უსჯულოების საიდუმლო - ოვერტონის შესაძლებლობათა ფანჯარა და ცოდვის ლეგალიზაცია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ოვერტონის შესაძლებლობათა ფანჯარა და ცოდვის ლეგალიზაცია

საზოგადოების მართვა

დღეს მრავალი ადამიანისთვის ცხადი ხდება ის ფაქტი, რომ ლაპარაკი, წერა, დებატები მრგვალ მაგიდებთან, მიტინგები ჰომოსექსუალისტთა და სხვა გარყვნილ უმცირესობათა დასაცავად - ტოლერანტული ზრდის ან საზოგადოების დემოკრატიზაციის ნიშანი კი არ გახლავთ, არამედ პროცესი, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ბუნება გააჩნია. ეს კარგად ჩანს რუსეთისა და სხვა "არატოლერანტული" საზოგადოებების მაგალითზე, განსხვავებით "ტოლერანტული" ევროპისა და აშშ-სი, სადაც ბრძოლა "სექსუმცირესობათა" უფლებებისთვის ნაკლებად მძაფრად მიმდინარეობდა.

მაგრამ, მოდი ყველაფერს მივუყვეთ თანმიმდევრობით.

დასავლეთის საზოგადოებას, ისევე როგორც დღეს რუსეთს, დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ სექსუმცირესობათა დაცვა - დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების ბუნებრივი პროცესია. მეტიც, ეს არისო თვით საზოგადოების განვითარების პროცესი.

მაგრამ, როგორც დამაჯერებლად დაამტკიცა 1990 წ. სოციოლოგმა ჯოზეფ ოვერტონმა (1960-2003) (1) თავის სტატიაში "ფანჯრების თეორია", ეს ასე სულაც არ არის. აღმოჩნდა, რომ თურმე არსებობს საზოგადოებრივი ინსტიტუტების განადგურებისა და მორალურად დაუშვებელი იდეების ლეგალიზაციის მთელი ტექნოლოგია. ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 5 ნაბიჯის გადადგმა!


1-ლი ნაბიჯი. წარმოუდგენელიდან რადიკალურამდე


ვინმე ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან ორგანიზაცია განსახილველად აყენებს თემას, მაგალითად, აკადემიურ წრეებში. თემა სრულიად ტაბუირებულია. მაგალითად, პედოფილია.


2-ე ნაბიჯი. რადიკალურიდან მისაღებამდე


განხილვის პარალელურად წარმოიშვება ან თავს გვაგრძნობინებს პედოფილების პარტია, როგორც ეს იყო ჰოლანდიაში. და აი, უკვე მასმედია ავრცელებს ამ ახალ ამბავს თავის გამოცემებში. ტაბუ მოხსნილია. ამასთან პედოფილებს ადარებენ სხვა რადიკალებს, მაგალითად, ნეონაცისტებს. იშვება ნაცრისფერის გრადაცია. პედოფილები საშინელი ხალხია, მაგრამ ისინი უკვე რეალობაა, საზოგადოების ნაწილია. ამ ეტაპზე მთავარია - ევფემიზმი. საჭიროა დამკვიდრდეს ახალი პოლიტკორექტული ტერმინი. არა სოდომიტები, ან "გეი", ან კაციჭამიები, არც "ანტოპოფაგები", არც პედოფილები, არამედ "ბავშვების მოყვარულნი".


3-ე ნაბიჯი. მისაღებიდან გონივრულობამდე


წარმოიშვება სიყვარულის თემა. "თქვენ ხომ გიყვართ თქვენი შვილები, რატომ სხვებს არ შეუძლიათ უყვარდეთ თქვენი შვილები? და ეს სიყვარული თუ ორმხრივია? ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ბედნიერების უფლება. უნდა იბრძოდნენ თუ არა ისინი თავიანთი უფლებებისთვის, არის თუ არა ეს გონივრული? რა თქმა უნდა, დიახ!" ამ დროს ამერიკელი მეცნიერები პედოფილიას უკვე ნორმად მიიჩნევენ.


4-ე ნაბიჯი. გონივრულიდან პოპულარულამდე


ინტერვიუ, გულახდილობა, ტოკ-შუო პედოფილიის თემაზე. "იცით თუ არა, ასეთი და ასეთი მწერალი, მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე პედოფილი რომ იყო? უნდა მივიღოთ ადამიანი ისეთად, როგორიც ის არის. თქვენ მოგწონთ მისი ნაწარმოებები?


5-ე ნაბიჯი. პოპულარულიდან პოლიტიკამდე / ნორმამდე


"ნახეთ, რამდენი ცნობილი ადამიანი აღმოჩნდა "ბავშვთა მოყვარე". ნორვეგიაში - ეს საერთოდ კულტურის ნაწილია. რატომ მოვაკლოთ ადამიანებს ბედნიერება? მოდი მოვახდინოთ ამ ურთიერთობების ლეგალიზება, და კანონმდებლობითად გავამყაროთ იგი!"

ამაზრზენია არა? მაგრამ გაიხსენეთ: სწორედ ასე მიდიოდა დასავლური სამყარო ერთსქესოვანი ქორწინებების ლეგალიზებამდე. დაუშვებელიდან საკანონმდებლო ნორმამდე.

და ეს გზა გაგრძელდება თუნდაც იმიტომ, რომ ჰოლანდიაში მართლაც არსებობს, მართალია უკვე ნახევრადლეგალურ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც, პედოფილების პარტია, ხოლო აშშ-ს "მეცნიერებმა" მართლაც აღიარეს ნორმად პედოფილია.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. არის 6-ე ნაბიჯიც, როგორც ამას ვხედავთ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის ნაბიჯი ნორმიდან დიქტატურამდე. ყველას, ვინც ამ ნორმას არ დაეთანხმება ჯერ დააჯარიმებენ, შემდეგ დააპატიმრებენ, შემდეგ კი, შესაძლოა, დასჯიან - ეს უბრალოდ დროის საკითხია.

როგორ გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა? უბრალოდ მოუყევით ყველას. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულიცაა.

_____________________

(1) ჯოზეფ ოვერტონი (
1960-2003), საჯარო პოლიტიკის მაკინსკის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

_____________________


წყარო: http://www.pravoslavie.ru/jurnal/67684.htm

შენიშვნა: ამ თემას ჩვენ კიდევ მრავალჯერ დავუბრუნდებით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню