უსჯულოების საიდუმლო - ებრაელები და თალმუდი 2_7 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო

ებრაელები და თალმუდი

ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს




ფარისეველნი

შინაარსი


დასკვნა


ჩვენ დიდი ადგილი დავუთმეთ რაბინ ბრაუერის თავგადასავალს, რადგან იგი ნივთიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ თვით XX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში ებრაელთა მიერ კეთილსინდისიერად სრულდებოდა თალმუდის ყველაზე საზიზღარი განწესებები და განკარგულებები და რომ რაბინულ ძალაუფლებას სრულიად არ დაუკარგავს თავისი ძლიერება. ამ შემთხვევიდან გამომდინარე, ვნახეთ, თუ როგორ საშიშროებას დაიტეხს თავს ებრაელი, რომელიც შესაძლოა იყოს კეთილსინდისიერი და არ შეასრულოს ის ვერაგობა და მუხანათობა, რასაც თავს ახვევს თალმუდური სჯული. ყოველივე ამის შემდეგ რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ებრაელი ხალხი ჩვენს ირგვლივ ზნეობრივ ხრწნილებასა და მატერიალურ ნგრევას რომ ავრცელებს?

მივუძღვენით რა ეს გამოკვლევა ფარისეველთა სექტასა და მის ზნეობრივ კანონს, თალმუდს, ჩვენ მიზნად არ დაგვისახავს, დაგვენერგა სიძულვილი ებრაელი ერისადმი. ჩვენ შორსა ვართ ამგვარი აზრებისგან. მხოლოდ გვსურდა მიგვეთითებინა ებრაელობის მავნე საფუძვლები, გამოგვერკვია მისი მიზეზები და იმ დასკვნამდე მივედით, რომ სანამ ბოროტმოქმედი გახდება, ებრაელი ხდება ფარისეველთა საიდუმლო სექტის მიერ მოწამლული მსხვერპლი; ის გაჟღენთილია ამ საწამლავით და, აგერ უკვე ოცი ასწლეულია, აფრქვევს ამ შხამს მთელს მსოფლიოში.

შედეგად, ჩვენ გავილაშქრეთ არა თვით ებრაელთა ტომის მიმართ, რომელმაც ცოცხალ ღმერთს მისცა პატრიარქები, მოციქულები და მოწამენი, არამედ იმ ღმრთისა და ადამიანის მკვლელ, მატყუარა და ქურდ ებრაელზე, რომელიც ასეთად გარდაქმნა თალმუდმა, ფარისეველთა აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ამ უმაღლესმა გამოვლინებამ.

დაე, ეს მოკლე ნაშრომი დაეხმაროს მკითხველს, გაიცნოს ებრაელი ისე, როგორიც ის არის, და განსაჯოს იგი მისი საქმეების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню