უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო
ებრაელები და თალმუდი
ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ნაწილი მეორე
თავი II
ღმერთი, ანგელოზები და ბოროტი სულები თალმუდის მიხედვით
ამგვარად, საკუთარი თავის გაღმერთებით თალმუდის შემქმნელებსა და კომენტატორებს საპირისპირო უნდა ექნათ ღმრთისთვის - წარმოეჩინათ იგი გამოგონილ, ქვენაგრძნობებით შეპყრობილ, ადამიანის მსგავს არსებად, რომელიც იქნებოდა ებრაელთა დაცინვის საგანი, რითაც აღმოიფხვრებოდა მათში მათი მამების თაყვანსაცემი ღმრთის, იაჰვეს, სახსენებელიც კი. ფარისეველთა დიდი ხნის სწრაფვა, რომელიც უარყოფდა ყოველგვარ ღვთაებას ბუნების გარდა, საკმაოდ ფრთხილი და შეფარული ხერხებით, მაგრამ მაინც მიღწეულ იქნა.
ცხადია, მათ არ შეეძლოთ, სახალხოდ გამოეცხადებინათ ისრაელში თავიანთი შეხედულებები, ვინაიდან ამას შესაძლოა მოჰყოლოდა მძაფრი წინააღმდეგობა, ამიტომაც აუცილებელი იყო, ბრბოსთვის გარეგნულად მაინც შეენარჩუნებინათ სწავლება შემოქმედი ღმერთის შესახებ. თავად ფარისევლები კი საკუთარი რელიგიის პანთეისტური საწყისების ხელუხლებელ სიწმინდეში შენარჩუნებითა და მხოლოდ თავიანთ საიდუმლო წიგნებსა და უმაღლესი კაბალის თავყრილობებში მისი დაცვით შემოიფარგლნენ.
თალმუდში მათ წამოსწიეს ღმრთის იდეა, მაგრამ იაჰვე, თითქოსდა ოფენბახის ოპერეტიდან გამოხტაო, აქ არის დაკნინებული, სასაცილო და უცნაური. ასე რომ, ღმერთთა ტიპაჟები თავისი ოპერეტისთვის “ორფეოსი ჯოჯოხეთში” ამ ებრაელ მუსიკოსს თავისუფლად შეეძლო მოეძია თავისი ხალხის ამ “წმინდა” წიგნში. ჩავიხედოთ თალმუდში და ანდედ, ალალბედზე ავიღოთ მასხრობის რამდენიმე მაგალითი, რომლებშიც მოხსენიებულია ყოვლადძლიერი ღმრთის სახელი.
დღე (Abod. Zara; folio 3, b) შედგება თორმეტი საათისგან. პირველი სამი საათის განმავლობაში ღმერთი ზის და სჯულს სწავლობს, შემდგომი სამი საათი ის განსჯის სამყაროს, მომდევნო სამ საათს კი დაპურებას ანდომებს. ამის შემდეგ, ცხრასაათიანი მუშაობით კმაყოფილი, დაჯდება, დაუძახებს ლევიათანს, თევზების მეფეს, და მასთან თამაშობს, ხოლო ეს ლევიათანი (Baba Bathra, a et b) საშინელი ურჩხულია, რამეთუ, თალმუდის მტკიცებით, მას ძალუძს, ყელის დაუზიანებლად 300 - კილომეტრიანი თევზი გადაყლაპოს. იმის შიშით, რომ ამ გიგანტის შთამომავლობას დედამიწა არ დაეპყრო და არ დაეღუპა, ღმერთმა დაკოდა ლევიათანი და მოკლა მისი მეწყვილე (ანუ დედალი), მისი ხორცი კი დაამარილა. ეს დამარილებული ხორცია სწორედ, დღეს რჩეულნი სამოთხეში რომ ჭამენ.
რას აკეთებს ღმერთი, როდესაც ღამე დადგება? რაბი მენაჰემი (Ad Peat, folio 97, 3; cf. Targum, ad cant V, 10) გვარწმუნებს, რომ ის ჯერ ანგელოზებთან ერთად სწავლობს თალმუდს (თუმცა ეს უკანასკნელნი ერთადერთნი როდი არიან, ვისთანაც იაჰვე არჩევს ამ წმინდა წიგნს, რამეთუ ამ დროს ცაში ამოდის ასმოდავსიც, ბოროტ სულთა ბელადი, რათა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში) (Gittin, folio 68, a), შემდეგ კი ეცეკვება ევას, ეხმარება მას ჩაცმაში და თმას უვარცხნის (Traite Berachoth, folio 61, a).
მოგვიანებით, იერუსალემის ტაძრის დანგრევის პერიოდიდან, დროის ამ გადანაწილებამ ცვლილება განიცადა (Baba Bathra, filio 74, a et b): ღმერთი უკვე აღარ ერთობა ლევიათანთან და არც ევას ეანცება, ვინაიდან მძიმე შეცოდების გამო (იგულისხმება იერუსალემის ტაძრის დანგრევა - მთარგმნ.) დამწუხრებულია. ეს ცოდვა იმდენად მძიმედ აწევს მის სინდისს, რომ, თალმუდის თანახმად (Traite Berachoth, folio 3, a), მთელი ღამის სამი მეოთხედის განმავლობაში ზის და ლომივით ღმუის, თან იძახის: “ვაი მე, რამეთუ დავუშვი დანგრეულიყო ჩემი სახლი, დამწვარიყო ჩემი ტაძარი და ტყვედ წასხმულიყო ჩემი ხალხი”. დასამშვიდებლად სადიდებლებს უგალობენ, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ თავს გააქნევს და იტყვის : “კურთხეულ არს მეფე, რომელსაც ადიდებენ თავის სახლში, და როგორ სასჯელს იმსახურებს მამა, რომელმაც დაუშვა, სიღარიბისთვის გაეწირა თავისი შვილები ?”. ამ წუხილმა ისე გათანგა იგი, რომ სულ დაპატარავდა; ადრე თუ მთელ სამყაროს აღავსებდა, ახლა ოთხი წყრთა მიწაღა თუ უკავია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თალმუდის მწერლები დაოსტატებულები არიან ათასგვარ იგავ-არაკებში; ეს გიგანტური იაჰვე, რომელიც დაპატარავდა, მიგვანიშნებს იმაზე თუ როგორ შეცვალეს მათ ბიბლიურ ღმერთზე წარმოდგენა იმ წარმოდგენით, რომელიც მოცემულია თალმუდში. ტირის და მისი ცრემლები ისეთი გრუხუნით ეცემიან მიწაზე, რომ მისი ხმა შორს გაისმის და მიწა იძვრის (Traite Berachoth, folio 59, a et traite Chag. 5, f). როდესაც ასეთი სასოწარკვეთა აიძულებს ღმერთს, ლომივით იღმუვლოს, ის ბაძავს ლომს ელაიდან, რომელიც, თალმუდის თქმით, მეტად ღირსშესანიშნავად ღმუის.
ერთხელ თურმე რომის იმპერატორს ამ ლომის ხილვა უნებებია. ის ოთხასი მილითაც არ ყოფილა რომს მოახლოებული, როცა ლომს ისეთი დაუღრიალია, ყველა ფეხმძიმე დედაკაცს მუცელი მოშლია და დანგრეულა რომის ყველა კედელი. როდესაც სამასი მილით მიახლოებია, კვლავ დაუღრიალია და თანაც ისე, რომ ადამიანებს კბილები დაცვენიათ, იმპერატორი კი ტახტიდან გადმოვარდნილა და მიწაზე მოუდენია ზღართანი. ამის შემდეგ იმპერატორს უთხოვია, უკან წაეყვანათ ეს ლომი (Traite Chullin, folio 59, b).
სრულიად გასაგებია, ასე აღწერილი ღმერთი ნაკლებად შთამბეჭდავი რომ იქნება ადამიანებისთვის, რის გამოც აღწერს კიდევაც მას თალმუდი საყვედურებით აღსავსე ეპითეტებით. თვით მთვარეც კი საყვედურობს მას, მზეზე უფრო პატარა რომ შექმნა, და ღმერთიც მორჩილად აღიარებს თავის შეცდომას (Traite Chullin, folio 60, b, et traite Chullin, folio 9, a).
ღმერთი, ამავე დროს, ძალიან ფუქსავატია (ცხადია, თალმუდის მიხედვით - მთარგმნ.) და ანგარიშმიუცემლად იფიცება. მისგან თავდასახსნელად არსებობს ძლიერი ანგელოზი მი, რომელიც ცასა და მიწას შორის იმყოფება და მას (ანუ ღმერთს - მთარგმნ.) დაუფიქრებლად აღებული ვალდებულებებისგან ათავისუფლებს (Traite Chullin, folio 60, b, et traite Chullin, folio 9, a), მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ეს ანგელოზი ზოგჯერ თავის პოსტზე არ იმყოფება და მაშინ ღმერთი დიდ გაჭირვებაში ვარდება; ასე, მაგალითად, ერთხელ ისრაელის ერთ ბრძენკაცს გაუგია, როგორ წამოუძახია ღმერთს: “ვაი მე! ვინ გამათავისუფლებს ჩემი ფიცისგან ?” ბრძენკაცი გაქცეულა, რათა მოეთხრო ეს თავისი ამხანაგი რაბინებისთვის, რომელთაც კარგად გამოულანძღავთ იგი იმისთვის, რომ თვითონ არ გაათავისუფლა ღმერთი თავისივე ფიცისგან, რამეთუ ამისი უფლება აქვს თითოეულ რაბინს (Traite Baba Bathra, folio 74, a.).
ღმრთის იმ ზნეობრივი სურათის წარმოსაჩენად, როგორც არის გადმოცემული ის თალმუდში, უნდა დავამატოთ, რომ თალმუდი დიდსულოვნად მიაწერს მას პასუხისმგებლობას ყველა იმ ცოდვისთვის, რაც კი დედამიწაზე აღესრულება: “ეს მან (ე. ი., ღმერთმა - მთარგმნ.) მისცა ადამიანებს გარყვნილი ბუნება”- ო, აბობენ რაბინები. შედეგად, მას არ შეუძლია უსაყვედუროს ან ამხილოს ისინი ცოდვებისთვის, თუკი თვითონ განუწესებია ეს მათთვის (Traite Aboda Zara, folio 4, b). ამიტომაც არც დავითს, რომელმაც იმრუშა, და არც ელის შვილებს, რომლებიც მევახშეები იყვნენ, სინამდვილეში არ შეუცოდავთ; ერთი ღმერთია დამნაშავე მათს ცოდვებში (Traite Sab., folio 55, b et 56, a).
თუ ღმერთს ასე ეპყრობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თალმუდი უკეთესად არც ანგელოზებს მოეპყრობა. სინაგოგის წმინდა წიგნი ირწმუნება, რომ ისინი, ანუ ანგელოზები, მთელი დღე იმითი არიან დაკავებულები, რომ ძილს ამზადებენ ადამიანებისთვის (Jalkut Chad., folio 118). მათი ასეთი მზრუნველობის სამადლობლად ადამიანები მათ პატივს უნდა სცემდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს მათ გარეშე ცხოვრება საერთოდ შეუძლებელი იყოს. მართლაც, ანგელოზებმა, თუმც ძალიან განსწავლულები არიან, არ იციან ქალდეური ენა; ასე რომ, თუ ებრაელებს სურთ რამე სთხოვონ ღმერთს ანგელოზთაგან საიდუმლოდ, ქალდეურად უნდა ილოცონ, ზეციური მხედრობა დარჩება პირღია და ერთადერთს იაჰვეს ეცოდინება მხოლოდ, რა სთხოვეს (Tocaphat, traite Berashoth, folio 3, a).
აღვნიშნავთ, რომ ეს უპირატესობა, რომელიც ენიჭება ქალდეურ დიალექტს, მიანიშნებს ფარისეველთა სწავლების ბაბილონურ წარმომავლობაზე. ანგელოზები უფლებით ერთმანეთის თანასწორნი არ არიან და მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს მარადიულად, რაც ადამიანის სულის ხვედრია. ეს ცალკეული რჩეულები ღმერთმა შექმნა სამყაროს შექმნის დასაწყისში, მეორე დღეს; ყველა დანარჩენი კი უნდა მოკვდეს სამყაროს აღსასრულამდე. ამასთანავე, იაჰვე ყოველდღიურად ქმნის ანგელოზთა ახალ-ახალ ურდოებს; მაგრამ ეს უკანასკნელნი მხოლოდ წამიერად ცხოვრობენ, უგალობენ ღმერთს სადიდებელს და ქრებიან (Bachai, folio 37, col. 4; it traite Chag, folio 14, a). თითოეული სიტყვა, ღმრთის მიერ წარმოთქმული, შობს ანგელოზს (Traite Chag, 1, C). ოცი ათასი ანგელოზია მიმაგრებული ოცდაერთი ათას მიწიდან აღმოცენებულ მცენარეზე; არიან ანგელოზები, რომლებიც იცავენ ველურ მხეცებსა და პირუტყვებს, ფრინველებს, თევზებს და წამლებსაც კი; თალმუდი გვასწავლის, რომ ნეტარი მთავარანგელოზი გაბრიელი, მახარობელი ანგელოზი, მოვალეა, მეთვალყურეობდეს მწიფე ნაყოფს (Traite Pesachim, folio 118; traite Sanhedrin, folio 95 (Raschi); Sepher Ammude Schibkab, folio 49).
ერთხელ, ერთ პარასკევ საღამოს, როდესაც უკვე გვიან იყო, ღმერთმა შექმნა ბოროტი სულები და, რადგან შაბათი ახლოვდებოდა, მათ დასამთავრებლად და ხორცშესასხმელად დრო არ ეყო. მათი სულები შექმნილია ნივთიერებათაგან, რომელიც არაფერში არ ვარგა და მოიპოვება მთვარეზე. ერთნი შედგებიან წყლისა და ცეცხლისგან, მეორენი კი მიწისა და ჰაერისგან, მაგრამ არიან უსხეულონი (Jalkut Chad, folio 107, 115 et 116; Sepher Nischmath Chaijm, folio 117, col. 2; Sepher Tub ha - arez, folio 9, b). ეს გაყოფა სულად, ფორმად და სხეულად ნასესხებია ძველი ქალდეველებისგან; ებრაელმა კაბალისტებმა ის მემკვიდრეობით მიიღეს ფარისეველთაგან და გადმოსცეს ჩვენს ოკულტისტებს, სპირიტისტებსა და თანამედროვე თეოსოფებს: “ფორმა” გარდაიქმნა “ასტრალურ სხეულად”.
რაბინი მწერლები ამბობენ, რომ ბოროტ სულთაგან ბევრნი აღმოცენდა ადამისგან: როდესაც პირველი ადამიანი განდევნეს სამოთხიდან, ის თავდაპირველად უარს ამბობდა, მიახლოებოდა ევას, რათა ღმრთისგან წყეულ არსებათათვის სიცოცხლე არ მიეცა. მაშინ მდედრობითი სქესის ორი ბოროტი სული მივიდა მასთან და მუცლად იღო.
ას ოცდაათი წლის განმავლობაში ერთ-ერთმა ამ ორ დემონთაგან, სახელად ლილიტმა, ადამისგან შვა დემონები, ბოროტი სულები და ღამის მოჩვენებები. მაგრამ ლილიტმა შესცოდა ადამის წინააღმდეგ, ამიტომაც ღმერთმა ის დასაჯა. ლილიტს ყოველდღე ასი მისი შვილის სიკვდილის ხილვა მიუსაჯეს; იმდენად დიდი იყო მისი ვაება, რომ იმ დღიდან, ოთხას ოთხმოცი ბოროტი სულის თანხლებით, დახეტიალობს ქვეყანაზე და იქაურობას კივილით იკლებს (Jalkut Reubeni, III traite Erubin, folio 18, b; Sepher Bensira, folio 9, a et b).
იმ დროს, როდესაც ადამი ასე ქარაფშუტულად ცხოვრობდა, არც ევა იქცეოდა უკეთესად: ის საყვარლად ჰყავდათ მამრობითი სქესის დემონებს, რომლებმაც ანალოგიური არსებები მასაც გააჩენინეს. (Bachai, folio 16, a; et Sehper Nischmath chaijm, folio 114, b).
იმ დღიდან მრავალი მამაკაცი და დედაკაცი შეეყო ბოროტ სულებს, ამიტომაც არ უნდა გვაოცებდეს ამ უკანასკნელთა ურიცხვი რაოდენობა, მითუმეტეს, რომ ისინი ერთმანეთს შორისაც ანალოგიურად მრავლდებიან და ახლა უთვალავნი იქნებოდნენ, ლოთობისა და მუცელღმერთობისკენ რომ არ იყვნენ მიდრეკილნი, ვინაიდან უამრავი მათგანი სწორედ კუჭის აშლილობით კვდება (Traite Chag., folio 16, a).
სოლომონმა, რომელიც იყო დიდი ჯადოქარი, იცოდა მათი ეს თავისებურებები და ამიტომაც თავის შვიდასამდე ცოლსა და ხარჭას მიამატა მდედრობითი სქესის კიდევ ოთხი ბოროტი სული (Sepher ha - Nechama, folio 28, a; traite Pesachim, folio 112, b). ერთ-ერთი ამ ოთხთაგანი იყო ადამის ყოფილი ცოლი ლილიტი, რომელიც იმ დროიდან ეწეოდა საკმაოდ ხმაურიან ცხოვრებას. მეორე განუწყვეტლივ ცეკვავდა და მას ემსახურებოდა 479 ბოროტი სულისგან შემდგარი ამალა, რომლებიც ყველაფერში ბაძავდნენ თავიანთ დედოფალს. თუმცა ის ვერ შეედრებოდა სოლომონის მესამე რჩეულს, რომელიც ძლევამოსილი სულის, სამაელის, ცოლი იყო და, მისი ინფერნალური მეუღლის საპატივცემოდ, თან ახლდა 180.000 ყველაზე უბოროტესი სული. ადამიანებს ბოროტი სულების მოკვლა შეუძლიათ მხოლოდ მაცით (ღვეზელი, რომელსაც ებრაელები აცხობენ თავიანთ პასექსზე). დემონები ვერ იტანენ მაცის სუნს (Zohar, par Vajchlach). ამ დემონებისგან წარღვნის დროიდანვე გათავისუფლდებოდნენ, ნოე, რომელმაც თავის კიდობანში ერთი წყვილი დემონი შეასახლა, ასეთი გულუბრყვილო რომ არ ყოფილიყო (Sepher Nischmath chaijm, folio 115, col. 3).
იმ დროიდან დემონები ძალიან მომრავლდნენ. ყველგან შეიმჩნევა მათი კვალი. მათ უყვართ ცეკვა სარწყულებლიდან დაბრუნებული ხარების რქებს შუა ან კიდევ დედაკაცთა, ან დაკრძალვიდან მობრუნებულ ადამიანებს შორის. მათ შურთ რაბინების. ამიტომაც მიელტვიან მათ. დაბოლოს, მათი თავშესაფარია თხილის ხეები. თითო დემონს დაკავებული აქვს კაკლის ხის თითო ფოთოლი, ამიტომაც საშიშია დასვენება და დაძინება კაკლის ხის ჩრდილში, რამეთუ სულებს შეუძლიათ, ბოროტად გაეხუმრონ ამ ხის ჩრდილქვეშ დაძინებულს.
ბოროტი სულების საკითხში თალმუდი ამოუწურავია. ყველა არაკი, რომელსაც ის გადმოსცემს, საფუძვლად დაედო შავ წიგნებსა და ჯადოქრულ ლიტერატურას, რომლებიც ასე გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში და რომლებიც ამ უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში (იგულისხმება ავტორის ეპოქა - მთარგმნ.) კვლავ იქცა საზოგადოების გაცხოველებული ინტერესის საგნად.
სრულიად სწორს ამბობს ელიფაზ ლევი (ნახუცარი ლუი კონსტანი), რომ თალმუდი არის ჯადოქრობისა და მისნობის საფუძველი. ბოროტი სულები, ჯადოქრობა და თილისმები აქ (ე. ი., თალმუდში - მთარგმნ.) ყოველ გვერდზე გვხვდება. არ არის საჭირო განმარტოება მიყრუებულ ადგილებში, რამეთუ იქ ბინადრობენ ბოროტი სულები, არ არის მიზანშეწონილი მარტო ყოფნა მთვარის აღვსებისა და ნაკლობის პერიოდებში, რადგან ეს დრო მიცემულია დემონებისთვის; არ შეიძლება ვინმეს თაყვანი სცე ღამით, ვინაიდან ის, ვისაც ეთაყვანები, შესაძლოა აღმოჩნდეს ბოროტი სული და ა. შ. (Traite Pesachim, folio 112, b; Iofe Deja, par 359, traite Berachoth, folio 6, a; Jalkut Chad, folio 18, b).
ყველაზე სულელური ცრურწმენები, რომელსაც ავრცელებენ ყველაზე დაბალი რანგის მისნები და ჯადოქრები, შარლატანები და მჩხიბავები (რომლებიც, სხვათა შორის, ნერგავენ აზრს, რომ შემხვედრი ჯვარი ახლო მომავალში მოსახდენი უბედურების მაუწყებელია, ხოლო პარასკევი უბედური დღე და ა. შ.), პირველნი არიან ჩაწერილნი თალმუდში და შეადგენენ რაბინისტული სწავლების ნაწილს.
როგორც ებრაელთა, ასევე არაებრაელთა ცხოვრებაში, ზებუნებრივის დაკნინებით მიღებული სარგებლობის გარდა, თალმუდის ფარისეველი შემოქმედნი სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ცრუმორწმუნეობრივ შეხედულებებს; რაბინები დღემდე ერთობიან, როდესაც ხედავენ მტკიცედ მორწმუნე ქრისტიანები, რომლებისთვისაც წმიდა უნდა იყოს ჯვარი და პარასკევი (გამოსყიდვის იარაღი და დღე გამოხსნისა), ითვალისწინებენ სინაგოგის სწავლებას და ავის მომასწავებლად მიიჩნევენ მათ. შეუძლებელი იყო, რომ რაბინებს, რომლებსაც მეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და თავიანთ სწავლებას ღმრთის სიბრძნეზე მაღლა აყენებენ, საკუთარი თავისთვის არ მიეწერათ ძალაუფლება ბოროტ სულებზე.
თალმუდის მტკიცებით, მათი ეს ძალაუფლება უსაზღვროა და ისინიც მათ მაგიის ყველაზე საკვირველ ცდებში იყენებენ. თალმუდის ერთ-ერთ შემოქმედზე ნათქვამია, რომ შეეძლო ჯერ მოეკლა, შემდეგ კი გაეცოცხლებინა ადამიანი, მით უმეტეს, შეეძლო სიცოცხლე დაებრუნებინა პირუტყვთათვის; ამიტომაც თავისთვის სარჩო-საზრდელიც რომ გაემარტივებინა მოიფიქრა, ყოველ საღამოს დაეკლა სამწლიანი ხბო, რომელსაც გემრიელად მიირთმევდა თანამოძმეებთან ერთად; მეორე დილით აცოცხლებდა, რათა ისევ დაეკლა და საღამოს დადგომისთანავე შეეჭამა (Traite Sanhedrin, folio 65, b; traite Meggilla, folio 7, b; traite Sanhedrin, 1, c).
სხვა არანაკლებ ცნობილ რაბინს, რომელიც ფრინველს ამჯობინებდა, მთელი თავისი მაგიური ძალით შეეძლო, კვახი ექცია ირმად, ნესვი კი ფურირმად (Talmud de Jerusalem. Traite Sanhedrin, Perek VII). ამასთან კვახის ქონა მაინც იყო საჭირო, აი მის ადგილას რაბი ელზერი რომ ყოფილიყო, არც კვახის უქონლობა იქნებოდა პრობლემა: რამდენიმე საიდუმლო სიტყვა და - მთელი მინდორი კვახებით გაივსებოდა (Traite Sanhedrin, folio 68, a).
ამ საკვირველთმოქმედებაში დახელოვნებულ რაბი იანაის შეეძლო, მაგალითად, წყალი მორიელად გადაექცია. ერთხელ მან სადღაც წასვლა დააპირა, მაგრამ არ ჰყავდა პირუტყვი, რომლითაც შესძლებდა გამგზავრებას, მაშინ ერთი ვინმე ქალი ვირად გადააქცია, ზედ შეაჯდა და გაემგზავრა, მოგზაურობის შემდეგ კი ქალს პირვანდელი სახე დაუბრუნა (Traite Sanhedrin, folio 67, b; Massec Sepharim, 13). თანაც, ყველა ცნობილი რაბინი, როგორც თალმუდი ირწმუნება, ფლობდა საკვირველ ქვას, რომელიც მათ სასწაულთა ქმნაში შეეწეოდა; ერთი მათგანი იმითი ერთობოდა, რომ შეახებდა ხოლმე მას დამარილებულ ფრინველს, რომელიც იმწუთასვე ცოცხლდებოდა და მიფრინავდა (Baba Bathra, folio 74, b).