უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო
ებრაელები და თალმუდი
ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ნაწილი მეორე
თავი III
თალმუდის შუქზე
ზუსტად ამგვარადვე დაამახინჯეს თალმუდის მწერლებმა ბიბლია, გადმოსცეს რა ის ხელმეორედ და შეავსეს ათასგვარი მონაჩმახით, დაახლოებით ისეთით, როგორზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მაგალითად, თალმუდი ამბობს, რომ ღმერთს ადამიანი ჯერ შეუქმნია ჰერმაფროდიტად - ადამი და ევა ერთ სხეულს შეადგენდნენო - მაგრამ შემდეგ ღმერთს აზრი შეუცვლია და გაუყვია ისინი.
ჰერმაფროდიტიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თალმუდში. ეს ინტერესი ებრაელი კაბალისტებისგან ოკულტურ სკოლათა უმრავლესობასაც გადაედო. ჩვენს დროშიც კი შეიძლება შეხვდეთ მრავალ მწერალ - ალქიმიკოსს, რომლებიც სერიოზულად მსჯელობენ ადამიანში ჰერმაფროდიტიზმის ნიშნებზე და რომელიც ივარაუდება ცნობილ მხატვართა ფერწერულ ტილოებში, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის “წინამორბედში”, რომელიც ლუვრშია).
ადამი იმ დროს იმდენად მაღალი იყო, რომ მისი თავი ცას სწვდებოდა, ხოლო, როდესაც წვებოდა, ფეხებს უკიდურეს დასავლეთს უწვდენდა, თავი კი უკიდურეს აღმოსავლეთში ედო. როდესაც ადამმა შესცოდა, ღმერთმა ის დააპატარავა და ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო დაბალი გახადა (Traite Sanhedrin, 1, c; Traite Chag., folio 12, a).
თითქმის ასეთივე გიგანტი იყო ოჰადი, ბაზანის მეფე, რომელიც მოხსენიებულია ბიბლიაში და რომელიც თალმუდს გამოჰყავს სცენაზე. რაბინები ირწმუნებიან, რომ თავისი სიმაღლის წყალობით ის გადაურჩა წარღვნას. როდესაც ყველაზე მაღალი მთებიც კი წყლებმა დაფარა, მისი თავი წყლის ზემოთ იყო. მას საფრთხე ემუქრებოდა სხვა მხრიდან - შესაძლო იყო ამ წყლებში მოხარშულიყო, ვინაიდან წყალი, რომელმაც მიწა დაფარა, ძალიან ცხელი იყო. მაგრამ ოჰადი მეტად მოხერხებული აღმოჩნდა, როდესაც შენიშნა, რომ კიდობანთან წყალი ცივი იყო, ერთი ნაბიჯითაც არ მოსცილებია მას. იძულებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ემარხულა, რასაც ძალზე უნდა შეეწუხებინა იგი, რამეთუ, ჩვეულებრივად, ყოველდღიურად ჭამდა ორი ათას ხარს და ამდენივე ფრინველს, თან ორი ათას წყრთა ღვინოს აყოლებდა.
როდესაც ებრაელები ბაზანში ჩავიდნენ, ოჰადს ხელის ერთი მოქნევით გადაუწყვეტია მათი ამოჟლეტა. რადგან ებრაელთა ბანაკს სიგრძეში სამი მილი ეპყრა, მას ერთი დიდი მთისთვის ამ ზომის ლოდი მოუწყვეტია, შემოუდია თავზე, რათა მოსეს თანამგზავრთათვის თავზე დაემხო და გაეწყვიტა.
მაგრამ იაჰვეს გამოუცვნია მისი განზრახვა და ჭიანჭველებისთვის უბრძანებია, გამოეხრათ კლდე; ეს ბრძანება იმდენად სწრაფად შესრულებულა და ლოდი ოჰადის თავზევე ისე ამოუჭმიათ, რომ იგი მხრებზე დამხობია ოჰადის და ხაფანგივით თავზე წამოცმია.
სანამ ოჰადი ამ ქვის ბორკილისგან თავდახსნას ცდილობდა, მოურბენია ნაჯახით შეირაღებულ მოსეს. ნაჯახის მარტო ტარის სიგრძე ათი წყრთა ყოფილა; ამხტარა მოსე ათი წყრთის სიმაღლეზე და ოჰადისთვის ფეხი ისე დაუზიანებია, რომ საწყალი მომკვდარა. შემდეგში რაბი იონაჰანს უდაბნოში უპოვია უზარმაზარი ძვალი; სამი მილი ურბენია რაბის ძვლის ერთი ბოლოდან მეორემდე - ეს ოჰადის კანჭის ძვალი ყოფილა (Traite Zebachim, folio 113, b; Masech Sopharim, 14; traite Berachoth, folio 54, b; traite Nidda, folio 24, b).
ერთხელაც ოჰადს კბილი დაჰკარგვია, აბრაამს აუღია ეს კბილი და მისგან საწოლი გამოუჭრია. ამასთანავე, თვით აბრაამი სიმაღლითა და სისქით სამოცდათოთხმეტი ჩვეულებრივი ადამიანის ტოლი ყოფილა და იმდენსავე ჭამდა თურმე, რამდენსაც სამოცდათოთხმეტი კაცი შეჭამს.
თალმუდი ხან იმას ამტკიცებს, რომ ეს კბილი აბრაამს საწოლად გამოსდგომია, ხან კიდევ გვარწმუნებს, სავარძლად იყენებდაო. ასე რომ, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის (Masech Sopharim, 1, c).
თალმუდს თუ მარტო ამგვარი არაკების კრებულად წარმოვიდგენთ, ძლიერ შევცდებით. მისმა შემდგენელმა ფარისევლებმა, რომლებიც ამ ზღაპრებით ღმერთსა და ბიბლიას დასცინოდნენ, ამ წიგნში თავიანთი სწავლების არსებითი საფუძვლებიც გადმოსცეს.
ამგვარად, ჩვენ თალმუდის ოცზე მეტ ადგილას ((Notamment: Sepher nischmath Chaijm, folio 159, a; Jalkut Reubeni, 17; Jalkud Chad., folios 9, b et 121, a; Baba Bathra, folio 16, b; Sepher Emek ha - Melech, folio 16, a; etc.) კვლავ და კვლავ ვხვდებით ძველ სწავლებას სულთა გადასახლების შესახებ, რომელიც ფარისეველთა ახლად ჩასახულმა სექტამ ქალდეველთა სარწმუნოებიდან გადმოიღო ებრაელთა ტყვეობის პერიოდში და რომელიც წარმატებით ჩანერგა ებრაელ ერში, ჩვენს დროში კი ასევე წარმატებით ავრცელებს ქრისტეანთა შორის სპირიტისტულ და თეოსოფიურ სწავლებათა სახით.
თალმუდის მტკიცებით, როგორც შვილი თავისი ხორციელი მამის არსისგან ღებულობს ბუნებას, ასევე ღმერთმა საკუთარი არსისგან შექმნა ებრაელთა სულები და განუმზადა მათ მარადიული ნეტარება სამოთხეში, მაგრამ იქ დაუშვებს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ისინი განიწმინდებიან სხვადასხვა გარდასახვის გავლის შემდეგ, ასე რომ, გარდაცვლილთა სულები ბრუნდებიან, რათა გარდაისახონ დაბადებულ შვილებში იქამომდე, ვიდრე ღმერთი არ მოუწოდებს მათ თავისკენ.
ისეც ხდება, რომ ებრაელები იქცევიან უკეთურად, კლავენ სხვა ებრაელებს ან უარყოფენ თავიანთ ხალხს; რას უზამს ღმერთი ამგვარ მეამბოხეებს? ის არ დასჯის მათ საუკუნო სატანჯველით, უარეს შემთხვევაში ჩააგდებს ჯოჯოხეთში ერთი წლით, რის შემდეგ ამ ებრაელის სული გარდაისახება ჯერ მცენარეში, შემდეგ ცხოველში, შემდეგ ადამიანში, ოღონდ არა ებრაელში, და ბოლოს ღირს იქმნება, დაბრუნდეს ისევ ებრაელის სხეულში, რათა კვლავ შეიქმნეს მარადიული ნეტარების ღირსი.
შეუძლებელია, გაოგნებული არ დარჩე იმ მსგავსებით, რომელიც არსებობს ფარისეველთა ამ ოცდახუთსაუკუნოვან სწავლებასა და იმ სწავლებას შორის, რომელსაც ჩვენს დღეებში აღიარებენ ალან კარდეკი და ქალბატონი ბლავატსკაია. მათ შორის არსებითი სხვაობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მარადიული ნეტარება, თალმუდის მიხედვით, განკუთვნილია მხოლოდ ებრაელთათვის, მაშინ, როდესაც სპირიტები და თეოსოფები ამტკიცებენ, რომ ამ ნეტარებას მიაღწევს ყველა არსება. და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ შორის არც იყოს განსაზღვრული უთანხმოება, რამეთუ თალმუდი დასაშვებად მიიჩნევს არაებრაელის გარდასახვას ებრაელის სხეულში; შედეგად, არსებათა მიზანი, რომელთა ათვლას თეოსოფები იწყებენ უსულო საგნებიდან, რათა დაასრულონ ადამიანით, თალმუდის მიხედვით, ერთ ზედმეტ რგოლს ითვლის: ეს არის ებრაელი, ანუ ზეადამიანი.
თეოსოფებსა და სპირიტებს შეუძლიათ დროებით არ აღიარონ ეს უკანასკნელი რგოლი; თუმცა ამის გამო ებრაელთა ფილოსოფიური სწავლებისგან სულიერად ნაკლებად დამოკიდებულნი მაინც არ გახდებიან, ისინი მხოლოდ ამზადებენ თავიანთ მიმდევრებს ებრაელობაში გადასვლისთვის, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჩაყლაპავს ყველაზე ჭკვიანს მათ შორის.
უნდა დავამატოთ, რომ სულთა გადასახლების შესახებ სწავლებაში თალმუდი არ შემოიფარგლება ამ სწავლების ზოგადი გადმოცემით. მას მოჰყავს კონკრეტული შემთხვევები. ასე მაგალითად, ის მიუთითებს, რომ იაფეტის სული განხორციელდა სამსონში, ფარესის სული - იობში, ევას სული - ისააკში, მრუში რაქაბისა - გებერ ხეთელში (დააკვირდით დედაკაცთა და მამაკაცთა ამ გარდასახვებს. რაბინი მწერლები ამით ხსნიან ზოგიერთი გარყვნილი ადამიანის არაბუნებრივ სქესობრივ მიდრეკილებებს; ასეთი მამაკაცები, თალმუდისტთა აზრით, საკუთარ თავში გრძნობენ თავიანთი სულების ქალური საწყისების გამოღვიძებას. ამიტომაც არის, რომ ყველა დროის კაბალისტი მეტად შემწყნარებლელია ამ ცოდვის მიმართ, რომელსაც ქრისტეანული კანონები, მოსეს სჯულთან ერთად, სჯიდნენ ცეცხლზე დაწვით), საულის სული - ხელაში.
კაენს სამი სული ჰქონდაო: ერთი გადასახლდა ჰეტროში, მეორე კორახში, მესამე კი მოსეს მიერ მოკლული ეგვიპტელის სხეულში ცხოვრობდაო.
რაც შეეხება ესაიას, რომელსაც თალმუდი ხატავს, როგორც მკვლელსა და მრუშს, მისი სული გადასახლებულა იესუ ნაზარეველის სხეულში, მათთვის საძულველი ქრისტეანული სექტის დამაარსებელში, რომელიც, რაბინთა თქმით, ჩაძირულია ჯოჯოხეთში სამუდამო ტანჯვისთვის და იქ იხარშება სიბინძურეებით სავსე ქვაბში (Traite Sanhedrin, folios 67 et 107).
ეს ადგილი ყველაზე შემაზრზენია მთელს თალმუდში. ის რამდენჯერმე ამოიღეს, მაგრამ რაბინები ისევ და ისევ აღადგენდნენ ხოლმე (იხ. ზემოთ. შენიშვნა და წყარო, რომელიც ეხება სულთა გარდასახვებს).
ყველა არაებრაელის სული ასევე ჯოჯოხეთში მიდის (არ უნდა აგვერიოს ისინი ცოდვის ჩამდენ ებრაელებში). ისინი დროებით გადასახლდებიან არაებრაელთა სხეულებში მაშინ, როდესაც ყველა ებრაელი ადრე თუ გვიან მოხვდება სამოთხეში. ყველანი, ებრაელთა გარდა, განსაკუთრებით ქრისტეანები და მუსლიმები, წყეულნი არიან და სამარადისოდ დაინთქმებიან სიბინძურით სავსე დიდ კასრებში (Reschith Choklama, folio 37, b; Sepher Zeror ha Mar, folio 27, b; Bachai, 34 et 171; Maschima Jeschua, folio 18, col. 4; Rosch ha Channa, folio 17, a). მათთვის წინადაცვეთა და გაებრაელება ხსნის ერთადერთი საშუალებაა. გოების ეს საყოველთაო წყევლა სამართლიანია, ვინაიდან ებრაელები ღვთაებრივი წარმომავლობისანი არიან, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, ხოლო გოები (ანუ არაებრაელები - მთარგმნ.) წარმოიქმნენ ბოროტი სულებისგან და მათი სულები ყველაზე უბინძურეს პირუტყვთა მსგავსია (Shefa Tal, folio 4; Shefa ha - Nechamma, folio 221, col. 4; Jalkud Chad., folio 154, b).
ჩვენ აქ ვაწყდებით ფარისევლური სწავლების მეორე მხარეს, რომელიც ნასაზრდოებია არა ქალდეველთა ფილოსოფიური შეხედულებებით, არამედ ებრაელთა ძველი, ნაციონალური ამპარტავნებით.
ფარისევლებმა, მიიღეს რა ქალდეველთა მსოფლმხედველობა უხილავ სამყაროზე, გადაამუშავეს ის ებრაულ ყაიდაზე, შეუნარჩუნეს ისრაელს რჩეული ერის მდგომარეობა და მსოფლიოზე ბატონობის აღთქმა.
ყველა დროის ამ უდიდესმა უღმერთოებმა მხოლოდ განავითარეს წარმოდგენა იმ როლზე, რომელიც განგებამ დაუწესა ებრაელებს; მათ მაცხოვარი გარდააქციეს მსოფლიო დამპყრობლად, ხოლო პირველობა, რომელიც ებრაელებს, როგორც ჭეშმარიტი რელიგიის მპყრობელთ, ეკუთვნოდათ, შეცვალეს მოჩვენებითი რასობრივი უპირატესობით სხვა ხალხებზე.
თუკი რელიგიური უპირატესობა ისრაელს ავალდებულებდა, ყოფილიყო სამართლიანი არაებრელთა მიმართ (რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ, მომავალში ასევე შეემეცნებინათ ჭეშმარიტი ღმერთი), ტომობრივი უპირატესობის ახალმა, ებრაულმა სწავლებამ, პირიქით, ებრაელებში დაამკვიდრა შეხედულება, სხვა ხალხებში დაენახა უდაბლესი არსებანი, რომელთა მოთმენა მანამდეა შესაძლებელი, სანამ ისინი მორჩილად ემსახურებიან რჩეულ ერს, და დასასჯელებია მაშინ, როდესაც ისინი ბედავენ მათთან გათანასწორებას.
მისცეს რა ებრაელებს თალმუდი, ფარისევლებმა მათ გულში ჩაუდეს არა მარტო მსოფლიოზე ბატონობის სურვილი ადამიანისთვის ფიზიკურად მისაწვდომი ხერხებით, არამედ იმის შეგნებაც, რომ ისინი ამ ბატონობისთვის გაჩენილები არიან მათი წარმომავლობის აღმატებულების თანახმად, დანარჩენი ერების პირუტყვული ბუნება კი მხოლოდ მონობისთვის არის განწირული.
თალმუდი აღსავსეა წინასწარმეტყველებებით თუ რა მოხდება ჟამთა დასასრულს, როდესაც მოვა მათი მესია, რომელიც დაჯეგავს გოებს, როგორც აყალოს. ამ დროს იქნება დიდი ომი და დაიღუპება ხალხთა ორი მესამედი. ებრაელები შვიდ წელს მოანდომებენ დამარცხებულთა იარაღის განადგურებას. ეს უკანასკნელნი დაემორჩილნებიან ებრაელებს და მიართმევენ მათ მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მეფე-მესია ქრისტეანთა ხარკს არ მიიღებს, რადგან ისინი ყველანი უნდა განადგურდნენ.
ყველა ხალხთა აურაცხელი სიმდიდრე ებრაელთა ხელში გადავა, მესიის სიმდიდრე კი იმდენად დიდი იქნება, რომ სამასი სასაპალნე ცხენი დასჭირდება მარტო მათს ჩასაკეტად საჭირო გასაღებების დატვირთვას; რაც შეეხება უბრალო ებრაელებს, მათგან ყველაზე უმნიშვნელოს ორი ათას რვაასი მონა ეყოლება.
ქრისტეანთა ამოჟლეტის შემდეგ დარჩენილებს თვალები აეხილებათ: ისინი მოითხოვენ წინადაცვეთას და ებრაულ სამოსს, სამყარო მხოლოდ ებრაელებით დასახლდება. მაშინ მიწა ყოველგვარი დამუშავების გარეშე თაფლაკვერებს, შალისა და მატყლის ტანისამოსს და ყველაზე დიდი ხარის თირკმლის ტოლა თავთავების მქონე საოცარ ხორბალს აღმოაცენებს (Traite Sanhedrin, folios 88 et 99; Jalkut Simeoni, folio 56; Bachai, folio 168; Sanhedrin, folio 101, a et b; Maschima Jeschua, folios 49, a et 65, b; Pesashim, folios 118, b et 119, a; Baschai, folio 72, a; Jebammot, folio 24, b; Aboda Zarah, folio 3, b. Etc., etc.). თავს მოვალედ მივიჩნევთ, დავიმოწმოთ ყველა ის არაკი და წინასწარმეტყველება, რომელსაც თალმუდი “მოთხრობებს”(აგადას) უწოდებს, რამეთუ ისინი წარმოადგენს ებრაელთა სულიერი დაცემის საზომს, რომელშიც შთააგდო ისინი მათზე ფარისეველთა ზეობამ; კიდევ იმიტომ, რომ ისინი გვაძლევს გასაღებს იმ გახელებული ამპარტავნობისა და მსოფლიოზე ბატონობის სურვილის სიღრმეში ჩასაწვდომად, რომელშიც ისრაელი საუკუნეებია ცხოვრობს.
მაშ, შევუდგეთ "Наhbakothos"- ის, ანუ თალმუდის “იგავთა” გარჩევას, რომლებიც გადმოცემულია მოკლე გამონათქვამების, მცნებებისა და სწავლებების სახით და რომლებიც დღესაც წარმოადგენს მსოფლიო სინაგოგის სწვლებას და ნათელს ფენს თუ როგორ შეეწყო ებრაელის სულს ანთებული სიძულვილი და სასტიკი ვერაგობა ყოველივე იმისადმი, რაც უცხოა მისთვის, და განსაკუთრებით - ქრისტეანთა მიმართ.