უსჯულოების საიდუმლო - ვენეციური შავი არისტოკრატია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ანონიმი ავტორი

ვენეციური შავი არისტოკრატია

ვენეციის შავი არისტოკრატია

როდესაც პირველად შევიტყვე ვენეციისა და გენუის "შავი არისტოკრატიის" შესახებ, ვერ მივხვდი რატომ უწოდეს ამ ორდენს ეს სახელი - "ვენეციანური შავი არისტოკრატია". იქნებ იმიტომ, რომ ისინი აკეთებენ თავიანთ "შავ საქმეს" და ჰყოფენ მსოფლიოს ორ ნაწილად: ბატონებად და მონებად, პლეებეებად და პატრიციებად? თანაც ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე უნდა დატოვონ მხოლოდ ერთი მილიარდი ადამიანი, დანარჩენი კი გაანადგურონ. მართლაც, შავი ზრახვები შავი საქმეები აქვს "შავ" არისტოკრატიას.

გლობალურ მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების მრავალი მკვლევარი დაფიქრებულია "შავი არისტოკრატიის" როლზე ევროპაში და მიდის იმ დასკვნამდე, რომ გლობალურ მსოფლიო პროცესებს ლონდონიდან მიზანმიმართულად ხელმძღვანელობს "ვენეციის შავი არისტოკრატიის" ორდენი. მათი მიზანია - ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც ისინი მსოფლიო მთავრობის როლს შეასრულებენ.

მაშ რატომ იწოდებიან ისინი "შავ არისტოკრატიად"?

საქმის არსი ძალზედ სრულად და მოკლედ განმარტა რუსმა მეცნიერმა და მწერალმა იური ვორობიევსკიმ თავის სტატიაში "შავი მზე და მზე სიმართლისა". ის წერს;

"ასტროფიზიკამ კოსმოსში მხოლოდ ამასწინათ აღმოაჩინა უხილავი "შავი ვარსკვლავები". მათზე წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ იმ კოლოსალური ზეგავლენის მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ძალზედ დაშორებულ ობიექტებზეც კი. უცებ, რაღაც გაუგებარი მიზეზით იცვლება ამ სხეულთა ტრაექტორიები. და მაშინ ვხვდებით, რომ მათ იზიდავთ შავი ვარსკვლავები. მათი მოცულობა იმდენად დიდია, რომ გრავიტაციის ძალა სინათლეს არ უშვებს ამ სისტემის გარეთ. ამიტომაც არის ის შავი.

მსოფლიო პოლიტიკაშიც არსებობს შავი მზე. რატომ იცვლებიან, ერთის შეხედვით, ადვილად ცნობადი ადამიანური ქცევების ტრაექტორიები? ზოგჯერ იმდენად კარდინალურად, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვილაპარაკოთ ზეგავლენის უხილავი ცენტრის არსებობაზე. აქედან მომდინარეობს ყველა "პარადოქსი" და მოულოდნელი შედეგი.

მაგრამ, როგორია "ძალის" უმთავრესი "პოლუსი"? საიდან მომდინარეობენ ავისმომასწავებელი "დინებები" - ნიუ იორკი, ლონდონი? იმ დროიდან მოყოლებული რაც ამერიკის კოლონიებ ბრიტანეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელნი გახდნენ, მუდმივად იკრებდნენ ძალებს. ეს ძალზედ შესამჩნევი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ... მაგრამ აი რა არის საინტერესო. ბრიტანეთის პრემიერს უინსტონ ჩერჩილს ერთხელ წამოსცდა და თავს უფლება მისცა პრეზიდენტი ტრუმენისთვის თავისი "პატარა კაცუნა" ეწოდებინა ქალაქიდან "ინდეპენდენსი" (თარგმანში დამოუკიდებლობას ნიშნავს. თანაც ეს ქალაქი არის პრეზიდენტ ტრუმენის სამშობლო - რედ.). ო, რამდენი ირონია იყო ჩაქსოვილი ამ ფრაზაში! ამერიკული "დამოუკიდებლობის" როგორი დაცინვა...

სხვათა შორის, გახსოვთ თუ არა თქვენ ფულტონის ცნობილი სიტყვა? სწორედ ჩერჩილმა მისცა დასავლეთს განკარგულება დაეწყოთ "ცივი ომი".

არ დაგვავიწყდეს არც ყირიმის ომი, არც ბერლინის კონგრესი. ინგლისური დიპლომატიის ჩარევამ ბისკონფილდის მეთაურობით ხელი შეუშალა რუსეთს 1878 წელს შესულიყო სანუკვარ კონსტანტინოპოლში.

დიზრაელი, იგივე ლორდ ბისკონფილდი, მისი უდიდებულესობის კაბინეტის პირველი მინისტრი და ტორის (Tory - ინგლისის კონსერვატიული პარტია - რედ.) ლიდერი იყო. მაგრამ, ეს ბრიტანელი "კოსერვატორი" არ გახდა უაზრო ემანსიპაციის ნაყოფი. მას არასოდეს ავიწყდებოდა, ვინ არის ის და რა საქმეს უნდა ემსახუროს. თავის წიგნში "კონინგბერი", რომელიც სწორედ ბერლინის კონგრესის დროს იქმნებოდა, ის წერდა: "აი შედეგი ბრძოლისა, ჩვენს ებრაულ თავებს დაეცა თხუთმეტსაუკუნოვანი გაუგონარი დამცირების, თითქმის მონობის, ზებუნებრივი ტვირთი. მაგრამ მან როდი გაგვსრისა თავისი უნამუსო სიმძიმით, - ო, არა! - ჩვენ მხოლოდ დავცინეთ ადამიანის გამომგონებლობას, რომელიც ამაოდ ცდილობდა ჩვენს დაღუპვას... იუდეველნი! იუდეველნი! ყველგან იუდეველნი! ყოფილა კი ოდესმე ევროპაში მცირედ შესამჩნევი მოძრაობა მაინც რომელშიც არ ჩავრეულიყავით?..."

დიახ, არ ყოფილა! და ეს კარგად ნახეს რუსებმაც 1917 წლის მოვლენებში.

ბრიტანელი უინძორების მიერ მეფის ოჯახის  გამყიდველობაზე რაღა ვთქვათ?! მათ გაყიდეს თავიანთი უახლოესი ნათესავები! და, როგორია ამასწინათ გამოქვეყნებული ახალი ფაქტები "მეფის მეგობრის", გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაზე?! გამოდის, რომ დანაშაული ორგანიზებული იყო ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ. სხვათა შორის, ამ საქმეში მონაწილეობა მიუღია "ჯიშიან" პედერასტ ფელიქს იუსუპოვს, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაფუძნდა ლონდონში.

ინგლისი და მისი "შავი მზე", ყოველთვის იზიდავდა ისეთ სპეციფიკურ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ გერცენი ან ენგელსი.

ამჟამად? - მსოფლიო ტერორიზმის შტაბ-ბინები აქ არიან დაფუძნებულნი, ბრიტანეთის დედაქალაქის მყუდრო და მშვიდ გარეუბნებში.

პირველად მსოფლიოში ბევრი რამ სწორედ ბრიტანეთში მოხდა. პირველად აქ მოკლეს კანონიერი მონარქი.

იმ დროის მთავარმა რევოლუციონერმა ოლივერ კრომველმა კიდევ იმით გაითქვა სახელი, რომ ბრიტანეთის კუნძულებს დაუბრუნა იქიდან გაყრილი ებრაელები. ამგვარ დამსახურებას ებრაელები არ ივიწყებენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ინგლისურში გავრცელებული "ო' კეი" სინამდვილეში არის არა რაღაც უაზრო ჟღერადობა, არამედ სრულიად კონკრეტული მინიშნება, კერძოდ, - აბრევიატურა "OK" სინამდვილეში  ოლივერ კრომველს ნიშნავს.



სწორედ "ქრისტეანულ" ინგლისში, უკვე რესტავრირებულ მონარქიაში, პირველად გამოვიდნენ ძალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მიმალულნი იყვნენ.

მასონობა?! - ინგლისის დიდი ლოჟა დაფუძნდა 1717 წელს ტავერნაში "ვაშლოვანი". ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე საბოლოოდ ჩაიშალა ინგლისის ტახტზე იაკობის აღსაყდრების მცდელობა, რომელიც სტიუარტთა კათოლიკური დინასტიის წარმომადგენელი იყო. მასონებმა შვებით ამოისუნთქეს. მათ კარგად ესმით, რომ რომი არ გაამართლებდა ლოჟებში გამეფებულ სულისკვეთებას.

ძალიან მალე ლოჟები გახდნენ პირველი კუნძულები, სადაც, შესაძლოა დროებით, მაგრამ მაინც, იშლებოდა სოციალური საზღვრები. უბრალო კაცი ლორდის გვერდით იჯდა. თუმცა იგივე სივრცე პირველი კუნძული გახდა ებრაელთა ემანსიპაციისათვის.

რეფორმაციის პირველი იდეებიც სწორედ ინგლისში გაჩნდა. "XIV ს.-ში კათოლიკე მღვდელმა ჯ. ვიკლეფმა ინგლისს რომისგან დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა, ამხილა სასულიერო დასისა და ბერ-მონაზონთა ნაკლოვანებები და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადათარგმნა ბიბლია ინგლისურ ენაზე.

ვიკლეფის ქადაგებების ზეგავლენით დაიწყო უოტ ტაილერის აჯანყება, რომლის დროსაც მოკლეს კენტერბერიის არქიეპისკოპოსი. მოგვიანებით ინგლისელებმა გააპარტახეს სააბატო, ხოლო ნანგრევები წინადხეულად შეინახეს, რათა მონაზვნობის განადგურების ხსოვნა მარადის დარჩენილიყო შთამომავლობაში" ("Благодатный огонь", №16, 2007 г.). მღვდელი იან ჰუსი და ბერი მარტინ ლუთერი უკვე იარებოდნენ ამ გზით.

ასე, რომ გერმანული რეფორმაცია (შეგახსენებთ, რომ მას მოჰყვა საშინელი ოცდააწლიანი ომი) - ნაწილობრივ ინგლისური საჩუქარია.

პროტესტანტიზმმა გამოაცხადა: მდიდრები - ღმრთის მიერ არიან კურთხეულნი, ხოლო ღარიბნი, პირიქით, ცუდი ქრისტეანები, თანაც იმდენად ცუდნი, რომ ქვეყანაზე არც კი უნდა ცხოვრობდნენ. ეს ლოგიკა კანონზომიერად დაედო იუდეო-მასონურ დაპირისპირებას "რჩეულთა" და გოებს (პროფანებს) შორის. ამგვარმა "შეუღლებამ" შვა მალთუსი. ასე გაჩნდა კიდევ ერთი სახელგანთქმული ინგლისელი.

მალთუსის ნაშრომში "მოსახლეობის კანონის შესახებ" ვკითხულობთ: "სამართლიანობა და პატივი მოითხოვს ჩვენგან ფორმალურად უარვყოთ ღარიბთა უფლებები დახმარების მიღებაზე. ამისთვის მე გთავაზობთ მიიღოთ დადგენილება იმის შესახებ, რათა ქორწინების შედეგად დაბადებული არც ერთ ბავშვს, რომელიც კანონის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდება, და არც ერთ უკანონოდ დაბადებულ ბავშვს, რომელიც იშვება მითითებული თარიღიდან ორი წლის შემდეგ, უფლება არა აქვს მიიღოს დახმარება სამრევლოებიდან... პარალელს თუ გავავლებთ, ყრმა ნაკლებად ღირებულია საზოგადოებისთვის, რადგან მის ადგილს დაუყოვნებლივ იკავებენ სხვები".

ესეც თქვენი "ძველი და კეთილი ინგლისი"!

დიზრაელი, მაგალითად, აღიარებდა მხოლოდ ორ უზენაეს რასას - ებრაელებსა და ინგლისელებს. როგორც ჩანს, ანგლოსაქსონური პროტესტანტები საკუთარ თავს ისრაელის დაკარგულ ტომებს განაკუთვნებენ. თავიანთი "რჩეულობით" გაქედმაღლებულნი, ისე ანადგურებდნენ ამერიკელ ინდიელებს, თითქოსდა ესენი ძველაღთქმისეული ქანაანელები ყოფილიყვნენ.

გერმანიაში თავისებური მიდგომა მომწიფდა. ჰიტლერის "მაინ კამპფი" - ამ მორიგ ვარიაციას სოციალ-დარვინიზმის თემაზე - მეორეხარისხოვნად აღიარებდა ყველა არაარიელს. ან რაოდენ მარჯვედ და ხანგრძლივად უჭერდა მხარს მესამე რეიხის ექსპანსიას ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა.

ასე, მაგალითად, ავსტიის ანშლუსამდე (G. Anschluss. "შეერთება". ავსტრიის დაპყრობის პოლიტიკა, რასაც ატარებდა გერმანიის იმპერიალიზმი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; დროებით განახორციელეს ჰიტლერელმა ფაშისტებმა 1938 წელს; ანშლუსი ლიკვიდირებულ იქნა 1945 წლის აპრილში, როდესაც საბჭოთა არმიის ჯარებმა გაათავისუფლეს ავსტრია - რედ.) 10 დღით ადრე ინგლისის ელჩი მესამე რეიხში სერ ნევილ ჰენდერსონი ჰიტლერთან საუბარში გამოვიდა განცხადებით, რომელსაც ინგლისის ფორინ ოფისი (foreign office) არასოდეს გარისკავდა ოფიციალურად. მან ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ "ძალზედ ხშირად თვითონაც... ემხრობოდა ანშლუსს" (ანუ ავსტრიის დაპყრობას - რედ.).

"წამოცდენათა" იმავე კატეგორიას შეიძლება განვაკუთვნოთ ჰენდერსონის მიერ საჯაროდ არაერთხელ გამოთქმული აზრი, რომ "ინგლისს სურს მიისაკუთროს ზღვა. ევროპის კონტინენტი შეიძლება გერმანიას დავუთმოთ".

მესამე რეიხი თუ აღმოსავლეთისკენ მიიწევდა ვაგნერის დიადი მუსიკის აკომპანიმენტის ქვეშ, ბრიტანული კულისებსმიღმა პოლიტიკა, ოღონდ მიეღწია მიზნისთვის, მზად იყო აკომპანიმენტად გამოეყენებინა ყველაფერი. პოლონეთს "პოლონეზი" უნდა - კი ბატონო! ლონდონი იძლევა პოლონეთის დაცვის "მყარ გარანტიებს". ფავნი  (ლათ. Faunus - იტალიელთა ერთ-ერთი უძველესი ეროვნული ღვთაება. მისი ხასიათისა და კულტის მრავალი წმიდად იტალიური თავისებურებანი ბერძნულ "პანთან" გაიგივების გამო თანდათანობით წარიხოცა და გაქრა) ცეკვავს, ხოლო პოლონური ყური მის სიცრუეს მომაჯადოებელ მუსიკად მიიჩნევს.

"მისცა რა გარანტიები პოლონეთს", ფინანსური გზებით მიიბა საფრანგეთი, ჰიტლერი დააშინა საბჭოთა კავშირთან პაქტის დადებით და ერთსა და იმავე დროს დაიწყო რა საიდუმლო მოლაპარაკებები ვრცელ შეთანხმებაზე, ლონდონმა შესძლო საკუთარ ხელში მოემწყვდია მრავალრიცხოვანი ძაფები, რომელთა დახმარებითაც შესძლებდა ამ კრიტიკულ დღეებში მოვლენათა განვითარების წარმართვას მისთვის სასურველ კალაპოტში".


*  *  *


ჩვენს დღეებში ინდუსტრიალური მუსიკის (Indastrial Music) დამფუძნებელი ჯენესის პი-ორიჯი ბრიტანული ელიტის სატანიზაციის საკმაოდ საინტერესო მოწმე გახდა. ის წერდა:

"წელიწადში ერთხელ მასონთა რჩეულები იკრიბებიან და აწყობენ სექსუალურ-მაგიურ რიტუალებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან მოდის. ეს ადამიანები არიან ძალაუფლების ჭეშმარიტი ბროკერები. ისინი ახდენენ მათ ინიციირებას, თუ ვინ იქნება მსოფლიოს მაკონტროლებელი და დიქტატორი".


*  *  *


ესესელების (SS) ციხე-სიმაგრის, ვეველსბურგის მთავარი სათავსოს იატაკზე გამოსახულია 12 ჩხირი "ზიგ" ფორმის რუნიკული გამოსახულებით. ეს სასიკვდილო ელვები ერთი ცენტრიდან ყველა მხარის მიმართულებით არიან გაშლილნი. ნიშანს "შავი მზე" ეწოდება.





"შავ მზეს", ოღონდ სხვაგვარად გამოსახულს, წარმოადგენს "ქარების ვარდი" (Windrose), რომელიც ცნობილია, როგორც NATO-ს სიმბოლო. ნიკოლოზ სტავროვის წიგნიდან "მეორე მსოფლიო. დიდი სამამულო": "NATO-ს ემბლემა წარმოადგენს დახვეწილ სიმბოლოს, რომელიც აერთიანებს ორ სვასტიკას - ნათელს, მარჯვენა მხარისას და ბნელს, რომელიც წარმოქმნილია მარცხნივ მიმართული სხივების ღერძთა საზღვრებით. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ერთობის სიმბოლო - "ბოროტი სიკეთე" და "ბოროტება, რომელსაც სიკეთე მოაქვს". "შავი მზე" იმ გამოსახულებით, რომელსაც ვეველსბურგში ვხედავთ, ახლა ევროპელ მემარჯვენეთა სიმბოლო გახდა. არსებითად, გლობალისტებს და ანტიგლობალისტებს ერთი და იგვე "მზე" ათბობთ.





"SS-ის თეორეტიკოსები მიიჩნევნდნე, რომ "შავი მზე" წარმაოდგენს "ჩრდილოეთიდან მოფენილ განმწმენდელ ნათელს". "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! ... გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!" (ესაია 14:12-14).

ესაია წინასწარმეტყველი შეგვახსენებს, სად მიიყვანა მთიები (სატანა) ამაყმა ოცნებამ: "მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ესაია 14:15). მაგრამ სატანა ჯოჯოხეთის ქვესკნელიდანაც იტყორცნება ბოროტების ისრებს. იქ, უკუნ ბნელში, "შავი მზით" "განათებულ" ქვესკნელშია კაცობრიობის წარწყმედის ნამდვილი ცენტრი. სწორედ მისი ყველაზე უფაქიზესი იმპულსებია ადამიანის ქცევის მოტივატორები. მითები, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანთა გონება, ცრურწმენები, ბოროტის მიერ შთაგონებული ხელოვნების ნაწარმოებები...

მათი ყველა ავტორი - ეშმაკის კარიკატურაა. ეს ბოლომდე მხოლოდ მართლმადიდებელთ ესმით. რადგან უფსკრულს სიმართლის მზის შუქი ააშკარავებს...  

ძნელია იმის დაჯერება, რომ "ვენეციანური შავი არისტოკრატიის" საქმიანობა არ არის ეშმაკის მზაკვარი გეგმა, უკიდურესად შემავიწროებელია ლონდონიდან "გამოფრქვეული" "შავი ნათელი".

ვენეციის უხილავი ბრძოლა წარმოებს "კულტურული აგრესიით".

საიდან გაჩნდა "შავი არისტოკრატია" დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს დაპყრობის თავისი აგრესული ზრახვებით? ამ არცთუ ადვილ კითხვას პასუხობს ცნობილი ამერიკელი რევიზიონისტისა და მოაზროვნის ლინდონ ლარუშის შილერის ინსტიტუტი. ინსტიტუტი ცდილობს აღადგინოს გლობალური ისტორიული პროცესი ფალსიფიკაციების გარეშე.

"... დიდი ბრიტანეთი, კუნძულზე არსებული სავაჭრო-ფინანსური, საზღვაო და საწარმოო იმპერია, გამოდის ცნობილ ქალაქ-სახელმწიფო ვენეციის მემკვიდრედ, რომლის ძლიერებაც ასევე ფინანსებსა და უძლიერეს ფლოტზე იყო დამყარებული. ჩრდილოეთ იტალიის ეს მარგალიტი, ჭანჭრობსა და ლაგუნაზე აშენებული ვენეცია თითქმის კუნძულივით იყო. ადრე, ძალზედ ადრე იწყებენ ვენეციელები მომგებიან ვაჭრობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რისთვისაც იყენებენ თავიანთ ფლოტსა და სავაჭრო პუნქტ-ფაქტორიებს ხმელთაშუა ზღვაზე, რომელიც ძველი სამყაროს ყველაზე მთავარი საზღვაო არეალი იყო. ვენეციელები მათი საქმიანი სტილით დასავლური ცივილიზაციის განვითარების "ტროფეული" ხაზის ფუძემდებლებად გვევლინებიან, ისინი ხვეწენ სხვისი ხელებით კონკურენტების ჩამოშორების ტექნიკას, ერთმანეთზე აქეზებენ მოწინააღმდეგეებს და მათ შიგნიდან ხლეჩენ. მოტყუება, ინტრიგები და შპიონაჟი ვენეციელთა უმთავრესი ხერხი იყო. აღორძინების პერიოდის ევროპაში "ვენეციელი" მამაცი, მდიდარი და ეშმაკივით მზაკვარი ადამიანის სინონიმი გახლდათ, ოღონდ ეს ეშმაკივით ჭვკიანი ადამიანი ვერ არჩევდა ბოროტ და კეთილ საშუალებებს, უარყოფდა მორალს და ა. შ. წარმატებისთვის ისინი იყენებდნენ საწამლავსაც და დაქირავებული მკვლელების სამსახურსაც, შეთქმულებებსაც და მოსყიდვებსაც".

ბიზანტიის დამხობის შემდეგ ვენეცია აქტიურად ებმება მონებით ვაჭრობის ბიზნესში და თურქებთან ერთად მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი ხდება. მაგრამ მსოფლიოს უმთავრესი სავაჭრო გზები ნელ-ნელა გადის ხმელთაშუა ზღვიდან და ვენეციაც კარგავს თავის მნიშვნელობას. დგება ბობოქარი და სისხლიანი მეთექვსმეტე საუკუნე...

ვენეციას ძლიერ უჭირს. 1494 წელს იტალიის მიწა-წყალზე იწყება ომი კათოლიკეებს შორის: ერთმანეთს უპირისპირდებიან ფრანგები და ესპანელები. იტალია ხომ მდიდარი და ნაყოფიერი მიწაა. თანაც სწორედ იტალიაში, რომში იმყოფებოდა იმდროინდელი ევროპის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრი. მარადისობის ქალაქში მდებარეობდა რომის პაპის რეზიდენცია. პაპები მაშინ რთულ და დახვეულ თამაშებს თამაშობდნენ. მათ არ სურთ იტალიას დაეპატრონონ უცხოელები, თუნდაც ესპანელები, ან ფრანგები. პაპებს იმთავითვე სურდათ ემბრძანებლათ მეფეებზე. ისინი ლავირებენ ახალ ძალებს შორის. მაგრამ მათ ჰყავთ უძველესი და დაუძინებელი მტერი - ვენეცია. ვენეცია არავის მოსწონს. XVI ს. დასაწყისში პაპმა, ესპანელებმა და ფრანგებმა გადაწყვიტეს ერთობლივი ძალებით დაენგრიათ ვენეცია, რისთვისაც კამბრეის ლიგა შეაკოწიწეს. მაგრამ 1509 წელს ლიგა დაიშალა. პაპმა არ ისურვა უცხოელთა ზეიმი იტალიაში. და ეს საბედისწერო შეცომა აღმოჩნდა. მზაკვარმა ვენეციამ საპასუხო დარტყმა განახორციელა. მან დაიწყო უხილავი ბრძოლა "კულტურული აგრესიის" მეთოდით და რევიზიას დაუქვემდებარა ქრისტეანობის ყველა ფუძემდებლური კონცეფცია.

პაპის ძალაუფლებისა და დიდი კათოლიკური ქვეყნების ძლიერების შესარყევად, მას პირველს გადააქვს ომი იდეების სფეროში, და ეს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და გამანადგურებელ ტრაგედიად შემოუბრუნდება კაცობრიობას მთელი მისი ისტორიის განმავლობაში...

კონფლიქტის მარცვალი XVI საუკუნეში იქნა ჩაყრილი. მანამდე, ორი საუკუნით ადრე პაპი პიუს მეორე და სახელგანთქმული ღვთისმეტყველი ნიკოლა კუზანელი აყენებენ ადამიანის, როგორც ღმრთის ხატისა და მსგავსის იდეა-კონცეფციას, რომელსაც გააჩნია ღვთიური უნარები. ეს იდეები სულაც არ ეთანხმებოდა მონათმფლობელურ ბიზნესს და "ტროფეიზმის" იდეოლოგიას, რადგან, მართლაცდა შეუძლებელია ვაჭრობდე ადამიანებით და ამავე დროს აღიარებდე, რომ ისინი არიან ღმრთის ხატებანი და მსგავსებანი!

უმდიდრესი ვენეციანური მოდგმიდან გამოსული, პადუის უნივერსიტეტის კურსდამთავრებუილ გასპარო კონტარინი არისტოტელეს ფილოსოფიის ღრმა მცოდნე იყო. ამ ფილოსოფოსის სწავლებაში ის განსაკუთრებულად გამოჰყოფდა მომენტს იმის შესახებ, რომ ადამიანები ბავშვობიდან იყოფიან მონებად და ბატონებად, და ეს მიმართებანი არიან სრულიად ბუნებრივნი. სიკეთისა და სამართლიანობის იდეები ერთგვარი ნაფიქრალია, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია გრძნობათა ორგანოებით. ეს იყო ოლიგარქიული წყობის, "ტროფეების მოპოვებისა" და მონათვაჭრობის გამართლება.

კონტარინი კიდევ უფრო შორს წავიდა.

"... არსებითად მივხვდი, სრულიადაც რომ შევინანო ჩემი ცოდვები და მეტიც ვქნა, სულაც ვერ შემეწევა დავიმსახურო ბედნიერება ან დაკმაყოფილება მივიღო იმისგან, რომ მომეტევა ცოდვები... მე მივედი იმის მტკიცე რწმენამდე, რომ არავის ძალუძს საკუთარი ღვაწლით განიწმინდოს ცოდვათაგან და საკუთარ გულისთქმათაგან".

სხვა წერილში ის ადამიანს მატლს ადარებს მატლს... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტარინის აზრით ადამიანი ღმრთის ხატი კი არა მხეცია. სინანული სულაც არ არის მისთვის აუცილებელი, მთავარია - საკუთარი სურვილები. კონტარინი მეტად გავლენიან ვენეციურ საზოგადოებაში გახდა "სპირიტუალთა" და ე. წ. ვენეციის შავი არისტოკრატიის ორდენის დამფუძნებელი, ის იყო ელჩი ჯერ რომის პაპის სასახლეში, შემდეგ კი - კარლ მეხუთეს რომის იმპერიის კარზე, რომლის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ ესპანეთი, ავსტრია, გერმანია და ჰოლანდია, ასევე იტალიის ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკის ახალი კოლონიები. შემდეგ ის ხდება ვენეციის ძალაუფლების უზენაესი ორგანოს, - სამთა საბჭოს წევრი. და ბოლოს, მან მიიღო კარდინალის ტიტული.

ადამიანის შერაცხვა მხეცად, და არა ღმრთის ხატად, ბადებს შედეგთა მთელ ჯაჭვს, რომლის ბოლოში ჩნდებიან - ჰიტლერი და ტროცკი, საკონცენტრაციო ბანაკები და მსოფლიო ომები, ადამიანის მანიპულაციის ტექნოლოგიები და კიდევ მრავალი სხვა...

"სწრრედ პაპთან და ახალ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებთან მებრძოლმა ვენეციამ დაუჭირა მხარი XVI ს. დასაწყისში კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებას და ხელი შეუწყო პროტესტანტიზმის გამოჩენას. რეფორმაციამ გამოიწვია ის, რომ ევროპა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან, იწვოდა ძმათაშორის გამართული ომების ცეცხლით. ვენეცია თავისას მიაღწევს: დასავლელი ხალხები, რომლებიც გაყოფილები აღმოჩდნენ, გააფთრებულები დაიწყებენ ერთმანეთის ხოცვას რელიგიურ ნიადაგზე ისევე, როგორც შემდეგ დაერევიან ერთურთს "თეთრი" და "წითელი" რუსები, რომლებიც სამოქალაქო ომის ჯოჯოხეთს გააჩაღებენ თავიანთ ქვეყანაში. გვამთა გორები მთელი საუკუნის განმავლობაში დახვავდება გერმანიასა და საფრანგეთში, ინგლისსა და ნიდერლანდებში. და ეს გაგრძელდება 1648 წლამდე, ოცდაათწლიანი ომის დასასრულამდე. ვენეცია მხარს დაუჭერს როგორც რეფორმაციას, ასევე კონტრრეფორმაციას. საშინელ მსხვერპლს გაიღებს მაშინ რუსეთიც - მას მოუწევს რეფორმისა და არეულობის ქურაში გავლა, როდესაც შეეცდებიან კათოლიციზმისკენ მისი გეზის შეცვლას მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში".

რა არის რეფორმაცია, რომელმაც ხუთი საუკუნის უკან ევროპა ააფეთქა? - ეს არის რელიგიური მიმდინარეობა, რომლის ბელადები აცხადებდნენ: ჩვენ არ გვსურს დავემორჩილოთ რომის პაპს. ჩვენ თავს გავიტანთ ბერებისა და მონასტრების გარეშე. ჩვენ თვითონ წავიკითხავთ ბიბლიას და რომს არავითარ ხარკს არ გადავუხდით.

რეფორმაცია-პროტესტანტიზმი სხვადასხვა მიმართულებისა იყო. გერმანიაში - ლუთერანობა, ინგლისში - ანგლიკანელობა, სადაც ეკლესიის თავად გამოდის მეფე. შვეიცარიაში ბატონობდა კალვინიზმი, რომელმაც დაამკვიდრა თემებში მღვდლების არჩევითობის პრინციპი და შექმნა პირქუში წყობა, სადაც ბატონობდნენ სულიერი ბელადები. ისინი კრძალავდნენ ყოველგვარ მკაფიო ტანისამოსს, სიცილს და მუსიკას, აქეზებდნენ დამსმენობას და შპიონაჟს, ცეცხლზე წვავდნენ "ერეტიკოსებს" და ხალხისგან მხოლოდ ერთს, გულდასმით ლოცვასა და შრომას ითხოვდნენ. კალვინიზმიდან იშვა ინგლისური პურიტანიზმის, რომელმაც აჩუქა სიცოცხლე ამერიკის შეერთებულ შტატებს, და ფრანგული ჰუგენოტობა, რომელიც მართალია თვით საფრანგეთში გაქრა, მაგრამ გასძლო ჰოლანდიაში.

XVI ს. რეფორმაციამ დაარღვია კათოლიკური ეკლესიის ქრისტეანული "მსოფლიო", რომელიც მყარად იდგა მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში, და რომელმაც გამოიწვია მთელი რიგი ეკლესიებისა და რელიგიური ჯგუფების აღმოცენება, რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთსაც ებრძოდნენ. "დაჰყავი და იბატონე" - აი "შავი არისტოკრატიის" ძირითადი დევიზი, რომელიც დღემდე პრატქიკაშია სახელმწიფოთა დაპყრობის ტექნოლოგიებში.

რეფორმაციამ გამოიწვია მთელი რიგი რელიგიური და სამოქალაქო ომები. გერმანიამ სამი ომი მარტო XVI საუკუნეში გადაიტანა. სხვათა შორის, სწრორედ გერმანიაში მიუნსტერის მოქალაქეები ცდილობდნენ სრული კომუნიზმის განხორციელებას - მათ შორის ცოლების საზოგადოობას. ასე იყო მანამ, სანამ ძალით არ დააშოშმინეს ატეხილი ერეტიკოსები. საფრანგეთში რეფორმაციამ მოიტანა ხოცვა-ჟლეტა კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის. იფეთქა სამოქალაქო ომმა. რელიგიური ნიშნით გახლეჩილი ქვეყანა ლამის ნაწილებად დაიშალა. უხვად იღვრება სისხლი ინგლისშიც. ნიდერლანდებში იწყება პროტესტანტთა მოძრაობა ესპანურ-კათოლიკური ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ დიდ ომში გადაიზარდა. მაგრამ რეფორმაციის აპოფეოზი მაინც გახდა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, რომელიც ბობოქრობდა 1618-1648 წლებში, რომელსაც თან ახლდა მხეცობები, შიმშილი და გაპარტახებანი, რომელმაც ამოწყვიტა გერმანიის მოსახლეობის მესამედი.

რეფორმაციამ შვა კონტრრეფორმაცია კათოლიკური ეკლესიისა და რომის იმპერიის იმპერატორის მხრიდან. სწორედ მაშინ დაფუძნდა იეზუიტების ორდენი. ბობოქრობს ინკვიზიცია: ევროპაში კოცონზე წვავენ ასობით ათას ადამიანს. დამსმენებს აქეზებენ ჩამორთმეული ქონების გადაცემით. წახალისებულია მშობლების დასმენა შვილების მიერ. სხვათა შორის, ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ პროტესტანტებიც. თამამად შეგვიძლია იმდროინდელი ეპოქა შევადაროთ რუსეთის რევოლუციას, სამოქალაქო ომს და რეპრესიებს. ასობით ტონა ოქრო, რომელიც ამოიღეს ესპანელებმა ამერიკისგან, კათოლიკეთა ომის მხარდაჭერაზე მიდის პროტესტანტების წინააღმდეგ. კათოლიციზმი ცდილობს შეტევაზე გადასვლას და დაკარგულის ნაცვლად ახალი მიწების მითვისებას. XVII ს. დასაწყისში კათოლიკური პოლონეთი ცდილობს რუსეთის მოქცევას კათოლიციზმისკენ, რომელშიც საშინელი არეულობა ბობოქრობს, რომლის დროსაც ტყვიებისგან, სოლებისგან და შიმშილისგან იხოცება მილიონობით ადამიანი, ხოლო ეკონომიკა ტოტალურ გაპარტახებას განიცდის.

სწორედ ვენეციელები იყვნენ მათ შორის, ვინც მარჯვედ წარმართავდა რეფორმაციასაც და კონტრრეფორმაციასაც, წარმართავდა კონფლიქტებს საკუთარი პოლიტიკის სასარგებლოდ. საქმეში მიდიოდა ოქროც და იდეებიც. იგივე გასპარ კონტარინი, იყო რა ამავე დროს ფილოსოფოსიც, ქადაგებდა: ადამიანს არ შეუძლია სინანულით ან მძიმე შრომით საკუთარი სულის ცხოვნება. ეს კი საკმაოდ ძლიერ წააგავს კალვინის სწავლებას წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ, რომლის თანახმადაც ადამიანები დაბადებიდანვე წინასწარგანსაზღვრულნი არიან ზოგი სამოთხისთვის, ზოგიც ჯოჯოხეთისთვის. კალვინის სწავლებით წინასწარ არავინ იცის თავისი ბედი, მაგრამ შეუძლია მიხვდეს რა ბედი ელის საიქიოში. რადგან ის ვინც მდიდრდება, - უფლის რჩეული და საყვარელი შვილია.

კარდინალად და კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ უმაღლეს იერარქად გახდომის შემდეგ, კონტარინიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონტრრეფორმაციაშიც. სხვა ვის უნდა ეხელმძღვანელა იმპერატორ კარლ მეხუთის დელეგაციისთვის თუ არა კონტარინის გერმანელ პროტესტანტ-ლუთერანებთან მოლაპარაკებაზე რეგენსბურგში 1541 წელს. რეფორმაცია და მისი მომდევნო მოვლენები მკაფიო დადასტურებაა იმისა, რა შეიძლება მიიღო, თუ დროზე შეუგდებ საზოგადოებას ცეცხლის დამნთებ იდეებს. შედეგად სისხლიანი და ბობოქარი საუკუნენახევრის შედეგად დაინგრა და უკან გადავარდა გერმანია, შეირყა ესპანეთის ძლიერება, რომელიც იყო რომის იმპერიის შუაგული. მისი ამერიკული ოქრო ძირითადად შერჩათ ჰოლანდიელებს და ინგლისელებს. შეჩერდა საფრანგეთის განვითარებაც.

XVI საუკუნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა სამხრეთ-ევროპული ერებიდან (იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები), რომელთაც მიბმული იყო ზოგიერთი სამხრეთ-გერმანული ოლქიც, მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ენერგიის სიმძიმის ცენტრის გადატანა ჩრდილო-დასავლელი ერებისკენ: ჯერ ბელგიელებზე და ჰოლანდიელებზე, შემდეგ კი ფრანგებზე, ინგლისელებზე და ჩრდილო-გერმანელებზე. არსებითი მოვლენა გახდა ჰოლანდიის სწრაფი გაფურჩქვნა, რომელმაც ინგლისსა და საფრანგეთს საწარმოო ძალთა ინტენსიური განვითარების მძლავრი ბიძგი მისცა. მთელი XVII ს. განმავლობაში ევროპის ჩრდილო-დასავლური ერების ყველა თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის მიზანი ვაჭრობის, ნაოსნობისა და კოლონიალური დაპყრობის სფეროში ჰოლანდიასთან კონკურენცია გახდა.

XVI ს. ინგლისში - ყველაზე ბნელი პერიოდია. განსაკუკთრებით ჰენრიხ მერვეს (1509-1547) მმართველობა, რომელიც სათავეში ჩაუდგა რეფორმაციას და ალბიონი რომის-კათოლიკურ ეკლესიას მოწყვიტა. ამ პერიოდში იწყება ინგლისის წინაკაპიტალისტური განვითარება. ძალზედ მომგებიანი ხდება არა პურის თესვა, არამედ ცხვრების მოშენება და მატყლის ექსპორტი მეზობელ ჰოლანდიაში, სადაც მრავალი საფეიქრო მანუფაქტურა მუშაობდა.

მაგრამ საიდან მოვიტანოთ საძოვრები მცირე კუნძულზე?

და აჰა, ლორდები მასობრივად დევნიან გლეხებს მიწიდან, იპყრობენ სათემო და მონასტრულ მიწებს. გლეხებს ართმევენ ქონებას, რომლებიც ამის გამო უსახსრო და უსახლკარო მაწანწალებად იქცევიან. მათი უკმაყოფილება დაქირავებული ჯარების მეშვეობით იხშობა. ხდება რაღაც იმგვარი, რაც მოგვიანებით, 1929 წელს რუსეთში ე. წ. "განკულაკებისა" და "კოლექტივიზაციის" სახით განმეორდა.

საკუთრება წართმეული თავისუფალი გლეხობის მასები გაღატაკდნენ და ე. წ. პაუპერებად იქცნენ. ისინი იძულებულნი იყვნენ ექურდათ, რათა შიმშილით არ ამომწყდარიყვნენ. ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ახორციელებს უსასტიკეს კანონებს, ყოველგვარი ქურდობისთვის ადამიანს სახრჩობელა ელოდა. სჯიდნენ 14 წლის ბავშვებსაც კი. სრულიად ოფიციალური მონაცემებით, ჰენრიხ VIII-ს დროს ქვეყნის სამმილიონიანი მოსახლეობიდან სულ ჩამოახრჩვეს 72 ათასი ადამიანი - ინგლისელთა იმდროინდელი რაოდენობის ორნახევარი პროცენტი. 72 ათასმა ინგლისელმა სახრჩობელაზე დაასრულა თავისი ცხოვრება. ეს იყო ყველაზე მასობრივი რეპრესია, წმიდა წყლის გენოციდი.

ამ ციფრებს სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირს თუ შევადარებთ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა 190 მლნ.-ს აღწევდა და გავითვალისწინებთ სტალინური რეპრესიების დროს მოსახლეობის ერთი მეორმოცედი ნაწილის ამოწყვეტას, გამოვა ოთხნახევარი მილიონი ადამიანი. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ სტალინის დროს (მოსახლეობის შეფარდების მიხედვით) უფრო ნაკლები ხალხი დახოცილა. სტალინს ძირითადად ადამიანები დიად მშენებლობებზე მიჰყავდა, საიდანაც ასე თუ ისე დაბრუნების შანსი მაინც არსებობდა. ხოლო ინგლისური სახრჩობელა ადამიანს ამის შანს ცხადია ადამიანს არ აძლევდა. ეს იყო 100%-იანი სიკვდილი. სხვათა შორის, ჰენრიხის შვილიშვილის, დედოფალ ელიზაბეტას დროს, როდესაც კანონები მაწანწალების წინააღმდეგ მთელი ძალით მოქმედებდა, ქვეყანაში დასჯილთა რაოდენობამ უკვე 90 ათასს მიაღწია. ხოლო რამდენი ადამიანი დაიხოცა შიმშილით არავის დაუთვლია. მაშ, რა არის ეს თუ არა მასობრივი რეპრესია?



ასე იყრებოდა ინგლისში კაპიტალიზმის საფუძვლები. მიწებიდან გლეხების აყრასა და მათ სასტიკი დასჯას თავისებური სასტიკი ლოგიკა ჰქონდა. განვითარებად კაპიტალიზმს იაფფასიანი მუშახელი, მორჩილი პროლეტარები სჭირდებოდა, რომლებიც კაპიკებზე, დღეში 12 საათი იმუშავებდნენ და ისიც, არა ფაბრიკა-ქარხნებში, არამედ მანუფაქტურებზე, უმანქანო საწარმოებზე, რომლებიც კუნთის ძალას ეყრდნობოდა. საიდანღაც უნდა მოეკრიბათ მეზღვაურები და იალქნიანი გემები, სადაც მუშაობა ასევე კატორღული იყო. მიწის მფლობელი გლეხები ამ საქმეზე არაფრით არ წავიდოდნენ. ამიტომაც, საჭირო იყო ჯერ "კოლექტივიზაციისა და განკულაკების" ჩატარება, ურჩი ადამიანების მოცილება, რომლებიც მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ. ასეც მოხდა. დასავლური კაპიტალიზმი ადამიანთა ძვლებზე  შენდებოდა.

სხვათა შორის, შემდეგ ინგლისელები ღარიბებს ე. წ. სამუშაო სახლებში შეყრიან, სადაც მათ ელოდათ მონური და აუნაზღაურებელი შრომა. არსებითად, ეს იყო ნამდვილი გულაგი (ГУЛАГ), შრომა-გასწორების კოლონიები. სწორედ ინგლისში გამოიყენებენ პირველად ბავშვების შრომას, და საფეიქრო ფაბრიკებში მათაც დაუყენებენ შოლტიან დამკვირვებლებს.

მართალია, გამოცდილებამ აჩვენა, რომ გლეხების სწორედ ასეთი სასტიკი დამონება იძლევა ძველი, ტრადიციულ-აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიულ წყობილებაზე სწრაფი გადასვლის საშუალებას. ისინი, ვინც არ ისარგებლა ინგლისის გამოცდილებით, კერძოდ, რუსეთი, ავსტრია, საფრანგეთი, - ძლიერ ჩამორჩნენ ბრიტანეთს XVII-XIX საუკუნეების ეკონომიკურ განვითარებაში. ინგლისი "მსოფლიოს დედა" - პლანეტის უმთავრესი საბაფრიკო-საქარხნო და საბანკო ცენტრი გახდა. აშშ - ეს ცალკე შემთხვევაა. ჩრდილოეთ ამერიკაში არ არსებობდა ფეოდალურ-პატრიარქალური საზოგადოება, რომლის დანგრევაც საჭირო გახდებოდა. თანაც ამერიკაში უკვე ჩამოდიოდა რეფორმაციით გადაკეთებული ადამიანური მასალა.

ერთის სიტყვით, სტალინი, როდესაც 1930-იან წლებში სასტიკ ინდუსტრიალიზაციას ახორციელებდა და გლეხებს მიწებს ართმევდა, სულაც არ ყოფილა განსაკუთრებული დესპოტი და სადისტი. მან მარტო ათ წელიწადში გააკეთა ის, რასაც ინგლისი საუკუნეზე მეტი აკეთებდა. ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია - სასტიკი ქალბატონია. ის ჯერ ადამიანთა მსხვერპლშეწირვას ითოხვს და მხოლოდ ამის შემდეგ, დაკმაყოფილებული და მომლბარი, ხელგაშლილ მზეთუნახავად გარდაიქცევა. "ადამიანის უფლებებამდე" და ჰუმანიზმამდე რომ მისულიყო, დასავლეთმაც გაიარა თავისი "სტალინიზმი".

სხვათა შორის, ჰენრიხ მერვეს ტერორი მაღალ წრეებშიც მძვინვარებდა. მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეჭვით, დასავლელ ადამიანებსაც აყრევინებდნენ თავებს. ნებისმიერი სერიოზული მკვლევარი იტყვის: XVI საუკუნეში ინგლისმა სახე შეიცვალა. ქვეყანა თითქმის გადააკოდირეს. იბადება ახალი, სასტიკი ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც შეჯვარებულია "ტროფეების მომპოვებელ" ავაზაკურ, მტაცებლურ, ტიპიურ ეკონომიკასთან. უკვე ჰენრიხის შემდეგ, ასწლეულის მეორე ნახევარში, ინგლისელები მსოფლიოს აძლევენ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფი კომერციული პირატიზმის მაგალითს. ნისლიანი ალბიონის შვილები აშენებენ სწრაფმავალ, კარგად მართვად იალქნიან გემებს, ძარცვავენ ესპანურ ქარავნებს, რომლებიც ამერიკული კოლონიებიდან ოქრო-ვერცხლით დატვირთული მოდიოდა ევროპისკენ. პირატები ლორდის წოდებებსაც ღებულობდნენ. თვით დედოფალი ელიზაბეტა დებს თავის თანხებს საოკეანო გზების ძარცვაში.

ჩვენ კი აღვნიშნავთ: ბრიტანეთის პერეკოდირება, ჰენრის მერვის მიერ ურთიერთობის გაწყვეტა კათოლიციზმთან და კარლოს მეხუთე ჰაბსბურგის ესპანო-გერმანულ-ამერიკულ იმპერიასთან - ვენეციის ხელია. ჰაბსბურგისთვის ხომ ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ეკონტროლებინა მეტად ფაქიზი სტრატეგიული მარშრუტი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებდა ევროპულ და ამერიკულ სამფლობელოებს. ამიტომაც ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ბრიტანეთთან კეთილი ურთიერთობით. სწორედ ამიტომ დააქორწინეს ჰენრიხი (თავის პირველ მეუღლესთან) ესპანელ ქალზე - ეკატერინე არაგონელზე. მაგრამ მეფე შემდეგ ინგლისელმა ანა ბოლეინმა გაიტაცა და პირველ ცოლთან განშორება მოისურვა. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ჰაბსბურგები და რომის პაპიც - კათოლიციზმი ხომ გაყრას ეწინააღმდეგებოდა.

მაგრამ მეფის მხარეს დადგა ვენეციანური პარტია ინგლისის კარზე. მაშინ ამ პარტიას სათავეში ედგა თომას კრომველი - ერთ-ერთი ვენეციანური მოძრაობის, "სპირიტუალის" წევრი, მათი მფარველი, ვინც რომთან ურთიერთობის გაწყვეტის სურვილით გამოდიოდა. ჰენრიხის კონსულტანტი გაყრისა და სქესობრივ საკითხბში იყო კონტარინის ნათესავი, ვენეციელი ფრანჩესკო ზორზი. სწორედ მან დაამტკიცა რომელიღაც ძველ მანუსკრიპტზე დაყრდნობით, რომ პაპს არ შეეძლო უფლება მიეცა ჰენრიხისთვის ეკატერინე არაგონელზე დაქორწინებისა და ამიტომაც, ჯვრისწერა თავიდანვე უკანონო გახლდათ. ამიტომაც, ჰენრიხის მრჩეველების აზრით, არავითარი გაყრის საჭიროება არც არსებობდა.

1529 წელს ლონდონში ჩამოსული ზორზი აქ თავისი სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ინგლისში მან შექმნა ვენეციანური ლობი. ზორზი ამავე დროს შავი მაგიისა და კაბალის უდიდესი მოტრფიალე და მცოდნე გახლდათ. 1536 წ. მან წიგნიც კი დაწერა სათაურით: "საიდუმლო წერის პრობლემები" - ნამდვილი სახელმძღვანელო დამწყები ჯადოქრისთვის. მართალია, ეს პატარა დეტალია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო.

ამიტომაც, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დროიდან გადმოაქვთ ვენეციელებს თავიანთი კაპიტალი ბრიტანეთში. არხებზე და ლაგუნებზე გაშენებული ქალაქი უსარგებლო გახდა: მსოფლიო სავაჭრო გზები და მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვიდან სამუდამოდ ატლანტიკაში გადაბარგდა. ამჯერად ვენეციელებს სჭირდებათ ოკეანისკენ გასვლა და ახალი კუნძული, რომელიც ევროპულ მოვლენათა სიახლოვეს იქნებოდა. მათ ბრიტანეთში გადაიტანეს მზაკვრობის, შეთქმულებების, ფინანსური და პოლიტიკური მანიპულაციების უდიდესი გამოცდილება. და წარმოდგენაც ადამიანზე, როგორც ორფეხა პირუტყვზე.

1583 წ.  ვენეციაში გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა ძველ და ახალ სავაჭრო-არისტოკრატიულ სახლებს შორის. ახალგაზრდებს ესმოდათ, რომ ძველი ვენეციის დრო ამოიწურა, ის კარგავს თავის მნიშვნელობას. ახალგაზრდებმა წამოაყენეს გეგმა: ერთდროულად უნდა განადგურდეს პაპობაც და ჰაბსბურგობაც, ამისთვის, საფრანგეთის დახმარებით გერმანია უნდა გადაეცეს პროტესტანტ მეამბოხეებს, რომლებიც ბოლოს მოუღებენ მას. ძველები ფიქრობდნენ, რომ საჭიროა უბრალოდ პაპიზმის ნეიტრალიზება და მისი კონტროლქვეშ აყვანა. და მაშინ "ახალგაზრდა ვენეციელებმა" გადაწყვიტეს თავიანთი ფინანსები ჰოლანდიასა და ინგლისში გადაეტანათ.

"ახალგაზრდა ვენეციელების" იდეოლოგი იყო ბერი პაოლო სარპი - ევროპის ისტორიის კიდევ ერთი პირქუში პიროვნება. თავისუფლად მოაზროვნე და ჰომოსექსუალი, ანტიქრისტეანი, რომელიც ბიბლიას მხოლოდ გასართობ ანეკდოტთა კრებულად მიიჩნევდა. სარპმა ჩათესა საიდუმლო საზოგადოებათა ვირტუალური წინამორბედების - როზენკრეიცერობის თესლი. სარპი მიიჩნევდა, რომ ღმრთისადმი რწმენა ირაციონალურია და ჭკვიან კაცს ის საერთოდ არ სჭირდება. სარპი ე.წ. განმანათლებლობის სათავეებში იდგა. მისი მეგობარი იყო ცნობილი ჯორდანო ბრუნო, რომელიც შემდეგ, 1600 წელს ინკვიზიციის განაჩენით რომში კოცონზე დაწვეს...

აქ აუცილებელია მცირედი უკანდახევა და განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა ჯორდანო ბრუნოს პიროვნებაზე, რომელიც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოწამე, ათეისტი, ნიკოლა კოპერნიკის სწავლების პროპაგანდისტი და იმ "გენიალური მიგნების" ავტორი გვეგონა, რომლის მიხედვითაც გონიერი სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც არსებობს. მაგრამ ამ "უდიდესი" ადამიანის ცხოვრების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრუნოს წინააღმდეგ ინკვიზიციის უმთავრესი პუნქი გახდა აღვირახსნილი გარყვნილებისა და სატანიზმის პროპაგანდა. ამ ფაქტებით ბრავირებდა ის გამოძიებებზე, რისთვისაც დაწვეს კიდეც 1600 წელს. ასეთები იყვნენ "ახალვენეციანელთა" იდეოლოგისა და  "განმანთლებლის" პაოლო სარპის თანამებრძოლები.

სარპი გონებათა დამპყრობი 1606 წლის შემდეგ გახდა, როდესაც რომის პაპმა გადაწყვიტა ვენეციაში ორი კათოლიკე პრელატი დაესაჯა. სარპიმ დაიწყო ენერგიული და ეფექტური პროპაგანდისტული ომი პაპის წინააღმდეგ. ის პამფლეტს პამფლეტზე აცხობს, რომლებიც იმწამსვე ითარმგნება ინგლისში. სარპი იცავს სახელმწიფოს უპირატესობას პაპზე. სახელის მოხვეჭის შემდეგ, სარპიმ კიდევ რამოდენიმე თხზულება დაწერა, სადაც ეჭვ ქვეშ აყენებს ეკლესიის არსებობის საჭიროებას.

ამ ინტელექტუალური აგრესიის პარალელურად მიმდინარეობს ბრიტანეთში "ახალვენეციანელთა" ეკონომიკური ინტერვენცია. ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ არა მეფეებზე, არამედ პროტესტანტულად განწყობილ ვაჭართა კლასზე. ჯერ ლორდი ლესტერი აფუძნებს პირველ ვენეციანურ კომპანიას ბრიტანეთში. ამ კომპანიას ვენეცია უთმობს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მარშრუტებს.

1581 წელს, ბრიტანეთში, ვენეციანელთა კონტროლქვეშ აღმოცენდა სავაჭრო კომპანია, რომელიც მყარდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, და ღებულობს მნიშვნელოვან პრივილეგიებს (იმდროინდელ ენაზე - კაპიტულაციას) თურქეთის ხელისუფლებისგან.

შემდეგ ორივე ეს კომპანია შეერწყმებიან ერთურთს და მათ საფუძველზე 1600 წელს აღიმართება უზარმაზარი ოსტ-ინდური კომპანია (ოიკ) - უნიკალური წარმონაქმნი, რომელსაც ჰყავდა საკუთარი არმია და ფლოტი, სპეცსამსახურები და დიპლომატია. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს ინგლისელთა ექსპანსიას ინდოეთში, და დასაბამს მისცემს დიდი ბრიტანეთის კოლონიალურ იმპერიას. ოიკ--ის პირველი მმართველი იყო თომას სმაიტი - პადუის უნივერსიტეტის პირმშო, რომელიც ერთ-ერთი ვენეციანური გავლენის ცენტრს წარმოადგენდა.

გავა კიდევ 80 წელი, სანამ ინგლისში "ვენეციანური პარტია" სრულად განმტკიცდება, მაგრამ "ინტელექტუალური იმპერია" აქ საბოლოოდ მკვიდრდება. სარპი ბრიტანეთში ერთდროულად ქმნის ძლიერ, როგორც დღეს ამბობენ, "აზროვნების ფაბრიკას" და "ლობისტურ ჯგუფს", რომლებმაც საუკუნით ადრე განსაზღვრეს მრავალი რამ ბრიტანულ ისტებლიშმენტში. ბრიტანეთი თანდათანობით გადაიქცა არა მარტო ინდუსტრიალიზმის აკვნად, მსოფლიოს სახელოსნოდ და კაპიტალისტური წყობილების ლიდერად, არამედ  მევახშეობის, მონებით ვაჭრობისა და ბნელი კულტების საძირკვლად.

"ადამიანის, როგორც ღმრთის ხატის უარყოფა "ახალ ეპოქას" საფუძვლად ედება. ეს იყო სარპის ჩანაფიქრი და პროგრამა. არსებითად ამით დასრულდა ინგლისური სულის დანგრევა. ვენეციის შავი არისტოკრატია და ვენეციანური მეთოდები ინგლისში საბოლოოდ გადაბარგდა.

მრავალი მკვლევარის აზრით, XVII ს.-ის ინგლისი - ეს არის რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლებისთვის ბრძოლის დასაწყისი, რომელშიც მასონობა უმთავრეს და ხელმძღვანელ როლს თამაშობდა. ამტკიცებენ, რომ ამ ბრძოლას საფუძვლად ედო სინდისის თავისუფლების საკითხები. მაგრამ მთლად ასე როდია. ინგლისის რევოლუციური მოვლენების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ამ ქვეყანაში ვენეციის"შავი არისტოკრატიის" ჩანერგვა, უფრო ზუსტად კი ძალაუფლების დაპყრობა. მათ შეიმუშავეს ინგლისის რევოლუციის დაფინანსებისა და აღსრულების გეგმები, ხოლო მათი ჩანაფიქრი განახორციელეს მასონებმა.

ინგლისის მეფე 1625-1649 წლებში კარლოს I სტიუარტების დინასტიიდან ითხოვდა, რათა ხალხს თავისი რელიგიური თავისუფლება მიეღიო მეფისა და სამღვდელოებისგან. მაშინ როდესაც მასონები ამტკიცებდნენ, რომ სარწმუნოების განსაზღვრის უფლება მხოლოდ ხალხს ეკუთვნოდა.

კარლოს პირველის ცხოვრების ორტომეულს, რომელიც 1828-1830 წლებში გამოქვეყნდა, ცნობილი ინგლისელი კრიტიკოსი და მწერალი ისააკ დიზრაელი ასეთი, საკმაოდ ბუნდოვანი სიტყვებით იწყებს: "განგებამ ისე ინება, რომ ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც რევოლუცია მოხდა, და რომელთა სერია ჯერაც არ დამთავრებულა".

წიგნი იწყება ძველი ინგლისის მიმოხილვით, რომელიც დაფუძნებული იყო ქრისტეანობასა და თავის ძველ ტრადიციებს. ეს გახლდათ ერთის მხრივ - მონარქიის, ეკლესიის, სახელმწიფოს, დიდგვაროვნებისა და ხალხის ერთობა, და მეორეს მხრივ - კალვინიზმის ავისმომასწავებელი კონტურები. კალვინი (Calvin) ეკლესიის ერთ-ერთი რეფორმატორი იყო, რომელიც ჟენევაში საფრანგეთიდან ჩამოვიდა, სადაც მისი სახელი იწერებოდა როგორც კაუინი (Cauin), სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი ფრანგული გარემოცვა გვარ კოჰანს (Cohen) სხვაგვარად ვერ გამოთქვამდა. კალვინის ეროვნებაზე ზოგიერთი ეჭვები რომ გავფანტოთ, უნდა მოვიტანოთ ერთი პატარა ფაქტი დროის სხვა პერიოდიდან, კერძოდ XX ს. შუაწლებიდან. კერძოდ, ებრაული ორდენის ბნაი-ბრიტის კონგრესზე პარიზში (რომლის შესახებაც "კათოლიკ გაზეტე" 1936 წ. თებერვალში იუწყებოდა) ამტკიცებდნენ, რომ ცნობილი ქრისტეანი რეფორმატორი ჟან კალვინი ებრაელი იყო.

კალვინმა გაზარდა და ჩამოაყალიბა რევოლუციონერ-ორატორთა მთელი თაობა, მრავალი მათგანი შემდეგ ინგლისსა და შოტლანდიაში გაიგზავნა. ამგვარად, რელიგიური მოძრაობის საფარველქვეშ შეიქმნა აგიტატორების ქსელი, რომლებიც კატალიზატორისა და მამოძრავებელი ძალის როლს თამაშობდნენ ინგლისის რევოლუციაში.

დემაგოგ-აგიტატორები მკაცრად იცავდნენ შაბათს (კანონს შაბათის შესახებ).

"ქვეყანა ოსტატურად დაჰყვეს შაბათის დამცველებად და დანარჩენებად... კალვინი, - წერს შემდეგ ისააკ დიზრელი, - მიიჩნევდა, რომ შაბათი, რომლის საფუძლებიც ებრაელთა რელიგიაშია, შეზღუდულია წმიდა ადამიანთა რაოდენობით და მას მხოლოდ რჩეულთა დასი მისდევს".


დიზრაელი შემდგომ ამტკიცებს, რომ კალვინისტებს ფაქტობრივად თავის ძალაუფლებაში ეპყრათ მთელი ქვეყანა: "ისე ჩანდა, თითქოსდა რელიგია, მათი სწავლების თანახმად, შედგებოდა შაბათური კაზუისტიკისგან და, რომ ბრიტანეთის სენატი ფაქტობრივად რაბინთა კომპანიად გადაიქცა".

დიზრაელი ამატებს: "1650 წელს, მეფე კარლოს პირველის დასჯის შემდეგ (1649 წ.), მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ისინი, ვინც შაბათს არ დაიცავდა, სასჯელს ექვემდებარებოდა".

ძალები, რომლებიც მზარდი კალვინიზმის უკან იდგნენ კულისებიდან გამოვიდნენ და კიდევ უფრო გამოაჩინეს თავიანთი მიზნები. ამ დროს ლონდონში უეცრად შეიარაღებულ ბოევიკთა ბანდები გამოჩნდა. ამ პერიოდს ისააკ დიზრაელი ასე აღწერს:

"მათი რაოდენობა ათეულობით ათას ადამიანს აღწევდა და მათ ნამდვილი იარაღი გააჩნდათ. ეს იყო აჯანყეუბულთა მილიცია, რომელიც მზად იყო თავისი დესტრუქციული სამუშაო იაფად და ნებისმიერ დროს შეესრულებინა. როდესაც დანებითა და ხელკეტებით შეიარაღებულ ამ ბანდებს ხედავ, რომელიც ატერორებენ ქალაქს, ცხადი ხდება, რომ მათი გამოჩენა - ეს არის იმ სერიოზული სამუშაოს შედეგი, რომელიც ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო".

როდესაც ეს ბანდები პირველად გამოჩნდნენ, ისინი ვინც მოვლენებს კულისებიდან ხელმძღვანელობდა, აშკარად ისახავდნენ მიზნად სამოქალაქო ომის პროვოცირებას. ეს შეიარაღებული ბანდები მრავალს აშინებდა, პარლამენტის ორივე პალატისა და სასახლის ჩათვლით. შემდგომში იგივე მეთოდი გამოიყენეს საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციების დროს.

ისააკ დიზრაელის მოჰყავს გასაოცარი პარალელები ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციებს შორის. პრესის ტაქტიკა აშკარად რევოლუციას უჭერდა მხარს, ქვეყანა წალეკა რევოლუციურმა ბროშურებმა და პროკლამაციებმა. 1640-1660 წლების პერიოდში მათმა რაოდენობამ ოცთაათ ათასს გადააჭარბა. იგივე მოხდა მოგვიანებით საფრანგეთშიც, როდესაც არეულობის დროს გამოდიოდა უამრავი რევოლუციური პლაკატი და ბროშურა.

დიახ, XVII საუკუნე ინგლისისთვის დიდი რყევების საუკუნე აღმოჩნდა. 1642-1651 წლებში ქვეყანაში ბურჟუაზიული რევოლუცია და სამოქალაქო ომი ბობოქრობდა. ინგლისელებმა გაასამართლეს მეფე კარლოსი (ასე, რომ რუსები ნიკოლოზ მეორის მკვლელობით სულაც არ არის პირველნი და გამონაკლისნი). იმავე დროს განეკუთვნება შოტლანდიისა დაპყრობა და ინგლისელთა ბარბაროსული გალაშქრება ირლანდიის წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი დასრულდა 1688 წლის დამაგვირგვინებელი რევოლუციით, რის შემდეგაც ინგლისში მკვიდრდება - საპარლამენტო მონარქია, მსხვილ კაპიტალისტთა და მიწათმფლობელ ლორდთა ოლიგარქია. ის ინგლისი, რომელიც ჩვენ XVIII საუკუნემდე. ეს ის ინგლისია, რომელიც ჩვენთვის XVII-XIX საუკუნეებითაა ცნობილი.

რას წარმოადგენდა ამ საუკუნეების ინგლისი? დიახ, ეს არის წარმოების მძლავრი და სწრაფი განვითარება, ფინანსები და ვაჭრობა. მაგრამ ეს ყველაფერი მუშების მონურ მუშაობას ეფუძნება. ინგლისში ზოგიერთი მეშახტე ძაღლის რკინის საყელურებს ატარებდა! დღეს ინგლისის დემოკრატიის გაგონებაზე ინაბებიან და შეშდებიან, მოსკოვის ქუჩებში გამოკიდულია სარეკლამო პლაკატები 18-ე საუკუნის ინგლისელი პოლიტიკოსის უილიამ პიტ-მცირეს სიტყვებით. პირადი თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოებრივი საჭიროების მომიზეზებით - არამზადების გამამართლებელი პოლიტიკაა! მაგრამ პიტი აშკარად ცრუობდა.

ამგვარი რამ ვინმეს XVIII-XIX სს.-ის ნისლიან ალბიონზე რომ ეთქვა, ფანტაზიისა და ფარისევლობის საკმაო დონე უნდა ჰქონოდა. ჩვენ ყველანი ვკომპლექსდებით, რომ ჩვენთან გლეხები ბატონყმობაში იყვნენ. მაშინ როდესაც ბრიტანეთის მარტო საზღვაო ფლოტს რამოდენიმე ასეული გემი და ფრეგატი ჰჰყავდა ათასობით ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟებით. ფორმალურად ისინი კონტრაქტორებად ითვლებოდნენ, ფაქტობრივად კი მონები იყვნენ. როგორ მიდიოდა ქირაობა?  ადამიანებს ათრობდნენ ლუდხანებში, დამთვრალი ადამიანის თითს მიადებდნენ კონტრაქტს - დილით, "პახმელიაზე" გამოსული ადამიანი გებულობდა, რომ უკვე გემზეა და კონტრაქტიც გაუფორმებია, სადაც მოვალე იყო ხუთი წელი ემსახურა. თანაც გემზე "მეფეც და ღმერთიც" კაპიტანი იყო, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი უკმაყოფილო მეზღვაურის გემბანზევე ჩამოხრჩობა. მცირედი უთანხმოება და მეზღვაურს ან კარცერი ელოდა ან როზგები. მეზღვაურთა ცხოვრება აუტანელი იყო. უმძიმესი სამუშაო, წყვეტილი ძილი ერთი მორიგეობიდან მეორემდე, ცუდი საკვები და დამპალი წყალი, თვეობით ზღვაზე მოგზაურობა, ჩაძირვის ყოველდღიური რისკი და სხვა საფრთხე, რომელიც აფრებიან გემზე სრულიად ბუნებრივია. ომის შემთხვევაში ყოველი მეზღვაური შერიგებული იყო იმ აზრს, რომ შესაძლოა დაეკარგა ან ხელი ან ფეხი, რის შემდეგაც მას პირდაპირ "სამოქალაქო" რანგში ამწესებდნენ ყოველგვარი დახმარებისა და პენსიის გარეშე. კარგი "თავისუფლებაა" არა? რას იტყვით?!

ზოგჯერ კაპიტნები აგროვებდნენ გუნდს სხვა მეთოდით, კერძოდ, ქალაქის ქუჩებში გადიოდა შემპყრობი ჯგუფები, რომლებიც ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ. ნაპოლეონის ომებიდან მოყოლებული ფლოტის მობილიზაცია კიდევ სხვა მეთოდით ხდებოდა: ადამიანებს ქუჩაში საჯარისო პატრული იჭერდა და ადამიანის უფლებები ყველას ფეხებზე ეკიდა.

არადა ამის გარდა კიდევ სავაჭრო ფლოტიც არსებობდა...

მონა-მეზღვაურების მთელი არმიის გვერდით არსებობდდა კიდეევ სამუშაო სახლები (ერთგვარი გულაგი, საპყრობილე). 1834 წლის კანონით ღარიბ-ღატაკებს იძულებით ამწყვდევდნენ თავშესაფრებში, რომელიც ციხეების დარად იყო მოწყობილი. მამაკაცებს აშორებდნენ ცოლებს, დედებს - შვილებს. ყველას უმძიმეს შრომას აიძულებდნენ. მაგალითად, ქვის ტეხას ან ძველი თოკების დაშლას და ამგვარი მძიმე შრომისთვის არაფერს უხდიდნენ, მხოლოდ საჭმელსღა აჭმევდნენ. მაშ, განა ეს შრომა-გასწორების კოლონიები არ იყო?

გარდა ამისა ძველ, კეთილ ბრიტანეტში არსებობდა პროლეტართა მთელი არმია, რომლებიც იძულებული იყო კაპიკებისთვის ემუშავა და ნანგრევებში ეცხოვრა ლუკმაპურის მოსაპოვებლად; არსებობდნენ დაჩაგრული ირლანდიელები, რომლებსაც მიწები წაართვეს. მუშათა საპროტესტო გამოსვლის მცდელობები ინგლისში კავალერიის ხიშტებითა და ქვემეხთა ცეცხლით ითრგუნებოდა (გავიხსენოთ თუნდაც 1815 წლის "პიტერლოო"). სამართლიანობისთვის შევნიშნავთ, რომ ამგვარი რამ ხდებოდა არა მარტო ინგლისში. ლიონის 1830 წლის ფეიქართა აჯანყებაც არტილერიის ცეცხლითა და ტყვიით ჩაახშვეს. ამას მივამატოთ ინგლისელების მიერ გაფართოებული მონებით ვაჭრობა. ამასთან ინგლისში საარჩევნო უფლება 1928 წლამდე არ არსებობდა! ეს იყო ყველაზე ბნელი, პირველყოფილი, გამოქვაბულის კაპიტალიზმის ბატონობის პერიოდი, გამრავლებული ოლიგარქიულ წყობაზე. ის თითქმის სრულიად იმეორებდა შუასაუკუნეების ვენეციას.

დიახ, ბრიტანეთი, არსებითად, იმ დროის სუპერ-ვენეცია გახლდათ. არსებობდა რა კუნძულებზე, არავისი შემოჭრის არ ეშინოდა, ამიტომაც, ბრიტანეთს ჰყავდა მცირე ქვეითი სახმელეთო ჯარი, სამაგიეროდ გააჩნდა უზარმაზარი ფლოტილია და დიდი სახსრები. XVIII ს. ინლისელები სრულიად ვენეციანურად უპირატესობას ანიჭებდნენ ებრძოლათ სხვისი ხელებით და ამისთვის აფინანსებდნენ ევროპის სახელმწიფოებს. ხოლო ევროპაში რაიმე მრისხანე ძალა რომ არ წარმოქმნილიყო, რომელიც შემდგომში მათ დაუპირისპირდებოდა, ისინი ოსტატურად აგულიანებდნენ ერთმანეთზე ევროპულ ქვეყნებს, შემდეგ კი მხარს უჭერდნენ ერთმანეთს გადაკიდებულ ბანაკებს. ამაში, სხვათა შორის, ინგლისელები სრულიად ჯობნიან აშშ-ს XX ს.-ის საგარეო პოლიტიკას.

ინგლისელებმა არ დაიშურეს სახსრები თურქეთისთვის, როდესაც ეხმარებოდნენ მას რუსეთის წინააღმდეგ. ისინი წარმატებით მონაწილეობენ 1756-1763 წლების შვიდწლიან ომში. სანამ რუსები თავში ურტყამენ პრუსიელებს, ბრიტანელები ფრანგებს ერეკებიან ინდოეთიდან და კანადიდან. ერთადერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობა მათთვის გახდა იმპერიისგან ჩრდილოეთ ამერიკის მოწყვეტა 1776 წელს. მაგრამ მისი დაკარგვა  სულაც არ გახდა ალბიონისთვის რაიმე სერიოზული დარტყმა. თვით ნაპოლეონიც კი, რომელიც ოფიციალურად ინგლისელთა მტერი იყო, მრავალში მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. განა მან არ მიმოლეწა ევროპის ქვეყნები?

1804 წელს ტრაფალგარში საფრანგეთის ფლოტის განადგურების შემდეგ, ბრიტანელები უკვე საერთოდ არ უფრთხიან ნაპოლეონის შემოჭრას ლა მანშიდან. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში ამგვარი ოპერაცია შეუძლებელი იყო. ნაპოლეონთან ერთად ინგლისის სასარგებლოდ იბრძოდა "საზარბაზნე ხორცი" - ავსტრიელები და რუსები. როდესაც რუსეთის იმპერატორი პავლე I, როგორც იქნა მიხვდა, რომ საკმარისია ინგლისელების დუდუკზე ცეკვა და თითქმის მოელაპარაკა ნაპოლეონს ურთიერთმხარდაჭერაზე, ინგლისმა დააფინანსა გვარდიელთა შეთქმულება პეტერბურგში, რომელსაც სათავეში ინგლისის ელჩი ედგა. და რუსი მეფე პავლე მიახრჩვეს.

ეს ვენეციაა, ბატონებო, მთელი თავის მშვენიერებით...

ინგლისის მხეცური წყობის ქვეშ იდგა იმდროინდელი ინგლისური ფილოსოფია - ლოკის, გობსისა და იუმის მხეცური ფილოსოფია. თომას გობსი ადამიანურ საზოგადოებათა ისტორიას ხატავს როგორც ყველას ომს ყველას წინააღმდეგ, და მხოლოდ ტირანული ლევიათან-სახელმწიფოს თუ ძალუძს ადამიანთა ვნებების მოთოკვა.

ჯონ ლოკი ინგლისელ თავადაზნაურობას ასწავლიდა, რომ ადამიანის გონება - სულაც არ არის ღმრთის ქმნილება, არამედ "სუფთა დაფაა", რომელიც პასიურად არეგისტრირებს ცხოველურ ინსტინქტებს.

"ის უფრო ხაზინის მრიცხველს მიაგებდა პატივს, ვიდრე ადამიანს, და ღიად იცავდა მევახშეობას როგორც იმ ადამიანთა დაცვის აუცილებელ ინსტიტუტს, რომელთაც თავიანთი ქონება ბანკებში ჰქონდათ "ჩადებული". სახელმწიფო მმართველობის მისი თეორია გვაგონებს კაზინოს მფლობელის მსჯელობას, რომლისთვისაც კანონი - ეს არის პირობა იმისთვის, რათა გამხეცებული მოთამაშეები ერთმანეთს დაერიონ ფულისთვის, რომლის ზომა შემდეგ განსაზღვრავს მათ მნიშვნელობას საზოგადოებაში. ლოკის "თავისუფლება" მხოლოდ "საკუთრების" სახელისთვის არსებობს.

დევიდ იუმი ქადაგებდა: ადამიანს სული არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ ცვალებად აღქმათა "კავშირი". სწორედ ამიტომ იუმი უარყოფდა მორალისა და ტრადიციის აუცილებლობას. მთავარია მხოლოდ ჰედონიზმი, საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება. თვით იუმი სულაც არ გაურბოდა პედერასტიას. სხვათა შორის, უკვე იმ დროს ეს ვნება საკმაოდ გავრცელდა ინგლისელ არისტოკრატთა შორის. იმდროინდელი ინგლისური პორნოგრაფია გაოცებს თავისი უხეშობით და ნატურალიზმით. ეს იყო ჯერ კიდევ პაოლო საპრის მიერ ჩათესილი მარცვლები.

მთელი ეს ფილოსოფია მარტოდენ გამძღარი გონების ფილოსოფია როდია. ინგლისის, ამ ზე-ვენეციის ფილოსოფიასა და პოლიტიკას განასახიერებენ სხვა ფიგურებიც - იერემია ბენტამი, აგენტი და ფილოსოფოს-უტილიტარისტი, ასევე ბრიტანეთის უგვირგვინო მეფე უილიამ პეტი. აქ ჩვენ უნდა გადავშალოთ დასავლეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ფურცელი: ინგლისის როლი 1789-1804 წლების საფრანგეთის ამაზრზენ რევოლუციაში.

1780 წელს ოცდათორმეტი წლის ბენტამი უილიამ პეტიმ დაუახლოვა შელბურნის ლორდს, ფაქტობრივად იმ დროის "ბრიტანეთის დოჟს" და იმ პერიოდშივე ჩამოყალიბდა ინტელიჯენს სერვისი - ბრიტანეთის დაზვერვა; და ფორინ ოფისი - საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინამდვილეში კი ესეც დაზვერვა და სპეცსამსახური იყო. ეს გასაგებიცაა: ორივე სამსახური იქმნებოდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის საიდუმლო კომიტეტის ბაზაზე და ყოველივე ამით დაკავებული იყო უილიამ პეტი. ფილოსოფოსს ფორინ ოფისში სამუშაოდ იწვევენ. მაინც რა მოეწონა ლორდ შელბურნს ბენტამის?

ბენტამისთვის არ არსებობდა არავითარი სხვაობა ადამიანსა და პირუტყვს შორის. ბენტამი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ტკივილი და სიამოვნება მართავენ ადამიანს: ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ პირველს და მივდევთ მეორეს. სარგებლიანობის პრინციპი, ასევე უმაღლესი სიამოვნებისა და კმაყოფილების მიღწევა - აი, მთელი სიცოცხლის გასაღები. უილიამ პეტი ჭკუას კარგავდა ბენტამზე. მან საკუთარი სახსრებით დაბეჭდა მისი წიგნები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაავრცელა ისინი ევროპაში.

შემდეგ ისინი ამერიკაში წავლენ. ხოლო თუ რა დაემართა ამერიკას, მისი სისხლიანი ისტორიიდან არის ცნობილი...

წყარო: http://imperialcommiss.livejournal.com/1045475.html

http://imperialcommiss.livejournal.com/1045545.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню