უსჯულოების საიდუმლო - კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ნ. ლ. ბუტმი

კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები

მაჰმადიანობა

შინაარსი


4. მუჰამედი და ისლამის საიდუმლო საზოგადოებები


იუდეველთა მცდელობა, შეექმნათ ახალი რელიგია, როგორც ვნახეთ, კრახით დასრულდა, რადგან მანიქეველური მწვალებლობა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა და არაბების მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგაც არსებობას განაგრძობდა, როგორც ზოგიერთი სექტის საიდუმლო სწავლება, და, როგორც ასეთი, გადავიდა გვიანდელი პერიოდის სექტებსა და საიდუმლო საზოგადოებებში. ამიტომ იუდეველები ამგვარი შედეგით არ დაკმაყოფილდნენ. რჩეული ხალხის ლიდერებს მოსვენებას არ აძლევდა ქრისტეანობის საწინააღმდეგო ახალი რელიგიის დაფუძნების იდეა, რომელიც არა მარტო ხალხთა მასების მიმხრობას, არამედ იუდაური ზეგავლენისადმი მათ დამორჩილებასაც შეძლებდა. განუწყვეტლივ თან სდევდა.

V-X საუკუნეებში, სანამ სისხლის ზღვაში მცურავი არიული სამყარო თავიდან იბადებოდა ახალი ცხოვრებისთვის, სანამ იშლებოდა და იღუპებოდა რომის მსოფლიო მპყრობელობა, ხოლო მის ნანგრევებზე ასევე არიული, მაგრამ ახალგაზრდა და განახლებული ძალებით აღვსილი სახელმწიფოები ფუძნდებოდა, ამ მშფოთვარე და სასტიკ ეპოქაში იუდეველებმა თავიანთი საქმიანობის მთავარი ცენტრი გადაიტანეს აღმოსავლეთში, კერძოდ სვებედნიერ არაბეთში. აქ, VI საუკუნის მიწურულს, ბნელი ძალის ჩანაფიქრი, შეექმნა ქრისტეანობის საწინააღმდეგო ახალი რელიგია, საბოლოოდ განხორციელდა.

574 წელს დაიბადა მუჰამედი. ის უნდა გამხდარიყო დამფუძნებელი ამ ახალი რელიგიისა, რომელმაც არა მარტო ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო მრავალი ხალხი და ქვეყანა, არამედ იქცა უდიდეს უბედურებად ქრისტეს ეკლესიისა და ქრისტეანული სახელმწიფოებისთვის. ისლამისა და იუდაიზმის ახლო ნათესაობაზე არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს: იუდაური რწმენა თითქმის მთლიანად წინადაცვეთის ჩათვლით, გადავიდა მაჰმადიანობაში. "ყურანის საუკეთესო ნაწილი აღებულია ბიბლიიდან და თალმუდიდან", - წერს იუდეველი ბერნარ ლაზარი. მაგრამ რა ზომით უწყობდნენ ხელს იუდეველები ამ ახალი რელიგიის შექმნას? - აი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს და რომელზეც პასუხის გაცემას შემდეგი მეტად საინტერესო ფაქტებზე დაყრდნობით შევეცდებით:

1. მუჰამედის დაბადების ეპოქაში არაბეთის საუკეთესო ნაწილი, იემენი - ე. წ. ბედნიერი არაბეთი, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროს აუზში მდებარეობდა, - ფართოდ იყო დასახლებული იუდეველებით. "დახლოებით 530 წელს, - ამბობს იუდეველი ბერნარ ლაზარი, - მთელი იემენი იუდეველებისგან შედგებოდა.

2. იუდეველთა ზეგავლენა არაბებზე იმდენად დიდი იყო, რომ არსებობდნენ მთელი რიგი არაბული ტომები, რომლებმაც მიიღეს იუდეველობა და არცთუ იშვიათად მათი ბელადები წმინდა სისხლის იუდეველებიც კი იყვნენ. სხვათა შორის, მეომარი ტომი ბენუ-კინანალი, რომელიც კორეშიტებს ენათესავება და რომლიდანაც არის წარმოშობით მუჰამედი, იუდაურ რელიგიას აღიარებდა.

3. მუჰამედის დედა მონათლული ებრაელი იყო (Hammer "Histoire de L'Orde des Assasins"), რომელიც ბავშვობიდანვე შთააგონებდა თავის შვილს იუდეველ წინასწარმეტყველთა და იესუ ქრისტეს თაყვანისცემას.

4. დაბოლოს, მაჰმადიანური რელიგიის უპირატესი იდეა, რომელმაც ააღორძინა ისლამი და ცეცხლოვან ლავად და რკინის წვიმად დაატეხა თავს წარმართულ და ქრისტეანულ სამყაროს, რომელმაც დაანთო მრავალსაუკუნოვანი და დაუშრეტელი მტრობა ქრისტეანებსა და მაჰმადიანებს შორის - იყო და არის წმინდად იუდაური იდეა; იდეა მიწიერ თვითმპყრობელზე, რომელსაც ზემოდან წილხვდა მსოფლიოზე ბატონობა. ოღონდ ეგ არის, რომ ორთოდოქს მაჰმადიანთათვის ასეთი მესია ერთი ღმერთის უდიდესი წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო, რომლის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებად მხოლოდ მისი მცნების - მართლმორწმუნე მაჰმადიანების მიერ მსოფლიოს დაპყრობის - აღმასრულებლები მიიჩნეოდნენ. საიდუმლო საზოგადოებების მკვლევარი ლუი დანტე (Louie Daste, «La Franc-Masonnerie est elle dўOrigine Juive?) სხვადასხვა ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ისლამი უეჭველად აღმოცენდა იუდეველთა ინიციატივით და რომ ამ ახალ მსოფლიო რელიგიას, რომელმაც გააერთიანა იუდეველთა და ქრისტეანთა სარწმუნოებრივი მომენტები, ანუ ერთი (ერთ იპოსტასოვანი) ღმერთის თაყვანისცემა და მოსეს და ქრისტეს აღიარება დიდ, თუმცა მუჰამედზე ნაკლებ წინასწარმეტყველებად, იუდეველმა ბრძენკაცებმა დაავალეს არა მარტო მათთვის საძულველი ქრისტეანობის შესუსტება, არამედ მსოფლიოს დაპყრობა და მისი დამორჩილება იუდაური ინტერესებისადმი. ამ გეგმის პირველი ნაწილი ბრწყინვალედ შესრულდა. იუდეველი ბერნარ ლაზარის ცნობით, თვით არაბეთში ისლამის აღმოცენებამ იმთავითვე და საბოლოოდ დაუდო ზღვარი ქრისტეანულ ქადაგებას.

მაჰმადიანური რელიგია, მასში იუდაური, მსოფლიო ბატონობის იდეის შეტანით, გახდა ქრისტეანობის მძლავრი მოწინააღმდეგე და ასეთად რჩება დღემდე. რაც შეეხება მუჰამედის მიერ იუდეველთა ინტერესების შესა­ტყვისად მსოფლიოს დაპყრობას, ამ ნაწილში რჩეული ხალხის (ანუ იუდეველების) გეგმამ კრახი განიცადა. ჯერ ერთი, მუჰამედმა თუმც კი შეიტანა ისლამში იუდაური იდეა მესიის შესახებ, რომელიც მათი წარმოდგენით არის ამქვეყნიური, მიწიერი მეფე და რომელმაც უნდა დაიქვემდებაროს მთელი მსოფლიო, მაგრამ ასეთ მესიად აღიარა საკუთარი თავი და წინდაწინვე განაცხადა, რომ მის შემდეგ უკვე აღარ იქნებოდა სხვა წინასწარმეტყველი.

მუჰამედის ამ განსაზღვრებით, რომელიც უარყოფს იუდეველთა მომავალ მესიას, სერიოზული ზიანი განიცადა მსოფლიოზე ბატონობის იუდაურმა ოცნებამ. ებრაელებისა და ისლამის ინტერესები ერთმანეთს დიამეტრალურად დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრები მზად იყვნენ, დაეწყოთ წმინად ომი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, მაგრამ არა იუდეველთა სასარგებლოდ, არამედ ალაჰისა და მუჰამედის სახელით. იუდაიზმსა და ისლამს შორის ამ ძირფესვიანი განხეთქილების შედეგებმაც არ დააყოვნა. როდესაც თავისი მოწოდების ერთგული მუჰამედი შეეცადა, ისლამისკენ მოექცია არაბი იუდეველები, რომლებიც ყოველთვის არღვევ­დნენ სხვა ხალხთა დაწესებებს და ჩვეულებებს და გამოირჩეოდნენ მკაცრი კონსერვატიზმით, მათ უარყვეს წინასწარმეტყველის ქადაგება და სამკვდრო-საციცოხლოდ გადაიმტერეს ქრისტეანთა და წარმართთა წინააღმდეგ მათ მიერვე შექმნილი სიკვდილის იარაღი.

მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა არა მარტო არაბეთიდან განდევნეს არაბი იუდეველები, არამედ დღემდე ყველა ქვეყნის მაჰმადიანი ზიზღით არის გამსჭვალული ებრაელებისადმი და შეურიგებლად მტრობს მათ.

"ჯიფა ბენ ჯიფა" (მძორი მძორის შვილი) - ეს არის ზიზღით სავსე გამონათქვამი, რომლითაც არაბები მოიხსენიებენ იუდეველებს. ებრაელთადმი მტრული დამოკიდებულება აისახა ყურანშიც, რასაც მოწმობს შემდეგი ციტატები:

"როდესაც იუდეველი ფიცს დებს, ის ცრუობს" (ყურანი, თ. VII, მ. 15).

"დღეს, როდესაც ალაჰი მათ მკვდრეთით აღადგენს, ისინი დაიწყებენ ფიცილს, როგორც ახლა იფიცებიან ჩვენს წინაშე, რომ ყოველთვის იყვნენ მართლმორწმუნენი... ო, რა მატყუარები არიან ისინი" (ყურანი, თ. VIII, მ. 18).

"ვერც მათი სიმდიდრე, ვერც მათი შვილები ვერ გაამართლებს მათ ყოვლისშემძლის წინაშე; ცეცხლის ლუკმად შეიქნებიან ისინი" (იქვე).

"სატანა დაეუფლა მათ და აიძულა დაევიწყებინათ ალაჰი. ისინი არიან სატანის მიმდევრები, მაგრამ სატანა უნდა წარწყმდეს" (ყურანი, თ. VIII, მ. 20).

"ალჟირსა და ტუნისში მაჰმადიანები, იუდეველს რომ დაინახავენ, სახეში აფურთხებენ, ბავშვები კი ქვებს ესვრიან" (De Boyssi, "Dessertation critique sur Iўh De Boyssi", "Dessertation critique sur Iўhistoire des Juifs").

ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ აღმოცენებისთანავე ისლამი, ნაცვლად იმისა, ებრაელთა ხელში ქრისტეანობისა და წარმართების წინააღმდეგ საბრძოლო მორჩილი იარაღი ყოფილიყო, გახდა ებრაელთა მოძულე და დაუძინებელი მტერი. მაგრამ, მეორე მხრივ, იუდეველი ისტორიკოსის გრეცის მოწმობით: "არაბების იუდეველთადმი მტრული დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ისლამის (როგორც ქრისტეანობის მტრის) გამარჯვება მათ ხელს აძლევდათ".

მივიღეთ საკმაოდ რთული და დახლართული მდგომარეობა, რომლიდანაც ისრაელის ძენი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პატივით გამოვიდნენ. ისინი ხელს უწყობდნენ მაჰმადიანურ იარაღს, რათა მოე­პოვებინათ გამარჯვებულთა კეთილგანწყობა ან ზიანი მიეყენებინათ ქრისტე­ანობისთვის. ასე, მაგალითად, ებრაელი გრეცის სიტყებით, "არაბებმა სპარსეთის დაპყრობა შეძლეს იუდეველთა მძლავრი მხარდაჭერის შედეგად".

მოგვიანებით, იგივე ებრაელებმა ხელი შეუწყეს არაბების გამარჯვებას ესპანეთში. მეორე მხრივ, ისლამის შესუსტებისა და მისი ერთობის დარღვევის მიზნით, ებრაელებმა მიმართეს ხერხს, რომელიც მათ უკვე გამოსცადეს ქრისტეანობის წინააღმდეგ. ეს ხერხი იყო განხეთქილება, რომელიც მეტად მოხერხებულად შეიტანეს ისლამში და რომელიც გამოიხატა არა მარტო მუჰამედის რელიგიის ორად გაყოფაში, არამედ საიდუმლო საზოგადოებებისა და სექტების აღმოცენებაში, მუჰამედისა და მისი შთამომავლების სახელით რომ ინიღბებიან, თუმცა ისევე მტრულად არიან განწყობილნი ისლამის მიმართ, როგორც ქრისტეანობას მტრობდნენ გნოსტიკური და მანიქეველური მწვალებლობები. სპარსი ისტორიკოსი მაკრიზი, რომელსაც ჰამერი იმოწმებს, მიუთითებს, რომ არაბების მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ებრაელთა საიდუმლო საზოგადოებები ესწრაფოდნენ ისლამის განადგურებას, რისთვისაც თავიანთ ბადეში ახვევდნენ მუჰამედის მიმდევრებს და მათ შორის ქადაგებდნენ აზრის თავისუფლების იდეას, ზნეობრივ გახრწნილებას და საიდუმლო სწავლებებს, რომლებიც რელიგიისა და მონარქიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამ საიდუმლო სწავლებებს, რომლებსაც დეტალურად აღწერს ისტორიკოს ჰამერი, უეჭველად ახლავს კაბალისა და მანიქეველობის ზეგავლენის კვალი. ეს გამანადგურებელი ქადაგება არ შეიძლება აიხსნას დაპყრობილი და დამარცხებული სპარსელების სიძულვილით არაბ დამპყრობთადმი, რადგან, როგორც დავინახეთ, ჯერ კიდევ არაბების მიერ სპარსეთის დაპყრობამდე მასტეკებისა და სხვა მანიქეველური მიმართულების სპარსული (სინამდვილეში კი ებრაული) საიდუმლო მწვალებლობები ძირს უთხრიდნენ სპარსელების ეროვნულ რელიგიას. აქ, საქმე ისლამის ან ზოროასტრიზმის რელიგიურ განსხვავებებს კი არ ეხება, არამედ ებრაელთა შურსა და სიძულვილს, მიმართულს გოებისადმი, რომლებსაც შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაეწიათ მათი ბატონობის დაუოკებელი სურვილისთვის ხელი შეეშალათ მისწრაფებისთვის, გაენადგურებინათ ყველა ეროვნული, სახელმწიფო რელიგია, რომელიც განამტკიცებდა და გააერთიანებდა არაებრაელ ხალხებს.

აი, რატომ ანგრევენ ებრაელების მიერ დაფუძნებული და დაქოქილი საიდუმლო საზოგადოებები ჯერ ზოროასტრიზმს, შემდეგ კი, როდესაც მათი გამრყვნელი ქადაგებებით შესუსტებულ სპარსულ მონარქიას იუდეველთა ხელშეწყობით, არაბები დაიპყრობენ, იგივე ებრაული ბნელი ძალა გამოვა ისლამის წინააღმდეგ.

შიიტები. რაც შეეხება დიდ განხეთქილებას, რომელმაც ჯერ კიდევ VII საუკუნის მეორე ნახევარში ისლამის მიმდევრები ორად, კერძოდ: სუნიტებად, ანუ მართლმორწმუნე მუსულმანებად და შიიტებად, ანუ მაჰმადიანურ პროტესტანტებად გაყო, ამ საქმეში იუდეველთა მონაწილეობა კიდევ უფრო უეჭველი გახდა.

ებრაული კაბალით გამსჭვალულია არა მარტო შიიტების სწავლება, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, არამედ თვით შიიტიზმის ფუძემდებელიც კი მაჰმადიანობაში გადასული იემენელი ებრაელი ები-ალსოდა-საბაი იყო; იემენი, როგორც ცნობილია, იმ დროს პირდაპირ გადატენილი იყო ებრაელებით. შიიტიზმის ებრაულ წარმოშობაზე მოწმობენ ისლამის მკვლევრები რ. დოზი და ს. სასი (R.Dozy, "Essai sur L'Histoire de L'islam". S.Sacy, "Religion des Druzes"), რომელიც თავის მხრივ არაბ და სპარს ისტორიკოსებს ეყრდნობიან.

ებრაელმა ალსოდა-საბაიმ მოხერხებულად ისარგებლა მუსულმანურ სამყაროში მუჰამედის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არსებული არეულობით. - წინასწარმეტყველის მემკვიდრეები ფლობდნენ როგორც უმაღლეს სასულიერო, ასევე საერო ძალაუფლებასაც და "ხალიფებად", ანუ, "ღმრთის ნაცვლებად" იწოდებოდნენ. წინასწარმეტყველის მემკვიდრეობის პრეტენდენტთა შორის იყო მისი სიძე - ალი, მუჰამედის ქალიშვილის, ფატიმას ქმარი, რომელიც სხვადასხვა ინტრიგების მეოხებით დიდხანს იყო ჩამოშორებული ხალიფატს.

შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, რომელიც წინასწარმეტყველის მემკვიდრეთაგან მესამის, ოსმანის მკვლელობით დამთავრდა, ხალიფატი ალისთან გადავიდა. მაშინ მისმა ერთმა მიმდევარმა, ებრაელმა ალსოდა-საბაიმ მოხერხებულად გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, რათა წმინდად პოლიტიკური მოვლენიდან შეექმნა მთელი რელიგიური მოძრაობა, რომელმაც შემდგომ მუსულმანური სამყარო გაყო ორ მტრულ ბანაკად და იქცა ისლამის მიმდევართა მრავალსაუკუნოვანი სასტიკი და სისხლიანი დაპირისპირების მიზეზად.

ალსოდა-საბაიმ იქიდან დაიწყო, რომ ალი და მისი შთამომავლები მუჰამედის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეებად შერაცხა, შემდეგ კი ესეც არ იკმარა და თვით ალი ღმერთად გამოაცხადა (R.Dozy, "Essai sur L'Histoire de L'islam", p. 221-222). ალი, როგორც ორთოდოქსი მუსულმანი, უკმაყოფილო დარჩა თავისი მიმდევრის ზედმეტი მონდომებით. მან ალსოდა-საბაბი გაასახლა, ხოლო ფანატიზმით გამორჩეული მისი ზოგიერთი მიმდევარი სიკვდილით დასაჯა. მაგრამ ეს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც ალიც მოკლეს და ხალიფატი მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა, ალსოდა-საბაიმ გამოაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ალის სიკვდილი, რადგან მასში იყო ღვთაების ნაწილი; რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ მოვა დედამიწაზე და დაამკვიდრებს მასზე სიმართლის სუფევას.

ასე მიიღო თავისი დასაბამი შიიტიზმმა, რომლის ძირითადი დოგმატი მდგომარეობდა ალისა და მისი მიმდევრების თაყვანისცემაში, ასევე მისი მეორედ მოსვლის მოლოდინში. შიიტიზმი ძირითადად დამკვიდრდა სპარსეთში, რასაც განსაკუთრებულად უწყობდნენ ხელს საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც აქ ებრაელთა მიერ იყო დაფუძნებული ჯერ კიდევ მუსულმანთა მიერ მის დაპყრობამდე. რაც შეეხება ალის შთამომავლებს, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ ხალიფატს ჩამოაშორეს, შიიტებთან მიიჩნეოდნენ ერთადერთ კანონიერ იმამებად, ანუ მღვდელმთავრებად, ღმრთის ნაცვალებად დედამიწაზე.

ალიდების დინასტიის ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის, როგორც ამას დავინახავთ, გახდება წყარო ხანგრძლივი სისხლიანი არეულობისა და მტრობისა მუსულმანურ სამყაროში. შიიტების სწავლება მნიშვნელოვნად გადაიხარა ისლამის მკაცრი განსაზღვრულობისა და ურყევობისგან, რომელიც მუჰამედმა დააწესა... ებრაელმა ალსოდა-საბაიმ, რომელმაც შიიტიზმში შეიტანა ალის მეორედ მოსვლის დოგმატი, გზა მოუმზადა ებრაელთა მაშიაყს (მესიას), რომელიც ისლამიდან განდევნა მუჰამედმა.

"ერთია ღმერთი და მუჰამედია მისი წინასწარმეტყველი", რომლის შემდეგ უკვე სხვა წინასწარმეტყველი აღარ იქნება - აი, ისლამის ყველაზე უმთავრესი დოგმატი, რომელიც უარყვეს შიიტებმა. ასეთი აზრი თავისთავად საკმარისი იყო იმისთვის, რათა თვით შიიტიზმში აღმოცენებულიყო მრავალი სექტა, რომელთაგან ებრაელებმა, რომლებიც მოხერხებულად უწევდნენ ექსპლუატაციას ალის მეორედ მოსვლის რელიგიას, მისგან თავიანთი მიზნების მორჩილი იარაღი შექმნეს.

მაგრამ ისლამის იუდაიზაცია ამით არ შემოფარგლულა. ყურანის, როგორც უშუალო საღმრთო გამოცხადების, მნიშვნელობა შეირყა, რადგან შიიტებმა, რომლებმაც ისლამში შეიტანეს მისთვის უცხო მანიქეველური, ანუ კაბალისტური სწავლებები სულთა გადასახლებაზე, იგივე რეინკარნაციის იდეები, დაამკვიდრეს ყურანის ალეგორიული განმარტების მეთოდიც, რათა აღმოეფხვრათ წინააღმდეგობა წინასწარმეტყველის დოგმატებსა და თავიანთ სწავლებას შორის.

წმ. წერილის ალეგორიული განმარტება, ანუ მასში დაფარული, საიდუმლო აზრის აღმოჩენა, როგორც ვიცით, იყო ებრაელი კაბალისტების უსაყვარლესი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ისინი ადვილად პოულობდნენ წმ. წერილში ყოველივეს, რაც მათ მოეპრიანებოდათ. ეს ხერხი, რომელიც წარმატებით გამოიყენეს გნოსტიკური და მანიქეველური სექტების დაფუძნებისას, მათ ისლამში განხეთქილების შეტანის დროსაც გამოადგათ.

მაშ ასე, მუსლიმთა ნაწილი გადაიხარა მუჰამედის მიერ მკაცრად განსაზღვრული დოგმატებისგან და წავიდა თავისუფლად მოაზროვნეობისა და ეჭვების გზით, რომელიც მათ ებრაელმა ალსოდა-საბაიმ დაუსახა. ამგვარი განხეთქილების ბუნებრივი შედეგი იყო იმ მრვალრიცხოვანი სექტის აღმოცენება, რომლებსაც უფრო დიდი უბედურება მოჰქონდათ ისლამური სამყაროსთვის, ვიდრე გნოსტიკურ მწვალებლობებს ქრისტეანული ეკლესიისთვის.

ისმაელიტები. შიიტური სექტებიდან ყველაზე გავრცელებული იყო IX საუკუნეში აღმოცენებული ისმაელიტების სექტა, რომელიც ასე ალის ერთ-ერთი შთამომავლის, ისმაელის სახელის მიხედვით იწოდა. როგორც VII-ე საუკუნის მეორე ნახევარში ებრაელმა ალსოდა-საბაიმ გამოიყენა ალის სახელი, რათა შეექმნა შიიტიზმი, ასევე IX საუკუნეში ისლამის ფარულმა დამარღვევლებმა გამოიყენეს ისმაელის სახელი, რათა ისმაელიტების სექტიდან შეექმნათ მძლავრი საიდუმლო საზოგადოება, რომელიც IX საუკუნიდან XIV საუკუნემდე სისხლით რწყავდა მუსულმანურ სამყაროს, ანგრევდა ისლამს კაბალაზე დაფუძნებული თავისი სწავლებით, ხოლო ჯვაროსნული ომების დროს გამრყვნელ ზე­მოქმედებას ახდენდა ქრისტეანებზე, განსაკუთრებით კი სახელგანთქმულ ტამპლიერთა ორდენზე.

ლუი დანტე არაბ, სპარს და ევროპელ ისტორიკოსებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ისმაელიტების სექტის წმინდად კაბალისტური სწავლების მქონე საიდუმლო ორგანიზაციად გარდაქმნა ებრა­ელთა ზეგავლენით და მათი საიდუმლო მიზნების შესაბამისად მოხდა. თავისი ამ შეხედულების დასამტკიცებლად ლუი დანტეს მოჰყავს შემდეგი არგუმენტები:

1. ისმაელიტების სექტის რეფორმატორად IX საუკუნეში გვევლინება ვინმე აბდალაჰი მაიმუნის (მაიმონის) ძე, რომელიც თავს სპარსელად ასაღებდა, იგი ცხოვრობდა ქალაქ აგვაცში, ბაბილონიის სამხრეთით, სადაც იმ დროს უამრავი ებრაელი სახლობდა და სადაც ოდესღაც ცხოვრობდა მანიქეველური მწვალებლობის დამაარსებელი მანესი.

2. აბდალაჰი იყო ოჯახიდან, რომლის რამდენიმე თაობა მიეკუთვნებოდა ბარდეზანის გნოსტიკურ სექტას.

3. აბდალაჰის მამა, რომელიც ორთოდოქსმა მაჰმადიანებმა მწვალებლობაში ამხილეს, თავს აფარებდა იერუსალემს, სადაც სწავლობდა ოკულტურ მეცნიერებებს, კაბალას და წარმართულ ფილოსოფიას.

4. კაბალისტი მამის ხელში აღზრდილმა აბდალაჰმა ისმაელიტების სწავლებაში შეიტანა წმინდად კაბალისტური იდეები. ზემოაღნიშნული ფაქტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ერთი ისტორიული ამბავი, რომელიც კიდევ უფრო დამაჯერებლად მეტყველებს ისმაელიტთა საიდუმლო საზოგადოების იუდაურ (ებრაულ) წარმომავლობაზე. ამ ფაქტს ჩვენ ქვემოთ შევეხებით, მანამ კი ორიოდ სიტყვით გადმოვცეთ ისმაელიტების სწავლება და ორგანიზაციული სტრუქტურა.

"ისმაელიტთა სექტას - წერს მათი მკვლევარი გიუიარი (Гюяр), - სწამდა "ღმერთი", უფრო ამაღლებული, ვიდრე ყურანის ღმერთია; "ღმერთი", რომელიც მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის. ამ "ღმერთმა" სამყარო უცებ კი არ შექმნა, არამედ ჯერ წარმოქმნა უმაღლესი სულიერი არსება - მსოფლიო გონება. ამ მსოფლიო გონებისგან გამოვიდა მსოფლიო სული, რომელმაც შვა პირველ­დაწყებითი მატერია, სივრცე და დრო. ამ ხუთი საწყისისგან აღმოცენდა შემდეგ მთელი სამყარო. ადამიანი ამ ხუთ გამოვლინებაზე უმაღლესია და ის უნდა დაუბრუნდეს თავის პირველსაწყისს, ანუ ეზიაროს მსოფლიო გონებას" (S-t Guyard, "Un Grand Maitre des Assassins").

ამ სწავლებაში უკვე ვხედავთ ჩვენთვის ცნობილი კაბალისტური და გნოსტიკური სწავლებების გამოვლინებებს, კერძოდ, ემანაციის, ანუ ღვთაებრივ ძალთა გამოვლინების გზით, სამყაროს თანდათანობითი შექმნის შესახებ. ისმაელიტთა უმთავრესი დოგმატია რწმენა მაჰდის, ანუ ღმრთის წარგზავნილის მოსვლის შესახებ, რომელმაც დედამიწაზე სიმართლის სუფევა უნდა დაამყაროს.

სექტის ხელმძღვანელები თავიანთთან სექაში იწვევენ არა მარტო მუსლიმებს, არამედ ქრისტეანებსა და იუდეველთაც, თანაც მუსლიმებს მომავალ მაჰდის წარმოუდგენენ, როგორც ისმაელს, რომელიც იყო ალის შთამომავალი, იუდეველთ (ანუ ებრაელებს) - ჭეშმარიტ მესიად, ქრისტეანებს კი მომავალ მაცხოვრად.

ისმაელიტები საიდუმლოდ იცავდნენ თავიანთ სწავლებას. განდობილნი უმკაცრეს და საშინელ ფიცს დებდნენ, რომ არ გასცემდნენ სექტის საიდუმლოებას. აქ განდობის ცხრა საფეხური არსებობდა, უქვემოესი ხარისხის ისმაელიტებს მტკიცედ სწამდათ მომავალი მაჰდის მოსვლა და მზად იყვნენ, მისი მომავალი მეუფებისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ. უმაღლეს ხარისხებში კი სექტის წევრებს თანდათანობით ეხსნებოდათ სწავლების დაფარული აზრი, რომელიც მდგომარეობდა ყოველგვარი რელიგიის უარყოფაში, ყოველგვარი კანონებისგან სრულ თავისუფლებაში და კაცობრივი გონების ერთადერთ ღმერთად აღიარებაში. ხოლო სექტის სრულიად განდობილი წევრებისთვის "ისმაელის მომავალი სუფევის" იდეა იყო მხოლოდ ალეგორია, რომელიც აღნიშ­ნავდა ცოდნისა (გნოზისის) და თავისუფლების სუფევას.

ისმაელიტთა სწავლების ამ კაბალისტური ორპირობით, ყველა იმ საიდუმლო საზოგადოებას რომ ახასიათებს, რომელსაც ებრაელები ხელმძღვა­ნელობენ, ისლამის სექტები ძირფესვიანად გადაიხარნენ მუჰამედის თავ­დაპირველი სწავლებისგან, რომელიც თავიდან ყველასთვის ერთნაირი იყო და არ შეიცავდა არავითარ, რიგით მორწმუნეთათვის მიუწვდომელ საიდუმლოს. საიდუმლო საზოგადოებებისადმი მეტად კეთილგანწყობილი მათი მკვლევარი შუსტერი ამბობს, რომ ისმაელიტები მიისწრაფოდნენ თავიანთი სულიერი და საერო ძალაუფლების დასამყარებლად, რისთვისაც მათი სექტის მეთაური შესაფერის მომენტში უნდა გამოსულიყო მაჰდის როლში (Шустер, «Тайные общества», т. I, с.159).

მართლაც, X საუკუნის დასაწყისში ისმაელიტების სექტამ შესძლო არა მარტო მთელი ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობა, არამედ დაამყარა იქ ფატიმიდების საკუთარი დინასტია, რომელიც ასე მუჰამედის ქალიშვილისა და ალის მეუღლის, ფატიმას პატივსაცემად იწოდა. მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი მაინც ის არის, რომ ამ დინასტიის პირველი ხალიფა იყო წმინდა სისხლის ებრაელი, სახელად ობაიდალაჰი და უქვემოესი ხარისხის ისმაელიტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ბრმა იარაღს სექტის მეთაურთა ხელში, საკუთარი სისხლის ფასად იბრძოდნენ ამ ებრაელისთვის; თანაც მასში ხედავდნენ დიდი ხნის ნანატრ მაჰდის - ღმრთის წარმოგზავნილს და წმინდად სწამდათ, რომ მისდამი ერთგულებით ასრულებენ წინასწარმეტყველის მცნებას და ემსახურებიან ალის შთამომავალს.

ფატიმიდები. ეს გრანდიოზული სიყალბე ასე განხორციელდა: ისმაელიტების სექტის რეფორმატორის, აბდალაჰის ძემ, ჰუსეინმა მოიპოვა უზარმაზარი ქონება და ზეგავლენა, რადგან როგორც სექტის მეთაურს, თავის განკარგულებაში ჰყავდა სპარსეთში, სირიასა და არაბეთში გაბნეულ ისმაელიტთა, ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ, კარმატთა უზარმაზრი არმია. ჰუსეინის რეზიდენცია მდებარეობდა სირიის პატარა ქალაქ სალამეხში, სადაც მისი ცხოვრების იდუმალება და ხშირი გაუჩინარება შიშსა და გაკვირვებას ბადებდა ქალაქის მოსახლეობაში.

ერთხელ ჰუსეინთან დაახლოებულ პირთაგან ვიღაცამ შთააგონა მას დაქორწინებულიყო ერთ ულამაზეს ებრაელზე, რომელსაც პირველი ებრაელი ქმრისგან ჰყავდა ვაჟიშვილი. ჰუსეინიც ასე მოიქცა. უშვილო ჰუსეინმა საკუთარი შვილივით აღზარდა შვილობილი, გაანდო მას სექტის საიდუმლოებანი, დანიშნა ის თავის მემკვიდრედ და იმამად (მღვდელმთავრად), ანუ გამოაცხადა იმ მაჰდიდ, რომლის მოსვლისადმი რწმენა ისმაელიტების სექტის ძირითადი დოგმატი იყო (S.Sacy, "Religion des Druzes").

ასეთი იყო ფატიმიდების ყალბი დინასტიის პირველი ხალიფის, ობაიდალაჰის წარმომავლობა. ობაიდალაჰის ნამდვილი წარმომავლობის დასაფარად ენერგიული ზომები მიიღეს: კარმატებმა ამოწყვიტეს ქალაქ სალამეხის მთელი მოსახლეობა, რომლებმაც იცოდნენ ობაიდალაჰის იუდაური წარმომავლობის შესახებ; ასევე სასტიკად დასაჯეს კარმატების მრავალი ბელადი, რომლებიც თავიანთი ირაღით ერთგულად ემსახურებოდნენ ობაიდალაჰს, მაგრამ შემდეგ ეჭვი შეეპარათ მის კანონიერებაში. მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, არც აბასიდების ბაღდადურ, არც ომეადების ესპანურ დინასტიას არასოდეს გასჩენიათ სურვილი, ფატიმიდები ალის შთამომავლებად ეღიარებინათ.

250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (909-1171წწ.) აფრიკის ჩრდილოეთით მეფობდა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თავისი საქმის უდიდესი ოსტატები და რომლებიც ატარებდნენ ფატიმიდების დინასტიის მაღალ ტიტულს, თუმცა სინამდვილეში იყვნენ ებრაელი ობაიდალაჰის შთამომავლები. აი, ფაქტი, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად მეტყველებს ლუი დანტეს მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ ისმაელიტების, ანუ კარმატების საზოგადოება შეიქმნა ებრაელთა ზეგავლენით მათი ანგარებიანი მიზნებისთვის.

ებრაელი ობაიდალაჰის მეფობისას მოხდა მოვლენა, რომელმაც დიდად შეაძრწუნა მთელი მუსულმანური სამყარო და რომელიც მრავალი წელი არ აღხოცილა მათი მეხსიერებიდან. 930 წლის იანვარში თავისი დიდი ოსტატის, ობაიდალაჰის ბრძანებით, კარმატები დაეუფლნენ ქალაქ მექას. ორთოდოქსი მუსლიმების გააფთრებული წინააღმდეგობისდა მიუხედავად, მათ კააბიდან (სამლოცველო) მოიტაცეს მუსლიმთა უდიდესი სიწმინდე - შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზმა ზეციდან ჩამოუტანა აბრაამის შვილს, ისმაელს, არაბთა მამამთავარს; სიწმიდე, რომელსაც ისეთ პატივს სცემენ არაბები, რომ თვით მუჰამედიც იძულებული იყო, პატივი მიეგო მისთვის და ნება დაერთო, თაყვანი ეცათ მისთვის. ისტორიკოსი ჰეჟი ამბობს, რომ ქვის მოტაცებისას ობაიდალაჰის მთავარი მიზანი იყო, ორთოდოქსი მუსლიმების თვალში დაემცირებინა მათი სიწმინდე, გაენადგურებინა ის ორეოლი, რომელიც გარს ერტყა მუსლიმთა წმინდა ადგილებს და ამით, საბოლოო და გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა ისლამისთვის (Goeje, "Les Karmaties", p.103). მათთვის შეთავაზებული გრანდიოზული გამოსასყიდის მიუხედავად, კარმატები 22 წლის განმავლობაში ჯიუტად ამბობდნენ უარს ქვის დაბრუნებაზე და აცხადებდნენ, რომ ასრულებენ იმამის ბრძანებას, რომელსაც ნებავს მუჰამედის რელიგიის განწმენდა კერპ­თაყვანისცემისგან.

ებრაელი ობაიდალაჰის განზრახვა, სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა ისლამური სარწმუნოებისთვის, წარუმატებლად დასრულდა. კარმატები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ბრმა იარაღი ებრაული ბნელი ძალის ხელში, მიხვდნენ, რომ ემსახურებიან არა ალისა და ისმაელს, არამედ მათთვის უცხო ინტერესებს, რის გამოც არაერთხელ აჯანყდნენ მათთვის არასასურველი უღლის გადასაგდებად. ამიტომაც ობაიდალაჰის შვილიშვილი, ხალიფ ალ მანსური იძულებული გახდა, შავი ქვა ისევ მექაში დაებრუნებინა, რათა დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის ამ აქტით გაეძლიერებინა თავისი მეტად მყიფე და საშიში მდგომარეობა. ფსევდო ფატიმიდების დინასტია 1171 წ. გაანადგურა ახალმა დამპყრობმა სალადინმა, ჯვაროსანთა სახელგანთქმულმა მოწინააღმდეგემ.

ფსევდო-ფატიმიდების ისტორიაზე ასე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდით რომ ეს არის სხვა ხალხებზე ბატონობის იუდეველთა ოცნების ნაწილობრივი განხორციელების ერთ-ერთი მაგალითი. მართალია, ეს ბატონობა არ იყო საყოველთაო, მაგრამ მაინც, მთელი 250 წლის განმავლობაში იუდეველები "მესია" ობაიდალაჰისა და მისი მემკვიდრეების სახით საიდუმლოდ მართავდნენ აფრიკის ჩრდილოეთს.

მკვლელთა კავშირი. როდესაც ობაიდალაჰის შთამომავლებმა თანდათანობით დაკარგეს ზეგავლენა დაპყრობილ კარმატთა მასებზე და ებრაელებმა დაინახეს, რომ შესაძლებელი იყო, ეს გრანდიოზული იარაღი მათი ზეგავლენიდან გამოსულიყო, სცენაზე გამოიყვანეს ახალი ორგანიზაცია - ასასინების, ანუ მკვლელების სახელგანთქმული სადუმლო კავშირი (მკვლელთა კავშირი საკუთრივ იწოდებოდა "ჰაშიშად", სახელი მომდინარეობს მათრობელა სასმისის ჰაშიშის სახელწოდებიდან, რომელსაც ეტანებოდნენ ამ კავშირის წევრები. დასავლეთის ხალხებმა ეს სახელწოდება გადააკეთეს "ასასინად", რაც მკვლელს ნიშნავს), რომელიც ორასი წლის განმავლობაში თავზარს სცემდა მთელ აზიას და რომლის სახელს შიშითა და ძრწოლით წარმოთქვამდნენ თვით ევროპაშიც.

მკვლელთა საიდუმლო კავშირის დამფუძნებელი იყო ვინმე ჰასანი ხორასნიდან, რომელიც დაიბადა 1056 წელს და გარდაიცვალა 1134 წელს. ჰასანი უნდა მივიჩნიოთ არა იმდენად ამ ახალი საიდუმლო საზოგადოების დამფუძნებლად, რამდენადაც ისმაელიტთა უკვე არსებული სექტის რეფორმატორად, რომელსაც მან ახალი ძალა - მკაცრად გააზრებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მტკიცე დისციპლინა მიანიჭა.

ჰასანი თავიდან ბაღდადელი ხალიფების მოწინააღმდეგედ, ფატიმიდების დინასტიის დამცველის როლში მოგვევლინა, მაგრამ, როგორც კი თავის გარშემო თავი მოუყარა საკმაო ძალას, დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება და უხილავი იმამის სახელით, რომელსაც მთელ მსოფლიოზე მოუწევდა ბატონობა და რომელიც თავადაც გამოჩნდებოდა განსაზღვრულ დროს, რათა ყველას წინაშე წარედგინა თავისი უფლებები, - მომხრეთა შემოკრებას შეუდგა.

უხილავი იმამის მოსვლის მოლოდინში სექტის წევრებს უნდა შეესრულებინათ მისი მცნებები - ებრძოლათ მისი მომავალი ბატონობისა და სარწმუნოებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ აქ იმავე მასონობას ვაწყდებით, რომელიც უარყო მუჰამედმა და რომელსაც ებრაელები ამპარტავნული და საიდუმლო მიზნების განსახორციელებლად ჯიუტად ახვევდნენ თავს მუსულმანურ სამყაროს.

სექტის ორგანიზაცია და სწავლება, რომელიც ჰასანმა კანონთა განსაკუთრებულ წიგნში გადმოსცა, სექტამ იმისთვის გამოიყენა, რომ შეექმნა მძლავრი და ბრმა იარაღი თავისი მეთაურის, შეიხ ულ-ჯებალის, ანუ "მთიელი მხცოვანისთვის", რომელიც ასე იმიტომ იწოდა, რომ მკვლელთა კავშირი სირიისა და სპარსეთის მაღლობ ნაწილებს ფლობდა.

მკვლელთა კავშირში განდობის შვიდი საფეხური იყო. პირველი საფეხურის განდობილთაგან ითხოვდნენ ისლამის მოთხოვნათა მკაცრ და განუხრელ შესრულებას და ხელმძღვანელთადმი უსიტყვო მორჩილებას, ხოლო უმაღლესი საფეხურების განდობილები, ანუ სექტის ხელმძღვანელები რელიგიურ დოგმატებში ხედავდნენ მხოლოდ ალეგორიებს, ისლამის განწესებებს კი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. საიდუმლო საზოგადოებების მკვლევარი და ისტორიკოსი შუსტერი სექტის სწავლების "სახელმწიფოებრივი სიბრძნის ნიშნებს" ხედავს იმაში, რომ "ურწმუნოება და უზნეობა განკუთვნილი იყო არა სამართავი მასის, არამედ მმართველთა წრისთვის" (Шустер, "Тайные общества", т. I, с.162); რომ მმართველი ძალა თავისუფალი იყო კანონისგან, მასა კი, პირიქით, მოვალე იყო, ბრმად დამორჩილებოდა ძალაუფლებასა და კანონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსი "ღრმად სახელმწიფოებრივი სიბრძნით" არის გამსჭვალული ცნობილი "სიონის მთავარი კანცელარიის საიდუმლო ოქმებიც" (Г.В.Бутми "Враги Рода человеческого"). ასე, მა­გალითად, 27-ე ოქმში წერია: "ჩვენი (ებრაელების) გაბატონების დროს საერთოდ უნდა ამოვიღოთ სიტყვა "თავისუფლება" ადამიანის ლექსიკონიდან"; ასევე მე-13 ოქმში ვკითხულობთ: "როდესაც ჩვენი დრო მოვა, სიტყვა "თავისუფლებას" ასე განვმარტავთ: თავისუფლება არის უფლება, აკეთო ის, რის უფლებასაც მოგცემს კანონი".

აღსანიშნავია ის უნარი და მოხერხება, რითაც მკვლელთა კავშირის ორგანიზაცია მისადაგებული იყო აღმოსავლეთის ტემპერამენტიანი მოსახლეობის ცნებებსა და მორალურ საფუძვლებს.

ასე მაგალითად, მეორე ხარისხის განდობილთათვის, რომელთაც "ფედაბის" უწოდებდნენ (ეს სახელწოდება დღემდე არსებობს. რევოლუციონერები, რომლებმაც მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება (ავტორი ალბათ გულისხმობს რუსეთის რევოლუციას - მთარგმნ.), ძველი მკვლელების მსგავსად, საკუთარ თავს ფედაბის ან ფედაბელებს უწოდებენ, რაც "საკუთარი თავის მსხვერპლად მიმტანს" ნიშნავს. მათი მოწოდება იყო, თავიანთი მეთაურის ბრძანებისთანავე წასულიყვნენ სიკვდილზე და აღესრულებინათ ყველაზე შემაძრწუნებეი დანაშაული მომავალი იმამის სადიდებლად) გამოიგონეს სისტემა, რომელიც რაღაც აღმოსავლური ტიპის ფანტასტიუკრ ზღაპარს ჰგავდა.

ძლიერ და ჯანმრთელ ახალგაზრდებს, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი შეუპოვრობა და სიმამაცე, ფედაბის ხარისხში აყვანამდე ჰაშიშით, ნარკოტიკული, გამაბრუებელი სასმელით ათრობდნენ; შემდეგ გადაჰყავდათ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გაშენებულ არაჩვეულებრივი და ზღაპრული სილამაზის ბაღებში.

თრობისგან გამოფხიზლებულებს საკუთარი თავი ეგონათ მუჰამედის ნამდვილ სამოთხეში. აქ მათ გარს ერტყათ ყველაფერი, რამაც კი შეიძლება აამოს ადამიანის გრძნობებსა და ვნებებს: გრილი და ჩრდილოვანი კორომები, მოჩუხჩუხე ანკარა წყაროები, მშვენიერი ნაყოფით დახუნძლული ხეები, ფუფუნებით გაწყობილი დარბაზები, ნებივრობისა და განცხრომისკენ მიმზიდველი მშვენიერი მუსიკა და ყოველივე ამის შემდეგ - "სამოთხის" ბინადრები, დამატყვევებელი სილამაზის ჰურიები - მზეთუნახავი გოგონები, რომლებიც სთავაზობდნენ მათ საოცარ ღვინოს ძვირფასი ჭურჭლით და რომლებიც მზად იყვნენ, აღესრულებინათ ამ "სამოთხეში" მოხვედრილ ბედნიერ მოკვდავთა ვნებიანი სურვილები.
ყველა ამ ზემოთ აღწერილი ნეტარების შემდეგ მომავალ ფედაბის ისევ ჰაშიშით ათრობდნენ და აბრუნებდნენ ადრინდელ მდგომარეობასა და ადგილას. გამოღვიძებულები ისევ "დედამიწაზე" აღმოაჩენდნენ საკუთარ თავს, მათი დამრიგებლისა და მეთაურის გარემოცვაში, რომელიც არწმუნებდა მათ, რომ მათი სხეულები რჩებოდა დედამიწაზე, სული კი აღიტაცებოდა სამოთხეში და იქ წინასწარ ტკბებოდა იმ ნეტარებით, რაც იქ ელოდა, ამქვეყნად საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად მიმტან ფედაბის. ფედაბების გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი იყო თეთრი სამოსი, წითელი ქუდი და სარტყელი - უბიწოებისა და სისხლის ფერები.

ფედაბებზე მათი გურუს განუზომელ ზეგავლენასა და თვით ფედაბების ფანატიზმზე მოწმობს შემდეგი შემთხვევა: სელჯუკების სულთანმა მელიქ-შაჰმა "მთიელ მხცოვანს" გაუგზავნა თავისი ელჩი წინადადებით, გაეწმინდა მებრძოლი სექტის მიერ დაკავებული ციხესიმაგრეები. პასუხის სანაცვლოდ სექტის მეთაურმა ორ ფედაბის, თავის პირად მცველებს, თავის მოკვლა უბრძანა. როდესაც ერთ-ერთმა ყმაწვილმა დაუყოვნებლივ დაიცა მახვილი და განგმირული დავარდა მბრძანებლის წინშე, ხოლო მეორე მაღალი კოშკიდან გადაეშვა, საშინელმა "მთიელმა მხცოვანმა" შეშინებულ ელჩს უთხრა: "გადაეცი შენს ბატონს, რაც ნახე, და უთხარი, რომ ჩემს განკარგულებაშია 70 000 ადა­მიანი, რომელიც ისევე უსიტყვოდ და ერთგულად მემსახურება, როგორც ეს ყმაწვილები. აი, ჩემი პასუხი". საკუთარ ბელადებს ბრმად მინდჯობილ ფანატიკოსთა არმიამ, მკვლელთა სექტამ, რომელსაც მეთაურობდა საშინელი "მთიელი მოხუცი" და რომელიც იმალებოდა სპარსეთში, მთა ალამუტზე აშენებულ ციხესიმაგრეში, მოკლე დროში დაიპყრო სირიისა და სპარსეთის უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეები.
ასასინები უკვე შიშის ზარს სცემდნენ მთელ აზიას. ძლევამოსილი მონარქიდან მოყოლებული უბრალო მიწათმოქმედით დამთავრებული, არავის შეეძლო, თავი ეხსნა ფანატიკოსთა მახვილისგან, თუკი სექტის ხელმძღვანელები სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. სექტისადმი შიშის ეს გრძნობა სირიასა და სპარსეთში იქამდეც კი მივიდა, რომ მრავალი მბრძანებელი, თავი რომ დაეზღვია ამ საშიშროებისგან, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა მკვლელთა მეთაურებთან. ისინი არა მარტო უთმობდნენ მათ თავიანთი სამფლობელოების უმთავრეს პუნტქებს, არამედ უფლებას აძლევდნენ, ესარგებლად მთელი ოლქების შემოსავლებითაც.

1250 წელს მკვლელთა სექტას მძლავრი დარტყმა მიაყენა მონღოლთა ხანმა გულაგმა, რომელმაც გაანადგურა მისი სიმაგრეები, "მთიელი მოხუცი" შეიპყრო და დასაჯა. მოგვიანებით, 1394 წელს, მსოფლიო დამპყრობელმა თემურლენგმა გაანადგურა ამ სექტის უდიდესი ნაწილი. თუმცა მისი ნარჩენები დღემდე არსებობს ლიბანის უდაბურ ხეობებში და იმედოვნებენ, რომ ოდესმე კვლავ აღადგენენ თავიანთ ბატონობას.

მკვლელთა სექტამ, რომლის გაფურჩქვნის ხანა დაემთხვა ჯვაროსნულ ლაშქრობებს, დიდი უბედურება მიაყენა ქრისტეანებსაც, რადგან მისი მახვილი არავის ინდობდა. მკვლელთა სექტის საიდუმლო და ზნეობრივად გამხრწნელი სწავლებით დასნებოვნდნენ ჯვაროსნებიც, რამაც უფრო მეტი უბედურება მოუტანა ქრისტეანობას, ვიდრე თვით მკვლელთა სექტამ. ასე მაგალითად, ტამპლიერთა ორდენი, რომელიც 1118 წელს დაარსდა კეთილი მიზნით, შეიარაღებული დახმარება გაეწია უფლის საფლავისა და წმინდა ადგილთა მოსალოცად მიმავალ ქრისტეანთათვის, რომლებსაც გზად მიმავალთ ხშირად რომ ესხმოდნენ თავს, აღმოჩნდა ასასინთა საიდუმლო სწავლების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ, გადაუხვია თავდაპირველ მიზანს და ქრისტეანული მონაზვნური ორდენისგან გადაკეთდა ქრისტეანობისა და სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილ საიდუმლო ორგანიზაციად, რომლის კვალი დღემდე არსებობს თანამედროვე მასონობაში.

არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელთა სექტის დამაარსებელი ჰასანი წარმოშობით ებრაელი იყო. კერძოდ, საიდუმლო საზოგადოებების მკვლევარი კლოდიო ჟანე (Claudio Jannet, "La Franc-Maconerie an XIX Siecle") ამბობს, რომ ვატიკანში დაცულია დოკუმენტი, კერძოდ იტალიელი ოფიცრის, სიმონინის წერილი, რომელიც მასონი იყო და რომელმაც, აბატ ბარიუელის (Barruel, "Memoires pour servir a L'llistoire du Jabinisme") მასონთა მამხილებელი წერილებით შეძრწუნებულმა, დატოვა სექტა და ბარიუელს მიწერა სინანულის წერილი, სადაც, სხვათა შორის, ამცნო, რომ მანიქეველობის დამფუძნებელი მანესი და "მთიელი მოხუცი" ჰასანი ებრაელები იყვნენ, რაც მასონობის იუდეველ მესვეურთაგან შეიტყო.

სიმონინის ამ წერილს 1821 წელს შედეგად მოჰყვა პაპ პიუს VII-ის ბულა საიდუმლო საზოგადოებათა წინააღმდეგ. ლუი დანტე მკვლელთა სექტას მიაწერს ებრაულ წარმომავლობას და საიდუმლო საზოგადოებათა შორის არსებულ უწყვეტ ჯაჭვში ერთ-ერთ რგოლად მიიჩნევს, რომელთა მეშვეობითაც ებრაელები თავიანთი საიდუმლო ოცნების მისაღწევად ძირს უთხრიან არაებრაელი ხალხების რელიგიურ და სახელმწიფოებრივ საფუძვლებს.

მართლაც, მკვლელთა სექტას აქვს საიდუმლო საზო­გადო­ებებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება, რომლითაც ებრაელები ხელმძღვანელობენ: ფარისევლობა, მლიქვნელობა, უმაღლესი ცოდნის და­ფარვა, ხალხისთვის ისეთი სწავლების ქადაგება, რომლისაც არ სწამთ და არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თვით სექტის ხელმძღვანელები. ადრე არსებული მუსულმანური სექტების, რომელთა ებრაული წარმომავლობა ზემოთ უკვე გავარკვიეთ, გაცილებით სრულყოფილი წარმონაქმნი, ასასინების (მკვლელების) სექტა თავისი სწავლებით უეჭველად უახლოვდება ილუმინატების სექტას, რომელმაც მოამზადა საფრანგეთის დიდი რევოლუცია.

საიდუმლო საზოგადოებათა სწავლებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ამ გასაოცარი მსგავსების გამო, რომელთაგან ერთნი მოქმედებდნენ აზიასა და აფრიკაში VII-დან XIV საუკუნემდე და ანგრევდნენ მუსულმანი ხალხების რელიგიასა და სახელმწიფოებრიობას, ხოლო მეორენი იმავე დამანგრეველ საქმიანობას იწყებენ XVIII სა­უკუნის ევროპაში ქრისტეანობისა და ქრისტეანული ცივილიზაციის წინააღმდეგ, ძნელია ერთი და იმავე წარმმართველი ებრაული ბნელი ძალის არდანახვა, ძალისა, რომელიც საკუთარი ბატონობის დამყარების ერთადერთ გზას უცხო ხალხების რელიგიისა და სახელმწიფოებრიობის დანგრევაში ხედავს.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню