ხელოვნება - Rammstein-ის სკანდალური დაბრუნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

Rammstein-ის სკანდალური დაბრუნება

ანუ

მიგრანტები, ახალი მსოფლიო წესრიგი და ადამიანთა სკანირება

Rammstein - Deutchland
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NeQM1c-XCDc" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

10 წლიანი დუმილის შემდეგ Rammstein-ი დაბრუნდა და საკმაოდ სკანდალურად.

ლეგენდარულმა გერმანულმა როკ-ჯგუფმა Rammstein-მა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ვიდეო-კლიპი გამოუშვა. YouTube-ზე გამოქვეყნებულ კლიპში (სიმღერა "Deutschland") ჯგუფის მონაწილეები ერთ ეპიზოდში საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებად წარსდგნენ.

ვიდეოზე მუსიკოსები ჩაცმულები არიან ზოლებიან ფორმაში და დგანან ეშაფოტზე, რომელიც მომზადებულია მათ ჩამოსახრჩობად. ჯგუფის სოლისტის ტილ ლინდემანის სახე სისხლითაა მოთხვრილი, ხოლო გიტარისტ პაულ ლენდერსის მკერდზე დავითის ვარსკვლავი ჩანს.

გერმანიის ებრაულმა თემმა ამ მუსიკალური კლიპის გამო თავისი უკმაყოფილება გამოთქვა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ჰოლოკოსტის თემა არ უნდა იყოს გამოყენებული გართობის მიზნით. მათ ასევე განაცხადეს, რომ Rammstein-ის ახალი ქმნილება ამაზრზენია და ქარაფშუტული.

თვით მუსიკოსები დავაში არ ერევიან და დუმილს ირჩევენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი, რომელიც 1995 წელს დაარსდა, მთელი თავისი შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში გახვეულია ათასგვარ სკანდალებში, რომლებიც დაკავშირებულია გარყვნილებასთან, ძალადობასთან და სისასტიკესთან.

ამრიგად, 2019 წლის 28 მარტს გამოვიდა Rammstein-ის ახალი კლიპი სახელწოდებით "Deutschland". ნაცისტური სიმბოლიკის გარდა, კლიპი შეიცავს სისასტიკისა და ეპატაჟის მრავალ სცენას. გერმანიის ებრაელთა ცენტრალური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის შარლოტა კნობლიხის აზრით, ""Rammstein"-ის მიერ მილიონობით ებრაელის ტანჯვისა და მკვლელობის გამოყენება გართობის მიზნით, ქარაფშუტული და ამაზრზენია".

ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში გერმანული ტაბლოიდი Bild-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საკულტო ჯგუფი Rammstein-ი თავისი მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებდა.

მაგრამ არა, გდრ-ს ყოფილ მოქალაქეთა აღმაშფოთებლად არაპოლიტკორექტული ჯგუფის დასამარება ჯერ ადრეა. მიუხედავად კოლექტივისა და მისი მონაწილეების საკმაოდ სოლიდური ასაკისა ჯგუფის წევრები შორს არიან იმ აზრისგან, რომ შეწყვიტონ მუსიკალური კარიერა. დაბრუნდება შედგა სრული სიძლიერით და ხმაურიანი სკანდალით.

Rammstein 2

Rammstein-ის ახალმა კლიპმა "Deutchland" ("გერმანია") უმაგალითო აჟიოტაჟი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში მან YouTube-ზე 6 მლნ. ნახვაზე მეტი შეაგროვა; მოცემული მომენტისთვის კი უკვე 15 მლნ-ს გადააჭარბა.

კლიპში სიურეალისტური ფორმით მისი დღევანდელი მულტიკულტურალისტური მდგომარეობის პრიზმაში ნაჩვენებია გერმანიის მთელი ისტორია. ვიდეორგოლის მთავარი გმირი, თვით მუსიკოსების გარდა, გახდა 28 წლის შავკანიანი მოდელი, ბერლინის დრამატული თეატრის მსახიობი რუბი კომი, რომელიც კლიპში გერმანიას განასახიერებს.

აი, მისამღერის სტროფები:

Deutschland mein Herz in Flammen
გერმანიავ, ჩემი გული აალებულია

Will dich lieben und verdammen
მინდა მიყვარდე და გწყევლიდე

Deutschland
dein Atem kalt
გერმანია, რაოდენ ცივია შენი სუნთქვა

So jung, und doch so alt
ასეთი ახალგაზრდა ხარ და ამავდროულად ძლიერ ბებერიც

Deutschland
deine Liebe
გერმანიავ, - შენი სიყვარული -


Ist Fluch und Segen
ეს წყევლა და კურთხევაა

Deutschland
meine Liebe
გერმანიავ, განა ჩემი სიყვარული

Kann ich dir nicht geben
არ შემიძლია შენ მოგიძღვნა?

Deutschland!
გერმანია!

Deutschland!
გერმანია!


გერმიანიის ფედერალური მთავრობის რწმუნებული ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში ფელიქს კლაინი (ყოფილი რწმუნებული გფრ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში ებრაულ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ანტისემიტიზმის პრობლემატიკასთან დაიკავშირებით, ანტისემიტიზმის გამოვლინების საერთოგერმანული რეგისტრის შექმნის იდეის ავტორი) აცხადებს, რომ მუსიკოსებმა "ყოველგვარი ზღვარი გადალახეს".

"Rammstein-მა ზღვარი გადალახა, დაარღვია ნებადართულის ყოველგვარი საზღვარი", - განაცხადა გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა შარლოტა კნობლიხმა. მან ჯგუფი დაადანაშაულა "ჰოლოკოსტის დამცირებასა და მის ინსტრუმენტალიზაციაში", რაც "ქარაფშუტულად და ამაზრზენად გამოიყურება". ბავარიული მემორიალების ფონდის განრისხებულმა დირექტორმა კარლ ფრელერმა Rammstein-ი დაჰაუს ყოფილ საკონცეტნრაციო ბანაკში მიიწვია: "ჰოლოკოსტის არაადამიანური ტანჯვა უფლებას არ იძლევა ეს თემები გამოყენებულ იქნას არასერიოზული განზრახვით". მუსიკოსების მისამართით წყევლა-კრულვა გაისმის სხვადასხვა ქვეყნების ებრაული თემების მხრიდანაც. ნეგატიურად შეაფასა ჯგუფის "სკანდალური" გამოსვლა რუსეთის ებრაულ თემთა ფედერაციის საზოგადოებრივ კავშირთა დეპარტამენტის მეთაურმა ბორუხ გორინმა. ამასთან ის მიიჩნევს, რომ "ბრძოლა წიგნების, სპექტაკლებისა და მუსიკის წინააღმდეგ - საშიში გზაა".

გერმანიის მასმედიის უმეტესობამ ნეგატიურად აღიქვა Rammstein-ის ახალი ნამუშევარი და მას "მკაფიოდ დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა.

YouTube განთავსებულია გაფრთხილება იმაზედ, რომ ვიდეოს შინაარსი შეიძლება მიუღებელი იყოს მაყურებლისთვის, ხოლო მის მნახველებს ევალებათ დაადასტურონ, რომ 18 წელზე მეტი ხნისანი არიან. ვიდეორგოლზე კომენტარები გამორთულია.

საინტერესო აზრებს გამოთქვამენ ბლოგერებიც, რომლებიც კლიპში სიმბოლურ მინიშნებებს ხედავენ. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს.

Gladiatorebis sherkineba

ერთ-ერთი ბლოგერი წერს: "Rammstein-ის ბოლო კლიპმა საკმაოდ საინტერესო განხილვა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თქმა უნდოდათ მუსიკოსებს თავიანთი ეპატაჟური ქმნილებით. ქსელში უკვე უამრავი კომენტარი დაიდო სადაც კითხულობენ თუ რაზეა კლიპში ლაპარაკი? საიდან შავკანიანები? ვერ ხვდებიან თუ რისთვის იყო ეს საჭირო?

ზოგიერთი მომენტის გამოკლებით გზავნილი საკმაოდ გამჭვირვალეა. კლიპში შავკანიანი გერმანიის როლს თამაშობს (ამის შესახებ პირდაპირ ტიტრებშია მითითებული). ამისთვის სპეციალურად შეარჩიეს 1991 წელს "ახალ გერმანიაში" დაბადებული მსახიობი ქალი, რომელიც ამ გერმანიის თანატოლია. შავი გერმანია - ეს არის ახალი, მულტიკულტურალური და ტოლერანტული გერმანია, რომელიც გფრ-ს მიერ გდრ-ს შთანთქმის შემდეგ გაჩნდა.

ამ "ახალი გერმანიის" მხრებზეა დიდი და პირქუში წარსული. ეს გერმანია თავის წარსულს ხედავს და შეიგრძნობს მასთან კავშირს (რომის იმპერიის არმინიულ ბარბაროსულ ტომებთან და რეფორმაციასთან, ნაციზმთან და კომუნიზმთან, ორ ქვეყნად გაყოფილ ერთან), მაგრამ მას მომავალი არა აქვს, რადგან ის, ვინც აკონტროლებს აწმყოს, წარსულსაც აკონტროლებს.

წარსულის მოვლენები ნაჩვენებია ახალი მულტიკულტურალური გერმანიის პრიზმაში, რომელსაც ტევტობურგის ტყის ახლოს ვხვდებით, სადაც პირველად იგრძნო გერმანელთა დაუოკებელმა სულმა რომაელ ლეგიონერთა ძალი.

შუასაუკუნეებსა და ახალ დროებაში ჩვენ ვხედავთ გაუცხოებას, განყოფას, გერმანელთა ბრძოლას ერთმანეთთან და ვიღაცის წინააღმდეგაც (გერმანელები ეს მეომარი ხალხია, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა, როგორც საკუთარ თავს, ასევე - სხვებსაც. მათი სიდიადე ფეხდაფეხ მისდევს მათსავ სისასტიკეს), ეკლესიის ძალაუფლება, რომელიც მოიცავდა მთელ გერმანიას, მაგიდის ქვეშ კი გაჩაღებული იყო სხვადასხვაგვარი სოდომია (მინიშნება ეკლესიის მორალურ გახრწნაზე).

20-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ვხედავთ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ ინვალიდ გერმანიას. შემდეგ გრძელდება შიდა განხეთქილება რომელიც გამოწვეული იყო 1918 წლის რევოლუციით - გერმანელთა ურთიერთ კონფლიქტი საზოგადოებას ორად ჰყოფს - კომუნისტებად და ნაცისტებად (კასტეტებით ჩხუბი ეს არის კომუნისტებისა და ფაშისტების ჩხუბი 20-ანი წლების მიტინგებზე).

"გინდენბურგის" დაღუპვასთან ერთად იღუპება გერმანიის ტექნოლოგიური ოცნება, რომელიც პირქუში ეპოქის დადგომას იუწყება, ხოლო რაკეტათმშენებლობის მიღწევები საკონცენტრაციო ბანაკების პატიმართა ძვლებს ეფუძნება (ჩამოხრჩობით სჯიან ებრაელებს, ჰომოსექსუალისტებს, კომუნისტებს და ა. შ.0.

საკონცენტრაციო ბანაკის სცენა ეს არის ნაცისტური ტექნოლოგიური სიძლიერის მეორე მხარე. წიგნების დაწვის სცენა პირდაპირ მიუთითებს კათოლიკური ეკლესიის კავშირს ნაცისტებთან, ხოლო ინკვიზიციის კოცონები პირდაპირ კავშირშია წიგნების დაწვასთან მესამე რეიხში.

გერმანიის პირქუში მხარე მას მთელი ეპოქების მანძილზე გასდევს. ამ პლანში სასაცილოა Rammstein-ის მიმართ გამოთქმული საყვედური, რომ მას არ ესმის ნაციზმის არსი - პირიქით, მათ ეს სხვებზე უკეთ ესმით, აქედან მოდის არაპოლიტკორექტული თემები ტექნოლოგიური წინსვლის შესახებ გენოციდის ფონზე და ნაცისტების კავშირზე ბნელეთის კათოლიკე მოციქულებთან.

შემდეგ მოდის ომისშემდგომი ეპოქა, გდრ-ს პარტმუშაკებით, რომლებიც შამპანიურს სვამენ, კოცნიან ბრეჟნევს და საბჭოურ კოსმიურ ხომალდებზე კოსმოსში დაფრინავენ (უკანა პლანზე შეიძლება შევნიშნოთ მუზარადი წარწერით СССР), ასევე გფრ-ში მოქმედი RAF-ის ბოევიკებითა და პოლიციის მიერ დარბეული მასობრივი პროტესტებით.

ამ სცენებს წითელ ზოლად გასდევს ელიტის ხალხისგან მოწყვეტის თემა. ერის განხეთქილება ორ სახელმწიფოდ არ ქრება - გერმანელთა გაუცხოება გდრ-სა და გფრ-ს შიგნით გრძელდება. კედელი ინგრევა, გერმანელები ერთმანეთს ეხვევიან, მაგრამ უკეთესობა მაინც არ მოდის.

"ახალი გერმანიის" მულტიკულტურალური ელიტა, ისევე როგორც გფრ-ს ელიტა, ხალხისგან ხელკეტებით, ცრელმსადენი გაზებით, პოლიციელთა ძაღლებითა და კბილებამდე აღჭურვილი პოლიციელებით არის გარშემორტყმული. პროტესტები და გაუცხოებანი გრძელდება.

ახალ მულტიკულტურალურ გერმანიას, რომელიც მომავლისკენ უნდა მიემართებოდეს, მშობიარობის დრო დაუდგება, მაგრამ შვილების ნაცვლად ის შობს ძაღლებს, რაც პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ გერმანელებს აქ უკვე ჩაანაცვლეს მიგრანტები და ახალი გერმანია აწარმოებს არა გერმანელებს, არამედ უცხოებს.

სცენები კოსმონავტების მონაწილეობით ასახავს მომავალს, სადაც გერმანია, რომელიც უკვე შავკანიანი გახდა, ბროლის კუბოში განისვენებს, ირგვლივ კი ყოფილი სიდიადის მკვდარი სიმბოლოები აღმართულან - მონუმენტალური არქიტექტურა და  U-Boat - გერმანიის შემოქმედებითი და გამანადგურებელი საწყისი.

არავინ ჩანს, ვინც შეძლებს მოსიყვარულე კოცნით გერმანიის გაღვიძებას (მძინარე მზეთუნახავის თემა ჯგუფმა უკვე გაითამაშა კლიპში Sonne), რაც ირონიულია სიმღერის ტექსტის ფონზე, სადაც მუსიკოსები მღერიან გერმანიისადმი სიყვარულის სიძნელეზე, რომელიც ესოდენ დიადი და საშინელია და, რაც მას თან სდევდა მთელი გერმანული ბობოქარი ისტორიის განმავლობაში სდევდა.

ბოლოს კუბოს გერმანიის გვამით კოსმოსის უკიდეგანო სიცარიელეში გააგზავნიან, რაც გერმანიის საბოლოო დაღუპვაზე მიანიშნებს. კლიპი აშკარად მიუთითებს მიზეზებზეც - გერმანელთა შინაგანი გაუცხოება, რომელიც მას, როგორც ერს მთელი ისტორიის განმავლობაში თან სდევდა; ეს ამავდროულად არის გერმანელთა, როგორც ერის გადაშენება მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის გატარების შედეგად.

Rammstein-ის კლიპი წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას, რომ გერმანიაში რაღაც ისე ვერ მიდის. აქედან მომდინარეობს ადამიანთა უფლებების დამცველთა, სიონურ და პარტიულ ორგანიზაციათა ბობოქარი რეაქცია მისი შინაარსის გამო.

ეპატაჟური სახეებისა და მხნე მუსიკის მიღმა, იმალება სრულიად კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოხატულება, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა პოლიტიკის წინააღმდეგ. მთლიანობაში კლიპი "გერმანია" უდავოდ არა მარტო ოსტატური ეპატაჟია და 80-ე დონის ტროლინგია, არამედ ეს ამავე დროს გახლავთ სერიოზული განაცხადი გერმანიის მომავალზე, მისი, როგორც ერის განვითარების უნარზე, რომელიც მომავალში უნდა იკვლევდეს გზას.

მაგრამ კითხვაზე - საითკენ მიექანება "ახალი მულტიკულტურალური გერმანია", ლინდემანი და Co ნათელ და გამჭვირვალე პასუხს იძლევიან - ბროლის კუბოსკენ. ეს კლიპი უდავოდ კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, რადგან მასში უამრავი ალუზიები, ალეგორიები, ქვეტექსტები და დაფარული მინიშნებებია, რადგან ის სწორედ აქეთკენ უბიძგებს მის მაყურებელს. ამიტომაც კლიპი ნამდვილად დიდებული ქმნილებაა, როგორც აუდიოვიზუალური, ასევე აზრობრივი კუთხითაც. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, Industrial Metal-ის ვეტერანებმა საქმით დაამტკიცეს, თუ კიდევ რა შეუძლიათ.

"სიმღერის მთელი არსი, - წერს სხვა ბლოგერი, - სიტყვების
"über allen"-ის "über alles"-სით ჩანაცვლებასა და შავკანიანის ნამდვილ პიროვნებაში მდგომარეობს. "უბერ ალეს" - ეს არის "უპირველეს ყოვლისა". "უბერ ალენ" კი - ყველაზე მაღლა. ვოკალისტმა სპეციალურად შეცვალა ბოლო ასო, რადგან ის სრულიად ცვლის მის აზრს. "ყველაზე მაღლა" ნიშნავს გერმანიის მოწყვეტად თავისი მოქალაქეებისგან, თავისი შვილებისგან და ამავდროულად ამპარტავნებას, მედიდურობას, სიამაყეს. მოკლედ, გერმანია ეს არის საკუთარ ნიადაგსა და ხალხს მოწყვეტილი ზეუცხო არსება, რომელიც სადღაც დედამიწის ზემოთ, კოსმოსში, ყველაზე მაღლა დაფარფატებს. მას თავი ზეკაცად წარმოუდგენია.

საინტერესოა წითელი სხივების თემაც. ჩემი აზრით ეს არის ლუციფერის დაცემის კვალი, რომელიც იმ შავკანიანში ჩასახლდა, ანუ გერმანიაში, როდესაც ის ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო, შემდეგ კი ეს სხივები იარაღი გახდა. ძაღლებიც ხომ ამ სხივიდან იშვნენ. აქვე ვხედავთ ალუზიებს ქრისტიანულ თემაზე. მონაზვნები უკუღმა ეზიარებიან - ჭამენ ხორცს, მაგრამ არა ქრისტესი, არამედ მეძავისას, რომელშიც სწორედ ეს წითელი სხივი ჩასახლდა, მაგიდის ქვეშ კი მის საპატივცემოდ მაგიურ-სატანური ორგია გამართულა.

სხივები ამავე დროს სკანერებს, ანუ ლაზერულ იარაღს მოგვაგონებენ - ეს არის აშკარა და საიდუმლო იარაღის სიმბოლო, რომელიც გულისხმობს კონტროლს ინფორმაციაზე და შეგვახსენებს აპოკალიფსისის მხეცს თავისი "გამოსახულებით", ანუ ე. წ. "ბეჭდით", რომლითაც დაასკანერებენ ადამიანებს.

ამგვარი სხივების სახე წარმოადგენს ინფორმაციაზე კონტროლის იარაშის სიმბოლოს. კლიპში გახსნილია ელიტური საზოგადოებების ნამდვილი არსი, რომლებიც მართავენ გერმანიას. შესაძლოა სწორედ ეს გახდა ჯგუფის ამ კლიპზე ესოდენი თავდასხმების მიზეზიც.

დასასრულ, მოკლედ, ამ ვიდეო რგოლის შინაარსი ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: გერმანელი ხალხი დამონებულია ნამდვილი სატანისტების მიერ, რომლებიც უკვე გერმანიის ხელისუფლებაში მოკალათებულან და ცხოვრებაში ახორციელებენ გერმანელი ერის განადგურების თავიანთ ამაზრზენ გეგმას, გერმანელ ერს ცვლიან უცხოებით (მიგრანტებით), მაგრამ მთელი დანაშაული მაინც ერის სინდისზეა, რამეთუ მძიმე ცოდვილიანობა და მიდრეკილება პირქუში ცხოვრებისკენ მას დასაბამიდანვე ახასიათებდა, რაც გერმანიის მთელი ისტორიის განმავლობაში არასოდეს აღმოფხვრილა".

Rammstein 3

"Deutschland" - Rammstein-ის პირველი კლიპია, რომელიც გამოვიდა 2012 წლის შემდეგ. ახალი ალბომის გამოსვლა დაგეგმილა 17 მაისს.  

წყარო: zavtra.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню