ხელოვნება - სიმბოლური ფოტოსურათები - 2024/1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
სიმბოლური ფოტოსურათები
(2024/1)
ილუმინატების ხელოვნება
ამ სტატიაში: ქლოია კარდაშიანი სუპერ-სატანურ ფოტოსესიაში, კაილი ჯენერი ილუმინატების სუპერ-ფოტოსესიაში და, კიდევ იმის შესახებ, რომ მოდის სამყაროში ხდება საშინლად არასწორი ამბები.
 
ჟურნალმა TMRW (1) ამასწინათ ქლოია კარდაშიანს მიუძღვნა ას გვერდზე მეტი, რომელშიც შედის დეტალური ინტერვიიუ და მასშტაბური ფოტოსესია. შეიძლება ვიკითხოთ: რატომ ის? რა შექმნა ასეთი? რას მიაღწია? ეს კითხვა 20 წლის მერეც რომ დავსვათ პასუხს იგივეს მივიღებთ: არაფერი! ის არის სახელგანთქმული პირი, რადგან ასე ბრძანა მასმედიამ. ამიტომაც ცდილობს მის გამოყენებას ყოველგვარი ამაოებისთვის ოკულტური ელიტა.
 
________________
   
1. TMRW (ინგლისურ სლენგეზე ნიშნავს "ხვალ"), მისი ალტერნატიული სახელწოდებაა TMRW Magazine, - ამერიკული მულტიპლატფორმული ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია მუსიკალურ და კულტურულ ჟურნალებზე.
 
________________



TMRW-ს გარეკანზე ქლოიას ცალი მკერდი მოშიშვლებული აქვს და ის ვაშლითაა დაფარული. ეს ძალიან სიმბოლურია, ოკულტურია და სატანურიც კი გახლავთ.



თავისი განდობის პროცესში დამწყები მასონები იშიშვლებენ ერთ მკერდს და ერთ ფეხს. როგორც სხვა სტატიებიდან ჩანს, მრავალრიცხოვანი მოკაზმულობა, რომელსაც სახელგანთქმული პირები ატარებენ, ამ პრაქტიკას ოკულტური ელიტისადმი მიძღვნილ ხარკს უწოდებენ. ამ მიზეზით ხლოიას კაბაც აშიშვლებს ცალ მკერდს და ცალ ფეხს.



ქლოია და გველი კბეჩენ ვაშლს. ეს არის აშკარა მინიშნება ლუციფერზე, რომელმაც ევას ედემის ბაღში ცნობილი აკრძალული ხილი შესთავაზა. ამ ფოტოსურათზე ქლოია დიდი ენთუზიაზმით კბეჩს ვაშლს, რაც გულისხმობს რომ ის და მისი ჯადოქრების შაბაში ლუციფერის მხარეს დგანან. ამ ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ ვაშლი მასონურ სიმბოლოებთან კავშირში, წარმოადგენს მინიშნებას ოკულტურ ელიტაზე და მის ლუციფერიანულ მსოფლმხედველობაზე.



ამ ფოტოსურათზე ქლოია სიმბოლურად დაბრმავებულია და აქსესუარის მეშვეობით დამუჯებულიც. მისი თვალები შეცვლილია ოკულტური ელიტის "ყოვლისმხედველი თვალით".



სხვა ფოტოსურათზე ქლოია გვიჩვენებს ცალი თვალის მკაფიო და უცდომელ ჟესტს. გზავნილი ასეთია: ის არის ოკულტური ელიტის ინსტრუმენტი. Instagram-ში განთავსებული კომენტარების მიხედვით, ადამიანები სრულიად გაცნობიერებულნი არიან ამ გზავნილის მიერ. და მათ სძულთ იგი. მაგრამ ეს სახელგანთქმული პირები მაინც აგრძელებენ ამის კეთებას, რადგან მათ სხვანაირად უკვე აღარ ძალუძთ.
 
ამ დროს ქლოია კარდაშიანის ნახევარდა კაილი ჯენერი ჟურნალ "ინტერვიუსთვის" (Interview) სიმბოლურ ფოტოსესიაზე გადაიღეს. კარდაშიანის კლანის წევრები არ განიცდიან მასშტაბურ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, მაგრამ ისინი ბეჯითად მუშაობენ და ოკულტური ელიტის სიგიჟეს პროპაგანდას უწევენ.


                                             
 ფოტოსესიაში კაილის თავს ესხმის გიგანტური და ამაზრზენი მწერი. იძულებითი კონტაქტი არსებებთან, რომლებიც ზიზღს იწვევს, - ეს პროგრამა "მონარქის" მეშვეობით გონებაზე კონტროლის ერთ-ერთი მეთოდია. ის განკუთვნილია წამებისა და მკ (2) მონათა ტრავმირებისთვის.
 
________________
 
2. პროექტი МКULTRA (ინგლ. Project MKULTRA, ასევე ცნობილია, როგორც МК-ULTRA) — აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის კოდური სახელწოდება, რომლის მიზანია ცნობიერების მანიპულირების საშუალებათა ძიება და შესწავლა, მაგალითად, აგენტების დასაქირავებლად ან დაკითხვებიდან ცნობების ამოსაღბად, კერძოდ ფსიქოტროპული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით (რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე).
 
________________


 
აქ კაილი იმყოფება თხრილში, სადაც გაჭედილია კაპსულის მსგავს მოწყობილობაში.




კაილის მამა ბრიუს ჯენერი ასევე გაჭედილია კაპსულაში კარდაშიანის 2013 წლის საკმაოდ სიმბოლურ საშობაო მისალოცზე, რომელიც დეივ ლაშაპელემ გადაიღო. მის გვერდით დგას მანეკენი თავისი ოქროს ოლიმპიური მედლებით. ამის შემდეგ მალევე ბრიუს ჯენერი ქალად გადაკეთდა.
 
 
იმავე საზეიმო გახსნაზე კაილი და კენდალ ჯენერები პოზირებენ ილუმინატების ნამდვილი პირამიდის წინაშე. პირამიდის ქვემოთ იმყოფება საკულტო ყუთი Wheaties, რომელზეც გამოსახულია მათი მამა ბრიუს ჯენერი.
 
 
დავუბრუნდეთ ჟურნალ Interview-ს ფოტოსესიას. კაილი ახლო ეცნობა გველს. ამ ოჯახს ძალიან ყვარებია გველები... იმის გამო, რასაც წარმოადგენენ ისინი.
 

 
ზემოთ ნანახის დასადასტურებლად - ოკუკლტური ელიტის ნაგავი, კაილი უშეცდომოდ აკეთებს ერთი თვალის ნიშანს.

როდესაც ერთი თვალის ნიშანზე ვლაპარაკობთ, ბოლო კვირეებში ის ჩნდება ყველგან. აი რამოდენიმე მაგალითი:


 
Adidas-ის ახალი ბოტასი სახელწოდებით "მტაცებელი". "რეალის" ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი მისით ერთ თვალს იფარავს. იქნებ აუხსნას მას ვინმემ, როგორ ატაროს ფეხსაცმელი? ჩანს, დაავიწყდა...

 
 
 
ბოლო დროს დენიელ კალუია გადაიღეს ისეთ გრანდიოზულ ფილმში, როგორიცაა "შავი პანტერა". ამიტომაც მას მოუწია დაქვემდებარებოდა თავის მმართველ ელიტას. შედეგი: აშკარა ცალი თვალი ჟურნალ High Snobiety-ის გარეკანზე, რომელიც გვეუბნება: "დიახ, ახლა ჩემი რიგია ვაკეთო ეს სისულელე, რადგან მე ჯერაც მსურს ვიმუშაო ჰოლივუდში".
 
 
ეს არის ილუზიონისტ დევიდ ბლეინის პროფილის ფოტო გადაღებული IG-ში. აქაც მკაფიოდ ჩანს მხოლოდ ერთი თვალი. ეს რა შეტყობინებაა? თქვენ იცით თუ რასაც ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი.



 
 თავისი შოუს "შეუძლებელია"-ს წასაწევად დევიდ ბლეინი აშკარად არეკლამებს ერთი თვალის იდეას. თითქმის ყველა კომენტარი მიანიშნებდა ილუმინატების სიმბოლიზმზე. სხვა კომენტარებში კი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ბლეინი ახლოსაა ეპშტეინთან, და არც ცდებიან.


 
ჩანაწერები აჩვენებენ, რომ დევიდ ბლეინი მინიმუმ სამჯერ ეწვია სავახშმოდ ეპშტეინს. "ერთი თვალის" ნიშანი ამ ავადმყოფური სისტემისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს.




კიდ კადის (Kid Cudi) ახალი ალბომის Insano-ს გასაპიარებლად რამდენიმე ქალაქში დაიდგა 30 ფუტის სიმაღლის ქანდაკებები, მათ შორის პარიზსა და ლოს-ანჟელესში. ავისმომასწავებელი ქანდაკება მანათობელი თვალებით დემონურად გამოიყურება. ანალოგიური სარეკლამო ტრიუკი გამოიყენეს სხვა მომღერლებმაც, მაგალითად Doja Cat-მა. ეს არის ელიტის კულისებსმიღმა მეთოდი საჯაროდ გამოფინოს დემონური ქანდაკებები.


 
სათაურები რომელთაც სძულთ ეს ქანდაკებები.
ზედა სათაურში ნათქვამია, რომ კიდ კადიმ "თავისი სული გაჰყიდა".
 


 
ბოლო წლებში კიდ კადი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გეი, პუბლიკის წინაშე ქალის კაბაში ჩაცმულად გამოდის. ეს უბრალო კაბები კი არ არის, არამედ დამამცირებელი კაბებია. ამ ფოტოსურათზე კადი სინამდვილეში გამოიყურება ისე, თითქოსდა მას ეს ესაა დარგის ხელმძღვანელებმა შეურაცხყვეს.
 
 
სხვათა შორის, ინდუსტრიის მარიონეტების დამცირებაზე თუ ვილაპარაკებთ:


 
ბენი ბლანკო (პროდიუსერი, რომელიც ასევე სელენა გომეშის ბოიფრენდია) მოხუცი ქალის ამ ტანისამოსს "წლის მამაკაცის" GQ წვეულებაზე ატარებს. დიახ, "წლის მამაკაცის" წვეულებაზე. ეს განა დამცირების მორიგი რიტუალი არ არის?
 
ვიხილოთ კიდევ რამოდენიმე ფოტოსურათი.



შოუს "ვარსკვლავი" გახდა ამაზრზენი რობოტი-ბავშვი, რომელიც ხელში მოდელს ეჭირა. ზოგიერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ის უცნაურად წააგავს სხვა ბავშვ-რობოტს, რომელსაც "მოდის" კონტექსტში იყენებენ.




ფრენკ ოუშენი დასეირნობდა მწვანე რობოტი-ბავშვით გალა კონცერტზე MET 2021 (ეს არის ინდუსტრიის მონათა ყოველწლიური აღლუმი). რატომ იყენებენ ეს ადამიანები ბავშვებს მოდური აქსესუარების სახით? იმიტომ, ხომ არა, რომ ისინი არიან პედოფილების ჯოგი?
 
 
შესაძლოა ჩემი კომენტარები უადგილო ყოფილიყო, რომ არა პარიზის მოდის კვირეულის სტუმრები, რომლებიც ბუკვალურად კინოს ბოროტმოქმედებად გამოიყურებოდნენ.

 
 
 
დიახ, ესენი არიან ახირებული ტიპები, რომლებიც უგულშემატკივრებენ ბავშვ-რობოტებს.
 
 
მოდი, ორიოდ სიტყვით ვთქვათ მოდის პედო-ტენდენციებზეც.



გახსოვთ, როგორ გაუშვა Balenciaga-მ (2) კომპანია ბავშვების მონაწილეობით, რომელიც შეიცავდა პედოფილიის ყოველგვარ სახეს, ისეთს, როგორიცაა პლუშის BDSM დათუნები? კიმ კარდაშიანს ეს არ აღელვებს, რადგან ახლა ის არის ბრენდის წარმომადგენელი. ილოცეთ მისი შვილებისთვის.
 
 
________________
 
2. Balenciaga – მდიდრული მოდის ფრანგული სახლი, რომელიც სან-სებასტიანში (ესპანეთი) დაარსდა 1919 წელს. მისი დამაარსებელია ესპანელი კუტურიე კრისტობალ ბალენსიაგა. Balenciaga აწარმოებს მზა ფეხსაცმელებს, ჩანთებს და აქსესუარებს, ასევე ახდენს თავისი სახელწოდებისა და ბრენდ Coty-ის ლიცენზირებას პარფიურმერიისთვის. დღეისთვის ის ეკუთვნის ფრანგულ კორპორაციას Kering.
________________
 
 
Cosmopolitan — მოდისა და გართობის ყოველკვირეული ჟურნალი ქალებისთვის. ის შეიცავს ახალ ამბებს ცნობილ ადამიანებზე, მოდურ ტენდენციებზე და რჩევებს ურთიერთობებისთვის. ასევე რეკლამას უკეთებს სატანურ აბორტებს.
 

ჟურნალმა Cosmopolitan სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტოსურათების სერია, რომლებიც ეწევიან არა მარტო აბორტის პროპაგანდას... არამედ სატანურ აბორტებსაც, რომელიც ორგანიზებულია სატანის ტაძრის მირე. სურათზე გამოსახულია ნიშანი ერთი თვალით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ოკულტური ელიტაში ყველანი შეპყრობილნი არიან ბავშვთა მსხვერპლშეწირვით.




ამ ფოტოზე გადმობრუნებული ჯვარი სიმბოლურად გვეუბნება იმას, რომ ეს აბორტები რიტუალური მსხვერპლშეწირვებია, რომელიც ეძღვნება სატანას. თუ გნებავთ ძველმოდური მიწოდეთ, მაგრამ ეს საკმაოდ გიჟური კონცეფციაა, რომელსაც ავითარებს მეინსტრიმული ჟურნალი.
 
 
მადლობა ყველას ვინც გამოგვიგზავნა ფოტოსურათები.
 
 
წყარო: vigilantcitizen.com

მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისი" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому