ხელოვნება - The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე და მისი ოკულტური შინაარსი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე და მისი ოკულტური შინაარსი
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/i2eg522unYs" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ვიდეოს სანახავად ქვემოთ დააჭირეთ წარწერას:

რატომ ატარებს The Weeknd-ი (1) მუდმივად ერთსა და იმავე ტანისამოსს? ვინ არიან ეს ბიჭები შებინტული სახეებით? მოდი შევხედოთ სუპერთასის ფინალში The Weeknd-ის იდუმალებით მოცული გამოსვლის ოკულტურ შინაარსს.

_________________
 
1. ეიბელ მაკონენ თესფეი (ინგლ.: Abel Makkonen Tesfaye; დაიბ. 16 თებ. 1990 წ. ტორონტო, კანადა), პროფესიონალურად ცნობილია, როგორც უიკნდ (The Weeknd) - ეთიოპიური წარმოშობის კანადელი მომღერალი. The Weeknd კონცერტით გამოვიდა სუპერბოულის (ინგლ. Super Bowl. ფინალური თამაში ამერიკ. ფეხბურთში) შესვენებაზე, რომელიც შედგა ქალაქში ტამპა (აშშ, ფლორიდის შტატი). კონცერტი მთლიანად შეგიძლიათ ნახოთ Youtube-ზე.
 
_________________

სუპერთასი, არსებითად, სპორტული ღონისძიებაა. მაგრამ, მასმედიის რეაქციის მიხედვით, მრავალი ადამიანი ნაკლებად არის დაინტერსებული საფეხბურთო მატჩით და უფრო COVID პოლიციის თამაშით ინტერესდება. შედეგი: Twitter-ის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბრბოში სოციალური დისტანცირების არარსებობაზე, და არ ესმით, რომ "ფანატების" უმრავლესობა უმეტესწილად კარტონის ფიგურებია. სხვა ადამიანები კი შეპყრობილნი არიან სტადიონზე ნიღბების ტარების საკითხით და თავს ესხმიან მათ სოციალურ ქსელებში.
 
როდესაც ეს უსიცოცხლო და უსიხარულო ადამიანები აქტიურად ეძებდნენ მიზეზს რაიმე უკმაყოფილება გამოეთქვათ საფეხბურთო მატჩის მიმართ, The Weeknd ცდილობდა ძველმოდური სიმღერებითა და ცეკვებით აემაღლებინა მათი განწყობა. დაახლოებით 14 წუთის განმავლობაში, მაყურებლები აკვირდებოდნენ წითლად შემოსილ The Weeknd-ს და საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: "რას ნიშნავს ბინტები?"
 
ამ თვალსაზრისით, The Weeknd-მა, როგორც მსახიობმა, თავისი სამუშაო კარგად შეასრულა: აიძულა ადამიანები დაევიწყებინათ არსებითი პრობლემები და ისინი საკუთარ მხატვრულ სამყაროში შეიყვანა. მაგრამ, როდესაც ვინმე წვდება ამ სამყაროს დანიშნულებას, ის იხსენებს კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას: გართობის ინდუსტრია - ეს არის სატანური ფსიქოპათების შხამიანი სანაგვე. და ნუ იფიქრებთ რამეს ვაჭარბებდეთ. სულაც არა!
 
ფაქტობრივად მთელი თხრობა, რომელიც The Weeknd-ს ეხება, სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებს.
 
 
ვარსკვლავბიჭუნა
 
The Weeknd-ის იდუმალებით მოცული გამოსვლის აზრი რომ გავიგოთ, საჭიროა შევხედოთ მის ალტერნატიულ პიროვნებას და მის ევოლუციას ბოლო თვეების განმავლობაში. რადგან, მანამ, სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, The Weeknd-ი თავის საჯარო გამოსვლებში რიტუალურ დრამას ათამაშებდა. მართლაც, კოსტიუმების და მაკიაჟის დახმარებით კანადელი მომღერალი გართობის ინდუსტრიაში თავისი გარდასახვის ისტორიას ჰყვება.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
The Weeknd დაზიანებული სახით იღებს ჯილდოს VMA 2020-ზე
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
The Weeknd შებინტული სახით იღებს ჯილდოს AMA 2020-ზე

მართალია, The Weeknd-ს ბევრს აქებს ინდუსტრია, მისი დალურჯებული ადგილები (ლებები) და სახვევები მიუთითებენ იმაზე, რომ დიდებისთვის ის უზარმაზარ საფასურს იხდის. მეტიც, ის ფაქტი, რომ მუდვმივად წითელ კოსტიუმში გამოდის - წითელი კი, მოგეხსენებათ, ოკულტურად არის დაკავშირებული მსხვერპლშეწირვასთან, - ამ გარემოებას ყველაზე თვალსაჩინოდ ადასტურებს.

მისი გამოსვლა სუპერთასზე ამ რიტუალური დრამის იდეალური დასრულება გახდა: თვითგამოცხადებული "ვარსკვლავთბიჭუნა" იმკის იმას, რაც მას, როგორც საყვარელ თოჯინას, გართობის ინდუსტრიამ მიუბოძა... მაგრამ რის ფასად?.. შეხედეთ მის გამოსვლას სუპერთასის ფინალზე და იმასაც, თუ როგორ შეესაბამება ის მის ყოლისმომცველ მონათხრობს.


შესვენების ცერემონია

The Weeknd-ის გამოსვლა დაიწყო შესავლით, რომელსაც პირქუში, სარიტუალო და სულიერი ელემენტები ახლდა.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
როდესაც რელიგიური სიმღერა გვესმის, ზემოდან ჩამოდის მანტიით შემოსილი და მანათობელი თვალების მქონე ფიგურა.

ჩამოსვლის შემდეგ ფიგურას მრავალი სხვა წითელთვალება "ანგელოზი" უერთდება.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
შემდეგ იხსნება დეკორაცია და ნათელმოსილი The Weeknd-ი ჩნდება

NFL-ის (National Football League (NFL) – "აპოკ." რედ.) ყოფილი მოთამაშის ლარი ჯონსონის თქმით, ამ გამოსახულებას ბიბლიური მნიშვნელობა ჰქონდა.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
ამ ბიბლიურ კონტექსტში The Weeknd იწყებს თავის გამოსვლას სიმღერით Starboy. ეს გახლდათ შოუს იდეალური დასაწყისი. სიმღერა Starboy ძირითადად იმაზეა, თუ როგორ ჰყიდის The Weeknd-ი თავის სულს, რათა ინდუსტრიის "ვარსკვლავი" გახდეს. სინგლის გარეკანიც ხომ ამის დასტურია:
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
სამი სვეტი ექვ-ექვსი სიმბოლოთი, საბოლოო ჯამში = 666
 
შემდეგ The Weeknd-ი ასრულებს სიმღერას The Hills, რომელიც ეხება ნარკოტიკებს და ჰოლივუდურ დეკადანსს. ვიდეოში ის ხვდება სატანურ პერსონაჟს, რომელიც მას ხელშეკრულებას სთავაზობს. სიმღერაში არსებობს მინიშნება უეს კრეივენის ფილმზე "გორაკებსაც აქვთ თვალები", რომელიც მუტანტ-კაციჭამიებზე მოგვითხრობს და, რომლებიც დევნიან და ჰკლავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს... ეს ყოველივე ძლიერ გვაგონებს ჰოლივუდის ოკულტურ ელიტას.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
სანამ The Weeknd-ი მღერის The Hills-ს , უკეთურთა "გუნდი" დახტუნაობს და ხელებით ლოცულობს, რაც შავი მესის გამოხატულებაზე მიანიშნებს.

ფსევდოსატანიზმის ამ გამოვლინების შემდეგ The Weeknd-ი ბრუნდება "ქვესკნელში", რომლიდაგან გამოვიდა. იქ ის ასრულებს სიმღერას Can't Feel My Face. აი ტვიტი, რომელიც ახდენს ამ ვითარების რეზიუმირებას.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
შემდეგ უცებ ვხედავთ ხალხმრავლობას.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
The Weeknd-ი გარემოცულია მასავით ჩაცმული კლონებით, ოღონდ შეხვეული სახეებით
 
ვინ არიან ეს ბიჭები და რას მოითხოვენ ჩვენგან?
 
Variety-სთვის მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში The Weeknd-მა მოკლედ განმარტა სახვევების მნიშვნელობა.
 
"თავზე მოხვეული ბინტები ასახავს ჰოლივუდის ვარსკვლავთა აბსურდულ კულტურას და იმ ადამიანებს, რომლებიც მანიპულირებადნი არიან გარკვეული მიზეზებით, რათა მოეწონონ სხვებს და მიიღონ აღიარება".
 
ეს არის მასმედიის ტიპიური განმარტება, რომელიც ეხება თემას, მაგრამ თავს არიდებს საქმის ნამდვილი არსის უფრო ბნელ ასპექტებს. სრულიად რომ გავიგოთ თუ რა ხდება, უნდა შევხედოთ სახეებს, რომლებიც გარს აკრავს The Weeknd-ის ბოლო ალბომს სახელწოდებით "After Hours".


After Hours
 
ალბომი "After Hours" გააპოპულარეს მუსიკალური კლიპებითა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც ერთობლიობაში პირქუშ და იდუმალებით მოცულ ისტორიას მოგვითხრობენ. ჩვენ არ შევუდგებით ამ მასალის დეტალურ ანალიზს, რადგან ეს მოსაწყენი საქმეა. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამ ისტორიაში დემონით შეპყრობილი და ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი The Weeknd-ი ლას-ვეგასის ქუჩებში დარბის.
 
შემდეგ მას სცემენ განგსტერები, ბოლოს კი ერთი ქალი თავს მოჰკვეთს. ამის შემდეგ ამ მოკვეთილ თავს პოულობს ორი ჰოლივუდელი გოგონა და... ისინი მასთან უცნაურ საუბარს გააბამენ.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
სინამდვილეში ვითარება უფრო უარესია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს
 
გოგონები კლავენ სტრიპტიზიორ-მამაკაცს და მის მხრებს The Weeknd-ის თავს მიაბამენ. შემდეგ ისინი სქესობრივ კავშირს ამყარებენ ამ მიცვალებულ ჰიბრიდთან... ირგვლივ სისხლია.
 
მთელი ეს ამაზრზენი სცენა ჰოლივუდზე და მისი დიდების სცენაზე მიუთითებს. The Weeknd-მა წაშალა საკუთარი პიროვნება, რაზეც საზოგადო ღონისძიებებზე სახეშეხვეული გამოსვლა მიანიშნებს.
 
გარკვეული ხნის შემდეგ, სახვევებს ამოფარებული The Weeknd-ი გარდაისახება (ვიდეო: Save Your Tears).
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
ვიდეოში "გადაარჩინე შენი ცრემლები" The Weeknd-ი გასიებულია და დეფორმირებულია. სახეზე მრავალი ნაიარევი აქვს, რომლებიც უთითებენ იმაზე, რომ ის "რეკონსტრუირებული" იყო
 
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
ამ ვიდეოში The Weeknd-ი სტუმრებისთვის გამოდის ვენეციანურ ნიღბებსა და ვითარებაში, რომელიც მოგვაგონებს ფილმს "ფართოდ გახელილი თვალები", რომელიც ოკულტური ელიტის სატანურ პრაქტიკაზე მოგვითხრობს

ამრიგად, თავის მოკვეთისა და ტრანსფორმაციის შემდეგ, The Weeknd-ი იღებს შესაძლებლობას გამოვიდეს ოკულტური ელიტისთვის. ამის შემდეგ ის გამოდის სუპერთასის ფინალში. მაგრამ ის მარტო როდია.
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასზე
კლონებით გარშემორტყმული Weeknd-ი
 
რატომ ვხედავთ აქ ასე მრავალ კლონს? იქნებ ეს შეხსენებაა იმაზე, რომ The Weeknd-ი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეცვლილ იქნას ელიტის მიერ? ბოლოს და ბოლოს, "ვარსკვლავბიჭუნა" რომ გამხდარიყო მას უნდა გაევლო ღრმა ტრანსფორმაცია, რომელმაც მისი სრული დენატურიზაცია მოახდინა. პროცესში ჩართულია ნარკოტიკები, ძალადობა, წამება, დემონებით შეპყრობილობა და დისსოციაცია (რაც წარმოდგენილია თავის მოჭრის სცენით).
 
The Weeknd-ის გროტესკული სახე ვიდეოში "Save Your Tears" - ეს არის მხატვრის დამახინჯებული სულის გამოხატვა, რომელმაც გადაიტანა დიდი ტრავმა იმისთვის, რათა ინდუსტრიის პოპულარული და საყვარელი მსახიობი გამხდარიყო. და თუკი ის ოდესმე აღდგება სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ის შექმნა, სხვა დაპროგრამებული კლონი მზად არის მისი ადგილის დასაკავებლად.
 
 
დასასრულ
 
The Weeknd-ის გამოსვლა სუპერთასის ფინალში, როგორც ჩანს, წარმოადგენს თხრობის დსრულებას, რომელიც უკვე რამოდენიმე თვეა გრძელდება. მუსიკალური ვიდეოკლიპებისა და ცოცხალი გამოსვლების დახმარებით მომღერალი ჰყვება ისტორიას დიდებაზე, სიმდიდრეზე და ყოველივე ამის ჭეშმარიტ ფასზე. ეს ისტორია გაფართოვებულია და "დამტკიცებულია" თვით მასმედიის მიერ, რადგან მას შესაძლებლობა მიეცა გაეთამაშებინა თავისი პიროვნება დედამიწის ყველაზე დიდ სცენებზე. წარმოჩენილი პერსონაჟის როლში მოიპოვა რა ჯილდოები და წარდგა რა უამრავ მედია-ღონისძიებაზე, The Weeknd-მა Super Bowl Halftime-ში მასებს აჩვენა თავისი პერსონის (და საერთოდ, შოუ-ინდუსტრიის თოჯინების) ბნელი მხარე.
 
საბოლოოდ ამ ისტორიის მორალი ასეთია: ღირს საკუთარი სულის გაყიდვა... სანამ თავს არ მოგაჭრიან. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შოუ - ეს არის შეხსენება იმისა, თუ ვინ მართავს "წარმოდგენას" სინამდვილეში, რომელიც უნდა მოვიხმაროთ იზოლაციის პირობებში.

წყარო: vigilantcitizen.com

საიტი "აპოკალიფსისი". 16 თებერვალი. 2021 წ.
Назад к содержимому