უსჯულოების საიდუმლო - კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ნ. ლ. ბუტმი

კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები

გნოსტიკური სწავლება

შინაარსი


2. გნოსტიკოსები


ქრისტეს მოსვლამდე მრავალი საუკუნით ადრე კაბალისტთა ზეგავლენით, იუდეველთა შორის ცოცხლობდა და მტკიცდებოდა მსოფლიოზე ბატონობის იდეა. წმიდა წერილს საკუთარი მიდრეკილებებისა და გეგმების შესატყვისად რომ განმარტავდნენ, იუდეველი ბრძენკაცები შთააგონებდნენ საკუთარ ერს, მესია, რომლის მოსვლასაც იუწყებოდნენ წინასწარმეტყველები, არისო მიწიერი მეფე, რომელიც არა მარტო გაათავისუფლებს იუდეველთ უცხო დამპყრობთა უღლისგან, არამედ მახვილის ძალით გაანადგურებს რჩეული ერის მტრებს და საკუთარ სკიპტრას დაუმორჩილებს მთელ დედამიწას.

უფალ იესუ ქრისტეს აღიარება - რომელიც მოვიდა, რათა ექადაგა სასუფეველი, რომელიც არა ამქვეყნისაგან არს და ის, რომ ჭეშმარიტი მესიის წინამძღოლობით ცხონდებიან ქვეყნიერების ყველა ხალხები, - ამსხვრევდა იუდეველი ხალხის საუკუნეების განმავლობაში ნალოლიავებ ოცნებას, გამხდარიყო მსოფლიოს მბრძანებელი. საკუთარ ბრძენკაცთა და მეთაურთაგან შთაგონებულ იდეებში იმედგაცრუება - აი ქრისტეანობისადმი მათი სიძულვილის წყარო.

მიაღწიეს რა უფალ იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს, იუდეველი კაბალისტები (ანუ იმდროინდელი მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ფარისევლები)* (იხ. დე სენ კრისტო. ებრაელები და თალმუდი) იმედოვნებდნენ, რომ მისი სწავლება მიეცემოდა დავიწყებას და წინ ვერაფერი დაუდგებოდა მათ უგუნურ ოცნებას იუდეველთა მსოფლიო ბატონობის შესახებ. მაგრამ, როდესაც ღვთაებრივი სწავლების საკვირველი გავრცელება ვერGგააჩერა იუდეველთაგან წმიდა მოციქულთა და პირველქრისტეანთა ვერც დევნამ, ვერც ცილისწამებამ, ჩივილმა, მკვლელობამ და ათასგვარმა უსასტიკესმა ძალადობამ, ქრისტეანობის წინააღმდეგ დაუღალავ ბრძოლაში მათ ახალ, ჭეშმარიტად ჯოჯოხეთურ იარაღს მიმართეს: საიდუმლო საზოგადოებებისა და მწვალებლობების (ერესების) მეშვეობით განიზრახეს, ქრისტეანობაში დაენერგათ წარმართული ცნებები, რომლითაც გამსჭვალულია კაბალა, და ასე, ქრისტეანული რელიგიის დამახინჯებით, საფუძველშივე შეერყიათ იგი. პირველმოქცეულ ქრისტეანთა შორის ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც განუმტკიცებელი იყო სარწმუნოებაში და ჯერ კიდევ სრულად ვერ იყო თავისუფალი ადრინდელ იუდაურ ან წარმართულ ცთომილებათა ზეგავლენისგან. ასეთი ქრისტეანები ქმნიდნენ კარგ ნიადაგს იუდაური მაქინაციებისთვის. პირველი საიდუმლო იარაღი, რომელიც იუდეველებმა ქრისტეანობის წინააღმდეგ მიმართეს, იყო ძველი ერეტიკოსების ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია გნოსტიკოსთა სახელწოდებით.

გნოსტიკოსთა ცრუსწავლებები, რომლებიც ეფუძნებოდა იუდაურ კაბალას, იუდეველთა ღვაწლით, შემდგომში, გამოვლინდა კიდევ მრავალ სხვა საიდუმლო საზოგადოებასა და მწვალებლობაში და, სხვათა შორის, მარტინიზმსა და ხლისტების საძაგელ და უზნეო სექტაშიც.

პირველი საუკუნეების ქრისტეანული ეკლესიის მამები, მხურვალე სარწმუნოებით ანთებულნი და ღვთიური სიბრძნით განათლებულნი, დაუღალავად იბრძოდნენ ამ მწვალებელთა ცრუსწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც გარს შემოერტყნენ ქრისტეს ეკლესიას. გნოსტიკოსთა მწვალებლობის მამხილებელთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია წმ. ირინეოს ლიონელი, რომელიც იმპერატორ სეპტიმიუს სევერის დროს დაწყებული დევნულების დროს (დაახლ. 202 წ.) აწამეს ქრისტეანული სარწმუნოების ქადაგებისთვის.

წმ. ირინეოსის (Иже во святых отца нашего Иринея Епископа Лионского пять книг. Обличения и опровержения Лжеименного Знания. Перевод протоирея П. Преображенского. Издание Тузова. 1900 г.) თხზულებებში დეტალურად არის აღწერილი გნოსტიკოსთა სწავლება, რომელსაც ის უარყოფს წმიდა წერილზე დაყრდნობით. ვისარგებლებთ წმ. ირინეოს ლიონელის თხზულებებიდან აღებული მონაცემებით, რომლებიც ჩვენმა ბობოქარმა ინტელიგენციამ, სამწუხაროდ, კარგა ხანია დაივიწყა, აგრეთვე მონაცემებით ეკლესიის ისტორიიდან და ფრანგი ანტიმასონების თხზულებებიდან და შევეცდებით, მოკლედ გადმოვცეთ გნოსტიკოსთა ცრუმოძღვრების საფუძვლები და ვაჩვენოთ, რომ გნოსტიკური მწვალებლობები უეჭველად იუდაური წარმომავლობისაა.

გნოსტიკოსი ნიშნავს “მცოდნეს“ (ბერძნ. სიტყვიდან “გნოზის“ - ცოდნა). მწვალებლები, რომლებმაც მიისაკუთრეს ეს ამაყი სახელწოდება, საკუთარ თავს მიიჩნევდნენ უმაღლესი, სრული ცოდნის მფლობელებად, მაგრამ მათი მამხილებელი წმ. ირინეოსი სამართლიანად უწოდებს მათ მოძღვრებას ცრუდსახელდებულ სწავლებას.

გნოსტიკოსებმა თავისი ცრუსწავლება და თვით სახელწოდება ისესხეს იუდაისტური კაბალიდან, რომელიც იუდეველებს ასევე უზენაეს და უსრულყოფილეს ცოდნად მიაჩნიათ.

გნოსტიციზმში მრავალი მწვალებლობა გაჩნდა, რადგან თითოეული მეტ-ნაკლებად ნიჭიერი გნოსტიკოსი ქმნიდა თავის საკუთAრ სისტემას, თუმცა ყველა სისტემას საფუძველში ედო ასე თუ ისე სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ბუნდოვანი კაბალისტური სწავლება.

გვინდა, განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ კაბალასთან სრული იდენტურობა არ უნდა ვეძებოთ არც გნოსტიციზმში და არც სხვა საიდუმლო ორგანიზაციებში. ამ ცრუსწავლებათა ინიციატორების, იუდეველების მიზანი, რომელიც მიმართულია ქრისტეანობისა და სხვა არაიუდაური რელიგიების წინააღმდეგ, იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ მათთვის უცხო ხალხები ეზიარებინათ თავიანთი საიდუმლო დოქტრინებისთვის, არამედ იმაში, რომ დაენგრიათ ამ ხალხთა რელიგიური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საძირკვლები და დაექვემდებარებინათ ისინი თავიანთი ზეგავლენისთვის.

ამ მიზნით ხელმძღვანელობდნენ იუდეველები, - მრავალგვარი საიდუმლო საზოგადოებისა და მწვალებლობის ფარული ორგანიზატორები. ისინი კაბალიდან კრებდნენ თავიანთ ცრუსწავლებათა ძირითად იდეებს, შემდეგ კი ამ ბინძური ჭიდან ამოხაპულ მასალას თავისი ფანტაზიისა და არსებული ვითარების შესაბამისად ავითარებდნენ და ცვლიდნენ. ასე, მაგალითად, გნოსტიკოსებმა თავიანთ ცრუსწავლებას შეურიეს ბერძნული ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლმხედველობის ზოგიერთი იდეა, რათა თავიანთი მჭევრმეტყველება უფრო მისაღები გაეხადათ ბერძნულ-რომაული სამყაროსთვის, რომლისკენაც იყო ძირითადAდ მიმართული მათი ქადაგება. ამგვარად, გნოსტიკური მწვალებლობები, რომლებიც სოკოებივით ამოიზარდა ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში, მათ შორის არსებული მრავალგვარი განსხვავებებისდა მიუხედავად, მთელ რიგ საერთო მახასიათებლებს შეიცავდნენ. კერძოდ:

გნოსტიკოსები ასწავლიდნენ ორი სამყაროს შესახებ, რომელთაგან პირველი, ანუ სულიერი იყო სიკეთისა და სინათლის, მეორე, მატერიალური კი ბოროტებისა და წყვდიადის წყარო. თანაც სიკეთისა და ბოროტების ცნებას ისინი აიგივებდნენ ცოდნის (გნოზისის) და უმეცრების ცნებებთან. ამ შემთხვევაში გნოსტიკოსებს მიესადაგება წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები: “ცოდნა აამპარტავნებს კაცს, სიყვარული კი შეაგონებს” (1 კორინთ. 8:1). მართლაცდა, ქრისტეანობის ამ მოწინააღმდეგეებმა დაიწყეს სწავლება, რომ სიკეთე მდგომარეობს არა სიყვარულში და მისგან გამომდინარე ქრისტეანულ სათნოებებში, არამედ ცოდნაში, ამიტომაც მედიდურად დაისახეს კაცობრიობის გონისთვის შეუძლებელი ამოცანა - გადაეწყვიტათ ყოფიერების ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება უზენაეს არსებას, სამყაროს შექმნას, ბოროტების წამოშობას და ა. შ.

გნოსტიკოსები ასწავლიდნენ, რომ გრძნობითი სამყარო არის ზეგრძნობითის ანარეკლი და რომ პირველდაწყებითი სქესობრივი განსხვავება არის ყოველგვარი სიცოცხლის განვითარების წყარო. უზენაესი არსება გნოსტიკოსებთან იწოდება სიღრმედ ან პირველსაწყისად და პირველმამად (კაბალაში მას უწოდებენ “ენ-სოფს”, ანუ უსასრულო არსებას). ჯერ ამ უცნობი და გამოუკვლეველი პირველსაწყისიდან, ანუ სიღრმიდან, შემდეგ კი ერთმანეთისგან წყვილ-წყვილად გამოიყოფიან ღვთაებრივი ძალები - ეონები (ბერძნულად – მარად არსებული; ამ სიტყვით გნოსტიკოსები უზენაეს არსებასაც აღნიშნავდნენ; კაბალაში იგივე ღვთაებრივი გამონაყოფები “სეფიროტებად”, ანუ საფეხურებად იწოდება), რომლებიც იყოფიან მამაკაცურ, ანუ ქმედით, და დედაკაცურ, ანუ მიმღებ ნაწილებად. “თვით პირველსაწყისზე, ანუ სიღრმეზე მათ მრავალი სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ.

ერთნი ამბობენ, რომ მას არ ჰყავს წყვილი, არის უსქესო და საერთოდ არარაა; სხვები კი მას მამაკაცურ-დედაკაცურ არსებად ხმობენ და ჰერმაფროდიტულ ბუნებას მიაწერენ. არიან ისეთებიც, რომლებიც პირველი წყვილის წარმოსაქმნელად აუღლებენ მასთან მდუმარებას“ (Св. Ириней, с. 55). გნოსტიკოსებთან უზენაესი არსების როლი მისი ღვთაებრივი ბუნებისგან გამოყოფილი ღვთაებრვი ძალების, ეონების გამოყოფით ამოიწურება. ეონების გამოყოფის შემდეგ ის უმოქმედოა და სამყაროს შექმნაში არ მონაწილეობს.

ეონთაგან უკანასკნელს, რომელიც ყველაზე უფრო იყო დაცილებული პირველდაწყებით ერთეულს, ჰქონდა მატერიის ჩანასახი და იყო შუამავალი სულიერ და გრძნობით სამყაროთა შორის. გნოსტიკოსთა სწავლებით, სწორედ ამ ეონს, რომელსაც ისინი ღვთაებრივ გონსა და სიბრნესაც უწოდებენ, უნდა უმადლოდეს არსებობას მთელი ხილული სამყარო თავისი ღმერთითა და კეთილი და ბოროტი ანგელოზებით, რადგან ქმედითი ეონი მარტო იმით კი არ შემოიფარგლა, რომ დასაბამი მისცა მატერიალურ ცხოვრებას, არამედ თავისი სულიერი არსებიდან წარმოქმნა მასთან შედარებით უკნინესი ძალი - დემიურგი (სამყაროს შემოქმედი), რომელმაც შექმნა კიდეც მთელი ხილული სამყარო პირველსაწყისი ნივთიერებიდან, ხსენებულ ეონში რომ იდო ჩანასახის სახით.

თანაც დემიურგმა, რომელსაც “რაიმე სულიერის წვდომის ძალა არ შესწევდა” და პირველმამის არსებობაც კი არ უწყოდა, “იფიქრა, რომ თვითონ იყო ერთადერთი ღმერთი და წინასწარმეტყველთა პირით განაცხადა: მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა ღმერთი ჩემს გარდა” (Св. Ириней, с. 34.). ამ დროს, გნოსტიკოსთა სწავლებით, დემიურგი ისეთი უმეცარი იყო, რომ “შექმნა ცა და არც კი უწყოდა ცა რა იყო; შექმნა კაცი, და არ იცოდა კაცი რა იყო; შექმნა ნათელი მიწაზე და არ იცოდა რა იყო მიწა” (იქვე).

ამგვარად, დემიურგი გახდა ხილული სამყაროს მამა და ღმერთი.

გნოსტიკოსების სხვა ჯგუფის სწავლებით, სამყარო მარტო დემიურგმა კი არ შექმნა, არამედ ეონებისგან გაჩენილმა რამდენიმე ანგელოზმა. თუმცა არსი იგივეა; სამყაროს შემოქმედად მკრეხელურად არის აღიარებული არა უზენაესი ღმერთი, არამედ რაღაც მისგან გამოცალკევებული და ღმრთის არმცნობი ძალა.

გნოსტიკოსთა სწავლებიდან გამომდინარეობდა ზნეობრივი კანონების სრული თავისუფლება - მათი უზნეობა გარყვნილების ნამდვილ კულტში გადადიოდა.

ყველა გნოსტიკოსი, კაბალისტების მსგავსად, თავის ცრუ სწავლებებს აფუძნებდა ყალბ განმარტებას და წმ. წერილის დამახინჯებულ აღქმას.

აი, ის საფუძველი, რომელიც აღებულია კაბალიდან, ის სარჩული, რომლის მიხედვითაც ქარგავდნენ გნოსტიკურ მწვალებლობათა შემქმნელები თავიანთი მეტ-ნაკლებად უაზრო ან მეტ-ნაკლებად რთული და ყოველთვის მკრეხელური სწავლებების ორნამენტებს, რადგან, როგორც წმ. ირინეოსი ამბობს, “მათში მკრეხელობის გარეშე არაფერი ხდება”.

გარდა ამისა, აღსანიშნავია გნოსტიკოსების დამოკიდებულება მაცხოვართან. გნოსტიკური სექტების ყველა დამფუძნებელი იყენებდა უფალ იესუ ქრისტეს სახელს, როგორც სატყუარას ქრისტეანთათვის, რათა ეს უკანასკნელნი გაეხვია თავისი მწვალებლობის ბადეში.

გნოსტიკოსთაგან ერთნი მას აღიარებდნენ ადამიანად, რომელზეც გადმოვიდა უზენაესი ძალი, ამავე დროს ამატებდნენ, რომ ამ ძალას, თანაც უმეტესი ხარისხით, ფლობენ თვითონაც. სხვები ასწავლიდნენ, რომ მაცხოვარმა მხოლოდ მიიღო ადამიანის სახე, სინამდვილეში კი უსხეულო იყო და ამიტომაც გვემა არ განუცდია.

ყველა გნოსტიკოსი ასწავლიდა, რომ მაცხოვარი მოვიდა იმისთვის, რათა ღირსეულთათვის ემცნო უმაღლესი დაფარული ცოდნა და თავის მოციქულებსაც უბრძანა ამ ცოდნის მხოლოდ რჩეულთათვის გადაცემა. თავიანთი გამონაგონის დასამტკიცებლად, სახარების თვითნებური და დამახინჯებული განმარტებით, გნოსტიკოსები იმოწმებდნენ ზოგიერთ იგავს და მაცხოვრის საქმეებს, ასევე მოციქულთა ავტორიტეტს, რომლებმაც თითქოსდა ამცნეს მათ (გნოსტიკოსებს) მაცხოვრის საიდუმლო სწავლება.

გნოსტიკური სექტების თითქმის ყველა დამაარსებელი, გარეგნულად აღიარებდა ქრისტეანული ეკლესიის სწავლებას, გამუდმებით იმყოფებოდა ქრისტეანთა შორის და თავისი მწვალებლობით ზოგიერთი მოძღვარიც კი გადაიბირა, რითაც განხეთქილება შეჰქონდა ეკლესიაში, რადგან ეს მოძღვრები, მას შემდეგ, რაც საიდუმლოდ აღიარებდნენ გნოსტიკურ ცრუსწავლებებს, ამ მწვალებლობებს ავრცელებდნენ ჭეშმარიტი ქრისტეანობის სახით იმ ქვეყნებში, საითაც აგზავნიდნენ მათ პაპები და ეპისკოპოსები წარმართთა მოსაქცევად.

სიმონ მოგვი. გნოსტიკური სექტების მამად მიიჩნევა კვიპროსელი ებრაელი სიმონ მოგვი, რომელიც მოციქულთა საქმეებში და წმ. ირინეოსის თხზულებებში, ასევე ფრანგ ანტიმასონთა ნაშრომებში სიმონ სამარიტელადაც იწოდება, ალბათ იმიტომ, რომ თავისი ცრუსწავლებების გავრცელება მან, უპირველეს ყოვლისა, სამარიაში დაიწყო.

გნოსტიციზმის ეს დამაარსებელი იყო მოციქულთა თანამედროვე და ალექსანდრიელი ფილოსოფოსის, ებრაელისა და კაბალისტის, ფილონის მოწაფე. ფილონი, რომელიც დაიბადა ქრისტეს შობამდე 20 წლით ადრე და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეანული ერის მე-40 წელიწადს, შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს გნოსტიკოსთა წინამორბედად.

ამ ცნობილმა ებრაელმა ფილოსოფოსმა და კაბალისტმა ბევრი იღვაწა ბერძნულ-რომაული წარმართული სამყაროს იუდაიზაციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობდა, გაეერთიანებინა ბერძნული ფილოსოფიური იდეები იუდაურ ღვთისმეტყველებასთან, შეექმნა ერთი რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა. როგორც ჭეშმარიტი კაბალისტი, ფილონი ბიბლიის სიუჟეტებსა და ისტორიებში ხედავდა მხოლოდ ალეგორიებს, რომლის დაფარული მნიშვნელობის ასახსნელად, სხვათა შორის, მიმართავდა პლატონისა და პითაგორას ფილოსოფიურ შეხედულებებს და, ამგვარად, ბერძნული სამოსით, დაფარულ იუდაურ იდეებს ფილონი უფრო მისაღებს ხდიდა ბერძნულ-რომაული სამყაროსთვის და მოხერხებულად ამზადებდა მას იუდაიზაციისთვის.

გნოსტიკოსთა მამა სიმონ მოგვი ფილონის ალექსანდრიული სკოლის მოწაფე იყო. სწორედ ამით აიხსნება გნოსტიკოსთა სწავლებაზე, ებრაული კაბალის აშკარა ზეგავლენა და ასევე ბერძნული მითოლოგიისა და ფილოსოფიური იდეების ზოგიერთი მინარევი.

თავისი საქმიანობა სიმონ მოგვმა, როგორც ეს ჭეშმარიტ ებრაელს ეკადრება, სიცრუითა და მოსყიდვით დაიწყო. როდესაც ქრისტეს მოციქულებს, ფილიპესა და პეტრეს შეხვდა, წმ. მოციქულთა სასწაულთაქმნის მადლით და ასევე იმით გაოცებულმა, რომ მოციქულებს ხელის დადებით ქრისტეს სხვა მორწმუნეებზეც გადმოჰყავდათ სულიწმიდის ნიჭები, სიმონ მოგვმა ეს სასწაულები ღმერთს კი არ მიაწერა, არამედ მიიჩნია, რომ მოციქულები, მისი აზრით, ფლობდნენ სრულ უზენაეს მაგიას.

რადგანაც თვითონაც სურდა, ზიარებულიყო ამ ცოდნას, სიმონი გაეცნო ქრისტეს სწავლებას და მოჩვენებითად მიიღო ქრისტეანობა, შემდეგ კი მოციქულებს ფული შესთავაზა, რათა თვითონაც მიეღო სასწაულთა ქმნის მადლი და შესძლებოდა საკუთარი სურვილისამებრ სხვებისთვისაც გადაეცა სულიწმიდა. მაგრამ მოციქულმა პეტრემ აღშფოთებით უარყო უკეთური კაბალისტის შემოთავაზება და უთხრა: “ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ” (საქმე მოციქულთა 8:20-23).

ამ სამართლიანი შერისხვის შემდეგ სიმონ მოგვი განეშორა მოციქულებს და დაიწყო საკუთარი მწვალებლური სწავლების ქადაგება, თანაც აოცებდა ხალხს ჯადოქრობით “და საკუთარ თავს განხორციელებულ ღმრთის ძალად წარმოაჩენდა, რომელიც ვითომცდა სიმონზე გადმოვიდა მამის, ძის და სულიწმიდის სახით” (История христианской Церкви. Е. Смирнова, с. 86-87).

ვატიკანში ინახება უცნობი ავტორის ხელნაწერი სათაურით "Рhilosophumena", სადაც დეტალურად არის აღწერილი სიმონის უკეთური საქმიანობა, რომელიც ძირითადად წმ. მოციქულ პეტრეს ეპაექრებოდა და სულ მისი დაჯაბნის მცდელობაში იყო. ყოველ ქალაქში, სადაც კი მივიდოდა მოციქული, მას ხვდებოდა სიმონის მიერ ცთუნებული ხალხი, თვითონ სიმონი კი მოციქულის მისვლისთანავე ცდილობდა ქალაქის დატოვებას და უკვე სხვა ადგილზე აგრძელებდა თავის სულისწარმწყმედელ საქმიანობას. ასე იყო, სხვათა შორის, ქალაქებში კეისარში, ტიროსში, ბერითში, ბიბლისში, სიდონში, ტრიპოლში და რომში, სადაც ეშმაკის მსახური სულ გაურბოდა ღმრთის მსახურს.

სიმონ მოგვის სწავლება მდგომარეობდა შემდეგში: უმაღლესი არსებიდან წყვილ-წყვილად გამოდიან ღვთაებრივნი ძალნი – მამრობითი და მდედრობითი სქესის ეონები. პირველი ექვსი ეონი, რომელთა სახელებია: გონება, აზრი, სიტყვა, სახელი, შემეცნება და ზრახვა, შეადგენს სულიერ სამყაროს. ამ ეონებიდან გამოდის კიდევ ექვსი ახალი ძალი, და აყალიბებს მატერიისა და სულის შუა სამყაროს, რომელიც პირველის ანარეკლია. მეორე სამყაროს ეონებიდან გამომდინარეობენ უდაბლესი ეონები, ანუ ანგელოზები და ძალები, რომელთა რიცხვი ასევე ექვსია და რომლებიც უკვე შეადგენენ მესამე სამყაროს. და ბოლოს, ისინი წარმოქმნიან მეოთხე სამყაროს, ხილულსა და მატერიალურს, რომელიც თავის მხრივ უმაღლესი სულიერი სამყაროს ბოლო ანარეკლია.

ხილული სამყაროს შესაქმნელად მეორე სამყაროს ეონთაგან ერთ-ერთმა, კერძოდ, ღვთაებრივმა აზრმა, რომელსაც პარიზში მყოფი ე. წ. თანამედროვე, გნოსტიკური ეკლესიის მიმდევრები, “დედოფალ სულიწმიდას” (სული – ებრაულად “რაუხ” - მდედრობითი სქესისაა) უწოდებენ, უნდა ჩამოსულიყო მატერიაში და სწორედ აზრის მატერიამდე ამ ჩამოქვეითებაში მდგომარეობს, სიმონის სწავლებით, ბოროტების წყარო მსოფლიოში.

მატერიაში ჩამოსული ღვთაებრივი აზრი მისგან გამოსულმა და სამყაროს შემქმნელმა შურით აღძრულმა ანგელოზებმა შეაჩერეს. მათ არ დაუშვეს რომ აზრი ისევ დაბრუნებულიყო მამასთან, ამიტომაც ღვთაებრივ დევნილს მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ სამყაროში ხეტიალმა მოუწია - იგი გადადიოდა ერთი სხეულიდან მეორეში. სხვათა შორის, ის იმყოფებოდა სახელგანთქმული ელენეს სხეულშიც, რომლის გამოც გაჩაღდა ტროას ომი. მრავალტანჯული ხეტიალის, სხეულიდან სხეულში გადასვლისა და ათასგვარი უპატივობის გადატანის შემდეგ (აზროვნებამ) ტვიროსში, გარყვნილების სახლში დაივანა (Св. Ириней, с.87), ხოლო სიმონ მოგვი, რომელიც საკუთარ თავს მაცხოვარსა და განკაცებულ ღმრთის სიტყვას უწოდებდა, ასწავლიდა, ადამიანის გარეგნობა იმიტომაც მივიღე, რომ ღვთაებრივი აზრი მატერიის ტყვეობისგან, ხოლო ადამიანები სამყაროს შემქმნელ ანგელოზთა ტირანიისგან გამეთავისუფლებინაო.

ჰპოვა რა “ღვთაებრივი არსი” (მსუბუქი ყოფაქცევის დედაკაცი, სახელად სელენა ან ელენა), რომელსაც მაცხოვრის იგავისეულ წარწყმედილ ცხვარს ადარებდა, სიმონ მოგვმა მატერიის ტყვეობიდან ის იმით გაათავისუფლა, რომ ცოლად შეირთო, რათა განეხორციელებინა საიდუმლო ქორწინება დედამიწაზე, რომელიც ვითომცდა შეართებდა აზრსა და გონებას უმაღლეს სამყაროში.

რათა აღესრულებინა თავისი მისიის მეორე ნაწილი, რომელიც მდგომარეობდა ადამიანთა გათავისუფლებაში სამყაროს შემქმნელი ანგელოზების ტირანიისგან, სიმონ მოგვი ასწავლიდა, რომ რჯული და მცნებები სამყაროს შემოქმედის მიერ მხოლოდ ადამიანთა დასამონებლად არის დაწესებული; და რომ კაცთაგან ყოველი, ვინც მას, ანუ სიმონსა და მის ელენეს ირწმუნებს, უფლებამოსილია, იყოს თავისუფალი და აკეთოს ის, რაც მოესურვება, რადგან ცხონდება მხოლოდ ამ რწმენით, საქმეთა გარეშე, “რადგან საქმე ბუნებით კი არ არის სიკეთე, არამედ შემთხვევითობის ძალით” (უდაბლეს, სამყაროს შემქმნელ ანგელოზთა ნებით).

ამიტომაც, წერს წმ. ირინეოსი, ამ სექტის მისტიკური მოგვები ცხოვრობენ ავხორცულად და ჯადოქრობენ... ისინი იყენებენ შეფუცვებსა და შელოცვებს; მიმართავენ საშუალებებს, რომლებიც იწვევს სასიყვარულო აღტყინებას, იწვევენ ე. წ. სახლის სულებს, რომლებიც ძილს ჰგვრიან ადამიანს, და მიმართავენ სხვა თავშესაქცევ ხრიკებს. მათ აგრეთვე აქვთ სიმონის გამოსახულება, რომელიც წარმოდგენილია იუპიტერის სახით, და ელენასი - მინერვას სახით, და ლოცულობენ მათ წინაშე” (იქვე, გვ. 88).

რაც შეეხება სასწაულებს, ანუ ჯადოქრობას, რომლითაც ცდილობდა სიმონი მისდამი რწმენის გაძლიერებას და ვითომცდა თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის დამტკიცებას, ეს იყო სულების გამოწვევა, წარმართულ ღვთაებათა გამოსახულებების ცეცხლოვანი დემონსტრირება, მომავლის წინასწარმეტყველება ადამიანის თავის ქალით, რომელსაც მიწაზე დადებდნენ და ადამიანთათვის გაუგებარ, საშინელ ენაზე ლაპარაკობდა და სხვა.

ვატიკანში დაცული ხსენებული ხელნაწერის (Рhilosophumena) უცნობი ავტორი დეტალურად აღწერს, რომელი ფიზიკური ხრიკების მეშვეობით აღასრულებდა სიმონი მრავალ სასწაულს, რომელიც თანამედროვე მეცნიერებისთვის კარგი თავშესაქცევი იქნებოდა.

სიმონ მოგვი იყო განსწავლული კაბალისტი, კაბალა კი, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანწილად ძველი წარმართული საიდუმლო მეცნიერებებისა და სწავლებებისგან შედგება. წარმართი მოგვებისთვის ცნობილი იყო მრავალი ისეთი მეცნიერული ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ ახლაღა გახდა მისაწვდომი საყოველთაო ცოდნისთვის. ასე, მაგალითად, მათთვის იმ დროიდან იყო ცნობილი ელექტრობა და მისი გამოყენების წესები; მათ კარგად იცოდნენ ქიმია, ასტრონომია და მედიცინა. გარდა ამისა, ძველი მოგვები იყენებდნენ სპირიტიზმსა და ჰიპნოტიზმს, რომელიც ასეთ ინტერესს იწვევს ჩვენს დროში. აი რითი აიხსნება ის სასწაულები, რომელთაც აღასრულებდა კაბალისტი სიმონი და აკვირვებდა გაუნათლებელ ბრბოს.

ახლა სიმონ მოგვიდან გადავიდეთ მის შემდგომ, უფრო ცნობილ გნოსტიკურ ცრუსწავლებებზე, წმ. ირინეოსის თქმით, “სოკოებივით რომ მომრავლდნენ მიწაზე” ბნელი ძალის ზეგავლენით, რომელიც თავს ესხმის ქრისტეანობას.

მოციქულთა ეპოქაში გნოსტიკოსებს მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე მენანდრე, სიმონ მოგვის მოწაფე, და ალექსანდრიელი იუდეველი კერინთოსი, რომელიც ალექსანდრიელი ფილოსოფოსისა და კაბალისტის, ფილონის მოწაფე იყო.

მენანდრე. მენანდრეს სწავლება ღვთაებაზე და სამყაროს შექმნაზე თითქმის იდენტურია სიმონ მოგვის სწავლებისა. მასწავლებლის მსგავსად, მენანდრეც მაცხოვრად ასაღებდა თავს. მან მაგია და ჯადოქრობა ერთადერთი და, მისი აზრით, ღმრთის საკადრისი კულტის დონემდე აიყვანა. ის ამტკიცებდა, რომ ჯადოქრობის ხელოვნებით, რომელსაც ადამიანებს ასწავლიდა, მათ შეუძლიათ, დაამარცხონ თვით ანგელოზები, რომლებმაც შექმნეს სამყარო, და უბრძანონ მათ; ასევე, მისი სწავლებით, “მის მიერ ნათელცემულებსა და მოწაფეებს მენანდრე პირდებოდა, რომ აღადგენდა მკვდრეთით და აღარასოდეს მოკვდებოდნენ, რადგან იქნებოდნენ უბერებელნი და უკვდავნი”.

კაბალისტი მენანდრეს ამ მკრეხელურ და საშიშ ბოდვებს ჩვენ კვლავ შევხვდებით 18 საუკუნის შემდეგ ცნობილი შარლატანისა და მასონის, ებრაელ იოსებ ბალზამოს, ზედმეტსახელად კალიოსტოს, სწავლებაში, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ აცთუნებდა და ხიბლავდა მთელ ევროპას ებრაული კაბალის ამ გამონაგონით.

კერინთოსი. კერინთოსის სწავლება გარკვეულწილად განსხვავდება წინა ორი გნოსტიკოსის სწავლებისგან. მიჰყვებოდა რა ღვთაებრივ ძალთა ემანაციის (გამოვლინებების) იმავე კაბალისტურ თეორიას, იგი ასწავლიდა, რომ სამყარო შექმნა არა რამდენიმე ანგელოზმა, არამედ ძალამ, რომელიც ძალიან შორს არის პირველი საწყისიდან და არაფერი უწყის უზენაესი ღმერთის შესახებ.

ეს სწავლება წინა სწავლებებზე უფრო მკრეხელურია. იგი უარყოფს სამყაროს მრავალ შემოქმედს, რითაც თითქოსდა უახლოვდება ძველი და ახალი აღთქმების ერთღმერთობას, მაგრამ ამავე დროს სამყაროს შემოქმედი ჩამოჰყავს მეორეხარისხოვანი ღმერთის კატეგორიამდე, რომლის ზემოთაც თითქოსდა არსებობს უფრო უზენაესი და უცნობი ღმერთი.

ამ სწავლების გვიანდელ სრულ განვითარებას ჩვენ შევხვდებით ვალენტინის გნოსტიკურ მწვალებლობაში. კერინთოსი კიდევ ასწავლიდა, თითქოს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე დაიბადა ჩვეულებრივ ადამიანთა მსგავსად და მისი ნათლობისას მასზე მტრედის სახით ჩამოვიდა ზეციური ქრისტე (ერთ-ერთი ეონი), ხოლო ჯვარზე ვნებისას დატოვა იგი. ზეციური ქრისტე ადამიან იესუს მეშვეობით ვითომდა რჩეულებს უქადაგებდა რომელიღაც უცნობი ღმერთის შესახებ.

გნოსტიკური მწვალებლობების უმეტესობა, ზემოთ მოხსენიებული სამი მწვალებლობის გარდა, წარმოიშვა ქრისტეს შობიდან II საუკუნეში, თანაც ზოგიერთი მათგანი, როგორც ცნობილია, არსებობდა V და VI საუკუნემდეც კი.

ვალენტინე. ქრისტეს შობიდან II საუკუნის გნოსტიკურ სექტათა დამაარსებლებიდან განსაკუთრებით ცნობილია ვალენტინე, რომელიც ასევე ალექსანდრიელი ებრაელი იყო. მისი სწავლება გამოირჩევა შედარებითი სისავსით და დიდი ფანტაზიით. ვალენტინეს საწავლებაზე ჩვენ უფრო დაწვრილებით შევჩერდებით, რადგან მას ჰყავდა მიმდევართა უზარმაზარი არმია, რომელთაგან ბევრი წარმოგვიდგა დამაარსებლებად ახალი გნოსტიკური სექტებისა, რომლებიც ვალენტინეს სწავლებისგან უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდებოდნენ.

გარდა ამისა, ვალენტინეს ცრუსწავლება მთლიანად გაითავისა მარტინისტების საზოგადოებამ, რომელიც XVIII საუკუნეში დააფუძნა ებრალმა მარტინეც პასხალისმა.

იუდეველმა ვალენტინემ ფარისევლურად მიიღო ქრისტეანობა. დაახლოებით 140 წელს ქრისტეს შობიდან ჩამოვიდა რომში, რათა იქ გაევრცელებინა თავისი მწვალებლობა. ის სამჯერ მოიკვეთეს ეკლესიიდან, რის შემდეგაც გადასახლდა კუნძულ კვიპროსზე, სადაც დააფუძნა კიდეც საბოლოოდ თავისი სექტა, რომელიც ვალენტინიანელთა სახელით არის ცნობილი. ვალენტინე გარდაიცვალა ახ. წ. დაახლ 160 წელს, მაგრამ მისმა ცრუსწავლებამ VI საუკუნემდე იარსება, ფართოდ გავრცელდა და ჯერ კიდევ II საუკუნეში შეაღწია გალლიაში (დღევანდელ საფრანგეთში), სადაც ლიონის ეპისკოპოსის, წმ. ირინეოსის სახით მძლავრ მამხილებელსა და მოწინააღმდეგეს შეხვდა.

ვალენტინიანელთა სწავლებას უზენაეს არსებაზე და ღვთაებრივ ძალთა გამოვლინებებზე (ემანაციებზე) წმ. ირინეოსი შემდეგი სახით გადმოგვცემს: “ისინი ამბობენ, რომ უხილავ და გონებით მიუწვდომელ სიმაღლეებზე თავდაპირველად არსებობდა რომელიღაც სრულყოფილი ეონი (ყოველთვის არსებული), რომელსაც უწოდებენ პირველსაწყისს, პირველმამას და სიღრმეს. ის გარეშემოუწერელია და უხილავი, მარადიულია და დაუსაბამო. იგი უთვალავ საუკუნეებზე უადრეს არსებობდა უდიადეს მყუდროებასა და მდუმარებაში. მისი თანაარსი იყო “აზრი”, რომელსაც ასევე მადლსა და მდუმარებას უწოდებენ.

ამ სიღრმემ ოდესღაც ინება, თავისგან წარმოექმნა ყოველ საგანთა პირველსაწყისი და ეს დასაბამი, რომლის შობაც მან განიზრახა, როგორც დედის საშოში თესლი, ჩადო მის თანაარსებულ მდუმარებაში. უკანასკნელმა, მიიღო რა ჩაესახა და შვა გონება, რომელიც ყოვლითურთ მსგავსია და თანასწორი თავისი მშობლის და რომელიც იტევს მხოლოდ ის მამის სიდიადეს.

ამ გონებას ისინი უწოდებენ მხოლოდშობილს, ასევე მამას და ყოველივეს დასაწყისს (გავიხსენოთ “გონების რელიგია” საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში). მასთან ერთად იშვა ჭეშმარიტება. აი, პირველი და დასაბამიერი პითაგორასეული ოთხეული, რომელსაც ისინი ყოველივეს ფესვად მიიჩნევენ: კერძოდ, სიღრმე და მდუმარება, შემდეგ-გონება და ჭეშმარიტება.

ხოლო, როდესაც მხოლოდშობილმა (გონებამ) იგრძნო, რისთვის წარმოიშვა, თვითონაც წარმოშვა სიტყვა და ცხოვრება, მამა მის შემდეგ შესაქმნელი ყოველი არსისა, დასაბამი და წარმომქმნელი მთელი სისრულისა (პლირომისა).

სიტყვისა და სიცოცხლის შერწყმისგან წარმოიშვა ადამიანი და ეკლესია. და ეს არის რვა დასაბამი, ფესვი და საწყისი ყოველი არსებულისა, რომელიც მათთან იწოდება ოთხი სახელით, კერძოდ: სირღმედ, გონებად, სიტყვად და ადამიანად. რადგან თითოეული მათგანი ერთდროულად არის ქალიც და კაციც; ამგვარად, პირველად პირველმამა შეეუღლა საკუთარ აზრს, ხოლო მხოლოდშობილი, ანუ გონება, ჭეშმარიტებას; სიტყვა - სიცოცხლეს, ადამიანი კი ეკლესიას” (Св. Ириней, с. 21-22).

ეონების შობაზე გნოსტიკოსთა სწავლების შესახებ წმ. ირინეოსი მახვილგონივრულად შენიშნავს, რომ ისინი განსაზღვრულად წინასწარმეტყველებენ, რომელი ეონი ვისგან და როდის იშვა, “თითქოსდა თვითონ იყონ მიმღებნი ამ მშობიარობისა”.

ამ ეონებმა ისურვეს მამის განდიდება და თვითონაც წარმოქმნეს ახალი ძალები, კერძოდ, სიტყვამ და სიცოცხლემ წარმოქმნეს ათი ეონი, ადამიანმა და ეკლესიამ კი თორმეტი. ასე, რომ ეონთა საერთო რაოდენობა აღმოჩნდა ოცდაათი და მათ შეადგინეს უხილავი, სულიერი სამყარო – სისრულე, ანუ პლირომა.

ამ თორმეტი ეონიდან უკანასკნელი, რომელიც წარმოქმნილია ადამიანისა და ეკლესიისგან, კერძოდ, სიბრძნე, აღმოჩნდა ხილული სამყაროს შექმნის მიზეზი. აი, როგორ მოხდა ეს:

სიბრძნემ, რომელმაც თავისი მეუღლის, სურვილისგან სიამოვნება ვერ განიცადა, იგრძნო ვნება, რომელიც გულისხმობდა მამის კვლევას, მისი სიდიადის წვდომას; მაგრამ მარტო ამის გაკეთება არ შეეძლო, ვინაიდან ისეთ საქმეს მოჰკიდა ხელი, რომელიც მის ძალებს აღემატებოდა და მისთვის უკიდეგანო იყო. იმის ნაცვლად, რომ მამას მიახლებოდა, როგორც ეს მას სურდა, სიბრძნემ შვა მდედრობითი სქესის უსახური არსება (სიბრძნემ, როგორც მდედრობითმა ეონმა, შვა მხოლოდ უფორმო არსება, რადგან, გნოსტიკოსების შეხედულებით, შობის დროს მამრობითი საწყისი იძლევა ფორმას, მდედრობითი კი არსს), თანაც ძლიერ დამწუხრდა და თავისივე ნაშობი არსებისა შეეშინდა. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენის შემდეგ იგი განიწმინდა იქნა და განმტკიცდა ზღვრით, ანუ ძალით, რომელიც გონებამ წარმოშვა, და მიხვდა, რომ მამა მიუწვდომელია. სიბრძნე დამშვიდდა და თავისი ადგილი დაიკავა პლირომაში.მისი ნაშობი უსახური არსება, რომლის სახელია ახამოფი (ებრაულად ნიშნავს სიბრძნეს), ვნებასთან ერთად დარჩა პლირომის გარეთ, რომლისგანაც განაგდო ზღვარმა და, ნაბუშარის მსგავსად, არ ჰქონდა არც სახე, არც გარეგნობა. მაგრამ ზენა ქრისტემ (ეონთაგან ერთ ერთმა) შეიწყალა იგი და, განივრცო რა ზღვარზე, რომელსაც ასევე ჯვარს უწოდებენ, მისცა სახე მხოლოდ არსისამებრ და არა ცოდნისამებრ, შემდეგ კი დატოვა იგი პლირომის გარეთ უმეცრებაში, შიშსა, შეცბუნებასა და სევდაში.

იმის შემდეგ, რაც ზენა ქრისტესგან მიიღო “სურნელი უკვდავებისა”, ახამოფს მოენატრა მისი დამტოვებელი ნათელი და ილოცა მის მიმართ. მაშინ ზენა ქრისტემ მეორედ შეიწყალა ის და გამოუგზავნა მეორე ზენა ქრისტე, ანუ მაცხოვარი (სხვაგვარად პარაკლიტი) (იგივეა, რაც ნუგეშინისმცემელი – მთარგმნ.), რომელიც მთელი პლირომის კრებითი სახეა.

მაცხოვარმა ახამოფს მისცა სახე უკვე ცოდნის შესაბამისად და სრულიად განკურნა მისი ვნება, კერძოდ, მან განჰყო მისგან მისი ვნებანი და გარდააქცია ისინი არაორგანიზებულ ნივთიერებებად.

ვნებებისგან გათავისუფლებულმა ახამოფმა თავისი მშვინვიერი არსისგან წარმოშვა დემიურგი (სამყაროს შემოქმედი), თანაც ის შეიქნა მხოლოდშობილი ძის (გონების) ხატად, ხოლო ანგელოზები, რომლებმაც თავიანთი არსებობა დემიურგისგან მიიღეს, გახდნენ სხვა ეონთა ხატები.

გარდა ამისა, ახამოფმა მაცხოვრის თანმხლები სინათლეების ანუ ზენა ანგელოზების ჭვრეტით და მათთან შეერთებით მათივე ხატისაებრ შვა სულიერი ნაყოფი, ანუ სულიერი თესლი, რომელიც “მან საიდუმლოდ ჩადო დემიურგში და მისგან მალულად აღმოცენდა მასში და თანდათანობით სრულყოფილი სიბრძნის მიღების შემძლებელი გახდა. მაშ ასე, მათი თქმით, გამოუთქმელი განგებულებით, დემიურგისგან მალულად მისივე მონაბერით სიბრძნე ჩაითესა სულიერ ადამიანში” (Св. Ириней, с. 35).

ამგვარად, დემიურგი, რომელმაც შექმნა ანგელოზნი და ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოფის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი, თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლირომის გარეთ.

მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს - რომელმაც დედა ახამოფისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, სულიერი თესლი კი მიიღო ადამიანთათვის არაცნობიერად, მისდაუნებურად გადაცემისთვის, - არა მარტო ის არ შეეძლოთ, რომ ჩაწვდომოდა რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს, ანუ პლირომის არსებობაც კი არ უწყოდა. ასე, რომ ამ მხრივ ის ბევრად დაბლა იყო იმ ადამიანებზე, რომლებმაც მის მიერ, მისივე მეშვეობით, მისდა უნებურად, დედა ახამოფისგან მიიღეს სულიერი თესლი და ფლობდნენ იმ უზენაეს ცოდნას, რომელიც აკლდა დემიურგს.

ვალენტინიანელები მიისწრაფოდნენ ძირი გამოეთხარათ ღმრთის სარწმუნოებისათვის და ამ მიზნით ქვეყნიერების შემოქმედი გამოიყვანეს მის მიერ შექმნილ გონიერ თუ უგუნურ არსებებზე უკნინეს არსებად. ისინი თავიანთ მკრეხელურ ბოდვებში კიდევ უფრო შორს წავიდნენ: ისინი ამტკიცებდნენ, თითქოსდა დემიურგი და ეშმაკი, რომელსაც ისინი უწოდებდნენ ბოროტების სულს და ამქვეყნის თავადს, ერთი დედისგან (ახამოფისგან) იყვნენ და რომ ეშმაკმა უფრო მეტი იცის სულიერ და ღვთაებრივ ბუნებაზე, ვიდრე დემიურგმა (Св. Ириней, с. 35).

ესწრაფოდნენ რა ქრისტეანული რელიგიის სიწმიდის შერყვნას, თუმცა მის აშკარად უარყოფას ვერ ბედავდნენ, გნოსტიკოსები იძულებულნი იყვნენ, როგორც ვხედავთ, იუდეო-წარმართული კაბალისა და ბერძნული ფილოსოფიისთვის შეეზავებინათ ზოგიერთი ქრისტეანული დოგმატი, თანაც უკიდურესი დამახინჯებით.

მაგალითად, ვალენტინიანელები ასწავლიდნენ ორი ზენა ქრისტეს და ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც იყო იესუ. პირველი ქრისტე, მათი სწავლების თნახმად, შეწყვილებულია წმიდა სულთან. ეს წყვილი წარმომდგარა გონებისგან და მისი დანიშნულება იყო შემრიგებლური და საგანმანათლებლო საქმიანობა თვით ეონთა შორის. მეორე ქრისტე (პარაკლიტი), რთულია და წარმოქმნილია ყველა ეონის ერთობლიობით, ის ნათლისღების დროს ვითომცდა შეუერთდა იესუს, ჯვარზე ვნების დროს კი დატოვა იგი.

გნოსტიკოსების ორივე ქრისტე, როგორც ვნახეთ, თამაშობდა უპირველეს როლს სამყაროს შექმნაში. ხოლო ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელსაც ვალენტინიანელებმა დემიურგის ძე უწოდეს, მათი აზრით, წარმოიშვა დედა ახამოფის სულიერი თესლისგან, სხეული კი ჰქონდა არა მატერიალური, არამედ მშვინვიერი, “რადგან ის გამოსახულ იყო რომელიღაც გამოუთქმელი ხელოვნებით”.

ჩვენი მაცხოვარი, ვალენტინიანელთა აზრით, ამქვეყნად იმისთვის მოსულა, რათა ადამიანებისთვის გადაეცა ორი სწავლება, ერთი - აშკარა, ბოძებული დემიურგისგან, და მეორე - დაფარული, პლირომისგან, რომელიც შედგებოდა მხოლოდ მაცხოვრის იგავებისა და საქმეებისგან და ეკუთვნოდა სულიერ ადამიანებს რადგან მისი წვდომა შეეძლოთ მხოლოდ სულიერ მორწმუნეთ, რომელთა რიგებს განაკუთვნებდნენ საკუთარ თავს ხსენებული გნოსტიკოსები.

მათი აზრით, მაცხოვარმა გაანათლა არა მარტო ადამიანები, არამედ დემიურგიც, ამცნო რა მას ზენა სამყაროს არსებობის შესახებ და იმის შესახებაც, რომ სამყაროს აღსასრულის შემდეგ მას (დემიურგს) მოუწევს ყოფნა “საშუალო ადგილას” და რომ მას სამყაროს მართვა და ეკლესიის მფარველობა მოუწევს დრომდე და ჟამამდე, რომელიც გამოყოფილია მშვინვიერ კაცთათვის. როდესაც დემიურგმა გაიგო ამ ჯილდოს შესახებ, ანუ ის, რომ “საშუალო ადგილას” მოუწევს ყოფნა, ძალიან გაიხარა და მთელი თავისი ძალით შეუერთდა მაცხოვარს.

კაცობრიობის მთელ მოდგმას ვალენტინიანელები ყოფდნენ სულიერ, მშვინვიერ და ხორციელ ადმიანებად. ხორციელნი განწირულნი არიან ხრწნილებად, მშვინვიერნი, თუ ისინი გამართლდებიან, განისვენებენ “საშუალო ადგილას” დემიურგთან ერთად, ხოლო სულიერნი, ანუ ისინი, ვინაც ზეციდან მიიღო სულიერი თესლი და ფლობს სრულყოფილი ცოდნა, დაუბრუნდებიან პირველსაწყისს, პლირომას.

ამ დაყოფის მიხედვით, ვალენტინიანელები ასწავლიდნენ, რომ ხორციელ და მშვინვიერ კაცთათვის აუცილებელია კეთილი საქმეები და მართალი ცხოვრება, რადგან ისინი არ ფლობენ სრულყოფილ ცოდნას. მათთვის დააარსა მაცხოვარმა ეკლესიაც.

ხოლო სულიერი ადამიანებისთვის, ანუ გნოსტიკოსებისთვის, ვისაც თურმე სრულყოფილი ცოდნა აქვს, საჭირო არ არის არც ეკლესია და არც კეთილი საქმეები, “რადგან, როგორც ტალახში ჩაგდებული ოქრო არ კარგავს თავის თვისებებსა და სილამაზეს, არამედ თავის ყველა თვისებას ინარჩუნებს და ტალახს არ შეუძლია მას რაიმე ზიანი მიაყენოს, ასევე მათაც, მათი სიტყვით, რა ზომამდეც უნდა დამდაბლდნენ თავიანთი საქმიანობით, მცირედითაც კი არაფერი ევნებათ ამის გამო და თავიანთ სულიერ არსს არ დაკარგავენ” (Св. Ириней, с. 37).

“ამიტომაც, ამბობს წმ. ირინეოსი, ზოგიერთი მათგანი ძლიერ მიეძალა ხორციელ სიამოვნებებს და ამბობს, რომ ხორცს ხორცის წილს მიაგებს, ხოლო სულს სულიერად ჰკვებავს. სხვები საიდუმლოდ ხრწნიან ქალებს, რომლებიც უსმენენ ამ სწავლებას... და სხვა მრავალ საძაგელ და საზიზღარ საქმეებსაც იქმან. ჩვენ, ვინც ღვთის შიშით ვცდილობთ, თავი დავიცვათ გონებითი და სიტყვითი შეცოდებისგანაც კი, ისინი გაგვირბიან როგორც ხეპრე ადამიანებსა და არაფრის მცოდნეებს; თვითონ კი ქედმაღლობენ და საკუთარ თავს რჩეულ მოდგმას უწოდებენ” (Св. Ириней, с. 37).

წმ. ირინეოსი ასევე მიუთითებს, რომ ვალენტინიანელთა და, საერთოდ ზოგიერთი, იდეა ადრე ბერძენ ფილოსოფოსებსა და პოეტებსაც გამოუთქვამთ. ასე მაგალითად, “თალეს მილეთელი ასწავლიდა, რომ წყალი არის ყოველი ნივთის დედა და საწყისი. მაგრამ განა სულ ერთი არ არის, ამბობს წმ. ირინეოსი, ამ საწყისს წყალს ვუწოდებთ თუ სიღრმეს?”
პოეტი ჰომეროსი ამბობდა, რომ ოკეანემ დედა ფეტიდასთან ერთად წარმოშვა ღმერთები. ანაქსაგორე, ემპედოკლე და პლატონი კი ასწავლიდნენ, რომ შემოქმედმა სამყარო შექმნა ადრე არსებული მატერიისგან (Св. Ириней, с. 145, 146.).

კაბალასთან ამ იდეათა ნაწილობრივი მსგავსება გასაგები გახდება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ უეჭველ ზეგავლენას, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაზე და თეოლოგიაზე მოახდინეს უცხო კულტურებმა, მაგალითად, ეგვიპტურმა და სემიტურმა (ფინიკია).

ახლა ისღა დაგვრჩენია, რამდენიმე სიტყვით დავახასიათოთ ყველაზე ტიპური გნოსტიკური სექტები, რომელთა ცრუსწავლებები გვხდება უფრო გვიანდელ საიდუმლო საზოგადოებებსა და მწვალებლობებში. ასეთი გნოსტიკური სექტები მარკოსიანელნი, კარპოკრატეველნი, კოლორვასელნი, ოფიტები, კაინიტები, ბარბელიტები, მარკიონიტები, სატურნინეველნი და ბასილდეველნი.

მარკოსი (მარკოსეველნი). ებრაელი მარკოსის სისტემა, არსებითად, ვალენტინიანელთა სისტემის მსგავსია, მაგრამ მარკოსმა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მაგალითად, ის არაფერს ამბობს ეონებში მამრობითი და მდედრობითი საწყისებისა და მათი შეერთების შესახებ, რომელიც ვითომცდა იყო ყოველგვარი სიცოცხლის საწყისი, რადგან, ღვთაებრივ ძალებთან მიმართებაში, ასეთი იდეა მიუღებელი აღმოჩნდა ქრისტეანული სწავლებით გაკეთილშობილებულთათვის.

მარკოსმა “ცრუ სიბრძნის ამოუწურავ ჭაში, როგორიც არის კაბალა, იპოვა უფრო მისაღები, თუმცა არანაკლებ სულელური ალეგორია თავისი მწვალებლური სწავლების დასაფარად. კერძოდ, მან ეონები ასოებითა და მარცვლებით შეცვალა.

პირველმამამ საკუთარი თავი გამოავლინა თავისი მსგავსი ერთგვარი სიტყვის წარმოთქმით. ამ სიტყვის პირველი მარცვალი შედგებოდა ოთხი ასოსგან – ეს არის პირველი ოთხეული; მეორე მარცვალი შედგებოდა ასევე ოთხი ასოსგან – ეს მეორე ოთხეული; მესამე მარცვალი შედგებოდა ათი ასოსგან – ათეულისგან; ხოლო მეოთხე მარცვალი თორმეტი ასოსგან იყო შემდგარი.

ამ ასოებიდან თითოეული იყო სულიერი არსება, ანუ სტიქია, რომელმაც იცოდა მხოლოდ საკუთარი ასოს წარმოთქმა და არ უწყოდა მთელი სიტყვა. ეს ოცდაათი ასო, ანუ სტიქია მარკოსიანელებთან ასევე იწოდება ეონებად, ფესვებად, თესლებად, სისრულეებად და ნაყოფებად. ისინი შეადგენდნენ პლირომას, ანუ სულიერი სამყაროს სისრულეს და წარმოადგენდნენ სამყაროს პირველხატს. მათგან წამოიშვა ხილული და უხილავი სამყაროების მთელი უსასრულობა, რადგან თითოეული სტიქია – ასო, განივრცობა უსასრულობაში; მაგალითად, ბერძნულად ასო დელტას სახელწოდება იწერება ხუთი ასოთი, რომელთაგან თითოეული ასო, თავის მხრივ, ასევე რამდენიმე ასოთი იწერება და ასე უსასრულოდ.

ეს წმინდად კაბალისტური თეორიაა, რადგან სწორედ კაბალაშია ნათქვამი, რომ “ღმერთმა შექმნა სამყარო ებრაული ანბანის მისტიკური სახით და რომ ქმნილებათა ჰარმონია ებრაული ასოების ჰარმონიის მსგავსია”. განსხვავება ის არის, რომ მარკოსი იძულებული იყო, თავისი თეორიის შესაქმნელად დაკმაყოფილებულიყო სამყაროს შექმნის საკუთარი თეორიით, ებრაული ასოები კი ბერძნული ასოებით შეეცვალა.

თავის ცრუსწავლებას მარკოსი ზეგარდმო გამოცხადებას უწოდებდა, რაც თურმე მისთვის უმცნია ღვთაებრივ ოთხეულს, რომელიც მარკოსთან ზეციდან დედაკაცის სახით ჩამოვიდა. საკუთარი მწვალებლობისკენ ადვილად რომ მიეზიდა ქრისტეანნი, მარკოსი ასრულებდა ზიარებისა და ნათლობის პაროდიებს. ნათლობა მარკოსიანელებთან უნდა აღსრულებულიყო სულიერი ადამიანის გამოსასყიდად. ხოლო ჭეშმარიტი გამოსყიდვა მდგომარეობდა ცოდნაში. ამიტომაც გამოსასყიდად მონათლულნი და ამგვარად ცოდნის მიმღებნი თავისუფალნი იყვნენ დემიურგის მცნებებისგან და მიუწვდომელნი ხდებოდნენ მისი სამსჯავროსთვის, რადგან უმაღლესი ცოდნა დემიურგისთვის მიუწვდომელი იყო.

წმ. ირინეოსი მარკოსიანთა ნათლობის წესს ასე აღწერს: “ზოგიერთნი მათგან აწყობენ საქორწინო დარბაზს და საიდუმლოს აღსრულების დროს მოსანათლავზე წარმოთქვამენ რაღაც სიტყვებს და ამბობენ, რომ აღსრულებული საიდუმლო არის სულიერი ქორწინება ზენა შეერთების მსგავსი. სხვებს კი მოსანათლავი ჩაჰყავთ წყალში და ნათლავენ: “სახელითა მიუწვდომელისა მამისა ყოვლისა, დედისა ყოვლისა ჭეშმარიტებისა და გარდამოსული იესუსი, ასევე ერთობისა, გამოსყიდვისა და ძალებთან ერთობისა”.

სხვები, მოსანათლავებზე დიდი შთაბეჭდილების მოსახდენად, ამატებენ რაღაც ებრაულ სიტყვებს, კერძოდ: “ბასემა ხამოსსი ბაეანორა მისტადია რუადა კუსტა ბაბოფორ კალახეი”. ამ სიტყვების განმარტება კი ასეთია: “მოვუწოდებ მას, რაც მამის ყოველგვარ ძალზე უმაღლესია, რაც იწოდება ნათლად, ნეტარ სულსა და სიცოცხლეს, რადგან შენ გამეფდი სხეულში” (Св. Ириней, с. 82, 83).

ებრაელი მარკოსი ამ თავისი ცრუსწავლებით გამოცხადდა ლიონში, სადაც იმ დროს ეპისკოპოსი იყო წმ. ირინეოსი. მარკოსი განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა დედაკაცებს შორის, ხრწნიდა რა მათ სულიერად და ხორციელად, წინასწარმეტყველებდა მათ შორის და მათაც აიძულებდა, ეწინასწარმეტყველათ. “განახვნე შენი მზერა, ასწავლიდა მარკოსი, და თქვი რაც გინდა, და დაიწყებ წინასწარმეტყველებას...” “ხოლო ამგვარი სიტყვებით გადიდგულებული და გაამპარტავნებული დედაკაცი, - ამბობს წმ. ირინეოსი, - იმით აღფრთოვანებული, რომ თვითონაც დაიწყებს წინასწარმეტყველებას, ბედავს თქვას და ამბობს კიდევაც ათასგვარ სისულელეს, უაზრობას და მკრეხელობას... იმ დღიდან საკუთარ თავს მიიჩნევს წინასწარმეტყველად და მადლობს მარკოსს, რომელმაც მისცა მას ასეთი მადლი, და ცდილობს, სამადლობლად გადაუხადოს მას არა მარტო თავისი ქონებიდან (რის გამოც მარკოსმა დააგროვა დიდძალი ქონება), არამედ სხეულებრივი შეერთებითაც, რათა ყოველმხრივ ჰქონდეს ერთობა მასთან და შეადგენდეს მასთან ერთად ერთ სხეულს” (Там же, с. 58).

ექსტაზში მყოფი ზოგიერთი “გაწინასწარმეტყველებული” დედაკაცი მარკოსის სექტიდან ძალიან გვაგონებს რუსულ ხლისტოვშჩინას.

კოლორვასე. გნოსტიკოს კოლორვასეს სწავლებაში აღსანიშნავია კაბალიდან აღებული ძირითადი აზრი, რომელიც წითელ ზოლად გასდევს ყველა გნოსტიკოსის სწავლებას. ის ასწავლიდა, რომ “ყოველივეს პირველმამა, პირველსაწყისი და მიუწვდომელი იწოდება ადამიანად და ამაშია უდიდესი და დაფარული საიდუმლო, რომ უზენაესი და ყოვლისმპყრობელი ძალა ადამიანად იწოდება” (Св. Ириней, с.56). აქ ჩვენ ვხედავთ ჰუმანიზმის დასაბამს.

კარპოკრატე. ერეტიკოსი კარპოკრატე, გარდა იმისა, რომ მიჰყვებოდა ყველა გნოსტიკოსისთვის საერთო კაბალისტიკურ თეორიას, თითქოს სამყარო შექმნილა დაუსაბამო მამაზე უქვემოესი ძალის მიერ, ამასთან, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესუ ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას.

ამ ცთომილი სწავლებით გონებადაბინდულ კარპოკრატეს მიმდევრები ნებადართულად მიიჩნევდნენ ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას და მას ადამიანის დანიშნულების ტოლფარდოვნად აღიქვამდნენ. სწავლება სულთა გადასახლების შესახებ, როგორც ცნობილია, თანამედროვე თეოსოფიური საზოგადოებების ერთ ერთი ძირითადი დოგმატია.

ბარბელიოტები. ბარბელიოტების გნოსტიკური სექტას სახელი ეწოდა სიტყვა ბარბელოსიდან, რაც სირიულ ენაზე ნიშნავს ოთხება ღმერთს (ანუ ღმერთს ოთხ იპოსტასში). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბარბელიოტებთან ზოგიერთი ეონი ატარებდა ებრაულ სახელს, მაგალითად: არმოგენი – ებრაული ახელიდან ორ-მაიონ (ნაპერწკლებიანი ნათება); რაგუელ – მოსურვება; დადუდ – ებრაული “დუდ” ნიშნავს შეყვარებულს, საყვარელს. საინტერესოა სახელწოდება, რომელიც ბარბელიოტებმა მისცეს იმ ეონს, რომელმაც, მათი აზრით, დასაბამი დაუდო მატერიალურ სამყაროს. მას ისინი უწოდებენ სიბრძნეს, ასევე პრუნიკოსს. პრუნიკოსად კი, ეპიფანეს მოწმობით, ბერძნებში უწოდებდნენ ქალწულთა განმხრწნელთ (Там же с. 100).

ყველა ზემოთხსენებულ მწვალებლობა შეიმჩნევა სამყაროს შემოქმედის დამცირებისკენ მისწრაფება. ხოლო ზოგიერთი გნოსტიკური სექტა, კერძოდ ოფიტები და კაინიტები, პირდაპირ მტრობს მას.

ოფიტები. ოფიტების სექტამ სახელწოდება მიიღო სიტყვისგან “ოფის”, რაც ბერძნულად გველს ნიშნავს. ოფიტები ასწავლიდნენ, რომ ეონისგან, რომელიც იწოდებოდა სიბრძნედ, წარმოიშვა პირველდაწყებითი მატერია და მატერიალური სამყაროს შვიდგვამოვანი ღმერთი, რომელმაც ამ პირველდაწყებითი მატერიისგან შექმნა სამყარო და ადამიანი. ოფიტთა ღვთაების ამ შვიდი იპოსტასის სახელებია: იოლდაბაოფი – ქალდეური იაღ-ელ-დაბაფ – უფალი ღმერთი მამათა; იაო – იეღოვას შემოკლებული სახელი; ორეუს – ებრაული სიტყვიდან “ორ”, რაც ნათელს ნიშნავს; ელოეუს – ებრაულიდან ელოი; ადონეუს – ებრაულიდან ადონაი; ასტანფეუს – გვირგვინი. ხოლო სიბრძნე, რომელსაც ოფიტები პრუნიკოსსაც (გამრყვნელი) უწოდებენ, იმისთვის, რომ მისგან გამოსულ სამყაროს შემოქმედს თავის ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთად არ მოსჩვენებოდა, თვითონ გარდაისახა გველად და ადამიანებს ამცნო ცოდნა, რის შემდეგაც მათ უკვე შეეძლოთ წინ აღსდგომოდნენ თავიანთ შემოქმედს, რადგან ფლობდნენ ცოდნას, რომელიც მას არ ჰქონდა. აქ უკვე ვაწყდებით აშკარა და უეჭველ სატანიზმს, რომელიც მოგვიანებით გამოვლინდება მასონობაში, მარტინიზმში და სხვა საიდუმლო საზოგადოებაში.

კაინიტები. კაინიტები ასწავლიდნენ, რომ კაენი წარმოიშვა უზენაესი ძალისგან, რის გამოც მას შემოქმედი დევნიდა, თუმცა ვერაფერი ავნო, რადგან სიბრძნე იყო მასთან ისევე, როგორც შემოქმედის სხვა მოწინაღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ესავი, სოდომელები, იუდა და სხვა ღმრთითგანდგომილნი.

გნოსტიკური ერესების განხილვისას აუცილებელია აღინიშნოს ერთი მოვლენა, რომელიც, სავარაუდოდ, ქრისტეანული სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართულ ამ ცრუსწავლებათა სულისჩამდგმელ იუდეველებს არ გაუთვლიათ. გნოსტიკური სექტების დამაარსებელთა შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყვნენ განდობილნი იუდეველ კაბალისტთა საიდუმლო ზრახვებში და რომლებიც, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქმედებდნენ “პარტიული დისციპლინის გარეშე“. შედეგად მივიღეთ იუდეველთათვის მოულოდნელი და ნაკლებად სასურველი კურიოზი: ზოგიერთი გნოსტიკოსი, ვინც არ უწყოდა, რომ მათი დანიშნულება მდგომარეობს არა მარტო ქრისტეანობის დანგრევაში, არამედ იუდეველობის განდიდებაში, ჭეშმარიტების ძიებაში მივიდა იუდაიზმის უარყოფამდე და ასეთებმა შექმნეს გნოსტიკური სექტები, რომლებიც აშკარა და ყველაზე გულახდილი ანტისემიტიზმით იყო გამსჭვალული. ასეთ სექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ მარკიონის, სატურნინესა და ბასილიდეს მწვალებლობანი. ასევე ვალენტინიანელები, მარკოსეველნი და სხვა ე. წ. ალექსანდრიელი გნოსტიკოსები (უპირატესად იუდეველნი). თუმცა მათ ქვეყნიერების შემოქმედი (დემიურგი) წარმოედგინათ, როგორც უზენაესის დაქვემდებარებაში მყოფი მეორეხარისხოვანი ღმერთი, მაინც აღიარებდნენ, რომ ის (ანუ ღმერთი - მთარგმნ.), მიისწრაფვის რა თავისი სჯულით ადამიანთა დამონებისკენ, ამას ნაწილობრივ მათივე სასიკეთოდ აკეთებს, ნაწილობრივ კი უმეცრებით, რადგან მისთვის უზენაესი სიბრძნე ისევე მიუწვდომელია, როგორც მიუწვდომელია ის მშვინვიერ კაცთათვის.

ხოლო დემიურგის კანონები მშვინვიერ კაცთათვის მაცხოვნებელიც კია და მათი შესრულება სამყაროს აღსასრულის ჟამს დაუმკვიდრებს მათ “საშუალო ადგილს”. ალექსანდრიელი გნოსტიკოსების აზრით, დემიურგის მცნებებიდან რაღაც ნაწილი გვეუწყა წინასწარმეტყველთაგან და თვით მაცხოვრისგანაც.

რაც შეეხება სირიელ გნოსტიკოსებს (ანუ არაიუდეველთ), როგორებიც იყვნენ მარკიონი, სატურნინე, ბასილიდე და სხვები, შემოქმედს აფასებდნენ სრულიად უარყოფითად, მის სასუფეველს “დემიურგის ბოროტ სასუფეველს” უწოდებდნენ, თავად მას კი “წინააღმდეგობრივად და ბოროტების მიზეზად” მიიჩნევდნენ (Св. Ириней, с. 95 и История христианской Церкви. Е. Смирнова, с. 91).

მარკიონი. იუდაური ღმერთის ამ მოწინააღმდეგეთა შორის არის მარკიონი, სინოპელი ეპისკოპოსის შვილი, რომელიც მამამ ეკლესიიდან მოიკვეთა გნოსტიციზმით გატაცებისთვის. მარკიონმა თავისი სწავლებიდან გამორიცხა ეონები და აღიარა ორი ძალის - უმაღლესი კეთილი ღმერთისა და იუდეველთა ბოროტი ღმერთის არსებობა (Св. Ириней, с. 95).
მარკიონი არ აღიარებდა არავითარ კავშირს ძველ და ახალ აღთქმებს შორის. მაცხოვარს ის მიიჩნევდა არა ქვეყნიერების შემოქმედის, არამედ სხვა, კეთილი ღმერთის ძედ და ასწავლიდა, რომ მაცხოვარი ქვეყნიერებას მოევლინა იმისთვის, რათაA დაერღვია სჯულის, წინასწარმეტყველთა და დემიურგის კანონები (იქვე 87). ამ შეხედულებების თანახმად, მარკიონმა, როგორც მისი მიმდევრები ამბობდნენ, “განწმინდა” სახარება ყველაფერ იმისგან, რასაც კი კავშირი ჰქონდა იუდეველობასთან და ღმერთთან, რომელიც ნაუწყები იყო წინასწარმეტყველთა მიერ და შეადგინა საკუთარი სახარება, რომელიც ისეთივე მწვალებლური იყო, როგორიც სხვა გნოსტიკოსთაგან სხვა მიმართულებით შედგენილი სახარებები.

სატორნინე. რაც შეეხება სატორნინეს, ის ამტკიცებდა, რომ “იუდეველთა ღმერთი არის - ერთ ერთი ანგელოზთაგანი და, რომ ქრისტე მოვიდა იუდეველთა ღმერთის მოსასპობად” (Св. Ириней, с. 89).

ბასილიდე. ბასილიდემ სხვა გნოსტიკოსებზე უმეტესად განავითარა ემანაციის გამომდინარეობის სისტემა (ის, წელიწადის Dწრეთა რაოდენობის მიხედვით, აღიარებდა 365 სამყაროს, ანუ ცის არსებობას) და ასწავლიდა, რომ სამყაროში ყოველივე მოაწყვეს “ანგელოზებმა, რომლებსაც უკავიათ ყველაზე ბოლო ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ერთმანეთში დაინაწილეს როგორც მიწა, ასევე მასზე მცხოვრები ხალხები. მათი ბელადი არის ის, ვისაც აღიარებენ იუდეველთა ღმერთად; და რადგან მას სურდა თავისი ხალხისთვის, ანუ იუდეველებისთვის დაემორჩილებინა სხვა ხალხები, მას აუჯანყდნენ ყველა სხვა ხალხთა თავადები” (იქვე გვ. 90).

ზოგიერთი გნოსტიკოსის იუდეველ კაბალისტთა პროგრამიდან ზემოთ გადმოცემული გადახრა რაიმე შესამჩნევ დაბრკოლებას მაინც ვერ უქმნიდა ქრისტეანობის წინააღმდეგ დაგეგმილ ბნელი ძალის დამანგრეველ ზრახვებს. გნოსტიკური მწვალებლობები, როგორი მიმართულებისაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, მაინც ასრულებდნენ თავიანთ დანიშნულებას: მათ ჭეშმარიტი ქრისტეანობის გზიდან გადაჰყავდათ მრავალი უმწიფარი და სარწმუნოებაში განუმტკიცებელი ადამიანი და წარმოუდგენლად ართულებდნენ ქრისტეს ეკლესიის მდგომარეობას, რომელიც იმ დროს განიცდიდა უსასტიკეს დევნას წარმართთა მხრიდან, რომლებსაც ქრისტეანთA წინააღმდეგ აქეზებდნენ იგივე იუდეველები.

გარდა ამისა, ყოველგვარი ზნეობრივი კანონებისგან სრული თავისუფლების გნოსტიკური ქადაგება იწვევდა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს საძირკვლების მორყევას. ჩვენ არაერთხელ დაგვიმოწმებია წმ. ირინეოსი, რომელიც აღნიშნავს გნოსტიკოსთა უკიდურეს გარყვნილებას, რაც მათი ცრუსწავლების უცილობელი შედეგი იყო.

იუდეველი კაბალისტები, როცა სჯულისგან გათავისუფლებას ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ ადამიანებს, ზურგი ექციათ ქვეყნიერების შემოქმედის მცნებებისთვის იმის მომიზეზებით, რომ ამ მცნებათა შესრულებას მივყავართ ადამიანის დამონებისკენ, თვითონ იმონებდნენ და იმორჩილებდნენ მათ მიერ ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენილ ადამიანთა სულსაც და ხორცსაც. ასე, რომ ადამიანთა ცოდვილი მიდრეკილებები და ვნებები იუდას ძეთათვის იქცა ქრისტეანული ეკლესიის წინააღმდეგ საიმედო საბრძოლო იარაღად.
გნოსტიციზმის ფართოდ გავრცელება შეიძლება აიხსნას სწორედ ყველაფრისგან გათავისუფლების ამ ქადაგებით. გნოსტიკოსთა გაუგებარი, ბუნდოვანი და უკიდურესად რთული სწავლება ღმრთისა და სამყაროს შესახებ ნაკლებად თუ მიიზიდავდა ამდენ მიმდევარს, რომ არა პერპსექტივა, აღმოჩენილიყავი უმაღლესი რანგის არსებად, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია და რომელსაც არანაირი კანონი არ ეხება - ეს ისე აქეზებდა ქვენა გრძნობებს, რომ უეჭველად აცთუნებდა მრავალ ადამიანს და მაცხოვრის მკაცრად ზნეობრივი და ამაღლებული სწავლებიდან ყალბ და მაცთურ გზაზე გადაყჰავდა.

აი როგორ აღწერს წმ. ირინეოსი გნოსტიციზმში გადასულ და უმაღლესი არსების რანგში თავმომწონე ადამიანთა სულიერ მდგომარეობას: “თუ ვინმე, როგორც კრავი, მათ მინებდება და მათი შეხედულებების მიმდევარი გახდება, მედიდურად ფიქრობს, რომ ის არც მიწაზეა და არც ცაში, არამედ შესულია პლირომის სიღრმეში და, საკუთარ ანგელოზთან შეერთებული, მამლაყინწასავით გაფხორილი და გაყოყოჩებული დაიარება” (Св. Ириней, с.274).

წმ. ირინეოსის თქმით, ეს გნოსტიკოსები, რომლებიც “მამლაყინწებივით დაიარებიან”, განეკუთვნებოდნენ ჩვენს დროში ცნობილ ე. წ. “შეგნებული” ინტელიგენტის ტიპს, რომლებიც ერწმუნებოდნენ ყველაფერს, რასაც კი თავიანთი “განმანათლებლები” შთააგონებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ გნოსტიციზმის ბელადები, თანამედროვე მასონობის ხელმძღვანელთა მსგავსად, ბრწყინვალედ ფლობდნენ ადამიანთა სიბრიყვით და ამპარტავნებით ექსპლუატაციის ხელოვნებას.

მაგრამ ცთუნებულთაგან ყველა როდი იყო “გულუბრყვილო“. გნოსტიციზმის ბელადებისA იმ ადამიანთადმი დამოკიდებულების შესახებ, რომლებსაც ნამდვილად სურდათ მათთვის ქადაგებულ მოძღვრებაში წვდომა, წმ. ირინეოსი იუწყება: “მსმენელთAგან თუ ვინმე მოითხოვს გადმოცემული სწავლების განმარტებას ან გასწევს წინააღმდეგობას, მის შესახებ იტყვიან, რომ მას არ გააჩნია ზეციური დედის თესლი და ვერ შეძლებს, მიიღოს ზეციური ჭეშმარიტება, ამიტომაც არაფერსაც არ განუმარტავენ და არწმუნებენ, რომ ისინი საშუალო სფეროს, ანუ “მშვინვიერ არსებებს” განეკუთვნებიან.

ამასთანავე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ, როგორც მასონი სწავლული რედარესი (Readers, "Etudes historiquest", p. 72) მოწმობს, გნოსტიკოსები, მართალია, განურჩევლად ღებულობდნენ თავიანთ სექტაში ნებისმიერ მსურველს, მაგრამ საიდუმლო სწავლებას, ანუ “უზენაეს ცოდნას” მხოლოდ მცირე ნაწილს ანდობდნენ, რომლებიც ხუთწლიანი მძიმე გამოცდის შემდეგ აჰყავდათ “რჩეულთა” კატეგორიაში. წმ. ირინეოსი ადასტურებს გნოსტიკოსებში ამ საიდუმლო სწავლების არსებობას: “მათ თავიანთი უმაღლესი ცნებები დაცული ჰქონდათ საიდუმლოდ”.

რას წარმოადგენდნენ ეს “უმაღლესი ცნებები” ან რაში მდგომარეობდა “უმაღლესი ცოდნა”?

საიდუმლო საზოგადოებათა ისეთი მკვლევარები, როგორებიც იყვნენ ბარიუელი, დეშანი და სხვები, გნოსტიკოსთა სწავლების საფუძვლად მიიჩნევდნენ პანთეიზმს. ეს სიტყვა ყველაფრის გაღმერთებას ნიშნავს და ამ სიტყვით, როგორც ვიცით, იწოდება რელიგიური მსოფლმხედველობა, რომლითაც არის გამსჭვალული იუდაური კაბალა და რომლის თანახმადაც კერძო, გონიერი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი, ამ წარმოდგენის მიხედვით, სამყაროსა და ყველა ინდივიდუალური ცნობიერების კრებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ღმერთი არის ყოველივე, რაც კი არსებობს.

რაოდენ სულელურიც უნდა იყოს ფორმა, რომელშიც ჩამოსხმულია გნოსტიკოსთა სწავლება, მაინც ძნელია იმის დაშვება, რომ მასში საერთოდ არ დევს რაიმე აზრი ან შეხედულება. ბერძნულ ფილოსოფიასა და დამახინჯებულ ქრისტეანობას თუ გამოვრიცხავთ, რომლებიც გნოსტიციზმში ტაქტიკური მოსაზრებებით არის შეტანილი, და შევეცდებით, ცოტათი მაინც გავერკვეთ გნოსტიკოსთა სწავლების ამ ხილულ უაზრობებში, აღმოვაჩენთ იუდაური კაბალის პანთეიზმთან მიახლოებულ სწავლებას.

ჯერ ერთი, სრულიად ცხადია, რომ გნოსტიკოსები არ აღიარებდნენ კერძო და გონიერ ღმერთს, რადგან მათი დემიურგი არანაირად არ უთავსდება ამ ცნებას, რადგან იგი თავისი უმეცრებით, მის მიერვე შექმნილ ქმნილებებზე უკნინესია, რაც, ბუნებრივად, სრული ალოგიკურობაა. მაგრამ, მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ გნოსტიკოსებთან დემიურგად იუდეველთა ღმერთი იწოდება და, ასევე, გავიხსენებთ იმ მკრეხელურ განმარტებას, რომლითაც კაბალისტები - გნოსტიკოსთა მამები, ამ ღმერთის ერთ-ერთ სახელს (იეჰოვა) ხსნიან, ცხადი გახდება თუ რა არის მათი დემიურგი და რატომ დგას ის თავისი უმეცრებით საკუთარ ქმნილებებზე დაბლა. მაშინ ზნეობრივი აღვირახსნილობაც, რომელიც ასე ახასიათებს გნოსტიკოსებს, მიიღებს უცნობი და საკუთარი თავის უცოდინარი ღმერთის კულტისადმი მსახურების მნიშვნელობას და იქცევა მოლოქისა და აშტაროტის ძველი კულტის გაგრძელებად (იხ. თ. I).

რაც შეეხება გნოსტიკოსების პირველმამას, სიღრმეს, ანუ პირველმიზეზს, ის სხვა არაფერია თუ არა უსასრულო, მარადიული და ყოვლისმომცველი არსება, ანუ პირველდაწყებითი ნივთიერება (მატერია), რომელიც საკუთარ თავში შეიცავდა ყოველივე არსებულის საწყისს და რომელსაც კაბალისტები “ენ-სოფას“ უწოდებენ. მათი სწავლებით, სწორედ მისგან, სქესობრივ პირველყოფითი განსხვავების მეშვეობით, წამოიშვა სამყარო (იხ. თ. I).

როგორც კაბალაში ბუნებით უგუნური ღმერთი საკუთAრი თავის შემეცნებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ხდება ღვთაებრივი ადამიანი - ადამ კადმონი, გნოსტიკოსებშიც “ყოველივეს აღმატებული და ყოვლისმომცველი ძალა ადამიანად იწოდება” და მას (ანუ ადამიანს) ეკუთვნის პირველმამის სასუფეველი, ანუ პლირომა, იგივე “ცოდნა” რადგან, როგორც წმ. ირინეოსი მოწმობს, ზოგიერთი გნოსტიკოსის მტკიცებით, სიტყვები “პლირომაში” განეკუთვნება შემეცნებას, ხოლო “პლირომის გარეთ” - უმეცრებას.

ამგვარად, გნოსტიკოსთა სწავლების დაფარული აზრი, კაბალის მსგავსად, მდგომარეობს “ყოვლის გაღმერთებაში”, ანუ, უფრო ზუსტად, უღმერთობაში, სადაც გაუქმებულია ყოველგვარი ზნეობრივი კანონი და რომელიც აგებულია მატერიალურ და ქვენა იდეაზე - “სქესის პირველდაწყებით განსხვავებაზე”.

აბსურდულად და გაუგებრად გადმოცემული სწავლება “სიღრმეზე”, “ეონებზე”, “პლირომაზე” და ა. შ., ბუკვალური მნიშვნელობით, გაანგარიშებული იყო მხოლოდ სექტის იმ წევრებზე, რომლებიც უნდა ჩამოეშორებინათ ჭეშმარიტი ეკლესიისთვის. ხოლო ამ სწავლების დაფარული აზრი, ე. წ. “უმაღლესი ცოდნა”, ანუ გნოზისი, გაენდობოდა მხოლოდ “რჩეულთ”. ამიტომაც გნოსტიკოსთA მკრეხელური შეხედულებებს დემიურგზე (სამყაროს შემოქმედზე) და ეშმაკზე, რომლებიც ერთი მატერიიდან აღმოცენდნენ, მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ “მიამიტ” გნოსტიკოსთათვის, რომელთა გულში ეს სწავლება ანგრევდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას; “რჩეულებს” კი, ცხადია, არ სწამდათ არანაირი დემიურგის, არც ეშმაკი ენახათ და მათში მოიაზრებდნენ მხოლოდ ალეგორიებს.

ანალოგიურ სისტემაზეა აგებული მასონიზმიც, სადაც უაზრო რიტუალებსა და სიმბოლოებში მოცემულია დაფარული აზრი, რომელთა ჭეშმარიტი შინაარსის გასაგებად მასონებს განსაკუთრებულად ურჩევენ, შეისწავლონ ძველი გნოსტიკოსები.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი:

პირველი გნოსტიკური მწვალებლობის დამფუძნებლები იყვნენ იუდეველნი.

გნოსტიკოსთა ბუნდოვანი და თავისი ფორმით უაზრო და ფანტასტიკური სწავლება ღვთაებისა და სამყაროს შესახებ, რომელსაც საფუძველში უდევს პანთეიზმი, იუდაური კაბალიდან არის ნასესხები. ამას მოწმობენ კაბალის, გნოსტიციზმისა და აღმოსავლეთის რელიგიათა ისეთი მცოდნეები, როგორებიც იყვნენ ლ. ფრანკი, ჟ. მატერი და ლენორმანი (Ad. Franc, "La Kabbale", 1863, J. Matter "Histoire cretique du Gnosticisne, Lenormant". Histoire ansienne de L’Orent?), რომლებსაც ვერავინ დაადანაშაულებს ანტისემიტიზმში. ისინი აღიარებენ, რომ კაბალისტთა სწავლება სამყაროს შესახებ (პირველსაწყისსა და სეფიროტებზე) და გნოსტიკოსთა პირველმამა და მისი ეონები სრულიად იდენტურნი არიან.

კაბალისტთა მსგავსად, გნოსტიკოსები თავიანთ ცრუსწავლებას აფუძნებენ წმ. წერილის თვითნებურ განმარტებას, ასევე, რაღაც საიდუმლო “დაუწერელ წიგნებს“.

ქვეყნიერების შემოქმედს გნოსტიკოსებთან თავისი უმეცრებით ე. წ. “მცოდნეებთან”, ანუ გნოსტიკოსებთან შედარებით მეორეხარისხოვანი ადგილი უკავია. ქვეყნიერების შემოქმედის ეს დაქვემდებარებული მდგომარეობა ძალიან წააგავს კაბალაზე დაფუძნებული თალმუდის სწავლებას, სადაც, სხვათაA შორის, ნათქვამია, რომ “რაბინები (რომელთაც, გნოსტიკოსთა მსგავსად, აქვთ უზენაესი ცოდნა) ფლობენ უმაღლეს ძალაუფლებას ღმერთზე და, რასაც ისინი ისურვებენ, ღმერთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს” (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.81).

თვით იდეა იმის შესახებ, რომ გნოსტიკოსები წარმოადგენენ ““რჩეულ თესლს“, არის წმინდად იუდაური იდეა, რადგან ისინი რჩეულად არ მიიჩნევენ არც ერთ ხალხს იუდეველთა გარდა.

გნოსტიციზმს იუდეველები იყენებდნენ ქრისტეს ეკლესიის, ქრისტეანი ხალხების ოჯახისა და სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ზემოთ აღწერილი ვითარება უეჭველად ამტკიცებს, რომ გნოსტიკური მწვალებლობები იუდეველთა ნაშიერია. ეკლესიის მამათაგან მხილებულმა გნოსტიციზმმა ღიად მეექვსე საუკუნის შემდეგ ვეღარ იარსება. ამ დროიდან ეკლესიის მტრებმა ახალი ვერაფერი მოიფიქრეს. იუდეველი კაბალისტები ჩვენს დროშიც იმავე გნოსტიკურ ცრუსწავლებებს ქადაგებენ, ოღონდ ოკულტიზმის, თეოსოფიის, ფრანკმასონობის, მარტინიზმისა და სხვა მათი მსგავსი ახალი სახელწოდებების საფარველქვეშ. თანამედროვე კაცობრიობამ მრავალი რამ დაივიწყა და სარწმუნოებაში შერყეულნი ისევ ვარდებიან ძველ მწვალებლობებში და თავიანთი უმეცრებით იმედოვნებენ, რომ რაიმე ახალს იპოვიან უკვე დიდი ხნის წინათ მხილებულ ცრუსწავლებებში.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню