ხელოვნება - ისინი ცხოვრობენ, - ფანტასტიკური ფილმი ძლიერი ქვეტექსტით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
ისინი ცხოვრობენ

ფანტასტიკური ფილმი ძლიერი ქვეტექსტით
They Live
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/jTK8eff1Zsk" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
"ისინი ცხოვრობენ" ეს არის გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ფანტასტიკური ფილმი "უცხოპლანეტელებზე", მათ წინააღმდეგ მებრძოლებსა და შავ სათვალეებზე, რომლებიც "მოსულებს" რენტგენივით აშუქებენ. ერთის შეხედვით ფილმი დიდ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში "ისინი ცხოვრობენ" უძლიერესი გაფრთხილებაა მსოფლიო "ელიტისა" და ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომლებიც მასების სამართავად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ.

აღწერს თუ არა ფილმი იმას, რასაც ჩვენ ილუმინატების შეთქმულებას ვუწოდებთ? მოცემულ სტატიაში განიხილება ჯონ კარპენტერის უცნაური, მაგრამ წარმტაცი ფილმი - "ისინი ცხოვრობენ".
They Live
როდესაც ამ ფილმს უყურებ, მრავალი რამ წინააღმდეგობრივად გეჩვენება. ეს არის საყურადღებო ინფორმაციისა და დინამიური ქმედებების უცნაური შერწყმა, რომლისთვისაც არც სოციალური დატვირთვაა უცხო. ფილმში უხვადაა სპეცეფექტები, მსუბუქი იუმორი და წარმტაცი სატირა. ძნელია ფილმი შეაფასო კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა "დაფარული შეტყობინების" თვალსაზრისით საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს.

ფილმი შექმნილია რეი ნელსონის მოთხრობის, "დილის რვა საათის" მიხედვით, რომელიც მაყურებელს სამყაროსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში აეჭვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ამაზრზენ "მოსულებზე", ანუ "უცხოპლანეტელებზე" გვიყვება, სინამდვილეში ეს სიმბოლო უფრო დაფარული, ღრმა და შემაშფოთებელი სინამდვილის აღსაქმელად არის გამოყენებული. ამისთვის საჭიროა აღიჭურვო განსაკუთრებული "ხედვით" (ამას ფილმის რეჟისორი შავი სათვალეების სიმბოლოთი მიანიშნებს, რომელთა მიერაც არის შესაძლებელი "მოსულთა" დანახვა). იმისთვის, რათა გარემომცველი სინამდვილე დაინახო ისე, როგორიც ის არის, და შენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ არსს ღრმად და არსობრივად ჩასწვდე. ეს არის ხედვა, რომელიც ჭეშმარიტებას, მოვლენათა შავბნელ მიმდინარეობას დაგანახებს. ფილმის მთავარი გმირებიც აღიჭურვებიან ამ სათვალეებით, ვინჩესტერით და ... დაიწყება ნადირობა "მოსულებზე".

ფილმის გმირი, "მოსულთა" წინააღმდეგ მებრძოლი, უბრალო, უსახლკარო და უსახელო მაწანწალაა. მოთხრობაში ის ნადად იწოდება, რაც ესპანურად არაფერს ნიშნავს. მართალია, ეს უსახელო და უსახლკარო "არარა" ცხოვრების სანაგვეზეა მიგდებული, მაგრამ ის მაინც ახერხებს ამა სოფლის ძლიერთა, შეუმჩნეველ დამპყრობთა შემჩნევას და ბრძოლასაც კი იწყებს მათ წინააღმდეგ. ერთადერთი, რაც ამ ბრძოლისთვის არის საჭირო - ჭეშმარიტებაა. და კიდევ, იარაღიც!...
They Live
ნადა მრავალ განსაცდელს გაივლის, მრავალჯერ აღმოჩნება სასიკვდილო საფრთხის წინაშე, მაგრამ უკან არ დაიხევს, რითაც მიბაძვის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.  

როგორ არის ასახული ფილმში მსოფლიო ელიტის ბატონობა, მათი ძალაუფლება, ვინც მსოფლიოს საიდუმლოდ მართავს და ვისაც ჩვენ ილუმინატებს ვუწოდებთ? მოდი დავუბრუნდეთ ამ მნიშვნელოვან საკითხებს და ვნახოთ, როგორც გვიჩვენა რეჟსორმა ელიტის ძალაუფლების საიდუმლო კინოეკრანზე.


შენობა

(სათავსო)

თავიდანვე, როგორც ფილმიდან ვხედავთ, ნადა ლოს-ანჟელესში დახეტიალობს თავისი ტოპრაკით. ფილმი თითქოსდა წინასწარ გიქმნის განწყობილებას, რომ არაფერი ხდება. ნადა ერთი მათხოვარი, მიუსაფარი და მაწანწალა ადამიანია. მის ირგვლივ ყველაფერი მოსაწყენია და ღირსშესანიშნავიც არაფერი ხდება, მაგრამ, ჰაერში დენთის სუნი მაინც ტრიალებს: სიღატაკე, უსახლკარობა, უმუშევვრობა, ქალაქში საპატრულო ვერტმფრენები დაფრინავენ, ხოლო რელიგიური მქადაგებელნი იუწყებიან, რომ მსოფლიოს უსულგულო არსებები მართავენ, გველის შხამია მათ ბაგეებზე, პირი მათი სავსეა წყევლით, ნგრევა და სიღატაკეა მათ გზებზე. არ არის ღმრთის შიში მათ თვალებში! მათ დაიპყრეს ჩვენი ლიდერები, მათი გულები, მათი გონება. მათ სამსახურში მიიღეს მდიდრები და ძლიერნი ამა ქვეყნისანი, და ჭეშმარიტების მიმართ ყველანი დააბრმავეს! დააზიანეს ჩვენი სულები. რატომ ვეთაყვანებით სიხარბეს? რატომ მიველტვით მამონას? იმიტომ, რომ ჩვენი მზერის მიღმა იმალება სხვა რეალობა, - ისინი გვაკონტროლებენ... მაშ, გაიღვიძეთ, ნუ გვძინავს, "მოსულები" ჩვენს გარშემო წრეს კრავენ...!
They Live
ეს არის ერთ-ერთი ადამიანის ქადაგება "მოსულთა" წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივუყენოთ ილუმინატებს (მასონებს)!

ნადა უმიზნოდ დახეტიალობს მთელს ქალაქში, ხშირად აკვირდება ადამიანებს, უყურებს ტელევიზორს, ნთქავს უაზრო ინფორმაციას, რომელიც გარს აკრავს სარეკლამო ბანერებისა და საგაზეთო სათაურების სახით. მიუსაფართა თავშეყრაზე ტელეშოუთი ერთობა და უცებ... გადაცემას პირატული ტელეჩართვა გაწყვეტს, რომელიც მაყურებელს მსოფლიო შეთქმულებასა და გონების უპრეცედენტო მართვის შესახებ ამცნებს.
They Live
"ჩვენი იმპულსები გადამისამართებულია. ჩვენ ვცხოვრობთ მართვადი ცნობიერების პირობებში, რომელიც სიზმარს წააგავს... იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე. რასობრივი სამართლიანობა და ადამიანის უფლებები არ არსებობენ. მათ ჩამოაყალიბეს რეპრესიული საზოგადოება და ჩვენ ამ საზოგადოების უნებლიე მონაწილეებად შეგვქმნეს. ჩვენ დაგვაძინეს და ტრანსში გვამყოფებენ. მეტიც, მათდამი სრულიად გულგრილნი გაგვხადეს, ჩვენ მხოლოდ საკუთარი მოგების, გამორჩენისა და სიამოვნებისკენ წარგვმართეს. გთხოვთ, გემუდარებით, შეიგნეთ, რომ ისინი თავს უშიშრად გრძნობენ მანამ, სანამ არ გამოააშკარავებენ. ბნელში ყოფნა, კულისებს მიღამ მოქმედება -  ეს არის მათი სიცოცხლისუნარიანობის ერთადერთი საშუალება. ისინი ჩვენ გვაძინებენ, ადუნებენ ჩვენს გონებასა და სულიერ სიფხიზლეს..." თვითონ კი ცხოვრობენ...

როდესაც პირატული ტელეარხი ოფიციალურ გადაცემას გაწყვეტს და მქადაგებელი გამაფრთხილებელი ქადაგებით გამოვა, ერთ ერთი მაყურებელი ტელევიზორის გასწორებას გადაწყვეტს, მას არ სურს გონების დაძაბვა და იდეოლოგიის მოსმენა, მას გართობა სურს... მის სულს სძინავს... და ამ ტკბილი ძილბურანიდან გამოსვლას არ აპირებს...  

ნადა მიხვდება, რომ ქუჩის მქადაგებელსა და პირატულ ტელევიზიას, ადგილობრივი ეკლესიის მეშვეობით რაღაც აკავშირებთ. მაშინ ის ტაძარში შესვლას გადაწყვეტს, თუმცა ტაძრის მაგიერ "მოსულთა" საწინააღმდეგო იატაკქვეშა ორგანიზაციის შტაბ-ბინას აღმოაჩენს.
They Live
ტაძრის კედელზე წარწერაა: "ისინი ცხოვრობენ, ჩვენ კი გვძინავს". ფრაზა, რომელიც აღწერს ფუნდამენტურ განსხვავებას ელიტასა და მასებს შორის. სიმართლის ცოდნისა და ჭეშმარიტების შემეცნების უფლება ადამიანებს წართმეული აქვთ, ხელისუფლებას "მოსულები" ფლობენ. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი მანიპულირებად "ზომბებს" წააგავს. მასების უმეცრება უსასრულო ძილივითაა, რის გამოც, ჭეშმარიტება შეუცნობელი ხდება თუ არ გაიღვიძე.

ნადა შეიტყობს, რომ მეამბოხეთა ორგანიზაცია ადამიანების მიმხრობას ცდილობს მმართველი ელიტის დასამხობად. მიუხედავად, ამისა, რამოდენიმე დღის შემდეგ, ის ხედავს რა ემართება მათ, ვინც გაბედავს და წავა ხელისუფლების წინააღმდეგ.
They Live
ვერტმფრენები, ბულდოზერები და პოლიცია რეიდებს ერთობლივად ატარებენ, რათა სასტიკად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეებს და იატაკქვეშა ორგანიზაციების წინააღმდეგობა გაანადგურონ. აი, როგორ რეაგირებს ელიტა განსხვავებულ მოსაზრებებზე, ადამიანის თავისუფლებაზე.

ძალადობის მომსწრე ნადა ხვდება, რომ პოლიცია ყურმოჭრილი მონაა ელიტის წესრიგისა და მასში რადიკალური შინაგანი გარდატეხა იწყება. ის გადაწყვეტს მეტი ინფორმაცია მოიპოვოს მიმდინარე პროცესებზე, ის კვლავ შევა ტაძარში და იქ რამოდენიმე საინტერესო ნივთს ჰპოვებს.
They Live
პოლიციამ გადაღება წარწერა "ისინი ცხოვრობენ ჩვენ კი გვძინავს". როგორც ჩანს, "მათ" არ სურთ სიმართლე ვიცოდეთ.

ძალადობის მომსწრე ნადა ხვდება, რომ პოლიცია ყურმოჭრილი მონაა ელიტის წესრიგისა და მასში რადიკალური შინაგანი გარდატეხა იწყება. ის გადაწყვეტს მეტი ინფორმაცია მოიპოვოს მიმდინარე პროცესებზე, ის კვლავ შევა ტაძარში და იქ რამოდენიმე საინტერესო ნივთს ჰპოვებს.

მეტიც, ნადა გახსნის ყუთს, რომელიც პოლიციის ჩხრეკას გადაურჩა და იპოვის მზის სათვალეებს, რომელიც მას დაეხმარება დაინახოს სამყარო ისე, როგორც ის არის.


ჭეშმარიტების ხედვა


უცნაური სათვალეების პოვნის შემდეგ ნადა ქუჩაში გამოდის და უკვე ადვილად ამჩნევს ვინ ვინ არის. ის ხედავს სარეკლამო ბანერების ჭეშმარიტ და დაფარულ არსს. ის ხედავს ჭეშმარიტებას, საგნების ნამდვილ არსს, რომლებიც მოქალაქეებს გარს აკრავს. თუმცა თავიდანვე ამ ჭეშმარიტებაზე თვალის ახელა ნადაზე შოკისმომგვრელად მოქმედებს.
They Live
როდესაც შავი სათვალეები უკეთია, ნადა მათით რეკლამების დაფარულ არსს ხედავს, კერძოდ, ინფორმაციას, რომელსაც მათი საშუალებით მასებს უნერგავენ. ის ხედავს ქვეცნობიერ შეტყობინებებს, რომლებიც მრავლად მეტყველებენ "ვარსკვლავებისა" და "მოდური" ჟურნალების ჭეშმარიტ არსზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ესოდენ განსვავებულნი არიან ერთმანეთისგან, მაინც ერთ მიზანს ემსახურებიან: საზოგადოებაში გააძლიერონ ქვეცნობიერი ინსტინტქები ელიტისადმი მორჩილებისკენ.
They Live
არა აქვს მნიშვნელობა რომელ ჟურნალს აიღებს ხელში და რომელ გაზეთს გადაათვალიერებს, ნადა ნებისმიერ შემთხვევაში ხედავს ერთსა და იმავე ქვეცნობიერ შეტყობინებებს, რაც მეტად მრავლისმეტყველად ღაღადებს "მოდურ" და "ვარსკვლავურ" ჟურნალთა ჭეშმარიტ არსზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟურნალები განსხვავებულია, მათ მაინც ერთი მიზანი ამოძრავებთ: გაამყარონ მასებში ელიტისადმი მორჩილება, მათ მიერ შემოთავაზებული ცხოვრების პირობებისადმი ქედმოხრა.
They Live
ნადა მომენტალურად შეიტყობს მთელს სიმართლეს ფულის შესახებ
They Live
თუმცა, ყველაზე გამაოგნებელი ნადასთვის მაინც ზოგიერთი "ადამიანია". ისინი სულ არ ჰგვანან ნამდვილ ადამიანებს, ისინი სხვაგვარნი არიან, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებაში შეიჭრნენ და იქ მოხერხებულად მოიკალათეს.
They Live
ნადას ესმის, რომ ისინი ყველგან არიან, რომ უპყრიათ ხელმძღვანელი პოსტები, მსგავსად ამ პოლიტიკოსისა ტელევიზიით რომ გამოდის. არის თუ ეს მინიშნება მასონებზე?

ამ ჭეშმარიტების აღმოჩენის შემდეგ გაოგნებული ნადა განმარტოვდება, თუმცა სახლში როდი წავა და ლექსების წერას როდი იწყებს ამ გამაოგნებელ სინამდვილეზე. პირიქით, ხელთ ჩაიგდებს იარაღს და "მოსულებზე" ნადირობას იწყებს.

როდესაც "უცხოპლანეტელნი" მიხვდებიან, რომ ნადას შეუძლია მათი დანახვა სათვალეების დახმარებით, შავსათვალეებიანი კაცის შემჩნევისას დაუყოვნებლივ პოლიციას ატყობინებენ. ნადა კანონგარეშედ გამოცხადდება და "მოსულები" მასზე ნადირობას დაიწყებენ.
They Live
They Live
"უცხოები" საკმაოდ უხვად არიან პოლიციელთა შორისაც, რომელთა ერთადერთი მიზანია ელიტისა და მათი წესრიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, პოლიციელთა უმეტესობა ჩვეულებრივი ადამიანია და უბრალოდ ბრძანებას ასრულებს, რადგან ეს მათი სამუშაოა... გარდა იმ ფანატიკოსი პოლიციელებისა, რომლებიც ილუმინატების სასარგებლოდ მუშაობენ.
They Live
ქალაქში ყველაფერს ვიდეოკამერებით აკონტროლებენ, თვით მფრინავი კამერებიც კი, რომლებიც უპილოტო მფრინავ აპარატებს ჰგვანან, რომლებიც ახლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დანერგეს.
They Live
მოთვალთვალე მფრინავი კამერები სამეცნიერო ფანტასტიკამ უკვე 1988 წელს იწინასწარმეტყველა. დღეს მფრინავი კამერები უკვე სინამდვილეა.
They Live
ფაქტობრივად, ყველა თანამედროვე უპილოტო თვითმფრინავებზე ვიდეოკამერებია დამაგრებული

საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტაა ჭეშმარიტების შეცნობა სათვალეებით, რაც ალბათ საკუთარი თვალთახედვის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. შესაძლოა ორი ადამიანი ერთსა და იმავე საგანს უყურებდეს, მაგრამ ინფორმირებულობიდან და საკითხის არსში წვდომიდან გამომდინარე, საგნის არსს სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ.


მათ შესახებ ვინც ჭეშმარიტება უწყის

იმის შემდეგ, რაც გამაოგნებელ ჭეშმარიტებას შეიტყობს მსოფლიოს შესახებ, ნადა იგრძნობს მოთხოვნილებას ეს სინამდვილე და უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სხვასაც გაუზიაროს, კერძოდ თავის მეგობარს, ფრენკ არმიტაჟს. ნადა მალე ხვდება, რომ ზოგიერთ ადამიანს ჯიუტად არ სურს გაიგოს სიმართლე. და მართლაც, ზოგიერთი ბრაზდება, ზოგს კიდევ აშფოთებს ის, როდესაც ამგვარ გამაოგნებელ სინამდვილეზე ელაპარაკები. როდესაც ნადა ფრენკს სთხოვს გაიკეთოს სათვალე და იხილოს ჭეშმარიტება, ნახოს ის, რასაც თვითონ ხედავს, ფრენკი მტკიცე უარზეა და წინააღმდეგობასაც კი უწევს, ნადას კი "გიჟს" უწოდებს...
They Live
ნადას ხელჩართული ბრძოლაც კი დასჭირდება, რათა მეგობარს გააგებინოს და დაანახოს ჭეშმარიტი სინამდვილე. ჩხუბის სცენა ძალზედ გაჭიანურებულია, რითაც შესაძლოა რეჟისორს იმის ჩვენება უნდოდა, რომ საშუალოდ, ადამიანები ამგვარი ძილ-ბურანიდან ძნელად გამოდიან და დიდი ძალისხმევაა საჭირო რათა სიმართლე დაანახო.
They Live
ბოლოს და ბოლოს სინამდვილეზე ფრენკსაც აეხილება თვალები, რისთვისაც ნადას დიდმა ჯაფამ მოუწია და აიძულა ფრენკი მოვლენებისთვის სხვაგვარად ("სათვალეებით") შეეხედა. ჭეშმარიტად, ზოგჯერ ძალზედ ძნელია აშკარა სინამდვილეში დაარწმუნო ადამიანები. ეს ნადას მხრიდანაც უდიდეს ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ, ფრენკი, ბოლოს და ბოლოს ხედავს ვინ მართავს მსოფლიოს. ამის შემდეგ ორ მეგობარს იატაკქვეშა ორგანიზაციის საიდუმლო შეკრებაზე იწვევენ, რომელიც ცდილობს დედამიწის გათავისუფლებას "მოსულთაგან".
They Live
შეხვედრის დროს, ნადას და ფრენკს მისცემენ უკვე არა სათვალეებს, არამედ საკონტაქტო ლინზებს. მზის სათვალეები თავის ტკივილს იწვევს, როდესაც მას იხსნი. ახალი რეალობისადმი ადაპტაცია ძნელია და ზოგჯერ მტკივნეულიც. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება. ეს საკონტაქტო ლინზებივითაა, რომელსაც მუდამ თან ატარებ.

შეკრებაზე ნადა და ფრენკი შეიტყობენ, რომ "უცხოები" ადამიანებს სიმდიდრისა და ძალაუფლების დაპირებებით თაფლავენ. ფილმში აშკარად მინიშნებულია ის ჭეშმარიტება, რამდენად სულგაყიდულია ზოგიერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებაში პოპულარული ადამიანი, რომელიც მზადაა საკუთარი სიამოვნების, ფუფუნების, პოპულარობისა და ძალაუფლების გულისთვის სული მიჰყიდოს ანტიქრისტეანულ ძალებს.

შეკრება დიდხანს ვერ გრძელდება, რადგან საიდუმლოდ შეკრებილებს თავს დაესხმის პოლიცია და დაპატიმრებებს იწყებს. ელიტა მათ "ტერორისტებს" უწოდებს. ნადა და ფრენკი თავის დაღწევას მოახერხებენ და სრულიად შემთხვევით თავს მტრის ზურგში, "უცხოპლანეტელთა" მიწისქვეშა ბაზაში ამოყოფენ.


მტრის ზურგში

შეისწავლიან რა "მოსულთა" მიწისქვეშა ბაზას, ნადა და ფრენკი აღმოჩნდებიან წვეულებაზე, რომელიც "მოსულებმა" თავიანთი თანამშრომლებისთვის მოაწყვეს, რათა მადლობა გადაუხადონ მათ ერთგულებისთვის. თუმცა, "მოსულები" არასოდეს გაითანასწორებენ რიგით ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარ სულსაც კი ჰყიდიან ამქვეყნიური სიამოვნებისთვის ... ზუსტად ასევე, დღევანდელი ელიტის შემადგენლობაში შემავალი ადამიანებიც ეშმაკს მიყიდული არსებები არიან, რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობენ... და რომელთაც არ უწყიან მათი საბოლოო ხვედრი...
They Live
"ჩვენი ვარაუდით, 2025 წლისთვის არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი პლანეტა ამ ალიანსის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდება..."

ფრენკი და ნადა ადამიანთა ზომბირების წყაროს, "უცხოთა" ტელესიგნალებს აღმოაჩენენ, რომელიც ტელესტუდიიდან მოდის. უცხოები მას ჰიპნოტური და ქვეცნობიერი შეტყობინებებისთვის იყენებენ, რითაც ამუქებენ სიმართლეს თავიანთი მმართველობისა და სამყაროს შესახებ. ამით ფილმი მიგვანიშნებს, რომ მმართველი ელიტისთვის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მასების ზომბირების ერთ ერთი უმძლავრესი იარაღია, რადგან ის ეხმარება მათ მასების დამორჩილებასა და გაკონტროლებაში.
They Live
"საკაბელო ტელევიზია 54"-ს "მოსულები" ადამიანთა ჰიპნოტიზირებისთვის იყენებენ. არის კი ეს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა?...

ნადას ესმის, რომ კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა "მოსულთა" მხილებაა, ამისთვის მას ტელეკომპანიის სახურავზე ასვლა და ქვეცნობიერი შეტყობინებების გადამცემი ანძების განადგურება მოუწევს. მართლაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეშე მასების მართვა ნამდვილად გაძნელდებოდა. ამრიგად, ნადა და ფრენკი იწყებენ თავიანთ ძნელ და სახიფათო გზას ტელეანძისკენ.


დეზინფორმატორი
They Live
ნადა შეხვდება ჰოლი ტომპსონს, საკაბელო ტელევიზიის პასუხისმგებელ მუშაკს. იმ დროს, როდესაც ნადა კეთილად განეწყობა მისადმი, ჰოლის ნადასთვის უბედურებები მოაქვს. ის შეაღწევს იატაქვეშა პარტიზანულ მოძრაობაში, რომელსაც ხელისუფლება "ტერორისტულ ორგანიზაციას" უწოდებს. ჰოლი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ ერთ წევრად ასაღებს თავს და ამტკიცებს, რომ საკაბელო ტელევიზია "სუფთაა" და იქიდან არავითარი სიგნალები არ გადაიცემა, თუმცა ეს სიცრუეა და მას მოძრაობის წევრები შეცდომაში შეჰყავს.

დღეს ელიტა დეზინფორმაციას ფართოდ იყენებს, რათა დააბნიოს და მოატყუოს ისინი, ვინც სიმართლის გაგებას ცდილობს მიმდინარე მოვლენებზე.

კულმინაციურ მომენტში, როდესაც ნადა უკვე ტელევიზიის სახურავზეა, ჰოლი ისევ გამოჩნდება და ნადას ეტყვის, რომ სურს მისი დახმარება. მიუხედავად ამისა, მას უბრალოდ მისი მოკვლა სურს, რათა აღასრულოს თავისი მისია. ჰოლი იმ ადამიანთა რიცხვშია, რომლებმაც თავიანთი სულები მიჰყიდეს "მოსულთ", რომლებიც მიზნად ადამიანთა დაპყრობას და დამონებას ისახავენ. თუმცა, კაცობრიობის ბრძოლა "მოსულებისგან" გასათავისუფლებლად მაინც გრძელდება.

ნადა შესძლებს უცხოთა გადამცემის მოხსნას და იხსნის კაცობრიობას. ეს გმირული საქციელი უმსხვერპლოდ ვერ ჩაივლის - ნადა ამაღლებულ იდეალს, თავისუფლებისთვის ბრძოლას ეწირება. ამრიგად, ნადა ტიპიური გმირი ხდება, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა კაცობრიობის საკეთილდღეოდ - ის არის ადამიანის თავისუფლებისთვის თავდადებული მოწამე.
They Live
როგორც კი თანამგზავრული თეფში და ტელეანძა გამოირთვება, მასები შესძლებენ მსოფლიოს დანახვას ისე, როგორც ის არის სინამდვილეში; უცხოთა საძაგელი სახეები უკვე ყველასთვის აშკარავდება. მთელი მსოფლიოს ტელემაყურებელი ხვდება, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურ საინფორმაციო ცნობებს გადასცემდნენ, თურმე მათ აკონტროლებდნენ.


დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი "ისინი ცხოვრობენ" გადაწყვეტილია სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში, სიმბოლური სახით ის მძაფრად აკრიტიკებს მომხმარებლურ კულტურას, მისი შინაარსი ბევრად სცილდება ჩვეულებრივი უარყოფითი შეფასების ფარგლებს და ელიტის საიდუმლო მაკონტროლებელი სისტემების მამხილებელ ფილმად წარმოსდგება.

ფილმში მმართველი წრეები წარმოდგენილნი არიან განსხვავებული რასისა და ბუნების მქონე არსებებად, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს ბრბოდ, პირუტყვებად მიიჩნევენ. ფილმის ეს მინიშნება დღემდე აქტუალურია. დრო გადის, მაგრამ ფილმის სათქმელი დღემდე სათქმელად რჩება... და ეს ჩვენი შემაშფოთებელი რეალობაა.

სიმართლისთვის მებრძოლ მრავალ ადამიანს მთელს მსოფლიოში ესმის, რომ საგანთა და მოვლენათა არსი ისეთი როდია, როგორსაც ამას მმართველი "ელიტა" გვთავაზობს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. ფარული ელიტა გამუდმებით მუშაობს გლობალური სისტემის შესაქმნელად, რომელიც მის ინტერესებს მოემსახურება. ეს იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ერთი მსოფლიო მმართველი ეყოლება.

გმირები უკვე აღარ არიან. ყველანი შოუზე წავიდნენ. ისინი ყველაფერს ფლობენ. ყველაფერს ამ დაწყევლილ პლანეტაზე!

მასების დაბნელების საქმე რომ გაიადვილონ, მმართველები მათი ყურადღების გადატანას ცდილობენ ყოველდღიურობაზე, სენსაციებზე, გართობასა და სექსზე, უბედურებებსა და კატასტროფებზე...

შიში, გართობა და ხორციელი ვნებები... აი, ყველაზე უმთავრესი და უმძლავრესი იარაღი მმართველი ელიტის ხელში... ყველაფერი ისეა, როგორც ფილმის ავტორმა წარმოსახა სარეკლამო ბანერებისა თუ რგოლების, ფულადი ნიშნებისა თუ სხვა საქონლის მიღმა: "დაემონე", "დამორჩილდი", "იძინე", "დაეთანხმე"...

ფილმში "ისინი ცხოვრობენ" მსოფლიო ელიტის სისტემის არსი და კონტროლის მექანიზმები ისეა წარმოჩენილი, რომ ყველასთვის ადვილად გასაგები გახდეს. და ეს არცთუ იოლი ამოცანაა. თუმცა, სრულიად რომ გაიგო ფილმის შეტყობინება, შენ შენი "სათვალეები" უნდა გქონდეს... სამყაროს სხვისი თვალით არ უნდა უყურებდე...

პუბლიკაცია მომზადდა ინტერნეტ მასალების მიხედვით.

TOP. GE
Назад к содержимому