უსჯულოების საიდუმლო - ფილარეტ დროზდოვი - კანონიზირებული მასონი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფილარეტ დროზდოვი - კანონიზირებული მასონი

(წერილი პირველი)

მიტროპოლიტი ფილარეტი

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: მიტროპოლიტი ფილარეტი (ერში ბასილ მიხეილის ძე დროზდოვი (1783-1867) - რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. 1821 წლის 3 ივლისიდან ის ხდება არქიეპისკოპოსი, ხოლო 1826 წლის 22 აგვისტოდან - მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი. რუსეთის აკადემიის მოქმედი წევრი (1818); საიმპერატორო აკადემიის საპატიო წევრი (1827-1841) და შემდეგში ორდინარული აკადემიკოსი (1841) რუსული ენისა და სიტყვიერების განყოფილებით. XIX ს.-ის თვალსაჩინო ღვთისმეტყველი.



სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მუშაობის დროს მან დაიწყო მთელი თავისი ცხოვრების ნაშრომი, რომელიც ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის რუსულ ენაზე თარგმნასთან იყო დაკავშირებული.
რუსულ და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ხალხთა ენებზე წმიდა წერილის გამოცემისა და გავრცელების მიზნით 1813 წლის 11 (23) იანვარს დარსდა რუსეთის ბიბლიური საზოგადოება (Савинский С. Н. История русско-украинского баптизма. - Изд-во "Богомыслие" Одесской Богословской семинарии, 1995). საზოგადოების პირველი პრეზიდენტი გახდა თავადი ა. ნ. გოლიცინი.

ფილარეტი რუსეთის ბიბლიურ საზოგადოებაში შევიდა მისი დაფუძნებიდანვე და მის წევრად რჩებოდა ამ საზოგადოების არსებობის ბოლომდე, ანუ 1826 წელს საზოგადოების ოფიციალურ აკრძალვამდე. 1814 წლიდან ფილარეტი იყო ამ საზოგადოების დირექტორი; 1816 წლიდან კი - ვიცე-პრეზიდენტი.

1824 წლის მაისში ბიბლიური საზოგადოების თავმჯდომარედ დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (გლაგოლევსკი) და იმავე წლის დეკემბერში მან ალექსანდრე I წარუდგინა მოხსენება ბიბლიური საზოგადოების კავშირზე მისტიკურ ცრუსწავლებებთან და მისი დახურვა მოითხოვა. ნიკოლოზ I-ის გამეფების შემდეგ ბიბლიური საზოგადოება დაიხურა; წმიდა წერილის თარგმნის საქმე - შეჩერდა (Филарет (Дроздов). https://ru.wikipedia.org/wiki/Филарет_(Дроздов)).

სხვა წყაროში ვკითხულობთ, რომ "1820 წლის შუაში რუსეთის ბიბლიური საზოგადოების მდგომარეობა გართულდა, როდესაც 1824 წლის მაისში თავად გოლიცინის ნაცვლად, რომელმაც დატოვა თავისი თანამდებობა, ბიბლიური საზოგადოების თავმჯდომარედ დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (გლაგოლევსკი) და ამავე წლის დეკემბერში მან ალექსანდრე I წარუდგინა მოხსენება იმის შესახებ, რომ ბიბლიურ საზოგადოებას კავშირი ჰქონდა მისტიკურ ცრუსწავლებებთან და აუცილებელი იყო მისი დახურვა. 1826 წლის 12 აპრილს გრაფ ა. ა. არაკჩეევისა და მისი თანამოაზრეების ზეგავლენით იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა თავისი განკარგულებით საზოგადოების მოქმედება შეაჩერა" (Российское библейское общество. https://ru.wikipedia.org/wiki/Российское_библейское_общество).

რუსეთის ბიბლიური საზოგადოების საქმის გამაგრძელება წმიდა წერილის გამოცემისა და გავრცელების საქმეში მალე ითავა რუსეთის ევანგელურ ბიბლიურმა საზოგადოებამ, რომლის განაწესი დამტკიცდა 1831 წლის 2 (14) მარტს. ევანგელურ ბიბლიური საზოგადოების ხელმძღვანელობას ძირითადად შეადგენდნენ რუსეთის ბიბლიური საზოგადოების ადრინდელი წევრები. თავისი მიზნებითა და ამოცანებით ახალი საზოგადოება სრულიად შეესაბამებოდა ადრინდელ ბიბლიურ საზოგადოებას. სახარებისეულ-ბიბლიური საზოგადოება დასაქმებული იყო წმიდა წერილის გამოცემითა და გავრცელებით რუსი პროტესტანტებისთვის. ხოლო მართლმადიდებელი ქრისტეანები ყიდულობდნენ წიგნებს, რომელიც გამოცემული იყო რუსეთის ოფიციალური ეკლესიის "უწმიდესი სინოდის" მიერ. საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა 1917 წლის შემდეგ (იქვე).

1994 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამღვდელმთავრო ხარისხით წმინდანთა დასში ჩარიცხა მიტროპოლიტი ფილარეტ დროზდოვი (მისი ხსენების დღე ოფიციალურ ეკლესიაში აღინიშნება ძვ. სტ. 19 ნოემბერს (ახ. სტ. 2 დეკემბერი) ((Филарет (Дроздов). https://ru.wikipedia.org/wiki/Филарет_(Дроздов)).


ავტორი ბერი ათანასე.

ეს სათაური ჩემი საკუთარი როდია. ასე იწოდა უკვე დიდი ხნის წინანდელი გადაცემა (03.03.2010) რუპორისა, რომელსაც უმეტესწილად გააჩნია "დემოკრატიული საზოგადოებრიობის" ცნობილი ეროვნული კუთვნილება, რომელსაც ეწოდება "Эхо Москвы" (http://echo.msk.ru/programs/brothers/660420-echo/).

რა თქმა უნდა, "Эхо Москвы"-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, წინასწარი დეტალური ფილტრაციის გარეშე რუსი ადამიანი არ უნდა ენდობოდეს, რაც უკიდურეს შემთხვევაში, წინდაუხედავ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, გადაცემის ავტორებს - მოსკოვის მკვიდრ ნარგიზ ასადოვას და ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორ ლეონიდ მაციხს - ეს ინფორმაცია სულაც არ დაუმახინჯებიათ.




მასონი "მიტროპოლიტი" - ფილარეტ დროზდოვი


ვაი რომ, 1994 წელს კანონიზირებული "წმინდანი" ნამდვილად იყო მასონური ლოჟების ევრი. და არა ერთის. თვით ბიბლიური საზოგადოების რუსული განყოფილება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, წარმოადგენდა საერთაშორისო მასონური სტრუქტურის ქვეგანყოფილებას, რომლის მიზანი გახლდათ წმიდა წერილის ტექსტების დამახინჯება. რასაც მიუძღვნა კიდევაც მთელი თავისი ცხოვრება მეუფე ფილარეტმა.

ინფორმაციის ასეთი "გაჟონვა" არ არის შემთხვევითი და არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს დღევანდელი საეკლესიო იერარქების აბსურდულ მოქმედებებს. ეს არის ჩვენი ეკლესიის (იგულისხმე რმე-ს - რედ.) დამანგრეველი მექანიზმის მორიგი ფაზა - ნელი მოქმედების ნაღმის გაშვება, რომელიც ადრიდანვე იყო ჩადებული ჩვენი ოდითგანდელი მტრის მიერ, რომელიც ელტვის იმას, რომ რუსი ხალხი არანაირად არ დაუბრუნდეს თავის ტრადიციულ მართლმადიდებლურ ფესვებს

ჯერ კიდევ ჩემს პირველ წიგნში "ჩემოდანი - სადგური - ბაქო" ("Чемодан − Вокзал − Баку!". http://karoulia.info/books/chemodan_vokzal_baku.pdf) მე ვწერდი იმის შესახებ, რომ "პერესტროიკის" დროს ჩვენი ოდითგანდელი მტერი, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივერსიათა გარდა, ატარებდა სულიერ დივერსიებსაც. მათგან ყველაზე დახვეწილი იყო ზოგიერთთა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პიროვნების კანონიზაცია. ერთის მხრივ, მთელი რიგი თემების ტაბუირება, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი მართლმადიდებლური ცნობიერების დანგრევისთვის, მეორეს მხრივ კი, - შენელებული მოქმედების მქონე ამ ნაღმების ჩადება. რადგან ჩვენმა მტრებმა კარგად იციან, რომ სიმართლე, როგორც ოქრო, ყოველთვის გამოვა ზედაპირზე, მათ თავიანთი გავლენიანი აგენტების მეშვეობით შეძლეს "გაეყვანათ" რამოდენიმე გაუგებარი კანონიზაცია, და გამომდინარე იქიდან, რომ ოდესღაც ეს აშკარა თაღლითობა მაინც გაიხსნება, იმედოვნებენ მიიღონ თავიანთი გეშეფტი (გეშეფტი - საქმიანობა, რომლის საგანია არაკეთილსინდისიერი სპეკულაცია - რედ.)

ახლა (ოფიციალური) ეკლესია ჩაყენებულია რთულ ვითარებაში. განსახილველ შემთხვევაში - სამართლიანობის აღდგენა და მასონის დეკანონიზაცია ნიშნავს, რომ სალაპარაკოდ გამხდარი საეკლესიო კომისია წმინდანთა კანონიზაციის საქმეში ძღვანებულ ყოფილა არა სულიწმიდის მიერ, და მით კიდევ ერთხელ იქმნება საფუძველი დაბრკოლდეს მართლმადიდებელი ერი, რომელიც ისედაც დაბრკოლებულია ამდენი საეკლესიო სკანდალებისა და მხილებების შემდეგ. მეორეს მხრივ, ყველაფრის ისე დატოვება, როგორც დღეს არის, - ნიშნავს გააგრძელო იმ ადამიანის "წმიდა ნაწილების" თაყვანისცემა და დიდება, რომელიც იყო სატანური ორგანიზაციის ერთ-ერთი გამოჩენილი მებრძოლი!!!

მართლმადიდებლებო! თუ აძლევთ ანგარიშს საკუთარ თავს, რა მივიღეთ ჩვენი სულიერი ინდიფერენტობის შედეგად?!!

მე აქ არ ვაპირებ მოვიტანო არგუმენტირებული მტკიცებულებები იმისა, რომ ფილარედ დროზდოვი ნამდვილად ეკუთვნოდა მასონობას. პატიოსანმა რუსმა მკვლევარებმა ეს უჩემოდაც გააკეთეს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია წავიკითხოთ ვიქტორ ოსტრეცოვის წიგნი "მასონობა, კულტურა და რუსეთის ისტორია" ("Масонство, культура и русская история"). ვიქტორ მიტროფანეს ძემ ეს თემა სრულიად გახსნა და დაამტკიცა საარქივო დოკუმენტების დახმარებით (უახლოეს მომავალში შევეცდებით ამ ნაშრომის მოცემული მონაკვეთის გამოქვეყნებას - რედ.). მოვიტან მხოლოდ ერთ მაგალითს.

სიტუაციას თუ არ გამოვასწორებტ, ღვთისმსახურების რუსულ ენაზე გადასვლის შემდეგ, რასაც, მართლმადიდებლური სწავლებისადმი ჩვენი ასეთი დაუდევრობის პირობებში, საეკლესიო ერის უმეტეს ნაწილს საეკლესიო მოდერნისტები, ადრე თუ გვიან, მიიყვანენ აპოსტასიური "მღვდელმთავრობის" მორჩილებამდე. "მართლმადიდებლები" დაეცემიან იმ დონემდე, რომ სულიწმიდის გმობას ... საღმრთო ლიტურგიაზეც კი დაიწყებენ...! თუმცა, ღმერთმა გვაშოროს ამგვარი რამ!!!

ამას გვაფიქრებინებს ისიც, რომ ლიტურგიის დამწყებ 145-ე ფსალმუნში, სლავური ტექსტი "не надейтеся на князи, на сыны человеческия, в них же несть спасения" (ქართ.: "ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ") (ფსალმ. 145:3), ფილარეტის მიერ რუსულ ენაზე გადათარგმნილი აქვს ებრაულ მასორეტული ინტერპრეტაციით: "не надейтесь на князей, на сына человеческого, в котором нет спасения") (!!!)
(1) (1) მართლია აქ "сына человеческого" არ არის დაწერილი დიდი ასოთი (რადგან ეს უკვე იქნებოდა აშკარა გამოწვევა) (2).
_____________


შენიშვნა 1
: სხვათა შორის, ეს ადგილი საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს მიერაც ასეა თარგმნილი: "იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა". აქაც, ჯერ ლაპარაკია რა "მთავრებზე", შემდეგ მსჯელობა ალოგიკურად გადადის "ადამის ძეზე" (როგორც ჩანს, რუსი მასონების მსგავსად ქართველმა ანტიქრისტიანებმაც აშკარად ვერ გაბედეს დაეწერათ "კაცის ძეზე", რადგან ეს პირდაპირი მინიშნება იქნებოდა ქრისტეზე, რომელსაც წმიდა წერილი ამ ტერმინითაც მოიხსენიებს.



პროფ. . კიკნაძე (მარცხნივ) და ბაპტისტი . სონღულაშვილი


სხვათა შორის, ბიბლიის ახალქართული თარგმანი ეკუთვნით პროფესორსა და ფილოლოგს ზურაბ კიკნაძეს და ბაპტისტების ყოფილ ლიდერს მალხაზ სონღულაშვილს. თავისთავად ის ფაქტი, რომ "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო ბიბლიის თარგმნას ავალებს ბაპტისტს უკვე მრავლისმეტყველია. ხოლო არანაკლებ ნიშანდობლივია თარგმანში დაშვებული დოგმატური შეცდომები იმ მხრივაც, რომ მას უშვებს  "ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი" ზურაბ კიკნაძე (https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_კიკნაძე).

საგულისხმოა, რომ ზ. კიკნაძე  "1996 წლიდან არის "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე" (იქვე). როგორც ჩანს, "ბიბლიური საზოგადოებები", რომლებიც გასული საუკუნეებიდანვე იმართებოდნენ დასავლეთიდან, დღემდე აგრძელებენ ბიბლიის დამარღვეველ და ანტიქრისტეანულ საქმიანობას. ამისი ნათელი დასტურია ბაპტისტ მ. სონღულაშვილისა და პროფ. ზ. კიკნაძის "ნაღვაწი", რომელიც საქართველოს ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქომ გამოსცა
გასულ საუკუნეში).

შენიშვნა 2
.
რუსულ ენაში კერძო სახელები და ასევე ღმრთისადმი მიმართვა ან ღმრთის აღნიშვნა ნაცვალსახელთა ჯგუფებით (მაგალითად, პირის ნაცვალსახელები: მე (პირველი პირი), შენ - (მეორე პირი), ის - (მესამე პირი), და სხვა ჯგუფები), ყოველთვის იწყება დიდი ასოთი. მაგალითად: Он, Его, Ему  და სხვა).
_____________

ვინ-ვინ, მაგრამ ფილარეტ დროზდოვმა კარგად უწყოდა ვინ იწოდება წმიდა წერილში "ძედ კაცისა". და რატომ გადათარგმნეს "თავადნი" მრავლობითში, ხოლო "ძენი კაცთანი" "შეასწორეს" და დასვეს მხოლობითში?! თანაც, იხილეთ გველის მზაკვარება! მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი), საღმრთო ლიტურგიის მის მიერ შესრულებულ რუსულ თარგმანში, შეეშინდა ამგვარი ცვლილებით უცებ გამოეცხადებინა გამოწვევა მართლმადიდებელთათვის. და 145-ე ფსალმუნში ფილარეტისეული ტექსტის ანტიფონებზე მაინც დატოვა "на сынов человеческих, в которых нет спасения". მაგრამ მომდევნო ეტაპზე, ანუ იმის შემდეგ, რაც ილარიონები, კურაევები, ჩაპლინები და სხვა ქეციანები, რომლებიც შეიპარნენ ეკლესიის გალავანში, თავზე ჩამოიცვეს მიტრები, და ყველას "ამისიონერებენ", ვინც კი დაუდევარია საკუთარი სულის გადარჩენის საქმეში, ფილარეტის ტექსტს ლიტურგიაში აუცილებლად ჩართავენ უკვე ცვლილებების გარეშე.

აი ასეთი სავალალოა ჩვენი საქმე, მართლმადიდებელნო...

ვისურვე ეს საკითხი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრების დღის წესრიგში დამეყენებინა. მაგრამ საეკლესიო მღვდელმთვრობის მოწყვეტილობა ერისგან, ანუ საეკლესიო სისრულისგან, ამგვარი შესაძლებლობის იმედსაც კი არ მიტოვებს. ხოლო ჩემმა აპელაციამ ამ საკითხზე ცალკეულ იერარქებთან ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.

ამიტომაც, მრჩება მხოლოდ ერთი გზა - კიდევ ერთხელ ვიღაღდო სიცარიელეში. მაგრამ, იმედი მაქვს, ქრისტეს მცირე სამწყსოს ყურამდე მაინც მივა ჩემი ღაღადისი.

წყარო: Живая Книга монаха Афанасия. "Филарет Дроздов - Канонизированный масон"

იხ. ასევე ვიდეო: Филарет Дроздов - канонизированный масон


https://www.youtube.com/watch?v=hjVHgjZjI7k&feature=player_embedded

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню