ხელოვნება - დაფარული სიმბოლიზმი ფილმში "უკან მოიტოვე მსოფლიო" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
დაფარული სიმბოლიზმი ფილმში "უკან მოიტოვე მსოფლიო"

(Leave the World Behind)
ფილმი - უკან მოიტოვე მსოფლიო
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/cMVBi_e8o-Y?si=lVYmqIaehofNoV4a" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
ბარაკ და მიშელ ობამების მიერ პროდუსირებული ფილმი "უკან მოიტოვე მსოფლიო" მოგვითხრობს ამერიკის საშინაო კოლაპსზე. და, სიმბოლიზმის მეშვეობით, ფილმს სინამდვილეში სურს, რათა ვიფიქროთ, - ამერიკა ასეთ კოლაფსს ნამდვილად იმსახურებს. აი ჩვენი აზრი ფილმზე და ის შემაშფოთებელი მინიშნებები, რომლებსაც ფილმში ვკითხულობთ.
 
ფილმის "უკან მოიტოვე მსოფლიო" დაკვირვება არც ისე სასიამოვნო საქმეა. როგორც უამრავ სხვა მაყურებელს, ამან გარკვეული მშფოთვარება და შიშიც კი ჩამინერგა. თუმცა მესმის, რომ ტრილერები უნდა იწვევდნენ კიდევაც მშფოთვარებას, რაც საბოლოოდ ადამიანს თავს ცოცხლად აგრძნობინებს. მაგრამ ეს ტრილერი პირიქით, მაყურებელს თავს შინაგანად მკვდრად აგრძნობინებს. ეს იმიტომ, რომ ფილმში არ არის არც მხიარულება, არც დროსტარება, მასში მხოლოდ შინაგანი შეგრძნებებია, რომ "ისინი" ჩვენთვის რაღაცის თქმას ცდილობენ.
 
მრავალ მიმართებაში ფილმი "უკან მოიტოვე მსოფლიო" გვაგონებს ფილმს "ინფიცირება", სადაც ლაპარაკი იყო პანდემიაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 2012 წელს ამ ფილმისადმი მიძღვნილ სტატიაში ჩვენ ვწერდით:
 
ადამიანთა უმეტესობა ფილმებს გართობის მიზნით უყურებს. თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ფილმ "ინფიცირებას" არაფერი აქვს საერთო გართობის ინდუსტრიასთან. ფაქტია, რომ განსხვავება ამ ფილმსა და მთავრობის მიერ სპონსირებულ სასწავლო დაწესებულებებისთვის გამიზნულ, საგანმანათლებლო ფილმებს შორის, რომელსაც სკოლებშიც აჩვენებენ ისაა, რომ იდეოლოგიური დამუშავებისთვის საფასური უნდა გადაიხადოთ.
 
ამ სტატიიდან რვა წლის შემდეგ მოხდა COVID, და მსოფლიო მიჰყვა იმ ზუსტ სცენარს, რაც ფილმ "ინფიცირებაში" იყო გადმოცემული.
 
სურათი "უკან მოიტოვე მსოფლიო" უცნაურად ჰგავს "ინფიცირებას": მას სურს მსოფლიო დაუქვემდებაროს საშიშ სცენარს, რომელიც იოლად შეიძლება მოხდეს რეალურ ცხოვრებაში... და მორჩა. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ნაკლებად შეიძლება ფილმი ვუწოდოთ. აქ არ არის არც ნამდვილი სიუჟეტი, არც სიუჟეტური ხაზისგან განსხვავებული პერსონაჟები, არც აბსოლუტურად არანაირი გადაწყვეტა. უბრალოდ თანდათანობით მატებადი შიშის გრძნობა, როდესაც ვაკვირდებით, როგორ ავლენენ სრულ უსუსურობას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები.
 
ჩვენ შეგვეძლო უბრალოდ უგულებელგვეყო ეს მკვეთრი ფილმი ტოტალურ სოციალურ კოლაფსზე, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელიც იპყრობს ჩვენს ყურადღებას: მისი პროდიუსერები არიან თავისუფალი სამყაროს ყოფილი ლიდერები ბარაკ და მიშელ ობამები.
 
იმ შეტყობინებების მიხედვით, რომლებიც ჩაწნულია ამ ფილმში, მართლაც შეიძლება დავსვათ კითხვა: რა სჭირთ ამ ადამიანებს?
 
 
ელიტის უშუალო მხარდაჭერა
 
"უკან მოიტოვე მსოფლიო" - პირველი ფილმია, რომელიც გადაიღეს ბარაკ და მიშელ ობამებმა მათივე კომპანია Higher Grounds Productions-ის მეშვეობით. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უბრალოდ შორიდან კი არ დააფინანსეს ფილმი, არამედ პირადად მონაწილეობდნენ მის შექმნაში. Vanity Fair-ისადმი მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა სემ ესმაილმა თქვა:
 
"პრეზიდენტმა ობამამ ალამის რომანი ჩართო თავის საკითხავ წიგნთა სიაში 2021 წელს და ესმაილს სცენართან დაკავშირებით აზრებიც გაუზიარა. არსებითაც, რეჟისორისთვის მისაწვდომი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი გამოცდილი ექსპერტი კრიზისის მართვის სფეროში. "სცენარის თავდაპირველ მონახაზებში მე ბევრად შორს წავედი, ვიდრე ეს ფილმში იყო გათვალისწინებული, და პრეზიდენტმა ობამამ, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ოდნავ მიბიძგა იმისკენ, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი მოხდეს რეალობაში", - ამბობს ესმაილი.
 
"მე ვწერ იმას, რასაც მხატვრულ ლიტერატურად მივიჩნევ, უმეტესწილად ვცდილობ შევუნარჩუნო მას რაც შეიძლება რეალისტური ხასიათი, მაგრამ მე ვახდენ უტრირებას და დრამატიზებას. ამიტომაც, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მეუბნება, რომ ვცდები ზოგიერთ დეტალებში... ვფიქრობდი, რომ ძლიერ შევცდი! ის ფაქტი, რომ მან ეს მითხრა, ძალიან შემაშინა".
 
იმ დროს, როდესაც ეს სტატია Vanity Fair-ში გვიყვება ობამას წვლილზე ამ ფილმის გადაღებაში, დეტალური ანალიზი, რომელიც მის შეტყობინებებშია მოცემული შეშფოთებას იწვევს.
 
უბრალოდ ვიტყვი შემდეგს: ფილმის შემქმნელებს, როგორც ჩანს, საერთოდ არ მოსწონთ ამერიკა ან ფართო პუბლიკა. სიმბოლიზმის მეშვეობით ფილმი მოგვითხრობს, რომ შეერთებულ შტატებს მოუწევს მძიმე საფასურის გადახდა თავისი ცოდვებისთვის. გარდა ამისა, მისი მოსახლეობა საკმაოდ ჩლუნგია და ტვინგარეცხილი. მას არ ძალუძს ამ ვითარებას რაიმე უშველოს.
 
ეს არავისში არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას: ობამები ოკულტური ელიტის ინსტრუმენტები არიან. აშშ-ს დემონტაჟი შიგნიდან და მთლიანობაში კაცობრიობის დემორალიზაცია - გლობალისტების უმთავრესი მიზანია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
 
თავიანთი გიჟური ხილვა ეკრანზე რომ გადაეტანათ, ობამებმა დაიქირავეს რეჟისორი სემ ესმაილი, რომელიც სპეციალიზირებულია ელიტის მიერ დაფინანსებულ "სანახაობებზე".


 
სანამ გადაიღებდა ფილმს "უკან მოიტოვე მსოფლიო" სემ ესმაილმა გადაიღო სერიალი "შინ დაბრუნება". პრომო-ფოტოებზე ერთი თვალის შევლებაც საკმარისია მიხვდე, რომ ის ელიტაზე მუშაობს. ის ფაქტი, რომ ბუკვალურად იყო დაქირავებული ობამას მიერ, ამისი კიდევ ერთი დადასტურებაა.

 
მაშ, როგორი მესიჯის გაჟღრებას ცდილობს ობამა ფილმით "უკან მოიტოვე მსოფლიო"? ზემოთნახსენებ ინტერვიუში ესმაილმა განაცხადა:
 
"სინამდვილეში ეს არ არის ფილმი-შეტყობინება, ეს უფრო განსჯაა იმაზე, თუ სად ვიმყოფებით ჩვენ, როგორც საზოგადოება. მაგრამ, თუ შეტყობინებაზე შევჩერდებით, მაშინ ეს ფილმი უფრო გაფრთხილებაა, ვიდრე შეტყობინება".
 
მოდი განვიხილოთ ფილმის მესიჯები.
 
 
დატოვეთ გასართობი საგნები
 
თავიდანვე მაყურებელს ესმის, რომ მას რაღაც ტოქსიკური ელოდება. ქალი სახელად ამანდა სენდფორდი (რომელსაც ჯულია რობერტსი თამაშობს) ქმარს ეუბნება, რომ მას მოსწყინდა ეს ქვეყანა და დროებით განმარტოვება სურს. ფილმის პირველივე კადრებიდან მაყურებელს მიანიშნებენ ყოველივე ამის უკან მდგომთა ჭეშმარიტ ბუნებაზე.


 
ამ კადრში სამი ექვსიანია. მარცხნიდან მარჯვნივ: თეთრი ციფრი ჭიქაზე, დიდი ისარი, რომელიც საათზე ციფრ ექვსზე უთითებს, და მარჯვნივ ციფრი ექვსი სხვა საათზე. დანარჩენი ციფრები ბოლო საათებზე მოხერხებულად არის დაფარული, რათა ყველაფერი აშკარა იყოს.

 
ფილმი ყურადღებას იქცევს დეკორაციების დეტალებით, რადგან ისინი ხშირად აღსავსეა სიმბოლური მინიშნებებით.  
 
სატანური ელიტისადმი ამგვარი მისალმებით ამანდა ფანჯარაში იხედება და წარმოთქვამს ელიტის დევიზს.


 
შესაძლოა, ის ელიტის მიერ განხორციელებადი დეპოპულაციის პროგრამის თაყვანისმცემელი იყოს
 
 
ყურადღება მიაქციეთ შესავალ ტიტრებს - კადრების თანმიმდევრობას, რომელიც შეიძლება ანტიამერიკული პროპაგანდისტული ფილმის დასაწყისად მივიღოთ.


 
გადმოყირავებული ამერიკული დროშები აშშ-ს, როგორც ეროვნების დაცემის სიმბოლოა




თავისუფლების გადმოყირავებული ქანდაკებები წარმოჩინდება თავისუფლებისა და, მთლიანობაში, ამერიკული ღირებულებების დაცემის სიმბოლოდ.



 
ანტიამერიკული სიმბოლოების შემდეგ, რომელიც ზემოთ ვიხილეთ, ახლა შეგვახსენებენ, რომ ეს ფილმი გადაიღეს ბარაკ და მიშელ ობამებმა. არა მგონია, ძმებო, ისინი ჩვენს მხარეს იყონ.
 


 
შემდეგ შემოდის დიდი ყოვლისმხედველი თვალი, რითაც შეგვახსენებენ, რომ ეს არის ოკულტური ელიტის დადგმა.
 
შესავალი ტიტრები აჯამებს მთელი ფილმის გზავნილს: ელიტას სურს ამერიკის განადგურება შიგნიდან, რადგან მას სურს ჰყავდეს მსოფლიო მთავრობა.



ფილმის მიზანია იზოლაციის გრძნობის გადმოცემა საშინაო ციებ-ცხელების მძაფრი შემთხვევის ფონზე, რადგან ეს ყველაფერი თითქმის მთლიანად მიმდინარეობს სახლში, სადაც ადამიანები თანდათანობით კარგავენ ამ გრძნობას. სახლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის შეიძლება ფილმის პერსონაჟადაც კი აღვიქვათ.

 
თქვენ გახსოვთ, COVID-ის დროს როგორ ჩაკეტა ელიტამ ყველა საკუთარ სახლებში და დააშინა მასმედიის საშუალებით? თქვენთვის უმჯობესია დაიჯეროთ, რომ მათ სურთ ეს ყველაფერი კვლავ განმეორდეს. ეს ფილმი ამ მტკივნეული აზროვნებისკენ მიგვაქცევს.
 
სახლში მოსვლიდან ძალიან მალე სენფორდები აღმოაჩენენ, რომ ქვეყანაში რაღაც უცნაურობები ხდება.


 
CNN-ის რეპორტაჟი აშშ-ში დიდი ელექტროგამორთვების შესახებ.
 
შეეჯახნენ რა გაჩაღებულ კრიზისს, მოსალოდნელი იყო, რომ სახლის პატრონი და ოჯახის მეთაური პასუხისმგებლობას აიღებდნენ შექმნილ ვითარებაზე. მაგრამ, ეს ის არ არის, რაც ხდება.
 
 
უსარგებლო კაცი
 

 
ეს პერსონაჟი ბრწყინვალედ აღწერს საკუთარ თავს ხუთი სიტყვით
 
(I am useless man მე ვარ უსარგებლო კაცი)
 
 
ოჯახის თავკაცს ჰქვია კლეი. როგორც იცით, - თიხა მიწიერი მასალაა, რომელსაც თუ დავალტობთ შეგვიძლია მივცეთ ნებისმიერი ფორმა. თანამედროვე საზოგადოებამაც ჩვენი პერსონაჟი კლეი ჩამოაყალიბა ისეთ ინდივიდად, რომელიც კრიზისის წინაშე ხდება უსუსური, პანიკიორი და სურლიად უსარგებლო ადამიანი. ერთ მომენტში ის ამბობს: "წარმოდგენაც არ მაქვს ახლა რა უნდა ვაკეთო. ვერაფერს გავაკეთებ მობილური ტელეფონის და GPS-ის გარეშე. მე ვარ უსარგებლო ადამიანი".


 
ფილმის პირველ ნაწილში კლეი ატარებს მაისურს წარწერით Bikini Kill. ფილმის გმირები ხშირად ატარებენ სიმბოლურ ტანისამოსს.
 
Bikini Kill — ეს არის ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფი. ის გახდა მოძრაობა riot grrrl-ის პიონერი, რომელიც ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პატრიარქატი, კლასიციზმი, ანარქიზმი და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოვება და სხვა. ის ფაქტი, რომ კლეი - მამაკაცი - ატარებს ამ მაისურს, ბრწყინვალედ წარმოაჩენს მის კასტრაციას. ის არის მრავალწლიანი სოციალური იდეოლოგიური დამუშავების პროდუქტი, რომელმაც ის, საბოლოო ჯამში, ფემინისტურ ჯგუფთან იდენტიფიკაციამდე მიიყვანა.
 
მართალია კლეი მასმედიის იდეოლოგიური დამუშავების პროდუქტია, მაგრამ, გარდა ამისა ის "სპეციალიზირებულია" ამაზე: კლეი არის ქალაქის კოლეჯის მედიაკლვევის პროფესორი. რაღაც მომენტში ის აღწერს წიგნს, რომელიც მისი ერთ-ერთი მოწაფის დაწერილია, და რომელშიც მთლიანად არის აღწერილი ფილმი "უკან მოიტოვე მსოფლიო".
 
"მისი მეორე წიგნი წააგავს იმის კვლევას, თუ როგორ ემსახურებიან მასმედიის საშუალებები ერთდროულად გაქცევას და არეკვლას, და ეს არის წინააღმდეგობა, რომლის შერიგებაც მან მოახერხა".
 
მიუხედავად იმისა, რომ "უკან მოიტოვე მსოფლიო" მიიჩნევა "გაქცევად", ის ასევე წარმოადგენს ელიტის მსოფლმხედველობის ანარეკლს.
 
დრამის განვითარებისდა მიხედვით კლეი თანდათანობით იწყებს თავისი უსუსური ნატურის მოძულებას.



ერთ მომენტში ესპანურად მოლაპარაკე ქალი კლეის დახმარებისკენ მოუწოდებს, რადგან ხედავს, რომ მის ირგვლივ ხდება საშინელებანი. ნაცვლად იმისა, იყოს კარგი ფემინისტი და დაეხმაროს უცხო მანდილოსანს, კლეი მიდის, თან ესმის, რომ დიდი მშიშარაა.
 
 
დაკარგული ბავშვები
 

 
ამ კადრში ბავშვების მაისურებს აწერია: "დაექვემდებარე NASA-ს". ეს რა არის? - რაიმე ქვეცნობიერი გზავნილი ხომ არა? და რატომ NASA? მალე ვნახავთ, რომ ფილმში ბევრი კადრია კოსმოსში არსებულ თანამგზავრებზე და სხვა ციურ სხეულებზე.
 
როუზი - უსარგებლო კაცისა და გაბოროტებული ქალის 13 წლის ქალიშვილია. ის არის იმ თაობის პროდუქტი, რომელიც მობილურებით და პლანშეტებით არის მოთვინიერებული.


 
როუზი შეპყრობილია შოუთი "მეგობრები". ეს არის თითქმის ყველაფერი, რასაც ის ამბობს ფილმის მსვლელობის პერიოდში.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როუზმა COVID-ის წლები სახლში გაატარა და დარჩენილ დროს ეკრანთან ატარებდა. როგორც კი ის შეეჯახა გარესამყაროს საგანგაშო მოვლენებს, როუზი (ისევე, როგორც ბავშვების დიდი რაოდენობა მთელ მსოფლიოში) იწყებს ამ პრობლემების მოგვარებას, კერძოდ, გაურბის მას ეკრანების მეშვეობით და აკვირდება, თუ როგორ ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით გამოგონილი პერსონაჟები...
 
როდესაც ინტერნეტი გამოირთვება, როუზი უბრალოდ გაპარტახებული რჩება. მოცემულ მომენტში მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანია - ნახოს "მეგობართა" ბოლო სერია სახელწოდებით "უკანასკნელი". თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეტიუ პერი ( 2004 წ.) ფილმის ("მეგობრები") გამოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე იდუმალ ვითარებებში გარდაიცვალა, მრავალრიცხოვანი მითითება "მეგობრებზე" საკმაოდ შემაძრწუნებელია.
 
არჩი - ტიპიური 16 წლის ტიპიური მოზარდი, რომელიც სულ კრიჭაში უდგას თავის დას და გატაცებულია გოგონებით.



არჩი მალულად ფოტოს უღებს რუტს
 
 
რაღაც მომენტში ვხედავთ, როგორ ერთობა არჩი მის მიერ გადაღებული ფოტოებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ცდილობს იპოვოს პორნოგრაფიის შემცვლელი - ეკრანული დამოკიდებულების კიდევ ერთი ფორმა - რომელსაც ის იყენებდა მანამ, სანამ გამოირთვებოდა ინტერნეტი.
 
 
ელიტური გაერთიანება
 
 
გ. ჰ. სკოტი - სახლის მფლობელი. ის მდიდარია და გავლენიანი. მისი ქალიშვილი რუტი კი არის დაუნდობელი.
 
სკოტები მიაკითხავენ სენფორდებს (რომლებმაც მათი სახლი დაიქირავეს), რათა თავი შეაფარონ მიმდინარე მშფოთვარე მოვლენებსა და ქაოსს. მიუხედავად იმისა, ისინი მოვიდნენ ძვირადღირებული მანქანით და ძალიან ელეგანტურად არიან ჩაცმულები, ამანდა სენფორდი ამბობს: "ჩანს ეს მართლაც მათი სახლია".
 
ამ მომენტში ფილმში იგრძნობა რასული დაძაბულობის ელემენტი, რომელიც სიუჟეტის განვითარებისდა კვალად მხოლოდ ძლიერდება. მოგვიანებით რუტი ეტყვის მამას: "გთხოვ გაიხსენო, რომ, თუკი მსოფლიო დაინგრევა, ასე იოლად არავის უნდა ენდო, განსაკუთრებით თეთრკანიანებს".
 
მამა ეთანხმება თავისი ქალიშვილის შეხედულებას... და ობამაც. რადგან ქვეყნის დაყოფის ხედვა სასარგებლოა მათი დღის წესრიგისთვის.
 


 
სკოტები სახლის სარდაბში იძინებენ - სივრცეში, სადაც რამოდენიმე სიმბოლური საგანი ინახება. მათგან ყველაზე მკაფიოა კადრი მათი საწოლის ზემოთ, რომელიც რამოდენიმეჯერ არის ნაჩვენები მთელი ფილმის მსვლელობის პერიოდში.
 

 
საწოლის თავზე გაკრულ ამ პლაკატს ეწოდება "ამერიკის შეერთებული შტატები" (1971). მისი ავტორია მხატვარი და აქტივისტი ფეიტ რინგოლდი. ამ წითელ-შავ-მწვანე ფერის პლაკატზე გამოხატულია აშშ-ს რუქა, რომელზეც აღნიშნულია ადგილობრივი, აბორიგენი მოსახლეობის, მონებისა და ემიგრანტების ამბოხი, ასევე ძალადობის სხვა ფაქტები, რომლებიც ყოველ შტატში ხდებოდა 1700-ანი წლების მიწურულიდან.

 
ეს პლაკატი ძალიან სიმბოლურია რამოდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, ის ვიზუალურად გამოხატავს დაყოფილ ამერიკას, გამოხატავს მას, როგორც არსებითად ბოროტ ეროვნებას, რომლის ცხოვრება და ისტორია აგებულია ძალადობასა და ჩაგვრაზე. როგორც მალე დავინახავთ, ფილმ "უკან მოიტოვე მსოფლიოს" უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ამერიკა იმსახურებს იმას, რაც მის თავს ხდება.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ფეიტ რინგოლდი ელიტის ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა. თვით დევიდ დ. როკფელერმა იყიდა მისი ტილო Black Light Series #10… სანამ არ გაიგო, რომ სიტყვა DIE NIGGER ჩაწერილ იქნა მისეული ამერიკის დროშის დამახინჯებულ ვერსიაში. ამის შემდეგ მან იყიდა კიდევ ერთი ტილო.
 
აი ნაწყვეტი დევიდ დ. როკფელერის მემუარებიდან, რომელიც ძალზედ შეესაბამება ამ ფილმის საზოგადო კონტექსტს.
 
"ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ კაბალისტთა საიდუმლო ჯგუფი, რომლებიც ვმოქმედებთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და მე და ჩემს ოჯახს ახასიათებენ, როგორც "ინტერნაციონალისტებს", რომლებიც სხვა ადამიანებთან ერთად მთელ მსოფლიოში შეთქმულები ვართ შევქმნათ უფრო ინტეგრირებული, გლობალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურა - ერთი მსოფლიო, თუ გნებავთ. ეს თუ ბრალდებაა, მაშინ მე დამნაშავე ვარ და ამით ვამაყობ" (დევიდ როკფელერი. "დევიდ როკფელერის მემუარები") ("Some believe we are part of a secret cabal working against the best interests of the United States, characterizing my family and me as ‘internationalists’ and of conspiring with others around the world to build a more integrated global political and economic structure – one world, if you will. If that’s the charge, I stand guilty, and I am proud of it") (David Rockefeller, "Memoirs of David Rockefeller").
 
ნუ შეცდებით: ოკულტური ელიტა არ არის შავკანიანების მხარეს. არანაირად. მაგრამ მათ მოსწონთ გამოიყენონ გავლენიანი შავკანიანები, რომლებიც შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის გამოადგეთ. მათ განსაკუთრებულად უყვართ ისინი, ვინც სიძულვილსა და უთანხმოებებს აღვივებს, ერთდროულად კი პროპაგანდას უწევს ამერიკით უკმაყოფილებას. მათი შეხედულებების გავრცელება უზრუნველყოფილ რომ იქნას, ისინი უხვად აფინანსებენ ელიტას და იღებენ მაქსიმალურ პოპულარობას. აი ასე შეიძლება ქვეყანა შიგნიდან დაინგრეს.
 
სრულიად ბუნებრივია, რომ ობამებიც შავკანიანთა სწორედ ასეთ ოჯახს წარმოადგენენ. ისინი ხელისუფლებაში გავლენიანმა ელიტურმა ოჯახებმა მოიყვანეს და ამ გავლენას დღემდე ინარჩუნებენ. მათი მუშაობა უხვად ფინანსდება ელიტის მიერ, რათა საბოლოოდ გაამყარონ და გააღრმავონ რასული დაყოფა ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ვნახეთ, "საიდუმლო ელიტა" აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
 
გ. ჰ. სკოტი ფილმში ბუკვალურად ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი კლიენტი დადის "ბოროტი ელიტის საზოგადოებაში, რომელიც მსოფლიოს საიდუმლოდ მართავს". მაგრამ ის ამატებს, რომ "არავითარი ფარული ადამიანების ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს მართავს", არ არსებობს. ეს არის სწორედ ის, რაც ამ ჩრდილოვან ადამიანთა შეთქმულებას სურს, ანუ მათ სურთ ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ისინი არ არსებობენ.
 
სკოტი ასევე ამატებს, რომ მან იცოდა კატასტროფის მოახლოვების შესახებ, რადგან ფინანსური ბაზრები ჯერ კიდევ მოვლენის დაწყებამდე შეირყნენ, რაც მიანიშნებდა იმას, რომ ზოგიერთი გავლენიანი ადამიანი უკვე ემზადებოდა მისთვის. იგივე ხდებოდა 11 სექტემბრის მოვლენამდე და COVID-მდეც. ისინი გვიყვებიან, თუ როგორ მუშაობს ეს სცენარი.
 
 
შეტევა


 
ბევრჯერ გვხვდება კადრები კოსმოსიდან, როგორიცაა ეს "მიწის დაბნელება", რომელიც მთვარიდან ჩანს (ბინძურ ამერიკულ დროშასთან ერთად). ამგვარ კადრს შეტევა იმქვეყნიურ განზომილებაში გადაჰყავს.
 
 
მთელი ფილმი დოკუმენტურად გადმოსცემს "მზაკვრულ თავდასხმას" შეერთებულ შტატებზე. რომელიღაც მომენტში ჰ. გ. სკოტი აღწერს ნებისმიერი მთავრობის შიგნიდან დამხობის სამ ეტაპს. აი ეს სცენარიც:
 
პირველი ეტაპი - იზოლაცია. ირთვება კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი. შეტევის მიზანი უნდა აღმოჩნდეს იზოლაციაში, ის უნდა იყოს, რაც შეიძლება ყრუდ, რაც შეიძლება მუნჯად და პარალიზებულად, რათა მომზადდეს მეორე ეტაპი".
 
უტელეფონოდ, უტელევიზოროდ და ინტერნეტის გარეშე ფილმის პერსონაჟები სრულიად დაკარგულად, დაბნეულად და უსარგებლოდ გამოიყურებიან. მართალია, ტექნოლოგიები აადვილებენ და ამრავალფეროვნებენ ცხოვრებას, მაგრამ მათზე დამოკიდებული ადამიანები ხდებიან ძალზედ მოწყვლადნი.
 

 
უპილოტო ელექტრომობილები შეიძლება იოლად "გავტეხოთ" და დისტანციურად ვმართოთ. ფილმში ტესლები გამოიყენებიან ძირითადი გზების დასაბლოკად, რის შედეგადაც მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება. ჩვენი რჩევა: შეინარჩუნეთ თქვენი კეთილი, ბენზინის ავტომობილი, რომელსაც თვითონ შეუძლია იაროს დისტანციური მართვის გარეშე.
 
 
მეორე ეტაპი - სინქრონიზირებული ქაოსი.
 
"დაატერორეტ ისინი დაფარული შეტევებით და დეზინფორმაციით, დათრგუნეთ მათი თავდაცვითუნარიანობა, გააკეთეთ ისე, რომ მათი შეიარაღების სისტემები მისაწვდომი გახდეს ექსტრემისტებისათვის. აშკარა მტრის ან მოტივის გარეშე ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყებენ ამხედრებას".
 

 
ფილმში "ქალაქური" ამერიკის წარმომადგენელი აწყდება სტერეოტიპულ ხეპრეს ამერიკული დროშით: ერი გახლეჩილია.



დრონები ავრცელებენ სააგიტაციო ფურცლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთი მათგანი დაწერილია არაბულ ენაზე, სხვები კი, როგორც ამბობენ, რუსულად ან კორეულად. ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა, რომლის გამოც არც კი იციან, ვინ დაესხათ თავს. პოტენციური ჭეშმარიტება: ეს ყველაფერი მოდის ელიტისგან.



 
ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები პარალიზებულები იყვნენ ხმაურის მეშვეობით.
 
 
ამტანი (თავის გადამრჩენელი), რომელსაც კევინ ბეკონი თამაშობს, ამბობს:
 
"ეს არც ისე განსხვავდება იმისგან, რაც კუბაში მოხდა ამ რამოდენიმე ხნის წინათ. ისინი ამას მიკროტალღურ იარაღს უწოდებენ, რომელიც თავისებურ მიკროტალღებს ასხივებს და რომელიც შეიძლება ბგერის მეშვეობით მოქმედებდეს. ზოგიერთ ადამიანს ასეთი შეტევების დროს კბილები დასძვრა".
 
2018 წელს ინტერნეტ წყაროებში გამოქვეყნებული იყო აშშ-ს მთავრობის რეალური ფაილები იარაღზე, რომლითაც შესაძლებელია "გონების დისტანციური კონტროლი". ეს რეალური რამეა და მათ სურთ ჩვენც ვიცოდეთ.


 
ნამდვილი სამთავრობო დოსიე ადამიანის ორგანიზმზე ფსიქოელექტრონული იარაღის ზემოქმედების შესახებ.


 
არჩი, რომელიც ამერიკის მომავალ მამაკაცთა სახეა, ავადდება და კარგავს კბილებს ამ შემოტევის გამო. როგორც მისი მამა, ისიც უსარგებლო გახდა.
 
 
შემდეგ სკოტი აღწერს მესამე ეტაპს: "წარმატების შემთხვევაში მესამე ეტაპი თავისთავად განვითარდება. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. სამოქალაქო ომი. კრახი".
 
ეს ფილმი 1990-იან წლებში რომ ყოფილიყო გადაღებული, უილ სმიტი ჩაჯდებოდა გამანადგურებელ F-18-ში და გადაარჩენდა ამერიკას. მაშინ გიგანტური ამერიკის დროშის ქვეშ მდგომი ადამიანები აპლოდისმენტებით დააჯილდოვებდნენ მას, ხოლო ტიტრები გადავიდოდნენ სიმღერაზე Matchbox Twenty. მაგრამ ეს 2023 წელია. არავინ ცდილობს ამერიკის გადარჩენას. ელიტას მსოფლიოს დემორალიზება და დაპროგრამება სურს. მეტიც, ფილმს სურს, რათა ჩვენ ვიფიქროთ, რომ ამერიკამ ეს წინასწარ განჭვრიტა.
 
 
ამერიკამ ეს დაიმსახურა
 
ფილმის ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ის ააშკარავებს ობამას და მთელი სისტემის ძირითად ფილოსოფიას, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. სიმბოლიზმის მეშვეობით ფილმი გვეუბნება: ამერიკა ამას იმსახურებს.
 

 
სტენფორდები პლიაჟზე ნავთობტანკერის კატასტროფის მოწმენი ხდებიან. ხომალდის სახელწოდება - თეთრი ლომი - საკმაოდ სიმბოლურია.
 
თეთრი ლომი - იყო ინგლისური კაპერი (1), რომელიც მოქმედებდა ჰოლანდიური კაპერული სიგელით, და რომელმაც პირველი აფრიკელები ჩამოიყვანა ინგლისურ კოლონია ვირჯინიაში 1619 წელს მანამ, სანამ ახალ ინგლისში ჩამოვიდოდა "Mayflower"-ი. თუმცა აფრიკელი ტყვეები მონებად გაყიდეს. ეს მოვლენა აშშ-ს კოლონიურ ისტორიაში აფრიკული მონობის დასაწყისად მიიჩნევა.

___________________

კაპერები (კაპერ. Kaper), იგივე კორსარები (ფრანგ. corsaire), იგივე პრივატერები (англ. privateer) — კერძო პირები, რომლებიც მეომარი სახელმწიფოს უმაღლესი ძალაუფლების ნებართვით იყენებდნენ შეიარაღებულ სამხედრო გემს (რომელსაც ასევე კაპერი ეწოდებოდა, ან პრივატერი ან კორსარი) მტრის სავაჭრო ხომალდების დასაპყრობად (ზოგჯერ კი ნეიტრალური სახელმწიფოების ხომალდებისაც). იგივე სახელწოდება გამოიყენება ამ ხომალდების წევრებისადმიც. კაპერები ან კორსარები, როგორც კერძო პირები, რომლებიც ომის უფლებების ფარგლებში მოქმედებდნენ, არ უნდა ავურიოთ, ერთი მხრივ, "კრეისერებთან", ანუ, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, რეიდერებთან - სამხედრო ხომალდებთან ან დამხმარე გემებთან, რომლებიც იმავე მიზნისთვის იყო განკუთვნილი, მეორე მხრივ - პირატებთან, საზღვაო ყაჩაღებთან, რომლებიც საკუთარი რისკით მოქმედებდნენ. კაპერების (იგივე კორსარების, პრივატერების) ძირითად განმასხვავებელ და ოფიციალურ ნიშანს წარმოადგენდა - კაპერული მოწმობა (ფრანგ. lettre de course, ინგლ. letter of marque). ეს მოწმობა, ერთი მხრივ, კერძო გემს (იმავე პრივატულს, აქედან მომდინარეობს ტერმინი "პრივატერი") უფლებას აძლევდა ეომა; მეორე მხრივ კი, ზღუდავდა მისი მიზნების წრეს მხოლოდ მტრული დროშებით (მასალა აღებულია ვიკიპედიიდან - "აპოკ". რედ.).

___________________
 
ასე გახდა "თეთრი ლომი" პირველი ხომალდი, რომელმაც ამერიკაში ჩამოიყვანა მონები. ეს მოხდა 1619 წელს. მაშინ მიეცა დასაბამი ამ ქვეყნის ცოდვილ ისტორიას. ფილმში ამ ავბედით წელზე სხვა მინიშნებებიც არის.
 

 
რამოდენიმე წამით კამერია ფოკუსირდება ავტომობილის რადიოზე, სანამ ჩვენ გვესმის ლაპარაკი "კიბერშეტევის შედეგებზე და ეკოლოგიურ კატასტროფაზე სამხრეთში, რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა მიგრაციის სტრუქტურაზე". ის ფაქტი, რომ რადიოსადგური იმყოფება სწორედ 1619 ტალღაზე, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეს საშინელი მოვლენები წარმოადგენენ სამაგიეროს იმაზე, რაც მოხდა წარსულში.
 
 
რაღაც მომენტში ამანდა სენდფორდი წარმოთქვამს მამხილებელ სიტყვას იმის შესახებ, თუ რაოდენ ცუდია ამერიკა (ნაცვლად იმისა, ეძებოს თავისი დაკარგული შვილი).
 
"ჩვენ ვიხმართ ყოველ ცოცხალს ამ პლანეტაზე და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ვიყენებთ ქაღალდის საწოვარებს და ვუკვეთავთ თავისუფლად გაზრდილი ქათმის ხორცს. და ყველაზე უსიამოვნო არის ის, რომ სულის სიღრმეში ვიცით, ვერავის მოვატყუებთ. მე ვფიქრობ, ჩვენ ვიცით, რომ სიცრუეში ვცხოვრობთ. შეთანხმებული მასობრივი ცდომილება, რომელიც გვეხმარება უგულებელვყოთ და გავაგრძელოთ იმის იგნორირება, თუ რაოდენ ამაზრზენები ვართ სინამდვილეში".
 

 
მთელი ფილმის განმავლობაში ირმები შემაძრწუნებლად უმზერენ ადამიანებს. ჩვეულებისამებრ ეს მეგობრული და კეთილგანწყობილი ცხოველები ადამიანთა მიმართ აგრესიულები ხდებიან. ბუნება წინ აღუდგა მის დამანგრეველ საზოგადოებას.
 
 
მოკლედ, ამანდა თითქმის მიესალმება კატასტროფას, რადგან მას კაცობრიობა საშინელებად მიაჩნია. და ეს არის სწორედ ის, რაც ელიტას სურს რომ ვიფიქროთ.
 
მთელი ფილმის განმავლობაში შეგვახსენებენ, რომ ამერიკა იყო მონებით მოვაჭრე ქვეყანა, ის ანგრევდა გარემოს და მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ომებით ყველა გადაიმტერა. ამიტომაც ის აუცილებლად უნდა მოკვდეს და მსოფლიო მთავრობის ნაწილი გახდეს. იცით, რა არის სასაცილო? ყველა ეს ცუდი საქციელი ჩადენილი იყო იმ დროინელი ელიტის მიერ. ახლა ეს აშშ-ს დაცემის გასამართლებლად გამოიყენება.
 
აშშ-ს კრახი ახლა შეიძლება იოლად გახდეს რეალობა, რადგან აშშ-ს ძალიან მრავალი ადამიანი მიაჩვიეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილს და ჩაუნერგეს აზრი, რომ მის დაცემასაც უნდა მიესალმონ. მეტიც, მათით იოლია მანიპულირება, რადგან მათში არ არსებობს ძირითადი ღირებულებები და ინსტიტუტები. მათი ოჯახებიც კი დაიშალა.
 
 
ოჯახის დანგრევა
 
ვაებას შეყრილი ფილმის გმირები ვერ ახერხებენ ერთად შეკრებას და გამოწვევის მიღებას. ნაცვლად იმისა, რაიმე გმირული ჩაიდინონ (რაც ხშირად ხდება ფილმ-კატასტროფებში), ჩვენი მთავარი გმირები უბრალოდ უძლურდებიან და თავიანთ ქვენა ინსტინქტებში იძირებიან. ეს არის ის, რაც მათ (ელიტას) სურთ ჩვენთვის.
 

 
კლეი მარიჰუანას ეწევა მსუბუქად არშიყობს
 


 
2023 წლის ყველაზე შემზარავ მოვლენებში ამანდა და გ. ჰ. სკოტი თვრებიან და ცეკვავენ.
 

 
შემდეგ ეს ორი ადამიანი ბუკვალურად "უახლოვდებიან" ერთმანეთს. როგორც ჩანს, მათ სულ რამოდენიმე საათი და მცირედი ღვინო სჭირდებათ იმისთვის, რომ ღალატით ცდუნდნენ და პოტენციურად დაანგრიონ საკუთარი ოჯახები.
 
 
ამ დროს როუზი ჯდება თავის ველოსიპედზე და საერთოდ მიდის ოჯახიდან.
 


როუზმა თავისი ველოსიპედი დიდი მდიდრული სახლის წინ მიაპარკინგა. ფილმი აგრძელებს იმის მოყოლას, რომ კატაკლიზმებს გადაურჩებიან მხოლოდ ძალიან მდიდრები.
 
 
ამ სახლის შიგნით როუზი აღმოაჩენს უდიდეს მიწისქვეშა ბუნკერს, რომელშიც არის ყველაფერი, რაც კი საჭიროა გადარჩენისთვის და ადამიანს უპრობლემოდ გააძლებინებს რამოდენიმე თვის განმავლობაში. მეტიც, ის იპოვის DVD-ს უზარმაზარ კოლექციას, რომელშიც შედის ... "მეგობრებიც".
 

 
ფილმი მთავრდება მით, რომ როუზი თბება ტელეეკრანის სხივებში, გაურბის რეალობას და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით. ეს არის ის, რაც მათ (ელიტას) სურს ჩვენთვის.

 
ამის შემდეგ გადადიან "მეგობრების" მუსიკალურ თემაზე, რომელიც, ბედის ირონიით, აღწერს დამოკიდებულებას როუზსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის.
მაშასადამე, არავის უთქვამს, რომ სიცოცხლე ასეთი იქნება.
 
შენი სამსახური - ხუმრობაა, შენ ბანკროტი ხარ, შენი პირადი ცხოვრება - მკვლელობაა.
 
ისეთია შეგრძნება, რომ შენ თითქოსდა ყოველთვის გაჭედილი ხარ მეორე გადაცემაზე,
 
მაშინ, როდესაც ეს არ იყო შენი დღე, არც შენი კვირა, არც შენი თვე და არც შენი წელი.
 
მაგრამ, როდესაც წვიმა წამოვა მე შენს გვერდით ვიქნები.
 
მე შენს გვერდით ვიქნები ისევე, როგორც ადრე.
 
მე შენს გვერდით ვიქნები, რადგან შენც ჩემს გვერდით ხარ.
 

დასკვნა
 
ფილმი "უკან მოიტოვე მსოფლიო" შეიქმნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირების მიერ, და ეს შესამჩნევია. ეს არ არის გასართობი ფილმი, ეს არის იდეოლოგიური წანამძღვარი. ეს არის პროგნოზული პროგრამირება, რომლის დროსაც პუბლიკას გაეცნობა სცენარი, რათა მომავალში მისი მიღება გაიოლდეს, როდესაც ამისი დრო დადგება.
 
უფრო ღრმა დონეზე ფილმი - ეს არის მეთოდი გაათავისუფლოს ელიტა მისი "კარმული მოვალეობისგან", რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა გააფრთხილონ საზოგადოება საკუთარ ბოროტ საქმეთა შესახებ მანამ, სანამ ისინი აღსრულდება. ამგვარად, ადამიანები ხდებიან არა მსხვერპლნი, არამედ ნებაყოფლობითი მონაწილეები, რითაც კარმული შურისგებისგან ათავისუფლებენ მათ, ვინც დგას ყოველივე ამის უკან. თუკი თქვენ ეს ყველაფერი სიგიჟე გგონიათ, მე არ დაგადანაშაულებთ და არ განგიკითხავთ. ეს ადამიანები მართლაც გიჟები არიან, ჩვენ კი ამ გიჟური დროებისა და გიჟების მმართველობის ქვეშ ვიმყოფებით.
 
ვიღაცა იტყვის, რომ ეს უბრალოდ ბრიყვული ფილმია და არ უნდა მივანიჭოთ მას ასეთი დიდი მნიშვნელობა. იმედი მაქვს ისინი მართლები იქნებიან. და გაგვიხარდება, თუკი ჩვენს პროგნოზებში შევცდებით. მაგრამ, სულაც არ ფიქრობს ასე მარკ ცუკერბერგი:
 

 
თარგმანი: "იტყობინებიან, რომ მარკ ცუკერბერგი ჰავაის კუნძულებზე იშენებს კომპლექსს 270 მილიონი ადამიანის თავშესაფრისთვის... ადგილ-მამულის გეგმა თავშესაფრის ბინადართათვის სახელწოდებით Koolau Ranch მოიცავს ორ განცალკევებულ სახლს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული იქნება გვირაბით, რომლებიც უერთდებიან მიწისქვეშა ბუნკერს".
 
 
ნებისმიერ შემთხვევაში, ფილმმა უკვე მიაღწია ელიტის უმთავრეს მიზანს: შეაშინა მასები და მოახდინა მათი დემორალიზება. გმადლობთ, ობამა!

 
წყარო: vigilantcitizen.com

მასალა თარგმნილია და გამოსაქვეყნებლად მომზადებულია საიტ "აპოკალიფსის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому