ხელოვნება - ახალი მსოფლიო წესრიგი ფილმებში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ახალი მსოფლიო წესრიგი ფილმებში

ახალი მსოფლიო წესრიგი

პირველ სტატიაში, ჩვენ ვისაუბრეთ თემაზე: "ახალი მსოფლიო წესრიგი კომპიუტერულ თამაშებში", ამჯერად, მოდი, ვისაუბროთ ახალ მსოფლიო წესრიგზე, მხატვრულ ფილმებში. ჩვენ კარგა ხანია ამ თემას არ შევხებივართ. ამერიკულ ფილმებში გლობალისტთა, ოკულტისტთა და ილუმინატთა შეღწევა და იქ მათი ემბლებმებისა და იდეების დამკვიდრება დღეს უკვე აღარავის უკვირს. მათი ოცნება და ამოცანაა ააშენონ ახალი მსოფლიო წესრიგი, ხოლო ფილმები, განსაზღვრულ მომენტამდე, სამყაროში მათი არსებობისა და პროპაგანდის უდავო ნიშანს წარმოადგენს.



სანიმუშოდ ავიღოთ ფილმი "შიმშილის თამაშები". ფრინველი ფენიქსი ფილმის ფინალში. ფენიქსი - ეს არის ოკულტური სიმბოლო, ის ცნობილია მასონობაშიც, როგორც აღორძინებისა და განახლების სიმბოლო. თვით ფილმში ნაჩვენებია ორი საზოგადოება: ერთი უმაღლესი, რომელიც ცხოვრებით ტკბება, და მეორე, რომელიც ცხოვრობს ბინძურ რეზერვაციებში და მუშაობს შახტებში. ხოლო საზოგადოება რომ არ მოეშვას, ე. წ. ელიტამ ამ საზოგადოებისთვის გამოიგონა "შიმშილის თამაშები", რომლის გაპროტესტება ამ საზოგადოებაში აზრადაც კი არავის მოსდის, რადგან ასეა ეს დაწესებული ოდითგანვე. ფილმში არის ფრაზები: "ჩვენ - ერთი ვართ" და "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთი მიზნისთვის". საკვანძო სიტყვა ამ ფრაზებში არის - "ერთი", "ერთობა", "ერთი მიზანი".



ფილმში ზოგიერთი მთავარი ფიგურა ატარებს რომაულ ან ბერძნულ სახელებს. თითქოსდა ამაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ მაინც, დავსვათ კითხვა: რატომ? ზედმეტი არ იქნება თუ გავისხენებთ, რომ ა. ვეისჰაუპტს, ბავარიელი ილუმინატების საზოგადოების დამფუძნებელს, ძალიან უყვარდა საკუთარი თავის წოდება სპარტაკად, ხოლ აშშ-ს დამფუძნებელი მასონები საკუთარ თავს რომაულ სახელებს უწოდებდნენ.
ფილმი "დივერგენტი". დიალოგი ფილმიდან:

ეს იდეალში, მაგრამ რაოდენ ძნელია მას შეესაბამებოდე. ის ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. მაგრამ სწორედ ეს უძლურება უნდა დავძლიოთ.

ადამიანური ბუნება ეს უძლურებაა?


მე მიმაჩნია, რომ ადამიანის ბუნება - მისი მტერია. ადამიანის ბუნებაშია დამალვა, სიცრუე, მოპარვა. მე მინდა გავერკვე ამაში. მხოლოდ ასე შევქმნით სტაბილურ, მშვიდობისმოყვარე საზოგადოებას. ყველაფერი, რაც ადამიანს ქმნის პიროვნებად: აზრები, ემოციები, მისი მეხსიერება - ყველაფერი იშლება ქიმიით. ჩვენი სისტემის გენიალურობა იმაშია, რომ საკუთარი ნიშისადმი (კასტისადმი) ერთგულება გამორიცხავს ადამიანთა მიერ არაკონტროლირებადი ნების გამოვლინებას.

ფრაზა ფილმ "დივერგენტიდან": "ყურადღება. ყველა ჩამწკრივდით ოთხ კოლონად. თქვენ ჩაგინერგავენ თვალთვალის მოდულს. და გაფრთხილებთ: არავითარი შეკითხვა".

აქ, ამ ფილმში, წამოჭრილია ისეთითემები, როგორიცაა ადამიანის ბუნების შეცვლა, ჩიპიზაცია, ადამიანის გაკონტროლება ფარმაცევტული პრეპარატებით, მართვადი კიბორგ-ბიორობოტები. ყოველივე ჩამოთვლილი უკვე ფანტასტიკა არ არის. გლობალისტები გაძლიერებით მუშაობენ ყოველივე ამაზე უკვე რეალურ ცხოვრებაში, ხოლო ფილმებში, რომლებიც მათი შეკვეთით იქმნება, უბრალოდ მონიშნულია მათი ზრახვები. აი ამგვარი ფილმების მოკლე ჩამონათვალი: "რობოკოპი: მომავალი კონტროლქვეშ", "ორასწლოვანი ადამიანი", "შურისმაძიებლები", "საოცარი ახალი სამყარო", "გაქცევა შეუძლებელია", "ატლანტმა ფრთები გაშალა", "მატრიცა", "რკინის კაცი". ამ უკანასკნელ ფილმში "რკინის კაცი", განიხილება გენური ინჟინერიის საკითხი და არა მარტო. ამ ოკულტური და გნოსტიკური ფილმის შესახებ ღირს ცალკე პოსტის გაკეთება.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/sutgWjz10sM" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

"Divergent" (2014) ტრეილერი


დღეს მრავალ ფილმში ჩვენ ვხედავთ ახალი მსოფლიო წესრიგის იდეას. ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო. ავიღოთ, მაგალითად, საკმაოდ ძველი ფილმი "ორასწლოვანი კაცი". მასში ნაჩვენებია მომავალი, რომელშიც ადამიანის მსგავს რობოტებს გააჩნიათ ხელოვნური გონება. რობოტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გახდეს ადამიანი. მას შეიძლება ჩაუნერგონ ინდივიდუალურობის ჩიპიც კი. და ეს ყველაფერი ფილმში მოწოდებულია კაცთმოყვარეობის ნიღბით. ფილმში მოფიქრებულია ლირიკული ისტორია, მაგრამ ბიორობოტებისა და ხელოვნური ცნობიერების თემა - ეს სწორედ ტრანსჰუმანიზმის იდეაა, ხოლო ტრანსჰუმანიზმი - ეს არის ქრისტიანობის საწინააღმდეგო კონცეფცია. ამ ფილმში ჩვენ ვხედავთ, რომ რობოტს სურს ბანკში გახსნას საკუთარი ანგარიში და შეიტანოს გარკვეული თანხა. ერთი სიტყვით, ფილმში ვხედავთ იმ მომავლის პროპაგანდას, რაც გლობალისტებმა ჩაიფიქრეს.

ჰოლივუდურ ბოევიკში "თეთრი სახლის დაცემა" (White House Down) (2013 წ.) აშშ-ს შავკანიანი პრეზიდენტი ამბობს: "როდესაც ჩვენ არ დავიჯერებთ, რომ სხვადასხვა ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანება, - ჩვენ დავკარგავთ იმედს, მე კი ამისთვის მზად არ ვარ".


რით არ ჟღერს ეს მსოფლიო ელიტის იდასავით, რომელიც მხოლოდ პლანეტის ადამიანთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაზე ოცნებობს?



კადრი ფილმიდან: White house down (თეთრი სახლის დაცემა)


თქვენ თუ გინახავთ ჰოლივუდური მხატვრულ ფილმი "რობოკოპი: მომავალი კონტროლქვეშ" ("RoboCop" The Future of Law Enforcement) (2014 წ.), მაშინ ყურადღებას მიაქცევდით სიტყვებს "მომავალი კონტროლქვეშ". იცოდეთ, ის (მომავალი), მართლაც კონტროლქვეშ არის, კერძოდ, გლობალისტებისა და ოკულტისტების კონტროლქვეშ. ხოლო დარჩება თუ არა ასე სამყაროს აღსასრულამდე, ეს, სხვათა შორის, დამოკიდებულია ჩვენზეც.




კადრი ფილმიდან "რობოკოპი: მომავალი კონტროლქვეშ"

არსებობს ჰოლივუდის უამრავი სხვა ფილმებიც, მაგალითად: "2012", "ზეგ" (The day after), "ღრუბლოვანი ატლასი", "გზა", "ელიზიუმი: სამოთხე დედამიწაზე", "სამყაროთა ომი Z", "კაცობრიობის პირმშო", "თორი", "თორი 2", "ობლივიონი", "პრომეთე", "300 სპარტანელი", "მომავლის ზღვარი", "მიმცემი" (რუსულ თარგმანში "განდობილი"), "X ადამიანები: გარდასული დღეები" და სხვა.

ყველა მათგანში ლაპარაკია ერთსა და იმავეზე. ყველგან ვხედავთ ახალი მსოფლიო წესრიგის პროპაგანდას, რომელიც მრავალ ფილმში შენიღბულია მასთან ბრძოლის სიუჟეტით; ეს ცნობილი გნოსტიკური ფოკუსია. თითქმის ყველა ახალი მაღალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმი აპოკალიპტური ან რაციონალურ-ოკულტური შინაარსისაა. ყველგან ერთსა და იმავეს ქადაგებენ. ეს არის პლანეტარული მასშტაბის კატასტროფები (ბუნებრივი თუ ტექნოგენური). ომები უცხოპლანეტელებთან. მოსახლეობა ან სტერილიზებულია ან შემცირებულია. ყველგან მიმდინარეობს დედამიწის მოსახლეობის შემცირების ამაზრზენი პროპაგანდა. ყველგან ლაპარაკია ტოტალურ კონტროლზე, ელექტრონულ ჩიპებზე და მისთანებზე. უცხოპლანეტელთა შემოსევა, ეპიდემიები, კატაკლიზმები, ბუნების შეცვლა - ეს ყველაფერი ჰოლივუდის თანამედროვე ფილმებში ჭარბად არის წარმოდგენილი.  

საკმაოდ საინტერესოა ფილმი "მიმცემი" ("განდობილი"). ის რაღაცით გვაგონებს ფილმს "ახალი საოცარი სამყარო". ფილმში "მიმცემი" (The Giver) (2014 წ.), ადამიანებმა, რომელიღაც კატასტროფის შემდეგ, ააშენეს ახალი სამყარო, სადაც ადამიანთა ემოციები დათრგუნულია ფარმაცევტული პრეპარატებით. ეს არის სტერილური, ახალი სამყარო, სადაც არ არის არც სიყვარული, არც სიძულვილი. ადამიანები იბადებიან ინკუბატორებში და დაწესებული კანონების მიხედვით ცოცხლობენ რობოტებივით.

როგორც ფილმში "ელიზიუმი", "მიმცემშიც" ადამიანებს მართავს მოფაშისტო ელიტა, რომელიც ოსტატურად მანიპულირებს საზოგადოებით. ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე ზრდიან სკოლა-კომუნებში, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანს ანიჭებენ საქმიანობის ერთ რომელიმე სახეობას. ფილმის გმირს შეხვდება კაცობრიობის ყველა ადრინდელი ცოდნის შემნახველის რთული მისია. არსებული ტრადიციის მიხედვით, მას ამ ცოდნას გადასცემს მიმცემი, რომელსაც თამაშობს ჯეფ ბრიჯესი. ახალგაზრდა ადეპტი იძენს ცოდნას და ხვდება, რომ მთელი კაცობრიობა დატყვევებული ჰყავთ სრულფასოვანი გრძნობებისა და ემოციების მიღმა. ის იღვიძებს, უარს ამბობს დაემორჩილოს მმართველ ელიტას, მოქმედებს თავისებურად და ... ათავისუფლებს კაცობრიობას.




კადრი ფილმიდან The Giver (2014)


ფილმში წამოჭრილია მრავალი საინტერესო საკითხი, რომელიც დღესაც აქტუალურია ადამიანთა შორის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ფილმი უფრო გნოსტიკურ შემადგენელს ატარებს, ვიდრე ზოგადსაკაცობრიოს. გამოფხიზლებული მთავარი გმირი - ეს არის უბრალო ადამიანი, რომელმაც გამოიღვიძა იმ არასწორი სამყაროსგან, რომელსაც ოკულტისტები ჩვენს ჩვეულებრივ სამყაროს მიიჩნევენ. თავის ცოდნას ის ღებულობს ბიბლიოთეკაში, რომელიც ყველა დანარჩენთაგან დაფარულია. სახეზეა საკრალურობა, მიღებული ცოდნის საიდუმლო ხასიათი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/xvp6FnYWRZU" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

The Giver. ტრეილერი


ბიბლიოთეკაში არის კიბე, რომლის დახმარებითაც შეიძლება მიწვდე მაღალ თაროზე შემოდებულ წიგნებს. კიბე, რომელსაც მხოლოდ მიმცემი და განდობილი  განაგებენ, კვლავ და კვლავ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა მასონობაში.

განდობილი შედის რჩეულის როლში და ათავისუფლებს კაცობრიობას. ოკულტური აზრით განდობილი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ანტიქრისტე, როგორც ასევე სუპერმენი ფილმში "რკინის კაცი", როგორც ნეო "მატრიცაში".

გნოსტიციზმის პრიზმაში ჩვენ ვიგებთ ამ გმირთა და ფილმთა ჭეშმარიტ დანიშნულებას და სცენარისტთა და რეჟისორთა ნამდვილ ჩანაფიქრს. საერთოდ, მასონებიც მიიჩნევენ, რომ ათავისუფლებენ თავიანთ განდობილებს უმეცრების წყვდიადისგან და აძლევენ მათ სამყაროს ახალ შემეცნებას. საინტერესოა, რომ ფილმის დასაწყისში შავ-თეთრი ასეც რჩება პირველ პერიოდში. შემდეგ კი, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ღებულობს მთავარი გმირი ცოდნას მიმცემისგან, ფილმი თანდათანობით ფერადდება. ეს არის სცენარისტების შესანიშნავი ხრიკი.

მასონობაში, ჩვეულებრივ ადამიანს პროფანს უწოდებენ; ის წააგავს ქვის უფორმო ნატეხს, რადგან ადამიანი, მასონების აზრით, უმეცრების წყვდიადში იმყოფება. და მხოლოდ განსაზღვრული (და არა ყოველგვარი) ცოდნა აძლევს ადამიანს შესაძლებლობას მოიპოვოს თავისი ნამდვილი ბუნება; ასეთი ადამიანი უკვე არ არის უფორმო ქვის ნატეხი, არამედ თლილი კუბი, მკაფიო და თანაბარი გვერდებით. გახსოვთ კუბ-მაღაზიები? როგორ ფიქრობთ, მისი ფორმა შემთხვევითია?





Apple-ს კუბ-მაღაზიების სურათები


მასონობაში განდობილისთვის სამყარო უკვე გასაგები, მკაფიო და სხვა ხდება: უფრო ნათელი, უფრო სავსე, რომელიც თავის დასრულებულ ფორმას ჰპოვებს. ფილმში "მიმცემი" შავ-თეთრიდან, ნახევარტონების გავლით, მოქმედება თადათან გადადის ფერადი კადრებისკენ და ეს დაკავშირებულია მიმცემისგან ადეპტის განათლებაზე. რაც უფრო განათლდება ადეპტი, მით უფრო ფერადდება ფილმი, ანუ მით უფრო შეიმეცნებს ნამდვილ სამყაროს მასონთა განდობილი. ხვდებით მსგავსებას?

გნოსტიციზმში ყველაფერი გაუკუღმართებული და გამოყირავებულია, ამიტომაც ყველას როდი ძალუძს დაინახოს ფილმის ჭეშმარიტი მიზანი. ფილმი ხომ, თითქოსდა სწორ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად უნდა გავიგოთ; უნდა მივხვდეთ სად ვისი მხარეა. განა ამაოდ შეცდა მრავალი ადამიანი "მატრიცაზე". ახდენენ მის ციტირებას, მაგალითისთვის მოჰყავთ ნეო, და არ ესმით ფილმისა და მთავარი გმირის ნამდვილი არსი.



კადრი ფილმიდან "რკინის კაცი"


ბევრ ფილმში არის კიდევ ასეთი ხრიკი: მასობრივი დასნებოვნება, რომლის შემდეგ ყველა ერთმანეთს კბენს, ასნებოვნებს და გარბიან დუჟმორეულები. ხდება რაღაც საშინელება. რა არის ეს? - ეპიდემიის წინასწარმეტყველება ხომ არა? კი ბატონო, ინებეთ, პანდორას ყუთი გახსნილია, ვირუსი ებოლა პირდაპირ ახლა, ამ წუთებში მოექანება ევროპისკენ და არა მარტო ებოლა, მრავალი სხვა ცნობილი თუ უცნობი ვირუსი.

ყველა ამ ფილმში ჩვენ ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ მდიდრები სხვა პლანეტებზე ან დედამიწაზე, მაგრამ სუფთა და რაფინირებულ ზონებში. ხოლო ყველა დანარჩენი, ანუ დამონებული მოსახლეობა ცხოვრობს ჯურღმულებში, სიღატაკესა და სიბინძურეში, ქალაქებში, რომლებიც უფრო საკანალიზაციო არხებს წააგავენ, ვიდრე ნორმალურ საცხოვრებელ ადგილებს. ამ ფილმებში ასევე ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის მოძალებს, ადამიანის მგავს არსებებს - ანდროიდებს და გენური ინჟინერიის გენიალურ შედეგებს.

შემთხვევითია თუ არა ამ ფილმების ასეთი მოძალება ახლა, დღევანდელ პერიოდში?  რა თქმა უნდა არა. ეს ფილმები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში თოვლის ზვავივით რომ მოაწვა მთელს მსოფლიოს, გადაღებულია ილუმინატების შეკვეთით, ხოლო ჰოლივუდის ვარსვლავები ბეჯითად ღებულობენ თავიანთი მუშაობისთვის ფანტასტიკურ ჰონორარებს.


ფილმში "ელიზიუმი", რომელიც რუსეთში გადიოდა სახელწოდებით "ელიზიუმი: სამოთხე დედამიწაზე", ფაქტობრივად ვხედავთ ყველა გლობალისტური იდეის განხორციელებას. აქ არის დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკე და ხელოვნური ინტელექტის მქონე პოლიციელი-რობოტები, აქვეა მსოფლიო ელიტა, რომელიც ფუფუნებით და განცხრომით, სუფთა ჰაერითა და მეცნიერების უახლესი მიღწევებით ცხოვრობს დედამიწის ორბიტაზე მოძრავ კოსმიურ, ხელოვნურ ობიექტზე, რომელსაც ჰქვია "ელიზიუმი". ეს ობიექტი შესრულებულია ოკულტური "პენტაკლის" ნიშნის მიხედვით. ისინი, ვინც ელიტური საზოგადოების წევრი არ არის (დედამიწის მოსახლეობის უზარმაზარი მასები), ცხოვრობს დედამიწაზე.





პენტაკლი და ელიზიუმი

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/oIBtePb-dGY" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

Elysium. ტრეილერი


ჩვენ ვხედავთ 2154 წლის ლოს-ანჟელესს. ადამიანები დედამიწაზე ცხოვრობენ ბინძურ, პატარა ქოხებში და დილიდან დაღამებამდე მუშაობენ რომელიღაც ქარხნებში, რომლებიც მსოფლიო კორპორაციებმა ააშენეს. დედამიწაზე სუფევს სიღატაკე, დანაშაულობა, ბინძური ჰაერი, ქაოსი და უწესივრობა. ხოლო ელიზიუმში - სიმშვიდე, მწვანე ბალახი, სუფთა წყალი და სუფთა ჰაერი, განსაკუთრებულად მდიდრული ვილები, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინისა და ყოფა-ცხოვრების სფეროში.

ტრეილერი "ელიზიუმი"

ფილმში ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ადამიანების ჩიპირება - სპეციალური მოწყობილობით მათ აძლევენ საიდენტიფიკაციო ნომრებს მარჯვენა ხელზე. ადამიანები, რომლებსაც ასეთი ნომრები გააჩნიათ, ღებულობენ მოქალაქეობას. ამ ნომრის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ ვერც სამედიცინო დახმარებას და საერთოდ, ვერ მოხვდებიან ელიზიუმში.

"ელიზიუმში" სამედიცინო დახმარება რომ მიიღო, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები იძულებულნი არიან გააყალბონ ასეთი ნომრები და მოტყუებით შეაღწიონ კოსმიურ ქალაქში, ოღონდ არალეგალების სახით. და ასე შემდეგ...

მოკლედ, გეგმები, რომლებსაც მსოფლიო მთავრობა უმზადებს დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას, დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე, წარმოდგენილია ჰოლივუდის ფილმებში. და ამის შემდეგ, გამოჩნდებიან კიდევ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ ფანტასტიკაა და მეტი არაფერი.

მაშ, უწყოდეთ, ეს ფანტასტიკა არ არის. ეს არის კონკრეტული გეგმა და ჩვენი პლანეტის მომავალი მოწყობის პროპაგანდა. ფილმში "ელიზიუმი" მიჩუმათებულია დედამიწის მოსახლეობის სტერილიზაციის თემა. კაცობრიობის სტერილიზაცია საჭიროა დედამიწაზე მოსახლეობის შესამცირებლად. მაგრამ ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ეს გეგმები მოცემული მომენტისთვის გასაიდუმლოებულია და მათი გამჟღავნება მასონების ინტერესებში ჯერ არ შედის. თუმცა კომპანია "მონსანტო" უკვე მუშაობს ამაზე. როდესაც ისინი მთლიანად დაიპყრობენ თესლოვანი კულტურების ბაზარს, მოახდენენ მათ გენმოდიფიცირებას, მიიღებენ პატენტებს, აი მაშინ სტერილიზაციის საკითხი განხილვის უფრო მაღალ დონეზე დადგება და გამოაშკარავდება.




კადრი ფილმიდან "საოცარი ახალი სამყარო"

გმო (გენ-მოდიფიცირებული ორგანიზმები) და გმპ (გენ-მოდიფიცირებული პროდუქტები) ყოველგვარი ბირთვული ომების, დამონებებისა და ძალადობის გარეშე დაასტერილურებს დედამიწის მოსახლეობას. მსოფლიოს რუქას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გმო კულტურებს ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე ყველგან აშენებენ, ასევე სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და ჩინეთში. მხოლოდ აფრიკას და რუსეთს მოჰყავს ჯერ კიდევ სუფთა კულტურები და არ აძლევს გმო-ლობის ჰპოვოს დასაყრდენი ამ ქვეყნებში (ასეთ ქვეყანათა რიცხვს ჯერ-ჯერობით მიეკუთვნება საქართველოც. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის დროს იყო მცდელობა სვანეთში გაევრცელებინათ გმო კარტოფილი, ხოლო დასავლეთ საქართველოში გმო სიმინდი. ეს გეგმა ვერ განხორციელდა, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ დღევანდელი ან რომელიმე მომავალი მთავრობა იგივეს არ გაიმეორებს? - რედ.). თუმცა, რუსეთში გარკვეული ბზარი მაინც გაჩნდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა გასცა განკარგულება რუსეთშიც დაეთესათ გმო კულტურები. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში აქაც მოიწევენ პირველ გმო-მოსავალს.

ფილმები კატაკლიზმებით, ანდროიდებით, ჩიპიზაციით, მონსტრებით, გენური ინჟინერიით, სულ უფრო მეტ მაყურებელ იზიდავენ კინოთეატრებში, და მოქმედებენ ამ ადამიანთა ქვეცნობიერებაზე, რადგან რეკლამირებენ და პროპაგანდას უწევენ ცხოვრების იმგვარ წესს, რომელშიც ყველაფერი ჯერ მხოლოდ სცენარისტების გამონაგონად და ფანტასტიკად მიიჩნევა.

ფილმში "ატლანტმა მხრები გაშალა" საზოგადოების ორ კლასად - რჩეულებად (მდიდრები) და ყველა დანარჩენად - დაყოფის იდეის გარდა, ჟღერს სიტყვები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის პროპაგანდად, რომელიც მოხერხებულად არის ჩაწნული ფილმის მსვლელობაში:

"არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება თავისუფლად დაიწყოს მუშაობა და თავისუფლად დაეთხოვოს სამუშაოდან..."

"... ადამიანი ვალდებულია გართობისთვის ყოველთვის ხარჯავდეს ფულის გარკვეულ რაოდენობას..."


"... სახკორპორაციები ვალდებულნი არიან შეასრულონ ერთიანი ცენტრიდან გამოსული და ყველასთვის საერთო პირობები, რომლებიც წინ აღუდგება კონკურენციას..."

არ გაგონებთ ეს მსოფლიო ტოტალიტარულ წესრიგს?

ფილმში "სტარტრეკი: შურისგება", რომელიც ასევე მასონების პროპაგანდას წარმოადგენს, ფილმის ერთ-ერთი გმირი ლაპარაკობს ისეთ რამეს, რომელიც კარგად ესმით ოკულტისტებს, მაგრამ არა ჩვეულებრივ ადამიანებს. კომანდორი მთავარ გმირს ეუბნება, რომ მისი ამოცანაა დააკვირდეს, მაგრამ არ ჩაერიოს საქმის ვითარებაში. მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია პლანეტაზე. საქმე იმაშია, რომ სამყაროს უნივერსალური კანონი ვარაუდობს ცალკე აღებული არსების ან მთელი პლანეტის თავისუფალი ნების დაურღვევლობაზე.

დესტრუქტორი ყოველთვის აგებს პასუხს თავის მოქმედებაზე. მაგრამ, დესტრუქტორისგან იხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობა, თუ მისი მსხვერპლი თვითონ დათანხმდება ხრიკზე. იგივეს აკეთებენ დღეს გლობალისტები. მათ სურთ ააგონ ადამიანებზე კონტროლის საზარელი სისტემა, მაგრამ ამ ადამიანებს თვითონვე აქეზებენ ამისკენ, რათა მათვე სურდეთ ამგვარი კონრტოლის დაწესება და ყოველმხრივ ახდენენ ამის პროვოცირებას.

პროვოცირება კი ხდება ეშმაკობებით: მართვადი ეკონომიკური კრიზისებით, ქაოსით და ა. შ. არსებობს ასეთი პრინციპი: "წესრიგი ქაოსიდან". რა თქმა უნდა, მის შესახებ ბრწყინვალედ იციან გლობალისტებმა. როდესაც ირგვლივ ნგრევა და ქაოსია, წამლად მსოფლიოს შეიძლება შესთავაზო ის, რასაც "ახალი მსოფლიო წესრიგი" ეწოდება.

დიახ, ისინი შექმნიან ქაოსს, რომელსაც მოაქვს ძალადობა, მაგრამ დიდია მონაგებიც. ეს ხომ მთელი სამყაროა.

როდესაც ვლაპარაკობთ ფილმებში ასახულ ახალ მსოფლიო წესრიგზე, სადაც გლობალისტებს სურთ აჩვენონ მათთვის სასურველი მომავალი, უნდა აღვნიშნოთ ორი რამ:
- ნებისმიერი პროპაგანდა კარგად იჭედება ადამიანების ტვინში.

- გლობალისტები არც ისე ბევრია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს; ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც სურთ ცხოვრება შემოქმედის მიერ ბოძებული მშვიდობით, და არა ისეთ მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერი გადაკეთებულია დამნაშავე-გლობალისტების მიერ - შეუდარებლად ბევრნი არიან.

წყარო: fotoblur.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню