უსჯულოების საიდუმლო - "Cannibal Club" ელიტისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"Cannibal Club" ელიტისთვის

18+
კანიბალების კლუბი
"კაცობრიობა - არაერთგვაროვანია! და არაერთგვაროვანია იგი, უპირველეს ყოვლისა, ბიოლოგიურად! საჭიროა უბრალოდ გავიაზროთ საზოგადოებისგან დაფარული ერთი აზრი, - ჩვენს პლანეტაზე არსებობს კაცობრიობის ორი სახეობა, კერძოდ, ისინი ვინც ჭამენ, და ისინი ვისაც ჭამენ. მტაცელბები და მსხვერპლი! და მტაცებლები დომინირებენ. ისინი - ეს ცალკე განშტოება გახლავთ, "ადამიანების" ბიოლოგიურად სხვა სახეობა! ანუ, მათი წარმომავლობა სულ სხვაა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისა".

დევიდ აიკი.


ლოს-ანჟელესში უკვე დიდი ხანია მუშაობს ერთი კერძო რესტორანი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, რადგან დადის ხმები იმის შესახებ, თუ ვინ დაიარება მასში და რა ხდება მის დახურულ კარებს მიღმა. ამჯერად, პრესაში გაჟონილმა ინფორმაციამ კაციჭამიათა კლუბის (Cannibal Club) შესახებ, გამოააშკარავა ავადსახსენებელი რესტორნის ზოგიერთი "ელიტური" მფარველის ვინაობა.





კაციჭამიობა ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე თქვენ გგონიათ

დოკუმენტის მიხედვით, მერილ სტრიპი, ჩელსი კლინტონი და ანდერსონ კუპერი CNN-დან, ყველანი Cannibal Club-ის წევრები არიან. კეტი პერი, რომელიც ადრე ამბობდა, რომ "კანიბალიზმი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე თქვენ გგონიათ", "ხოლო ადამიანის ხორცი საუკეთესოა" ასევე ამ კლუბის მუდმივი წევრია.

მეტიც, რესტორანი "Cannibal Club" თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე თავსაც კი იქებს, რომ მისი სამზარეულო "ექსპერიმენტალური სამზარეულოს უმაღლესი მწვერვალია", რომ ისინი "სპეციალიზრებულნი არიან ადამიანის ხორცის მომზადებაზე", ხოლო თვით ხორცს იღებენ "ახალგარზდა და ჯანმრთელი სხეულებიდან".



Cannibal Club-ის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მათ შეფ-მზარეულები მოწვეული ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ისინი ლოს-ანჟელესში შეიკრიბდნენ იმისთვის, რათა "თამამად, უკომპრომისოდ და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა".


კინორეჟისორები, ინტელექტუალები და ცნობილი ადამიანები.

რესტორნის საიტზე ნათქვამია: "ჩვენს ექსკლუზიურ კლიენტურას წარმოადგენენ ცნობილი კინორეჟისორები, ინტელექტუალები და ცნობილი ადამიანები, რომლებმაც შეიწყნარეს შეხედულებათა თავისუფალი გამოხატვისა და რაციონალიზმის იდეები. ღამით ჩვენს სტუმრებს ართობენ ავანგარდული მსახიობები, ცნობილი ლიტერატურული მოღვაწეები და ნოვატორი მუსიკოსები. "Cannibal Club-ში ჩვენ ვზეიმობთ მხატვრულ უპირატესობას, როგორც ადამიანური სულის დაუოკებელ ბუნებრივ და გარდაუვალ გამოხატულებას".



თანამშრომელთა ბიოგრაფიები, რომლებიც მითითებულია რესტორან Cannibal Club-ის საიტზე.

ყოველი კერძი აღწერილია, როგორც "გემოვნებისა და ელეგანტურობის კვლევა", შეფ-მზარეული სოფი ლაფიტი (Sophie Laffite) განმარტავს: "ხორცი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ახალგაზრდა და ჯანმრთელი სუბიექტებისგან ირჩევა. მრავალ პრიმიტიულ საზოგადოებაში არსებული კანიბალიზმის პრაქტიკის შესაბამისად, ჩვენ ანტროპოფაგიას განვიხილავთ, როგორც მიცვალებულთადმი პატივისცემას, რომლებიც თავიანთ მომხმარებელთა (მჭამელთა - "აპოკ." რედ.) სხეულებში აღორძინდებიან".

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ უბრალოდ შეხვალთ ამ რესტორანში და იქ ადგილს დაიკავებთ. საიტის მონაცემებით, კერძო რესტორანი შემოწმების მკაცრ პოლიტიკას ატარებს: "ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ კერძო პოლიტიკის მიხედვით და დავფაროთ ჩვენი წევრები, რათა თავიდან ავიცილოთ ნაკლებად განათლებულთა ნეგატიური რეაქციები".


მენიუ ადამიანის ხორცით

მიმდინარე მენიუში, რომელიც საიტზეა წარმოდგენილი, ვხედავთ სტეიკს Sirloin (ადამიანის ხორცი, შემწვარი ღია ცეცხლზე, 8 უნცია). ორცხობილა ღვიძლით და სოკოთი (შემწვარი ფუნთუშების ვერსია, რომელიც ავსებულია პიკანტური შემადგენლობით: ველური სოკოებით და ადამიანის ღვიძლით) და პლაცენტური ლაზანია ("ლაზანია დაქუცმაცებული ყველით და პლაცენტით ტომატის სოუსში, შეკმაზული ნივრით, ხახვით და რეჰანით").


Cannibal Club-ის დევიზია ავტორ ჰენრი მილერის ციტატა: "ყოველთვის როდესაც ტაბუ ირღვევა, ხდება რაღაც კარგი და მაცოცხლებელი".



ელსპეთ ბლეიკი (Elspeth Blake), რესტორან Cannibal Club-ის მფლობელი ამტკიცებს, რომ მათ სახელი გაითქვეს ნიუ-იორკელი Vincent Sardi-მცირის წყალობით, რომელმაც უცებ როდი უპასუხა ჩვენს კითხვებს იმის შესახებ, თუ საიდან მოაქვთ ამ რესტორანში ადამიანის ხორცი.


"ახალგაზრდა და ჯანმრთელი სხეულები".

საიტის განყოფილებაში "ხშირად დასმული კითხვები", Cannibal Club-ი ამტკიცებს: "წარმოებებისა და დაწესებულებების უმრავლესობა, რომლებიც ჩვენ გვამარაგებენ, ამჯობინებენ არ გაახმაურონ ჩვენთან კავშირი. ინდივიდუალურ დონეზე, სხეულებს ჩვენ ხშირად ანდერძით გვიტოვებენ. ზოგიერთისთვის ეს არის სიცოცხლის დაზღვევის დამატებითი მეთოდი და სამგლოვიარო დანახარჯების კომპენსაციები. სხვებისთვის, როგორებიც არიან Cannibal Club-ის წევრები გვენდოლინ ფენვიჩი, რომელიც შეჭმულ იქნა საკუთარი მეგობრების მიერ კლუბში 2008 წლის იანვარს, ამგვარი რიტუალი წარმოადგენს ცოცხალთა სხეულებში აღორძინებას, და ეს უფრო მიმზიდველი და უფრო ტრადიციული ალტერნატივაა, ვიდრე დაკრძალვა და კრემაცია".

ის აღმოჩენა, რომ ლოს-ანჟელესში ყოფნის დროს ჰოლივუდისა და პოპ-მუსიკის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი პიროვნებები ადამიანის ხორცს მიირთმევენ - ერთ-ერთი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უფსკრულში არიან შთავარდნილები ცნობილი საზოგადო და შოუ-ბიზნესის მოღვაწეები. მაილი საირუსმა რადიოს პირდაპირ ეთერში თქვა: "დიდება სატანას" და ამტკიცებდა, რომ მას ეშმაკთან უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე თავის "მიწიერ მამასთან", ბილი რემთან.

ამ რამოდენიმე ხნის წინ, ჩელსი კლინტონმა ტვიტერში განაცხადა, რომ სატანიზმი "რელიგიაა", რომელიც "პატივისცემას" იმსახურებს.

ამ ინციდენტებმა მთელ მსოფლიოში გააჩინა წინათგრძნობა იმისა, რომ ილუმინატები უკვე თავიანთი გენერალური გეგმის მორიგ ეტაპზე გადავიდნენ და ღიად უწევენ პროპაგანდას საკუთარ ბნელ "სულიერებას".






იხილეთ ასევე ინტერნეტში:




წყარო: https://sofyapremudraya.livejournal.com/1052483.html


Назад к содержимому