ღვთისმეტყველება - მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დამახინჯება რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში - შინაარსი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი სერაფიმე (სობოლევი)

მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დამახინჯება
 რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში
მარცხოვრი ჯვარცმა
შინაარსი
 
 
განხილვა მიტროპოლიტ ანტონის (ხრაპოვიცკი) სტატიისა "გამოსყიდვის დოგმატი"
 
 
ნაწილი I
   
თავი პირველი. გამოსყიდვის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების უსაფუძვლობა წმიდა წერილსა და წმიდა მამათა თხზულებებზე მისი დაუფუძნებლობის გამო. მიტრ. ანტონის მოწმობები იმგვარ პირთა თხზულებებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საღვთისმეტყველო ავტორიტეტი. ეპ. თეოფანე დაყუდებულის არასწორი შეხედულება, როგორც პირველშობილი ცოდვის სქოლასტიკური კომენტატორისა. მიტრ. ანტონის უარყოფითი დამოკიდებულება ცნებებისადმი: "დაკმაყოფილება" და "ქრისტეს გამომსყიდველობითი დამსახურებანი".
 
თავი მეორე. მიტრ. ანტონის არასწორი სწავლება გამართლების შესახებ და წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეებზე მისი დამოწმებების უსაფუძვლობა.
 
თავი მესამე. მიტრ. ანტონის არასწორი სწავლება პირველშობილ ცოდვაზე. მის მიერ მოციქულის გამოთქმის: "რომლითა" (სლავ.: "в немже" (Рим.5:12)) უსაფუძვლო განმარტება. მოცემული ტექსტის კომენტარი ეპ. თეოფანე დაყუდებულის მიერ, რომელიც გამოხატავს წმიდა მამათა სწავლებას პირველშობილი ცოდვის შესახებ.
 
თავი მეოთხე. მიტრ. ანტონის მოწმობათა უსაფუძვლობა, თითქოსდა მისი სწავლება პირველშობილი ცოდვის შესახებ ეფუძნება წმიდა წერილის ტექსტებს: იერ. 31:29; ეზეკ. 18:2; ნეტ. თეოდორიტეს და წმ. იოანე ოქროპირს. მიტრ. ანტონის ამ სწავლებიდან გამომდინარე შეუსაბამო დასკვნები.
 
თავი მეხუთე. სხვა შეუსაბამობები, რომლებიც გამომდინარეობენ მიტრ. ანტონის არასწორი სწავლებიდან პირველშობილი ცოდვის შესახებ.
 
 
ნაწილი II
 
მიტრ. ანტონის მტკიცება, თითქოსდა ჩვენი გამოსყიდვა აღსრულდა არა ჯვარზე ქრისტეს სიკვდილით, არამედ მისი თანამგრძნობი სიყვარულით, ანუ სულიერი ტანჯვით გეთსემანიის ბაღში.
 
თავი პირველი. მიტრ. ანტონის უსაფუძვლო სწავლება თანამგრძნობი სიყვარულის, როგორც ამაღორძინებელი ძალის შესახებ. სულიწმიდის ნათლისღებითი მადლი, როგორც ამაღორძინებელი ძალა, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. თანაგრძნობითი სიყვარული, როგორც მეორეხარისხოვანი საშუალება ჩვენში სულიწმიდის მადლის გახსნისთვის. თანაგრძნობითი სიყვარულის, როგორც ამაღორძინებელი ძალის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების შეუსაბამო დასკვნები.
 
თავი მეორე. მიტრ. ანტონის სწავლება გეთსემანიის ბაღში ქრისტეს თანაგრძნობითი სიყვარულით ჩვენი გამოსყიდვის შესახებ. სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს სულიერი ტანჯვა გეთსემანიის ბაღში უფრო ძლიერი იყო, ჯვარზე მის ვნებებთან შედარებით. მიტრ. ანტონის მიერ ქრისტეს გეთსემანიური ლოცვის არასწორი განმარტება.
 
