უსჯულოების საიდუმლო - როგორი იქნება ახალი და საკვირველი გლობალური მსოფლიო? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
როგორი იქნება ახალი და საკვირველი გლობალური მსოფლიო?
ახალი მსოფლიო წესრიგი
ის, თუ რას ნიშნავს ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO) დღეს ყოველმა კონსპიროლოგმა და ესქატოლოგმა იცის, თანაც ესქატოლოგებმა ისიც იციან, რომ ძველი წინასწარმეტყველებების რეალიზაციის დრო უკვე მოახლოვდა. ცნობილია NWO-ს გეგმები, ყოველ შემთხვევაში ზოგად მონახაზებში მაინც. NWO-ს იდეები საყოველთაოდ ინერგება, თუმცა ღიად არსად გამოქვეყნებულა. ყოველ შემთხვევაში - ასე ფიქრობდნენ ადრე.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა და როგორც ეს ისრაელის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რაბინმა ამონ იცხაკმა (მის შესახებ იხილეთ ვიკიპედია) აღმოაჩინა - ახალი და საკვირველი მსოფლიოს აშენების გეგმა უკვე გაწერილია გაერო-ს დოკუმენტებში, თანაც ღია ტექსტით. იხილეთ ვიდეო რგოლი გერმანული და ინგლისური სუბტიტრებით.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/YTRJEqhV_ms" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
"ჩემს წინაშე დევს გაერო-ს დოკუმენტი სახელწოდებით "ახალი მსოფლიო წესრიგი", რომლის შესრულება გათვლილია 2021-2030 წლების პერიოდში. დროის ამ მონაკვეთში მონიშნულია შემდეგი მიზნები:

ერთიანი მსოფლიო მთავრობის დამყარება

ერთიანი უნაღდო მსოფლიო ვალუტა

ერთი ცენტრალური მსოფლიო ბანკი

ერთი მსოფლიო არმია

ეროვნული სუვერენიტეტების გაუქმება

კერძო საკუთრების გაუქმება

ოჯახის ინსტიტუტის გაუქმება

პლანეტის მოსახლეობის შემცირება

მოსახლეობის ზრდისა და სიმჭიდროვის კონტროლი

სავალდებულო მრავალჯერადი ვაქცინაცია

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი

ხელფასების გაუქმება

ადამიანის სხეულში მიკროჩიპების ჩანერგვა ყიდვა-გაყიდვის, გადასახადების, მოგზაურობის და სხვა საქმიანობისთვის, ასევე ადამიანის გადაადგილების გასაკონტროლებლად

სოციალური რეიტინგის დანერგვა (როგორც ჩინეთშია)

5G სისტემას მიუერთდება ურიცხვი რაოდენობის ელექტრონული მოწყობილობა

მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს ბავშვების აღზრდას

კერძო სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო დაწესებულებები გადავლენ სახელმწიფოს კონტროლზე

კერძო ავტოტრანსპორტის გაუქმება

ყველა კერძო საწარმოს გაუქმება

ავიაგადაზიდვებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდული იქნება მინიმუმამდე

ადამიანები თავმოყრილნი იქნებიან სპეციალურ ზონებში (ქალაქგარე გეტოებში)

სარწყავი სისტემის გაუქმება

კერძო საწარმოების გაუქმება აგრარულ სექტორში, მათ შორის საშინაო პირუტყვის აკრძალვა

კერძო საცხოვრებლების აკრძალვა

მიწით სარგებლობის შეზღუდვა

მკურნალობის ყველა ნატურალური (არა სინთეტიკური) საშუალების აკრძალვა

მკურნალობის ყველა არატრადიციული მეთოდის (ნატუროპათია) აკრძალვა

ყველა სახის საწვავი წიაღისეულის მოპოვების აკრძალვა"

აი ასეთია ამ დოკუმენტის შინაარსი. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს. თვით ეგვიპტის ფარაონიც კი უფრო ლმობიერი იყო, ვიდრე ეს სატანური სისტემა. მე საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ, როცა ვუყურებ იმას, თუ რა წერია ამ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, ღრმად ჩაისუნთქეთ და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, რადგან სამყაროს განგება ღმრთის ხელთაა".

ჩვენ ან ვინმე ჩვენ მკითხველთაგანს ამ გეგმას 10 წლის ან უფრო მეტი ხნის წინათ გაცნობოდა, ჩვენ მის რეალიზაციას 2100 წლისთვის ან უფრო გვიან ვივარაუდებდით, რადგან ჩამოთვლილი ამოცანების შესრულება ძალიან ძნელია. მაგრამ, COVID-19-ის პანდემიის დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ჩვენს თვალწინ აღსრულდება. მცირე ბიზნესი საგაზაფხულო ბლოკირებების შემდეგ ფეხზე ძლივს დგას, მაგრამ კიდევ ერთი კარანტინი მას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

შემდეგ დარჩებიან სახელმწიფოები, რომლებიც უნდა გააუქმონ. თუმცა, აქაც, - როგორც ამას ბ-ნი გორბაჩოვი ამბობდა - პროცესი უკვე წასულია. ამრიგად, თუკი ადრე გლობუსზე შეიძლებოდა პატარა დროშებით მოგვენიშნა ქვეყნები, სადაც არ იყო პროტესტები და უწესივრობები, დღეს ასეთი დროშები აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით ანტარქტიდას.

გლობალისტები თუ აშშ-ს მოტეხვასაც შეძლებენ - მაშინ დანარჩენ ქვეყნებს ისინი უფრო სწრაფად გაუსწორდებიან, ამისთვის კი ერთი მსოფლიო ომი საკმარისი იქნება. თუმცა, სწორედ ომით შეუძლიათ მათ ყოველივე ზემოთჩამოთვლილის განხორციელება. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: thebigtheone.com
Назад к содержимому