexicon Lapponicum, cum interpretatione vocabulorum Sueco-Latina, et indice Suecano-Lapponico. 1780). მაგრამ  უმეტესწილად ეს არის უზარმაზარი ქვები, ხშირად განსაკუთრებული წყობით დალაგებულნი, მაგალითად, ქვების მცირე ქვესადგამზე, რაც უცხო ძალის ჩარევაზე მიუთითებს. ამ ძალის წყარო ყოველთვის ერთი და იგივე იყო - "დაცემულ ანგელოზთა", ანუ ეშმაკთა ბნელი ძალა.



ლაპლანდიური სეიდები




ლაპლანდიური სეიდები (თანამედროვე ფოტო)

ჩრდილოეთის ძველ გოლიათთათვის, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ ძალის დასაზომებლად და ველური ცხოველებივით "მონიშნავდნენ" ხოლმე თავიანთი ტერიტორიის საზღვრებს, მსგავსი ქვების დადგმა ყველაზე შესაფერისი და საიმედო მეთოდი გახლდათ უცხო ტერიტორიაზე მომხდურთა გასაფრთხილებლად. ქვის ზომა უცებ მიახვედრებდა მოახლოებულ მტერს, უღირდა თუ არა მას ამ ტერიტორიაზე შესვლა და ადგილობრივებთან შეტაკება. ასე ცდილობენ ველური ცხოველების მამრები რაც შეიძლება მაღლა მიახეხონ ზურგი ხეს, რათა თავისი ზომის მინიშნებით შეაშინონ კონკურენტი.

ზემოთხსენებულ გადმოცემაში "საგა ოდ ისარზე" აღნიშნულია გოლიათთა კავსირი დიდ ქვებთან და ამასთან მათი განსაკუთრებული თვისებებიც. ბადის გოლიათთა ბელადი, როდესაც მის ტერიტორიაზე "წვერებიანი ბავშვების" (ასე უწოდებდნენ ისინი ნორვეგიელ მეზღვაურებს) შემოსვლას იგრძნობს, - წარმოთქვამს: "აი ახლა მე მათ ჩემს პატივისცემას გავუგზავნი!" და ამ მომენტში საგის გმირი ოდი ხედავს, როგორ მოფრინავს დიდი სიმაღლიდან მათ თავზე უზარმაზარი ქვა. "მეზღვაურები ის-ის იყო სწრაფად გაშორდნენ ნაპირს, რომ მეორე უზარმაზარ ლოდი მათ ახლოს ჩავარდა ზღვაში. "მესამე ქვა იმდენად დიდი ზომისა იყო, რომ ყველა შეძრწუნდა. მისი წყალში ჩავარდნის შედეგად უზარმაზარი ტალღ წარმოიშვა" (Тиандер К.Ф. Поездки норманнов в Белое море. СПб., 1902. С. 16). გავიხსენოთ, რომ ქვეყნიერების მეორე ბოლოში, სხვა ეპოქაში ჰომეროსის ეპოსის გმირი გოლიათი პოლიფემოსი ასევე უზარმაზარ კლდეებს ესროდა ზღვაში გასულ ოდისევსს.


გოლიათი-იოტუნები ქვების სროლით ხვდებიან ვიკინგთა ხომალდებს. Historia de gentibus… / O. Magnus, 1555
ტყის გოლიათი
გოლიათი იოტუნი (თანამედროვე ნახატი)


ცხადია, რომ გოლიათთა არსებობის ანალოგიური მოწმობები შეიძლება შემოკრებილ იქნას ქვეყნიერების სხვადასხვა ნაწილებში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ქრისტიანული ცივილიზაციის გავრცელებისდა კვალად ეს არსებები სულ უფრო და უფრო ძნელად მისაღწევ ადგილებში გადადიოდნენ, სანამ საერთოდ არ გაქრნენ.
სკანდინავიელი ჯადოქარი
8. ლაპლანდიის ტუნდრის გამოცდილება

ჩვენს დღეებში, რომლებიც ბევრად ჩამორჩებიან იმ დროებას, როდესაც დემონური რეალობა ძლიერი იყო და ადამიანები მჭიდრო და მონურ მდგომარეობაში იყვნენ უწმინდურ სულებთან, შეიძლება შევამჩნიოთ იმ დროებისადმი ინტერესის გაღვივება, და გულუბრყვილო, "ბავშვური" ფანტაზიები, რომანტიკულ პრიზმაში წარმოაჩინონ წარსული წარმართული ეპოქის შემზარავი რეალობა. წარმართულ ღმერთებს გადახვეული ქერათმიანი დევგმირები და ცისფერთვალება ლამაზმანები - ეს მზაკვრული წარმოსახვები ოდენ წარსულის ელემენტარული ისტორიული ცოდნის არქონაზე მოწმობენ. იმ დროის ადამიანი, რომელიც იძულებული იყო მუდმივ კავშირში ყოფილიყო ბორტ ძალებთან, გარდაუვალად ზიანდებოდა სულიერად, ის თითქოსდა იწამლებოდა ამ ბნელი ძალის მიერ და ემორჩილებოდა მას.

სიცოცხლის განმავლობასი დემონურ სამყაროსთან ეს კავშირი, არსებითად, როგორც თვით ადამიანის, ასევე მთელი მისი მოდგმის წყევლად იქცეოდა. ეს არის უმძიმესი, მომქანცველი სულიერი სნეულება, რომლისგან გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. მშფოთვარე და უბედური, ღმრთისგან დაწყევლილი ქმნილებები - დაცემული ანგელოზები (დემონები) - ადამიანს უშუალო მომქანცველ ურთიერთობაში ითრევენ. მოუსვენარნი თავიანთ ბოროტ ამაოებაში, ისინი თავიანთ საცოდავ "რჩეულსაც" უსპობენ მშვიდობისა და განსვენების შესაძლებლობას, და აიძულებენ მას ამ სულ ახალ-ახალი დავალებები ეძებოს ამ მძვინვარე "სულთამპყრობელთათვის". გავიხსენოთ დიალოგის ხასიათი ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის:
 
"ფაუსტი: გაქრი, ჯოჯოხეთის ქმნილებავ! თვალსაწიერიდან დამეკარგე!"

მეფისტოფელი: კეთილი ბატონო. ოღონდ დავალება მომეცი: უხომ იცი, საქმოდ ვერ გაგშორდები"

(Пушкин А.С. Сцена из Фауста («Мне скучно, бес...»).

სწორედ ამ პრობლემაშია მოგვების მიერ ადამიანთა წახდენის ესოდენ დაუოკებელი სურვილი. "ჯადოქარი, როდესაც ცდილობს განგაშოროს მისდამი დაქვემდებარებული სულები, რომლებიც მას დავალების მიცემით აწუხებენ, ადამიანთა წახდენას ცდილობს, ანუ აგზავნის ბოროტ სულებს, რათა აწამონ ხალხი, ხშირად ისინი, ვინც მათ რაიმეთი აწყენინეს. ასე ჩნდებიან შეფუცვილები, ანუ წახდენილები" (Забылин М. Русский народ. Его обычаи, обряды, предания. М., 1880. С. 221).

ქრისტიანულმა მისიამ და ქრისტეს სახარების ქადაგების გავრცელებამ შეჰკრა ბნელეთის ძალები და აიძულა ისინი წასულიყვნენ შორს, "მიწის კიდემდე". წარმართული სულიერების ამგვარ "ნაკრძალ" ადგილებად დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა კოლის ჩრდილოეთის მიწები - დიდი ლაპლანდია. ევროპა ადრეული შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში კარგად იყო ინფორმირებული ლაპლანდიის მიწების მცხოვრებთან განსაკუთრებული უნარებით. XII ს-ში საქსონ გრამატიკოსი იუწყება, რომ ლოპარები "არსებობენ მეთევზეობითა და მონადირეობით და მუდმივად ჯადოქრობენ. მათი ჩრდილოეთით ევროპაში არავინ ცხოვრობდა, მათ შეუძლიათ მშვილდ-ისრის მხეცის მოკვლა, თხილამურებზე სწრაფი სიარული, ჯადოქრობა და წინასწარმეტყველება" (Золотарев Д., Левин М. Саамы-лопари / Рукопись хранится в ГАМО. … С. 3). როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა მყარია ზრი, რომ ჯადოქრობის ხელოვნება თავმოყრილია სწორედ უკიდურეს ჩრდილოეთში, ლოპარებში:


სკანდინავიური ქალური მაგია. ნახ. წიგნიდან: ოლაუს მაგნუსი. ჩრდილოელ ხალხთა ისტორია. 1555
(Олаус Магнус. История Северных народов. 1555)

 
"…არ ვეჭვობ,

რომ ეს ყველაფერი ჯადოქართა ხრიკებია,

რომ აქ ბევრია ლაპლანდიელი ჯადოქარი...'

(У. Шекспир «Комедия ошибок»)

"შემწე-სულთა" ინსტიტუტი უკიდურესი ჩრდილოეთის ამ აბორიგენებში სრულყოფილებამდეა მიყვანილი. როგორც ცნობილია, მრავალ ჩრდილოელ ხალხში სერიოზული პრობლემის გადასაწყვეტად შამანი-ჯადოქარი ჯადოსნურ დაფდაფს ან დაირას იყენებს. ასე ხდება ლოპარებშიც, მაგრამ უმაღლეს ხარისხებში განდობილნი იმდენად განუყოფელნი არიან ბნელ ძალთა ძალაუფლებისგან, რომ დაირას ან სხვა მაგიური ხრიკების გამოყენებას უკვე აღარ საჭიროებენ. ასეთი ლოპარული "ნოიდა" (10) მუდმივად იმყოფება იმქვეყნიურ ძალთა გამუდმებული თვალთვალის ქვეშ, და დემონური სამყაროდან მიღებული ინფორმაციისა და ცხოვრებისეული ვითარების ერთგვარ "რეტლანსლატორს" წარმოადგენს. "ერთმა ლაპლანდიელმა, - ჰყვებოდა შვედი მეცნიერი ი. ტორნეი, - მაჩუქა თავისი ჯადოსნური დაფდაფი, თუმცა ადრე არაფრის დიდებით მას არ შორდებოდა, და ამბობდა, რომ ახლა ის ისედაც თავისუფლად ხედავს მოვლენებს, რომლებიც სხვა ადამიანებსა და სხვა ადგილებში ხდება. თავისი სიტყვის დასამტკიცებლად მან დეტალურად აღმიწერა მოვლენები, რომელიც ლაპლანდიაში ჩემი უკანასკნელი მოგზაურობის დროს ხდებოდა და, რაც მას შეუძლებელია ცოდნოდა.

__________
 
10. ნოიდა (ნოიდი, ქებუნი) - შამანის სახელწოდება საამის (ლოპარების) ხალხში, რომლებიც ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

__________
 


მაგიური სიმბოლოები ლოპართა დაირებზე. ნახ. წიგნიდან: Rudbecks. Atlands eller Manheims, Atlantica sive Manheim, vera Japheti postero- rum sedes et partia. Upsalæ, 1679

მან ასევე აღიარა, რომ მძიმედ იტანჯება ამ ხილვებისგან, და მიამიტურად მთხოვდა რჩევას, შეიძლებოდა თუ არა რაიმე მეშველა მისი თვალებისთვის, რათა მათ სხვათა სახეები და გამთანგველი ხილვები არ ენახა" (Tornaes Johannis. Lapmarckerna och Deras Tillstand. Uppsala, 1900 // De svenska landsmalen ock svenskt folklif. Stockholm, 1901. S. 44).

ასეთ ნოიდ-ჯადოქრებს "შეუძლიათ გიპასუხონ ნებისმიერ შეკითხვაზე და, რაოდენ დაშორებულიც იყოს მოცემული ადგილი, თუნდაც ასეულობით კილომეტრის იქით, პასუხი მიღებული იქნება არა უგვიანეს ოცდაოთხი საათისა. ზოგჯერ იმისთვის, რათა უმცირესი ეჭვიც კი არ დარჩეს ინფორმაციის სინამდვილეში, სურვილისამებრ, სულებს შეუძლიათ იმ შორეული ადგილებიდან რაიმე კარგად ცნობილი საგნები მოიტანონ, მაგალითად, ბეჭედი, ჩექმა, ფეხსაცმელი, დანა და ა. შ." (Петри Олай (Olof Peterson). Sver cronika. Крит. изд. Клемминга, 1860. Цит. по: Иоанн Шеффер из Страсбурга. Лапландия. Франкфурт, 1674 / Пер. с лат. языка Золотилова В.С. Апатиты, 1930-е гг. С. 133. (Рукопись.) С. 127. (Далее: Шеффер. Лапландия)).

აქ ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ დემონებს სჭირდებათ კონკრეტული დრო მანძილის გადასალახად, რათა შეასრულონ "ბატონის" მიერ მიცემული ბრძანება, რაც მათი სხეულებრიობის განსაზღვრულ ხარისხზე მოწმობს და, რაც მათი გადაადგილების სიჩქარესაც განაპირობებს.
 
შემწე-სულები თავიანთი ბატონების დავალებას ასრულებენ.
ნახ. წიგნიდან: ოლაუს მაგნუსი. ჩრდილოელ ხალხტა ისტორია. 1555 წ. (Олаус Магнус. История Северных народов. 1555).

ჩრდილოეთის წარმართი მოგვის თხოვნით მატერიალური საგნების გადაადგილება ბნელეთის ძალთათვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს. ასე, მაგალითად, ძველი საგის გმირი ოდი, რომელიც ცდილობდა ბიარმიელთა გაძარცვას, საშინელ ქარიშხალში მოხვდება, რომელიც მას თავის თანამგზავრებთან ერთად ღია ზღვაში მოისვრის. ქარიშხალი, რომელიც ოცი დღე-ღამე გრძელდებოდა, ჩაცხრა, როგორც კი ისინი მიხვდნენ, რომ ეს უბედურება - ბიარმიელთა მაგიური მოქმედების შედეგი გახლდათ, და თავიანთი გემიდან მთელი ნაძარცვი ქონება ზღვაში გადააგდეს (11).

_______________

11. "ჯადოქართა (noaidde-vuoinga) ეს სულები მუდმივად თან დაჰყვებიან ნოიდს, როდესაც ის მათ იძახებს გალობით, აჩვენებს მას გზას, ეხმარება ნადირობაში, მოახსენებს სხვათა ნალაპარაკევს და ა. შ." (Харузин Н.Н. Русские лопари // Записки Императорского Общества любителей естествознания, антропологии и истории при Московском Университете. М., 1890. С. 220).

_______________

სულთა სამყაროს ამ მუდმივი თანამგზავრების გარდა ლოპარის ოჯახში ყოველთვის არსებობს "ოჯახის ეშმაკი" დიდი შავი კატის (12) ("სმირერაკკატუ") სახით. "მას დიდ პატივს დებენ ოჯახში, ადამიანივით ელაპარაკებიან და არაფერს აკეთებენ, სანამ მას რჩევას არ ჰკითხავენ, რისთვისაც ყოველ ჯერზე გამოდიან ქოხიდან. კატა თან მიჰყავთ სათევზაოდ და სანადიროდ. მართალია გარეგნობით ეს ჩვეულებრივი კატაა, ოღონდ დიდი და საშინელი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოჯახის დემონია" (Ламартиньер П.М. Путешествие в северные страны, в котором описаны нравы, образ жизни и  суеверия норвежцев, лапландцев, килопов… // Из Записок Московского Археологического Института за 1911 г. М., 1911. XIV. С. 18–19).

_____________

12. როგორ არ გავიხსენოთ აქ ბულგაკოვის რომანის "ოსტატისა და მარგარიტას" პერსონაჟი - შავი კატა ბეჰემოთი სატანა-ვოლანდის ამალიდან.

_____________
 

 
დემონი ბელზებელი, როგორც "ბუზების მბრძანებელი". მხატვ. კოლენ დე პლანსი. 1863 წ.
როგორც ცნობილია, ცნობილი ლოპარული მაგიური არტეფაქტს "განი" მოლურჯო ბუზის ფორმა გააჩნია. "სინამდვილეში ეს gan სხვა არაფერია, თუ არა თვით დემონი" (Петер Клауд, "Описание Норвегии")

ყველაფერი, რაც ითქვა ლოპარ მამაკაცთა მაგიურ უნარებზე სრულიად თავისუფლად შეიძლება ითქვას ლოპარელ ქალებზეც. მარჯვე ნოიდები ქალთა შორის მამაკაცებზე ნაკლები როდია. არსებობს უამრავი ლოპარული გადმოცემა ნოიდ-ქალთა განსაკუთრებული უნარების შესახებ. შეზღუდვები, რომელთაც სულიერ სფეროში ექვემდებარებოდნენ ქალები, მხოლოდ წმიდა ადგილთა მიახლოვებას ეხებოდა, ასევე მათ "ეკრძალებოდათ მსხვერპლშეწირვებზე დასწრება" (Харузин Н. О нойдах у древних и современных лопарей // Этнографическое обозрение. М., 1889. С. 56) და მაგიურ დაირასთან შეხება, რასაც მის უკან მდგომ ძალთა შეურაცხყოფა შეიძლებოდა გამოეწვია.

ლოპარული მაგიური სულიერების საგანთა შორის დაფდაფების გარდა აღირიცხებიან ასევე ე. წ. "განი" (gan) და "ტირე" (tyre). ესენი გახლავთ განსაკუთრებული "სატყორცნი საგნები", რომელთაც გარკვეული მანძილიდან შეუძლიათ ადამიანის დაზიანება და თვით მოკვლაც კი. ხსენებული "განს" მოლურჯო ბუზის ფორმა გააჩნია. "სინამდვილეში ეს gan სხვა არაფერია, თუ არა თვით დემონები. ამ არსებათა დიდ რაოდენობას ინახავენ ნორვეგიელი ფინელები, რომლებმაც ამ უკეთური ხელოვნებით სახელი წაიბილწეს, ინახავენ მათ ტოპრაკებში და საჭიროების დროს გარეთ უშვებენ. სულ უმნიშვნელო მიზეზის გამო ისინი თავიანთ "განს" მიუსევენ ადამიანს, და დიდ ზიანს აყენებენ მას" (Петер Клауд. Описание Норвегии. Цит. по: Шеффер. Лапландия).

იმის შესახებ, რომ ამ მაგიურ არტეფაქტს გააჩნია უძველესი წარმომავლობა, მოწმობს სატანის ერთ-ერთი სახელწოდება - ბელზებელი (ივრით. לעב בובז , ბაალ-ზებუბ), ან კიდევ სხვანაირად "ბუზების მბრძანებელი". "ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო" (მათე 12:24).

ახლა, რაც შეეხება ე. წ. "ტირეს" (tyre): "ის წარმოადგენს ნიგვზისხელა ან პატარა ვაშლისხელა მრგვალ ბურთს, რომელიც ფაფუკი ბუმბულისგან არის დამზადებული. ის არის მსუბუქი, თანაბარი, თითქმის უწონადი, როგორც ჩანს, შიგნით ცარიელი, განუსაზღვრელი ფერის, რომელშიც შერეულია ყვითელი, მწვანე და ცისფერი, სადაც ყვითელი ოდნავ ჭარბობს" (Там же. С. 135). "მე მაქვს ერთი ეგზემპლარი ჩემს კოლექციაში, - წერს ი. შეფერი, - და ამბობენ, რომ ეს "ტირე" შეიძლება გააცოცხლო განსაკუთრებული შელოცვებით და აამოძრავო. ის ქარბორბალასავით ან შუბივით ან ბურთივით მიილტვის  იმისკენ, ვისთვისაც არის განკუთვნილი, და აზიანებს საცოდავს. სზოგჯერ, თუკი ფრენისას რამე ცოცხალს გადაეყრება, მას იმ ზიანს მიაყენებს, რაც განკუთვნილი იყო სხვისთვის, და ამგვარად ადვილად შეიძლება განიდრიკოს თავისი თავდაპირველი მიზნისგან და დააზიანოს სრულიად უდანაშაულო მსხვერპლი" (იქვე).

ლოპართა მაგიური ბურთულა "ტირე".
ნახ. წიგნიდან: M. Con- sett. A tour through Sweden,Swedish-Lapland, Finland and Denmark. London, 1789

ამ "ბურთულების" მოქმედება აღწერილია ნორვეგიულ საგაში კრებულიდან "Flateyjarbok". საგის გმირი ქორი ჰაუკი ბიარმალანდში გემით გაემართება ბეწვეულის შესაძენად. იმ მხარეებში, ჰანდვიკთან, ცხოვრობს მისი ბატონის, მეფე ჰარალდის გამზრდელი, სახელად ჰეიდა. შეხვედრისას ის გააფრთხილებს ჰაუკს მოგზაურობის საშიშროებაზე და მისცემს მას "ორ ბურთულას". გზაზე ჰაუკი შეხვდება გემს, რომლიდანაც გამოტყორცნიან მოუგერიებელ ისრებს, რომლებიც მის თანამგზავრებს ჰკლავენ. "აქ ჰაუკს გაახსენდება ჰეიდას ბურთულები და გაისვრის მათ მტერთა გემის მიმართულებით. იქვე, მის თვალწინ მტრის გემებზე გაჩნდება ხანძარი" (Тиандер К.Ф. Поездки скандинавов в Белое море. Рассказ о Гауке Ястребе. С. 429).

ამასთან არ უნდა გვეეჭვებოდეს, რომ ლოპარული წარმართული სულიერება არ წარმოადგენს რაიმე ეგზოტიკურ რეგიონალურ იშვიათობას, არამედ ერთი მთლიანობაა მსოფლიო წარმართულ ცივილიზაციასთან, რომელიც განუყოფლად მეფობდა დედამიწაზე ქრისტე მაცხოვრის განკაცებამდე. "ლოპარელი ნოიდები - ქალდეველ მოგვთა და მისანთა უმცროსი ძმები არიან", - წერს ისტორიკოსი ვ. ს. სოლოვიოვი. მათი რელიგია - ეს არის "შესაძლებლობა ნამდვილად და დამოუკიდებლად კონტაქტი დაამყარო მაგიურ ურთიერთობათა სფეროში და მისით ადამიანური მიზნებისთვის ისარგებლო, რაც ერთნაირად ახასიათებს წარმართი ხალხების რელიგიებს, რომლებიც ერთმანეთისგან დროითაც არიან დაშორებნული და სივრცითაც" (Соловьев В.С. Первобытное язычество, его живые и мертвые остатки // Русское обозрение. СПб., 1890. Т. 5. С. 514–516).
წითელი გველეშაპი
9. "ცეცხლოვანი გველეშაპი"

განვიხილოთ წარღვნამდელი მაგიური სულიერების კიდევ ერთი რუდიმენტი. სრულად ვეთანხმებით რა წმიდა მამათა სიბრძნეს, რომ "არ უნდა შევეხოთ იმას, რაც მიუწვდომელია ან ვეცადოთ გამოვიყენოთ ის, რისი დანიშნულებაც გაუგებარია" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4–7. С. 287), შევნიშნავთ, რომ არსებობს გარკვეული მოთხოვნა და ლოგიკაც იმისა, გამოვიკვლიოთ წარსულის ძველი ისტორიები, რომელთაც გააჩნიათ ურიცხვი დადასტურებები აწმყოში. ლაპარაკია განსაკუთრებულ დემონებზე, რომლებიც წარღვნამდელ დაცემულ "დარაჯთა" ავხორცული სულით არიან გაჟღენთილნი.

დემონური მრუშობის პრობლემასთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში ძველთაგანვეა ცნობილი ე. წ. "ცეცხლოვან გველეშაპებთან" კავშირის ფაქტები. "რწმენა, რომ დემონები ქალებთან მოფრინავდნენ ცეცხლოვანი გველეშაპების სახით, განეკუთვნება ცოდნის იმ რიცხვს, რომელსაც მსოფლიო ხასიათი გააჩნია. ის დაცულია ძველინდურ ვედებში, ის ცნობილია ძველი ბერძნებისთვის, რომაელებისთვის და ჩვენი რუსი წინაპრებისთვისაც კი. იმავე სახით არის ცნობილი იგი პოლონელებისთვის, სერბებისთვის და სხვა მრავალი ხალხებისთვის" (Миросозерцание наших восточных инородцев – вотяков, черемисов и  мордвы // Живая старина. СПб., вып. 1–2, 1900. С. 196).
წითელი გველეშაპი
ქალი ცეცხლოვან დრაკონზე. ლუბოკური სურათი "Зерцало" – притча вельми страшна и ужасна всякому христианину". 1760 წლის პირველი ნახევრის ტვიფრი.

ბიბლიაში, სოლომონის სიბრძნეში, შეიძლება ვპოვოთ ამგვარ "ცეცხლოვანი სუნთქვის მქონე" "მძვინვარე მხეცებთან" შეტაკების მოწმობები. ეს "მძვინვარე მხეცები" წარმოადგენდნენ წარმართთათვის ღვთისგან მოვლენილ სასჯელს მათი უკეთური კერპთაყვანისმცემლობისთვის.

მაგალითად, ბიბლიაში, წარმართი ხალხებისთვის კერპთაყვანისმცემლობის გამო მოვლენილ სასჯელად ნახსენებია "ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი, რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ" (სიბრძნე. 11:18, 19).

"ცეცხლოვანი გველეშაპი" ამა თუ იმ სახით ყოველთვის მონაწილეობდა დედამიწის ხალხთა ცხოვრებაში. სანიმუშოდ შეიძლება გავიხსენოთ ალექსანდრე მაკედონელის წარმოშობის ისტორია. მისი დედა ოლიმპიადა ძალიან იყო მიდრეკილი ორფიტული საიდუმლოებებისა და ორგიებისადმი, რომელიც "ღმერთ" დიონისეს საპატივცემოდ იმართებოდა. ფილოსოფოსი პლუტარქე (I ს.) ამ ცნობილი მაკედონიელი მეფის ჩასახვის შესახებ წერს: "ერთხელ დაინახეს მძინარე ოლიმპიადას სხეულის გვერდით მწოლიარე უზარმაზარი გველი, თანაც მან ძილში იხილა, როგორც დაარტყა მუცელში ელვამ, შემდეგ კი იქიდან ცეცხლი გამოვარდა" (Македонский А. Плутарх. Александр // О судьбе и доблести. М., 2014. С. 26). ძველი გადმოცემებით, ანალოგიურად ჩაისახა დედის მუცელში ცნობილი რუსი გოლიათი ვოლხ ვსესლავიჩი.
ღამის კოშმარი
ღამის კოშმარი. მხატვ. ჰენრიხ ფიუსლი. 1781 წ. დეტროიტის საქალაქო მხატვრული მუზეუმი, აშშ.

უნდა ითქვას, რომ რუსულ თქმულებებში დაცულია ხსოვნა მდედრობითი სქესის გიგანტებზეც, მაგალითად, ცნობილ "Поляница удалая"-ზე ("ყოჩაღი პოლიანიცა"). სახელწოდება "პოლიანიცა" და "პოლნიკი" (Поляница, полник) მომდინარეობენ სიტყვა "исполин"-ის ("ისპოლინ" - ბუმბერაზი) თარგმანიდან, რაც ნიშნავს გიგანტს, ბუმბერაზს. ამას ადასტურებს XI ს-ის ნათარგმნი ბიზანტიური მსოფლიო ისტორია: ""гигант" – рекомый "полник"" (Временник Георгия Монаха (Хроника Георгия Амартола). Русский текст, комментарий, указатели. М.: «Богородский печатник», 2000. С. 54).

დემონთა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საცთურს წარმოადგენენ არა მარტო ცეცხლოვანი, არამედ ცეცხლმფრქვეველი დრაკონები. ისინი ძალზედ ხშირად არიან მოხსენიებულნი დედამიწის ხალხთა თქმულებებში, რაც არ არის გასაკვირი, რადგან წმიდა წერილიც მოწმობს ამ ქმნილებებზე: "მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია; მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან; ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი; მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის" (იობი 41:9-13).
წმიდა გიორგი კლავს გველეშაპს
წმიდა გიორგი და გველეშაპი. XV ს-ის მანუსკრიპტის ილუსტრაცია საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

ბიბლია ამ ქმნილებათა რეალურობას ადასტურებს და იმასაც, რომ ისინი სხვადასხვაგვარნი არიან: "იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს" (ესაია 27:1).

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა წერილი გველეშაპის ბუნებას აკავშირებს გარყვნილებასთან, მრუშობასთან: "მათი ვაზი სოდომის ვაზისგანაა და გომორას მინდვრებიდან; მათი ღვინო ურჩხულთა შხამია" (მეორე რჯლ. 33:33). დიდი ხნის განმავლობაში ურჩხულები (გველეშაპები) დაცემულ სულთაგან წარმოშობილ სრულიად რეალურ არსებებს წარმოადგენდნენ. გავიხსენოთ, როგორ უჩვენებდა კიროს II დიდი, სახელგანთქმული "კიროს სპარსელი", წინასწარმეტყველ დანიელს "წითელ ურჩხულს, რომელსაც პატივს მიაგებდნენ ბაბილონელები". სწორედ ამ არსების განსაკუთრებული რეალობა იყო არგუმენტი დავაში მეფესა და წინასწარმეტყველს შორის: "იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ. უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ შეგიძლია თქვა, ცოცხალი ღმერთი არ არისო! თაყვანი ეცი მას" (დანიელი 14:24).

მსგავსი გველების, ანუ გველეშაპების მოვლენა, ძველითგან ვიდრე გვიან შუასაუკუნეებამდე განსაკუთრებულად იყო გავრცელებული. გავიხსენოთ კაპადოკიელი ტრიბუნის, წმ. დიდმოწამე გიორგი ძლევამოსილის ცხოვრება, რომელმაც გველეშაპი შუბით განგმირა, ან მოციქულ მათეს ცხოვრება, რომელმაც გაყარა ორი ჯადოქარი ორ ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპთან ერთად, ასევე მოციქული ფილიპე, რომელმაც გააგდო გველეშაპი, ან კიდევ წმიდა მართას და წმიდა სილიბისტროს ცხოვრება, რომლებმაც მოაკვდინეს გველეშაპები და მრავალი სხვა.

როდესაც გველეშაპებთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე და ძველ ეპოქაში მის რეალობაზეა ლაპარაკი, უნდა გავიხსენოთ საკმაოდ თვალსაჩინო ბიბლიური მოვლენა. როდესაც იუდეველ ერს სჯიდა, "მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში" (ძვ. ქართ.: "მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ") (რიცხვ. 21:6). ხოლო მოსემ გველებით დაკბენილთა განსაკურნად ბრძანა დაემზადებინათ "სპილენძის გველი" (ასეა სეპტუაგინტაში - მ. მ.)".
მოსე და გველის ამაღლება
მოსე სპილენძის გველით. მხატვ. პიტერ პაულ რუბენსი. 1609–1610 гг., ლონდონის (ინგლისი) ხელოვნების გალერეა.

ამ ფაქტს და ამ სიმბოლიკას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია და მას გონივრული განმარტება სჭირდება. ესოდენ მაღალი პასუხისმგებლობა განპირობებულია იმით, რომ თვით მაცხოვარი მოსეს მიერ ამაღლებულ გველს თავისი საკუთარი ჯვარცმის წინასახედ წარმოაჩენს: "და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა" (იოანე 3:14). ჩვენი აზრით, გველის სახეში ყოველთვის მოიაზრება ედემის ის მაცთური, რომელიც, არსებითად, ცოდვით დაცემის სიმბოლო, ანუ ცოდვის პირველწყარო და მატერიალური განხორციელება გახდა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მოსეს მიერ ამაღლებული სპილენძის გველი თაყვანისცემისა და გაღმერთების საგანს არ წარმოადგენდა - მას შესცქეროდნენ გველების მიერ დაკბენილი ადამიანები: "შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა" (რიცხვ. 21:9) (შემდეგში, მოგვიანებით, სპილენძის გველი იუდეველთა თაყვანისცემის საგანი გახდა, რომელიც ბოლოს მეფე ეზეკიამ მოსპო). და თუკი მაცხოვარი მიიჩნევს, რომ აქ წარმოჩენილი იყო ჯვარცმის სიმბოლო, გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც "საყვედურობდნენ უფალსა და მოსეს" (იხ. რიცხვ. 21:7), სპილენძის გველის შემხედვარენი სწორედ მათ ჯვარცმულ პირველდაწყებით ცოდვას უმზერდნენ.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ იმ სიტყვათა მნიშვნელობაც, რომლითაც არიგებდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს: "იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები" (მატე 10:16). უფალი ლაპარაკობს ამ ქმნილებების - გველების სიბრძნეზე, და მათ იმოწმებს, როგორც რეალურ არსებებს. ეს სრულიად შეესაბამება ჩვენც ცოდნას გველის შესახებ ედემის ისტორიიდან: "გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა" (დაბ. 3:1). ამასთან დაკავშირებით უნდა დავაზუსტოთ სიტყვა "ბრძენის" თავდაპირველი დეფინიცია. ბრძენად მიიჩნევა ის, ვინც გამჭრიახია, ფლობს დიდ გონიერებას და უმაღლეს ცოდნას (იხ. Словарь о. Григория Дьяченко, Словарь Ушакова Д. Н.). დემონურ ძალებს კი ამ მახასიათებლებს ვერავინ წაართმევს. ამის შესახებ გვაფრთხილებს წმ. ათანასე დიდი: "ვიცით რა გველის სიბრძნე, არ უნდა შთავვარდეთ მის საცთურში" (აქ გველში იგულისხმება სატანა - "აპოკ". რედ.) (Афанасий Великий. Творения. Т. 2. С. 393).
სიფანდიარი კლავს დრაკონს
გველისებრი დრაკონი კარგად იყო ცნობილი მსოფლიოს ყველა ხალხისთვის. ფოტოზე მოცემულია ნახატი შაჰნამე ფირდოუს სპარსელის (XVIII ს.) ალბომიდან. ირანული ეპოსის გმირი სიფანდიარი კლავს დრაკონს (ურჩხულს). ირანი.

წმიდა წერილი ახსენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - ჩასახვის მომენტს არსებებისა, რომლებიც შემდეგ ცნობილი "მფრინავი გველეშაპები" გახდნენ: "გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება" (ისაია 14:29). საეკლესიო სლავურ ვარიანტში: "От семени бо змиина изыдут исчадия аспидов" (ძვ. ქართ.: "თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი". ნათელია, რომ ყველა მსგავს არსებას, "ასპიტსა და მფრინავ გველეშაპს" (ესაია 30:6), თავიანთ პირველწყაროთ, თავიანთ "ფესვად" ჰყავთ - ბნელეთის მთავარი, "თესლად" - ის ძველი გველი, რომელმაც ადამი და ევა აცთუნა სამოთხეში. სლავი ხალხების სულიერ ისტორიაში ასპიტად მფრინავი გველი იწოდება, რომელსაც ჰქონდა ჩიტის ნისკარტი და ორი კუდი (საეკლ. სლავ. – "хобот").

"მფრინავი გველების" სახით დემონებთან შეხვედრა აღნიშნულია ოფიციალურ ისტორიულ ქრონიკებშიც: "6599 (1091) წელს, მაისის თვის 21-ე რიცხვში, როდესაც ვსევოლოდი მხეცებზე ნადირობდა ვიშგოროდში, უკვე დაგებული იყო ნადირთა ბადე და ის იყო დაიწყეს ნადირობა, რომ ციდან ჩამოვარდა უზარმაზარი გველი, რამაც ყველა შეაშინა" (Повесть временных лет. Перевод Д.С. Лихачева). ან სხვა მაგალითი: სოლოვეცკელი ჟამთააღმწერელის მოწმობით, 1664 წლის 5 მაისს მონასტრის ბინადრებმა იხილეს, რომ მონასტრის სატრაპეზოს კოშკზე "მოკრუნჩხული იჯდა დიდი და ფრიად საზარელი გველი, რომელსაც ჰქონდა სამი თავი, ხოლო კუდი მისი ჩამოდიოდა თვით სახურავამდე". ამ დროს, "სხვა გველი მოფრინდა ბერ ისაიას სენაკთან, შეამტვრია სარკმელი და კინაღამ თვით ისაიასაც მისწვდა" (РНБ, Соловецкое собрание, № 895/1005, л. 234 об.). ამის შემდეგ კი "იმ გველს უმზერდა მრავალი ადამიანი, ერი და ბერი, მთელი მონასტერი, და ასევე მონასტრის გარეთ უამრავი ხალხი" (Там же. Л. 235).

დემონები, რომლებიც იღებდნენ გველის ან სხვა არსებების სახეს და შედიიოდნენ ადამიანებთან მრუშ კონტაქტებში, ევროპული კლასიკური სიძველის პერიოდში ფავნებად და სილვანებად იწოდებოდნენ. ძველი იტალიელების აზრით, ფავნი მრავალი სახელგანთქმული მოდგმისა და გვარის ფუძემდებელი იყო.
თამარა და დემონი
თამარა და დემონი. მხატვ. კ. მაკოვსკი. 1889 წ. ისტორია, რომელიც აღწერა მ. ი. ლერმონტოვმა, წარმოგვიდგენს ჩვენ მიერ შესასწავლი ისტორიის კლასიკურ აღწერას. ქართველი თავადის ასული თამარა, რომელმაც დაკარგა შეყვარებული, მიდის მონასტერში, სადაც მას ღამ-ღამობით "ანუგეშებს" დაცემული ანგელოზი. ისტორიის ფინალი კანონზომიერია - პერსონაჟი ბოლოს თავს იკლავს.

შუასაუკუნეების ევროპაში განარჩევდნენ ინკუბუსებს, მამრობითი სქესის დემონებს, რომლებიც კავშირს ამყარებდნენ ქალებთან, და სუკუბუსებს, მდედრობითი სქესის დემონებს, რომლებიც სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ მამაკაცებთან. ეშმაკთან ინტიმური კავშირის ეს პრობლემა შუასაუკუნეების ევროპაში განსაკუთრებული სიმკაცრით იდგა, როგორც უბრალო ხალხში, ასევე მმართველ წრეებშიც, და მოცემულ ცოდვაში ბრალდება ხშირად მთავრდებოდა ინკვიზიციითა და კოცონებით. "ამ ფაქტების სინამდვილისადმი რწმენა დღემდე შემორჩათ: ველიკოროსებს, მალოროსებს, პოლონელებს, ლიტველებს, გერმანელებს, იმერლებს, თათრებს და სამოას კუნძულის აბორიგენებს ავსტრალიაში" (Миросозерцание наших восточных инородцев – вотяков, черемисов и мордвы // Живая старина. СПб., вып. 1–2, 1900. С. 197).
ლედი და დემონი
10. კათოლიციზმი. შეუპოვარი ბრძოლა

შუასაუკუნეობრივი კათოლიკური ტრადიცია ითხოვდა "დემონური ხრიკების" ფაქტთა დეტალურ შესწავლას. რაღაც დონეზე, შესაძლოა, ამ საკითხის მიმოწვლილვითი შესწავლა პროვოცირებული იყო აღსარების საიდუმლოს სპეციფიკით კათოლიციზმში. აქ აღსარება განსაკუთრებული "ჩაკირკიტებით" გამოირჩევა: "რომაელ ღვთისმეტყველთა სწავლებით, სინანულის საიდუმლო წარმოადგენს შემცოდე ადამიანის ცოდვათა გამოძიებისა და გასამართლების ერთგვარ გარეგან პროცესს. მოძღვარი მონანული ქრისტიანის დანაშაულს და მის მიერ ჩადენილ ცოდვებს ისეთი დეტალურობით იძიებს, რომ კათოლიკურ ეკლესიაში აღსარება ხშირად წვრილმან კაზუისტიკად, დამსმენობად, ჯაშუშობად და დაკითხვად იქცევა" (Булгаков С.В. Православие. Ереси, секты. Западные вероисповедания. Соборы. М., 1994. С. 531).

ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ "აღსარების საიდუმლოს დაცვა" იმ პერიოდში საკმაოდ გაბუნდოვანებული იყო. როდესაც გაირკვა, რომ შუასაუკუნეობრივ ჯადოქართა უმეტესობა ადრე დაქვემდებარებული იყო ხსენებულ ცოდვას, "უწმინდური ძალთადმი" წინააღმდეგობა, - დასავლეთევროპის ქრისტიანობის მხრიდან, მისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობით, - მკაცრ სისტემად ჩამოყალიბდა. XVII ს-ში კათოლიკურმა ეკლესიამ ამ საკითხისადმი დაჟინებული ყურადღება გამოავლინა. პირველად ეს პრობლემა დეტალურად პარიზელმა ეპისკოპოსმა, ფილოსოფოსმა და თეოლოგ-სქოლასტიკოსმა გილიომ ოვერნელმა (1180–1249) შეისწავლა.
ლედი და დემონი
ლედი და მისი ღამეული მაცთური. XII ს-ის მინიატურა რომანიდან "Lancelot en prose". მაზარინის ბიბლიოთეკა, პარიზი, საფრანგეთი.

არ არის საიდუმლო ის, თუ როგორი რადიკალურობით ეცადა კათოლიკური სამყარო ძველთაგან მემკვიდრეობით მიღებული ამ სულიერი პრობლემის გადაწყვეტას. XV ს-ის შუაწლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკის ათასობით ქალს მიესაჯა ცოცხლად დაწვა ამ დანაშაულისთვის. ამ დროისთვის ჩნდება ცნობილი ტრაქტატი "ჯადოქართა ურო" (ლათ.: Malleus Maleficārum, გერმ.: Hexenhammer – "აპოკ". რედ.) - შუასაუკუნეობრივი დემონოლოგიის უნიკალური სახელმძღვანელო, რომელიც 1487 წელს შეადგინეს დომინიკანელმა თეოლოგებმა ჰენრიხ ინსტიტორისმა და იაკობ შპრენგერმა. ეს სახელმძღვანელო ძალაში შევიდა პაპ ინოკენტი VIII-ის ბულას "Summis desiderantes affectibus" მეშვეობით, რომელმაც სრულად გაამართლა ინკვიზიციის მოქმედება ჯადოქრობის აღმოსაფხვრელად.

მრავალ ბრალდებულს აწამებდნენ მანამ, სანამ თავიანთ ცოდვილ საქმიანობას არ აღიარებდნენ. იმ დროს შეუვალ მტკიცებულებად ითვლებოდა ის, ბნელეთის სულთან სქესობრივ კავშირში შესული ადამიანი თვითონაც უცილობლივ ხდებოდა ჯადოქარი. ამ მხრივ ისტორიულ ქრონიკებში დაცულია მრავალრიცხოვანი პროცესი. ასე, მაგალითად, 1485 წელს ეშმაკთან სექსუალური კავშირისთვის იტალიის ქალაქ კომოს ინკვიზიტორმა კოცონზე გაუშვა 41 დედაკაცი.
დემონების თათბირი და მერილინის მუცლადღება.
დემონების თათბირი და მერილნის მუცლადღება. რობერ დე ბორონის რომანის "მერლინის" ილუსტრაცია.
მერლინი - ლეგენდარული მოგვი, მისანი და მეფე არტურის მრჩეველი - ის ჩაისახა ღამის დემონის მიერ ცთუნებულ მონაზონში.

1628 წელს ვიურცბურგში (ბავარია) სამმა ბავშვმა, ანა რუაშმა (12 წლის), სიბილა ლუციმ (11 წლის) და მურჩინიმ (8 წლის) აღიარეს, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდათ დემონებთან. სიბილა და ანა ცოცხლად დაწვეს, ხოლო მურჩინი, რაც გინდ საკვირველი იყოს, გამოსასწორებლად გადასცეს თავის მშობლებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ხშირად ამ სავალალო ვითარებაში ვარდებოდნენ სწორედ შვიდიდან ათ წლამდე ასაკის პატარა გოგონები. მათგან, ვინც დემოებნთან მრუში კავშირები აღიარა, ოცდაშვიდი გოგონა გაასამართლეს და ცოცხლად დაწვეს (Wright, Thomas. Narratives of Sorcery and Magic. From the Most Authentic Sources. New York, Gale Research Co. 1852. P. 326). და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც, სხვათა შორის, მსგავსი ისტორიების აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში, აშკარად ადგილი ჰქონდა დემონთა მხრიდან "სექსუალური ხასიათის ძალადობრივ მოქმედებებს". და ძალზედ ხშირად "გამოიყენებოდა დაზარალებული პირის უმწეო მდგომარეობა" (ст. 132 УК РФ). მაგრამ იმ ეპოქის კათოლიკური სასამართლოები სხვა ნორმებით ხელმძღვანელობდნენ.

სწავლობდა რა მტერს, კათოლიკური ეკლესია ქმნიდა მთელ რიგ ტრაქტატებს "დემონოლოგიის" დარგში, სადაც დეტალურად აღწერდნენ მსგავს პრეცედენტებს და არჩევნენ, "თუ როგორ ვითარებაში შეუძლია მოკვდავ ქალს შვას ბავშვი "ბოროტი სულისგან" და როგორ არსებათა კატეგორიას უნდა განეკუთვნოს ამგვარი ცოდვილი სიყვარულის ნაყოფი". როსტოკის (Rostock - ქალაქი გერმანიაში - "აპოკ." რედ.) უნივერსიტეტში მოღვაწე XVII ს-ის ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველის დისერტაციაში დამოწმებულია "დემონებთან თანაცხოვრების" საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა და "მთელი რიგი შეტყობინებები ამ კავშირების შედეგად გაჩენილი ურჩხულების" შესახებ (Робинсон Рассел Х. Энциклопедия колдовства и демонологии. М., 1996. С. 398). ძალაში იყო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მსგავსი არსებები უნდა მიეჩნიათ "არა დემონით შეპყრობილ ადამიანებად, არამედ ადამიანის ფორმაში გამოცხადებულ დემონებად" (Буслаев Ф.П. Мои досуги. СПб., 1886. Ч. 2. С. 3).

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მსჯელობების სფეროში შეიძლება იყოს პასუხიც იმ კითხვაზეც, რომელიც დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება თანამედროვე მედიკოსებისთვის. ლაპარაკია ე. წ. მოჩვენებით ფეხმძიმობაზე. სპეციალისტებისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც ქალს უეცრად, ობიექტური მიზეზის გარეშე უწყდება თვიური, ეზრდება მუცელი და ეწყება ტოქსიკოზის სიმპტომები, უმძაფრდება აპეტიტი, ეზრდება მკერდი. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფეხმძიმობაზე ტესტის შედეგები ხშირად დადებითია. ცხრა თვის შემდეგ, დაწესებულ დროს, ყველაფერი მთავრდება მშობიარობის ტკივილებით, შეიძლება წყლების დაღვრაც, ოღონდ საინტერესო ისაა, რომ ქვეყნიერებას არ ევლინება ახალშობილი.
ანტიქრისტეს ჩასახვა
ანტიქრისტეს ჩასახვა. XV ს-ის მინიატურა წიგნიდან "ანტიქრისტეს შესახებ", გერმანია. წმიდა მამათა სწავლებით, ანტიქრისტე - "მხეცის" დაბადება უნდა მოხდეს დანის ტომის მეძავი ქალისგან. "და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2). ასე, რომ ვინ იქნება ანტიქრისტეს მამა და ვინ მისცემს მას მთელ თავის ძალას, ძნელი მისახვედრი არ არის.

ისტორიული პიროვნებებიდან მოჩვენებითი მშობიარობა XVI ს-ში გადაიტანა ინგლისის დედოფალმა მარია ტიუდორმა და XVIII ს-ში ჟოზეფინა ბოარნემ - ნაპოლეონ ბონაპარტეს ცოლმა.

XX ს-ის დასაწყისს, 1900 წელს, გახმაურდა სერბი დედოფლის დრაგი ობრენოვიჩის სკანდალური მშობიარობის შემთხვევა, როდესაც ყველა ელოდა მემკვიდრის გაჩენას და ფეხმძიმობის ყველა ნიშანიც სახეზე იყო, ვიდრე ნაყოფის მუცელში შეძვრამდე. ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახა დასკვნა გავაკეთოთ ამ ვითარებებში უწმინდურ სულთა მონაწილეობაზე, მაგრამ ეჭვები მაინც გვრჩება.

ამავე რიგს განეკუთვნება კიდევ ერთი თემა. კათოლიკურ რელიგიურ ცნობიერებაში აშკარად ჩადებული მისწრაფება "ამაღლებული" ექსტატიური მდგომარეობის განცდისკენ, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა დემონურ ძალებთან კონტაქტისთვის, მაგალითად, "ანგელოზთან" ან თვით "ქრისტესთან" ურთიერთობისთვის. "თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს" (2 კორინთ. 11:14). და "საიდუმლო როდია, რომ მისტიურ განცდათა მგრძნობელობა და ეროტიზმი, ასევე კათოლიკე მონაზონთა რელიგიური ექსტაზის მიმდინარეობა ძალიან წააგავს ორგაზმს" (Jules Delassus. Les Incubes et des Succubes, Paris, Société du Mercure de France, 1897, 1 vol. In-12. Р. 41).

აი, მაგალითად, როგორ არის აღწერილი ტერეზა ავილიელის შეხვედრა "ქრისტესტან": "ის ხშირად მეუბნებოდა: "დღეიდან მე - შენი ვარ, და შენ - ჩემი!"... ღმრთის ეს ფერება გამოუთქმელ შეცბუნებას მგვრის. ამ ფერებაში ერთადაა ტკივილიც და სიამოვნებაც" (Мережковский Д.С. Св. Тереза Иисуса. Испанские мистики. https://royallib.com/read/ meregkovskiy_dmitriy/sv_tereza_iisusa.html#0). ასე რომ, საკითხი ღიად რჩება: ვინ ახდენს მსგავს კათოლიკე "მონაზონთა" პროვოცირებას საეჭვო მადლმოსილების შეგრძნებისკენ?
ჯ. ლ. ბერნინი. ლუდოვიკა ალბერტონის ექსტაზი
ჯ. ლ. ბერნინი. ლუდოვიკა ალბერტონის ექსტაზი
ჯ. ლ. ბერნინის სკულპტურა სახელწოდებით "ნეტ. ლუდოვიკა ალბერტონის ექსტაზი" (1674 წ. სან-ფრანჩესკოს ეკლესია, რომი. იტალია), მკაფიოდ გადმოსცემს ამ კათოლიკე მონაზვნის საკმაოდ საეჭვო განცდების "სიწმიდეს".
Назад к содержимому