თავი მესამე. მიტრ. ანტონის შეხედულება ქრისტეს გეთსემანიურ ტანჯვაზე, როგორც ჩვენი გამოსყიდვის საქმეში უკანასკნელ და დამასრულებელ ღვაწლზე. ამ შეხედულების დასამტკიცებლად მოციქულ პავლეს სიტყვების (ებრ. 5:5-10) არასწორი დამოწმება. ჩვენი ცხონებისთვის ქრისტეს ჯვარცმის მნიშვნელობის უარყოფა და სხვა უაზრო დასკვნები, რომლებიც გამომდინარეობენ მიტრ. ანტონის სწავლებიდან გამოსყიდვის შესახებ. მთელი რიგი შეუსაბამობები თვით ამ სწავლებაში. განსაკუთრებული მოვლენები, რომლებიც მოხდა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისას, როგორც ეჭვმიუტანელი მოწმობა, რომ ჩვენი გამოსყიდვა აღსრულდა არა გეთსემანიაში, არამედ ჯვარზე.
 
თავი მეოთხე. მიტრ. ანტონის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ გადმოიღვრება ქრისტეს თანაგრძნობითი სიყვარული ჩვენს გულებში.
 
თავი მეხუთე. მიტრ. ანტონის განსჯა ადამიანის ბუნებაზე, როგორც ზოგადსაკაცობრიო, კოლექტიურ და უსახურ ნებაზე. მისი სწავლება ერთობაზე ადამიანებისა ღმერთთან და ერთმანეთს შორის ზოგადსაკაცობრიო ბუნების მიხედვით. ამაო მდელობა ეს სწავლება დააფუძნოს წმიდა წერილს და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებს. ამიტრ. ანტონის მიერ მადლის ახალი განმარტება. ამ განმარტების უსაფუძვლობა.
 
დასკვნა

 
 
ნაწილი III
 
მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ჯვარზე ქრისტე მაცხოვრის სიკვდილმა ცოდვის წყევისგან და ხრწნილებისგან გამოგვისყიდა
 
თავი პირველი. საღმრთო გამოცხადების, ეკლესიის წმიდა მამათა და საღვთისმსახურებო წიგნების მოწმობები იმის შესახებ, რომ ჯვარზე მაცხოვრის სიკვდილმა გამოგვისყიდა პირველშობილი ცოდვისგან და ჩვენი პირადი ცოდვებისგან.
 
თავი მეორე. წმიდა წერილის, ეკლესიის წმიდა მამათა და საღვთისმსახურებო წიგნების მოწმობა იმის შესახებ, რომ ჯვარზე ქრისტეს სიკვდილის ძალით გამოხსნილი ვართ წყევისგან და მისით მოგვენიჭა სულიწმიდის ამაღორძინებელი მადლი უდიდესი სიკეთეებითურთ.
 
თავი მესამე. წმიდა წერილის, წმიდა მამებისა და საღვთისმსახურებო წიგნების მოწმობა იმის შესახებ, რომ სიკვდილისგან გამოსყიდულები ვართ ჯვარზე ქრისტეს სიკვდილით.
 
 
 
არიმანდრიტ სერგის წიგნთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა
 
"მართლმადიდებლური სწავლება ცხონების შესახებ"
 
 
შესავალი
 
თავი I. არქიმანდრიტ სერგის შეხედულების არსი ჩვენს ცხოვნებაზე: შეხედულება ქრისტეზე, არა როგორც მოწყალების ტანჯულ იარაღზე, არამედ როგორც ჩვენი დაცემული ბუნების აღმდგენელზე. ცხონების სამართლებრივი გაგების უარყოფა მის საფუძველშივე. ამ შეხედულებისადმი წმიდა წერილისა და ეპ. თეოფანე დაყუდებულის დამოკიდებულება.
 
თავი II. არქიმ. სერგის უარყოფითი დამოკიდებულება სიკეთის ქმნისადმი ჯილდოებისა და სასჯელების გამო. არქიმ. სერგი აღიარებდა ქრისტიანული სათნო მოღვაწეობის ერთადერთ სახეს: ღმრთისა და სიკეთისადმი სიყვარულის გამო. ამგვარი შეხედულების უსაფუძვლობა წმიდა მამებისა და თვით ცხოვრების თვალსაზრისით. მთელი საღმრთო აღმშენებლობის დამხობა, როგორც ამ უარყოფის ნაყოფი.
 
თავი III. წმიდა წერილისა და წმიდა მამათა მოწმობა ცხოვრების სამართლებრივი გაგების სასარგებლოდ, ანუ სიკეთის ქმნა ჯილდოთა გამო. არქიმ. სერგის სწავლება, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივ ურთიერთობას ღმერთსა და ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით იობის წიგნის უსაფუძვლო დამოწმება ამ არასწორი შეხედულების დასამტკიცებლად.
 
თავი IV. არქიმ. სერგის მიერ წმიდა მამათა სწავლების უსაფუძვლო დამოწმება იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლებელია სამართლებრივი ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანებს შორის.
 
თავი V. არქიმ. სერგის დამოწმებათა გაგრძელება წმიდა მამათა სწავლებაზე ცხოვრების სამართლებრივი გაგების უარყოფის დასამტკიცებლად. ამ მოწმობათა უსაფუძვლობა. შეუსაბამობანი, რომლებიც გამომდინარეობენ სამართლებრივი ცხოვრების არქიმ. სერგისეული უარყოფიდან.
 
თავი VI. ჩვენი ცხონების საქმეში მადლისა და თავისუფალი ნების შეფარდების საკითხი. მართლმადიდებლური სწავლების მოკლე გადმოცემა ამ საკითხზე წმიდა წერილსა და ეკლესიის წმიდა მამებზე, უპირატესად კი ღირ. იოანე კასიანე რომაელზე დაყრდნობით.
 
თავი VII. არქიმ. სერგის არასწორი მეთოდი წმიდა მამათა სწავლების სარგებლობის საქმეში; ჩვენი ცხონების შესახებ წმიდა მამათა მთლიანი სწავლებიდან ციტატების ცალმხრივი და კონტექსტიდან ამოღებული დამოწმება. მოციქულის სიტყვების (რომ. 6:23) წმ. იოანე ოქროპირისეული განმარტების წარუმატებელი დამოწმება.
 
თავი VIII. უსაფუძვლობა შეხედულებისა, რომ სამართლებრივი გაგება ცხოვრებისა თითქოსდა არ შეესაბამება წარმოდგენას ღმერთზე, როგორც სიყვარულზე.
 
თავი IX. არქიმ. სერგის მტკიცებულებათა უსაფუძვლობა, რომ ღმერთი არ ითხოვს დაკმაყოფილებას, რადგან ის ჩვენ უსასყიდლოდ მოგვიტევებს; და, რომ ძველაღთქმისეულმა სჯულმა, რომელიც ღმერთს სიმართლის დამცველად წარმოგვიდგენს, ქრისტეს მოსვლასთან ერთად შეწყვიტა თავისი არსებობა.
 
თავი X. არქიმ. სერგის მიერ, საკუთარი თავისვე საწინააღმდეგო და უნებური აღიარება, რომ აუცილებელია ცხოვრების სამართლებრივი გაგება საშინელ სამსჯავროზე მართალთა და ცოდვილთა ხვედრის განსაზღვრისას. წმ. გრიგოლ ნოსელის, წმ. იოანე ოქროპირის, კლიმენტი ალექსანდრიელის და ღირ. ისიდორე პელუსიელის სიტყვების უსაფუძვლოდ დამოწმება.
 
თავი XI. არქიმ. სერგის განცხადება, რომ ურყევად უარყოფს ცხოვრების სამართლებრივ გაგებას. ამ უარყოფის მტკიცებულებანი და მათი უსაფუძვლობა.
 
 
დასკვნა
 
 

პროფ. დეკ. პ. ი. სვეტლოვის წიგნთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა
 
"ღმრთის სასუფევლის იდეა"
 
 
თავი 1. პ. ი. სვეტლოვის სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
§ I. მ. სვეტლოვის ორი ძირითადი განსაზღვრება, რომელსაც ის აძლევს ღმრთის სასუფეველს. პირველი განსაზღვრების განხილვა; მისი უსაფუძვლობა. მ. სვეტლოვის განცხადება, რომ წარმართები, საზოგადოებები, სახელმწიფოები და მთელი სამყარო ღმრთის სასუფევლის შემადგენლობაში შედიან.; რომ ქრისტეს გამოსყიდვით ეშმაკი განიდევნა სამყაროდან და მის ძალაუფლებას მხოლოდ დაცემული სულები და ცოდვას საბოლოოდ დაქვემდებარებული ადამიანები ემორჩილებიან. ამ განცხადებათა უსაფუძვლობა.
 
§ II. დეკ. სვეტლოვის მეორე განსაზღვრება ღმრთის სასუფევლის შესახებ, როგორც სრულყოფილი წესრიგი ბუნებასა და ისტორიაში. ამ განსაზღვრებათა უსაფუძვლობა სინამდვილისა და ქრისტეს სიტყვების (მარკ. 16:16) თვალსაზრისით. დეკ. სვეტლოვის სწავლება ზნეობრივ პროგრესსა და ოქროს საუკუნეს შესახებ მოცემულ განსაზღვრებასთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სოციალისტურ სწავლებას. სრული შეუსაბამობა ქრისტიანობასა და სოციალიზმს შორის. დეკ. სვეტლოვის მიერ მოციქულ პავლესა (რომ. 11:11-25) და მარკოზ მახარებლის (მკ. 13:10) სიტყვების არასწორი განმარტება.
 
§ III. მ. სვეტლოვის მცდელობა განმარტოს საკითხი: როგორ არის შესაძლებელი მსოფლიო მიუახლოვდეს თავის აღსასრულს მის მიერ ზნეობრივი სრულყოფის მიღწევის შემდეგ? ამ განმარტების უსაფუძვლობა სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით. მ. სვეტლოვის მიერ სამყაროს აღსასრულის არასწორი განმარტება.
 
§ IV. ყოველივე ზემოთთქმულის დასკვნა ღმრთის სასუფევლის შესახებ ორ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. წინასწარი განსაზღვრებების უსაფუძვლობა, რომელთაგან გამომდინარე მ. სვეტლოვი აკეთებს პირველ ძირითად განსაზღვრებას ღმრთის სასუფევლის შესახებ. იმის შესახებ, რომ მ. სვეტლოვს არ გააჩნია სწავლება ღმრთის სასუფევლის, როგორც შინაგანი ამაღორძინებელი მადლის შესახებ. მისი არასწორი შეხედულება საიდუმლოთა მნიშვნელობაზე.
 
 
თავი 2. მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო შეხედულებები, რომელთა მეშვეობით ცდილობს მ. სვეტლოვი ღმრთის სასუფეველზე საკუთარი ცრუ სწავლების დამტკიცებას.
 
§ I. მ. სვეტლოვის უარყოფითი დამოკიდებულება ბიზანტიზმის გავლენაზე რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაზე და მის მიერ ლუთერანული ღვთისმეტყველებისთვის უპირატესობის მინიჭება ბიზანტიურთან შედარებით საკითხში ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
§ II. მ. სვეტლოვის მიერ გრიგოლ პეტროვის, როგორც ღმრთი სასუფევლის მეგზურის დამოწმება.
 
§ III. მ. სვეტლოვის მიერ ვლ. სოლოვიოვის, როგორც ჭეშმარიტი და თვალსაჩინო ღვთისმეტყველის დამოწმება. ვლ. სოლოვიოვის პანთეისტური და გნოსტიკური შეხედულებები და მისი მწვალებლური სწავლება სოფიის შესახებ.
 
§ IV. ვლ. სოლოვიოვის სწავლების უსაფუძვლობა ღმრთის სასუფევლის შესახებ. მისი ყალბი სწავლება ეკლესიათა გაერთიანების შესახებ.
 
§ V. მ. სვეტლოვის მიერ ლევ ტოლსტოის დამოწმება ღმრთის სასუფეველთან დაკავშირებით.
 
§ VI. მ. სვეტლოვის უკიდურესად მტრული დამოკიდებულება მის მიერ ე. წ. "ცრუქრისტიანობად" წოდებული ჩვენი სულიერი ცენზურისა და ღვთისმეტყველებისადმი, რომლებიც გამოსყიდვას განმარტავენ არა მარტო, როგორც ღმრთის სიყვარულის, არამედ, როგორც საღმრთო მართლმსაჯულების მოქმედებად.
 
 
თავი 3. ღმრთითგამოცხადებული და წმიდა მამებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
 
§ I. უფალ იესუ ქრისტეს სწავლება ღმრთის სასუფეველზე, როგორც ჩვენთვის უზენაეს და უძვირფასეს სიკეთეზე. ქრისტეს მოწმობა ღმრთის სასუფეველზე, როგორც ნათლისღების ამაღორძინებელ მადლზე, რომლებიც მან გადმოგვცა იგავებში (მათე 13:33-44-46) და თავის აღდგომის შემდგომ ქადაგებებში (საქმე 1:1-8). ქრისტეს მოწმობა იმავე საგანზე საუბარში ნიკოდიმესთან, სამარიტელ ქალთან და სიტყვებში: იოანე 7:37-39; მათე 28:19; მარკოზი 16:16.
 
§ II. ღმრთის სასუფევლის, როგორც ნათლისღებით ამაღორძინებელი მადლის ცდისეული შემცენება, რომელიც მოციქულებმა მათზე სულიწმიდის გადმოსვლისას მიიღეს. ღმრთის სასუფევლის განსაზღვრება მოციქულ პავლეს მიერ (რომ. 14:17). ღმრთის სასუფეველი, როგორც ამაღორძინებელი მადლი, რომელსაც ვიღებთ ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებებში. წმიდა მამათა განსაზღვრება ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
§ III. ღმრთის სასუფევლის გამოვლინებათა შესახებ, მოციქულ პავლეს მითითებულ სიტყვებში: რომ. 14:17.
 
§ IV. ეკლესიის წმ. მამათა სწავლება ღმრთის სასუფევლის გამოვლინებების შესახებ: სიმართლე, მშვიდობა და სიხარული (რომ. 14:17. ღმრთისადმი სრულყოფილი სიყვარული, როგორც ღვთაებრივი სიხარულის წყარო.
 
§ V. ჩვენი თავისუფალი ნების მონაწილეობა ღმრთის სასუფევლის მიღწევაში ქრისტეს, მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლებების მიხედვით.
 
§ VI. ღმრთი სასუფეველი, ანუ ნათლისღების ამაღორძინებელი მადლი მის გამოვლინებებში, როგორც ყველაზე მთავარი ნიშანი, რითაც მართლმადიდებელი ქრისტიანები განსხვავდებიან წარმართთაგან, იუდეველთაგან, რომაელ-კათოლიკეთა და პროტესტანტთაგან, ასევე მართლმადიდებელთა იმ გარემოსგან, რომლებიც არ ავითარებენ ამ მადლს საღმრთო მცნებათა აღსრულებით. ამ მადლის გახსნა, როგორც მთელი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი.
 
 

მღვდელმონაზონ ტარასის თხზულებასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა
 
"დიდი რუსეთისა და მცირე რუსეთის ღვთისმეტყველება 16-ე და 17-ე საუკუნეებში"
 
 
წინასიტყვაობა
 
მ. ტარასის მიერ გოლგოთის მსხვერპლის მაცხოვნებელი ძალის დაკნინება და განადგურება. თავისი არასწორი შეხედულების დასამტკიცებლად მ. ტარასის მიერ მოციქულ პავლეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს, წმიდა ირინეოს ლიონელისა და იოსებ ვოლოკოლამელის წარუმატებელი დამოწმება.
 
მ. ტარასის მიერ წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების დადანაშაულება იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უძლურ და არასრულ განმარტებაში. მ. ტარასის მოდერნისტული გამოსვლა სრულყოფილი ტერმინოლოგიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ის დასაშვებად მიიჩნევს მსოფლიო კრებათა დოგმატური განსაზღვრებების შეცვლას. მოცემული გამოსვლის მავნეობა მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.
 
მ. ტარასის გამოსვლა ძველი აღთქმის საღმრთო გამოცხადების წინააღმდეგ იუდველთა რელიგიისადმი კრიტიკული დამოკიდებულების მეშვეობით, რომელიც თითქოსდა ღმერთს მხოლოდ ადამიანურ უძლურებათა მრისხანე დამსჯელად წარმოაჩენს. ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის მოწმობები, ასევე წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებანი, რომლებიც ააშკარავებენ მ. ტარასის მოცემული კრიტიკის უსაფუძვლობას.
 
მ. ტარასის მიერ ქრისტეს სამმაგი მსახურების უარყოფა, რომელიც თითქოსდა უცნობი იყო წმიდა მამებისთვის. წმიდა მამათა სწავლება ქრისტეზე, როგორც წინასწარმეტყველ-მოძღვარზე, მღვდელმთავარზე და მეფეზე. წმიდა წერილის მოწმობა მოცემული სწავლების სასარგებლოდ. მ. ტარასის უარყოფითი დამოკიდებულება ღმრთითკურთხეული სამეფო ხელისუფლებისადმი.
 
მ. ტარასის უცნაური განცხადება ღმერთ-სიტყვის განკაცების შესახებ, რომელშიც თითქოსდა ცოდვილი ადამიანური ბუნება შეუერთდა უსასრულო და უხრწნელ ღვთაებრივ ბუნებას. მ. ტარასის მსჯელობა სულიერი ჭვრეტის, როგორც ცოდნის ერთადერთი წყაროს შესახებ. ამ მსჯელობის უსაფუძვლობა.
 
მ. ტარასის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოთა შვიდობითი რაოდენობის უარყოფა. ღმრთითგამოცხადებული მოწმობანი მაცხოვრისა და მოციქულთა მიერ შვიდი საიდუმლოს დაფუძნების შესახებ. მ. მაკარის დოგმატური ღვთისმეტყველების, ასევე ოპტინელი ბერის მ. ამბროსის მოწმობანი, რომლებიც განმარტავენ სწორედ საიდუმლოთა შვიდობითობას. მ. ტარსის მიერ შვიდი საიდუმლოს მნიშვნელობის დაკნინება და განადგურება.
 
დასკვნა.
 
 
არქიმანდრის ილარიონის სტატიასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაა: "ქრისტეს იდეალის ერთობა".
 
მიტროპოლიტ ანტონის კატეხიზმოსთან დაკავშირებით.
 
სტატია "მსახურება რუსეთისადმი" და მისი განხილვა.

 
 
წყარო: Архиепископ Серафим (Соболев). Искажение православной истины в русской богословской мысли. София, 1943.
 
ინტერნეტში: https://azbyka.ru/otechnik/Serafim_Sobolev/iskazhenie-pravoslavnoj-istiny-v-russkoj-bogoslovskoj-mysli/#note3
 
პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023.
Назад к содержимому